შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (10 თავი)


3-12-2015, 18:01
ავტორი murachashvili
ნანახია 2 773

მეათე თავი
- თუ სწორად მივხვდი დახმარებაზე გვეთანხმები? - ეღიმება დიმკას.
- თქვენთან კამათი შეუძლებელია. მე რომც არ ჩავერიო, ჩემი გადარეული მამიდაშვილის ხასიათი, რომ ვიცი, მარტო დაიწყებს მათთან დამაკავშირებელი ძაფის ძიებას.
- ასეც ვიცოდი, უარს არ გვეტყოდი..- კმაყოფილი ავღნიშნავ.
- სიმართლე გითხრათ მერჩივნა ამ საქმეში მხოლოდ მე ვყოფილიყავი გარეული. არადა ისიც ვიცი, რომ სალომეს გარეშე ჩვენი შეხვედრა შეხლა-შემოხლით დასრულდება.
- შენთვის სიტუაციის დამძიმებას არც ვაპირებთ. ზუსტად ვიცით ვისი ხათრიც აქვთ, ამიტომაც გეუბნებით, რომ ამ სიტუაციის გასარკვევად სალომეს ჩარევა გვჭირდება.
- იქნებ მაინც ჯობდეს ქალები არ გავრიოთ? - აშკარად ყოყმანობდა ვახო. - არაა ასეთ გადაგვარებულ ხალხთან ურთიერთობა სალომეს საქმე.
- საკუთარ მამიდაშვილს ცუდად იცნობ. - გაეღიმა დიმკას. - მაგ გოგოს როცა უნდა, ბევრ ჩვენგანზე უკეთ თვლის თითოეულ ნაბიჯს, მთავარია მოინდომოს.
- კარგით, იყოს თქვენებურად. სალომე ჩამოვა ორ კვირაში და ვნახოთ რას შევძლებთ.
- უკვე ვიცი, რომ ყველაფერი გამოგივათ. - კმაყოფილი ვარ მე.
- კარგია ამის თუ გჯერა. მე კი მთლად ასე ოპტიმისტურად ვერ ვიქნებოდი განწყობილი. მხოლოდ მადლიერების გრძნობის გამო ამხელა დათმობაზე წასვლა, ცოტა არარეალურად მეჩვენება.
- სალომეს მისი ოჯახის წევრების გადარჩენა, ფაქტიურად საკუთარ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. კავკასიელი ხალხი კი ერთგულებას და თავდადებას ყოველთვის აფასებდა. მერწმუნეთ მადლიერება დიდი გრძნობაა... - დინჯად ამბობდა დიმკა.
- ვნახოთ, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში მცდელობას არ დავაკლებთ.

ვახო
ამდენი წლების შემდეგ როგორც იქნა შევხვდით მე და თემო. თბილისიდან დაბრუნებული სალომეს მონათხრობის შემდეგ ისე ვიყავი გაღიზიანებული, ჩვენი შეხვედრა სხვაგვარად წარმომედგინა. ვფიქრობდი, საკუთარი პოზიცია ყოველგვარი მორიდების გარეშე დამეფიქსირებინა, პასუხი მომეთხოვა იმ შეურაწყოფისთვის სალომეს რომ მიაყენა. მაგრამ თემო დავინახე და ხმა ვეღარ ამოვიღე.
ჩემს წინ სრულიად შეცვლილი მამაკაცი იდგა. მოღუშული, სერიოზული სახით. იფიქრებდი მთელი ცხოვრების სიმძიმე მხრებზე აქვს მოკიდებულიო.
შემეცოდა. გული მეტკინა. სხვაგვარ თემოს ველოდი, მებრძოლს, ფიცხს. მივჩერებოდი ბავშვობის მეგობარს და ვხვდებოდი, რომ მორალურად, შინაგანად უჭირდა, ეხლა საყვედურის დრო არ იყო. მას ჩემი მხარდაჭერა სჭირდებოდა. დიმკა კი ედგა გვერდში ძმასავით, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ ის ამ სიტუაციის მოგვარებაში ვერ დაეხმარებოდა.
ალბათ სალომე რომ ყოფილიყო, იტყოდა: - რაც დათესა იმას იმკისო.
შეიძლება მართალიც ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც ვერ ვიმეტებდი ასეთი ტკივილისთვის. უშეცდომო შეიძლება იყოს ადამიანი? შეცდომას კი იმისთვის ვუშვებთ, რომ გვაპატიონ.
უპირობოდ ვპირდები შვილთან ურთიერთობის დალაგებაში. უხარია ჩემი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ორმაგად კმაყოფილი ვარ. არ მინდა მეგობრის დაკარგვა. ამის უფლება არ მაქვს, მერე რა, რომ ცხოვრებამ სხვადასხვა მხარეს მოგვისროლა? ისევ ძველებურად მიყვარს და ვხედავ რომ არც მას შესცვლია დამოკიდებულება.
ყველაფრის მიუხედავად, ისევ ვამჩნევს სალომეს მიმართ მის განსაკუთრებულ, ჩემთვის ცოტა უცნაურ გრძნობას. ალბათ გიკვირთ რატომ უცნაურს? ამასთან დაკავშირებითაც საკუთარი შეხედულება ბავშვობიდანვე მქონდა. ეს ორი არსება ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდანვე რატომღაც ერთმანეთს სულ ერიდებოდნენ, გრძნობებს არ ამჟღავნებდნენ, ყველაზე მეტს კამათობდნენ, ერთმანეთს სისხლს უშრობდნენ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ერთმანეთი მაინც ავადმყოფურად უყვარდათ. ზემოხსენებულ მოქმედებებს საფუძვლად აშკარად დიდი სიყვარული ედო. მართალია ამის აღიარება არც ერთს არ სურდა, მაგრამ ყოველთვის ვხედავდი მათი ერთმანეთის მიმართ თითქმის მაზოხიზმში გადასული ლტოლვას.
ბრმა უნდა ყოფილიყავი ეს რომ ვერ შეგემჩნია. ეხლაც კი, რამდენჯერაც საუბარში სალომეს სახელმა გაიჟღერა თემოს თვალები ისევ პატარა ბიჭივით აუციმციმდა. მისი ემოციების დანახვაზე დიმკამ რამდენიმეჯერ თვალი აარიდა და ღიმილი ძლივს შეიკავა. გული მტკიოდა, როცა ვიაზრებდი როგორ ძლიერად უყვარდა და ამავე დროს რამდენად შორს იყო სალომესგან.
მახსენდებოდა თბილისიდან ჩამოსული გამწარებული სალომე და უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: - როგორ შეუძლია ასე ძლიერად უყვარდეს, და მანიც სტკენდეს გულს?
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ჩემი ძმაკაცი გიჟია, თუმცა ისიც ვიცი რომ მასზე ბევრად გიჟი მამიდაშვილი მყავს.
ვახო და დიმკა დიდანს არ გაჩერდნენ, თბილისში მეორე დღესვე ბრუნდებოდნენ. მე კი ახალი საფიქრალი გამიჩინეს. არ მომწონდა ამ ამბავში სალომეს ჩართვა, მეშინოდა. ემღერა, ეცეკვა რამდენიც უნდოდა, რა აუცილებელი იყო კრიმინალებთან მისი დაკავშირება? უნებურად მეღიმება, ვიღაცისთვის მეც ხომ კრიმინალი ვარ?!
რაც არ უნდა მოხდეს, ერთში მყარად ვარ დარწმუნებული, ამ შეხვედრაზე მარტო ვერ წავა, არ გავუშვებ, მეც გვერდით ვეყოლები.
მოსკოვში სალომე ორ კვირაში ჩამოვიდა. თემურიკო პირველად ახლდა დედას გასტროლებზე. ისეთი აჟიტირებული იყო, ენას არ აჩუმებდა, მთელი დღე ტიტინებდა და მოგზაურობის შესახებ გვიყვებოდა.
ვიდრე ბავშვი ტატიანასთან საუბრით ერთობოდა, სალომეს ვანიშნე კაბინეტში გამომყოლოდა.
- რა ხდება? მშვიდობაა? - ინტერესით მეკითხებოდა ის.
- შენთან სერიოზული საქმე მაქვს. შენი დახმარება მჭირდება.
- რა საქმე გაქვს ამისთანა, ასე კონსპირაციულად კაბინეტში რომ მელაპარაკები?! - ეცინება მას.
- თბილისიდან სტუმრები მყავდა. - აშკარად ვიგრძენი როგორ დაიძაბა, თუმცა ცდილობდა არ შემემჩნია. - მითხრეს, რუსეთიდან საქართველოში სახიფათო სახეობის ნარკოტიკი შემოდისო.
- ეგ თემა ჩვენთან რა კავშირშია ?
- უნდა მოვახერხოთ და ნარკოდილერებს გადავაფიქრებინოთ საქონლის საქართველოში შეტანა. - პათეტიკურად ვამბობ მე.
- ხუმრობ? საინტერესოა ამას როგორ აპირებ? მე მგონი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმების ყურებამ გაწყინა. - დამცინა მან.
- მე არა. მაგ ფილმებს შენმა თბილისელმა მეგობრებმა უყურეს დიდი დოზით და ახალი „ქალი რემბოს“ როლიც გარგუნეს. - არც მე ჩამოვრჩი სარკაზმში.
- ჩემმა მეგობრებმა? - აშკარად შეცბა - ვინ იყო ჩამოსული?
- თემო და დიმკა.
- იმ მათხოვარმა აქ მოსვლა გაბედა? - თვალები დააკვესა სიბრაზისგან.
- ეხლა წყენის დრო არაა. მიხვდა შეცდომა რომ მოუვიდა. - აშკარად თემოს გამართლებას ვცდილობდი მე.
- შენგან სხვას არც არაფერს ველოდი. - კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა - როდის იყო ჩემს მხარს რომ იჭერდი?
- უსამართლო ხარ. -მისი საყვედური ნამდვილად მეწყინა. - მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, მაგრამ მართლა აღიარებს შეცდომას.
- რადგან შენ იტყვი... - არ თმობს პოზიციას სალომე.
- საკმარისია, მე საქმეზე გელაპარაკებოდი, შენ კი თქვენი ურთიერთობის გარჩევა დამაწყებინე. - უკმაყოფილო სახით საუბრის თემის შეცვლას ვცდილობ.
- გაუჭირდა ვაჟბატონს და მოუნდა ისევ ჩემი დახმარება? მე მაგის „შნირი“ ვარ, თუ რიგითი თანამშრომელი? დამიძახებს, დამავალებს და მეც კუს-კუსით გავიქცევი შესასრულებლად?!
- მოვლენების დრამატიზება გიყვარს.
- ჰო, არა? ხომ არ დაგავიწყდა ყოველგვარი დრამატიზების გარეშე კუკიაზე რომ დამასაფლავეს?! წყენის უფლებაც არ მაქვს? - თვალები ცრემლებით ევსება.
ვხვდები რომ ტკივილს ვაყენებ, მაგრამ მაინც არ ვთმობ პოზიციას: - შენს გამოყენებას არავინ ცდილობს. უბრალოდ წარმოიდგინე რამდენ ადამიანს იხსნი ამ მავნე სენისგან. - ზუსტად ვიცი რომელი მხრიდან მივუდგე, სასურველ შედეგს რომ მივაღწიო. - თან თურმე წამლის მიმწოდებლებსაც იცნობ.
- რა თქვი, ვის ვიცნობ? - გაოცებისგან გაუდიდდა თვალები. - გაგიჟდი, ნარკოტიკებით მოვაჭრესთან რა მესაქმება?
- არასწორად დასკვნებს აკეთებ. თბილისიდან წამოსვლამდე მის ოჯახის წევრებს დაჰხმარებიხარ. ექსტრადიციისგან დაგიხსნია. ჩვენებს სჯერათ, თუ კარგად სთხოვ შენი ხათრით უარს იტყვის წამლის შეტანაზე. - ვხვდები როგორ მეამიტურად ჟღერს ჩემი სიტყვები და მეღიმება.
- ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, სამივენი დაბოლილები იყავით და გეგმებს ისე აწყობდით. მსგავსი სისულელე ცხოვრებაში არ მომისმენია! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან - სრულიად უცნობ ადამიანთან მიშვებთ და გინდათ საკუთარ ბიზნესსზე ხელი აიღეო მათქმევინოთ. მის ადგილზე რომ ვიყო ასეთ მეტიჩარა მოამბეს შუბლში დავაჭედებდი ტყვიას. ან როგორ უნდა შევხვდე, ქუჩაში დავხვდე კახპასავით გადაცმული, თუ პატარა ბავშვივით ყელ-გამოღადრული მუხლებზე დავუდგე?!- ირონიულად იკითხა მან.
- ბიჭებს შენი სჯეროდათ. მარწმუნებდნენ სალომე შესძლებსო. ალბათ შეცდნენ...
ინტუიციამ არც ამჯერად მიმტყუნა, ჩემს ნათქვამზე მაშინვე წამოეგო:
- შეცდნენ?! სამწუხაროდ არასოდეს ცდებიან. უბრალოდ ნერვებს მიშლიან, ისე დაგეგმავენ, კითხვაც არ გაუჩნდებათ, გინდა კი ამ ამბავში გარევა?! ყველაფერი კარგად უნდა გავთვალოთ. ეს მარტივი შეხვედრა არ იქნება. - საქმიანად მეუბნებოდა ის და აშკარად მომავალი შეხვედრის გეგმებს აწყობდა.
- ერთმანეთს შორიდან ვიცნობთ, არამგონია უარი სთქვას.
- დარწმუნებული ვარ არც იტყვის. ცნობის მოყვარეობის გამო მაინც დაგვეთანხმება შეხვედრაზე. ვნახოთ რა გამოგვივა.
- ასე მგონია ცოტა ხანში ჩამეცუცქები და ბლატაობას დამიწყებ! - მეცინება მე.
- ეხლა ჩაცუცქვა აღარაა მოდაში. - ამყვა ხუმრობაში ისიც.

ჩვენი მოლოდინი გამართლდა. შეხვედრის ორგანიზებას დიდი დრო არ დასჭირდა. ჩვენს ბანაკში მოსვლისგან თავი შეიკავეს და თავისთან მიგვიპატიჟეს. მე და სალომე ორი დაცვის თანამშრომლის თანხლებით წავედით. არ ვიმჩნევდით, თუმცა საკმაოდ დაძაბულნი ვიყავით. ჩემი ბიჭების წაყვანისგან თავი შევიკავეთ, არ გვინდოდა საეჭვოდ მოსჩვენებოდათ. სამაგიეროდ თავად დაგვხვდნენ სრული შემადგენლობით.
დიდი აღმოსავლურ სტილში გაწყობილი ეზო გავიარეთ და ერთ-ერთ კაბინეტში შევედით. ოთახი მთლიანად ხეში იყო, ავეჯით ხალვათად გაწყობილი. იატაკზე ერთი დიდი ჭრელი ხალიჩა იყო დაგებული და ტყავის შავი სამეული. ჩვენთვის კარგად ნაცნობი მამაკაცი სწორედ ერთ-ერთ სავარძელში იჯდა. აქეთ - იქით კბილებამდე შეიარაღებული რამდენიმე ბიჭი ედგა. ჩვენი შესვლისთანავე ფეხზე წამოდგა და თბილად მოგვესალმა. მასპინძელიც და სტუმრებიც ერთმანეთის პირისპირ მოვთავსდით.
- არ ვიცოდი ჩვენს შეხვედრას ქალბატონიც თუ უნდა დასწრებოდა. - უხერხულად შეიშმუშნა ის.
- ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ, ასეთ შეხვედრებზე როგორც წესი ქალები არ დადიან. მაგრამ განსაკუთრებული შემთხვევაა და გამონაკლისიც დავუშვი.- დაძაბული ვლაპაკობდი.
ვიცოდი მათი დამოკიდებულება ქალის ფენომენთან მიმართებაში. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მდედრობითი სქესის ძირითად ფუნქციას დიასახლისობაში ხედავდნენ. უცნაურად და მიუღებლადაც კი ეჩვენებოდათ მამაკაცებთან ერთად სერიოზულ შეხვედრაზე ქალის დასწრება და მისი აზრებისთვის ანგარიშის გაწევა.
- ვფიქრობ მას წარდგენა არ ჭირდება, სავარაუდოდ ისედაც იცნობთ, ანასტასია კოვალიოვას...
- მას ყველა სცნობს. - ბოხი ბარიტონით აღნიშნა მასპინძელმა, საკუთარი უკმაყოფილება დაფარა და მისალმების ნიშნად ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.
- ალბათ მიცნობენ, მაგრამ არა მგონია ჩემი ნამდვილით... - თბილად, მეგობრულად გაუღიმა ქალმა, უნდა ვაღიარო, როცა სურდა ნებისმიერს მოხიბლავდა.
- ვერ მიგიხვდით?- აშკარად ინტერესით კითხა მამაკაცმა.
- ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი სალომე დანელიაა.
კაცი თითქოს ჩაფიქრდა, გონება დაძაბა რათა აღედგინა საიდან გაეგო ამ ადამიანის შესახებ. რამდენიმე წუთის შემდეგ, თვალებში გაოცება გამოესახა:
- თქვენ ის ხართ? - სახელის ხსენებას აშკარად მოერიდა.
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. გაოგნებული მასპინძელი ქალს აკვირდებოდა. - ვერც კი წარმოვიდგენდი. თქვენი ისეთი მადლობელი ვარ... - უფლება რომ ჰქონოდა ალბათ მადლიერების ნიშნად თბილად მოეხვეოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ემოციებისგან თვალები პატარა ბავშვივით უციმციმებდა. ველოდი, რომ სალომეს ვინაობის გაგება ესიამოვნებოდა, მაგრამ ასეთ რეაქციას ვერც კი წარმოვიდგენდი.
- არ მეგონა ასეთ ძვირფას სტუმარს თუ მომიყვანდით. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად მიხარია. - ემოციებს ვერ მალავდა ის. - თქვენ იმდენი გააკეთეთ ჩემებისთვის, დღემდე თქვენს სახელს იფიცებენ. ისე განიცდიდნენ, ეგონათ ბუნტის დროს გარდაიცვალეთ.
- ასეცაა. მე ოფიციალურად გარდაცვლილი ვარ. ალბათ გესმით რატომაც ვატარებ ახალ სახელს. თუმცა ბედნიერი ვარ, მათ ისევ თუ ვახსოვარ.
- ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. თქვენს საიდუმლოს საფლავში ჩავიტან. თქვენ შვილები გადამირჩინეთ.
- მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი.
- შეიძლება, მაგრამ ასე ბევრი არ გარისკავდა. თვენ ხომ იცოდით შედეგად რაც მოჰყვებოდა?!
სალომეს თვალები ცრემლებით აევსო და თვალი აარიდა მოსაუბრეს. მამაკაცი ყურადღებით აკვირდებოდა, არც მისი ემოცია გამოჰპარვია და მწარედ, ტკივილით გაეღიმა.
- ნებისმიერი თქვენს ადგილზე იმ წუთებში საკუთარ ინტერესებს დააყენებდა წინ ....
- ასეა თუ ისე დღემდე არ ვნანობ საკუთარ არჩევანს. ზუსტად ვიცი, იგივე სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე ანალოგიურად მოვიქცევი. - ძნელი მისახვედრი არ იყო, სიმართლეს რომ ამბობდა.
ალბათ ამას მოსაუბრეც მიხვდა: - მე თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ, არც კი ვიცი საკუთარი გრძნობები როგორ გამოვხატო, იმ დღეს როცა ჩემი ოჯახი საქართველოში დარჩა ლტოლვილების სტატუსით, ხელახლა დავიბადე. - აღელვებული ხმით ამბობდა ის - ძალიან გთხოვთ, თუ რამით შემიძლია თქვენი ვალის გადახდა....
- არ ჩათვალოთ თითქოს აქ ვალის გადასახდელად მოგაკითხეთ, მაგრამ თქვენი დახმარება ნამდვილად გვჭირდება... - ნელ-ნელა შეაპარა სალომემ. - გეცოდინებათ ალბათ, ვახო ჩემი ბიძაშვილია. საერთო მეგობარი გვყავდა სახელად მამუკა. რომელიც ნარკოტიკებს შეეწირა. - მამაკაცი აშკარად დაიძაბა, თუმცა ქალს არ შეაწყვეტინა, ყურადღებით უსმენდა - მისი გარდაცვალება ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. დღემდე ვერ მოვინელე. გთხოვთ, თუ საჭირო იქნება მუხლებზეც კი დაგიდგებით, ოღონდ საქართველოში ეგ საწამლავი აღარ შეიტანოთ. - სალომეს ხმა უკანკალებდა ემოციისგან.
- შეუძლებელია. თქვენ ხვდებით რა თანხებზეა საუბარი? - უცებ საუბარში ჩაერია იქვე მდომი ერთ-ერთი ქერა ბიჭი. მისი რეპლიკა არ მესიამოვნა, თუმცა ვიცოდით, რომ გადაწყვეტილებას ფიქრებში წასული მასპინძელი იღებდა.
- რა გაეწყობა, პირობა-პირობაა. უკვე გითხარით თქვენთან ვალში ვარ. ჩემი ოჯახის სიცოცხლე შეუფასებელია. ვაღიარებ, თქვენგან ასეთ თემაზე საუბარს ნამდვილად არ ველოდი. ვახო რომ არ ვიცოდე შენი დამოკიდებულება ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ვიფიქრებდი სალომეს მეშვეობით ჩემს მანიპულირებას ცდილობს მეთქი. - უსიამოვნოდ წამკბინა მე.
- ჩემი მიზნების მისაღწევად ახლობლებს არ ვიყენებ. სალომე კი ახლობელზე მეტია, ის ჩემი დაა... - კბილებში ვცრი.
- ჩემთვის კი ჩემი ოჯახის მფარველი. - ტონი შეარბილა მან. - ამას მხოლოდ თქვენს გამო ვთმობ. ჩათვალეთ ჩემი საჩუქარია. - თბილად გაგვიღიმა კაცმა. - საქართველოში ნარკოტიკები აღარ წავა, ამის თავდები მე ვიქნები. - უკმაყოფილო ამალის წარმომადგენლებს მუქარით გადახედა მან.
შეხვედრაზე კიდევ ცოტა ხანს გავჩერდით. მასპინძელს მეგობრულად დავემშვიდობეთ და კმაყოფილნი წამოვედით. არ მჯეროდა ყველაფრის ასე მშვიდობით დასრულება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სალომეს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ვაფასებდი. დიპლომატიის არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა, ზუსტად იცოდა მოსაუბრეს როგორ უნდა მისდგომოდა და შედეგიც სახეზე იყო.



№1 სტუმარი სტუმარი მ

ძალიანკარგად და აინტერესოდ წერ.

პირველივე თავიდან მოგყვები და უფრო და უფრო მითრევ.

მოკლედ, გელოდები

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

რაღაარ მომწონს აქ სხვა რაღაც ხდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent