სანდრო ფილფანის საკუთრება (2 თავი)
დილით ზარის ხმამ გააღვიძა, თუმცა ადგომა არც უფიქრია. თავი საშინლად ტკიოდა. რა გასაკვირია, როგორც ყოველთვის გუშინაც გონისდაკარგვამდე გამოთვრა ფილფანი თავის საძმოსთან ერთად. ბოლოს ის ახსოვს თუ როგორ მიაშურა კლუბის საპირფარეშოს ვიღაც წითურ ნა*ასთან ერთად. ეხლაც ჩაესმის გოგონას კვნესა და ვნებიანი ამოძახილები, თუ როგორ თხოვდა არ გაჩერებულიყო. კმაყოფილს ჩაეღიმა თავისი გმირობების გახსენებაზე. ბოლოს იმდენად შეაწუხა ზარის ხმამ იძილებული გახდა ამდგარიყო. ძირს დაგდებულ შარვალს დაწვდა, ამოიცვა და წელს ზევით შიშველი გაემართა კარისაკენ, რათა ენახა თუ ვინ იყო დილის უსიამოვნო სტუმარი. ათი დაწყებულიყო, როგორც ჩანს ნინიკო უნივერსიტეტში იყო, ბატონი დემეტრე კი, როგორც ყოველთვის ისეა ჩაფლული სამუშაოში, რომ ზარის ხმა არც კი გაუგია. კიბეებზე დაეშვა და თან გაბრაზებული ბურტყულებდა. -ამის დედაც.. დილითაც არ გაცლიან გამოძინებას. ნანიკო მაინც სად არის ზარის ხმა, რომ ვერ გაიგო. ნანიკო მათი მზარეულია. სამოც წელს მიაღწია უკვე. ბავშვები შვილებივით შეიყვარა ამ ხნის განმავლობაში. 25 წელია რაც ფილფანების ოჯახში მუშაობს. ოჯახიც დიდ პატივს სცემს ქალს და მათ გულებშიც უჭირავს საპატიო ადგილი. როგორც იქნა მიაღწია სანდრომ დანიშნულების ადგილს და გააღო კარები, ხელთ კი უფრთო ანგელოზი შერჩა . თავიდან გონს ვერ მოეგო, როგორც ჩანს გოგონაც დაბნეული შესცქეროდა, კერძოდ კი მზერა მამაკაცის დაკუნთულ სხეულზე გაეშტერებინა. როგორც კი მიუხვდა გოგონას ფიქრებს მაშინვე გაუკეთა კომენტარი და მისი აწითლებაც გამოიწვია. გაახსენდა წინა დღით ოჯახის საუბარი, რომ სურდათ ახალი მოსამსახურე აეყვანათ, მაგრამ სანდროს არ გაუმახვილებია ამ ფაქტზე ყურადღება, ეგონა ვინმე ასაკოვან ქალს აიყვანდნენ, მაგრამ აფსუს წინ ნამდვილი სრულყოფილება ედგა. გოგონა კარებში შეატარა და უკან მიჰყვა. ოხხ როგორი სიამოვნებით გაერთობოდა ამ თოჯინასთან ერთად. ფილფანის გონებაში უმალ გაჩნდნენ უხამსი ფიქრები. რა გასაკვირია მარია საშუალო სიმაღლის იყო, შავი მუხლებამდე მოტკეცილი კაბა ეცვა, რომელიც მისი სხეულის იდეალურ ფორმებს უკეთ გამოკვეთდა. სახეზე ფერიას გავდა. შავი გრძელი თმა მაღლა აეწია. მისმა მარწყვივით წითელმა ტუჩებმა და მწვანე თვალებმა მალევე მიიქციეს მამაკაცის ყურადღება. განსაკუთრებით კი გოგონას წინა და უკანა 'ბურთებმა' გაიტაცეს ფილფანი. უეცრად გოგონა მოტრიალდა პირდაპირ მამაკაცის შიშველ სხეულს აეკრა. სანდრომ მეტი ვეღარ მოითმინა, მისი სხეული, გული, გონება ვნებას მოეცვა. მარიას წითლად შეფაკლულმა ლოყებმა და კრავივით დაბნეულმა მწვანე თვალებმა, უფრო აღძრეს მასში მისი ბოლომდე შეგრძნებისა და დასაკუთრების სურვილი. სხეულზე მიიკრა, ერთი ხელი უკანალზე ჩაუცურა და მთელი ძალით მოუჭირა, თითქოს ამით სურდა ვნების ჩაცხრომა. გოგონას ბაგეებს მოულოდნელობისა და სიამოვნებისაგან კვნესა აღმოხდა. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა თუ რა ხდებოდა მის თავს. ოხხ როგორ უნდოდა ფილფანს ეხლავე ამ დივანზე ეჩვენებინა ამ თოჯინასთვის თავისი შესაძლებლობები და ნოტებზე აეკვნესებინა მარიას მადიასაღმძვრელი წითელი ბაგეები. უნდოდა მის საკუთრებად ექცია და სიამოვნების ზენიტში აეყვანა გოგო. იცოდა ნებისმიერ დროს შეიძლება დემეტრე შემოსულიყო და ეხლა მისი თავი ნამდვილად არ ჰქონდა. გოგონას ვნებისგან ჩახშული ხმით ჩასჩურჩულა: -დიდი სიამოვნებით გაგ*იმავდი ამწამსვე, აქვე მარტონი რო ვიყოთ სახლში პატარა. სველი კოცნა დაუტოვა იქვე და ოთახიდან თვალისდახამხამებაში გაუჩინარდა. მარია კი დატოვა გაშეშებული და დაბნეული. როდესაც გონს მოეგო სიბრაზისა და სირცხვილის გრძნობამ ერთიანად მოიცვა. თავის თავს ვერ პატიობდა ამდენის უფლება, რომ მისცა იმ თავხედ, მაგრამ ძალიან სექსუალურ ინდივიდს. გადაწყვიტა სახლი სასწრაფოდ დაეტოვებინა, რომ ოთახში ორმოცდაათიოდე წლის საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა. -გამარჯობა შვილო. მაპატიე თუ გალოდინე არ გამიგია შენი მოსვლა, ეხლახანს შემატყობინა ჩემმა ვაჟმა. დემეტრე ფილფანი. თბილად გაუღიმა მამაკაცმა და ხელი გაუწოდა. ანუ შვილი ყოფილა ის უსინდისო ბატონი დემეტრეს უცებ გაიაზრა მარიამ და სირცხვილისაგან პომიდვრისფერი დაედო და გააკანკალა, როდესაც გააცნობიერა თუ ვინ ეხებოდა მის სხეულს უტიფრად ცოტახნისწინ. თუ გაუმართლებდა ბატონის ვაჟთან ხშირად მოუწევდა შეხვედრა, რაც დიდად არ ესიამოვნა. -ანამარია დოლიძე. რას ამბობთ პირიქით ბოდიში, მე დავიგვიანე ცოტათი. -თეონამ ისე დაგახასიათა ვიცოდი ,რომ განსაკუთრებულ გოგონასთან მექნებოდა შეხება, შენ კი ყველა მოლოდინს გადააჭარბე! (თეონა-თათიას ნათლია) და სანდომიანად გაუღიმა მამაკაცმა. -დიდი მადლობა ბატონო დემეტრე. წაილუღლუღა აწითლებულმა. -სიმართლე გითხრა გასარკვევი არც არაფერია, შენისთანა კარგი გოგოს ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ, შეგიძლია ხვალიდან შეუდგე შვილო სამუშაოს! ეხლა პატარა წვრილმანებზე შევთანხმდეთ. -ვაიიმე მართლა? ანუ რა გამოდის, რომ მე.. მე ამიყვანეთ? უმალ გაუბრწყინდა ანამარიას თვალები და წეღანდელი უსიამოვნო ინციდენტი სულ გადაავიწყდა. -სწორად გაიგე! ყოველდღე მოხვალ, ზოგრჯერ დარჩენა მოგიწევს. საათებზე მოგვიანებით შევთანხმდეთ, არ მინდა სწავლაში ხელი შეგეშალოს. ანაზღაურება 700 ლარი გექნება. აბა რას იტყვი, თანახმა ხარ? -დიდი მადლობა! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვარ თქვენი. -ძალიან კარგი! ეხლა ჩაიზე დამეწვიე შვილო. -არა გმადლობთ მეჩქარება სხვა დროს იყოს, უნდა წავიდე. -კარგი, რა გაეწყობა. აბა ხვალამდე! -ნახვამდის. სიხარულით გამოფარფატდა ფილფანების სსხლიდან და სულ ღიღნ-ღიღინით მივიდა შინ. ძალიან ბედნიერი იყო ბედმა ესე, რომ გაუღიმა! როგორც ჩანს სახლში მარტო იყო. დაქანცული გაწვა საწოლზე და ხვალინდელ დღეზე დაიწყო ფიქრი. უმალ გაახსენდა სანდრო ფილფანი, თითები იმ ადგილას გადაისვა სადაც მამაკაცმა კოცნის კვალი დაუტოვა და მარიას ბაგეები უნებურად ღიმილმა მოიცვა, მაგრამ როგორც კი წარმოიდგინა თუ როგორ თავხედურად მოექცა მამაკაცი წამსვე მოიღუშა. ფილფანზე ფიქრებში გართულს მალევე ტკბილად ჩაეძინა და გადაეშვა მორფეოსის სამყაროში. *** მეორე ოთახიდან გამომავალმა ხმებმა გააღვიძა დოლიძეების ქალიშვილი. ტუმბოძე დადებულ ტელეფონს დაწვდა და საათს დახედა, სამი გამხდარიყო. წამოიზლაზნა საწოლიდან და ოთახი დატოვა. -უი ჩემი ფერია სახლში ყოფილა. რა ქენი შვილომ? ვერ შეგეხმიანე. -მომლოდინე და იმედიანი მზერა მიაპყრო ნინომ ქალიშვილს. -ამიყვანეს დედიკო! -წამოიყვირა მარიამ და დედას მთელი ძალით გადაეხვია. ქალს ბედნიერების ცრემლები წამოუვიდა. გოგონას სახე ხელებში მოიქცია და დაუკოცნა. -არ იტირო დეე.. ნახე მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება! თან ძალიან კარგი კაცია ჩემი უფროსი. -უფალმა გისმინოს შვილო! ამ დროს სააბაზანოდან უმცროსი დოლიძე გამოფრატუნდა. -მარუუუუს. -მარიას დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა დათოს და დაიკოს კისერზე ჩამოეკიდა. -ჩემი ტკბილი ბიჭი. მმ.. რა გემრიელი ხარ ნეტა იცოდე. -ბავშვი უცებ აიტაცა ხელში და დაბუშტული ლოყები დაუკოცნა. -აბა რა ქენი დღეს პატარა პარაზიტო? ისევ ხოარ გააბრაზე ლალი მასწავლებელი?! -გეკადრება? -შეიცხადა დათუჩამ, ეშმაკურად აწკიპა წარბები და ეხლა თავად დაწვდა დის ლოყებს. ნინო ბედნიერი შეჰყურებდა შვილებს და სიხარულის ცრემლებს იწმენდდა. ბოლოს ისიც შეუერთდა თავის ბარტყებს და ორივე გულში ჩაიკრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.