შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “1“


2-12-2015, 00:05
ავტორი მორი-ელი
ნანახია 10 003

შუაგულ ტრასაზე იდგა,როდესაც მისთვის სრულიად უცხო პიროვნება მიუახლოვდა,ხმა არ ამოუღია უბრალოდ იცოდა რომ ხელი უნდა მოეკიდა და გაჰყოლოდა,ის მისი საშველი იყო გაჭირვების ჟამს.უცხომ ხელი გაუწვდინა და მანაც ყოველგვარი მოურიდებლობდით ჩაჰკიდა ,ფრთხილად გადაიარეს ტრასაზე და ტროტუარს გაუყვნენ.ხმის ამოღება არც უფიქრია,თითქოს ეს ზედმეტი იყო,მხოლოდ მისი ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნი ესმოდა,ხედავდა,მაგრამ არ აღიქვამდა.
-ხომ არ ნერვიულობ?-უცხოს კითხვით გაკვირვებული სიარულს წყვეტს და აკვირდება,-ძალიან ნერვიულობ,-ხო ნერვიულობს,თანაც როგორ,შიშისგან ლამის ფეხები მოეკვეთოს.რომ დაიჭირონ?ისევ უკან რომ დააბრუნონ.არა მას აღარ უნდა ,ასე გაგრძელება აღარ უნდა.
-ნუ მელაპარაკები,-ძლივს ხმის კანკალით ამბობს და სვლას აგრძელებს,ხელი ისევ უცხოსთვის აქვს ჩაკიდული და არ უშვებს,სახეზე გრძელი შავი კაშნე აქვს შემოხვეული და მხოლოდ თვალებიღა უჩანს.
-შენც გეშველება და კიდევ იმათაც,-აგრძელებს საუბარს,თითქოს უნდა სასოწარკვეთილი ქალი დაამშვიდოს,მაგრამ არ გამოზდის,ქალი სასწაულს ელოდება საკუთარი სასოწარკვეთისა და შიშის დასამარცხებლად,-უპრობლემოდ გადავკვეთთ საზღვარს და საქართველოში ჩავალთ,ვერავინ გაიგებს რაც შეგემთხვა
-მე მხოლოდ აქედან გაღწევა მინდა,-ცრემლების შეკავება უჭირს და ქვითინებს,-აღარ შემიძლია,იმის ახსნა რომ ჩემი სხეული გაყიდულია,ძალიან რთულია
-უშეცდომო არავინ იბადება,შენ რა იცოდი რისთვის მიჰყავდი მათ სამუშაოდ,უფრო სწორად ამას ხომ არ წარმოიდგენდი
-მეგონა რომ ისევე უნდა მემუშავა როგორც სხვა ქალებს,მაგრამ-ცრემლები კაშნეს უსველებს,უკვე სიცივეს და ზამთრის სუსხსაც გრძნობს,-რა ვუთხრა ჩემს მშობლებს,არ ვიცი,მათ ჰგონიათ რომ მე ბედნიერი ვარ აქ
-მათმა ხომ არ იციან მოტყუებით რომ წამოგიყვანეს,თავს ნუ იტანჯავ მაგ ფიქრებით,დამშვიდდი და ყველაფერი მე მომანდე,-მიუგო უცხომ,სამწუხარო ფაქტი კი ქალისთვის ის იყო,რომ ბოლომდე არც იმ უცხოს ნდობა შეეძლო,საერთოდ არავისი ნდობა არ შეეძლო,მხოლოდ საქართველოში დაბრუნება უნდოდა,თორემ არც მას სთხოვდა შველას.
-გთხოვ,აღარ მინდა ამის მოსმენა,-უკვე აეროპორტის შესასვლელთან იყვნენ
-კარგი,-მიუგო ანერვიულებულ ქალს და აეროპორტში შეუძღვა,გაიარეს ყველა პროცედურა და ოდნავ დამშვიდებული თვითმფრინავში ჩასხდნენ.მთელი გზა უჰაერბა კლავდა,პულსი თითქმის არ ჰქონდა,გრძნობდა როგორ უვარდებოდა წნევა და ყელზე რაღაც ეხვეოდა,გუდავდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,ხელი ისევ უცხოზე ეკიდა.ალბათ მერე შერცხვებოდა საკუთარი საქციელის.
* * *
უკვე სამშვიდობოს იყო და ბედნიერების განცდაც შეეპარა ნელ-ნელა,დაძაბულობა მოეხსნა ახლა უკვე ღრმად შეეძლო ესუნთქა,თბილისს სულ არ ეტობოდა ზამთარი,სუსხიანი დეკემბრის დილა თუ იყო,სახეზე აფარებული კაშნე მოიხსნა და ჩანთაში ჩადო,უცხო ახლა უკვე მის უკან იდგა და უცქერდა მის ქმედებას გაღიმებული.ტაქსი გააჩერეს და მძღოლს ჰკითხეს თუ შეეძლო მათთვის სასურველ მისამართზე მისვლა,მძღოლმა გაუღიმა და უთხრა,რომ მას შეეძლო მათი წაყვანა,ორივე ჩასხდა და ტაქსიც წავიდა.გზაში უცხო ცდილობდა ქალისთვის რაიმის თქმას,მაგრამ ისე იყო გართული ფანჯარაში ყურებით,რომ ხელი აღარ შეუშალა მის მცირედ ბედნიერებას.
-როგორ შეცვლილა ყველაფერი,-თქვა ქალმა და მამაკაცს შეხედა,-ძალიან მომენატრა თბილისი
-მეც,-მიუგო მან,-ყველაფერს მირჩევნია,გპირდები რომ აქედან აღარასოდეს წახვალ,მე უკვე გიყიდე,მაპატიე ასე რომ ვამბობ,მაგრამ ვიცი ხვდები მიზეზს,-ქალმა უხერხულად დააქნია თავი და გაირინდა,-მამაშენს იმედია მოვეწონები,-გაეღიმა,-ხოარ დამიწუნებს?-შავ თმაში თითები შეაცურა და აბურდა,-ჩემისთანა ბიჭი მეორე არ დადის,-ქალის განწყობის შეცვლას ცდილობდა.
-ნე გეშინია,არ დაგიწუნებს,-გაღიმებას ცდილობს,მაგრამ მწარედ კუმავს ბაგეს,-მამაჩემისთვის მთავარი ადამიანობაა და არა გარეგნობა
-ხო,მაგრამ მე არც გარეგნობით დავიწუნები,-აგრძელებდა თავის ქებას
-ძალიან გყვარებია შენი თავი,-გაეღიმა,-ნეტავ მეც მიყვარდეს
-სანამ შენს თავს არ დააფასებ სხვაც არ დაგაფასებს,ამიტომ ბევრი ეცადე,შეიყვარე ის რაც ხარ,სხვა დანარჩენი მეორე ხარისხშია,ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ,უბრალოდ შემთხვევითობამ განაპირობა,რომ შენ ჩემი ცოლი უნდა გახდე,იმის და მიუხედვად რომ არანაირი გრძნობა არ გაგვაჩნია,ვიცი ეს ძალიან რთულია,იმ ქალის სახელით ცხოვრება,რომელიც გაყიდულ სხეულად არის წოდებული,მაგრამ ეს იქ ჯოჯოხეთში,საქართველოში არავინ არაფერი იცის,შენც ერთი ჩვეულებრივი ქართველი ქალი ხარ,მშვენიერი,რომლის მოყვანაც გადავწყვიტე სწორედ მისი შთამბეჭდავი სილამაზის გამო.
-ყველა მიხვდება ჩვენს ცრუ შეყრას,ქალაქი გაიგებს რომ სიყვარული კიარა არამედ გაყიდვით მიიღე ჩემი თავი
-ელენე,-პირველად მიმართა მამაკაცმა სახელით და ცოტა დაიბნა,-მე რომ არ მივსულიყავი შენს უფროსსთან და არ მეთქვა რომ შენი სხეულის ყიდვა გადავწყვიტე,ის შენს თავს არ გამომატანდა,მაპატიე რომ სავაჭრო ნივთივით გაგახადე,მაგრამ ეს ჩემი კეთილი ნება არ ყოფილა,შენი გადარჩენა მინდოდა,მინდოდა იმ ტანჯვისთვის ამერიდებინე და საქართველოში დამებრუნებინე,მეტი არაფერი.
-გმადლობ!-პირველად გადაუხადა მადლობა ამ ხნის განმავლობაში და გაუღიმა,-მაგრამ მე ხომ საფრთხე აღარ მემუქრება,უკვე აქ ვარ,ჩემი ცოლად შერთვა აღარაა საჭირო,არ გინდა გესმის?
-არ მინდა ტანჯული იარლიყით იცხოვრო,დაე ვიყოთ უსიყვარულოს,მაგრამ შევძლო და დაგავიწყო მომხდარი,სხვა ადამიანი ამაში ვერ დაგეხმარება,შეიძლება სიყვარული გიწილადოს,მაგრამ ის ვერა რაც ახლა გჭირდება,შენი წარსული მხოლოდ მე მეცოდინება,რადგან როგორ ძალიანაც არ უნდა შეიყვარო სხვა,მას შენს წარსულზე ვერ დაუჯდები და ელაპარაკები
-შესაძლოა მართალი ხარ,მაგრამ სიყვარულს ხომ მაინც ვიგემებ,თუნდაც მერე უარესად დავიტანჯო,ასე ძალიან გინდა გაუბედურებული ქალის შერთვა?ნახე რამდენი ლამაზი ქალია,-ხელით აჩვენა ფანჯარაში,ქუჩაში მიმავალი ორი ქალი.
-მათ ეტყობათ რომ ჯერ ცხოვრების სიმწარე არ უგემიათ,მე არ მწირდება სახლში ანგელოზი,მე მჭირდება ქალი,რომელმაც ცხოვრების ფასი იცის და არასოდეს შეეგუება ბედს.
-ამ ქალს უნდა მარტო იყოს,სრულიად,მოწყდეს სამყაროს და იცხოვროს თავისთვის.
-ასეც იქნება,მე და შენ ერმანეთის პირადს არასოდეს შევეხებით,სრულიად თავისუფალი იქნები შენი ვალდებულებებისგან,უბრალოდ მოჩვენებითი იქნება ჩვენი ერთად ყოფნა.



პ.ს ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. მადლობაა წინა ისტორის ასეთი თბილი მიღებისთვის.მიყვარხართ.ტკბილებო.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ახლა ხომ პირველი ვარ და ხომ ვკითხულობ..
ძალიან აზრიანია, მე მომწონს. რამდენი გაუბედურებულა ასე, მაგრამ ეტყობა ის კაცი მართლა ძალიან წესიერი ადამიანია. მის ნაცვლად მეც მასე მოვიქცეოდი. ქალის დახმარების სურვილით მეც იგივეს გავაკეთებდი სიამოვნებით, რადგან მეხსნა ის ტანჯვისგან და ზუსტად ამ იარლიყისგან.
მტკივნეული თემა აგირჩევია, ვნახოთ როგორ განავითარებ და როგორ გაუმკლავდექი ქალის გრძნობებს როგორ შეეჭიდები.
მე მოხარული ვარ, მომწონს და გავაგრძელებ ამის კითხვას მაინც <3
:****
განაგრძე. love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერსსო და ორიგინალური ჩანაფიქრია.საინტერესოა,ვინ არის ეს უცხო(გრამატიკული შეცდომები რაღაც იყო,მაგრამ ეგ არაფერი). ასევე ჩამთრევია,რატომ მოჰყავს ცოლად,მარტო სილამაზისა და ცხოვრების შევნობის გამო..გააგრძელე.

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan magarii iyooo male dade shemdegi ❤️ rogor gamixarda ro daginaxee

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

დასაწყისი არ იყო ურიგო,მომეწონა,მთავარია როგორ გაგრძელდება.სიუჟეტი საინტერესო ჩანს...ვნახოთ

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

რომ წავიკითხე ვისი დწერილი იყო მაშინვე გავხსენი და ძალიან მომეწონა მსგავსი ისტორია არ წამიკითხავს ჯერ love ველოდები შემდეგს

 


№6 სტუმარი teo...

Kargi Hans,vnaxot,gaagrzele da cota tavebi gazarde.pirvelad vkitxulob shens istorias....

 


№7  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

დიდი მადლობა ბავშვებო :-* :-* გამახარეთ ჩემო ტკბილებო
და თბილებო.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№8  offline წევრი nini31323

მომწონს! პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას!

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

საინტერესო ამბავს შეჩიდებიხარ... ნამდვილსა და აქტუალურს კიდევ კარგი დამთავრება გაცადე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent