შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაგრატიჩის რჩეული (თავი 9)


14-06-2015, 17:10
ავტორი დაქალები
ნანახია 3 193

მდაააამ.....
რაღაც აღარ კითხულობთ და თქვენიკომენტარებიც დამაკლდა...იაქტიურეთ რააა!! დაწერეთ ისიც თუ მოსაბეზრებელია ან უბრალოდ არ მოგწონთ რომ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი.



ვგრძნობდი რომ ბურუსში ვიკარგებოდი მაგრამ შეჩერებას არ ვჩქარობდი.ავყევი კოცნაში და თავს უფლება მივეცი მესიამოვნა.კისერიდან ჩაუყვა მუცლამდე თითების ნაზი მოძრაობით.მისი შეხება ისეთი სასურველი და სასიამოვნო იყო რომ ჭკუა მეკარგებოდა. ახლა რომ გეკითხათ ჩემი სახელი პასუხს ვერ გაგცემდით.მაგრამ მომავლის შიში, რატის ჩემდამი დამოკიდეულება და ის მიზეზი რომ რატის არ ვუყვარდი ადვილად შეძლო ჩემი დაბრუნება რეალობაში.სწრაფად მოვიცილე მისი ხელები და რაც ძალა მქონდა ხელები მივაბჯინე გულმკერძე.ისიც ოდნავ უკან დაიწია და ზემოდან დამხედა მომლოდინედ.

-რატტი...რადგან შენი ცოლი ვარ არ მინდა შენი სექსპარტნიორი ვიყო.შე..ენ მე არ გიყვარვარ,უბრალოდ ვნება გამოძრავებს.მე გამაჩნია თავმოყვარეობა და გემუდარები ნუ გათელავ მას.არც სითბო,არც სიყვარული მხოლოდ ვნება.მე ეს გულს ძალიან მტკენს ამიტომ გთხოვ ასე აღარ მოიქცე.მე..-
საუბრარი ტელეფონის ხმამ გამაწყვეტინა რომელიც პატარა მაგიდაზე იდო.ნელა წამივიწიე და ტელეფონს დავწვდი.უცხო ნომერი იყო და მეც ცოტა აზრზე მოსულმა ვუპასუხე

-გისმენთ!

-თქვენ ეკატერინე დადიანის და დემეტრე ლიჩელის შვილი ბრძანდებით?ამ..ქალბატონი კატო?

-დიახ მე გახლავართ.რა ხდება?-და თან ფეხზე წამოვხტი და ნერვიულად დავიწყე აქეთ იქით სიარული

-არ ვიცი იცით თუ არა მაგრამ დღეს ისინი 08:00 საათის რეისით გამოემგზავრნენ თბილისში. მე მათი ადვოკატი გახლავართ და მევალება შეგატყობინოთ რომ....თვითმფრინავი ჩამოვარდა რამოდენიმე მიზეზის გამო და...გადარჩენილთა რიცხვი 0 წარმოადგენს....ვწუხვარ!-და გაისა წყვეტილი ზარი.გათიშა და სამოდამოდ დაადო ჩემს გულს უდიდესი ჭრილობა.
გიგრძვნიათ ოდესმე გაუსაძლისი ტკივილი გულის არეში?სულის ტკივილი?ცხოვრებაზე აცრუებული იმედი?სიკვდილი?სულიერი თუ გონიერი?თუ ფიზიკური? ყველაფერი ვიგრძენი 1 წუთში.წავიდნენ და გაიყოლეს გული,სული,გონება...რა მეტკინა?ვერ მოვასწარ მეთქვა ბოლოჯერ თუ როგორ მიყვარდნენ.სიცოცხლეზე ძვირფასნი.ყველაფერს დავთმობდი ოღონდ კიდევ ერთხელ მენახა მათი სიყვარულით გაბრწყინებული თვალები რომლებიც ჩემი დანახვისას უფრო ბრწყინავდნენ.და განა რაარის ცხოვრება?არაფერი...ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს შენი ბედი,ცხოვრების აზრი და ბედნიერება.
იმ დღის შემდეგ 24 დღე გავიდა...24 შავი,ბნელი და უაზრო დღე.ფეხზე ადგომა ვერ შევძელი იმდენად დასუსტებული ვიყავი და მე...მე შემიძლია დავიფიცო ყველაზე წმინდა რომ რატი ერთი წამითაც არ ყოფილა ჩემგან შორს.მაგრამმეე....ვეღარ შევიგრძნობ დედის სითბოს,მამის რჩევას და სიყვარულს..და რა იქნება ჩემიცხოვრება იმ ადამიანების გარეშე რომლებისათვისაც ვცხოვრობდი.
ერთ დილას როგორც ყოველთვის ლოგინზე ვიყავი ემბრიონს ფორმაში და ბალიშს ვასველებდი.ცოტახანში კარის გაღების ხმა გავიგე მაგრამ არც გავძრეულვარ.საწოლის მეორე მხარე ჩაიზნიქა და თმებზე ვიგრძენი თბილი ხელების შეხება.

-კატო...-რატი იყო.მისი ხმ იმდენად იყო შეცვლილი რომ მიხვედრა გამიჭირდა მართლა რატი იყო თუ ვინმე სხვა-გამეცი ხმა გემუდარები!

-....-ვიცოდი რომ ძალიან ცუდად ვქცეოდი მაგრამ ამ ყველაფრის დავიწყება ძალიან რთული იყო

-კატო არ ჭამ,არ დგები მხოლოდ ტირი.ასე არ შიძლება.განა შენს მშობლებს მოეწონებოდათ შენი საქციელი?ახლა ასეთს რომ გხედავდნენ არ გეტყოდნენ რომ ცუდად იქცევი?გემუდარები ადექი რა!ისევ იტლიკნე!რაც გინდა ის ქენი ოღონდ ადექი რაა ან უბრალოდ ხმა გამეცი გთხოვ!-
მეფერებოდა თმაზე და თან საშინლად დამწუხრებული ხმით მელაპარაკებოდა.უკვე ვხვდებოდი რომ ძალიან ცუდად ვიქცეოდი და რატისაც ძალიან ცუდად ვექცეოდი.ნელა გადავბრუნდი რატსიკენ და აცრემლებული თვალებით ავხედე
-უბრალოდ ჩამეხუტე გთხოვ!-
რატიც ნელა მომიწვა გვერძე და ხელები მთელი ძალით შემომხვია.მეც თავი გულზე დავადე და გავიტრუნე.ვხვდებოდი რომ მარტო არ ვიყავი, და მათ მე არ გამწირეს მარტოობისთვის.ბედნიერების ღმილმა გადამირბინა სახეზე და ბედნიერმა და თან დამწუხრებულმა დავხუჭე თვალები.



№1  offline წევრი Smiling girl

ძალიან პატარა თავები თან ამას ემატება რომ იგვიანებ, გაზარდე რა თავები ისე ძალიან მომწონს საინტერესოა <3

 


№2  offline წევრი lika

ddzalian kargia magram patara dzan tanac agvianeb ... gtxov gaitvaliswine es yovelive

 


№3  offline წევრი დაქალები

lika
ddzalian kargia magram patara dzan tanac agvianeb ... gtxov gaitvaliswine es yovelive

მთავარია მოგწონთ და დანარჩენს ეშველება! :D

 


№4  offline წევრი lika

დაქალები
lika
ddzalian kargia magram patara dzan tanac agvianeb ... gtxov gaitvaliswine es yovelive

მთავარია მოგწონთ და დანარჩენს ეშველება! :D

... ratqmaunda tu moindobebt :D

 


№5  offline წევრი დაქალები

ქალაქში არ ვართ არცერთი (არც მე და არც ჩემი დაქალი) ამიტომ მოგვიტევეთ!! :(

 


№6  offline წევრი darjania

გააგრძელეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent