შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (9 თავი)

2-12-2015, 00:02
ავტორი murachashvili
ნანახია 3 362

მეცხრე თავი
ტაქსს ვაჩარებთ და ვახოს მიერ ნახსენებ რესტორანში მივდივართ. არ ვიცი რას ველი ამ სტუმრობიდან. უბრალოდ მინდა ძველი მეგობარი მოვინახულო. რატომღაც იმედი მაქვს, რომ იქ ჩემი ტკივილის წამალს მივაგნებ. თითქოს გზა აბნეული ხსნას ვეძებდი და ძებნამ ვახომდე მომიყვანა.
ალბათ, ფიქრობთ სალომესთან შერიგებაში მინდა დამეხმაროს. არა, ამის ამბიცია ნამდვილად არ მაწუხებს. თითქოს აფორიაქებული სინდისის დამშვიდებას ვცდილობ. თან ცნობისმოყვარეობით ვკვდები, ისე მინდა ჩემი შვილის შესახებ რაღაც გავიგო, როგორია, ვის გავს?
გონებაში მიტივტივებს - ჩემი შვილი. - სულელივით მეღიმება. გული მითრთის.
აი რატომ მინდა ვახოს ნახვა. ვიცი ბავშვთან ურთიერთობაში დამეხმარება. თითქმის დარწმუნებული ვარ, სალომეს ამის სურვილი არ ექნება. მე კი.... გასაგებია შევცდი, მაგრამ.... მაინც მამა ვარ, შეიძლება ნაძირალა, უსუსური ადამიანი, მაგრამ მამა. მშობლებს კი არ ირჩევენ. ერთად-ერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ ის პატარა არსება მიყვარს. არ ვიცნობ, მაგრამ შემიძლია მის გამო სიცოცხლეც დავთმო.
თანდათან ოცნების საღერღელი მეშლება, თავი უკვე ბედნიერი მამა მგონია და ამბიცია მიჩნდება სალომეც დავიბრუნო. სულელივით მეცინება საკუთარ ფიქრებზე. - როგორი მეოცნებე ხარ, თემო! - დამცინის ჩემი პესიმისტური მხარე.
აი ასეთ ფიქრებში ვიყავი, როცა როგორც იქნა ვახომდეც მივედით. იშვიათი გემოვნებით მოწყობილ ქართულ რესტორანში აღმოვჩნდით. ჩვენს გარდა დიდ დარბაზში არავინ იყო. დაცვის თანამშრომელმა დინჯი ნაბიჯით სამ კაცზე გაშლილი მაგიდამდე მიგვაცილა და დაგვტოვა.
- როგორც იქნა ჩამოხვედი. - კმაყოფილი ღიმილით მოგვიახლოვდა ვახო.
აი ეს მესმის. ისეთი შეცვლილი იყო. ჩვენს წინ მაღალი ახოვანი მამაკაცი იდგა. ოდნავ მოშვებული წვერითა და კარგად ნავარჯიშევი სხეულით. შავი მჭიდროდ მომდგარი მაისური მის სრულყოფილ ტანს ნამდვილად ვერ ფარავდა. მისი გაღიმებული სახის დანახვაზე თავი ისევ პატარა ბიჭად ვიგრძენი. ბედნიერი მოვეხვიე ბავშვობის მეგობარს. რამდენიმე წუთიანი ბეჭებზე ხელის ტყაპა-ტყუპის შემდეგ, როგორც იქნა დიმკაც გავაცანი:
- ჩემი ძმაა! - ორი სიტყვით გამოვხატავ ჩვენს შორის არსებულ დამოკიდებულებას.
- თემოს ძმა ჩემი ძმაცაა! - ამჯერად უფრო თავდაჭერილად ესალმება დიმკას. თუმცა მისი თბილი ღიმილი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ დიმკა აშკარად მოეწონა. ერთმანეთს სწრაფად შეეწყვნენ, თითქოს წლებია იცნობდნენ.
- ასეთი ყურადღება რით დავიმსახურეთ? - ცარიელ დარბაზს მოვავლე თვალი.
- ვიცი საქართველოში რა მდგომარეობაცაა, არ მინდოდა ბატონო მინისტრო კანონიერ ქურდებთან ურთიერთობის გამო პრობლემები შეგქმნოდათ, უცხო ხალხის დასწრება არ იყო აუცილებელი. - ნახევრად ხუმრობის ტონით მეუბნება ის, თუმცა მსიამოვნებს მისი სიფრთხილე.
- საშიში რომ ყოფილიყო არც ჩამოვიდოდი.
- ვიცი, მაგრამ სიფრთხილე სჯობს.
- აბა, მომიყევი როგორ ხარ? როგორ მიდის ოჯახური ცხოვრება?
უხერხულად შევიშმუშნე, მასთან მიჭირდა ამ თემაზე საუბარი.
- ჰა ეხლა... - მაგულიანებს ის.
- ცოლის ძმასთან ამ თემაზე ვისაუბრო? - მეცინება მე.
- ცოლის ძმა თითქმის ხუთი წელია აღარ ვარ. - მსუბუქად გამკენწლა, მაგრამ როგორც კი ჩემი შეწუხებული სახე დაინახა აღარ გააგრძელა. - მიდი, მიდი, მართლა მაინტერესებს როგორ ცხოვრობ. მომიყევი...
- მოსაყოლი ბევრი არაფერია. შეცდომა ყველას მოსდის, მე კი როგორც ნიჭიერ ადამიანს ბევრი შეცდომების დაშვების ნიჭიც აღმომაჩნდა. - ვცდილობ ვიხუმრო - მათ შორის ერთ-ერთი მერე ოჯახის შექმნა იყო.
- მდა... ვერ გქონია საქმე კარგად. - შეწუხებული მეუბნებოდა მეგობარი - მე კი მეგონა, ბედნიერი იყავი.
- ეგ სიტყვა კარგა ხანია ჩემთვის არ არსებობს... - ისევ ხუმრობას ვცდილობ. - შენ როგორ ხარ? - ვინტერესდები მისი პირადი ცხოვრებით.
- რა გითხრა?! შენგან განსხვავებით მე ნელ-ნელა ვპოულობ ბედნიერებას. რამდენიმე თვეში ალბათ პატარაც შეგვეძინება. - თვალები უციმციმებს მას.
- შენ იმსახურებ ბედნიერებას. - გულით მიხარია მისი სიტყვების მოსმენა.
- შენ არა? - სერიოზული სახით მიმზერს ის.
- რა ვიცი, ავირიე, ვეღარ გავიგე, როგორ ვიცხოვრო. ვიბრძვი, ვიბრძვი, და ამ ბრძოლაში საკუთარი თავი დავკარგე. მხოლოდ საკუთარი რომ? თითქმის ყველა ვინც კი ძვირფასი იყო. ხელში კი რა მიჭირავს? თანამდებობა? რა თავში ვიხლი? ვისთვის?
- შენ რაღაც ძალიან პესიმისტურად ხარ განწყობილი ხომ იცი. ეს სულ ასეთია? - კითხვით მიმართავს დიმკას, რომელსაც ოდნავ ეღიმება. აშკარად თავს იკავებს აზრის გამოთქმისგან. - რას ჰქვია ვისთვის? ჩვენი შვილები გაიზრდებიან, ჩვენ თუ ვერა ისინი მოინდომებენ დაბრუნებას და შენ ბედნიერ საქართველოს დაახვედრებ.
- მართლა გჯერა, რომ ჩვენი შვილები დაბრუნდებიან?! შენი არ ვიცი, და ჩემი ალბათ საქართველოს გაგონებასაც არ მოინდომებს.
- რატომ ვითომ?! - ჭანჭიკები უხტის თვალებში, ხვდება რომ ვნერვიულობ და აშკარად ერთობა. - ვხვდები, რომ ეჭვები გავქს, მაგრამ ... მე თქვენს შვილს ქართველად ვზრდი. - სიტყვა თქვენს განსაკუთრებული მახვილით თქვა. - არ იფიქრო, შენსა და სალომეს შორის მომხდარი არ ვიცოდე, რომ ჩამოვიდა ძალიან გაღიზიანებული იყო, პრინციპში ეს მსუბუქად ნათქვამია, თავი ვერ შეიკავა და მომიყვა თქვენი შეხვედრის შესახებ.
- ვახო...- მისი გაჩუმება ვცადე .
- დამამთავრებინე გთხოვ. ჩემთვის მძიმეა ამ თემაზე საუბარი. ამიტომ ერთხელ მომისმინე. სალომე ჩემი დაა. მისი ტკივილი ჩემი ტკივილია. მისი შეურაწყოფა კი ჩემი. თუმცა ისიც გამიგია, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს ნამდვილი ეგონაო. ვცდილობ არ ჩავერიო. ზრდასრული ადამიანები ხართ. თქვენს შორის ურთიერთობას როგორმე თქვენითვე გაარკვევთ. ეგ მე არ მეხება. მაგრამ თემურიკო სრულიად სხვაა. ის ჩემი სულია... ბავშვია, რომელმაც ამ ცხოვრებისკენ მომაბრუნა. დედამისს სიცოცხლის ინტერესი დაუბრუნა. მისთვის ცხოვრების დანგრევის უფლებას არ მოგცემ. გასაგებია მამობაზე აური თქვი, მაგრამ მისი შეურაწყოფა არ გეპატიება.
- ვახო, მომისმინე გთხოვ. აქ თავის მართლებისთვის არ ვარ მოსული. რაც არ უნდა გითხრა მაინც არ დამიჯერებ. მაგრამ... მე ბავშვის გაცნობა მინდა. ჩემმა შვილმა უნდა იცოდეს ვინ ვარ...
ვახო გაოცებული მიმზერდა: - ბავშვის აღიარებას აპირებ?!
- მინდა იცოდეს მამა რომ ყავს. შეიძლება ქმრად ვერ ვივარგე, მაგრამ მამობის უფლება ხომ მაქვს?
- სალომეს ელაპარაკე ამ საკითხზე?
- არა. ვერ გავბედე. დარწმუნებული ვარ არც მომისმენს.
- შეიძლება გავიგო აზრი რამ შეგაცვლევინა? - ინტერესდება ის.
თავი დავხარე. ვერაფერი ვუპასუხე.
- კარგი, რაც არის არის. რითაც შევძლებ დაგეხმარები. როგორ ნაწყენიც არ უნდა იყოს, ვიცი შვილს მამას არც სალომე დაუკარგავს. ამის მჯერა. რამდენადაც მე ვიცი, აქ მხოლოდ ოჯახურ პრობლემებზე სასაუბროდ არ ხართ ჩამოსული? - მჯერად დიმკას გახედა მან.
- მართალი ხარ! სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია. საქართველოში რაღაც ახალი შემცველობის წამალი შემოიტანეს. პირველივე გაკეთებაზე ნარკოტიკ დამოკიდებული ხდება ადამიანი. ჩვენი წყაროებით შემოტანა რუსეთიდან წარმოებს.
- მე მაგ ბიზნესისგან შორს ვარ! -ზიზღით აღნიშნავს ვახო.
- ვიცით, მაგრამ როგორმე მომწოდებელზე უნდა გავიდეთ. - ვერთვები მეც.
- მაინც რაო, რას გეუბნებიან ინფორმატორები?
- წამალი აფხაზეთიდან, პანკისის ხეობის გავლით შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მანქანა უკვე დავაკავეთ, მომწოდებლის ნამდვილ ვინაობაზე ვერ გავედით. შენი დახმარების გარეშე გაგვიჭირდება.
- მე უშიშროებასთან მხოლოდ ერთხელ ვითანამშრომლე, ისიც სალომეს გადასარჩენად. - კბილებში მუქარით გამოსცრა მან.
- მომისმინე ვახო, მამუკას ხსოვნის გამო...
- არც კი გაბედო. - გაცხარდა ის - მამუკას ამ ამბავში ნუ გარევ. მინისტრი შენ ხარ. პრობლემაც შენია. გამოიძიეთ და დამნაშავეები დააკავეთ.
- ვახო, რომ არ გვიჭირდეს შენ არ მოგმართავდით.
- კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ჩემს ბიჭებთან ერთად ნარკოტიკებსა და პროსტიტუციასთან შეხება არ მაქვს. მაგრამ სხვას ვერაფერს დავუშლი. არც ჩამშვებად დავბადებულვარ....
- ანუ იცი ვინც არის შემომტანი? - ინტერესით ვეკითხები მას.
ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა: - მე მხოლოდ ერთ რამეს დაგპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეგ ნარკოტიკი საქართველოში აღარ შემოვიდეს.
- ჩვენი დახმარება არ დაგჭირებათ? - ეკითხება დიმკა. - პასუხს არც ელოდება, ქაღალდზე სახელს და გვარს წერს. - თუ სწორად ვხვდები, ნარკოტიკების შემომტანი ეს პიროვნებაა.
ვახომ ფურცელს დახედა: - ვერაფერი გავიგე, თუ შემომტანის ვინაობა იცით, ეს სპექტაკლი რაში გჭირდებათ? მოგეშორებინათ და ....
- მისი მოშორება არ გვაწყობს. პირიქით. ის რომც მოვიშოროთ ვიღაც ყოველთვის ჩაენაცვლება, ამით ნარკოტიკის შემოტანას ვერ შევაჩერებთ - მხიარულად იცინის ის - ერთი მხრივ კარგიცაა, შემომტანი ის რომ გამოდგა. მასთან მოლაპარაკება შესაძლებელია.
- ვერ მივხვდი რას გულისხმობ. - ინტერესით უსმენდა ვახო.
- ერთ დროს სალომემ მისი ოჯახის წევრები გადაარჩინა საქართველოდან ექსტრადიციისგან. მასთან ვალშია. ამიტომ ვფიქრობ, რაც არ უნდა სთხოვოს უარს არ ეტყვის.
- ჩვენ რატომ გვრევთ ამ ამბავში? თქვენით გეთხოვათ დახმარება? როგორც სალომეს ქვრივს გგონია უარს გეტყოდა? - მე მკითხა მან.
- მინისტრი ვარ. არც მას უნდა უშიშროებასთან თანამშრომლობა.
დიმკამ ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა, ვახოს ეცინება: - გამოდის საქმე უკვე გახსნილი გაქვთ. შემომტანის ვინაობაც გცოდნიათ. ამ შემთხვევაში აგენტად მე მიყენებთ?
- აგენტად არა, შუამავლად. - აზუსტებს დიმკა. - მისი ოჯახი დღემდე საქართველოში ცხოვრობს. არ მინდა სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობდეს. ჭკვიანი კაცია, წესით უნდა დაგიჯეროს.
- ჭკვიანის რა გითხრათ, თუმცა ვალში ყოფნა ნამდვილად არ უყვარს.. - ვერთვები მეც.
- უცნაურია, როგორ მაგნიტივით იზიდავს ეს გოგო პრობლემებს. - ისევ ფურცელზე დაწერილ სახელსა და გვარს უმზერდა ვახო.

№1  offline აქტიური მკითხველი lalita

აი ძალიან უმაგრესი ხარ თემოსგან ასეთ საქციელს. არ ველოდი ველოდები შემდეგს უფრო მსუყე თავს მიყვარხარ მე შენ ჰუჰ.

№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან ძალიან მომწონს მოვლენების ასეთი განვითარება... თემოს გამოსწორებაც მომეწონა ძალიან თითქოს რაღაც დოზით ძველი თემო დაბრუნდა... გამიხარდა ვახო და თემო ისევ მეგობრებად რომ დარჩნენ და წლებმა და მიმდინარე მოვლენებმა არ წაშალა მათი მეგობრობა... თუმცა ვახოს როგორც მამაკაცს თემოსი გარკვეულწილად რომ ესმოდა ამას წინა თავებშიც ვხვდებოდი... კიდევ უფრო მომეწონა დიმკა რომ არ დააშორე თემოს და ასეთი კარგი მეგობარი რომ ყავს გვერდით... ძალიან გამიხარდა დიმკას დამოკიდებულება სალომეს მიმართ რომ არ შეცვლილა და ისევ ერთადერთ რძლად ის მიაჩნია... ვახოს და თემოს შორის თითქოს რაღაც დონის გაუცხოვება მოხდა და ეს ალბათ საპირისპირო ბანაკებში ყოფნით არის განპირობებული თუმცა იმედი მაქვს მალე ისევ ისეთი მეგობრები იქნებიან როგორც ადრე ბავშვობაში... იმედია სალომე და თემოც მალე შერიგდებიან და შვილსაც სამაგალითო მამობას გაუწევს... თემო ნელ-ნელა იმსახურებს სალომეს პატიებას თავისი სინანულით და ტანჯვით გამიხარდა ვახოს თავის გრძნობებზე რომ დაელაპარაკა და ვახომ რომ გაიგო სიმართლე და ის სოფი მოაშორე რა მალე თემოს რაღაც ძალიან უარყოფითად ვარ სოფის მიმართ განწყობილი ერთი ქარაფშუტა ბოღმიანი ქუჩის ქალია და მეტი არაფერი... თვითონ სალომეს დონემდე ვერასდროს ვერ მივა იცის და ამის გამო ცდილობდა სალომეს სახელი ჩამოეყვანა მის დონემდე ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს, თემოზეც ძალიან ვიყავი გაბრაზებული სალომეზე ასე ლაპარაკი რომ მოითმინა და არაფერი უთხრა "ცოლს" და სალომეს ყოვლად დამსახურებული შეპასუხების მცდელობის გამო როგორ გამოესარჩლა "ცოლს" მაგრამ შემდეგ თავში თითქოს ნელ-ნელა იწყებს თემო აზროვნებას და ეს მომეწონა... მოკლედ ახალ თავს ველოდები დაუყოვნებლივ...

№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ

ნამდვილად გამიხარდა თქვენი კომენტარების ნახვა, ისეთ საინტერესო მიმოხილვას უკეთებთ თვითოეულ თავს. love ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ კითხულობთ და ასე გულშემატკივრობთ გმირებს. უნდა ვაღიარო წინა დღეებში სერვერზე თავების წაშლა ჩემი ნაწერების გაქრობაზე მეტად, თქვენი კომენტარების დაკარგვის გამო უფრო მეწყინა. wink

lalita
აი ძალიან უმაგრესი ხარ თემოსგან ასეთ საქციელს. არ ველოდი ველოდები შემდეგს უფრო მსუყე თავს მიყვარხარ მე შენ ჰუჰ.

მადლობ, ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.მეც ძალიან მიყვარხართ. იმდენად მივეჩვიე თქვენს კომენტარებს, დილით თუ ვერ ვნახოლობ თითქოს რაღაც მაკლია. wink იმედი მაქვს შემდეგი თავები გულგრილს არ დაგტოვებთ. fellow

№4 სტუმარი მარო

ანა, მოკლედ არ ვიცი რა გითხრა. ამასწინათაც გითხარი, ძველ ისტორიებსაც ვკითხულობ-მეთქი. ახლა დავამთავრე ,,ნათელი წერტილი". ემოციებში ვარ. მართლაც მაგარია, უფრო სწორედ უმაგრესია თქვენი ყველა ისტორია. ბრავო!

№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

murachashvili
უცნობი ქ
ძალიან ძალიან ძალიან მომწონს მოვლენების ასეთი განვითარება... თემოს გამოსწორებაც მომეწონა ძალიან თითქოს რაღაც დოზით ძველი თემო დაბრუნდა... გამიხარდა ვახო და თემო ისევ მეგობრებად რომ დარჩნენ და წლებმა და მიმდინარე მოვლენებმა არ წაშალა მათი მეგობრობა... თუმცა ვახოს როგორც მამაკაცს თემოსი გარკვეულწილად რომ ესმოდა ამას წინა თავებშიც ვხვდებოდი... კიდევ უფრო მომეწონა დიმკა რომ არ დააშორე თემოს და ასეთი კარგი მეგობარი რომ ყავს გვერდით... ძალიან გამიხარდა დიმკას დამოკიდებულება სალომეს მიმართ რომ არ შეცვლილა და ისევ ერთადერთ რძლად ის მიაჩნია... ვახოს და თემოს შორის თითქოს რაღაც დონის გაუცხოვება მოხდა და ეს ალბათ საპირისპირო ბანაკებში ყოფნით არის განპირობებული თუმცა იმედი მაქვს მალე ისევ ისეთი მეგობრები იქნებიან როგორც ადრე ბავშვობაში... იმედია სალომე და თემოც მალე შერიგდებიან და შვილსაც სამაგალითო მამობას გაუწევს... თემო ნელ-ნელა იმსახურებს სალომეს პატიებას თავისი სინანულით და ტანჯვით გამიხარდა ვახოს თავის გრძნობებზე რომ დაელაპარაკა და ვახომ რომ გაიგო სიმართლე და ის სოფი მოაშორე რა მალე თემოს რაღაც ძალიან უარყოფითად ვარ სოფის მიმართ განწყობილი ერთი ქარაფშუტა ბოღმიანი ქუჩის ქალია და მეტი არაფერი... თვითონ სალომეს დონემდე ვერასდროს ვერ მივა იცის და ამის გამო ცდილობდა სალომეს სახელი ჩამოეყვანა მის დონემდე ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს, თემოზეც ძალიან ვიყავი გაბრაზებული სალომეზე ასე ლაპარაკი რომ მოითმინა და არაფერი უთხრა "ცოლს" და სალომეს ყოვლად დამსახურებული შეპასუხების მცდელობის გამო როგორ გამოესარჩლა "ცოლს" მაგრამ შემდეგ თავში თითქოს ნელ-ნელა იწყებს თემო აზროვნებას და ეს მომეწონა... მოკლედ ახალ თავს ველოდები დაუყოვნებლივ...

ნამდვილად გამიხარდა თქვენი კომენტარების ნახვა, ისეთ საინტერესო მიმოხილვას უკეთებთ თვითოეულ თავს. love ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ კითხულობთ და ასე გულშემატკივრობთ გმირებს. უნდა ვაღიარო წინა დღეებში სერვერზე თავების წაშლა ჩემი ნაწერების გაქრობაზე მეტად, თქვენი კომენტარების დაკარგვის გამო უფრო მეწყინა. wink

lalita
აი ძალიან უმაგრესი ხარ თემოსგან ასეთ საქციელს. არ ველოდი ველოდები შემდეგს უფრო მსუყე თავს მიყვარხარ მე შენ ჰუჰ.

მადლობ, ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.მეც ძალიან მიყვარხართ. იმდენად მივეჩვიე თქვენს კომენტარებს, დილით თუ ვერ ვნახოლობ თითქოს რაღაც მაკლია. wink იმედი მაქვს შემდეგი თავები გულგრილს არ დაგტოვებთ. fellow

ძალიან გამიხარდა ჩემს კომენტარებს ასე რომ აფასებ და ასე მნიშვნელოვანი რომ არის შენთვის... ემოციებში ვარ შევეცდები კარგი "კრიტიკოსი" და შემფასებელი ვიყო ახლა ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ შენი ისტორიების შეფასების დროს...

№6  offline წევრი irinka123

გამოფხიზლდა თემო და მოვიდა ცოტა აზრზე ასე არ ჯობია, ძალიან მაგარი ხართ და ველოდები შემდეგ თავს...

№7  offline წევრი teddy))

Albat 1 weli agar vitireb imdeni vitire. Rodis egirsebad bedniereba.

№8  offline აქტიური მკითხველი terooo

მოვიდააზრზე ბიჭი. მე პატიება ასენარტივად არ სემიძლია

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent