წესები სკოლასი და გარეთ რეალურ სამყაროში (მეორე ნაწილი 4)
ლევანი და ნინი ხმას არ იღებდნენ ისე იწვნენ საწოლში. ორივე ხვდებოდა ,რომ ეს ყველაფერი სრულიად მოულოდნელად მოხდა. ან იქნებ არც უნდა მომხდარიყო. როგორც კი ვნებამ და სურვილმა გადაუარა ნინის მაშინვე შეეპარა იმაში ეჭვი რაც მოხდა. გრძნობებმა ქარიშხალივით დაუარეს გულიდან გონებამდე. ფიქრებში წასულმა ვერც კი მიხვდა როგორ გავიდა დრო. მხოლოდ მასინ მოფხიზლდა სადღაც იატაკზე ტელეფონი რომ აწკრიალდა. ფანჯარაში გაიხედა და უკვე ბნელოდა. დენდანაკრავივით წამოხტა და ტელეფონის ძებნა დაიწყო. -ჩემი ძმაა_სასოწარკვეტილი მზერა მიაპყრო შეყვარებულს და უპასუხა. სხვა გზა ისედაც არ ქონდა._გისმენთ -სად ხარ გოგო? -ლევანთან ერთად ვარ... -რომელი საათია იცი ?_ ნინიმ საატისკენ გააპარა თვალი. თერთმეტი დაწყებულიყო -კი ვიცი ... -დედაჩვენს დაავიწყდა შენი მოკითხვა ისეა გარშული ბავშვის ამბებში ,მაგრამ არ გეგონოს მე ვერ ვხედავ რომ არ ჩანხარ. -ნუ აზვიადებ რა ... -სულაც არ ვაზვიადებ. ახლავე სახლში წამოდი სადაც არ უნდა იყო. ჩვენც მივდივართ უკვე ელენესთან ვართ. -კარგი ჰო. -რაო?_ დაინტერესდა ლევანი -ახლავე სახლში მოდიო. რომ იცოდეს ... ჯერ მე მომკლავს და მერე შენ _ხელები აუკანკალდა გოგონას -გეყოფა ისეთი რა მოხდა. თუ ასეთ დღეში უნდა ჩავარდნილიყავი სჯობდა საერთოდ არ მომხდარიყო. -მაპატიე უბრალოდ ეს ყველაფერი. სჯობს ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ თორემ ისევ ,რომ დამაგვიანდეს ამჯერად დედაჩემიც ვერ გაამაგრებს რატის. -კარგი სხვა დროს ვისაუბროთ, მაგრამ ის მაინც მითხარი რომ ამ ყველაფერს არ ნანობ ... -რათქმაუნდა არა _არც ისე დამაჯერებლად თქვა და თან ჯერ კიდევ ჯკარსი მდგომი იცმევდა მაისურს. -გინდა გაგაცილო? -ტაქსით წავალ სანამ გზაზე გამოვიდა ტაქსმაც ჩამოიარა. მის ბედად ცარიელი იყო და მაშინვე შიგნით ჩაჯდა. თითქოს ეშინოდა ,რომ ლევანი გამოვიდოდა და ისევ შეაჩერებდა. ახლა სახლში წასვლის გარდა მართლა არაფერი უნდოდა. ეგონა ,როგორც კი კარს მიკეტავდა მაშინვე ტირილს დაიწყებდა ,მაგრამ მის და გასაკვირად ასე არ მომხდარა. მისაღებში ,რომ შევდა ყველა უკვე მოსულიყო. -მოხვედი?_გაუღიმა ელენემ და ფინჯნით ყავა ,რომელიც როგორც ჩანს რატისთვის მოჰქონდა ქმარს მიაწოდა. -ჰო მოვედი. ელენემ კითხვით აღსავსე მზერა სტყორცნა დაქალს ,მაგრამ მის და გასაკვირად არაფერ უპასუხნია. ამ ამბავმა უფრო მეტად დაძაბა იგი. -გაგახსენდა სახლი?_ალმაცერად გახედა დას რატიმაც -გეყოფა_ წასჩურჩულა ელენემ. მიხვდა ,რომ ნინის აფეთქებას ცოტა აკლდა. ის ხომ ყველაზე კარგად იცნობდა მას? ცოლის ხათრით ისიც იმ წამსვე გაჩერდა. ხმა არ გაუცია დისთვის. თანაც იმ დღეს იმდენი პოზიტივი დაუგროვდათ არც უნდოდა ახლა ეჩხუბათ. ნინიმაც მაშინვე იხელთა დრო და საძინებლისკენ წავიდა. მალე ვანდასაც მოერია ძილი და ისიც გაქრა მისაღებიდან. -როგორი შეგრძნებაა პატარა ძმა? _კისერზე აკოცა ცოლს და ერტი მოძრაობით გადმოსვა თავისკენ. -სიმართლე გითხრა ცოტა უცნაური. ვერც გავაცნობიერე, რომ არსებობს ის კი ისეთი პატარა, ლამაზი და საყვარელია. -უკვე გიყვარს ხომ? -ძალიან. ერთი სული მაქვს ისევ როდის ვნახავ. თან გული დამწყდა დედაც ,რომ ვერ ვნახე. -ნუ გესინია. შორენა იქაა ყურადღებას არ მოაკლებს -დაჩის ნახვაც ისე გამიხარდა. იმდენი ხანია ერთმანეთს ასე აღარ ჩავხუტებივართ. ძალიან გამიხარდა ,რომ მოვიდა. -ლუკა არ მოვიდა ხომ? -მომწერა ხვალ მოვალ დღეს ვერ ვახერხებო. დაჩიმაც მომიყვა ,რომ საჯაროში გადასვლას აპირებს. დედაჩემი მაგ საქმეს აგვარებსო. აქამდე ვერ მოხერხდაო. აღარ უნდა იქ დაბრუნება. თან ხომ იცი საჯაროში როგორაა ხოლმე. როცა უნდათ მაშინ აცდენენ. მით უფრო ბოლო წელს. ახლა შენ მითხარი რა ქენი დღეს მწვრთნელთან? -ვარჯიში ვერ მოვასწარი ,მაგრამ ორშაბათიდან აუცილებლად გავალ. -ძალიან კარგი. მიხარია. მეც მინდა რამე გავაკეთო. სახლში ასე ჯდომა მომწყინდა და ვიცი უარესად მომბეზრდება. ცოტაც მოიცადე და მერე ჩვეულ რიტმში ჩაჯდები. სწავლას დაიწყებ, აქედან წავალთ და ჩვენს ცხოვრებას ჩვენებურად მოვიწყობთ. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება -ვიცი, მჯერა მაგის. წამოდი ჩვენც დავიძინოთ დილით ადრე უნდა წავიდე დედასთან. ვეერ მოვითმენ ხომ ვიცი... -დავიძინოთ? მე სულაც არ ვაპირებდი დაძინებას. _ მაგრად აკოცა ცოლს, წელზე შემოისვა და კარი ფეხით მიკეტა. -მიყვარხარ_წასჩურჩულა ელენემ ყურში -მე უფრო... -ტყუილია_ გადაიკისკისა ელენემ ,როგორც კი რატიმ ჩვევა არ დაივიწყა და გოგონას შეუღიტინა. -სიმართლეა_ თვალი გაუსწორა თავის კალთაში მჯდომ ცოლს და მაისური გადააძრო. უფრო მაგრად მიეკრო ქმარს შიშველი მკერდით და ძლიერად ჩაეჭიდა მხრებზე. რატის ხელები იგრძნო ფეხებზე, წელზე, ზურგზე...ეს ის იყო რაც ყველაზე მეტად მოსწონდა... რაც უყვარდა იმ ღამის მერე პატარა სულელი ბავშვივით ,რომ იტირა ახალშეძენილი ქმრის წინაშე. -კარგი იყო, შენთან ყოველთვის კარგია _ლოყაზე აკოცა გოგონამ და მის მკერდზე მოკალათდა -შენ კი ისეთი ტკბილი ხარ საყვარელო. -რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? -არ ვარ საიდან მოგეშვენა? შენთან ყოფნის მერე ცუდ ხასიათზე რატომ ვიქნები? -მე არ მითქვამს ,რომ ჩემს გამო ხარ ცუდ ხასიათზე. -აიიიჰ, უკვე კარგად გამიცანი ხო? ელენემ თავი დაუქნია. თან მის ნიკაპზე რაღაც ფიგურებს ხაზავდა თითებით. -ნინის გამო ვარ ასე. ვხედავ ,რომ რაღაც ხდება დედაჩემი კი ვერავფერს ვერ ხვდება. -რა უნდა ხდებოდეს? -სულელი ვარ? ვერ ვხვდები როცა ადამიანს ურთიერთობებში პრობლემა აქვს?ნინის ჩამოსვლის დღიდან ვხედავ რაც სჭირს. -მე დაველაპარაკები შენ თავი დაანებე. -იცოდე არ გაბედო ჩემთვის რამის დამალვა თუ რამე სერიოზული ხდება. -ჭორიკანა არ ვარ და არც ენის მოტანას ვაპირებ. -კარგად იცი რაც ვიგულისხმე ელენემ უკან დაიხია. თითქოს მოშორდა კიდევაც ბიჭს. -დედაჩემი საუკეთესო ვინმეა ვინც კი როდესმე შემხვედრია ,მაგრამ ვერასდროს ხვდება ნინის რა სჭირდება. არასოდეს ესაუბრება ნინის ბიჭთან ურთიერთობებზე. არასდროს არიგებს წკუას და ისიც იქეთ მიექანება სადაც ერთჯერად გრძნობებს მიყავს. ახლაც ხედავს რა დრეშია და თითქოს არაფერი. დავიჯერო ვერ ხვდება რომ ნინის გზაზე დაყენება სჭირდება? მიმართულების მიცემა? მეც კი ვხვდები ამას და რამდენჯერაც ვცადე მასთან მკაცრად დალაპარაკება იმდენჯერ გზაზე გადამიდგა დედაჩემი. მაინც და მაინც ჭაობში რომ ჩავარდება მერე დაინახავს რა ხდება? -ნუ აზვიადებ. -არ ვაზვიადებ. დედაჩემი მზრუნველია. სულ თავს დაგვტრიალებდა რაც მახსოვს. ყოველთვის ყველაფერი იდეალურად გვქონდა ,მაგრამ ეს ისაა რაც არ გამოსდის... ვერ ხვდება ხელი როდის მოკიდოს ნინის. -მოდი ჯერ მე დაველაპარაკები. -არ მინდა იმაზე ფიქრი რასაც ვეჭვებ, მაგრამ იმედი მაქვს თვალწინ დადებულ მაგალითს კარგად შეხედავს და გაითვალისწინებს მიუხედავად იმისა ,რომ გარეტ გაუსაძლისად ცხელოდა ელენეს მთელ კანზე დაბურძგლა. მიხვდა რატი რასაც ეჭვობდა და თვალწინ დაუდგა ნინისთან ამ თემაზე გამართული ათასჯერადი საუბარი. გულში ღმერთს შესთხოვა ეს არ დაუშვაო და ამის იმედად მყოფი ბალიშზე მიესვენა. მალე ისე ჩაეძინა ვერც კი მიხვდა. დილიტ ,რომ გამოეღვიძა რატი საწოლში არ დაუხვდა.რომ გამოერკვა მიხვდა ,რომ უბრალოდ კი არ გამოეღვიძა ვიღაცის კაკუნმა მოაფხიზლა. კარზე იყვნენ. საწოლს თვალი მოავლო და შიშელ ტანზე ზეწარი უფრო მაგრად მოიხვია. იატაკზე მაისური მოიძებნა და სწრაფად გადაიცვა. კარადიდან შორტი გამოაძრო და ისიც მოირგო. კარი ,რომ გააღო არც მეტი არც ნაკლები ნინი დაუხვდა. აბუზული იდგა კართან და მორცილად ელოდა როდის გაუღებდნენ. მისი სახის დანახვაზე ელენეს გულმა რეჩხი უყო. -რა დაგემართა? _ხელი სტაცა და შიგნით შემოაგდო. მერე კარი მიხურა და გადაკეტა. -რატი სადაა? -არ დამხვედრია. ნინი მოწყვეტით დაეცა საწოლზე პირდაღმა და ტირილი აუარდა. -რა გჭირს საყვარელო_ თმაზე მიეფერა ელენე დაქალს. მას ხმა არ გაუღია. ცოტა ხანს ასე ისხდნენ სანამ ტირილით გული არ იჯერა. ელენემ ფანჯარა გამოაღო ,რომ ჰაერი შემოსულიყო და დაინახა რატი აუზში ცურავდა. -ქვევით ყოფილა რატი...ბანაობს...მითხარი რა გჭირს? ნინიმ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და გასნილი მესიჯი მიაწოდა დაქალს. ელენემ როგორც კი წაიკითხა ადგილზე გაშრა. ''წუხანდელ ღამეს ნანობ თუ რატომ არ მპასუოხობ? უკვე ასი ესემესი მოგწერე'' -არ გამაგიჟო და არ მითხრა ,რომ ... ნინიმ მხოლოდ თავი დაუქნია. ცრემლები უკვე კისრამდე სდიოდა. -რა გთხარი გოგო მე შენ? თან ნაჩხუბრები იყავით. ლამის დაშორების პირას და ყველაფრის დასრულების პირას იყავით და მასთან იწექი? ნინიმ ამჯერადაც მხოლოდ თავი დააქნია -და ახლა ნანობ ხო? -სიკვდილი მინდა -მითხარი ,რომ თავს მაინც იცავდით ,თორემ შეიძლება ფანჯრიდან გადავხტე_ელენეს გაახსენდა როგორ მოუყვანა რატიმ ღამით დიანას მაგალითი და წარმოიდგინა იგივე გამეორდესო. მერე ის წარმოიდგინა რატი ლევანს ,რომ მოკლავდა და ლამის ჭკუიდან გადავიდა. -რათქმაუნდა! მასეთი სულელი გგონივარ? -მგონიხარ იმის მერე რაც მოვისმინე. რას აპირებთ? რატომ არ პასუხობ მის წერილს? -იმიტომ ,რომ არ მინდა. როგორც კი ყველაფერი დასრულდა მივხვდი ,რომ მხოლოდ სურვილის და აღგზნების გამო მოხდა ეს ყოველივე და არა იმის ,რომ მინდოდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. _ უფრო ხმამაღლა აქვითინდა ნინი. ელენემ პირზე ხელები ააფარა და გულზე მიიკრა. იმის გაფიქრებაც კი ზარავდა კართან რატი ,რომ მოვიდესო. -დაწყნარდი და ისე მელაპარაკე. ახლა ისტერიკაში ხარ. -შენ მაფრთხილებდი ,მაგრამ არ მოგისმინე. შენთვის უნდა დამეჯერებინა. არ იცი რა მტკივნეულია როცა ხვდები, რომ ასეთი მწარე შეცდომა დაუშვი. -არ გიყვარს? -მომწონს. მასთან ყოფნა მსიამოვნებს ,მაგრამ იმდენად არა რომ ახლავე მთელს მომავალს მის გვერდით ვსახავდე. ეს ის გრძნობა არაა რაც შენ და რატის გაკავშირებთ. -დამშვიდდი და დაფიქრდი. იქნებ როცა გაანალიზებ ყველაფერს სხვა თვალით დაინახო. იქნებ ისე არაა ყველაფერი როგორც გგონია. იქნებ მიხვდე ,რომ მოგენატრა მასთან ყოფნა. იქნებ ისევ ,რომ გვერდიგვერდ იცხოვრებთ სკოლაში ისევ აენთოს თქვენს შორის გრზნობები. იქნებ ეს ის კრიზისია ,რომელზეც ბევრს ამბობენ... -და იქნებ მასე არ მოხდეს? ჩემს თავს როგორ ვაპატიო ,რომ ამხელა შეცდომა დავუშვი? რატი მართალი იყო, ისე რრმად შევტოპე ვეღარ გამოვდივარ. მისთვის უნდა დამეჯერებინა. ხომ ვიცოდი ერთხელაც თავს ვეღარ ან აღარ შევიკავებდი. -დაწყნარდი. დღეს გაცილებით უარესი რამეები ხდება. ხალხს სრულიად უცხო ადამიანებთან აქვთ სექსი. დაწყნარდი და დაფიქრდი. შეიცვლება ყველაფერი. შენც შეიცვლები და რავიცი. ახლა მხოლოდ ისაა მთავარი დაწყნარდე და ხსვებმა ვერ მიხვდნენ რა ხდება. ნინიმ თვალები მოისრისა და ცრემლები მოიშორა. ელენეს კვლავ ცუდს უგრძნობდა გული და ეს შიში მოულოდნელად კარზე დაბრახუნებამ კულმინაციად აქცია. -გოგონებო მანდ ხართ? კარი რატომ ჩაკეტეთ? დაიძახა ვანდამ და კიდევ რამდენჯერმე დააკაკუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.