მე სულს მოგცემ
„ყურადღებიანი ადამიანი,აი რა მიყვარს. თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ ერთი წვეთი სთბო და ყურადღება რომ მოდის, ცარიელი გული ყოვეთბის სიყვარულით ივსება“ შონ აბრამი. ასე დამემართა მეც, დაიწყო ყურადღებით შემდეგ მოწონებით,ბოლოს კი სიყვარულით და ქორწილით დასრულდა... რამდენი ბედნიერი წუთი გვქონია ერთად მე და ალექსანდრეს. უამრავი.. მაგრამ.. გვქონდა და არა გვაქვს. *** მეთორმეტე კლასს ვამთავრებდი, სადაც იყო ბანკეტიც მექნებოდა ხოდა მეც დავრბოდი კაბაზე.. ZARA-ში ვიყავი.. როცა რომელიღაც კაბაზე ფეხი წამომედო და ჰოოპ მეც დაბლა ავღმოვჩნდი.. ქერა, ყავისფერთვალება ბიჭმა ამაყენა..ფრთხილად იყავიო მითხრა და წავიდა. რა სიტუაციაში ავღმოვჩნდი ამხელა გოგო წავიქეცი და ბიჭის გარეგნობას მივაქციე მაინც და მაინც ყურადღება.. არც კი შემრცხვა.. ულამაზესი წითელი კაბა ავარჩიე, ზურგზე ამოღებული და მუხლამდე შეჭრილი... მოკლედ ბანკეტზე ძაან მაგარ ფორმაში ვიყავი, თამარიონიდან გადავწყვიტე ფეხით გამევლო ცოტა შემდეგ კი ტაქსით წავიდოდი სახლსში.. ხოდა ესეც ალბათ დამთხვევა უნდა ყოფილიყო და დაემთხვა.. შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ის ბიჭი შემხვდა ვინც ზარაში წაქცეული ამაყენა.. ჩაეღიმა შეუმჩნევლად მაგრამ მაინც შევამჩნიე. მოვიდა.. -ალექსანდრე -ნინო -უკვე მეორედ.. -ხო. ეს იყო და ეს წავიდა.. მერე იყო კიდევ რამდენიმე დამთხვევა, საერთო მეგობრების აღმოჩენა და ასე დაახლოებული ნინო და ალექსანდრე. შემდეგ ახსნილი სიყვარული..ორ წლიანი შეყვარებულობა და ქორწილით დამთავრებული ჩვენი ამბავი.. ცხრა თვეში შეძენილი ნიკოლოზი და კიდევ უფრო გაფერადებული დღეები.. *** დღეს კი ნიკოლოზი 7 წლისა. მე ნინო ყიფშიძე 27-ის ალექსანდრე ყაზბეგი 29-ის. და საბოლოოდ ჩემი და ალექსანდრეს გაციებული ურთიერთობა.. პირველი მიზეზი ჩემი დედამთილი ნანული იყო..არასოდეს არ მოვწონდი სარძლოდ.. შეძლებული ოჯახიდან უნდოდა რძალი და არ ყავდა.. არაფრად არ აგდებდა ჩემს განათლებას, ვინ არ ყოფილა ჟურნალისტი და ვის არ უმუშავიო რუსთავი 2-შიო.. ამაზე არაფერი არ ვთქვი. ასე ვთქვათ გავუტარე.. მერე ოჯახის საქმეებს არ ეკეთებსო , ბავშვს არ უვლისო.. ალექსანდრეს დაველაპარაკე და იმანაც მართალიაო..დედამისს დაუჭირა მხარი.. არადა მასე არ იყო, ჩემი დაქალებიც ხო არიან არა მოწმე ? ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ არ უნდოდათ და არ ხედავდნენ.. მერე ეჭვები სხვა ქალის არსებობისდა და ბოლოს ესეც დადასტურებული.. ხოდა ავდექი და გავეყარე. ნიკოლოზზე იგივე უფლებები ექნებოდა,ერქმეოდა მამა მაგრამ არა ჩემი მეუღლე. არაფრის გარკვევა არ დამიწყია რატომ მიღალატა, არც თმები გამიწეწია,ზედმეტად მშვიდად შევხვდი ამ ამბავს ეგ ალექსანდრეს თვალში თორემ მე რას ვგრძნობდი? საშინელ დამცირებას. არ დაფასებას. გათელვას. ყველა გრძნობას ერთად რაც კი არსებობს ამ ქვეყანაზე. *** ამჯერად პირადი ბიზნესი მაქვს. ყოველთვე მივლინებაში მიწევს სიარული. ნიკოლოზს უმეტესად დედაჩემი უვლის. ხან მამამისთანაც რჩება ხოლმე. მოკლედ ალექსთან ჩვეულებრუვი დამოკიდებულება მაქვს, დროთა განმავლობაში გრძნობები ცივდება.. ასე დაემართა ჩემს გრძნობებსაც,მოკვდა. სიყვარული რომელიც ალექსანდრეს მიმართ მქონდა გაქრა, გაუფასურდა. -ნინაჩკა გამო ჩემთან მანახე გოგო ჩემი ნათლული რომ მომანატრეთ თავი მირეკავს ჩემი დაქალი ქეთი -კარგი ქეთი დღეს მეც თავისუფალი ვარ და გამოვალ, ჩავჯდეთ ყავაზე ახალი ამბებით დახუნძლული მოვდივარ 30წუთში ნიკოლოზთან ერთად პეკინზე ვიყავი, ისე გადაეხვივნენ ნათლია და ნათლული ერთმანეთს მეც კი შემშურდა. -ნიკუშა დე, მიდი მარიამს ეთამაშე შენ. (მარიამი ქეთის შვილია) -კარგი დე, სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა და მარიამის ოთახში გავარდა.. არც კი მინდა წარმოდგენა იქ რა ამბავია, მთელი სათამაშოები ძირს ეყრება, ბავშვები კიდე დაჭამენ ერთმანეთს ერთი მანქანის ან თოჯინის გამო. რაც უნდა მარიამს ის უნდა ნიკოლოზს,ხოლო პირიქით რაც უნდა ნიკოლოზს ის უნდა მარიამს, ხოდა სულ ჩხუბობენ და ებუტებიან ერთმანეთს, ბოლოს კი ბავშვებმა რომ იციან ისე რიგდებიან..ნეკი-ნეკისათი. -მზადაა ნინაჩკა ყავა. მოდი მოყევი ახალი ამბები, მაღირსე! -რა ხდება და მივლინებაში მივდივარ რამდენიმე კვირით ირაკლისთან ერთად. -რაა? ირაკლისთან ერთად? -ხო -მერეე? -არაფერი, რაღა მერე აისრულა სურვილი და მოხვდა ჩემთან ერთად, ვუთხარი ირონიულად -ისე მაგ ბიჭს რამდენი ხანია უყვარხარ შენ კიდე ზედაც არ უყურებ, ალექსანდრეს მერე არავინ არ გყოლია ნინო, მიხედე ცოტა შენს თავსაც, მარტო ბიზნესი ხომ არაა ყველაფერი,ქალი ხარ ბოლოს და ბოლოს, სრულფასოვანი ქალი. -კარგი, გვეყოს ჩემზე საუბარი, შენზე მოყევი ეხლა რას შვრება თაზო? -რას უნდა შვრებოდეს მუშაობს და არის ასე, საღამოს დაღლილი მოდის ხოლმე მაგრამ მერე ჩვენ რო ვიცით იმ პროცედურებს ვატარებთ და სადღა ახსოვს თავისი დაღლილობა.. -აუ რა ტიპი ხარ ქეთი რა, რამდენი ხანია ასე გულიანად არ მიცინია. კარგი წავედი ჩემი წასვლის დროა ხვალ უნდა გავემგზავრო და ჩასალაგებელი მაქვს ყველაფერი,საბუთები მოსაგვარებელი. -ბავშვს ვის უტოვებ? -ამჯერად ალექსანდრეს, მიხედოს ცოტახნით შვილს არაფერი მოუვა. ნიკოლოზი ალექსანდრესთან გავიყვანე და გამოვუცხადე რამდენიმე კვირით შენთან ვტოვებ თქო.. დააინტერესა ბიჭს სად მივდიოდი. -გერმანიაში მივდვარ მივლინებაში, ბავშვს ნორმალურად მიხედე თუ რამე დაჭირდება ნომერი იცი და შეგიძლია დამირეკო. -ვისთან ერთად ნინო? -და ამას შენთვის რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ? -ჩემი ცოლი იყავი და ჩემი შვილის დედა ხარ, ხომ უნდა ვიცოდე სად მიდიხარ და ვისთან ერთად! -ხო ალექსანდრე მართალი ხარ შენი ცოლი ვიყავი და არა ვარ! და აღარ ვარ ვადებული შენ გითხრა ვისთან ერთად მივდივარ, მერე რა რო შენი შვილის დედა ვარ, არაფერი აღარ გვაკავშირებს ნიკოლოზის გარდა. ზუსტად ვიცოდი რას გრძნობდა ახლა ის..მე ხომ მისი ხასიათი ყველაზე კარგად ვიცი. სახეზე აწითლდა, თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეყვირა, ისიც ბავშვის გამო. -კარგად. დამირეკე თუ რამეა. -ნიკუშა,დედას კაცო ეხლა შენ იცი კარგად მოიქეცი,ყოველდღე დავურეკავ მამაშენს და დაგელაპარაკები ხოლმე, იცოდე არ გააბრაზო. -კარგი დედი. და ისე გადამეხვია კინაღამ გამჭყლიტა ამ ციცქნა ბავშვმა. ხოდა ასე წამოვედი და დავტოვე სახლში გავეხევული ალექსანდრე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. სახლში მივედი და ირაკლის გადავურეკე ყველაფერი მზად იყო თუ არა. -კი ნინო ყველაფერი მზადაა. -კარგი,ნახვამდის. -ისე ნინო თუ წინააღმდეგი არ იქნები შეგვიძლია კაფეში გავიდეთ. -მადლობა ირაკლი მაგრამ არ მცალია! -კარგი. ხვალ დილით 9საათზე იყო ფრენა, ასე რომ ჩასალაგებლად საკმაოდ დიდი დრო მქონდა. გერმანიაში ერთ-ერთ არქიტექტორთან მქონდა შეხვედრა, ერთად ვაპირებდით სასტუმროს აშენებას. მე ვაფინანსებდი ის კი საკმაოდ კარგ პროექტს მთავაზობდა. თანხაც საკმაოდ ბევრი იყო საჭირო,მაგრამ რაც მთავარია კარგი უნდა გამოვიდეს და ხარისხიანი,უხარისხო ხო საქართველოში ისედაც ბევრია. ყველაფერი გამზადებული მქონდა უკვე, უსაქმურობისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა ამიტომ კაფეში გავედი. ბედის ირონიავ, მაინც და მაინც იმ კაფეში მივედი სადაც ირაკლი დამხვდა. თვალები გადავატრიალე მისი დანახვისას და იმის იმედი მქონდა რომ ვერ დამინახავდ,ა ის მაგიდა ავარჩიე რომელიც კუთხეში იდგა. ვინ მომცა მე ის ბედი რო ვერ დავენახე, ეგრევე ჩემს წინ ჩამოჯდა, უკითხავად. გულში ყველა სალანძღავი სიტყვით შევამკე, ის კი იჯდა და ირონიული სახით მიყურებდა. -არ გეცალა არა? -დიახ! არ მეცალა და არც ახლა მცალია. -რითი ხარ დაკავებული? -ჩემს ქმარს ველოდები საიდან მოვიტანე ეს მეც არ ვიცი, ოღონდ თავიდან მომეცილებინა მეორედაც გავითხოვე თავი. -ქმარს? თუ ყოფილ ქმარს ნინო? -ქმარს, მეორედ გავთხოვდი! როგორ დამავიწყდა რომ შენთვის მეთქვა. -კარგი მაშინ ერთად დაველოდოთ და ისევ ის ირონიული ღიმილი. -კარგი! აქ კი უკვე პანიკური შეტევა მეწყებოდა როგორ დამეძვრინა თავი ამ იდიოტისგან, ან მე საიდან მომაფიქრდა ქმარი თქო. როცა ტყუილი არ შეგიძლია ნინო რას იტყუები? დააჭირე რა ენას კბილი.ვფიქრობდი ჩემთვის და თან ვცდილობდი ყველანაირად მშვიდი სახე შემენარჩუნებინა. -ხომ ხვდები ნინო რომ მაინც ვერ გამექცევი? დღეს თუ ერთ ტყუილს მეტყვი და ვითომ დაგიჯერებ ხვალ რას იზამ? მივლინებაში ერთად არ მივდივართ? -რატომ ხარ დარწმუნებული რომ გატყუებ? -შუბლზე დებილიაო მაწერია? გუშინ არავინ არ გყავდა და დღეს უკვე ქარი გყავს? -კი! -მაგას ვერ დამაჯერებ. არ ხარ ისეთი ქალი რომ ვიღაცა უცებ შეიყვარო და ასე დაუფიქრებლად გადადგა მეორე ნაბიჯი. საკმაოდ დიდი ხანია გიცნობ იმისათვის რომ გამეცანი, განა მე სხვა რამით შემიყვარდი? -ირაკლი, მისმინე არ მიყვარხარ და რა ვქნა? ვერანაირად ვერ გიშორებ თავიდან, ახლაც შენ და საბედნიეროდ გერმანიაში შენთან ერთად მიწევს წამოსვლა. -ბედის და დამთხვევების არ გჯერა? -არა, უკვე აღარ, ოდესღაც მჯეროდა. და მწარე წარსული გამახსენდა, მომინდა მებღავლა ბოლო ხმაზე, ასე მაშინაც კი არ მომდომებია ალექსანდრეს რო გავეყარე, ახლა რა მემართება? -ერთხელ თუ გატკინეს გული ეს იმას არ ნიშნავს რომ მეორედაც გატკენენ. ყველა შენი ყოფილი ქმრის ნაირი არამზადა არაა! -გეყოფა ირაკლი გეყოფა, შენ არაფერი არ იცი ჩემი ოჯახის შესახებ! არც უფლება გაქვს ლანძღავდე ჩემი შვილის მამას! -ის არაკაცია! -რა იცი შენ მის შესახებ ან ჩვენი თანაცხოვრების შესახებ? სრულიად არაფერი, ასე რომ მოკეტე და შემეშვი. მე წვედი ფეხზე წამოვდექი როდესაც მაჯაში ჩამავლო ხელი და ყველაფერი მითხრა ჩემს შესახებ, მეგონა თითქოს მე ვიხსენებდი ჩემს ისტორიასო. მეორედ მეტკინა უკვე წარსულის გახსენება.. ხმას ვეღარ მიღებდი, 27 წლის ქალი პატარა გოგონასავით გამოვიქეცი კაფიდან, პრობლემებს თავს ვარიდებდი, გაქცევას ვცდილობდი, მაგრამ სად გავექცეოდი? ხვალ ისევ შემხვდებოდა და გამახსენებდა ყველაფერს. გინდაც უკვე აღარაფერი არ ეთქვა მისი ყოველი დანახვისას გამახსენდებოდა მისი თითოეული სიტყვა.. ნინაჩკა საყვარელო მე მიყვარხარ და არ ვგავარ ალექსანდრეს, შევიყვარე შენი ყველა თვისება კარგიც და ცუდიც. არ გატყკენ გულს მომეცი ერთი შანსი მაინც, ნუთუ ამდენი წელი ტყულად მიყვარხარ? საბოლოოდ ირაკლის გრძნობები ისე გავთელე, როგორც ოდესღაც ჩემი გათელეს. არის დღეები,როცა მინდა თავს ზემოთაც იყოს ძალა, მაგრამ არ არის. ზუსტად ახლა მინდა ეგ ძალა, მინდა შევძლო ირაკლის ისე შევხედო თითქოს არ ყოფილა ჩვენი საუბარიო, ვითომ არც მენახოს,მაგრამ რავქნა რომ არ გამომივიდეს? ჩემოდანი ავიღე და აეროპორტისაკენ დავიძარი, იქ მისულს ირაკლი შემომეგება, ნაძალადევად გავიღიმე. -წავედით აბა რეგისტრაციის დროა, მეუბნება ღიმილით. -წავედით. რეგისტრაცია გავიარეთ, ჩავსხედით თვითმფრინავში და რამდენიმე საათში უკვე გერმანიაში ვიყავი შეხვედრაზე.. ისე ვიმგზავრეთ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, კარგად გავიცანი არქიტექტორი და საბოლოო ჯამში გადაწყდა სასტუმროს აშენება, დიზაინი ძალიან მაგარი იყო. თბილისშიც ერთად დავბრუნდებოდით და ყველაფერს ჩასვლის დღიდანვე განვახორციელებდით. რამდენიმე კვირის საქმე რამდენიმე დღეში დავასრულეთ, იყო ირაკლის გამოხტომები მაგრამ ყველანაირად ვაიგნორებდი მის ქცევებს, ვცდილობდი საქმიანი შეხვედების გარდა მისთვის თავი ამერიდებინა და ასე თუ ისე გამომდიოდა. წამოსვლის წინა დღე იყო როცა ალესქსანდრემ დამირეკა, იქამდე მხოლოდ ნიკოლოზს ველაპარაკებოდი ხოლმე. -ნინო როგორ ხარ? მკითხა ცოტა გაღიზიანებულმა. -კარგად, შენ როგორ გიკითხო ალექსანდრე? -კარგად. გავიგე ირაკლისთან ერთად წასულხარ მივლინებაში. -მერე? პრობლემა გაქვს რამე? -კი. არ მინდა ჩემი შვილის დედა ვინმეს ხვდებოდეს! პირი გაოცებისაგან ღია დამრჩა, თავიდან ხმას ვერ ვიღებდი..ბოლოს კი ამომასხა -შენი თავი ვინ გგონია ერთი მითხარი? შენ რაგიდა და რა არა ეს უკვე ჩემი საქმე არაა, მე პირადი ცხოვრება მაქვს და ვერ დამიშლი ვინმეს ვხვდებოდე ეს თუნდაც ირაკლი იყოს, შენ ყველანაირი უფლება მაშინ დაკარგე როცა ვიღაც ბოზში გამცვალე,ხოდა ახლა მიხედე შენს ცხოვრებას და ჩემსაში ნუ ერევი, გასაგებია? -არა არ არის გასაგები მე დღემდე მიყვარხარ ნინო! -ფეხებზე შენი სიყვარული უკვე ალექსანდრე, შენს მიმართ ზიზღის მეტი არაფერი არ გამაჩნია. წლების წინ გადამაბიჯე და გათელე ჩემი გრძნობები, დაეცი ჩემს თვალში და ახლა კიდევ უფრო ეცემი. ახლა მიხვდი რომ გიყვარვარ? აქამდე სად იყავი? -აქამდე ვერ ვხვდებოდი ეხლა მივხვდი როცა გავიგე შენ თანამშრომელთან ერთად იყავი წასული. მინდა დამიბრუნდე ნინო. -ჰაჰაჰაჰ რა ადვილია მაგის თქმა შენთვის არა? მე ხომ შენთვის არ მიღალატია, იოცნებე ჩემს დაბრუნებაზე მხოლოდ ეგ თუ დაგრჩენია, ამ ქვეყანაზე სულ რომ ბოლო მამაკაცი იყო აღარ დაგიბრუნდები და თუ შენთან რაღაც ურთიერთობა მაქვს ასე ვთქვათ ნაცნობური ნიკოლოზს უმადლოდე, ის რომ არა ჩემი ცხოვრებიდან საერთოდ გაქრებოდი. -გეყოს ნინო გეყოს, ვიცი დამნაშავე ვარ. -რა კარგ დროს ხვდები საყვარელო. -სარკაზმი რომელიც არ გახასიათებდა ნინო სულ შეიცვალე.. -ცხოვრებამ მასწავლა ალექსანდრე, ხვალ ჩამოვალ და ბავშვს წავიყვან და იცოდე შანსი არ გაქვს არაფრის ტყუილ წვალებას და მცდელობებს მოეშვი. ხმის ამოღება აღარ ვაცადე ისე გავუთიშე..გაოგნებული ვიყავი.. ლოგინში ჩავწექი ვცდილობდი დამეძინა და ფიქრებისგან დამეღწია თავი, მაგრამ არ გამომდიოდა. ვერ ვხდებოდი რა უნდოდა ალექსადნრეს, ამდენი წლის მერე და სიყვარული? არადამაჯერებლად ჟღერს ცოტა არ იყოს. დილით მაღვიძარამ ვერ გამაღვიძა, ხოდა საათს რომ შევხედე კინაღამ მიკრო ინფაქტი მივიღე. ხუთის ნახევარი იყო და მე ხუთზე მქონდა ფრენა, ეს ირაკლი მაშინ არ შეგაწუხებს როცა საჭიროა თორე ისე იცოცხელე. საწოლიდან რა სიჩქარით ავდექი და ჩავიცვი ტასაცმელი არ ვიცი, წყალიც კი ვერ გადავივლე ისე გავვარდი გარეთ, კიდევ კარგი გუშინ ჩავალაგე ჩემოდანი. ტელეფონს დავხედე და ირაკლის გამოტოვებული ზარები მქონდა. მერე მოწერილი სად ხარ? რომ გიკაკუნებ არ გესმის? რამ დამაძინა ასე რომ ვერაფერი ვერ გავიგე? ვეკითხებოდი ჩემს თავს. რეგისტრაციას ძლივს მივუსწარი, ირაკლიც იქ დამხვდა გაფითრებული სახით. -ყოფშიძე! ძლივს სად ხარ? მეგონა საქართველოში დაბრუნდი. რა დაგემართა? -რატიანო, არაფერი ჩამეძინა უბრალოდ გუშინ გვიან დავიძინე და დღეს ვეღარ გავიგე ვერაფრის ხმა ვერც მაღვიძარის, ვერც ბრახუნის და ვერც ტელეფონის. -რატო დაიძინე გვიან? ჩემზე ფიქრობდი ხო? -მორჩი მასხრობას, კარგად იცი ჩემი აზრი და გაჩერდი! სულ რაღაც ერთი კვირით ვიყავი წასული საქართველოდან და როგორ მომნატრებია აქაურობა და ნიკოლოზი. როგორ მესიამოვნა თბილისში დაბრუნება, სულ ასე მემართება ხოლმე რაც არ უნდა ცოტახნით წავიდე ქვეყნიდან აქ ჩამოსვლილსთანავე ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს წლებია წასული ვარ თქო. ჩემოდანი სახლში გავიტანე და შენდეგ ალექსანდრესთან წავედი ნიკოლოზის წამოსაყვანად. როგორ არ მინდოდა ახლა მისი ნახვა, ჯერ ხო ისედაც ნაკლებად მსიამოვნებდა ალექსანდეეს ნახვა, გუშინდელი საუბრის მერე კი სურვილი მთლად დამეკარგა. თითი ზარის ღილაკს დავაჭირე და კარებშიც გაღიმებული ალექსანდრე დამხდა, ჩემსკენ გამოიწია გადასაკოცნად და ისეთი სახით შევხედე უკან დაიხია.. -ჩემი დედიკოო მოსულაა, როგორ მომენატრე დეე. -მეც ჩემო დიდო ბიჭო ძალიან მომენატრე, ეხლა მიდი გამოიტანე შენი ნივთები და სახლში წავიდეთ. -კარგი დე. -სალაპარაკო გვაქვს ნინაჩკა. -არა ალექსანდრე არ გვაქვს, გუშინ დავასრულეთ. -წყობიდან გამოგყავარ ნინო, რომ ვთქვი სალაპარაკო გვაქვს თქო ანუ გვაქვს. -არა თქო მეც გასაგებად გეუბნები! არ მაინტერესებს შენი საუბარი შენი ვითომ სიყვარული, ახლა გაგახსენდა ყოფილი მეუღლე რომ გიყვარს? მაშინ სად იყავი როცა სხვაში გამცვალე? მაშინ არ გიყვარდი? ფეხებზე შენი გრძნობები, ზუსტად ისე გავთელავ შენს თითოეულ გრძნობას როგორც შენ გათელე წლების წინ. თვალები ქონდა ჩაწითლებული, ცოტაც და იტირებდა ალექსანდრე, ასეთი არასოდეს არ მენახა. უგულო ადამიანივით მოვიქეცი, მასე რომ ველაპარაკე მაგრამ რა ვქნა? ვეღარ მოვითმინე.. -ნიკოლოზ დედა გამოდი ჩქარა მივდივართ. ორ წუთში ოთახიდან გამოვიდა პატარა რუგზაკით ხელში, მამამის ხელი კაცურად ჩამოართვა და ჩემსკენ წამოვიდა. -წავედით? -წავედით,კარგად! ერთი შეხედვით მეგონა რომ ნიკოლოზი პატარაა და ვერაფერს ვერ ხვდება თქო მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, დიდი კაცივით აზროვნებს. მანქანაში ვჯდებოდი როცა ნიკუშამ მითხრა: -დე, ვიცი რომ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ შენ და მამას, მაგრამ გთხოვთ ნუღარ იჩხუბებთ რა, მოვისმინე წეღანდელი თქვენი საუბარი, ბოდიში არ მინდოდა მაგრამ ზედმეტად ხმამაღლა საუბრობდით, საუბრობდით რა უფრო ყვირილი ერქვა. არვიცი რა დააშავა მამამ წლების წინ მაგრამ მას ისევ ძალიან უყვარხარ დე.. მამას ძმაკაცი გიო იყო ამოსული და იმას უყვებოდა ნინაჩკას დაუბრუნება მინდაო, ისე მიყვარს და რა იდიოტი ვარ რომ დავკარგეო. ნინაჩკას მაშინ გეძახის ან მაშინ ახსენებს სხვებთან მასე შენს სახელს როცა განსაკუთრებულად ენატრები.. ტანში გამცრა ამ სიტყვების გაგონებისას, ასეთი პატარა და ასეთი ჭკვიანი.. ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი უბრალოდ მაგრად ჩავეხუტე და მანქანა ადგილიდან დავძარი. სახლში მივედი თუ არა ნიკუშა დავაძინე, მე კი ისევ ფიქრებს დავუბრუნდი რომელიც ჩემს განუყრელ მეგობრად იქცა. საშინლად მომინდა ქეთის ნახვა და ყველაფრის მოყოლა, მაგრამ გვიანი იყო ვერც მე გავიდოდი და ისიც ვერ დატოვებდა ბავშვებს, ამიტომ ნატას დავურეკე და ისიც მაშინვე გამოვიდა ჩემთან. მე ქეთი და ნატა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ახლაც ასე ვართ. თუ რამე ცუდს ვაკეთებდით ვაკეთებდით ერთად და არა ცალ-ცალკე. ცოტა არიყოს გიჟური ბავშვობა გვქონდა..ასე გამომყვა დღემდე რაღაც სიგიჟეებიც. ნახევარ საათში ჩემთან გაჩნდა. ჯერ კარგად გამლაძღა როგორ დამეკარგეო და მერე ყველაფერი მომაყოლა. გარკვეული დროის მანძილზე შოკურ მდგომარეობაში იყო,ხმას ვერ იღებდა ბოლოს რაღაც არაამქვეყნიური ხმები ამოუშვა და საუბარი დაიწყო. -იქნებ დაფიქრდე და შეურიგდე? -ნატა კარგი რა, რა შევურიგდე შენ მაინც ხო იცი არა როგორ იყო? დედამიის რო დაუჭირა მხარი მაშინ ეგ გადავყლაპე მერე საყვარელიც კი ყავდა ბიჭს და ახლა ვაპატიო? ჩემს თავს გადავაბიჯებ ძალიან! არასოდეს არ ვაპატიებ! -ნიკოლოზმა რომ გთხოვოს არც მაშინ? -არა, არც მაშინ. მართალია ყველაზე ძვირფასია ის ჩემთვის მაგრამ მაინც არ ვაპატიებ. ერთხელ თუ გააკეთა მეორედაც გააკეთებს, რა დაზღვეული ვარ? -არა არ ხარ მაგრამ რომ გაქვს რაღაც გრძნობა ფაქტია ნინო! დავიბენი, პასუხი ვერ გავეცი, ნუთუ მართლა მასეა? -ხომ მართალი ვარ ნინო? არ მეშვებოდა ნატა -არა ნატა არ მაქვს, რომც მქონდეს მაინც არ შევურიგდებოდი, აღარ დავიმცირებ კიდევ თავს. -შენი საქმისა შენ იცი, ხომ იცი ძალიან მიყვარხარ არა? -ხო ვიცი, ერთი რას შვრებით შენ და ცოტნე? -რავიცი მივყვებით დინებას ჯერ-ჯერობით -რამდენი ხანი ნორმალურად არ მინახია, ერთხელ გავიდეთ სადმე ქალაქგარეთ არ გვაწყენდა განტვირთვა არცერთს. -კარგი იდეაა, იმ კვირაში გავიდეთ ეცლება თან ცოტნესაც, ქეთისაც ვუთხრათ. -ხო აბა მაგის გარეშე არ გამოვა არაფერი დილით სამსახურში წავედი და მაქს შევხვდი, (არქიტექტორი) რაც დარჩენილი იყო ყველა წვრილმანი მოვაგვარეთ და შენობიდან ამაღლებული ხასიათით გამოვედი. მაქსი ნახევრად ქართველია, ნახევრად ფრანგი. არის მასში რაღაც ქართველის, მაგრამ არაფერი არ გაეგაბა საქართველოს ტრადიციებზე. რა მისი ბრალია, პარიზში გაიზარდა და იქ ვინ ასწავლიდა. ვიცნობ მაგის მშობლებს და ძალიან საყვარლები არიან. 30 წელია რაც ერთად არიან და როგორც ვიცი ერთი ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისათვის. მაქსის მამას ქართველობის არაფერი ეტყობა, სრულიად გადასულია ევროპულ ცხოვრებაზე,ქართულიც კი არ ახსოვს. სამაგიეროდ შვილს ასწავლა და საკმაოდ გამართულადაც საუბრობს. მანქანაში ვჯდებოდი მაქსი რომ წამომეწია და კაფეში წასვლა შემომთავაზა. მეც წავყევი.ცოტა განტვირთვა არ მაწყენდა. აქცენტში შევედით. ორი ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ. -ნინაჩკაა მგონი კარგი პარტნიორები გამოვდექით ერთმანეთისთვის. -კი, მართალი ხარ არ ველოდებოდი რომ ასე კარგად ავეწყობოდით ჩვენც და საქმეც კარგად წავიდოდა. -ხო. ახლა დამეგობრების დროც არის. იმედია შენი ქმარი არ იქნება წინააღმდეგი რომ ვიმეგობროთ. -არ მყავს მაქს ქმარი მე. სრულიად თავისუფალი ვარ და მე განვაგებ ვისთან ვიმეგობრო და ვისთან არა. ასე რომ შენთან დამეგობრების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. ღიმილისგან კინაღამ სახე გაეხა. -ანუ დაბრკოლებას არავინ შემიქმნის, ძალიან კარგი. მითხრა ორაზროვნად და ცოტა არ იყოს ვერ მივხვდი. -მოდი ავღნიშნოთ ეს ყველაფერი, ჩემი და შენი დამეგობრება, ჩვენი წარმატება. შენ შენს მეგობრებს უთხარი და გამოვიდნენ, მე კი ჩემებს ვეტყვი. -კარგი დავურეკავ და გამოვლენ. რატომაც არა, ბოლოს და ბოლოს მეც ხომ უნდა შევირგო არა ცხოვრება? გოგოებს დავურეკე და ორივე 10 წუთში ჩემთან გაჩნდა თავისი ოჯახით და საქმროთი. კიდევ კარგი ნიკოლოზი დედაჩემთან რჩება დღეს. მაქსიმეს ორი ძმაკაციც მოვიდა, ერთს საცოლე ყავდა წამოყვანილი მეორე კი მარtო იყო მოსული.რავქნა არ მყავს არავინო და გაიცინა. დავიფიცებ რომ ასე მთელი 27 წლის მანძილზე არ დავმთვრალვარ. მაქსი ადგა ფეხზე სადღეგრძელო უნდა დავლიოვო. -ნინაჩკას გაუმარჯოს ყველაზე მაგარ ადამიანს და სამაგალითო დედას! -გაუმარჯოს გაუმარჯოს, ეგრევე აყვა ქეთი. მართლაც რომ სამაგალითო და მისაბაძი ადამიანია,ცხოვრებას არასოდეს უხრის თავს, ნინა ჩემო საყვრელო შენ გაგიმარჯოს, აი ახლა როგორი ბედნიერი და გაღიმებულიც ხარ მასეთს გხედავდე მინდა სულ. მერე იყო ჩემი გადახდილი მადლობები და ჩემი და მაქსის ნაცეკვი ვალსი. ამ ბარში ასეთი ნელი მელოდია არასოდეს დაუკრავთ და ახლა რამ წამოუარათ ნეტა თქო ვფიქრობდით. ცეკვის დასაასრულს მეგობრების აჟიოტაჟი მოყვა და მაქსის ყურში ნათქვამი სამი სიტყვა: მე სულს მოგცემ! სახლშიც მან მიმაცილა, ლოყაზა ნაზად მაკოცა და წავიდა. ცოტა არ იყოს უცნაურია მაგრამ მისი შეხებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ასეთი რამ მხოლოდ ალექსანდრესთან მემართებოდა. მეორე დღეს ნიკოლოზის გამოყვანას ვაპირებდი სახლში რომ დამირეკა და მითხრა დღესაც ბებოსთან ვიქნებიო, არ გამკვირვებია ვიცი როოგორ უყვარს მარინა. მეერე გოგოებს დავურეკე და ჩემთან გამოვიყვანე. როგორც კი მოვიდნენ დავაი მალე მოყევი ყველაფერიო. ასაკი კი ემატებათ ამათ მაგრამ ჭკუა არა. სახლში რომ მომაცილა ლოყაზე მაკოცა და უცნაური შეგძნება დამეუფლა, ისევ ის ჟრუანტელი და ჯერ არ განცდილი სიამოვნება. -ოჰოოო მალე ახალ ოჯახს ვიხილავთ არა ქეთი? -ხოაბა ვატყოვებ მე ამას ჯერ ვერ მიხვედრილ გრძნობებს დაეთანხმა ეგრევე ნატას. მეც ვიჯექი და ვუსმენდი თან ვერ ვეწინააღმდეგებოდი გოგოებს. თითქოს და მეც ვუტყდებიი ჩემს თავსო, თან დაუჯერებლად მეჩვენებოდა ესე უცებ რა გრძნობა უნდა გამჩენოდა თქო. მაგრამ რას გაუგებ სიყვარულს, ისე უცებ მოვა და აგაწიოკებს ვერც გაიგებ. ასე ჭორაობაში ვიყავით როცა მაქსიმ დამირეკა სად ხარო. სახლში გოგოები მყავს და ამოდი თუ გინდა თქო. ვერ ვხედავდი მაგრამ ვიგრძენი რომ გაეღიმა. კარგი ამოვალ ნახევარ საათშიო და გამითიშა. სანამ მაქსი მოვიდოდა ნიკოლოზიც გამომიყვანა დედაჩემმა, მე გასასვლელი გავხდიო და წავიდა. რაღაცნაირად გაიხარდა ნიკოლოზიც რომ აქ იქნებოდა გავაცნობდი. რატომ გამიჩნდა ეს იდეა მეც არ ვიცი, მაგრამ აშკარაა მინდოდა რომ მაქს ჩემზე ყველაფერი ცოდნოდა. კარზე ზარის ხმა რომ გავიგე ცოტა არ იყოს ავღელდი, გოგოებმაც შემატყვეს და დამცინეს. გავაღე კარი და მაქსის ორივე ხელში პარკებით დგას და მიღიმის ეს შენ და ნიკოლოზსო და შემოვიდა. მეუხერხეულა. რათ გინდოდა რა საჭირო იყო თქო მაგრამ გამაჩუმა. აბა შენს სახლში პირვლად ხელცარიელი ხომ არ ამოვიდოდი. გოგოები მოიკითხა და შემდეგ ნიკოლოზს მიუბრუნდა რომელიც ქეთის და ნატას შუაში იყო და სკოლის ამბებს უყვებოდა. -ნიკოლოზ დე, ეს მაქსია ჩემი მეგობარი. -სასიამოვნოა მაქს, გაეკრიჭა ბავშვი და დიდი კაცივით ხელი ჩამოართვა. ამაზე მაქს გაეცინა და ნიკოლოზი ხელში აიტაცა. მერე დასხდნენ და ერთად ლაპარაკობდნენ კააცურ თემებზე, ნიკოლოზი გოგოებზე უყვებოდა და მაქსიც გაღიბული სახით უსმენდა. ვუყურებდი ნიკოლოზს და სულ სხვა ბავშვად მეცვენებოდა, ასე გახსნილი მამამისთანაც კი არ იყო ხოლმე. გოგოები მალე წავიდნენ, ერთმა ოჯახი მიხმობსო მეორემ კი განმარტოება გჭირდებათ თქვენო. სულელები, რა განმარტოება აუტყდათ, ისე ამბობენ თითქოს მე და მაქსი ერთად ვიყოთო. ნიკოლოზმა მალე დაიძინა, დავრჩით მე და მაქსიც მარტოები. გვერდზე მომიჯდა და დაცინვა დამიწყო ჩემს სიმთვრალეზე, ხოდა მეც შენთან ერთად აღარსდოროს აღარ დავლევ თქო და გულიანად გაეცინა. -ნინაჩკა, (ჩვენს შორის მანძილი კიდევ უფრო შეამცირა და ხელი გადამხვია) შენც ხომ ხვდები რომ ვეღარ გამექცევი ვეღარასოდეს? სასაცილოა მაგრამ ამ მოკლე დროში მე შემიყვარდი და შენც არ ხარ გულგრილი ჩემს მიმართ, რომ უარყო მაინც არ დაგიჯრებ. შენ შეიძლება სხვა თქვა მაგრამ გული მეორეს ამბობს, შენი აცჩქარებული გულის ცემა ჩემს შეხებაზე და აწითლებული ღაწვები. რა უნდა მეთქვა გაოცებული ვუსმენდი, ხანდახან საჭიროა ეს შენი თავმოყვარეობა ჯანდაბაში მოისროლო და შენი ბედნიერებისთვის იბრძოლო ხოლმე, ხოდა მეც მასე გავაკეთე. ჩავეხუტე და ვუთხარი რომ არც ვაპირებდი არაფრის უარყოფას, იმიტომ რომ ყველაფერში მართალი იყო. წამის მეასედსი შეერთდა ჩემი და მისი ბაგეები ერთმანეთთან და მეც პატარა ბავშვივით დავიბენი. მაგრამ ეს იყო რაღაც ჯერ არ განცდილი, ხომ უბრალო კოცნად ჩათვლიდა ზოგიერთი.. მაგრამ ჩემთვის ეს საოცრება იყო. შემდეგ ადგა და წავიდა, გულში პატარა ბავშვივით ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა. გაბრუებული დავდიოდი მთელი საღამო. ბოლოს ალექსანდრეს დავურეკე და ამოსვლა ვთხოვე ისიც დიდი სიამოვნებით დამთანხმდა მაგრამ რა იცოდა რას ვუმზადებდი. ყველაფერი რაუცებ მოხდა, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებდი. უცაბედი სიყვარულია ყველაზე დიდიი სიგიჟე, ისევ პატარა გოგოდ რომ გაგრძნობინებს თავს. ზარის ხმა გავიგე. -შემოდი ალექსანდრე. -რახდება ნინაჩკა? მოგენატრე? -მომენატრე არა იხვის ტოლმა. სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან, დაჯექი. მოკლედ ალექსანდრე ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვი, რომ სხვა კაცი მიყვარს და იმასთან ერთად ვარ ამჟამად. ასე, რომ შეეშვი შენს ვითომ სიყვარულობანას თამაშს და მე თავი დამანებე. ახლაც ნიკოლოზის გამო ჩავთვალე საჭიროდ რომ ეს მეთქვა თორე არც კი გეტყოდი. გაითვალისწინე ამის მერე რომ არ შემაწუხო შენი უაზრო ლაპარაკით და თუ დამირეკავ ჩვენი საუბარი მხოლოდ ბავშვთან იქნება კავშირში და სხვა არაფერთან! სახეზე მიტკლისფერი დაედო. ადგა და წავიდა, არაფერი არ უთქვამს, ან რაუნდა ეთქვა რა უფლება ქონდა? დილით ნიკოლოზი სკოლაში წავიყვანე, მე სამსახურში წავედი, თავი 18 წლის გოგო მეგონა, რომელიც უზომოდაა შეყვარებული შეყვარებულზე, არადა მე და მაქსი შეყვარებულებიც არ ვართ. კაბინეტთან დამხდა მაქსი და ვნებიანი კოცნაც მაჩუქა. მეც ლოყებაწითლებული შევედი კაბინეტში,უხერხულად ვიყავი თანამშრომლებთან. მაქსიც ეგრევე შემომყვა. -ნინაჩკა მოკლედ არც შენ ხარ პატარა და არც მე ხოდა შენი მშობლები უნდა გამაცნო, არ მინდა ეს შეყვარებულობანა და რაღაცეები რა პირდაპირ შენი საქმრო ვარ და მივცეთ ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე, ნიკოლოზსაც დაველაპარაკოთ და ჩემმა მშობლებმა კი უკვე იციან ყველაფერი ისედაც მოწონდი მაგათ და ეხლა ხო გაგიჟდნენ. -მაბედნიერებ მაქს! საღამოსთვის ჩემი მშობლები ამოვიყვანე ჩემთან სერიოზული საქმე მაქვს თქო. რახდებაო კი მკითხეს მაგრამ გაიგებთ თქო. საღამოსთვის სუფრა ლამაზად გავაწყვე, რამოდენიმე სახის საჭმელიც გავაკეთე და გაღიმებული სახით ველოდი ზარის დარეკვას. რამდენიმე წამში ხმაც გავიგე და გაღიმებული სახით შემოვუშვი სახლში დედა, მამა და მაქსი. ცოტა კი გაუკვირდათ ეს ვინ არისო მაგრამ არაფერი თქვეს,სუფრასთან დავსვი და წესისამებრ გაცნობის ცერემონიალიც ჩავატარეთ. ბოლოს მაქსმა ამოიღო ხმა. -ბატონო ზურა და ქალბატონო მარინა, ცოტა კი გიკვირთ ჩემი აქ დანახვა მაგრამ მინდა თქვენი ქალშვილის ხელი გთხოვოთ, ვიცი ახალ გიკვირთ ეს ყველაფერი მაგრამ რავქნათ სიყვარულმა მოცდა არ იცის. -შვილო როგორ დაგიშალოთ სიყვარული ? მთავარია ბედნიერები იყოთ. -მადლობა ქალბატონო მარინა. -მაქს, ცოტა კი არა ძალიან მიკვირს მაგრამ ჩემმა შვილა თუ შენზე გააკეთა არჩევანი მე არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ არ მინდა დაიტანჯოს, რამეთქმის მეტი კარგი კაცი ჩანხარ და ბედნიერებას გისურვებთ. -მადლობა ბატონო ზურა. მერე მე გადავეხვიე მშობლებს და მათაც დიდი სიყვარულით ჩამიკრეს გულში. მისაღებში ნატა და ქეთი შემოვიდნენ ნიკოლოზთან ერთად, იცოდნენ რა ამბავიც იყო და ეგრევე მოლოცვებით შემოვიდნენ, უკან ქმრები მოყვათ, და ნატამაც სურპრიზი გაგვიკეთა და დააყენეს ცოტნემ და მაგან საშველი და დაიწერეს ჩუმად ჯვარი. ორმაგად ბედნიერი ვიყავი. შემდეგ ნიკოლოზს ავუხსენი სიტუაცია და გაინტერესებთ ალბათ მისი რეაქციაც. ჩამეხუტა და მითხრა დე მთავარი შენ იყო ბედნიერი და მეც ეგ გამაბედნიერებსო. მაქს კი უთხრა მართალია მამა მყავს მაგრამ მეორე მამაც არ მაწყდენდაო. ამაზე კარგად ვიცინეთ და მერე ავღნიშნეთ ყველაფერი ერთად ჩემი და მაქსის დანიშვნა, ცოტნეს და ნატას გაბედნიერება და ნატაში უკვე მეორე ჩასახული პატარა არსება რომელიც 8თვეში ოჯახის ახალი წელი იქნებოდა. მე არ გამიღმერთებიხარ. მე ჯვარს ვეცვი შენთვის ! ამ სიტყვებმა საბოლოოდ გამაბედნიერა. ვხვდებოდი რომ ვიპოვე მეორე ნახევარი და ვიცოდი რომ სამუდამოდ მასთან ერთად ვიქნებოდით. -წამოდი ნინაჩკა, არგვინდა არაფერი არც დიდი ქორწილი მხოლოდ მე შენ და მეჯვარეები, წავიდეთ დავიწეროთ ყაზგეში ჯვარი, იქ სადაც ცაზე უფრო მაღლა გერგეტია. -წავიდეთ მაქს, წავიდეთ. უზომოდ ბედნიერი ვიდექი საკურთხევლის წინ მაქსთან და მეჯვარეებთან ერთად და გული საგულედან ამოგლეჯვალს ლამობდა, ვუსმენდი მამაოს და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ბედნიერების ზენიტს რომ ვაღწევდი. ნახევარ საათში ჩვენ უკვე ოჯახი გვერქვა და მივდიოდით პარიზში ნიკოლოზთან ერთად. 7თვის შემდეგ. -მააქს ყურძენი მინდა რაა. -ამ გაზაფხულზე რა ყურძენი მოგინდათ შენ და ნიტას ნინაჩკა? თან გულიანად იცინოდა, წავალ მოგიტანთ ჩემო პრინცესებო. -დეე -ხო ნიკოლოზ? -შეიძლება შენ და ჩემს დაიკოს მუცელზე რომ მოგეფეროთ? უდიდესი ბედნიერება ვიგრძენი ისეთი რომელიც უბრალოდ წერით არ გადმოიცემა. ყველაზე ბედნიერი ადამიაი ვიყავი და ვაფასებდი იმას რაც მქონდა. მყავდა გასაოცარი ქმარი და ნიკოლოზი, ჯერ არ დაბადბეული ნიტა რომელსაც უკვე ჩვენს ოჯახში ბედნიერების ღიმილი შემოჰქონდა. ნამდვილი გრძნობით ნათქვამი "მიყვარხარ" არასოდეს გაუფასურდება. ასე იყო ჩვენი სიყვარულიც რომელიც კი არ სუსტდებოდა არამედ ყოველდღე მატულობდა და ჩვენ მე და ალექსმა მივაღწიეთ სიყვარულის ზენიტს.. დასასრული. --------------------------------------------------------- დაგიბრუნდით ახალი ისტორიით ძველი პროფილი სამწუხაროდ გამიუქმდა, ველი თქვენს შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.