რა ავირჩიო სიყვარული თუ შურისძიება?(10)
*** კი იფიქრა ერეკლემ დღეს სახლში წავალ და ბიჭებს ხვალ დაველაპარაკებიო,მაგრამ გადაწყვიტა რომ დღესვე მისულიყო მათთან,რადგან ხვალამდე ვერ მოიცდიდა, გააჩერა ტაქსი და ლაზარეს მისამართი უკარნახა, რამდრნიმეჯერ დააზარუნა და აღელვებულმა კარს შეხედა, მაგრამ კარი არა და არ იღებოდა,ამიტომაც გადაწყვიტა უკან გამობრუნებულიყო,კიბეებზე ჩადიოდა როცა კარის ხმა მოესმა და ადგილზე გაშეშდა -რომელი ხარ?-გაიგო გაკვირვებული გიორგის ხმა და ნელა შეტრიალდა,გიორგი მის დანახვაზე გაქვავდა და ხმა ვეღარ ამოიღო.ძმაკაცი რომ აღარ დაბრუნდა გადაწყვიტა თვითონ გასულიყო და ენახა ლაზარეს თუ რა ხდებოდა და კარში გაშეშებულს რომ მოკრა თვალი გაოგნებული მივიდა -რა გჭირს გიო?-კითხა და თვალი იქით გააპარა საითაც გიორგი იყურებოდა და თვითონაც ზუსტად იგივე ფორმაში აღმოჩნდა და თვალები აუცრემლიანდა,მასზე ძალიან გაბრაზებული კი იყო,მაგრამ ძალიან უყვარდა ძმაკაცი,მათ ხომ ამდენი რამ ქონდათ ერთად განვლილი,ისინი ბავშვობიდან ერთად იყვნენ -მე...ბოდიშის მოსახდელად მოვედი-თქვა არანაკლებ აღელვებულმა-ვიცი რომ დამნაშავე ვარ და არ უნდა მექნა,უბრალოდ მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი,ახლა გთხოვთ რომ კიდევ ერთი შანსი მომცეთ,გპირდებით რომ ასე აღარასდროს გიღალატებთ-თქვა და ბიჭებს მიაშტერდა,ორივე გაბრაზებული იყო მაგრამ ძალიან მონატრებოდათ ძმაკაცი, თანაც სიცოცხლის ბოლომდე ასე ხომ არ იქნებოდნენ,ეკემაც ხომ საკმაოდ იტანჯა ამიტომაც ორივე ერთად მოეხვია მონატრებულ ძმაკაცს -აგახევ სიფათს იცოდე კიდევ რომ მოგვატყუო-უთხრა სიცილით ბედნიერმა ლაზარემ და ორივე სახლში შეიპატიჟა. უცბად გამოიტანა კონიაკი და სამ ჭიქაში დაასხა -აბა მოყევი სად იყავი და რას შვებოდი ეს ოთხი წელიწადი-უთხრა ლაზარემ და ჭიქიდან კონიაკი მოსვა -ლონდონში ვიყავი მამაჩემის კომპანიაში ვმუშაობდი,ძალიან მენატრებოდით ნუ იქაც მყავდა რამდენიმე მეგობარი,მაგრამ თქვენ მაინც სულ სხვა ხართ ჩემთვის-უთხრა და სავარძელზე უკეთ მოთავსდა -ქალებში როგორ მიდის საქმე-კითხა ეშმაკურად გიომ და ძმაკაცების გაბრაზებულ სახეზე გაეცინა-რა ვთქვი ეხლა ისეთი,ოთხი წელიწადი დავიჯერო არავინ არ ყავდა?-იკითხა და სიცილი გააგრძელა -სერიოზული არაფერი-თქვა და მოიწყინა -რაიყო ბიჭო?-კითხა ლაზარემ და გაკვირვებულმა შეხედა ძმაკაცს-არ თქვა რომ ისევ ლილეს ეხება -შემყვარებია-თქვა და ახალი ჩხუბისათვის მოემზადა,მაგრამ მის და გასაკვირად ჩხუბი არც-ერთს დაუწყია-შეგიძლიათ გამლანძღოთ-თქვა და დასჯილი ბავშვივით გახედა მათ -ეხა შენ ისეთ შარში ხარ რო ჩვენი გაბრაზება აღარ გჭირდება-უთხრა ლაზარემ-შენ არ იცი ლილე აქ როგორ იყო,ვიცი რომ შენც გიჭირდა მაგრამ დარწმუნებული ვარ არა ისე როგორც ლილეს,მაგრამ იმედი ვიქონიოთ შეგირიგდება,ნუ ცოტნეზეცაა დამოკიდებული თუ გაპატიებს, პრინციპში ნუ კიარა ლილეზე მეტად ცოტნეზეა დამოკიდებული-დაასრულა ჩაფიქრებულმა -არ ვიცი იმედია გაპატიებს,მაგრამ მისთვის ეს ბევრად რთული იქნება-თქვა მოწყენილმა ალბათ ფიქრობთ რომ მასზე კიდევ გაბრაზებულები უნდა ყოფილიყვნენ,მაგრამ ორივემ აპატიეს ხვდებოდნენ რომ ეს დაუფიქრებლად გაკეთებული შეცდომა იყო და ახლა გული მართლა ძალიან შესტკიოდათ ძმაკაცზე.ლაპარაკში გაერთნენ და ვერც შეამჩნიეს ისე შემოაღამდათ -კაი ეხა წავედი მე თორე დღეს ისედაც ძალიან დავიღალე და რთული დღე მქონდა-უთხრა და ისევ მოიწყინა დღის გახსენებაზე -კაი ძმა მიდი და გნახავ ხვალ-უთხრა ლაზარემ -აუ დაიცა მეც წამოვალ დღეს სახლში მივალ თორე გააფრენენ ჩემები მთელი დღეები ლაზარესთან ვარ-სიცილით დააწია კარში გასულ ძმაკაცს სიტყვა და უკან აედევნა. *** ლილე მალევე მივიდა სახლში და ოთახში შესვლას აპირებდა,როცა მეორე ოთახიდან ცოტნე გამოვიდა და თვალებ-დასიებულ და ნამტირალევ დას რომ შეხედა სულ გააფრინა -რა გჭირს ჩემი გოგო რა დაგემართა?-კითხა ამერვიულებულმა -ცოტნე...ერკლე ჩამოვიდა...დღეს ვნახე...მთაწმინდაზე ავედი რო დავლაპარაკებოდი...ესე მითხრა მიყვარხარო...ძალიან მეტკინა ცოტნე...არ შემიძლია....ისევ მიყვარს...მენატრება ცოტნე-ძლივს გადააბა სათქმელი და აქვითინდა, გაშეშებული უყურებდა ცოტნე თავის დას,მაგრამ ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ყვარებოდა ერეკლე მას შემდეგ რაც მან გაუკეთა.არა,თუ გგონიათ რომ ცოტნეს შეზიზღდა ერეკლე ძალიან ცდებით,უბრალოდ ახლა მასზე ძალიან გაბრაზებული იყო, ისე კი ენატრებოდა თავისი ძველი მხიარული ძმაკაცი და უნდოდა რომ დრო უკან დაებრუნებინა და ძმაკაცი ამ შეცდომისაგან ეხსნა,ასე რომ ყოფილიყო ახლა ხომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. -კაი ლილე არ იტირო ჩემო სიცოცხლე, ხო იცი როგორ ვერ ვიტან რო ტირი აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება-ეუბნებოდა და მონოტორულად თავზე უსვამდა ხელს მასზე შემოხვეულ გოგონას -შევძლებ ცოტნე?...შევძლებ რომ ვაპატიო?-კითხა და აცრემლებული თვალებით ამოხედა,ცოტნე ამ კითხვაზე გაშრა და ზუსტად იგივე კითხვა დაუსვა საკუთარ თავს, შეძლებდა კი მისთვის ეს უდიდესი შეცდომა ეპატიებინა?მაგრამ დას არაფერს დაუშლიდა თუ მას შერიგება მოუნდებოდა შერიგებოდა,რადგან ხვდებოდა რომ მისი და ბედნიერი მხოლოდ ერეკლესთან იქნებოდა,იქნებ თუ შეყვარებულები შერიგდებოდნენ მასაც ეპატიებინა ცოტნესათვის -არ ვიცი დაიკო,მაგრამ იცოდე რომ მე არაფერს გიშლი იცი როგორი გაბრაზებული ვარ მეც,მაგრამ შენ თუ შერიგება გინდა შეურიგდი,მე არ მეწყინება დაჟე შენ თუ დაგინახავ ბედნიერს მეც შევურიგდები-უთხრა დაიკოს და მაგრად ჩაეხუტა,ძალიან მადლობელი იყო ლილე უფლის რომ ასეთი კარგი და გამგები ძმა აჩუქა, რადგან ფიქრობდა რომ თუ ეკეს შეურიგდებოდა ამით ცოტნეს გაანაწყენებდა,ახლა კი შეეძლო ყველანაირი ზეწოლის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება. *** დიდხანს ფიქრობდა ცოტნე ლილეს შესახებ ფიქრობდა,თუ როგორ შემოეროგებინა იგი,როდესაც ტელეფონის ზუზუნის ხმა გაისმა -გისმენთ-მობეზრებულად ფასცა პასუხი -ვერ მიცანი ცოტნიკოო?-კითხა ირონიულად კაცმა ტელეფონს იქით -ნიკოლოზ-ჩაილაპარაკა ზიზღნარევი გაკვირვებით -ოხ გაგახსენდით ბატონოო?ისე შენი ადრინდელი ნამოქმედარის შესახებ მინდოდა მომეყოლა აი ის შურისძიება და ერთი ამბები რო გქონდა,სულ ტყუილად დაინგრიე ცხოვრება -რას ნიშნავს სულ ტყუილად?-კითხა შეშფოთებულმა -მამაშენი მათ არ მოუკლავთ ეს მე ვიყავი და ახლა იმის სათქმელად დაგირეკე რომ გითხრა შენი საყვარელი გოგოშკაც მის გზას გაუდგება აბა შენ ისე ხო არ გეგონა გაგივიდოდა ადრინდელი ამბები,აბა წარმატებებიი-უთხრა ირონიულად და უცბად გაუთიშა ყურმილი რამდენიმე წუთი ცოტნე გაშეშებული იყო შემდეგ კი უცბად წამოხტა და ჩაცმა დაიწყო,მანქანის გასაღები და ტელეფონი ხელში აიტაცა და მანქანა გააქროლა დიდხანს აზარუნებდა კარებზე და აი ისიც გაიღო -სასწრაფო საქმეა ლილე საფრთხეშია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.