ერთმანეთს ვყავართ
რა კარგია ერთმანეთს რომ ვყავართ! შენ უბრალოდ წარმოიდგინე: მე არ ვარ, შენ ზიხარ მარტო და არავინაა ისეთი, რომ დაელაპარაკო. - შენ სად ხარ? - მე არ ვარ. - ასე არ ხდება... - მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ვთქვათ და მე არ ვარ, საერთოდ არ ვარ და შენ მარტო ხარ. აი რას იზამ? - შენთან წავალ. - სად? - როგორ სად? სახლში. მივალ და გეტყვი: რატომ არ მოხვედი? შენ იტყვი... - აი სულელი, როგორ ვიტყვი, როცა არ ვარ? - თუ სახლში არ ხარ, მაშინ შენ წამოხვედი ჩემთან. გავიქცევი სახლში და შენ აქ ხარ! და დავიწყებ... - რას? - ჩხუბს! - რისთვის? - როგორ რისთვის? იმისთვის, რომ არ გააკეთე რაზეც შევთანხმდით. - და რაზე შევთანხმდით? - აბა მე რა ვიცი? მაგრამ შენ ან ჩემთან ხარ ან შენს სახლში. - ჰო, მაგრამ მე ხომ საერთოდ არ ვარ... გესმის? - აი შენ აქ ხარ! - ეს ეხლა ვარ აქ... საერთოდ რომ არ ვიყო? სად ვიქნები? - ან ჩემთან, ან შენთან. - ეს თუ ვარ იმ შემთხვევაში - ნუ ხო. - და საერთოდ რომ არ ვიყო? - მაშინ ზიხარ მდინარესთან და მთვარეს უყურებ... - მდინარეზეც არ ვარ... - მაშინ წახვედი სადმე და ჯერ არ დაბრუნებულხარ. წავალ ყველაფერს შემოვივლი და შენ გიპოვი! - შენ უკვე ყველაფერი მოიარე, მაგრამ ვერ მიპოვე. - ყველაფერს ზევით - ქვევით გადავატრიალებ და მოიძებნები! - არ ვარ მე, არსად არ ვარ! - მაშინ გამოვვარდები მინდორში და დავიყვირებ "ზ–ღ–ა–ა–რ–ბ–ო–ო–ო–", შენც გაიგონებ და მიპასუხებ... - არა! მე საერთოდ არ ვარ... გესმის? - რას გადამეკიდე? – ეწყინა – შენ თუ არ ხარ, არც მე ვარ..!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.