მინდა შენი მჯეროდეს 2
ნინა გაოცებული იყო,დემეტრეს ნახვას აქ ნამდვილად არ ელოდა,თან სიმართლე რომ ვთქვათ სულაც არ ესიამოვნა მისი იქ ნახვა.აი დემეტრეს კი პირიქით. ---------- დემეტრე ნინას იქ ნახვას ნამდვილად არ ველოდი,თუმცა ძალიან გამიხარდა იქ რომ დავინახე,თან იმ საღამოს მერე,ხშირად ვფიქრობდი მასზე,ასე არცერთ გოგოს არ დაუტოვებივარ არასდროს,პირიქით გოგოების ყურადღებას მიჩვეული,ეს ფაქტი საშინლად გამიტყდა და ვთქვი რომ ამას ასე არ დავტოვებდი,აი ახლა კი შანსი მომეცა და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ. ჯგუფმა ერთად დაიწყო მუშაობა,ჯგუფის ხელმძღვანელმა ბავშვების ორ-ორად დაყოფა გადაწყვიტა.ეს რომ ნინამ გაიგო ღმერთს იმის ხვეწნა დაუწყო დემეტრე ჩემთან არ მოხვდესო და სწორედ ამ დროს ხელმძღვანელმა თქვა:დემეტრე და ნინა თქვენ ერთად იმუშავებთ. -ძალიან კარგი,მე თანახმა ვარ(დემეტრე) -მეც თანახმა ვარ,სხვა გზა მაქვს რომ? -ხოდა ძალიან კარგი,მაშინ შეუდექით მუშაობას. ყველა საქმეს შეუდგა,მარტო ნინა იდგა გაშეშებული. -რას ელოდები,წამოსვლას არ აპირებ?სხვათშორის ბევრი სამუშაო გვაქვს. -მოვდივარ ხო.დაბნეული ხმით დაუბრუნა პასუხი. -აბა რით დავიწყოთ?(დემეტრე) -რითაც შენ გინდა(ნინა) -ძალიან კარგი,მაშინ იმით დავიწყოთ,რაც ჯერ კიდევ დასამთავრებელი გვაქვს. -ბოდიში, მაგრამ ვერ მივხვდი რას გულისხმობ? -ორი დღის წინ რაც მოხდა იმას. -ორი დღის წინ მემგონი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. -როგორ არა,შენ მე ისე მიმატოვე რომ არაფრის თქმა არ დამაცადე,ამიტომ ახლა მომეცა ამის საშუალება და შანსს ხელიდან რ გავუშვებ. -მისმინე,ის რაც ჩვენს საერთო სამუშაოს არ ეხება,არც განხილვას არ ექვემდებარება,ასე რომ სხვა თემასთან დაკავშირებით შენთან საუბარს არ ვაპირებ და ძალიან გთხოვ შენც ნუ მოინდომებ ზედმეტს. -როგორი კატეგორიული ყოფილხარ,იცი ნელ-ნელა კიდევ უფრო მომწონხარ. -მომისმინე ,ასე თუ გააგრძელებ გეფიცები უარს ვიტყვი ყველაფერზე.მხოლოდ საერთო სამუშაო გასაგებია შენთვის? -კარგი ხო,ნუ ბრაზდები,ასე იყოს,თუმცა პირობას გაძლევ ეს ერთი კვირა დაუვიწყარი იქნება შენთვის.დამიჯერე მალე შემიყვარებ. -თავხედო,ნამდვილი თვითდაჯერებული იდიოტი ხარ,ამას ვერ ეღირსები. -იცოდე მალე გაგახსენებ შენს სიტყვებს. -კარგი ოღონდ მანამდე ბევრი სამუშაო გვაქვს და მოდი ამით დავიწყოთ რა. ------ ნინა ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი იქ ხილვა რომ,აზრებს თავს ვერ ვუყრიდი,რამეს რომ მეუბნებოდა,პასუხს როგორ ვუბრუნებდი არ ვიცი,თან ის ისეთი თავდაჯეებულია რომ ეს კიდევ უფრო მაშინებს.თუმცა უნდა ვაღიარო,ძალიან სიმპატიურია.ხო სიმპატიურია,თუმცა არ მივცემ იმის უფლებას რომ თავისი სიტყვა შეასრულოს. დემეტრე ნინას ველაპარაკებოდი და ვხვდებოდი როგორ ნერვიულობდა,მე კი ეს ძალიან მომწონდა და კიდევ მინდოდა გამეგრძელებინა მისი წვალება,თუმცა საკმაოდ ჯიუტი ჩანს,ვნახოთ რა გამოვა,მანამდე კი ჩემს ძმაკაცს ვთხოვე მასზე ინფორმაციის შეგროვება და მანაც რაც მოახერხა ყველაფერი გამიგო. -აბა რას შვები ნიკა,გამიგე რაც გთხოვე? -კი ძმა ,ყველაფერი გავარკვიე რისი გაგებაც შევძელი.დავიწყებ იმით რომ მშობლები არ ჰყავს,მამა ავარიით დაიღუპა ხოლო დედა ვერ გავარკვიე.მისი ძმა გერმანიაშ სწავლობს და ნინა ბებიასთან ერთად ცხოვრობს.როგორც ვიცი შეყვარებული არ ჰყავს და არც ჰყოლია,თუმცა საკმაოდ ბევრ ბიჭს მოსწონს და უყვარს.მეტი ვერაფერი გავიგე,შენი ნინა საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა ძმაო. -მადლობა ნიკუშ.ძალიან კარგი,ანუ მე ვიქნები მისი პირველი შეყვარებული. -არ ვიცი ძმაო,საკმაოდ უკარებაა და წარმატებებს გისურვებ. ბიჭები საუბარს მორჩნენ და დემეტრემ იმაზე ფიქრი დაიწყო თუ როგორ უნდა მოეხიბლა ნინა,იცოდა რომ ეს არც ისე მარტივი არ იქნებოდა.დღემ მშვიდად ჩაიარა,ორივემ მთელი დღე ერთად გაატარა,ტუმცა მხოლოდ მუშაობდნენ და ზედმეტი არაფერი მომხდარა.საგამოს ისეთი დაგლილები იყვნენ,ერთი სული ჰქონდათ როდის დაისვენებდნენ.ღამემაც მშვიდად ჩაიარა,დილით კი ნინას კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.ნინას უკვე ეღვიძა და მოწესრიგებულიც ციყო.კარი გააღო და კართან დიდი ტიტების თაიგული დახვდა,კართან კი არავინ იყო.თაიგულში პატარა წერილი იყო,ამოიღო და წაიკითხა „მაპატიე გუშინ თუ ცოტა ვითავხედე,პირობას გაძლევ ასე აღარ მოვიქცევი“.ნინამ წაიკითხა და გაიღიმა,ძალიან ესიამოვნა ეს ჟესტი და დემეტრეს მიმართ თითქოს გული მოულბა.გულმა რაღაც უცნაურად დაუწყო ფეთქვა,დემეტრეს ნახვა უნდოდა,ადგა და გარეთ გავიდა,დარბაზში ჩავიდა სადაც ბავშვები იყვნენ,ყველასმიესალმა ტუმცა იქ დემეტრე ვერსად დაინახა და თვალებით მისი ძებნა დაიწყო.უცებ ვიგაცის ნაცნობმა ხმამ შეაშინა -ვინმეს ხომ არ ეძებთ პატარა ქალბატონო? -უი დემეტრე,შემაშინე,არა ვის უნდა ვეძებდე? -არ ვიცი,ისე იხედებოდი მეგონა ვიგაცას ეძებდი. -არა არავის,უბრალოდ აქაურობას ვაკვირდებოდი,თქვა ნინამ და გაწითლდა,მიხვდა რომ არც ისე დამაჯერებელი ტყუილი თქვა და თან ამას ბიჭიც მიუხვდა. -თაიგული მოგეწონა? -კი მადლობა,ძალიან ლამაზი იყო. -დღეს საქმეს რომ მოვრჩებით იქნებ გავისეირნოთ რას იტყვი? -არ ვიცი ვნახოთ. -მიდი რა,აქ ბევრი ლამაზი ადგილი ვიცი და დაგათვალიერებინებ. -მადლობა მაგრამ მე ჩემს ძმასთან ერთად ვაპირებ გასვლას და აქაურობის ნახვას,ასე რომ ბოდიში მაგრამ ვერ წამოვალ. -ჩემო პატარა,გეძებდი. -რამე მოხდა ძამიკო? -მაპატიე მაგრამ შენი მარტო დატოვება მომიწევს,ქალაქში უნდა დავბრუნდე,სასწრაფო საქმეა.არ გეწყინოს კარგი?გპირდები როგორც კი მოვაგვარებ მაშინვე დავბრუნდები. -კარგი რა გაეწყობა ასეთი სასწრაფო თუა წადი. -მადლობა საყვარელო რომ გამიგე,კარგი გავიქეცი და მალე გნახავ. -ხედავ შენი ძმა წავიდა, ასე რომ უარს ვეღარ მეტყვი,მიზეზი აღარ გაქვს. -კარგი,თანახმა ვარ,ოგონდ იცოდე ზედმეტი არაფერი გაბედო. -დღეს თაიგული რისთვის მიიღე,დაგავიწყდა?კარგი საქმეს შევუდგეთ,რაც მალე მოვრჩებით მით მეთი დრო გვექნება ერთად ყოფნისთვის. თითქმის ნახევარი დღე საქმეს მოანდომეს,შემდეგ კი ცოტახნით ერთმანეთს დაშსორდნენ და მოსამზადებლად წავიდნენ.ნინამ ცხოვრეპბაში პირველად დაიწყო იმაზე ფიქრი თუ რა ჩაეცვა,როგორ გამოიყურეოდა და ასე შემდეგ.მომზადებას საკმაო დრო მოანდომა თუმცა როგორც ყოველთვის,ახლაც სადად გამოეწყო და საკმაოდ ლამაზი იყო.მალე ტელეფონმა დაურეკა და დემეტრე იყო. -შენს ნომერთან ვარ, გამოდი გელოდები.გოგო რომ გავიდა და დემეტრემ დაინახა ძალიან მოეწონა,თვალს ვერ შორებდა.ძალიან ლამაზი ხარ ნინა,მართლა ძალიან ლამაზი. ნინა ამ კომპლიმენტზე ძალიან გაწითლდა.თუმცა შეძლო თავს მორეოდა და ჰკითხა -აბა სად მივდივართ? -მალე ნახავ,წამოდი არ ინანებ. -კარგი მაშინ წავიდეთ,რაღას ველოდებით,თორემ მალე დაღმდება და მერე ვერსად ვერ წავალთ. დემეტრემ ხელი მოკიდა ნინიას და მანქანასთან მიიყვან,კარი გაუღო და ჩასვა.მერე თვითონ მძღოლის ადგილი მოირგო და მანქანა ადგიიდან დაძრა,საკმაოდ სწრაფად მიდიოდა,იმდენად რომ ნინას უკვე ისთერიკა ეწყებოდა. -დემეტრე ცოტა ნელა იარე რა. -ნუ გეშინია საკმაოდ კარგი მძღოლი ვარ,არაფერი მოგვივა. -სისწრაფეს ვერ ვიტან.გთხოვ,მანქანა შეანელე. -ნუ გეშინია მეთქი,უბრალოდ მომენდე. -მანქანა გააჩერე,მე ჩავდივარ. -რა იყო მარტლა გეშინია თუ მეღადავები? -დემეტრე გააჩერე,უკვე კივილზე გადავდა გოგო,სულ ცივი ოფლი ასხამდა და კანკალი დაიწყო,კვე ხმის ამოგებაც აღარ შეეძლო.ეს რომ დაინახა დემეტრემ მიხვდა რომ მართლა ცუდად იყო ნინა და მანქანა სასწრაფოდ გააჩერა. -ნინა რა მოგივიდა?კარგად ხარ? გოგო ხმას ვერ იღებდა,საშინლად კანკალებდა და ტიროდა.დემეტრე მანქანიდან გადმოვიდა,ნინას მხარეს კარი გამოხსნა და ნინა მანქანიდან გადმოიყვანა. -ნინა გთხოვ ხმა ამოიღე,ესე როდემდე უნდა იყო,გთხოვ რამე მითხარი,ნუ ტირი გთხოვ,არ მეგონა ასე ცუდად თუ გახდებოდი,მე მეგონა ხუმრობდი,თან ვიფიქრე მოდი ცოტას შევაშინებთქო,მაგრამ ასე არ მინდოდა,ნინა პატარავ,მაატიე გთხოვ,გაჩუმდი ნუღარ ტირი და ხმა ამოიღე ძალიან გთხოვ. გოგონა ვერ ყნარდებოდა,დემეტრე ცრემლებს წმენდდა და გულში მაგრად იკრავდა,თან ისევ პატიებას სთხოვდა.მერე დაბლა დასხდნენ და ნინას ძალიან მაგრად მოეხვია,თან თავზე კოცნიდა და ამშვიდებდა.როგორც იქნა დაწყნარდა და ლაპარაკი დაიწყო. -მამაჩემი -რა ნინა? -მამაჩემი,ის ავარიაში დაიღუპა,იმ დღეს მეც მასთან ერთად ვიყავი,მანქანას საკმაოდ სწრაფად ატარებდა,საუბარში გაეთო და წინიდან მომავალი მანანა ვერ შენიშნა,მას დავეჯახეთ,მამა ადგილზევე გარდაიცვალა,მე კი კარგა ხანს სიარული არ შემეძლო,იმის მერე საშინლად მეშინია სისწრაფის და სიბნელის. -ღმერთო ჩემო,ნინა მაპატიე გთხოვ,შენ რომ რამე მოგსვლოდა ჩემს გამო თავს ვერასოდეს ვაპტიებდი,ძალიან გთხოვ მაპატიე.ეუბნებოდა და კიდევ უფრო მაგრად იკრავდა ნინას გულში. -ძალიან გთხოვ უკან დამაბრუნე,მართო მინდა დავრჩე,მინდა დავისვენო,ცუდად ვარ. დემეტრემ ნინა ხელში აიყვანა და მანქანაში ისე ჩასვა.მთელი გზა ხმა არ ამოუიათ,ხანდახან ჩუმად მზერას აპარებდა ხოლმე ნინასკენ და გულში საკუთარ თავს ლანძღავდა,ასეთი რამ როგორ გააკეთეო.სასტუმროსთან რომ მივიდნენ,მანქანა გააჩერა და ნინა გადმოიყავნა,ნომერშიც თვითონ აიყვანა და მისი მართო დატოვება რ უნდოდა მაგრამ ნინამ ძალლიან სთხოვა,მინდა დავისვენოო.მთელი დღე ნინამ თავის ოთახში გაატარა და გარეთ არ გამოსულა.საღამოს ვაშამი დემეტრემ ნომერში აუტანა. -მადლობა დემეტრე მაგრამ არ იყო საჭირო. -რას ამბო მიდი აბა ახლა წამოჯექი და საჭელი ჭამე. -არ მშია,მოგვიანებით შევჭამ. -დღეს არაფერი გიჭამია და აბა მიდი ახლა დროზე პირი გამიღე. დემეტრემ თავისი ხელით აჭამა საჭმელი,თან ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებდა.გრძნობდა რომ ნინას გვრდით უნდოდა ყოფნა და არ უნდოდა მისი დატოვება.მაგრამ ნინამ არ აცადა. -მადლობა,ახლა მინდა რომ დავიძინო და მარტო დამტოვე გთხოვ. -კარგი ოღონდ იცოდე,შენს გვერდზე ნომერში მძინავს,თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე კარგი? -კარგი ხო,ოღონდ ახლა ნება მომეცი დავიძინო. -კარგი ჩემო ლამაზო,დაისვენე.უთხრა და თავზე აკოცა,მერე კი ოთახიდან გავიდა.დემეტრეც საკამოდ დაღლილი იყო,ასე რომ როგორც კი დაწვა მაშინვე ჩაეძინა.უკვე შუაღამე იყო როდრსაც დემეტრე ნინას კივილმა გააღვიძა და მის ოთახში გიჟივით გავარდა.როგორც ანს ნინას ძველი მოგონებები მოსვენებას არ აძლევდა და ძილში კიოდა,კოშმარს ხედავდა.დემეტრე მაშინვე მასთან მივარდა და გამოავიზლა.ნინამ როგორც კი გაიღვიძა მაშინვე დემეტრეს მოეხვია და სთხოვა მარტო არ დაეტოვებინა. -ნუ გეშნია მე შენთან ვარ არ მიგატოვებ,დამშვიდდი,ყველაფერი კარგადაა. -არ წახვიდე გთხოვ,ჩემთან დარჩი,არ წახვიდე. -არსად არ წავალ შენთან ვიქნები გპირდები ახლა კი დაისვენე.ნინა ისე მაგრად იყო მოხვეული დემეტრეს რომ ამას თვითონ ვერც კი აანალიზებდა,ბიჭს კი ძალიან სიამოვნებდა,ისიც მოეხვია და სახე მის თმაში ჩრგო.მისი სურნელი შეიგრძნო და ხვდებოდა რომ უფრო და უფრო იზიდავდა ეს გოგონა მას,რაღაც უხილავი აჯაჭვავდა მას,ტუმცა არც უნდოდა ამ გრძნობისგან თავის დაღწევა.ნინას მალე ჩაეძინა,იფიქრა გადავაწვენო,ამგრამ ისე იყო ჩახუტებული გადაიფიქრა და ისევ ისე გააგრძელა როგორც იყო.დემეტრესაც ჩაეძინა.დილით როცა გამოიღვიძა ისევ ისე იწვა როგორც დაიძინა და თავს ძალიან კარგად გრძნობდა.გოგოს დახედა და გაიღიმა,ახლა დააკვირდა და აღმოჩინა რომ შ თრმე მართლა ძალიან ლამაზი ყოფილა.ის მართლაც ველასგან გამორჩეულია ფიქრობდა თავისთვის.უყურებდა და ტკბებოდა ამ მშვენიერებით.ნინა შეიშმუშნა და თავლები გაახილა,როცა დემეტრე მის გვერდზე,მასთან ჩახუტებული დაინახა დაინახა,მაშინვე წამოხტა და საშინლად გაწითლდა. დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ და იმედს არ გაგიცრუებთ,მალე შემდეგ თავსაც დავდებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.