შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმის ძმაკაცი შემიყვარდა (თავი 5)


3-12-2015, 20:05
ავტორი ელლ
ნანახია 3 519

რომ გეკითხათ ახლა რას გრძნობო, ლოგიკურ პასუხს ვერ გაგცემდით. უბრალოდ გავშეშდი, ემოციური სტრესი იმდენად დიდი იყო , აზროვნება გამეყინა. ვერ ვხვდებოდი მიხაროდა თუ მწყინდა, ბედნიერი ვიყავი თუ გაბრაზებული? ვაიძულებდი თავს, რომ მომხდარი მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფად აღმექვა. მაგრამ არა, ეს რეალობა იყო . ის, ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი სასუნთქი ორგანო, რომელიც წამართვეს და მას შემდეგ დღითი დღე სუნთქვა სულ უფრო და უფრო მიჭირს, ჩემი სახლის ზღურბლზე იდგა. მისი ქერა თმა ისევ ბზინავდა, ცისფერი თვალები კი... ოჰ როგორ მომნატრებია მათი ცქერა. უეცრად სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. ამ ფიქრებმა მხოლოდ რამდენიმე წამით მოიცვა ჩემი გონება და როცა ორივე თვალი ფართოდ გავახილე და მთელი სურათი წარმომიდგა გული ჩამწყდა. ისევ მეტკინა, მაგრამ ეს სხვა ტკივილი იყო, ამჯერად მე ის იმედი, ის ბოლო ნაპერწკალიც წამერთვა. ნიკამ გვერდით მდგომ გოგოს ხელი შემოხვია და ოთახში შემოიპატიჟა. არც შემიფასებია გოგოს გარეგნობა, ისიც საკმარისი შეიქმნა , რომ ქალთა სქესის წარმომადგენელი იყო და ნიკას ხელის სითბოს შეიგრძნობდა.
ჩემი ნატვრა ახდა , მიუხედავად ამისა მისმა დაბრუნებამ უფრო აუტანელი გახადა ჩემი ყოფა. ვიცი ეგოიზმმა შემიპყრო, მაგრამ ძალზე მეუხეშებოდა მისი არხეინი და ლაღი მიმოხვრები. როგორც ჩანს, როცა მე თვითგვემითა და ცრემლების ღვრით ვიყავი დაკავებული ის უცხო ქვეყანაში მოგზაურობით ტკბობასა და პირადი ცხოვრების მოწყობას ცდილობდა . თურმე მას არც კი ვანაღვლებდი, არც იმაზე უფიქრია, რა დამემართებოდა სხვა გოგოსთან ერთად რომ დავინახავდი.
მეგონა ჭკუიდან შევიშალე , როცა მომიახლოვდა , ჩემო პატარა გოგოო მითხრა და შუბლზე , მაკოცა. მინდოდა პირში მიმეხალა ყველაფერი და უშვერი სიტყვებით მიწასთან გამესწორებინა. თუმცა ვერ შევძელი, არა იმიტომ , რომ ყველა დაინახავდა ჩემს ისტერიკებს, არამედ იმიტომ, რომ მე ის მაინც მიყვარდა, ჩემი სულის ნაწილი უბედნიერესი იყო მისი ხილვით მისი სითბოს შეგრძნებით, მეწადა ჩავხუტებოდი და კვლავ შემეგრძნო მისი სხეულის სიმხურვალე.
ნიკას პირის მოძრაობებს ვხედავდი და ყურს მწვდებოდა მისი სიტყვები
_ლიზა როგორ ხარ?- მის ხმის ტემბრს თავდაჯერებულობა აკლდა, თითქოს უფრთხოდა რაღაცას, თვალებში კი კვლავ სევდა ჩასდგომოდა.
საპასუხოდ თავი დავაქნიე, ხმა არ ამოვიღე, ვიცოდი რამე , რომ მეთქვა ცრემლებს ვერ შევიკავებდი და ეგრევე კნავილს მოვრთავდი, სიკვდილის პირას მისული კნუტივით.
შემდგომ მაგიდისკენ დავიძარით, მისი ხელი კვლავ მხრებზე შემომხვეოდა, ცოტა მაგრადაც მიჭერდა, მტკიოდა კიდეც, ეტყობოდა ეშინოდა , რომ წავიდოდი, ზურგს შევაქცევდი. ვითომ ნანობს , რომ ცხრა მთას იქით გადაიხვეწა და უშველებელი მონატრების ტვირთი ამკიდა, რომლის ზიდვით უკვე ერთი წელია ვიტანჯები. ვითომ ცდილობს ეს ტვირთი ჩამომხსნას და ტკივილი შემიმსუბუქოს?
მაგიდასთან დავსხედით. მე ნიკას მარჯვენა მხარეს ვამშვენებდი, უცნობი გოგონა კი მარცხნივ მოკალათებულიყო. უხერხულობის გრძნობა მაწუხებდა, ჩემში ხომ ქალური თავმოყვარეობა დუღდა და ეჭვიანობა ჩქეფდა, თუმცა რა უფლება მქონდა ამისა? მე საერთოდ უმნიშვნელო ფიგურა ვიყავი ნიკა მეტრეველის ცხოვრებაში და, შესაბამისად მისი პირადი ურთიერთობებიც არ მეხებოდა.
-ლიზა მინდა ჩემი ახლო მეგობარი ანა გაგაცნო. იტალიაში სწორედ მასთან ჩავედი სტუმრად.
იტალიაში იყო? იმ გოგოსთან ერთად მთელი წელი ცხოვრობდა, ო ღმერთო, მთელი წელი ერთ სახლში , ერთ საწოლში ეძინათ.
-სასიამოვნოა- ძლივს ამოვღერღე.
ანამ ნაზად გამიღიმა და იგივე გაიმეორა. ახლა დავაკვირდი მის ნატიფ ნაკვთებსა და საოცრად კეთილ სახეს, მის თვალებში სიმშვიდეს დაესადგურებინა, ნაზი ღიმილი ჰქონდა, როგორ განსხვავდებოდა მისი ღიმილი ჩემი ყალბი, სევდანარევი ღიმილისგან. ვუფიქრდებოდი და ვხვდებოდი, რომ ნიკა , მართლაც, იმსახურებდა ასეთ გოგოს, ანას გარეგნობაც და ქცევებიც იდეალური ჰქონდა. ვფიქრობ ასეთივე მშვენიერი შინაგანი სამყაროს პატრონი იქნებოდა.
დიალოგში ირაკლიც ჩაერთო და ნიკას დაკითხვა მოუწყო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ისიც მოთმინებითა და სიმშვიდით პასუხობდა ძმაკაცის შეკითხვებს, ირგვლივმსხდომთ აშკარა ინტერესი გამოხატვოდათ და მთელი გულისყურით უსმენდნენ ნიკას საუბარს.
- საოცარი ქალაქია რომი. დახვეწილი, მომხიბვლელი , თითქოს შუასაუკუნეებში გამოგზაურებს, როცა მის ქუჩებში დახეტიალობ. ანას დამსახურებით რომის არც-ერთი კუნჭული არ დამრჩა უნახავი- ისევ ისე ლამაზად წამოიწყო საუბარი, ბგერებს კვლავ გამოკვეთდა და ქარაგმულობაც არ დავიწყებია, კვლავ მონუსხა აუდიტორია და ყველა უცდიდა ამბის გაგრძელებას.
-ლიზა (მომიბრუნდა) შენც უნდა წაგიყვანო იტალიაში....... აუცილებლად წაგიყვან-კმაყოფილმა თავი დამიქნია
_ლიზას რომში სასეირნოდ არ სცალია- ხმა გაიმკაცრა ირაკლიმ. ნუ იფიქრებთ, რომ მან ნიკას უპასუხა უხეშად. ეს სიტყვები ჩემს გასაგონად წარმოთქვა, რითაც მიმანიშნა , რომ დრო მხოლოდ სწავლასა და მომავლის შენებას უნდა დავუთმო. ამის გამო იყო , რომ ირაკლი ჩემს მუშაობას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ჩემი სიტყვიერი გამოსვლებით, თითქოსდა დამოუკიდებლად ცხოვრება მჭირდებოდა პიროვნული განვითარებისთვის, დავარწმუნე.
მინდოდა მეც ამომეღო ხმა, ამიტომ სიტყვაც ჩავაკვეხე და განვაცხადე, რომ ამჟამად, მართლაც, არ მეცალა სამოგზაუროდ.
-ლიზა შენ არ იდარდო, ირაკლის მე მოვარჯულებ და ზაფხულში იტალიაში გავემგზავრებით, შენი ძმაც გავიყოლოთ თუ ჭკუიანად მოიქცა და დაიმსახურა.
ამაზე მეტ-ნაკლებად ყველას გაეცინა.
სუფრაზე მსხდომთ თვალი მოვავლე და გამეღიმა მათი გაკრეჭილი სახეების დანახვაზე. აი ისიც ნამდვილი, წრფელი ღიმილი, რომლის საშუალებაც ნიკას გვერდით ყოფნამ მომანიჭა. უცბად ლუკას მზერას შევეჩეხე, რომელიც თვალებით მბურღავდა, ცდილობდა მიენიშნებინა , რომ თავადაც იქ იმყოფებოდა. მეც სასწრაფოდ წარვადგინე ლუკა
-ნიკა (მისი სახელი ამდენი ხნის შემდეგ პირველად წარმოვთქვი და ხმაც ამიკანკალდა.) გაიცანი- ლუკა, ჩემი მეგობარი. ნიკა მიბრუნდა , შევამჩნიე ძარღვები დაებერა, ორივე წამოიწია ხელი ჩამოართვეს ერმანეთს სასიამოვნოას ძახილით, ( არადა დარწმუნებული ვარ არც ერთისთვის არ იყო სასიამოვნო ეს გაცნობა, მაგრამ რას ვიზამთ ? თავაზიანობა უპირველეს ყოვლისა) და კვლავ საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ .



№1 სტუმარი tikacho

კაია გაგრძელე მაინტერესებს ძაან რა მოხდეა :* მომწონსს ❤

 


№2  offline წევრი cancara

მგონი ნიკასაც უყვარს ლიზა ურა კაი კაი მალე დადე დიდი თავები ძალიან მაინტერესებს

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

მომწონს ეს ისტორია, თავისი მინუსებით და პლუსებით request
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline წევრი tvinischia

Kaia gaagrdzele momwonsss da dzaan mainteresebs ra moxdeba :d gazarde ra tavebi ❤

 


№5  offline წევრი დადუ♥♥

Kaia magram armyofnis tavebi gazarde <3 DA txovna iqneba kargad daasrulo<3 aravin mokla

 


№6  offline წევრი Natalo

მომწონს ძალიან. ასე თუ ისი,გამართულადაც წერ. თავები გაზარდე. request

 


№7  offline წევრი nededback

აუ არაა ის მაგარი იქნებოდა ნიკა როშემოვიდა და ყველაფერი მიგეხალაა ანასთან თანდასწრებით მერეშოკირებული სიფათები ირაკლის გაოცება,ანას დამუნჯება და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ნიკასთან ერთად მგონი უფრო მაგარიდა საინტერესო იქნებოდა... რაღაც ახალი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent