შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი მართლა ვამპირია –10–


3-12-2015, 20:50
ავტორი anuchiaaaa
ნანახია 1 539

ნელ-ნელა შევამჩნიე რომ ბრისა და დამიანს შორის ურთიერთობა განახლდა.გამიხარდა უსაზრვროდ ბედნიერი ვიყავი ჩემს ცხოვრებაში.
ეს იყო ის სამყარო რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მჭირდებოდა.
ბრის ზედმეტ სახელიც გავიგე შუა საუკუნეების მოჩვენება.ბრი სულ იბღვირებოდა ამ სახელის გაგონებაზე მაგრამ ალეკი აგრძელებდა მისთვის ნერვების მოთხრას.ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი??მეც მის ნერვებზე ვთამაშობდი.ახალ შექმნილი ვიყავი ჯერაც ძლიერი და დაუდეგარი რამე რომ ყოფილიყო ხელ-ფეხს დავამტვრევდი.
თავიდან ასეთ ცივ ურთიერთობას ვინარჩუნებდი მასთან.მერე სხვა კუთხით დავინახე.
დავინახე ის პატარა გოგონა რომელიც სიკვდილს გადაურჩა რომელიც მარტო ეგუებოდა ვამპირობას,რომელსაც ბევრჯერ დაუცდა ფეხი შეგუების პროცესში.
მერე მივხვდი ძნელი იყო და მოვლბი.დავმეგობრდით რაღაცნაირად.ჯეინი ეჭვიანობდა ბრიზე.მაგრამ ვითომ არ იმჩნევდა.
ყველასთვის მოულოდნელი იყო იმის გაგება რომ სეთმა ჯეინს ხელი სთხოვა და დაქორწნებას აპირებდნენ.ერთი მეჯვარე მე ვიყავი მეორე რაილი.რაილი და სეთი იმ ერთად გაკეთებულმა საქმემ მაინც დაახლოვა.
აქ ამ სახლში ყველაფერი კარგად მიდიოდა.ბედნიერება იქცა ჩემს თანამგზავრად.
ქორწილმა ჩაიარა.
თაფლობისთვიდან დაბრუნებულებმა ახალი სიურპრიზი გაგვანდეს ჯეინი ფეხმძიმედ იყო.ისე ვუვლიდი რომ ცივ ნიავს არ ვაკარებდი.
ჩემს და რაილის სახლში გამოვუძებნე ადგილი წყვილს.ცოტახნით მაინც.
ერთ საღამოს ყველა დამიანის სახლაში შევიკრიბეთ.ვჭამდით და ვმხიარულობდით.ვიცინოდით,ვცეკვავდით.
შემდეგ ქეთნისისთვის,ჩემთვის და ბრის მოულოდნელად.ბიჭები გაქრნენ შემდეგ დაბრუნდნენ.შემდეგ დაიჩოქეს და ხელი გვთხოვეს.
-ვაუუ
მხოლოდ ამას ვფიქრობდი.
მაგარია მაგარია მაგარია.ეს მიელვებდა ხოლმე გონებაში.
-თანახმა ვარ.
ეს იყო ჩვენი თითოეულის პასუხი.
ბედნიერების ცრემლები მახრჩობდა,რაილის სიყვარულით ვერ ვძღებოდი.
სეთი აუტანელი იყო.ყოველ დილით მისი ხმაური გვაღვიძებდა.
-ჰეი ძილისგუდა შეყვარებულებო ადექით.
და მერე დიდი წუწუნი.
ქორწილის შემოდგომაზე გადახდა მოვისურვე.ზამთარი იყო ცივი დრო და ეს მაინცდამაინც არ მიყვარდა.
თან შემოდგომაზე მაბოდებდა ისე მიყვარდა.თან პლიუს იმ სეზონზე ჩემი დაბადებისდღე და ორმაგი ბედნიერება გარანტირებული მქონდა.
ჯეინის მუცელი იზრდებოდა და იზრდებოდა რა თქმა უნდა იქ ხომ ორი ტყუპი ბიჭუნა იჯდა.
ორი სეთი.იმედია მასავით საშინელები არ იქნებოდნენ.
სანამ ქორწილი გვექნებოდა ჯეინმა იმშობიარა.ისინი სხვაგანაც გადავიდნენ და ჩვენ სახლში მარტო დავრჩი.
ქორწილი სამმა წყვილმა ერთად გადავიხადეთ.სიხარულისგან თვალებგაბრწყინებული ბიჭების სახე ახლაც არ მავიწყდება.
მახსოვდა მხოლოდ რაილის სახე და იქაურობის ულამაზესი მორთულობა.მახსოვდა რაილის და ჩემი ნათქვამი
-დიახ.
შემდეგ ყველაფერი სიზმარივით განვითარდა.არ მავიწყდება ჩვენი ცეკვა.
ალბათ ყველასთვის დასამახსოვრებელი იყო ეს ქორწილი.
შემდეგ დავიფანტეთ თაფლობისთვე ყველამ სხვაგან გავატარეთ.
ჯეინმა და სეთმაც მოიწყეს თავიანთი თაფლობისთვე მეორედ.
ყოველ დილით რომ ვიღვიძებდი მეგონა სიზმარში ვნახე მაგრამ მერე ვხედავდი რაილის ანგელოზურ სახეს და ვხვდებოდი ეს სინამდვილეა.
მოწყენისთვის არ მეცალა.საფრანგეთში ვმოგზაურობდით.
სახლში ჩვენს პატარა სახლში დვბრუნდით.სახლი მართლა სულ სხვა იყო.
ერთხელ ალეკმა მითხრა
,,-ვამპირებს გამრავლება არ შეგვიძლია მაგრამ ცდა გვიყვარსო’’
მართალი იყო.
რაილისთან ერთად სამუდამო ბედნიერება მელოდა .არ ვფიქრობდი იმაზე რომ შვილი არ გვეყოლებოდა.პირიქით ამის თავიდანვე მეშინოდა ხოლმე.ახლა სიყვარულის განაწილება აღარ მომიწევდა.
მხოლოდ ერთხელ დავნაღვლიანდი როცა დედას დავურეკე და არ ეცალა არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება რომ ბედნიერი ვიყავი,არც ქორწილის ამბავი გახარებია,ხელი სამუდამოდ ჩავიქნიე.
ამ დროს მხოლოდ მარტო ყოფნა მინდოდა და ჩემს საყვარელ ადგილს მივადექი.ჩემს ხეს რომელიც დამავიწყდა და მას მოვუბოდიშე კიდეც.სისულელედ ჟღერს ვიცი.
რაილიმ მაინც მიპოვა
-იცოდე ასე არასდროს აღარ შემაშიონო (რაილი)
-რის შეგეშინდა (ქეითი)
-რომ გაქრი იმის (რაილი)
-აღარ შეგაშინებ
ეს ვთქვი და ჩავეხუტე.
მეორე საღამოს ჩემი დღიური გამოვიღე წერა უნდა დამეწყო.
ამ დროს რაილი გამოვარდა და დღიური წამართვა
-იცოდე მომეცი
დავემუქრეე სერიზულად.
-არ მოგცემ თუ დამიანმა წაიკითხა მეც უნდა წავიკითხო.
-არა თქო!
-კი
-არა
-კარგი რა ციცქნა შენ ხომ ჩემი ცოლი ხარ უკვე და ძალიან მიყვარხარ წავიკითხავ და არ გაბრაზდე.
ვიფიქრე .მერე მივხვდი მართალია თქო და ვუთხარი
-კარგი დაიწყე მაგრამ რამე თუ არ მოგეწონა არ გაბრაზდე.
-შეიძლება კი ჩემს ციცქნას გავუბრაზდე.
კითხვა დაიწყო.სწრაფად კითხულობდა.
ხან სევდიანდებოდა ხან ეღიმებოდა ხან ბრაზობდა მაგრამ რაზე ვერ ვხვდებოდი.
მე აქეთ-იქით დავდიოდი მოუსვენრად ვცქმუტავდი.
ბოლოს ამომხედა და მითხრა
-მართლა გგონია რომ შენ ჩემზე მეტად გიყვარვარ?
-კი
-მაშინ ცდები
და თბილად გამიღიმა



№1 სტუმარი ToxIKo))

ბოლო თავია? feel ძლივს ზებუნებრივ არსებებზე არ დაიდო რაღაცა :D აუუ გააგრძელე რაა tongue wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent