შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წესები სკოლაში და გარეთ რეალურ ცხოვრებაში ( მეორე ნაწილი 3)


30-11-2015, 19:14
ავტორი lisebeth
ნანახია 2 542

მარი ფეხზე წამოდგა. მაშინვე მიხვდა ,რომ დედამისი სკანდალის მოსაწყობად იყო მოსული. მისი თავი კი იქ არავის არ ჰქონდა. მკლავსი ხელი ჩასწიდა და ჩუმად უთხრა აქედან წავიდეთო ,მაგრამ ქალს მისთვის ყურიც არ უთხოვებია. თვალს არ ასორებდა გიას ,რომელსაც აშკარად არ ჰქონდა მისი მოსმენის სურვილი.
-ჩემი ცოლი როგორაა? _ შეშფოთებული ხმით იკითხა გიამ და ინგას ზურგი შეაქცია.
-უკეთაა თუმცა ცოტა გართულებები კი ჰქონდა.
-შორენა?
-სისხლი დასჭირდა და ის არის შეთავსებადი. დაამთავრებს და გამოვა.
-შეიძლება ჩემი ძმა ვნახოთ?_ როგორც იქნა ხმა ამოიღო ელენემ
-ექიმი გასინჯავს და მერე. თუმცა კარგია ,რომ ოპერაციის გაკეთება მოვასწარით. ასე სჯობდა ყველანაირ შემთხვევაში.
-დედას მალე გამოიყვანთ?
-ცოტა ხანში როგორც კი სისხლს ბოლომდე მიიღებს.
-კიდევ კარგი შორენა დეიდა იქ იყო _ მამას მოეხვია ელენე.
-ჰო შვილო ნამდვილად.
-ესეიგი ოცნება აგიხდა და ბიჭი შეგეძინა?_დაისისინა ინგამ
-მე არასდროს მითქვამს ,რომ ბიჭზე ვვოცნებობდი და საერთოდ აქ რა ნამუსით მოხვედი?
-სხვის ნამუსზე ლაპარაკი მარტივია არა?_ თვალი უტეხად გაუსწორა ქალმა
-დედა გეყოფა. ვერ ხვდები ,რომ ამის დრო ახლა არ არის?
-ჩემი დრო არასდროს არ არის. ახლა უკვე ჩემი საკუთარი შვილისთვისაც. ნეტა როდის დადგება ის დრო როდესაც მეც მექნება ლაპპარაკის უფლება?
-არასდროს... მაგ დროს ტყუილად ელოდები ინგა. ჩემს ოჯახსიდ ა ცხოვრებაში შენი ლაპარაკის დრო არ დადგება.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად.
-აქ იმისთვის მოვედი ,რომ მარი სახლში წავიყვანო. ჩანტას ხელი მოჰკიდე და წამოდი._ თვალი უქნია შვილს
-რაა? გგონია იმის მერე რაც გამიკეთე შენთან დავბრუნდები?
-დედაშენი ვარ და რასაც გიბრძანებ იმას გააკეთებ. ახლავე წამოხვალ.
-მოიცადე აქ ვერ მხედავ? გგონია მაგის უფლებას მოგცემ? ორი თვის წინ შვილი ქუჩაში ,რომ დატოვე ეგ დაგავიწყდა? ახლა მას ვერსად წაიყვან...
-ნებართვას არ ვითხოვ თუ ხედავ ... შენ მასზე არანაირი უფლება არ გაქვს. ის კი არასრულწლოვანია და ვალდებულია ისე მოიქცეს როგორც ვეტყვი.
-შენტან ერთად არ წამოვალ რაც არ უნდა გააკეთო. შენთან ერთად ერთ ჭერქვეშ აღარ ვიცხოვრებ... _ ხმას აუწია მარიმ
-რატომ? მდიდრული ცხოვრება ნახე და აღარ გინდივარ?
-როგორც მახსოვს სახლიდან შენ გამომაგდე. ახლა აღარ დავბრუნდები შენთან.
-ახალი დედიკო შეგიყვარდა? _ ცინიკური მზერა არ მოუცილებია შვილისთვის ქალს.
-სხვათასორის ამ ორი თვის მანძილზე თამუნასგან გაცილებით მეტი სითბო ვიგრძენი ვიდრე სენგან. საერთოდ არ მესმის ასეთი როგორ ხარ? შენთან აღარ დავბრუნდები ეს ჩემი ბოლო სიტყვაა.
-ბოლო სიტყვას ყოველთვის მე ვამბობ. ახლა კი მოჰკიდე შენს ჩანთას ხელი და წამომყევი. ვერავინ დამიდგება წინ რომ შემაჩეროს. მე ვარ შენი კანონიერი მეურვე_ თვალები დააკვესა ქალმა და შვილს მაჯაში ჩაეჭიდა
-ქალბატონო როგორც ვხედავ თქვენთან ზრდილობასა და ნორმალურ მოქცევაზე საუბარი ზედმეტია ,მაგრამ გირჩევთ აქ სკანდალი არ მოაწყოთ.როგორც ხდავთ აქ თქვენს ხასიათზე არავინაა და არც ვინმეს სცალია პასუხის გასაცემად. ხელი გაუშვით მარის და აქედან იმავე გზით წადით საიდანაც მოხვედით სანამ დამივიწყებია ,რომ ქალი ხართ ..._ მაჯაზე ხელი სტაცა რატიმ და იქაურობას მოაშორა.
-რატი გთხოვ ... _შეეხვეწა მარიმ
- მანდ დარჩი მე ამ ქალბატონს გავაცილებ_ ეს ბრძანებას უფრო ჰგავდა ვიდრე თხოვნას
-სარჩელს შევიტან რომ შვილი წამართვით და ნახავთ რაც მოხდება. შეგიძლიათ რაც გინდათ ის გააკეთოთ ,მაგრამ მარის მაინც არ დაგითმობთ.
-გათუმდით მეთქი _ ხელზე უფრო მაგრად მოუჭირა რატიმ. ისე ,რომ ქალს ეგონა ძვლები მომამტვრიესო. ეს ალბათ რატისთვის იყო \'\'უფრო\'\' ვიდრე ინგასთვის. _უკვე მავიწყდება ,რომ ქალი ხართ. ყელში ამოხვედით და არ გეგონოთ აქ ვინმე აპირებს ტქვენი ისტერიკების მოსმენას. სადაც გინდათ იქ იჩივლეთ მაგრამ ახლა უბრალოდ მიბრძანდით აქედან. ვერ ხვდებით ,რომ უკვე ყველას თავს აბეზრებთ?
ინგამ კიდევ ერთხელ შეუბღვირა რატის და მერე ადგილს მოსწყდა. ბიჭს ნერვის კი არ ატოკებია სახეზე ისე უყურებდა. ტაქსის კარი გაუღო შიგნით ჩასვა და მძღოლს უბრძანა სადაც გეტყვით წაიყვანეო. სავარძელზე ფულიც დაუგდო და საავადმყოფოში შევიდა.

VVV

დიანა უკვე ხუთი თვის ორსულად იყო. სტრესთან და ნერვიულობასთან ერთად თბილისში დამდგარი გაუსაძლისი სიცხეებიც აწუხებდა. ამიტომ ძირითადად სახლიდან არ გამოდიოდა და ოთახში იჯდა. დაჩი ყოველ დღე სტუმრობდა. ხანდახან ლუკასთან ერთდად. ხანაც ნინა უკეთებდა სიურბრიზს და ტკბიილეულით ხელდამსვენებული მოდიოდა. მიუხედავად იმისა ,რომ ელენეს ქორწილსი თითქოს გოგონებთანაც დაალაგეს ურთიერტობა ნინი და მარი ერთხელაც არ მოსულან სტუმრად.დაცის გული სწყდებოდა ,მაგრამ მათთანაც ბევრი ბრობლემა იყო და ამიტომ გაგებით ეკიდებოდა ამ საკითხს.
დაჩი ახალი მოსული იყო დიანასთან ნინიმ ,რომ მოსწერა ელენეს ზმა შეეძინა. ბიჭს გაუხარდა და რათქმაუნდა საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტა.
-უნდა წავიდე. ელენეს ძმა შეეძინა და როგორც ჩანს დედაც იქაა.
-მართლა? ჯერ ადრე არ იყო? შენ არ თქვი ოპერაცია უნდა გაიკეთოსო?
-რავიცი, მივალ და გავიგებ რა მოხდა. მთავარია ყველაფერი რიგზეა.
-დიანა შვილო ეს წერილი ფოსტამ მოიტანა _ საძინებელში შემოვიდა შუახნის ქალი ,რომელიც ამ სახლში დიასახლისის როლს წლები იყო ითავსებდა.
-ნეტა რა არის? _ წამოდგომა სცადა გოგონამ
-იყავი მე მოგიტან_სწრაფად წამოხტა დაჩი და კონვერტი მოარბენინა.
-განათლების სამინისტროდანაა. მამამ ხომ გაგზავნა ექიმის ცნობა ცუდად ,რომ გავხდი გამოცდაზე. იქ გვითხრეს პასუხი ათ დღეში იქნებაო. _ თვალები გაუბრწყინდა დიანას
- დარწმუნებული ვარ უფლება მოგცეს. _დააიმედა ბიჭმა და დიანამაც სწრაფად მოხია ყური კონვერტს. სულ ერთი წამი დასჭირდა გადასაკითხად.
-უფლება მომცეს_ დაიყვირა ელენემ და დაჩის კისერზე ჩამოეკიდა
-გამოცდას ჩააბარებ და მომავალ წელს უნივერსიტეტზეც იფიქრებ. მთავარია ,რომ ორსულობა სწავლაში ხელს არ შეგიშლის.
-ჰო მთავარი ეგაა... იცი? შენთვის რაღაც არ მითქვამს ...
-რა არ გითქვამს?_ გაუკვირდა დაჩის.
-ოლიმპიადას ეხება.
-რაღადროს ოლიმპიადის ამბებია? ვერ მივხვდი ...
- ხომ იცი თოთხმეტ წლამდე დავდიოდი ცეკვაში. მთელი ხუთი წელი.
-მერე?
-ჩემმა ქორეოგრაფმა ჩვენი გამოსვლა ნახა ინტერნეტში და დამირეკა ანსამბლში დაბრუნდიო.
-მაგარია. მერე?
-უარი ვუთხარი. მერე ფეისბუქზეც მომწერა და სიმართლე ვუთხარი ჩემი ორსულობის შესახებ. ისიც ვუთხარი ,რომ სკოლა ვერ დავამთავრე და მოკლედ ... მითხრა ჩემს გუნდში საუკეთესო იყავი და დღემდე მახსოვხარო. მართალია სამიწერლია არ გივარჯიშნია ,მაგრამ ნიჭიერი ხარ და მალე დაეწევი თუ მოინდომებო. თან ხუთი წელი დავდიოდი და... ძირითადი სასწავლი სწორედ პირველი ხუთი წელია ... მთავარი საფუძველიაო
-დაბრუნება გინდა არა? მაგრამ ბავშვის გამო ამბობ უარს...
დიანამ თავი დაუქნია
-ჰოდა უთხარი თუ ცოტასაც დამელოდები დავბრუნდები-თქო
-ამას არ ვიზამ. აქამდე ბევრი შეცდომა დავუშვი და აღარ მინდა ასე მოხდეს. არ მინდა ბავშვი გავაჩინო და მერე სხვას მივუგდო. მე გადავწყვიტე ,რომ ამას არ გავაკეთებ. სწავლას არ დავანებებ თავს ,მაგრამ სხვა რამეებს ტვირთად აღარ დავიწვენ მხრებზე როცა ვიცი ,რომ სახლში პატარა შვილი მელოდება.
-სისულელეა. შენს ოცნებებზე უარი ერთხელ უკვე გათქმევინეს ძალით. ახლა შენი ნებით ამბობ რაღაც აბსურდის გამო? უნდა დასთანხმდე ...ძალიან ნიჭიერი ხარ და აუცილებელია ეს გააკეთო.
-ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვართ ,მაგრამ ბავშვის გამო უარს არ ვიტყვით ოცნებებზე. ლამაზი და ნიჭიერი ხარ. სცენას დაამშვენებ. გაბედული ხარ და პუბლიკა არ გაკომპლექსებს. იმ დღეს შენმა ძმამ რა დღეში ჩაგაგდო ,მაგრამ სცენაზე არ გეტყობოდა. იმიტომ ,რომ გიყვარს ეს საქმე. უთხარი ,რომ დაბრუნდები ... გთხოვ...
-არა
-გთხოვ, ჩემი ხათრით უთხარი.მინდა ,რომ შენს კონცერტებზე ვიარო და გაგამხნევო. არავინ არ აპირებს შენს დასჯას იმ შეცდომების გამო რაც წარსულში დაუშვი. მამაშენი შენზე გიჟდება. მით უფრო რაც სიმართლე გაიგო დედაშენსა და შენს ძმაზე. ახლა მხოლოდ შენ ხარ მისი ოჯახი. გგონია უფლებას მოგცემს შენს ოცნებბებზე უარი თქვა?
-გმადლობ ,რომ მაიძულე მამასთვის სიმართლე მეთქვა. მას მერე თავს გაცილებით უკეთ ვგრთნობ. აღარ ვნერვიულობ და აღარც გული მტკივა. თავს თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ. ყოველთვის მტანჯავდა ის აზრი ,რომ მამაჩემს ატყუებდნენ.
-ახლა უკეთ ხარ. მე წავალ და ელენეს მოვინახულებ. შენ იფიქრე ჩემს სიტყვებზე. თან რაც დაბრუნდნენ არ მინახავს არც ერთი.
-ელენეს მეც დავურეკავ ,მაგრამ ჩემგან მაინც მიულოცე.
-აუცილებლად_ დაჩიმ შეყვარებულს აკოცა და სწრაფაად გამოვიდა გარეთ.

VVV
-საყვარელო გმადლობ ,რომ ის აბეზარი ქალი თავიდან მოგვაცილე. მამას ნამდვილად არ ჰქონდა მაგის ნერვები. მაპატიე მარი ,ამგრამ დედაშენს მართლა ზედმეტი მოსდის _თქვა ელენემ
-ვიცი, არ გინდა ბოდიშის მოხდა
-დამშვიდდი არ მგონია ისევ გაბედოს მოსვლა_ ხელი მოხვია ცოლს რატიმ.
-შორენა დეიდა გამოვიდა_ მიანიშნა კარისკენ მარიმ და ელენეც მაშინვე წამოხტა.
-დეიდა დედა როგორაა? _ მივარდა ქალს გოგონა
-კარგადააა საყვარელო არ ინერვიულო. ბავშვი ნახეთ?
-მამა წავიდა ცოტა ხნის წინ
-ძალიან ლამაზი უფლისწული გყავთ.
-მართლა? _პირზე ხელები აიფარა ელენემ_ შენ როგორ ხარ? ექიმმა გვითხრა სისხლი ,რომ გადაუსხი დედას
-კარგად ვარ საყვარელო. მამაშენი ალბათ სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობს.
-მგონი დამუნჯდა_ გაიცინა ელენემ. მარი არ გინდა ჩვენი ძმა ვნახოთ? მამა ,რომ გამოვა ჩვენ შევიდეთ.
-წამოდით მე შევდივარ შიგნით და შეგიყვანთ.
-დაცი მოვა ალბათ სადაცაა. ცოტა ხნის წინ მივწერე ახალი ამბავი.
-თქვენ წამოდით. თუ რამე მაგასაც შემოუშვებენ . აქ უკვე ყველა ცნობს.
-დედას ნახვას როდის შევძლებთ?
-ცოტაც მოიცადე საყვარელო. ჯერ გამოვიდეს მდგომარეობიდან.-დაამშვიდა რატიმ აღელვებული გოგონა რომელიც ემოციებისგან ნაბიჯს ძლივს ადგამდა. მერე მინ კედელთან მდგომი მამამისი დაინახა და ნაბიჯს აუჩქარა.
- მამა რომელია?
-აი ის საყვარელო. მეორე რიგში პირველივე.
-როგორი პატარაა
-დედაშენის თვალები აქვს. ლურჯი და...ექიმმა თქვა ადრე დაიბადა, მაგრამ აქტიურიაო
-რა დავარქვათ მამა?
- მე და დედა ვერ შევთანხმდით და გადავწყვიტეთ რომ შენ შეგერჩია.
-მე? არც კი ვიცი... არ მიფიქრია რომ მე მომცემდით არჩევანს.
-მოიფიქრე... მარი მოდი შვილო ეს შენი ძმაცაა. უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ. მოდი და ნახე
-მართლა ძალიან საყვარელია. გილოცავთ ... -მორიდებით თქვა გოგონამ
-რა საჭიროა ეს თქვენობით საუბარი. მე მამაშენი ვარ და ბოლოს და ბოლოს უნდა გააცნობიერო. ახლა უკვე სამნი ხართ. თქვენ არ იცით რა ბედნიერებაა შენი სისხლი და ხორცი რომ გყავს. - მოეხვია შვილს გია- ნუ გეშინია შენ მხოლოდ მითხარი, რომ ჩემთან დარჩენა გინდა და დედაშენს პასუხს მე გავცემ
- უნდა რომ გიჩივლოს და ძალით წამიყვანოს.
-ძალით ვერსად წაგიყვანს. მე არ მივცემ უფლებას. ეგეც არ იყოს. რამდენიმე თვეში სრულწლოვანი გახდები. ვერაფერს გაიძულებს...
-ჰო ჩემი სრულწლოვნება ვისღა ახსოვდა -სახე გაუნათდა მარის
-ხედავ? არც ისე ცუდადაა ყველაფერი. ერთი იმათ შეხედე სახელებს არჩევენ -მიანიშნა რატისა და ელენეზე
-კარგი რა სხვა ვერსია არ გაქვს? მითხარი თორემ მე მგონი ყველა სახელი დამავიწყდა
-რავიცი რა გითხრა... ლადო?
-არა...
-ლექსო?
-არა...
- ოთო?
ოთოს არაუშავს... მაგრამ თორნიკე? თოკოს დავუძახებთ
-თორკიკე ჯავახიშვილი? არ ჟღერს...
- ვატო ...რეზი ?
-რეზი ჯავახიშვილი უკეთესია...
-სანდრო - მითხარი რომ კარგია გთხოვ -შეეხვეწა რატის ელენე
-კარგია.-საპასუხოდ კოცნა არ დაიშურა ბიჭმა
-მამა სანდრო გადავწყვიტეთ...
-ძალიან ლამაზი სახელია საყვარელო -შუბლზე აკოცა გიამ
- გია ბიძია შამპანიური არ უნდა გავხსნათ ბიჭის სახელზე?
-უნდა ვაღიარო ჩემი სიძე მართალია.
-დედამ მომწერა შიგნით არ მიშვებენო და იცდის. მოდი გავიდეთ. უკვე გვიანია და ალბათ თამუნას ხვალამდე არ გვაჩვენებენ.
-წარმომიდგენია რა დღეშია -გაიცინა გიამ
-გიჟს გავს. მაგას მარტო თამუნას ნახვა დააწყნარებს
-გია ხუთი წუთით შემიძლია შეგიშვა. ტამუნასთან. მერე კლინიკა იხურება. დასრულდა ნახვის საათები. -გამოვიდა შორენა.
-როგორ გაწუხებ.
-სიმართლე გითხრა მეც დრო აღარ მაქვს ნახევარ საათში საოპერაციოში შევდივარ. მთელი ღამე მორიგე ვარ მშვიდად წადით სახლში. რამდენჯერაც მოვახერხებ დავხედავ.
-გმადლობ შორენა. -უკან გაჰყვა ქალს გია
-ნინი სად გაქრა გამაგებინა
-არ გაბრაზდები?
-რა ხდება?
-დამპირდი გთხოვ...
-კარგი ხო დღეს ყველაფერს გისრულებ
-ლევანთან შესახვედრად წავიდა
-რაა? და არც მითხრა?
-ნაჩხუბრები არიან... აცადე შერიგდნენ... ხომ ხედავ რა დღეშია ნინი ... განიცდის...
- მგონი მართლა სჯობს ვაცადოთ ყველაფერი გაარკვიონ- ხმა ამოიღო მარიმ. რატის მეტი არაფერი უთქვამს

VVV
ნინი უკვე კარგა ხანი იყო ლევანის ესტუმრა. ჯერ ისევ ჩხუბის პოზიციაზე იყვნენ. თითქოს ცდილობდნენ მაგრამ არ გამოსდიოდათ.
- ნინი... რა მოხდა ჩვენს შორის ვერ გავიგე. ზოგჯერ მგონია რომ ამ სექსის თემას შენ უფრო მტკივნეულად აღიქვამ. ასე მგონია თავს იდანაშაულებ
-კარგი რა ლევან...
-რა ვქნა ასე მგონია და... რადგან რამდენჯერმე ვცადეთ და არგამოგვივიდა მაგის მერე დაკომპლექსდი და ცდილობ ყველაფერი ჩხუბში გადაზარდო.
-რაა?
-მე ვარ დამნაშავე და კიდევ უარესი პარანოიკი?
-არ მითქვამს ეგ...
-იგულისხმე... გგონია რადგან არ გამოგვივიდა შენს მიმართ გრძნობები და აზრები შემეცვალა? რატომ ცდილობ ჩემგან თავი დაიცვა. როდესმე შენთვის რამე დამიშავებია?
-რათქმაუნდა არა. მე მესმის შენი... გეფიიცები ... მინდოდა გვრესაუბრა ყველაფერზე სანამ ჩემები არ იყვნენ.
- როდის ჩამოდიან?
-კვირას.
-რატო არ წაოყები ბათუმში?
- მინდოდა შენთვის დრო მომრცა
-რისთვის?
-რომ ჩვენს ურთიერთობაზე დაფიქრებულიყავი. დაფიქრდი?
- მე სულ ვფიქრობ ჩვენზე...
- მერე? რა ხდება? რას გრძნობ? მითხარი...
-მიყვარხარ ხომ იცი?
-შენ თუ იცი?
-დარწმუნებული ვარ ,რომ შენთან დაშორება არ მინდა
-ვნახოთ...
-რაა. შენ გინდა?
-წამოდი ...- ხელი ჩაჰკიდა შეყვარებულს ლევანმა და ზემოთ აიყვანა.
- მიყვარს ეს ტერასა- გაიღიმა ნინიმ
- მეც... ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია- სვეტებზე აყოლებულ ყვავილს ერთი მოაგლიჯა და ყურზე ჩამოადო.
-რას აკეთებ?
-არაფერს .... უხდება შენს თვალებს ეს ყვავილი-ლოყაზე აკოცა ბიჭმა და კისერზეც განაგრძო იგივე.-წამოდი-ისევ ხელი ჩაჰკიდა და ამჯერად თავისი ოთახისკენ წაიყვანა.
-წესიერად არც კი შევრიგებულვართ
-შევრიგდებით. ყველაფერი იმის ბრალია რომ ჩვენი სივრცე არასდროს გვქონია. სულ რაღაცის ან ვიღაცის გვეშინოდა.
-ჰო მაგრამ...
-შენ თუ შემაჩერებ მეე ისევე გავჩერდები როგორც სხვა დროს. უბრალოდ მითხარი .
ლევანმა ისევ აკოცა და ისევ განაგრძო ეს სხვა ადგილებშიც. გოგონამ იგრძნო ის ვნება და თავისუფლება რაც აქამდე არ ყოფილა. ერთი წამით ისევ იფიქრა რომ გაჩერება უნდა ეთხოვა. ერთი წამით იფიქრა რომ ჯერ კიდევ უნდა დაეცადა. ერთი წამით ორსული დიანა დაუდგა თვალწინ. ყველა ის პრობლემა რაც შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოეტანა. ერთი წამით ყველაფერი იფიქრა მაგრამ უკვე გვიან იყო. სურვილმა საკუთარი თავი წაართვა. უკვე შორს იყვნენ... ძალიან შორს... უუკვე თავისი სხეული მხოლოდ მას აღარ ეკუთვნოდა....

.......
მიყვარხართ და გელით ❤❤❤❤❤



№1 სტუმარი elene

ძალიან კრგია ველოდბი მომდევნო თავს სიმაეთლე გითხრა მთელი მოთხრობ 2 დღეში წავიკითხე :D <3

 


№2  offline წევრი lisebeth

გმადლობ მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤

 


№3  offline წევრი naomikhad

ვაიმეე!! :დ <3

 


№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Kargiaa me dianac momwons. patara sandroo ♥

 


№5  offline წევრი lisebeth

ეს დღეს უკვე იდო მაგრამ საიტი რომ გაითიშა წაიშალა და მერე ისევ დაიდო
მადლობა ყველას ❤❤❤❤

 


№6  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

მაგარია მალე დადე
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№7  offline წევრი lisebeth

ErTi MeOcnEbe Gogo
მაგარია მალე დადე

❤❤❤❤❤

 


№8  offline წევრი meri89

ზალიან მომწონს ეს ისტორია და გამიხარდება თუ ხშირად დადებ ხოლმე.... love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent