შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “2“


2-12-2015, 16:08
ავტორი მორი-ელი
ნანახია 7 108

***
-ჩემთვის ძალიან მტკივნეულია,-მიუგო,უკვე,როდესაც ტაქსი დატოვეს და სადარბაზოში შევიდნენ,ელენე ფეხების კანკალით ძლივს აუყვა კიბეებს,გონებაში ყოველ ნაბიჯს ითვლიდა,ნაბიჯს,რომელსაც მიჰყავდა იქ,სადაც მისვლა არ შეიძლებოდა,ელენეს არ შეეძლო მის მშობლებთან მისვლა,თვალებში ჩახედვა და ისე მოქცევა,თითქოს არაფერი მომხდარა,უცხო რომ არა ალბათ უკან დაიხევდა და ძალიან შორს გაიქცეოდა,იმ არსებებს მოსწყდებოდა,ვისი საშუალებითაც თავად არსებობს.უკვე კართან იდგნენ,როდესაც თავი ცუდად იგრძნო და შავად შეღებილ რკინის კარს მიეყრდნო,უცხოს შეეშინდა და ხელი მოჰკიდა.
-ცოტაც გაუძელი,-ბაგეები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა,მისმა ხმამ თითქოს გამოაფხილა ელენე,ისევ შეძლო მყარად დადგომა,ღრმად ჩისუნთქა და მარჯვენა ხელი ასწია კარზე დასაკაკუნებლად,მალევე მოესმა შიგნიდან ხმა,რომელიც მონატრებული ჰქონდა და ცრემლები მოადგა თვალებზე,-არ იტირო,-ისევ გაიგონა უცხოს ხმა და ცრემლები შეიმშრალა.
-მაპატიე,-მიუგო ქალმა
-მე ნურაფერზე მთხოვ პატიებას,საკუთარ თავს უთხარი რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,ტკივილი ადრე თუ გვიან ბოროს მოგიღებს,-საუბარში ისე გადაერთო,ვერც შეამჩნია,როგორ გაიღო მის წინ კარი და თმაჭაღარა ქალი გამოვიდა
-ელენე!-ქალმა გაოცებული სახით თქვა მისი სახელი და ხელები გაშალა,შვილი რომ ჩახუტებოდა,-არ გელოდით?-ცოტა მორიდებით თქვა მან
-არაუშავს,-ხმა აემღვრა ქალს და იმის და მიუხედავად რომ საკუთარ თავს დედის მკლავებში მოსაქცევად ღირსად არ თვლიდა,დედის გამოწვდილ ხელებს ვერ შეელია დ ჩაეფსკვნა,მონატრებით დაუკოცნა ხელები და ლოყები,ყოველი კოცნისას ყელში მტკივნეული ბურთულები უჩნდებოდა.
-ასე მალე რატომ ჩამოხვედი?-ჰკიხა შვილს,შემოდით,-შინ შეუძღვა ორივეს და დივანზე დასხდნენ
-მამა არა სახლში?-თვალების ცეცება დაიწყო მან
-არა,სამსახურშია,-მიუგო მან და უცხოსკენ გაეპარა თვალი,დანახვისთანავე დააინტერესდა,მაგრამ შვილს ვერაფერი ჰკითხა.უცხო თავად წამოდგა და ელენეს დედას მიუახლოვდა,მისი ხელი აიღო და ემთხვია,ქალმა გაოცებული სახით შეხედა ჯერ უცხოს და მერე ელენეს,-რა საჭირო იყო?-ჰკითხა მამაკაცს,როდესაც ჩამოსცილდა და ელენეს გვერდით დაჯდა.
-ძალიან დიდ პატივს გცემთ,ქალბატონო ნინელი,-მიუგო მან,-აქ ერთობ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად მოვედით,-ხმაში მღელვარება შეეპარა და ელენეს შეხედა,რომელიც გაუნძრევლად იჯდა და ჭოჭმანობდა,ეთქვა თუ არა რამე.
-უნდა მეშინოდეს?-გაეღიმა ნინელის,-მგონი ვხვდები აქ რაშიცაა საქმე,-და გახარებული წამოდგა დივნიდან,-რას დალევთ?,ჰკითხა ორივეს,მაგრამ ელენეს პასუხის გაცემა არ სურდა,-ქალბატონო,-მიმართა დედამისმა,-რატომ ხარ ჩუმად?
-გადაღლილია,-ჩაერია უცხოც,-თუ არ შეწუხდებით წყალი მოგვიტანეთ,ხო ელენე,-ქალს შეხედა,მანაც უხმოდ დაუქნია თავი,თანხმობის ნიშნად და გაღიმება სცადა,მაგრამ სიმწრისა და ნერვიულობისგან ტუჩებს ერთმანეთს ვერ აცელდა.
-როგორც გენებოთ,-მიუგო ნინელიმ და სამზარეულოში გავიდა ორი ჭიქა წყლის მოსატანად,უცხომ დრო იხელთა და ელენეს მიუჯდა
-შენგან ცუდი მსახიობი დადგებოდა,-სიცილით თქვა და ხელი წელზე მოხვია,ქალი შეკრთა და დაბნეულმა შეხედა
-რა საჭიროა,-მიუგო ათრთოლებულმა და მისი ხელი მოიცილა
-საერთოდ ვერ ვგრძნობ რომ გიყვარვარ,ასევე ვერ იგრძნობს ნინელიც,-უთხრა მან და წამოდგა,-ბევრი ილაპარაკე და ცოტა იფიქრე,დაგეხმარება,-შუბლზე უნდა ეკოცნა,მაგრამ თავი შეიკავა და ისევ მოშორებით მის პირდაპირ დაჯდა.ამასობაში ნინელიც შემვიდა ჭიქებით ხელში,ჯერ ელენეს მიაწოდა,შემდეგ კი უცხოს.
-აბა იქნებ გამარკვიოთ უკეთ,რის თაობაზე ხართ,როგორ არმოჩნდა ჩემი შვილი თქვენთან,-უცხომ რამდენიმე ყლუპი მოსვა და ჭიქა მაგიდაზე დადგა
-მე და თქვენმა შვილმა ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით,ძალიან დავახლოვდით,მე მოვიხიბლე მისი დახვეწილი სილამაზით და გონიერებით და შემიყვარდა,-ნინელიც სახე გაებადრა და ელენეს შეხედა,რომელსაც ბაგეზე ნაძალადები ღიმილი გაეკრთო,-მინდა თქვენი შვილის ხელი გთხოვოთ
-კი,მაგრამ ჯერ არც კი გიცნობთ,საერთოდ რას წარმოადგენთ?-მისმა კითხვამ ქალი ააღელვა და ცივმა ოფლმა დაასხა.უცხოს კი სულაც არ შეშინებია ნინელის კითხვის,მხრებში გაიმართა და თქმა დააპირა,როცა გონებაში ხმა ჩასწვდა,რომ ელენემ მის შესახებ არაფერი იცოდა.
-რა თქმა უნდა,-მიუგო,-დასამალია არაფერი მაქვს,-მშვიდად თქვა,-მე დამიანე ილდანი გახლავართ
-რა უცნაური გვარია,სადაური წარმოშობის ხარ?
-სვანი,ქალბატონო,კერძოდ მესტიელი,მაგრამ დიდი ხანია მესტიაში არ ვყოფილვარ
-მთელი ბავშვობა ოცნებოდა ელენე მესტიაში წასვლაზე,სვანეთის ბუნება ძალიან უყვარს
-სვანეთის ბუნება მართლაც რომ საოცრებაა,მაგრამ თიქმის აღარავინ ცხოვრობს,სამუზეუმო კუთხეა
-აწი,იმედია ხშირად ივლით,-გაეღიმა ნინელის,-კიდევ რას მეტყვი შენზე?
-დაარსებული მაქვს ქალთა დაცვის ორგანიზაცია,-მისმა ნათქვამმა ელენე გააოგნა,აი თურმე რატომ ეხმარებოდა,ყველაფერს ორგანიზაციის სახელით აკეთებს,-თითქმის ოთხი წელია,-იღიმის,-ეს საქმე ძალიან მიყვარს,იმ ქალთა დაცვა,ვინც ჩვენი მსხვერპლია.
-თქვენი,-დაბნეულმა ჰკითხა ქალმა,-თქვენ ალბათ სასამართლოებზეც გიწებთ წასვლა ხომ?
-იშვიათად,რადგან როგორც წესი ჩემი სიტყვა კანონია,იმედია ეს არ შეგაშინებთ და თქვენს შვილს გამომაყოლებთ
-ადამიანი,რომელიც ქალებს იცავს,როგორ უნდა შევუშალო ხელი ჩემს შვილთან ყოფნაში,კარგი ადამიანი ხარ და ამ ყველაფერს უანგაროდ აკეთებ?
-კი,რა თქმა უნდა,-თან თვალს ელენესკენ აპარებდა,ქალი ვერ აღწერდა საკუარ განცდებს,საშინლად დაბნეული იყო უცხოს,ახლა უკვე კარგად ნაცნობის, დამიანეს ბიოგრაფიის მოსმენის შემდეგ.
-სად ნახე შვილო ამისთანა კარგი ადამიანი,ასე დაიღალე,რაც მოხვედი ხმა არ ამოგიღია
-ხო,-ძლივს გასაგონად თქვა და სავარძელის საზურგეს მიეყრდნო,-გამოძინება მჭირდება,ძალიან დამღალა მგზავრობამ,-თვალები დახუჭა.
-რა სხვანაირი ხარ,-მიუგო ნინელიმ და მიუახლოვდა,-წადი დაისვენე მე და ჩემი მომავალი სიძე ვისაუბრებთ,-ელენე უხმოდ წამოდგა და ნელი სვლით წავიდა საძინებლისკენ,დამიანეც მას გაჰყვა
-რაღაცას ვეტყვი და მოვბრუნდები,-მიუგო ნინელის და წავიდა.
* * *
-რატომ არ მითხარი?-როდესაც ოთახში შევიდნენ,ჰკითხა ელენემ და საწოლზე ჩამოჯდა,დამიანე გვერდით მიუჯდა და მის კითხვაზე პასუხის გასაცემად მოემზადა
-არ ვიცი,მაგრამ როცა გეხმარებოდი ჩემს ორგანიზაციაზე სრულებითაც არ ვფიქრობდი
-აბა რაზე ფიქრობდი?-წამოწვა,-როგორ გადაგერჩინა უცხო ქალი?
-სწორედაც,-ფეხების გაშლაში მოეხმარა,წამოდგა და პლედი გადააფარა,-უბრალოდ შენი დახმარება მომინდა,-თქვა და გასვლა დააპირა,-წავედი,დედაშენს დაველაპარაკები კიდევ.
-მოიცადე,-შეაჩერა ელენემ
-რა იყო?
-ისეთი არაფერი უთხრა,რაზეც მერე მე დამიწყებს შეკითხვას და ყველაფერი ჩაიშლება,შენზე რომ ყველაფერი წეღან გავიგე
-ისეთს არაფერს ვეტყვი,გამიხარდა ასე კარგად რომ მიმიღო,იმედია მამაშენიც იგივეს იზამს,შეიძლება ცოტა მომხვდეს,მაგრამ ბოლოს დავითანხმებ,ქართველი მამის ამბავი ხომ იცი,შვილისთვის ყოველვის საუკეთესო უნდა
-გინდა თქვა რომ დედაჩემს არ უნდა?
-ორივეს,მაგრამ მე რა ცუდი ვარ?მოვეწონე, რაც ნიშავს რომ მისთვის საკუთესო სიძე მე ვარ
-დედაჩემს ვერაფერს გაუგებ,შენ რომ დაგინახა სულ არ დაინტერესებულა ჩემით
-ყრუ-მუნჯივით იჯექი,მე ხომ გითხარი ბევრი ილაპარაკე-მეთქი,ხმას რატომ არ იღებდი?
-ჯერ ქმარი არ ხარ და უკვე მსაყვედურობ?
-შენ არაფერი გესმის,ითამაშე,შენი ცხოვრება თამაშია,ასე თუ გააგრძელებ ყველაფერს მიხვდება დედაშენი,ახლა ჯობია მართლა დაიძინო და რომ გაიღვიძებ მერე ვილაპარაკოთ,-პლედი გაუსწორა და ოთახიდან გავიდა.ელენეს ძილი აღარ მიკარებია,ფიქრები არ აძლევდნენ საშუალებას დაეძინა.დამიანე კი ისევ ნინელისთან დაბრუნდა.
-დაიძინა?-ჰკითხა ოთახიდან გამოსულს
-კი,-მიუგო დამშვიდებულმა დამიანემ,-თუ არ მიწყენთ მე წავალ,ჩემს ნომერს დაგიტოვებთ,რომ გაიღვიძებს დამიკავშირდით
-მამამისის მოსვლას არ დაელოდებით?,-ჰკითხა ნინელიმ-მეგონა მასაც გაიცნობდი ბარემ.
-საღამოს შემოვივლი,მანამდე ელენეც გაიღვიძებს,ცოტა უხერხულად ვარ მარტო
-გასაგებია,-გაუღიმა ქალმა,-როგორც კი გაიღვიძებს დაგირეკავ და მოდი,მამამისიც შინ იქნება,მე პირადად საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,არცერთი ხართ პატარა რომ სიყვარულის გამო დაგტუქსოთ
-ხო,მე თითქმის ოცდაათის ვარ,დაგვიანებულიც კია ჩემი ცოლის შერთვა
-დაგვიანებული არასოდესაა ეგ საქმე
-მითუფრო,როცა ამისთანა ქალი მოგყავს ცოლად,სულაც არ გწყდება იმაზე გული რომ ამდენი წელი უცოლოდ იყავი,-გაეღიმა და შემოსასვლელ კართან მივიდა,-წავედი,საღამომედი ქალბატობო ნინელი,-დაემშვიდობა და წავიდა.



№1 სტუმარი nini

მმმმ ძაან მომწონსს მალ მალე დადე რაა ძაან მაინტერესებსსს

 


№2  offline წევრი kaxelii

საინტერესოა. ეცადე არ გააბანალირო. მალე დადე და დიდიდი თავი.

 


№3 სტუმარი P.T

Dzaan sainteresoa Da Dade Ra male

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

კარგიაა ... მალე დადე და ცოტა დიდები

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან კარგი იყო <3
მომეწონა, რაღაც იდუმალი და მისტიურიც იყო. ოღონდ რეალური იყო ნამდვილად, თუმცა ამ კაცის გამოჩენაში, უბრალოდ უანგაროდ დახმარებაში, მაინც ვამჩნევ კი არადა ვგრძნობ, რაღაცას. მაინც არ არის ეს კაცი ბოლომდე მართალი. ან ჯერ არ უთქვამს ყველაფერი თავის წარსულზე. ვფიქრობ, შემდეგ და შემდეგ უფრო საინტერესო რამეები გველის და მე მოუთმენლად ველი ამ შემდეგს. ასევე მაინტერესებს ამ ქალის ბედი.. წარსულის ბედი, დედამისმა რა თქმა უნდა არ უნდა გაიგოს, მაგრამ ბოროტი ენები მოასვენებენ? აეგეც საკითხავია ადა განვითარებას ველი ძალიან ძალიან <3 <3
კარგი ხარ. წერის სტილიც ძალიან მომწონს, აი ეტყობა იდუმალების ელფერიც და ფარდაც რომ აკრავს და ეგ მაგარია.
ყველაფერს ერთად არ გვიმხელ, რაც ასევე მომწონს და ნელ-ნელა გვაგებინებ ყველაფერს მკითხველს. უფრო აინტრიგებ მკითხველს, უფრო აინტერესებ და ითრევ შენი პერსონაჟების ქარცეცხლში, რაც ასევე კარგია.
შენი შემართებაც მომწონს.
მაგრამ რა არის ეს, რა პატარა თავი იყო <3
მე გამაგიჟეეე :P
ხოდა ველოდები მესამე თავს. დააგვიანებ და მოგხვდება (გაიტყიპები) :დდდ
<3 <3
თეონა კი გამაბრაზე, მაგრამ მაინც მიყვარხაააააააარ ^_^ love love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ვაიმე როგორ გამახარეთ ყველას დიდი მადლობა რომ კითხულობთ და მოგწონთ. <3 <3
ძალიან ძალიან დიდი მადლობა :-* :-* ჩემი ტკბიკო და თბილო ხალხო.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესოა..შენს ნაწერებს შორის საუკეთესო...მთელი ისტორია იდუმალებაზე გაქვს აღმოცენებული და მკითხველში დიდ ინტერესს იწვევს.

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

რა საინტერესოდ ანვითარებ მოვლენებს... საკმაოდ მძაფრადაც კი აღწერ. დაკვირვებულად და სასიამოვნოდ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent