შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება (2)


7-03-2015, 19:36
ავტორი ლიზუ
ნანახია 2 476

გათენდა...
ირგვლივ ყველაფერი ბურუსში იყო მოცული, ვერაფერს ვარკვევდი, ზამთარი მოდიოდა, თუმცა ჩემ გულში ზამთარი იქნება, სანამ ჩემი ძმის მკვლელს არ ვიპოვი...
ავდექი, საუზმე მივირთვი და გარე სამსახურის საძებნელად წავედი, პირველად კაფე შემხვდა, თუმცა მე იქ ვერ გავჩერდებოდი, სიბინძურე, სასმლის სუნი და ლოთები, იქიდან გამოვიქეცი, ორი უშედეგო სამსახურის მერე მარკეტს მივადექი, თუმცა ბიჭი ზურგით იყო კარგა ხანი, თან გაიცინა, ესეიგი შემნიშნა, იქიდან წამოსვლას ვაპირებდი, რომ დამიძახა:ერთი წუთი, ბოდიშს გიხდით, უბრალოდ საქმეები მქონდა, ახლა კი თქვით რა გნებავთ?
-იცით მე ვაკანსიაზე მოვედი, თან მე მგონი არასწორად
-არა ცდებით სწორად მოხვედით, რამდენი წლის ხართ?
-23 და მოდი შენობით ვილაპარაკოთ
-კარგი მაშინ ახლავე აგიხსნი ყველაფერს იმუშავენ ყოველდღე, კვირა დაისვენებ, მოხვალ 10-ზე და წახვალ 20 საათზე, თვეში 150 ლარი, თუ გაწყობს შეგიძლია ხვალიდანვე დაიწყო მუშაობა
-თავიდან ხელფასი არ მომეწონა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ეს ჩემთვის მილიონი იყო, თან ხვალე შაბათი ამიტომ დავთანხმდი და დავემშვიდობე..
გარეთ რომ გამოვედი თოვდა ფიფქებად, ხშირად და მსხვილად, თმები სულ თოვლის ფიფქებით სავსე მქონდა, ნელა მივდიოდი, სახლში რომ მივედი ფურცელი და კალამი ავიღე და დავიწყე წერა, ჩემი ძმის ნაცნობების:
1. ჩემი ძმის თანაკურსელი რომელიც სულ საქმეს უფუჭებდა ყველასთან და ყველაფერთან უნივერსიტეტში.
2. ჩემი ძმის მეგობარი, რომელმაც იცოდა, რომ სამსახური უნდოდა, მაგრამ იქ თვითონ დაიწყო მუშაობა
3. და ჩემი ძმის შორეული ნაცნობი, რომელიც ჩემ ძმას ვერ იტანდა.
ყურადღება მესამეზე გავამახვილე, ის ადრე ჭავჭავაძის ნომერ 23 ნომერში ცხოვრობდა, გადავწყვიტე ხვალე იქ მივსულიყავი, მისამართი დავწერე და ფურცელი უჯრაში ჩავდე. მის შემდეგ დიდი ხანი გავცქეროდი ქუჩას, საქმე არ მქონდა, ფიქრებმა გამიტაცა, როცა გამოვფხიზლი 9 საათი იყო, ვივახშმე, მერე ჩემი ფული დავთვალე სულ 25 ლარი, გარეთ გავედი და პროდუქტი მოვიტანე, მას შემდეგ კი მხოლოდ 14 ლარი დამჩა, ადრე დავწექი რადგან ხვალე დილით უნდა ავდგარიყავი, თუმცა დავიძინებდი თუ არა არ ვიცოდი.
ეს ჩემი შურისძიების დასაწყისი იყო და ახლა პირველი ნაბიჯი გადავდგი, ამით ჩემი შურისძიება დაიწყო, შენს გამო შურს ვიძიებ, ეს ვთქვი და ჩამეძინა...
მერე დილით გამახსენდა რომ სანამ ავდგებოდი იმ ბიჭისთვის ჩემი სახელი არ მითქვია (მაკა)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent