შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილების პატარძალი [ნაწილი 1]


2-12-2015, 19:32
ავტორი Nude
ნანახია 2 598

ჩრდილების პატარძალი.
ნაწილი 1.
– ხვალ? – დაეკითხა თამარი უკვე მეორეჯერ დაქალს.
– ჰო.
– ხომ იცი, არ გამომიშვებს დედა, თორემ წამოსვლა მართლა ძალიან მინდა – ლამის იყო ცრემლები წამოსვლოდა თამარს.
– კარგი რა... არ იტირო, იცოდე! ბიჭებმა, რომ სთხოვონ? – ახალი იდეა წამოაყენა და საკუთარი თავის აღფრთოვანებაც დაეტყო კეკეს, ხმაში.
– აზრი არ აქვს, – ტუჩები საოცრად უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა, – კარგით, რაც არის – არის. წადით თქვენ. იმედია შემდეგ წელს მაინც გამომიშვებს დედა.
– კარგი. – ჩვეულებრივად უპასუხა კეკემ და ყურმილი გათიშა.
რაღაც, ძალიან აბსურდულად მოეჩვენა ის ფაქტი, რომ გოგონამ ერთი ამბავი არ დააყარა, რას ჰქვია აზრი არ აქვსო და მსგავსი ფრაზები. ისეთი ზერელე ტონი იგრძნობოდა მის სიტყვაში და ხმაში, რომ ცოტა გული დასწყდა გოგონას, მაგრამ მალევე უკუაგდო ეს წყენა. რას ჰქვია, აბა, თავს ხომ არ მოიკლავდა ჩემ გამო, იცის რომ დედა მაინც არ გამიშვებს და სწორედ მაგის ბრალია მისი ასეთი ნაჩქარევი თანხმობაო.
ლოგინზე ხვნეშით გადაწვა და თავს ქვემოთ ხელები ამოიწყო.
არა, ახლა რაღა უნდა აკეთოს მთელი ზაფხულის განმავლობაში თბილისში სრულიად მარტომ? მისი ყველა მეგობარი, რომელიც მხოლოდ სამ ადამიანს შეადგენს მიდიან ბათუმში, იქიდან კი რა რაჭაში. რა უნდა ჰქნას მთელი ამ დროის განმავლობაში? სულ რომ არაფერი, ბავშვები მოენატრებიან სასწაულად, რომელთა გარეშეც ერთი დღეც არ შეუძლია ყოფნა.
ერთი ღრმად ამოიოხრა და ოთახში შემოვარნილ პატარა ძმას ღიმილით შეხედა.
– რაო, მათე, რა გვინდაო? – ღიმილით ჰკითხა და აბურძგნულ თმებზე მოეფერა თავის პატარას.
– კარგი რა. ნუ მექცევი პატარა ბავშვივით. 5 წლის ვხდები მალე! – მკაცრად თქვა და თამარის მიერ დასწორებული მისი თმა, წამსვე ისევ იმ მდგომარეობას დაუბრუნა, როგორზეც მანამდე იყო.
– ოჰ! ამას უყურეთ ერთი! – სიცილი ვერ შეიკავა თამარიმ და ხმამაღლა დაიკისკისა.
– აუ, რა უნდა გთხოვო, იცი? – უცბად მოლბა მათე, თავი საყვარლად დახარა და მორცხვად ახედა ქვემოდან დას.
– აბა? – გიჟდება თავისი ძმის ამ თვისებაზე და არასდროს შეუძლია ამ დროს არ გაიღიმოს.
– დედამ შოკოლადები დამიმალა, ბევრს ჭამ და არ შეიძლებაო. უთხარი რამე რა, გთხოვ. სულ ერთი ცალი მინდა, მეტი ხომ არა?! – სევდიანი თვალებით შეხედა დაიკოს და უცბად მოეხვია.
– უჰ, რა ქრესა ხარ. მპირდები რომ, როცა ერთ ცალს მოგცემ, მეტს აღარ მომთხოვ?
– გპირდები! – თვალებ გაბრწყინებულმა ელვისებური სისწრაფით დაუქნია თავი და მასზე წინ ის გაიქცა სამზარეულოში.

– მოკლედ რა! რატომ მიეცი ახლა ის შოკოლადი? მე კი არ მენანება! – აწიკვინდა თამარის დედა, როცა გოგონას ფაქტზე წაასწრო.
– კარგი რა, მაკა! – ღიმილით მივიდა მასთან და ლოყაზე აკოცა. – ბავშვია. ის ერთი ცალი, არაფერს არ ავნევს, სამაგიეროდ ესიამოვნა და გააბედნიერა.
– ისე იქცევით მთელი თქვენი ჯიში, თითქოს მე თქვენთვის ცუდი მინდა, ან რაიმე მენანება! – საყვრალად ჩაიბურტყუნა მაკამ და ტუჩები გამობზიკა.
– რა ბავშვი მყავხარ, დეე! – სიცილით ჩაეხუტა თავის უსაყვარელ დედას და აფორაჟებული ლოყები გებრიელად დაუკოცნა. – აუ, რაღაცას გთხოვ რა...
მაინც გადაწყვიტა ეთქვა. ხომ გაგიგიათ, ,,ცდა, ბედის მონახევრეაო'', ჰოდა, ცდას არაფერი ედგა წინ.
– გისმენ, – ისედაც ხვდებოდა, რაღაცის თქმა რომ სურდა თამარს.
– დეე, ბავშვები ბათუმში მიდან, მერე რაჭაში, გემუდარები წავალ რა, მეც...
– კარგი, ოღონდ ბარგის ჩალაგებაში დაგეხმარები მეც. – სიცილით თქვა და თმები აუჩეჩა.
თავიდან ეგონა მომეჩვენაო, მაგრამ მერე დარწმუნდა რომ მისმა ყურთასმენამ, არც ამჯერად უღალატა.
– მოიცადე, რა თქვი? – გაოგნებულმა წამოიყვირა და გაფართოებული თვალებით შეხედა დედამისს, რომელიც, ოდნავ შესამჩნევად და ძალიან ნაზად იღიმოდა.
– ჰო, რატომ გაიკვირვე? შენ უკვე გაიზარდე, არ ხარ პატარა ბავში. ნუ, არც ძალიან დიდი, მაგრამ... ბოლო–ბოლო, 6 დღეში 18 წლის ხდები. ვიცოდით, მე და მამაშენმა რომ ასეთ დასვენებას ისურვებდი და ხელს არ შეგიშლით, თანაც ჩვენ მაია გვეპატიჟება წყნეთში 4–5 დღით და იქ ავალთ.
– მათე? – მოწყენილმა დასძინა.
ყველასთვის ცნობილზე ცნობილი ფაქტია, რომ მათე მაკას დაქალის, მაიას წყნეთის სახლს ვერ იტანს. მართალია, არ ტირის ხოლმე იქ, როცა უწევთ წასვლა, მაგრამ მთელი ძალით აპროტესტებს. ასეც რომ არ იყოს, კარგით, 4–5 დღეს გადააგორებს კაცი როგორმე, მაგრამ მერე რა უნდა ჰქნას ამ პაპანაქება სიცხეში? თანაც, არც თამარი ეყოლება, რომელზეც აბოდებს და არც არავინ. რა გასაკვირია, რომ 4 წლის ბავშვი მთელი ზაფხულის განმავლობაში ერთ ადგილას ვერ გაჩერდება.
– მათე... ნუ, რას ვიზამთ. მამა, სულ სამსახურში იქნება მთელი ზაფხული და ჩვენც შესაბამისად ვერსად ვერ წავალთ. შემდეგ წელს წავალთ სადმე, შენ არ ინერვიულო. – ნიკაპზე ორი თითით მოეფერა და თბილი თვალებით გადახედა, ჯერ ერთ შვილს, ხოლო მერე – მეორეს.
– არ მოგბეზრდა მაინც, ყოველ წელს რომ ერთი და იმავეს იძახი? ,,შემდეგ წელს წავალთ სადმე.'' – გაიმეორა დედამისის ყოველ წლიური, შეუცვლელი ფრაზა და გულიანად გაიცინა.
– განა მე არ მინდა?! რა ვქნათ, სხვა გზა არაა.
– როგორ არაა... – ეშმაკურად აუქაჩა წარბი და მისი პასუხის მოლოდინში თვალებ დახუჭული გაისუსა.
– არა, შანსი არაა. მამაშენის გარეშე, არსად წამსვლელი არ ვარ. – მაშინვე მიუხვდა შვილს ჩანაფიქრს.
– უიმე... – უკმაყოფილოდ აიბზუა ტუჩები. – რა არის, ყველგან ერთად სიარული? გამობმულები ხართ ერთმანეთზე.
– გეყოლება შენც ქმარი, ან უბრალოდ იქნები შეყვარებული და ნახავ მერე, როგორია მისგან შორს ყოფნა, თანაც ამდენი ხნით.
– ჰო, რა ვიცი. შენი საქმის, შენ უკეთ გეცოდინება. – მხრები აიჩეჩა, თვალი ჩაუკრა და თავის საძინებელ ოთახში შევიდა.
გადაწყვიტა ბავშვებისთვის ეს ახალი და ძალიან მაგარი ამბავი ჯერ არ ეთქვა. შხაპის მიღება ერჩივნა ჯერ.
აბაზანაში შეიტანა ყველა ის ატრიბუტი, რაც დასჭირდებოდა.

°11°
საღამოს მოვიდა ბატონი მამუკა, თამარის მამა და როდესაც შვილის გაცისკროვნებული მზერა დაიჭირა, მიხვდა რომ ღირდა მათი ეს გადაწყვეტილება.
– ოქროები ხართ! – შეახტა მამამისს კარებშივე.
– შენ კიდევ პატარა, ლამაზი აფერისტი! – პატარა ცხვირზე თითი დაკრა.
– ოო, კარგი რა! – ბუზღუნით ჩაიფრუტუნა და კარისკენ წავიდა, რომელზეც გაუჩერებლად აკაკუნებდა ვიღაც.
– ოლე, ოლე, ოლე, ოლეეე! – ყროყინით შემოვარდა ლუკა და მას მოჰყვა დანარჩენი ორიც.
– ეს ვერაა! – ამოიფრუტუნა კეკემ და თავში ძლიერად უთავაზა ლუკას. – მაგრამ ეს სულ ჩუმად როგორ არის? – თითი გიგიშასკენ გაიშვირა. – გიგიშასნაირ სერიოზულ ბიჭს, კიდევ ეს მასხარა მირჩევნია! – საჩვენებელი თითი ლუკასკენ გაიშვირა.
– სერიოზულია და რა ჰქნას?! – სიცილით გაჰკრა მხარი ლუკამ გიგიშას, მაგრამ იმან ისეთი თვალებით შეხედა, მტერს ეს მზერა.
– კარგი ახლა, არ გვინდა დღეს მაინც ,,როჟების'' კერვა. – უსაყვედურა თამარიმ და მისაღებში შეუძღვა მათ.
– ოჰ, ესენი ვინ მოსულან! – ომახიანად წარმოთქვა სიტყვები ბატონმა მამუკამ და ფეხზე წამოდგა.
– გამარჯობათ მამუკა ბიძია.
– თქვენ ტყუილად არ მოხვიდოდით და გისმენთ. – უთხრა ბატონმა მამუკამ სიცილით ბიჭებს, როცა ერთმანეთის მოკითხვა დაასრულეს და მკარზე ხელი დაჰკრა გიგიშას.
– უნდა გთხოვოთ რომ ჩვენთან ერთად გამოუშვათ თამარიც და მათეც. ორივეს თვალის ჩინივით მოვუფრთხილდები პირადად მე, პირობას გაძლევთ. – სერიოზულად ჩაილაპარაკა გიგიშამ და თვალებში შეხედა მამუკას.
– მათე არ ვიცი, მაგრამ თამარი ისედაც მოდიოდა. – ღიმილით თქვა მაკამ და ბავშვებს გაუღიმა.
– აუ, რა მაგარია! – აბრჭყვიალებული თვალებით შესცინა დაქალს და მთელი ძალით ჩაეხუტა კეკე.
– და მათე, რატომ არა? – ჰკითხა სევდიანად დედამის ბავშვმა და თვალები აუფახუნა.
– შენი და არის ცოდო, თორემ რომ მოგხედავს ვიცი.
– კაი, რაა – ამოიბლუყურა და გიგიშას ჩაუხტა კალთაში
– მე, რატომ ვარ ცოდო? – ჰკითხა თამარიმ დედამისს და სიცილით შეხედა გაბრაზებულ ძმას.
– დასასვენებლად მიდიხართ, ეს მაიმუნი ბავშვი კიდევ არ მოგასვენებთ თქვენს გემოზე.
– მაგაზე ნუ იღელვებთ. – გამოაცხადა ლუკამ და თავზე ხელი სასაცილოდ გადაუსვა ბავშვს.
– მაშ, კარგი! – ომახიანად თქვეს ცოლ–ქმარმა.
– იეეეეს! – ბოლო ხმაზე დაიყვირა მათემ და გიგიშას შეახტა ზურგზე.
ბიჭმაც სიცილით შემოისვა და სამზარეულოსკენ წაიყვანა, საითაც ქალბატონი მაკა გაუძღვათ.
– შოკოლადის ტორტი გამოვაცხვე, ვიცოდი რომ ამოხვიდოდით და დაგახვედრეთ. – სიცილით აუხსნა და ბევრი ,,მტალაშა–მტლუშის'' შემდეგ დატოვა ბავშვები მარტო.
– წარმომიდგენია, რა მაგარი იქნება! – აღდრთოვანებისგან ხმა წაერთვა კეკეს.
– აჰამ. – დაეთანხმა თამარიც.
– ეს გაფრთხილება თამარს არ ეხება, მაგრამ კეკე, იცოდე, შენებურები არ გაუშვა იქ, – გააფრთხილა ლუკამ დაქალი და მისი სიტყვების გამო ნაწყენს შუბლზე აკოცა, აჰა, ბოდიშიც მოხდილია.

* * *
– ყველაფერი ჩაალაგე, კეკე? – ჰკითხა გამთენიისას დაქალს თამარიმ და სამზარეულომდე მანძილი ფეხის წვერებზე გაიარა.
– მგონი.
– რას ნიშნავს მგონი? 10 წუთში ჩემთან მოვლენ ბიჭები, მერე შენთან გამოვალთ და იცოდე, არ დაიწყო შენებურები მართლა, 3 საათი რომ გვალოდინებ ხოლმე. – გააფრთხილა მეგობარი და ყურმილი გათიშა.
თავისი ძმა გუშინ ღამე გადაიწვინა თავისთან, მერე ხმაური რომ არ გამოეწვია მათ წასვლას.
დამშვიდობება საშინლად ეზიზღება, ამიტომაც არ ამდგარან მისი მშობლები მასსთავით ადრე, თორემ ახლა, როგორ ფიქრობთ, არ იქნებოდნენ მათთან?
– აი, ესენი ჩაიცვი მათე, – ანიშნა ლოგინზე დალაგებული ტანსაცმელზე, ახლა ხანს გაღვიძებულ ბავშვს.
თავი რეტიანივით დაუქნია და სწრაფად ჩაიცვა დაიკოს მიერ შერჩეული სამოსი.
ბიჭებმა ჩაატანინეს ბარგი, კეკეს გაუარეს და ჰაიდა ბათუმში!



№1  offline მოდერი წითური გოგონა

ასეც ვიცოდი!
წავლა და წავიკითხავ!
შთაბეჩტილებებს გაგიზიარებ! feel
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline მოდერი Nude

წითური გოგონა
ასეც ვიცოდი!
წავლა და წავიკითხავ!
შთაბეჩტილებებს გაგიზიარებ! feel

გელი love
--------------------
bailey

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე დიდი თავები

 


№4  offline მოდერი Nude

cancara
კაია კაი მალე დადე დიდი თავები

გმადლობ love
--------------------
bailey

 


№5 სტუმარი black

Cchemi gamuraaa<3<3♡ love

Smile unda damedo Da "love"dawera Mara mainc siyvaruls gamoxatavs:*;*

 


№6  offline მოდერი წითური გოგონა

უკეთესს ველოდი...
მომდევნო ნაწილს ველოდები!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

კარგი იყო. რაღაც ბავშვური ჟღურტული და ლამაზი დამოკიდებულება ერთმანეთში.
ვიგრძენი სიყვარული.
სიხარული.
ძალიან მომეწონა.. ძალიან <3
და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებზე დავეჭვდი მაინც მომეწონა.
აი, მაგალითად ის, რომ მშობლები არ დაემშვიდობნენ. მერე რა რომ არ უყვართ დამშვიდობება.
კიდევ ის, 5 წლის ბავშვი ასე მარტივად რომ ანდეს...
ნუ რავიცი. შენ უკეთ იცი, მაგრამ კითხვისას ესენი არალოგიკურად ჩაჯდა თითქოს. თუმცა ოჯახს ჯერ ახლა ვიცნობ, ასე რომ ეგეც არ გამიკვირდა ისე ძალიან <3
იქნებ ასე ენდობიან თამარს მართლა! ^_^ ან ვნახოთ თამარი როგორი გოგოა ბავშვის მოვლაში...
საოცრება გოგო ხარ.
მიყვარხარ ძალიან love love
მწვანე ღამურაავ :***
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8  offline მოდერი Nude

ErckeMydass25
კარგი იყო. რაღაც ბავშვური ჟღურტული და ლამაზი დამოკიდებულება ერთმანეთში.
ვიგრძენი სიყვარული.
სიხარული.
ძალიან მომეწონა.. ძალიან <3
და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებზე დავეჭვდი მაინც მომეწონა.
აი, მაგალითად ის, რომ მშობლები არ დაემშვიდობნენ. მერე რა რომ არ უყვართ დამშვიდობება.
კიდევ ის, 5 წლის ბავშვი ასე მარტივად რომ ანდეს...
ნუ რავიცი. შენ უკეთ იცი, მაგრამ კითხვისას ესენი არალოგიკურად ჩაჯდა თითქოს. თუმცა ოჯახს ჯერ ახლა ვიცნობ, ასე რომ ეგეც არ გამიკვირდა ისე ძალიან <3
იქნებ ასე ენდობიან თამარს მართლა! ^_^ ან ვნახოთ თამარი როგორი გოგოა ბავშვის მოვლაში...
საოცრება გოგო ხარ.
მიყვარხარ ძალიან love love
მწვანე ღამურაავ :***

მეც, მეც, მეც!
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent