შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ის აღმოვაჩინე! [1]


30-11-2015, 21:53
ნანახია 2 406

თბილისის ქუჩებში თოვლის ფანტელები მოძრაობდნენ. სიცივეს ქუჩების მოყინვა დაეწყო. ფიფქები მიწაზე დაცემისთანავე დნებოდნენ. ჩაბნელებულ ქუჩებში ორიოდე ადამიანს თუ შენიშნავდი. ერთერთი იყო ბარბარე ამაშუკელიც. მიდიოდა სიცივისგან აწითლებული და ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე, მშობლებზე, მამაზე რომელმაც დედამისი (ლია) მაშინ მიატოვა როდესაც ბარბარეს არსებობის და ჩასახვის შესახებ გაიგო. ჰყავდა დედა, იგივე დაქალი და ცხოვრების აზრი. მამის სითბო და სიყვარულიც დედამ შეუვსო,ძლიერმა დედამ.
ხვალ სამედიცინო უნივერსიტეტში პირველი დღე აქვს. არ ნერვიულობს, ანდაც რატომ უნდა ინერვიულოს. ჰყაბა დაქალი , იგივე არაბიოლოგიური და...ლიზა. სკოლა წარმატებით დაასრულა და უნივერსიტეტში 100% გრანტით ჩაირიცხა. ასეთი წარმატებისთვის დედამ მანქანა უყიდა...საოცნებო მანქანა მისთვის, X6 და თან შავი. გაგიკვიღდებათ და შეყვარებული არ ჰყოლია.განა იმიტომ რომ ლამაზი არ არის ! ძალიან ლამაზია და თაყვანისმცემლების რაოდენობასაც არ უჩივის მაგრამ მათგან აცერთია მისთვის "ის".
სიცივემ ძალიან რომ შეაწუხა სახლის გზაზე აუხვია. იქ შესულს კი მაგიდასთან მჯდარი დედამისი და ერთი კაცი დახვა რომლების სამზარეულოს მაგოდასთან იჯდნენ და ყავას მიირთმევდნენ. ერთი ჩაახველა და მათი ყურადღებაც მიიპყრო.
-გამარჯობათ.- გაღიმებული მიესალმა ლიას და უცნობ მამაკაცს და ოდნავ შესამჩნევად თავი დაუკრა.
-მოდი შვილო, - თბილად მიმართა შვილს და გვერდით დაიყენა- ეს ბატონი თემურია, ჩემი კომპანიის მეწილე..ბატონო თემურ ეს ბარბარეა ჩემი შვილი.
-სასიამოვნოა-ზრდილობიამად ჩამოარდვა ხელი და ოდნავ გაუღიმა.
-ჩემთვისაც . ძალიან ლამაზი შვილი გყოლია ლია! -თბილი ღიმილით გადმომხედა ჯერ მე და შემდეგ ლიას. გაცნობის ჩერემონიამ ჩვეულებრივ ჩაიარა.ბარბარეს არ გაჰკვირვებია უცხო სტუმარი,რადგან მიჩვეულია დედის მეგობრების ხილვას თითქმის ყოველსაღამოს და ძალიანაც უხარია დედამისის ბედნიერი სახის ყურება. შემდეგ ბარბარემ მოუბოდიშა და ოთახში ავიდა,შხაპი მიიღო და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.


***
-ბარბი! ადექი გაგვიანდება!-დილით ლიას ხმამ გამოაღვიძა რომელიც უკვე 10 წუთია ცდილობდა ბარბარეს გაღვიძებას.
-ვდგები დეე!-ამოიზმუვლა და ნელა წამოიწია მაგრამ როდესაც საათს გახედა,უცებ მოეგო გონს და საბნიადად შევარდა სააბაზანოში.
გიჟდება დილით ძილზე მაგრამ ვეჭვობ მოუწევს გადაყვარება.
სწორი შავი ქვედაბოლო სწრაფად ამოიცვა, საროჩკაში ხელი გაუყარა, ფეხსაცმელი ამოიცვა და სწრაფად გავარდა ოთახიდან.შესანიშნავია! პირველ დღესვე აგვიანდება უნივერსიტეტში. ჩანთას სწრაფად დაავლო ხელი,დედას აკოცა და სახლიდან გავარდა. X6ში ჩახტა და დაადგა უნივერსიტეტის გზას. გზაში შუქნიშანზეც შეყოვნდა. სიგნალის ხმა გაიგო და ინსტიქტურად გვერდით მიიხედა და დაინახა Range rover-ის მარკის მანქანა რომელმაც წითელზე ისე გაიარა როგორც არაფერი. სახე მომანჭულმა გააყოლა თვალი და მწვანის ანთებისთანავე გააქროლა მანქანა. ნელა შევიდა უნივერსიტეტის ეზოში და თავისუფალი ადგილის დანახვისას სწრაფად შეუხვია ადგილისკენ, მაგრამ უეცრად საიდანღაც გამოვარნილმა range roverმა გადაუსწრო და მისი ადგილი დაიკავა.უკვე მეორედ შეხვდა ამ მანქანას და ორივეჯერ ნერვები მოუშალა. მინები ჩაბურული ჰქონდა ამიტომ ვერაფრით შეძლო სახის გარჩევა. "უზრდელი" მანქანა მართალია დადგა თავის ადგილას მაგრამ არ ჩამქვრალა. ბარბარეც ისევ იქ იდგა და ელოდა სხვა ადგილის განთავისულებას როდესაც ის range უკან გამოვიდა და თითქოს დაუთმო ბარბარეს გზა. ბარბარემაც მხრები აიჩეჩა და მანქანა თავისუფალ ადგილას შეაყენა. ვერ მიხვდა მძღოლი რის მიღწევას ცდილობდა მაგრამ დიდად არ მიუქცევია ყურადღება და სწრაფად გადმოხტა მანქანიდან მაგრამ როდესაც ცარიელი ეზო დაინახა მიხვდა რომ ძალიან დააგვიანდა. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა შესასვლელისკენ და როდესაც შიგნით შევიდა სრული სიჩუმე იყო. მთელი უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიებში დანაწილებულიყვნენ. ბარბარემ არემარე მოათვალიერა მაგრამ ვერავინ ვერ დაინახა ვინც მის აუდიტორიას მიუთითებდა. ასე უაზროდ იბოდიალა 10 წუთი მაგრამ მაინც ვერავინ ნახა. ბოლოს კიბეზე ჩამოჯდა და დაელოდა ვინმეს გამოჩენას. უკვე ტირილის პირას მისულს კიბეზე ჩქარი და მძიმე ნაბიჯების ხმა მოესმა და ფეხზე წამოდგა რომ თან გაეტარებინა და თან ეკითხა აუდიტორიაზე. ადგა, ოდნავ დანამული სახე მოიწმინდა და ცრმლიანი თვალები მიანათა ჩამომსვლელ სხეულს. ცრემლი კიარა ცეცხლოვანმა ტალღამ დაუარა მთელ სხეულში როდესაც კიბეზე ჩამომავალ "სხეულში" უუსიმპატიურესი ბიჭი აღმოაჩინა. ბიჭი არა,უფრი მამაკაცური და ჩამოყალიბებული ბიჭი!....
თვალი გაუშტერდა ბარბარეს და აზრე მხოლოდ მისმა ირონიულმა ღიმილმა მოიყვანა.გაბრაზებულმა ბარბარემ კოპლები შეკრა და ტუჩები გაბუსხა.
-აქ რატომ ზიხარ?-სიჩუმე სასიამოვნო ბარიტონმა გაკვეთა.თანში უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ბარბარეს მაგრამ არ შეიმჩნია და კითხვას პასუხი თამამად გასცა.
-მე აუდიტორია ვერ ვიპოვე და აქ ვიცდი-ამოიბლუყუნა ბარბარემ და ჯიქურად გაუსწორა მზერა.
-ოჰ ნუთუ ეს ის ქალბატონია რომელსაც ადგილი წავართვი ?-აფერისტულად მიიდო ხელი ნიკაპზე და თითქოს ღრმად ჩაფიქრდა-კი ნამდვილად შენ ხარ-ირონიულად ჩაიცინა და სიბრაზისგან აწითლებულს მზერა გაუსწორა.
-კი მე ვარ მაგრამ ის ადგილი ბოლოს მაინც მე დამრჩა-გამაჯვებულის იმილით გაუღიმა და კიდევ ერთხელ აათვალიერა "მამაკაცი".
-იმიტომ დაგრჩა შენ რომ მე მოვინდომე ასე-თვალი ჩაუკრა და კიბეზე ჩამოირბინა
-უზრდელი-ჩაიდუდუნა ბარბარემ და ისევ კიბეზე დასაჯდომად მოემზადა როდესაც ისევ ის სილუეტი შენიშნა მის წინ.
-მესმის ! -დაიღრინა უცნობმა და ხელები მომუშტა-ძალიან მაინტერესებს რით დავიმსახურე ასეთი წოდება ?-გაბრაზებულმა ჩაიდუდუნა და გოგონას დახედა
-იმიტომ!ვერც კი ხვდები!-გაბრაზებულმა ჩაიდუდუნა და მზერა აარიდა.
-ხო მართალი ხარ! უმნიშვნელო რაღაცეების მისახვედრად თავს არ ვიღლი და დროს არ ვკარგავ!-ნიშნისმოგებით გადახედა მის წინ მჯდომ გაბუსულ გოგონას-ისე გაერთე ჩემთან ლაპარაკში პირველივე დღეს გააცდინე პირველივე ლექცია-ცვირზე თითი დაკრა და დინჯი ნაბიჯებით გავიდა უნივერსიტეტიდან.
ნერვებმოშლილი ბარბარე ცოფებს ყრიდა.გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და ისიც უცნობის გზას მიჰყვა. გარეთ გასულს range აღარ დახვდა და მიხვდა რომ წავიდა. ბარბარეც ჩაჯდა მანქანაში და ნერვებაშლილმა გასწია სახლისკენ. გზაში გადაიფიქრა სახლში წასვლა. ახლა "შოპინგი" მისთვის წამალივით იყო. სასწრაფოდ დაურეკა ლიზას და პეკინზე შეხვედრა კი არ სთხოვა. არამედ მოსთხოვა,ლიზაც სიხარულით დაეთანხმა. დიდხანს იბოდიალეს მაღაზიებში და ბოლოს დატვირთულები გამოვიდნენ მაღაზიიდან. ლიზამ აიტეხა ჩემთან წამოდიო და ამიტომ გაეშურნენ ლიზას სახლისკენ. სახლში მისულებმა სასუსნავები და სასმელი გაიმზადეს და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდნენ. ლიზა მარტო ცხოვრობს თავის ძმასთან ერთად. დედ-მამა საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ.
მთელი საღამო სვავდნენ,ბარბარემ ლიას დაურეკა და უთხრა რომ ლიზასთან რჩებოდა. სამ ბოთლ კონიაკს ეხუმრებით? მე არა. ზუსტად სამი ბოთლი კონიაკი ჩაცალა ორმა ფარატინა გოგომ.
უკვე კარგად მთვრალებმა სიცილი ატეხეს. რომ გეკითხათ რა აცინებთათ ვერ გიპასუხებდნენ.სიცილიდან ცეკვაში გადავიდნენ და ასე...
დივანზე ერთმანეთის გვერდით "ეყარნენ" და მუსიკა ბოლო ხმაზე ჰქონდათ აწეული და ძლივს კაარჩიეს კარზე ზარის ხმა და მუშტების ბრახუნი. სიცილით წამოხტა ბარბარე და ცეკვა-ცეკვით წავიდა კარისკენ. კარი გააღო და როდესაც ლიზას ზმა, გიორგი, დაინახა ღიმილით შემოახტა და ლოყები დაუკოცნა გაბრაზებულ სხეულს.
-რას გავხარ გოგო! - დაიღრინა გიორგიმ და გოგონას წელზე ხელები მოხვია როდესაც მიხვდა რომ ბარბარე ცოტაც და გადავარდებოდა.
გიოორგი ნელი ნაბიჯებით წავიდა მისაღებისკენ და "მიძინებული" ბარბარეც თან "წაიღო". უეცრად,ისე რომ გიორგიმ ვერც კი გაიაზრა, ბარბარემ გიორგის ყურში ხმამაღლა ჩაჰყვირა და გიორგიმაც, შეცბუნებულმა, ინსტიქტურად ორივე ხელი გაუშვა და ბარბარემაც ძირს მოადინა "ზღართანი".
-აუუ! წელიი...- ამოიკრუსუნა ბარბარემ და როდესაც წამოდგომა დააპირა ისევ უკან გადავარდა რის შედეგადაც ცრემლები გადმოსცვივდა.
-აი ტვინი სად გქონდა რომ მიკიოდი?- გაბრაზებულმა შეუღრინა იატაკზე "მისვენებული" გოგონა ხელში ააფარფატა და მისაღებში დივანზე ფრთხილა მიაწვინა. ბარბარემ დახუჭული თვალები ნელა გაახილა და უეცრად მზერა კარის ჩარჩოსთან მიყუდებულ უცნობი "ნაცნობის" დანახვისას ისევ დაზუჭა თვალები,რადგან ეს ყველაფერი მოლანდება ეგონა. მაგრამ ნუ რას უკაცრავად !


*****
პირველი ისტორიაა.გამიზიარეთ შთაბეჭდილებები და რჩევები კომენტარებში რომ შემდეგი თავებისთვის გავითვალისწინო !



№1  offline მოდერი sameone crazy girl

დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ამ ისტორიას იმედია მალე დადებ მომდევნო თავს wink

 


sameone crazy girl
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ამ ისტორიას იმედია მალე დადებ მომდევნო თავს wink

აუცილებლად ^_^

SEREBRO
საინტერესო დასაწყისი აქვს.წარმატებები და მალე დადე ახალი თავი და ცოტა დიდი მოცულობის.

ვეცდები აუცილებლად ^_^

 


№3  offline წევრი Lamesa

საინტერესოა წარმატებები love

 


№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Ahah magaria sayvarlobaa gaagrdzelee gtxov ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent