შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ერთი "კიც" საკმარისია


30-11-2015, 22:13
ავტორი E L O
ნანახია 1 990

მეგობრებო ეს სინამდვილეში "ჩემი ძმის ძმაკაცი შემიყვარდაა". რატომღაც საიტმა წაშალა ეს ისტორია. მეც ხელახლა დავდე. თან ერთ-ერთს სათაური არ მოეწონა და მეც მივიღე შენიშვნა. რატომღაც გადავიფიქრე და ამ ისტორიას ასე არ დავამთავრებ. გაგრზელება იქნება, მერწმუნეთ. გმადლობთ, ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია თქვენი კომენტარების კითხვა.

------------------
ვინ არ მომწონებია დაწყებული პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ნუ, ალბათ ბაღის ასაკშიც მომწონდა ვინმე, მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არ მახსოვს. მომწონდა კლასელიც, ძალიან ძალიან შორეული ნათესავიც, შეიძლება არც ისე შორეული იყო, მაგრამ თავი ხომ უნდა ვიმართლო, სკოლელიც, ჯგუფელიც და ბოლოს მივადექი ჩემი ძმის ძმაკაცსაც. ეს უკანასკნელი ყველაზე მძიმე გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის. არ ვიცი ასე უცბად ეს ბიჭები გულში როგორ მივარდებიან, თუმცა ფაქტია, რომ ერთი ლამაზი ღიმილიც საკმარისია ჩემთვის. მე გოგონათა იმ კატეგორიას მივეკუთვნები ბევრი თაყვანისმცემლით რომ ვერ ტრაბახობს. არც პოპულარულია სკოლაში და ვერც გარეგნობით გამოირჩევა, ამიტომ საკმარისია ბიჭისგან მცირეოდენი სითბო ვიგრძნო , რომ მომეწონოს.
ობიექტი , ვისზეც ვწერ არის მეტ-ნაკლებად სიმპატიური, მაგრამ რაც მთავარია ცისფერთვალება და ქერა, ვგიჟდები ასეთი გარეგნობის ბიჭებზე. მოკლედ , როგორც წესით უნდა მიხვდეთ ის ჩემი ძმის დამსახურებით გავიცანი. ვერ ვიტყვი, რომ პირველი შთაბეჭდილება განსაკუთრებული დამიტოვა. ღრმა გაცნობის შემდეგ ცხვირწინ გადამეშალა მისი უსაზღვრო ნიჭიერებისა და ფანტაზიის სამყარო. მე მასში აღმოვაჩინე ღირსეული პიროვნება. მივხვდი, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც გამიგებდა , ამოავსებდა ჩემში არსებულ სიცარიელეს, შემეძლებოდა ჩემი გრძნობებისა და იდეების გაზიარება და თავს დავაღწევდი არასრულფასოვნების გრძნობით გამოწვეულ კომპლექსებს.
თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ჩვენი ურთიერთობა და-ძმური სიყვარულით უნდა შემოფარგლულიყო, ყოველ შემთხვევაში მისი მხრიდან მაინც. მაგრამ მე მაინც შემიყვარდა. ან როგორ შეიძლებოდა არ შემყვარებოდა ის, ასეთი განათლებული, ღრმა აზროვნების უნარის მქონე ადამიანი.
ჩემი გრძნობა გავაანალიზე ერთ- ერთ საღამოს. როცა მე მასთან ვიცეკვე. ეს იყო უტკბესი, უნაზესი ცეკვა. ცეკვისსა აღმაფრენას ვგრძნობდი . მე ხომ მისი გულისცემა მესმოდა, მე ხომ მისი სიტყვები დამჩუჩულებდა ყურში, მისი თბილი ხელი ჩემს წელზე იდო ფაქიზად, მისი სიყვარულით აღსავსე ხმა სასურველ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა
იმ წუთს მე სამოთხის კარი გავაღე , იმ წუთს მე ნეტარება ვიგრძენი. მართლაც,რა საოცარია სიყვარული. როგორ გატყვევებს, უკიდეგანო სივრცეში გადაისვრის შენს გონებას და თავისუფლებასაც მოგცემს, რათა იოცნებო, იოცნებო დაუსრულებლად. მაგრამ, როცა ცხოვრების მწველი ხელი რეალობისკენ შემოგაბრუნებს გული გეკუმშება და აუტანელ ტკივილს გრძნობ. ხვდები, რომ ეს ოცნებები ოცნებებადვე დარჩება, შენში სიცარიელე ჩნდება და მარტოსული ხდები. მტანჯველია იმის გაცნობიერება , რომ მას მხოლოდ მეგობრული, ან კიდევ და-ძმური სიყვარულით ეყვარები. რამდენადაც ბედნიერი ვიყავი იმ წუთებში, იმდენად უბედური შევიქმენი მომდევნო მტანჯველ დღეებსა და ნათენებ ღამეებში .
ეს საღამო კი ჩემი ძმის- ირაკლის 21-ე დაბადების დღე გახლდათ. მომესწრო ბიჭი.
სიმართლე გითხრათ, მე და ირაკლის განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ზედმეტად არ ვესაუბრებით ერთმანეთს. საერთოდ მას არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. აბა მე მკითხეთ. დილიდან რომ დავიწყებ, ჩემს ირგვლივ ყველა ტვინგაბურღული დაიარება. ირაკლის კი ვერ ვესაუბრები, მასთან ტიტინს რომ მოვყვე ისე შემომხედავს დამასაფლავებს ეგრევე, თან ჩემი სულელური ლაპარაკი აღიზიანებს, აშკარაა ამას ურჩევნია საქმით დავკავდე. ხომ ხედავთ, მისი ერთი მზერაც საკმარისია, რომ მივხვდე რას ფიქრობს. ყველაფრის მიუხედავად, ვგრძნობ რომ მისი იმედი უნდა მქონდეს, თუმცა ზოგჯერ ისეთი ცივი და ცინიკურია ეჭვი მეპარება ამაში. შემდეგ გონებაში მთელ რიგ მსჯელობებს მოვყვები და საბოლოო დასკვნას დავდებ, ის ჩემი ძმაა , ვუყვარვარ , მაგრამ ამ სიყვარულის სიტყვებით გამოხატვა არ ძალუძს, თითქოს მეორე კლასელი ბიჭუნაა, გოგო რომ შეუყვარდება და თავის გრძნობებს ამ გოგოსთვის თმების წიწკნით მალავს . მოკლედ მე და ირაკლის უცნაური და-ძმობა გვაქვს. და ახლა მითხარით ასეთი ძმის ხელში ნორმალურია მისი ძმაკაცის შეყვარება? არამც და არამც, მაგრამ მე ხომ ყოველთვის რაღაც შარში უნდა გავყო თავი? რაღაც მიუწვდომელს ხომ უნდა შევეჭიდო, რაღაც დიდი ტანჯვა ხომ უნდა დავითმინო?
ასეც მოხდა, მე ნიკა შემიყვარდა. ჩვენს ნაზ ცეკვას კი წინ ბევრი ქეიფი და სადღეგრძელოები უძღოდა. მეც , რა თქმა უნდა , აქეთ-იქით დავცანცარობდი, ხან გარეთ გავარდებოდი სურათების გადასაღებად, ხან შიგნით ჩემი ცეკვით ცეცხლს დავანთებდი. სიმართლე გითხრათ, ჩემი ცეკვის დონე ცეცხლს კი არა ნაკვერჩხალსაც ვერ წარმოქმნის.
ზოგჯერ ნიკასთანაც მიწევდა საუბარი. იმ საღამოს პირველად რომ მნახა, შუბლზე მაკოცა და მშვენიერი ხარო მითხრა. მისი სიტყვები ისეთი გულწრფელი მომეჩვენა, რომ წამით დავიჯერე კიდეც ჩემი მშვენიერება. შემდგომ დამპირდა , რომ სიმღერასაც მომიძღვნიდა და მეცეკვებოდა კიდეც. არ მითქვამს, რომ უზადოდ მღერის? მისი ბოხი, ამავდროულად თბილი ტემბრი ყველას ატყვევებს. მაშინაც მთელი დარბაზი გატრუნული ისხდა და ყველანი მონუსხულებივით შესცქეროდნენ ქერა, ცისფერთვალება ბიჭს, რომელიც მთელი არსებით მღეროდა. ძარღვები დასჭიმოდა და ლოყები შეფაკვლოდა. მისი ვინაობით იმდენი გოგო დაინტერესდა, მესიამოვნა კიდეც მისი მეგობარი რომ ვიყავი, მე ხომ ჯერ არ ვიცოდი, რომ მიყვარდა. ხოდა ყველას სათითაოდ ჩავუკარკლე ნიკას ბიოგრაფია.
სიმღერაც დამთავრდა, ნიკა სადღაც გავიდა, შემოსვლისას მე შევეჩეხე და დაპირებული ცეკვა შევახსენე. ახლავეო მითხრა და ტკბილი სიმღერა ჩართო, იქამდე მოსმენილი არ მქონდა და სახელსაც ნუ მომთხოვთ. ხელი გამომიწოდა , ამ დროს ვიღაცამ დაუძახა, მანაც გაიხედა , მაგრამ გამოწვდილი ხელი კვლავ ცეკვას მთავაზობდა, მეც წავეტანე მის ხელს, მეორე ხელი კი მის მხარზე მოვათვსე და ნელი რხევით ავყევი მის მოძრაობებს. ჩემი ენა კი ამ საოცრად რომანტიკულ მომენტშიც არ გაჩერდა და დაიწყო ტანტალი. ნიკამ ორიოდე სიტყვით გამაჩუმა : ჩშუ, უბრალოდ უსმინე და დატკბი. ეს სიტყვები არ იყო უხეში , არც ცივი, პირიქით მან უდიდესი სითბოთი გაჟღენთილი ფრაზა წარმოთქვა. მეც დავდუმდი და სიმღერასთან ერთად მისი გულის ბაგა-ბუგს ვუსმენდი , მის ცხელს სუნთქვას ვგრძნობდი და იმ წამს მივხვდი , რომ შემიყვარდა.
სიმღერა დამთავრდა , როცა გინდა სწრაფად მორჩეს , მაშინ გაიწელება მთელ საუკუნეს. მაგრამ მე ხომ ბედი არაფერში მაქვს. ეს საოცარი მომენტი ორ წუთში წარსულს ჩაბარდა. ნიკამ ჩემს ადგილამდე მიმაცილა, შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა.
მის მიმართ განცდილი სწრაფად მივივიწყე და ისევ მხიარულებას შევუერთდი. უგემრიელესი კერძებიც დავაგემოვნე. ნუ, დავაგემოვნე რბილად ნათქვამია. კიდევ ბევრი ვიცეკვე და ფეხებატკივებული სახლში დავბრუნდი.
დღემ მართლაც სახალისოდ ჩაიარა, მაგრამ ღამით ფიქრები მომეძალა და ჩემი სიყვარულიც ისე ამოტივტივდა გონებაში, რომ ნეირონები გააქტიურა და ძილის სურვილი წამართვა.
მაგრამ მე ხომ ხვალ დილით გამოცდა მაქვს, რაღა გამოცდის წინა დღეს აგიტყდა ლიზა სიყვარული? ხომ ვამბობ უიღბლო ვარ. ეს სიყვარული ორმხრივი მაინც იყოს. ან რაღა მაინცდამაინც ირაკლის ძმაკაცს მიახტი, ნეტა ვიცოდე სიმპატიური ბიჭები დაილია ირგვლივ.
არა, გარეგნობა არაფერ შუაშია. მე მისი შინაგანი სამყაროს დიდებულებით მოვიხიბლე და სწორედ მისი სული შემიყვარდა
ნახევრად უძილო ღამის მიუხედავად, დილა მშვენივრად დაიწყო. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ ქუჩებში ღიმილაკრული დავიარებოდი. მე მიყვარდა.. სიყვარული კი გაბედნიერებს- „ მიჯნურებს ხომ საკუთარივე მშვენიერების სიმაღლეზე წარმოუდგენიათ ყველა“. მეც თითოეულ ადამიანში მხოლოდ ღვთაებრივ სულს ვხედავდი და სამყაროს მშვენიერებით ვტკბებოდი.
თუმცა სიყვარული სიხარულთან ერთად უდიდეს ტკივილს განიჭებს. აი მაშინ, როცა ოცნების კოშკები ჩამოგენგრევა. მე ხომ ვიცოდი, რომ ეს გრძნობა აკრძალული იყო და გულში უნდა დამემარხა, რატომ ვოცნებობდი ამდენს? ბოლოს რომ მეტისმეტად მტკენოდა? ეს სიყვარული გონებაზე ძლიერი აღმოჩნდა . იმაზეც მიფიქრია , იქნებ ნიკასთვის გრძნობები გამემხილა . ვიცოდი გაუკვირდებოდა, უფრო მეტად აღშფოთდებოდა , მაგრამ გამიგებდა. მანუგეშებდა და მეტყოდა, რომ მხოლოდ ხანმოკლე სიყვარულით ვიყავი მთვრალი და მალე გამოვფხიზლდებოდი. იქნებ ასეც იყო, მაგრამ ახლაც რატომ მტკივა, ასე ძალიან რატომ მეწვის სული, რატომ მინდა ხმამაღლა ავტირდე და მთელი ძალით დავიყვირო , რომ დაბრუნდე?
ეს მხოლოდ გატაცება არ ყოფილა. ბევრი ვეცადე, რომ დამევიწყებინა. ვეცადე უბრალო მეგობრად აღმექვა. რაღაც დროით გამომივიდა კიდეც. არ ვეკონტაქტებოდი , თავს ვარიდებდი მასთან შეხვედრას. დიდი ხნის განმავლობაში არც მინახავს და თითქოს ჩემს გულში უბრალოდ დაილექა, მაგრამ ერთ დღეს ისევ შემახსენა თავი, ისევ მოვიდა ჩვენთან სტუმრად, ისევ დამირღვია სიმშვიდე, ამაღელვა და ამითრთოლა სხეული. მისი ნაზი, ტკბილი სიტყვები მოესალბუნა სულსა და გულს უნაზეს ჰანგად. მისმა მოციმციმე თვალებმა დარდი გამიქარწყლა და სიხარულით ამავსო , მეც ვუცქერდი მის მშვენიერ გამომეტყველებას დაუფარავად. თითქოს ოთახში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, თითქოს მე მასში ჩემი ოცნება მეპოვოს. როგორ მინდოდა მივახლოვებოდი მისი ხელი დამეჭირა , რომელიც უდიდეს სითბოს მიღვრიდა გულში და მეთქვა: შენი ერთი „კიც“ საკმარისია. რომ დავიპყრო მწვერვალები და შევებრძოლო მთელ სამყაროს . უბრალოდ მითხარი მიყვარხარ და მთელი სხეულით ჩაგეკვრები გულში . უბრალოდ მითხარი მე შენ მიყვარხარ.
ეს მომენტი მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფად დარჩა, რადგან მე ვხედავდი იმ უზარმაზარ კედელს, რომელიც გვაშორებდა, ამ ბარიერს ირაკლი წარმოადგენდა. ამიტომაც ვერ გავბედე მისთვის ამ სიტყვების თქმა. ქვეცნობიერში შეიძლება მეიმედებოდა კიდეც რომ ის იზიარებდა ჩემს გრძნობას და ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ვიცოდი ირაკლის ეტკინებოდა, ეტკინებოდა ღალატი განსაკუთრებით ნიკას მხრიდან. შესაძლებელია ჩემთვის ეპატიებინა, რადგან ჯერ კიდევ ემოციებს აყოლილი უჭკუო ბავშვი ვიყავი. აი ნიკას კი ვერ აპატიებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკა არ დაუშვებდა მათი ძმობის შეწყვეტას და არასდროს გაამხელდა თავის ფიქრებს. დიახ, მე მეგონა,რომ ნიკასაც ვუყვარდი. მის ღიმილს, თბილი სიტყვებს , მზრუნველი დარიგებებსა და სიყვარულით აღსავსე მზერას მხოლოდ მეგობრობად ვერ აღვიქვამდი. მეგონა,რომ მასაც უნდოდა და სიამოვნებდა ჩემს გვერდით ყოფნა , ჩემთან საუბარი. ვგრძნობდი ჩვენ ვავსებდით ერთმანეთს, ჩემი არსებობით მას სიხარულს ვანიჭებდი. მაგრამ ის დასტურს არ მაძლევდა. მან ჩვენ სიყვარულზე წინ ირაკლისთან მეგობრობა დააყენა.
ბოლოს რომ ვნახე საოცარი სევდით აღსავსე ჰქონდა ლამაზი თვალები, მათში მკრთალად მოკიაფე შუქი ციმციმებდა და მე რაღაც ვიგრძენი . ვიგრძენი ტკივილი, თითქოს მივხვდი რასაც აპირებდა, თითქოს მივხვდი, რომ მტოვებდა.
და ის წავიდა, აი ასე უბრალოდ წავიდა. არ მიკითხავს სად , არც მინდოდა მცოდნოდა, იმიტომ რომ მეიმედებოდა დაბრუნდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. და ახლა ერთი, საუკუნედ ქცეული წლის შემდეგ ისევ დავხეტიალობ ქუჩებში და თავშესაფარს ვეძებ. ვეძებ ადგილს სადაც შემეძლება ამ გრძნობებისგან დავიცალო. რამდენჯერ დამინამია ბალიში ჩემი მდუღარე ცრემლებით. რამდენჯერ ამოყოლია სული ჩემს ვაებას, რამდენჯერ მინატრია, გაქრობა , უბრალოდ გაქრობა, რომ აღარ მეგრძნო ეს აუტანელი ტკივილი, რომელიც შიგნიდან მწვავდა. აი ახლაც ის მიდგას თვალწინ და მიღიმის, მისი ლამაზი ცისფერი თვალებით შემომყურებს და ხელს მიწოდებს . მეძახის, მაგრამ მე მასთავ ვერ მივდივარ, ჩვენ ისევ გვაშორებს გადაულახავი დაბრკოლება.
ვგრძნობ როგორ ეცემა ჩემს ღაწვზე ცრემლი, ეს მონატრების, უზომო მონატრების ცრემლია. მე კვლავ მეიმედება , რომ ის დაბრუნდებ სწორედ მან მითხრა რომ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი იმედია და ამ მეც ამ იმედით ვარსებობ. ჩემში მხოლოდ ნაკვერჩხალი კიაფებს, რომლის გაღვივება მხოლოდ მას შეუძლია, მხოლოდ მას შეუძლია კვლავ შთაბეროს სული ჩემს არსებას. მაგრამ როდემდე ველოდო, როდემდე გაძლებს ეს ნაკვერჩხალი. ის მალე ჩაქრება, იმედი მალე ჩაიფერფლება. და ჩემი სიცოცხლეც დასრულდება. გაიყინება ჩემი გრძნობები და მეც მოსიარულე სხეულად გადავიქცევი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent