შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (7,8)


30-11-2015, 18:46
ავტორი N7
ნანახია 5 523

7.
ბევრი ყოყმანის შემდეგ, თხელი ჟაკეტი შემოიცვა და უთქმელად დაეშვა კიბეებზე. შეზარხოშებულ ხალხთან არ ჰქონდა ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის თავი.
რამდენიმე სართული შეუჩერებლად ჩაირბინა და გასასვლელს მიახლოებულმა, ოდნავ მოუკლო ტემპს. შორიდანაც ჩანდა შავი, პატარა მანქანა და სალონში მჯდარი სხეული, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.
ნელი ნაბიჯებით გავიდა სადარბაზოსთან და მანქანასთან მისულმა, რამდენჯერმე დააკაკუნა საქარე მინაზე. მამაკაცმა შუქი აანთო და თითით უჩვენა - ჩაჯექიო. თავიდან იყოყმანა, მაგრამ ბოლოს, უგამოსავლოდ დარჩენილი, დანებდა და წინვე ჩაჯდა.
უყურებდა ლუკას და ვერაფრის ანალიზს ვერ ახდენდა, საერთოდ ვერაფრის. მხოლოდ აფიქსირებდა მამაკაცის ნერვიულობას და ამ ნერვიულობის ფონზე, ნიკოტინით ფილტვების ამოვსებას.
- გილოცავ... - ჩაილაპარაკა ირემაშვილმა ისე, რომ არ შემოუხედავს ნატროშვილისთვის.
აგრძელებდა მოწევას ისევ და სადღაც, ახლოს მიშტერებოდა მბჟუტავ სინათლეს, პირველ სართულზე.
- გმადლობ, - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ქალმა.
- ცხრამეტის? - აგრძელებდა მამაკაცი, ოღონდ მისკენ არაფრისდიდებით არ ახედებდა თვალს.
- ცხრამეტის, - მოკლე-მოკლე პასუხებით იფარგლებოდა ნინა.
ისევ დუმილი და ისევ უმისამართოდ გასროლილი მზერა... მამაკაცის ნატიფ თითებში გაჩხერილი მახინჯი სიგარეტი და უნაკლო პროფილი... მაინც ვერ ხვდებოდა ნინა, რას ტევდნენ ამ მახინჯ სიჩუმეში ისინი.
- გრძნობ? - მოულოდნელად ჰკითხა ლუკამ და სწრაფად გადმოიტანა მზერა მის სახეზე, რომელსაც დაუკითხავად ეცემოდა მთვარის მცირედი სინათლე.
- რას? - გაეღიმა ნინას, ვერ მიუხვდა აზრს.
- როგორ ფეთქავს... - გულთან მიიტანა მარჯვენა და შემდეგ გოგონას ხელი მოიქცია იმავე ხელში.
- უნდა ვგრძნობდე? - სერიოზულად ეცინებოდა ნატროშვილს.
- მე შენს ყოველ ფეთქვას ვგრძნობდი, ამდენი ხნის მანძილზე, ნინა, - წამოიწყო. ხმა ნერვიულობისგან ჩახლეჩვოდა. - ვგრძნობდი მაშინ, როცა სიხარულით გიფეთქავდა, როცა ანკას ბედნიერებას იზიარებდი; ვგრძნობდი მაშინაც, როცა ბიჭმა, რომელიც შენი მთელი ბავშვობის მანძილზე გიყვარდა, გითხრა, რომ ცოლი მოიყვანა. გგრძნობდი მაშინ, როცა გეგონა არავინ იყო შენი უბედურების მოზიარე...
გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ნატროშვილს და გული უნებურად აუფრიალდა.
- რა ბანალურია არა? - გაეცინა ბიჭს, - მეგონა არასდროს ვიქნებოდი ასეთი ბანალური! მეგონა ყოველთვის წესების დარღვევით ვიცხოვრებდი! მაგრამ იცი? ჩემი წესები შეცვალე, ნინა. ყოველი დღის შენ ხარ სინათლე და ყოველი ღამის ნაზი წყვდიადი...
ეჩვენებოდა, რომ სიზმარში იყო და აი ახლა, ზუსტად ახლა, ანკა ჩასძახებდა ყურში, რომ უნივერსიტეტში აგვიანდებოდა, გამოაღვიძებდა და ხელს დაუქნევდა ამ ბანალურ რომანტიკასაც. მაგრამ, ხანდახან, რამხელა ძალისხმევაა საჭირო თქვა ის სიტყვები, აგრძნობინო ის, რაც შენ გარშემომყოფებს ბანალურად ეჩვენებათ, შენ კი... შენ უბრალოდ მთელი არსების ჩადება გჭირდება ამ სიტყვებში, რომ ოდნავ ააცილო ნაცრისფერ ფერს და სადღაც, უფრო არარეალურად შეფერილ რეალობაში გადაისროლო.
ირემაშვილმა ეს მარტივად შეძლო.
- ვიცი, რომ მგრძნობდი... ყველგან, სადაც შენ იყავი, იქ მგრძნობდი მეც! - გააგრძელა ლუკამ, - მგრძნობდი და ყველა დაძაბულება მოგეხსნა. მე შენ გიხილე კურდღელიც და გიხილე ლომიც. მე შემიყვარდი კურდღელი, რომელიც უმალ გადაიქცა ლომად. მეცინება, ნინა, როგორი რომანტიკა შემოიტანე ჩემში! - სიცილით დაასრულა.
გაოცებულმა ნატროშვილმა მხოლოდ ერთი კითხა:
- ხუმრობ, ხო?
და ცრემლგადაკრული თვალები შორი, უსივრცო სივრცისკენ გააცოცა.
- ნინა, - თითზე ნაზად დაუსვა ცერა ლუკამ, - წამომყვები შორს?
- სად? - გაკვირვებული წამოენთო ნატროშვილი, უკვე ტირილის კიდესთან იდგა და ნერვიულობისგან ხმაში თრთოლაც შეპარვოდა.
- რაჭაში, სვანეთში, ვენაში, ვენეციაში, პარიზში, სინგაპურში... სადაც იტყვი! - აღტაცებულმა ჩამოთვალა შესაძლო ვარიანტები.
- ვერ წამოგყვები, ლუკა... - ამოთქვა აღელვებულმა, - მე შენ არ გიცნობ! არ მიყვარხარ...
- გამიცნობ და შეგიყვარდები! - იღიმოდა ბიჭი.
- არ შემიძლია, - სახელურს დასტაცა ხელი და გადასვლა დააპირა, ისევ ირემაშვილის ცხელმა ხელებმა რომ შეაჩერა.
- ხვალ გამოგივლი და სადმე, ბარში დავსხდეთ... ვისაუბროთ, - აჭრილი ხმით უთხრა
ნინამ უბრალოდ თავი დაუქნია და მანქანიდან ჩამოხტა.
სირბილით აირბინა კიბეები და აქოშინებული შევარდა სახლში. ფაქტია, ანკას გარდა, არავის შეუმჩნევია არც მისი წასვლა და არც მოსვლა.
სწრაფად გამოქანდა ანკა და ოთახისკენ გააქცია ისედაც დაღლილობისგან ქანცგაწყვეტილი ნატროშვილი.
***
მთელი ღამე ფაქტიურად არ სძინებია. ყველა დეტალზე ფიქრობდა: მომავალი დღის. რას ჩაიცვამდა, როგორ გამოუვლიდა ირემაშვილი, რომელ ბარში წავიდოდნენ, რაზე ისაუბრებდნენ... არაფერი გამორჩენია საფიქრალიდან!
ბოლოს კიდეც დაიწყო მზემ ამოწვერვა და მაშინღა ჩაეძინა.
რამდენიმე საათით უგონოდ მყოფმა, თერთმეტზე გამოიღვიძა. ახლობლებს უკვე ეღვიძათ და ფუსფუსებდნენ.
- დილა მშვიდობისა! - ღიმილით მიესალმა მშოლბლებს და ანკას ძებნა დაუწყო თვალებით.
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, დედი! როგორ გეძინა? - გულში ჩაიკრა მარიკამ შვილი.
- არაჩვეულებრივად! - იცრუა უმალ და სანამ ანკას ადგილმდებარეობის კითხვას მოასწრებდა, მანამ გაიგო გოგონას ხმა ზურგიდან.
- მგონი, საჩუქარი დაგიტოვეს, ნინ! - კისკისით შემოვიდა ოთახში აბაშიძე.
გაკვირვებულმა გახედა გოგონას ნატროშვილმა და ხელში აყვანილი, აწკმუტუნებული ლეკვი როგორც შენიშნა, წარბები ზემოთ აზიდა და წამწამები კი ერთმანეთს მიაბჯინა - ეს იყო მისი სიხარულის ცრემლების გამოხატვა.
- ჩემია ეს ანგელოზი? - იკითხა ისე, რომ არ გაუხელია თვალები.
- შენია, - დაუთანხმა კისკისითვე ანკამ.
- არ მჯერა! - განაცხადა, თან ისევ ძლიერად აჭერდა წამწამებს ერთმანეთს.
- რას არქმევ?
- არ ვიცი... - ამოიდუდღუნა და, როგორც იქნა, ნორმალურად შეხედა ცისფერთვალება ლეკვს, რომელიც გაკვირვებული ათვალიერებდა ახალ პატრონსა და მისსავე საბუდარს.
- ვინ გაჩუქა, დე? - გადმოხედა გაკვირვებულმა მარიკამ.
- რა შენი საქმეა, შე ქალო! მოდი, მომეხმარე! - უსაყვედურა ირამ და სიცილით უხმო თავისთან.
- წამოდი ოთახში, ადგილი შეურჩიე! - სწრაფად ჩაავლო ანკამ მაჯაში ხელი ნინას და ოთახისკენ გაარბენინა.
როგორც მიხურული დაიგულეს კარი, მაშინვე ხტუნაობა დაიწყო ანკამ და ლეკვი მიაჩეჩა ნატროშვილს.
- არც კი დაიჯერებ! - სწრაფად წამოიყვირა და ჯიბიდან ლენტებიანი ქაღალდი ამოაძვრინა. - წაიკითხე! - კისკისით მიაჩეჩა წერილიც ხელში.
ნინამ მოუთმენლად გახსნა და პირველივე სიტყვებიდან ჩამოჯდა საწოლზე, რომ არ დაცემულიყო.
- ყველაზე ნაზსა და საყვარელ გოგონას! - წაიკითხა ხმამაღლა, - წესების დამრღვევი ბიჭისაგან! შენ მას, ანუ... პროვნიციელო, შენ მე მეკუთვნი! - დაასრულა და ცრემლი მოიწმინდა.
ლეკვიც აწკმუტუნდა, პატრონის სიხარულით გაჟღენთილი სევდა გადაედო.
- ლულუ, დამშვიდდი! - უჩურჩულა და ჩაიხუტა.
- ესეიგი, ლულუ, არა? - ეშმაკურად ჩაილაპარაკა აბაშიძემ და თვალი ჩაუკრა ნინას.
***
საღამოს ისევ დაურეკა ლუკამ და ჩამოდიო - უთხრა. კიდევ ერთხელ დატრიალდა სარკესთან და ანკას საცოდავი თვალებით გახედა.
- სპორტულებს ჩავიცვამ რა... - ამოიკნავლა საცოდავად.
- ვერ ეღირსები მაგას და წადი, სანამ გაგექცა ბიჭი! - სიცილით ჩაილაპარაკა და ზურგიდან მუცელზე გადაინაცვლა.
- შენ რა გედარდება, უნდა იკოტრიალო მთელი საღამო საწოლში და მე... - გაბრაზებულმა შეკრა წარბები და კარისკენ დაიძრა.
- ნუ წუწუნებ, თორემ დედამთილი გამოგაგდებს! - კისკისით მიაძახა გასვლამდე.
კარი გაიჯახუნა ნინამ და გაბრაზებულს ახლობლების გაფრთხილებაც კი დაავიწყდა.
კიბეები ძლივს ჩაიარა, ზომიერად მოკლე, თუმც მთელ სხეულზე მოტმასნილი კაბა, ნაბიჯების გადადგმაში აქტიურად უშლიდა ხელს. ბოლო კიბე მოითავა თუ არა, შვებით ამოისუნთქა და ამაყად გააგრძელა მოძრაობა. უხერხული, ნაზი ღიმილით მიუახლოვდა ბიჭს, რომელიც კართან იდგა და მომხიბვლელი ღიმილით უღიმოდა. ზუსტად იცოდა, რომ ზემოდან ანკა დასცინოდა, როცა დაბნეულ, ქუსლებზე აწოწილ დაქალს უყურებდა, წარამარა რომ კარგავდა წონასწორობას.
- საღამო მშვიდობის! - სწრაფად მიახალა და უხერხულად გაუღიმა.
ბურანიდან გამორკვეულმა მამაკაცმა კარი გაუხსნა.
- დაბრძანდით, ქალბატონო! - სიცილით უთხრა და მიხურა თუ არა, თავისი ადგილიც დაიკავა. - შენი ჩაცმულობიდან გამომდინარე, ბარი გვიტეხავს, ამიტომ პირდაპირ რესტორანში წავიდეთ! - ჩაიფხუკუნა მამაკაცმა.
ისედაც დამწვარი ლოყები უარესად აეწვა ნატროშვილს და გულში რამდენიმე წყევლა გაუშვა ანკას მისამართით.
8.
- არა, ბარში წავიდეთ! - შეეწინააღმდეგა უმალ.
- ვითომ? - გაკრეჭილმა გადმოხედა ლუკამ.
- მართლა, - თავი გაიქნია ნინამ და უხერხულად გაუღიმა.
- კარგი, ოღონდ სანამ არ დავაცარიელებ, იქამდე არ გადმოხვალ! - საჩვენებელი თითი გაფრთხილების ნიშნად დაუქნია ბიჭმა.
- რატომ? - წარბები ზემოთ აზიდა და ისე გადახედა.
- შენ რომ ვინმემ ცუდად შემოგხედოს, მაინც დაცარიელდება და მოვლენებს დავაჩქარებ! - სიცილით უყურებდა, თან გზასაც გახედავდა ხოლმე.
- არ შემომხედავენ! - გაჯიუტდა ნატროშვილი.
- გინდა ვცადოთ? - თვალები მოჭუტა და ისე შეხედა.
არ ესიამოვნა ნინას ეს შეცვლილი ტონი და თემა, მაგრამ რას იზამდა, თავის ნათქვამს უკან ხომ არ დააბრუნებდა?
- მინდა! - გაბრაზებულმა დაუქნია თავი და ისევ გაკრეჭილს შეუბღვირა, - რა იყო?
- ნატროშვილი, არ გინდა ინტრიგები! - თვალი ჩაუკრა ლუკამ.
- კარგი, ნუ მინდა, - დანებდა ქალი.
ირემაშვილმა მყუდრო ბართან მანქანა გააჩერა და სანამ გადავიდოდა მკაცრად უბრიალა თვალები: „ჩემს მოსვლამდე გატოკებული არ დაგინახოვო!“. გააჟრიალა ამ ტონზე ნატროშვილს, ურჩხულად წარმოუდგა მისი მატარებელი და მართლაც, როგორც დატოვა ლუკამ, ისეთივე დაუხვდა.
- წამოდი, - სიცილით გაუღო კარები და გაშლილი ტორი გაუწოდა.
- შენ, სულ ასეთი ჯენტლმენი ხარ? - ჰკითხა ნატროშვილმა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, მამაკაცის თლილ თითებს თავისი შეაგება და მიწაზე დაშვებული, ძლივს გასწორდა.
- მასე ნუ შვრები, ნუ მიწვევ და ჰო, კიდევ... - გამაფრთხილებელი ტონი შეერჩია მამაკაცს, - კიდევ აღარ ჩაიცვა ეგ კაკუნა ფეხსაცმელები, თორემ შორს ვისვრი და გატარებ ფეხშიშველი! - თვალი ჩაუკრა.
- ასეთ ტერორში თუ უნდა გყავდე, ახლავე დავბრუნდები სახლში! - შეშინებულმა, აკანკალებულმა ძლივსღა უთხრა.
- ეს ტერორი არაა, - დასერიოზულდა მამაკაცი.
- აბა, რა არის? - წარბები შეკრა ქალმა.
- გაფრთხილება! - სიცილით ჩაუკრა თვალი და სკამი გამოუწია.
ბარი მართლაც ცარიელი იყო. მხოლოდ ბარმენი დარჩენილიყო და მასაც ბღვერით უყურებდა, ყველა ქალისკენ გაპარულ მზერაზე ირემაშვილი.
- აბა, ვარღვევთ წესებს? - ჰკითხა ბიჭმა.
შეშინებული თვალებით ახედა ნატროშვილმა. მათი შეხვედრის პირველი დღე გაახსენდა და უსიამოვნო ჟრუანტელმა მთელი სხეული მოიცვა. ყელში მომდგარი ბურთი მძიმედ გადაუშვა სასულეში და უმორჩილო, დაბნეული თვალებით ახედა მამაკაცს. უარის ნიშნად თავი გაიქნია.
გაეცინა ირემაშვილს, თავი დაუქნია და ბარმენს ყავა შეუკვეთა.
– იმედია, ყავას მაინც სვამ! – ღიმილით გადახედა გოგონას.
– ყავაზე ვგიჟდები, – მანაც გაუღიმა.
– ძალიან კარგი, – თავი გაიქნია თანხმობის ნიშნად.
***
უკვე საკმაოდ შეუგვიანდათ. ყავისა და სასუსნავების მირთმევაში გადაიღალა მიმტანიც.
– წამიყვან სახლში? – ლოყებაფარკლულმა ახედა ქალმა ლუკას.
– ასე მალე? – წარბები, გაკვირვების ნიშნად, ზემოთ აზიდა.
– ხო, რა მოხდა? გათევას ვაპირებთ? – არც მან დააკლო გაკვირვება.
– არ იქნებოდა ურიგო, – თვალი ჩაუკრა და ბარმენს ვისკი შეუკვეთა, ორი, სუსტი.
– ტყუილად არ გინდა, მაინც არ დავლევ! – გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა.
– შენთვის არაა, – უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია ირემაშვილმა.
– აბა? – გაუკვირდა ქალს, – ყველისა და პურისავით ხომ არ აპირებ მოდგმას? – სიცილით ჰკითხა.
– არა. აქ ქალი შემოვიდა, სოლიდური, ლამაზი... აშკარად მზადაა ჩემთან ერთად წესების დასარღვევად! – გამომწვევად ჩაილაპარაკა, ჭიქები დაბღუჯა და ფეხზე წამოდგა. – დამელოდე, – გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა და ნინას ზურგისკენ დაიძრა.
უნებურმა ბოღმამ მოიცვა ნატროშვილი. ყელში ბურთი კიდევ ერთხელ გაეჩხირა და ტირილი მოუნდა. ნეტავ რატომ? – თავად არ იცოდა ან, უბრალოდ, გაურბოდა პასუხს და თავს იტყუებდა, თითქოს რაც ნამდვილად იყო, ის არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
– ლუკა, მოიცა! – დაიძახა და მისკენ შებრუნდა.
ბიჭი მართლაც მიიწევდა წინ, მაგრამ სად, არ იცოდა ნატროშვილმა, რადგან ახლაღა შენიშნა, ბარში მათ გარდა არავინაც არ იყო და ირემაშვილის მახეში გაბმულიყო.
– რა? – მისკენ შემოტრიალდა ირემაშვილი და პათეტიკურად გაუღიმა. – ხომ არ გადაიფიქრე?
– ჯანდაბა შენ თავს, ლუკა! – სიცილით ჩაილაპარაკა და თითით ანიშნა: მოდიო.
ახლა უკვე თამამად შეეძლო ეფიქრა წესების ნამდვილ დარღვევაზე.
პირველი ჭიქა იყო ყველაზე საშინელი. იმასთან ერთად, რომ აუწვა პირი, აუწვა მთელი მუცლის არე და დაახვია თავბრუ. ეგონა მთელი სამყარო მის თავთან დატრიალდა და გაეღიმა.
– აბა, როგორია? – ჰკითხა ბიჭმა და ჭიქა ასწია, – ჩვენს პირველ დათრობას გაუმარჯოს! – უმოქმედოდ დადგმულ აწ გავსებულ ქალის ჭიქასთან თავისი მიაცურა და ოდნავ შეახო.
– გაუმარჯოს! – თავი დაუქნია ნინამ. – მაგრამ, ყველაზე საშინელებაა! – დაამატა უცბად და ხმამაღლა გადაიკისკისა, – მე უნდა მიგიყვანო სახლში თუ შენ უნდა მიმიყვანო? – ატლიკინდა უმალ, – იცი? მგონი აქ დავიძინებთ დღეს... შეხედე, იქ, კუთხეში... როგორი კომფორტული ადგილია. ჩაგეხუტები. არა, შენ ჩამეხუტები! და დავიძინებთ ასე, ტკბილად... – კისკისებდა და ტლიკინებდა.
ირემაშვილი გაღიმებული უყურებდა და ფიქრობდა: „ეს რა შარში გავყავი თავიო“. მართლაც, რა შარში იყო... თურმე სიმთვრალე შეპარული ჩუმი ნატროშვილიც კი ყველაზე ხმაურიანი ადამიანი ყოფილა. ერთის მხრივ, რა სჯობდა ამას, მეორეს მხრივ კი უარესად ატკიებდა ლუკას ისედაც მტკივან თავს.
– ნინა... ნინა! – შეაჩერა ღიმილიანმა ლუკამ.
– რა? – თვალების ხამხამით ახედა მამაკაცს.
– რა და...ჩვენ გაგვიმარჯოს! – ასწია ჭიქა და ოდნავ შეახო გოგონასას.
– გაგვიმარჯოს! ჩვენ გაგვიმარჯოს! მე და შენ... ჩვენ... – იმეორებდა დაჰიპნოზებულივით.
– ჰო, მე და შენ! ახლა დალიე, – სიცილით ააწევინა ჭიქა.
– ჰო, დავლევ, მაცადე! – გაიკრიჭა ქალიც და უმალ ჩაცალა ჭიქაში სითხე.
– კიდევ?
– კიდევ.
– სხვა დროს ხომ არ გავაგრძელოთ? – ჰკითხა და ქვედა ტუჩი, წალის წინა ქცევის მსგავსად, კბილებს შორის მოიქცია.
– სხვა დროს? – წამოენთო ნინა, – გეჩქარება სადმე? – ფეხზე წამოდგა და ბარბაცით გადადგა ბიჭისკენ რამდენიმე ნაბიჯი.
– არა, ნინ, დაჯექი! – ხელი მიაშველა გოგონას.
– მეცეკვე! – ჩაილაპარაკა მომთხოვნი კილოთი.
– დაჯექი, გთხოვ! – წარბები შეკრა, სიმკაცრისგან.
– მეცეკვე! – გაიმეორა ჯიუტად.
– მუსიკა?
– აი, მუსიკა... – ჩაახველა და ჩუმად წაიღიღინა ტანგოს მელოდია.
გაეცინა ირემაშვილს, სკამიდან ჩამოხტა და წელზე შეუცურა ძლიერი ხელები ნატროშვილს, რომელსაც ერთიანად გააკანკალა.
ცეკვავდნენ დიდხანს. ნატროშვილი კი არ წყვეტდა ღიღინს... ღიღინებდა ბევრს, ხმის ჩახლეჩვამდე. ირემაშვილს კი უბრალოდ ეღიმებოდა.
***
თავზე დაათენდათ, უნებურად.
გარეთ ჟინჟღლავდა.
ბარის მაგიდასთან ბარმენს ჩაეძინა.
ისინი ცივ ყავას სვამდნენ და დროდადრო უაზროდ იცინოდნენ.
ერთმანეთის გვერდი–გვერდ, გაციებულ ბარში, ერთმანეთსავე ავსებდნენ და ათბობდნენ.
– კარგად მღერი, – წამოჭრა სასაუბრო თემა მამაკაცმა.
– არ ვმღერი, – ოდნავ შეწითლებული ლოყებით, სიცილით უარყო მისი თეორია.
– ფაქტია, მღერი თან ძალიან კარგად! – თვალი ჩაუკრა.
– იქნებ მასეც არის, – აკისკისდა, – თუმცა, არასდროს მოსწონდათ ჩემი ნამღერი!
– მე მომწონს და დანარჩენის უგემოვნო გემოვნება წყალსაც წაუღია, – თვალი ჩაუკრა.
– ანკას ქორწილი აქვს მალე... – შეცვალა თემა და თითქოს დაღონდა ამის გახსენებაზე.
– მერე, რა სჯობს მაგას? ჯიგარი კაცია ნიკა! – სიცილით დაადასტურა.
– არის და მიხარია ანკას ბედნიერება, მაგრამ... – ღრმად ამოისუნთქა, – მაგრამ ეგოისტურად მეცოდება ჩემი თავი, მარტო დასარჩენად! – სიცილით დაასრულა.
– ჩემთან წამოდი, – მხრები აიჩეჩა მამაკაცმა. – შენ სიმარტოვე არ იცი რა არის!
– შენთან ვერ წამოვალ... – მხრები უაზროდ აიჩეჩა, – და აბა, ვინ იცის?
– მისმინე... – ჩაახველა ირემაშვილმა. – მშობლები ოთხი წლის წინ გარდამეცვალნენ, ავტო საგზაო შემთხვევით...
ნატროშვილს მთელი სხეული სიმივით დაეჭიმა და თვალი ერთ წერტილზე მიუშტერდა.
– ჩემი და რამდენიმე თვეში გერმანელზე გათხოვდა, ბერლინში გამიფრინდა... დამრჩა ის უზარმაზარი სახლი, რომელშიც შენ იყავი, და დამრჩა უზარმაზარი კომპანია, რომელიც შემდეგ ჩემს უახლოეს მეგობარს ვაჩუქე... სისულელეების ეპიცენტრში ვიყავი და ასე, უბრალოდ, გავაჩუქე. მერე გონს მოვეგე და ახლა ჩემს ყოფილ კომპანიაში მთავარი მენეჯერი ვარ, – სიცილით თქვა. – აი, სიმარტოვე კი მეგობრების ყოველდღიური ვიზიტებითაც არ ივსება... რამდენჯერ ავმდგარვარ და ღამე მიბოდიალია ცარიელ სახლში, იცი? რამდენჯერ გავბრუებულვარ ბუხართან ალკოჰოლით... რამდენჯერ მიგრძვნია მარტოობა სრული შეგრძნებით. მარტოობა ჩემს სახლში ცხოვრობს და მე მისი ყოველდღიური სტუმარი ვარ. ასე რომ, ნუ იტყვი, რომ მარტო დარჩები. შენ ყველა გყავს გვერდით და მე კი – არავინ!
თვალებზე წყლის სქელი ფენა გადაეკრო და უმალ უჩინა თავს ადგილი მამაკაცის მხარზე.
– ნუ იტყვი, რომ არავინ გყავს, რადგან დღეიდან მე შენი ვარ! – ჩაილაპარაკა გაბრუებულმა.
– ვიცი, ვიცი, – სიცილით დაუთანხმა. – პირველივე წუთიდან შენ მე მეკუთვნი, პროვინციელო! – თავზე მხურვალე კოცნა დაუტოვა. იმდენად მხურვალე, რომ ტვინამდე ჩააღწია...
ახლა კი შეეძლო საკუთარ თავთან გამოტყდომა ნატროშვილს, რომ ეს სიძულვილზე და მეგობრობაზე დიდი გრძნობა იყო, ირემაშვილის მიმართ!
***
სახლში ერთიანად გადაღლილი მივიდა, როცა ჯერაც რვა სრულდებოდა. ოთახისკენ გაპარვა განიზრახა, რისთვისაც ცერებს უხმო, მაგრამ, როგორც მისაღებში შევიდა, როგორც კინოებში ხდება ხოლმე, აინთო შუქი და მარიკას ქვასავით მყარმა სახემ გული შეუღონა ნინას.
– დეე, შემაშინე! – საყვედურით უთხრა და ანერვიულებული წავიდა, საკოცნელად.
ქალმა, როგორც ნინამ მის ლოყასთან გამოწეული ტუჩები მიიტანა, თავი უკან გადაწია და ამრეზით შეხედა.
– სად იყავი? – მკაცრი ტონით ჰკითხა.
ნინას შიშისგან გასცრა და ანერვიულებული სავარძელში ჩაეშვა.
– დე, ძალიან დაღლილი ვარ... დავიძინებ და, როგორც გავიღვიძებ, მოგიყვები რა... – მუდარით მიმართა.
– დასვენებაზე მაშინ უნდა გეფიქრა, სანამ ჯანდაბაში წაეთრეოდი! – შეუღრინა მარიკამ.
– გთხოვ, დედა... – ამოიკვნესა ნინამ და სახე აკანკალებულ თითებში ჩამალა.
– მეგონა გაიპარე და ეგ არის! მივეწიე კინაღამ უბედური ანზორის ბედს! მაგის მაგდამ ნაკლები კი არ გააკეთა!
– მაგდას ნუ მადარებ! – ბრაზით გააღრჭიალა კბილები.
– აბა, ანგელოზს შეგაპარო წუხანდელი ღამის შემდეგ? – გაბრაზებულმა ხმას აუწია, მაგრამ ზომიერად. – ორჯერ გვყავდა სასწრაფო, ორჯერ! რაც ირამ, ანკამ, მე გირეკეთ!
– დედა, მასე მიცნობ? – წყენისა და ნერვიულობისგან ხმა აეჭრა და თვალები წყლით ამოევსო.
– მგონია, რომ აღარ გიცნობ საერთოდ! – წარმოსთქვა გაბრაზებულმა. – დღესვე ვბრუნდებით ჩვენს სახლში და გაგათხოვებთ კიდეც! სწავლა არ გინდა, როგორც ვატყობ! – თვალების ბრიალით მოუხაზა.
ნინას გასცრა.
ოთახიდან ირა გამოვიდა, ხალათიანი, ნამძინარევი.
– მარიკა, ნუ სულელობ! – ბრაზით მიმართა მეგობარს. – ანკა ხან გადაბმულად არ ბრუნდება ხოლმე სახლში, რამდენიმე დღე, მაგრამ დიქტატურით რა? რამე იცვლება?
– ირა, ნუ ერევი! – მასაც გადასწვდა მარიკა. – დღესვე დავბრუნდებით სახლში! ვინმეს მოვუძებნი და გავათხოვებ, იქნებ პატიოსნება მაინც შევანარჩუნებინო!
– რომელ საუკუნეში ხარ, მარიკა? – ნაწყენი გაუხდა კილო ირას.
– ირა, ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს მტყუანი ვიყო! – ლამის დაიკივლა მარიკამ და გულზე ხელი მიიჭირა, – ჩემს შვილს ზედმეტად არ გაუვლია ბიჭთან, ღამე მეგობართანაც კი არ გაუთევია... გესმის? გესმის რა მძიმეა ეს სიტუაცია?
– არაფერიც არ არის მძიმე და ახლა ცხელ გულზე უაზრო გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ!
– გადაწყვეტილია! გავათხოვებ, აუცილებლად გავათხოვებ! ისეთ ბიჭზე მაინც, ვიზეც მეცოდინება, რომ პატიოსანია და მასაც შეუნარჩუნებს პატიოსნებას!
– მოდი იცი რა? – ხმის თრთოლვით წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. – შემეშვი საეთოდ! და სანამ ჩემს პატიოსან საქმროს იპოვნი, მანამ ვიქნები შორს მე აქედან! – კარისკენ გაიქცა და დააიგნორა მარიკასა და ირას ძახილი.
კიბეები ძალიან სწრაფად ჩაირბინა და ჩიხით ქუჩაში გავარდა. ტაქსს ხელი დაუქნია და სწრაფად ჩახტა მანქანაში.
***
იმის გამო, რომ ბაზიდან რამდენიმე სიახლის წაშლას ჩემი ეს ორი თავიც მიჰყვა, ვდებ ახლიდან, მაინც, იყოს.. <3
გვიან მე–9–ც დაიდება<3



№1 სტუმარი მარიი ♥

კაია და მე-9 მალე დადე გთხოვ რა !!<3 ♥♡

 


№2  offline წევრი N7

მარიი,
დიდი მადლობაა.. აუცილებლად დავდებ მალე love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3 სტუმარი Me



Mexre tavs velodebi :* ^ dzan momwons <3 mgoni vici sadac wava :* male atvirte ra :

 


№4  offline წევრი N7

Me,
მიხარია, რომ მოგწონს! <3
მგონი მეც ვიცი wink
დავიწყებ ახლა დაწერას და, რამდენად სწრაფადაც შევძლებ, იმდენად მალე დავდებ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5 სტუმარი tikacho

კაი ჩემი კარქო :* აი ნინას დედაას მგონი თავში ბევრი ჩიტი ყავს :D:D გავათხოვეფოო :D კაი მალე დადეე ომწონს ძაან :*❤

 


№6  offline წევრი N7

tikacho,
რატო, მშობლების ეგ კატეგორია არ გინახავს? :დ
აი, რაიონში უნდა იზრდებოდე, აღარ გაგიკვირდებოდა ეს ამბები winked
მიხარია, რომ მოგწონს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7 სტუმარი tikacho

ვინ გითხარამერე,რომ ქალაქელი ვარ ?? :D :D ფბ გაქვს ?? დაგამატებბ

 


№8  offline წევრი N7

tikacho,
შენ ვერ მიპოვნი და თუ დამიტოვებ მონაცემებს, დაგიმატებ, არაა პრობლემა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline წევრი flightless bird

ძალიან კარგია love
--------------------
თ.ნ.

 


№10  offline წევრი N7

flightless bird,
გმადლობ, ჩემო უსაყვარლესო! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11 სტუმარი lapiarlok

Sagool magari xarr eee

 


№12  offline წევრი kaxelii

N7
tikacho,
რატო, მშობლების ეგ კატეგორია არ გინახავს? :დ
აი, რაიონში უნდა იზრდებოდე, აღარ გაგიკვირდებოდა ეს ამბები winked
მიხარია, რომ მოგწონს love

კაი ესრთი უნამუსოებითაა მთელი სოფელი სავსე და მე ერთი ძალით გათხოვილი არ მინახავს. სოფელში ისეთი რამეები ხდება რომ თბილისელებს არცკი დაგესიზმრებათ. მეცხრე თავს ველოდები ველოდები და აღარ იდება. მალე დადე მომწონს.

 


№13  offline წევრი dadeshqeliani

ფუ ფუ ფუ ფუ angry რა საზიზღრრრული და ძველმოდური შეხედულებებია.ძალიან ძალიან კარგი ისტორიააა,მალ-მალე დადე რაა

 


№14 სტუმარი Mari

Auu me9 tavi rodis daidebaa :(((( ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent