ჩემი რეალური სიყვარულის ისტორია 2
დიტომ მე პირველი კოცნა მომპარა ^^ შემდეგ კიდევ დიდხანს ვსეირნობდით ვაკის პარკში. ბოლოს სადღაც საღამოს 9 საათისკენ სახლამდე მიმაცილა.კორპუსს რომ მივუახლოვდით მაგრად ჩამეხუტა, დამემშვიდობა და წავიდა. ორშაბათს სკოლაში ისეთი არაფერი მომხდარა,არც სამშაბათს, ოთხშაბათს კი ჩემი დაბადების დღე იყო.მე გადაწყვეტილი მქონდა რომ ჩემს საყვარელ კაფეში წავსულიყავით მე, დიტო, დიანა და დიტოს კლასელი საბა.საბასთან უკვე კარგად ვმეგობრობდი და ჩემთვის იგივე ძმა იყო. სკოლაში რომ მივედი არაფერი არ მომხდარა, მარტო საბამ და დიანას გაახსენდათ ჩემი დაბადების დღე...დიტო არც მინახავს და რაღაცნაირად გულიც დამწყდა.7მა გაკვეთილმა უაზროდ ჩაიარა აი მერე კიი... კლასიდან გამოვედი და ფოიეში რომ მივაბიჯებდი ჩემთან მოვიდა ერთი პატარა ბავშვი,მას პატარა ფურცელი ეჭირა, გამომიწოდა და მითხრა რომ ისრებს გავყოლოდი.დავინახე კედელზე გაკრული ფურცლები,რომლებზეც ისრები წასვლის მიმართულებას მიჩვენებდნენ.ფურცელს დავხედე და ზედ ასო "მ" ეწერა...გამიკვირდა და გავყევი ისრებს. შემდეგ მეორე ბავშვი დამხვდა და მანაც ფურცელი გამომიწოდა რომელზეც ასო "ი" ეწერა...ისევ ისრებს გავყევი. გრძელდებოდა ასე... დამხვდა ბავშვი რომელსაც ფურცელი ეჭირა რომელზეც ასო "ყ" ეწერა, შემდეგ "ვ", "ა", "რ", "ხ","ა", "რ" და ბოლოს დამხვდა ბავშვი,რომელსახ ფურცელზე ეხატა გული წარწერით "დიტო".და ბოლო ისარს გავყევი,რომელსაც ერთ ცარიელ საკლასო ოთახში შევყავდი.შევედი ოთახში,ავანთე შუქი და დავინახე დაჩოქილი დიტო...გამიკვირდა. მერე დავინახე რომ მას ხელში რაღაც პატარა ყუთი ეჭირა,გახსნა და იქიდან ულამაზესი ყელსაბამი ამოიღო, ყელზე გამიკეთა და დაბადების დღე მომილოცა...ძალიან გამეხარდა!მისგან ესეთ რაღაცას ნამდვილად არ მოველოდი. შემდეგ მე დიტო საბა და დიკუ წავედით კაფეში.კაფიდან კი ვაკის პარკში.მე და დიტო სკამზე ჩამოვჯექით. დავინახე საბა რაღაცას ეუბნებოდა დიკუს... მერე მე დიტოს ჩავჩურჩულე: -ისე...ხომ არ გაგვერიგებინა ესენი ერთმანეთისთვის?ნახე როგორ ჭუკჭუკებენ (და გავიცინე) -კაი აზრი კია... (გამიღიმა) მერე დიტომ ერთი იდეა გაგვიზიარა,რომ წავსულიყავით მასთან აგარაკზე. მე ზოგადად მიყვარს ესეთი რაღაცეები ამიტომ ყველაფერი შევათანხმე დედასთან.რადგანაც დედაჩემს ძალიან მოსწონს დიტო და მას ენდობა,უპრობლემოდ გამიშვა,საბა და დიკუც წამოვიდნენ. გზაში ჩიფსები,კოკა-კოლები,ბიჭებისთვის ლუდი,პოპკორნი ვიყიდეთ და ტაქსით ავედით დიტოს აგარაკზე.რადგან სახლს მარტო ორი საძინებელი ჰქონა,გადავწყვიტეთ რომ მე და დიტოს ერთად დაგვეძინდა და საბა და დიკუ ერთად.როცა კინოს ყურებას მოვრჩით ყველა დასაძინებლად წავედით სადღაც ღამის 3 საათზე.მე და დიტოს კიდევ დიდხანს არ ჩაგვძინებია ისევე როგორც დიკუს და საბას. გვესმოდა როგორ იცინოდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და როგორც მივხვდი ერთმანეთს უკეთ იცნობდნენ. მეორე დილას გადავწყვითეთ მე და დიკუმ ტოსტები გაკვეკეთებინა და პირველები ჩვენ ავდექით.ამასობაში საბა და დიტო ერთ ოთახში იყვნენ.როცა კვერცხი მზად იყო მე დავაპირე მათთან შევსულიყავი რომ მეთქვა წამოსულიყვნენ მაგრამ მათი საუბარი გავიგე: -ბიჭო დიანა მიყვარს სიგიჟემდე (საბა) -ვაა მერე მაგას რა ჯობია ეე (დიტო) -ჰოდა რამე ქენი რაა შენ და ანუკი წადით სადმე მაღაზიებში ან რავი მეე და მე და დიკუ მარტოები დაგვტოვეთ და მერე მე მივხედავ მაგას -კაი კაი მიდი როცა საუბარს მორჩნენ მაშინ შევედი და სუფრისკენ მივიპატიჟე.მერე როგორც საბამ თქვა მე და დიტო მაღაზიებში წავედით.სახლში რო დავბრუნდით საბა და დიანა დებილებივით იცინოდნენ მარა არ შევიმჩნიეთ.ცოტა წავიხემსეთ და ისევ წამოვედით ჩვენ-ჩვენ სახლებში.სკოლა ოთხივემ გავაცდინეთ. ასე მხიარულად გავიდა სადღაც ერთი თვე.საბა და დიანა გამოტყდნენ რომ უყვარდათ ერთმანეთი და უკვე შეყვარებულებიც იყვნენ.მერე ჩვენი ოთხეული ავედით მთაწმინდაზე.იქ ვითომ დავქორწინდით და ყველა ერთმანეთის მეჯვარე იყო :დ. ფურცელზე დავაწერეთ მაგ: მე დიტო ახვლედიანი თანახმა ვარ,მოვიყვანო ანა და ვიზრუნო მასზე მთელი ცხოვრება და მერე დიტოს ხელი უნდა მოეწერა იქვე.ამის მერე ერთი კვირის შემდეგ სკოლაში მივდიოდი,როცა დავინახე რომ დიანა ჩემსკენ მორბოდა გამწარებული.მომიახლოვდა თუ არა ეგრევე მომაყარა: -ანუკა!!გოგოო! ხო გახსოვს ის ბიჭი როა რო უყვარხარ რაც გადმოხვედი იმ დღიდან?(დიკუ) -ჰო მერე?(მე) -მერე ის რომ დიტომ გაიგო ეგ და ეხლა უბანში მაგათმა ჩხუბი გამართეს!! ეს გავიგონე თუ არა ეგრევე იმ უბნოსკენ წავიედი.ჰო სხვათაშორის იმ ბიჭს მე უკვე მესამე წელია რაც ვუყვარვარ და ეგეც მეთორმეტე კლასელია-დიტოს პარალელური. მივედი თუ არა დავინახე როგორ ჩზუბობდნენ დიტო და ის ბიჭი. ძალიან გავმწარდი.მერე იმ ბიჭმა დავინახე როგორ ამოარტყა დიტოს მაგარი წიხლი და გაიქცა...ეგრევე დიტოსთან მივედი... დავინახე რომ ყოველი წამით უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა და სასწრაფო გამოვიძახე.მათ დიტო საავადმყოფოში გადაიყვანეს 2 დღით და ეს 2 დღე არ ვცილდებოდი.სულ მასთან ვიყავი პალატაში და ხელები ჩაკიდებულები გვქონა.დიტო კი უბრალოდ მიყურებდა და იღიმოდა.ერთხელ მკითხა: -მართლა უყვარხარ? -კი... -და შენ? -არა -არ მჯერა... -მისმინე...მაგას უკვე მესამე წელია ვუვარვარ და თუ ამდენი ხანი ვერ შევიყვარე ესეიგი აღარ შევიყვარებ!!მე მარტო შენ მიყვარხარ დიტო!! -კაი მჯერა შენი...(გამიღიმა) მერე დიტო გამოწერეს და გამოჯანმრთელდა. სკოლაში დიტო ინგლისურის გაკვეთილზე უფრო ხშირად შემოდიოდა ხოლმე და ახლა უკვე საბასთან ერთად.ინგლისურზე ჩემი კლასი იყოფა ორ ჯგუფად-ერთი ჯგუფი სხვა კლასში მიდი მეორე კი რჩება.ჰოდა მე და დიანა ერთ განაყოფში ვართ.ყველა ბავშვი მარტო ზის. და რადგანაც ჩვენი ინგლისურის მასწი დიტოს და საბას დამრიგებელია და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს,ხშირად ჩამოდიან ხოლმე დიტო და საბა.მე გვერით დიტო მომიჯდება ხოლმე და დიანას კი საბა.მერე დასვენებებზე მე და დიტო სულ ერთად რომ დავდივართ ხოლმე ვხედავ როგორ სკდებიან შურისგან გოგოები ჩვენი შემხედვარე )) ერთხელ შევედი ჩემს ფეისბუქში და ვნახე,რომ ვიღაც გოგო მამატებდა, მეც დავიმატე და რამდენიმე ხანში მომდის შეტყობინენა: -დიტოს არ უყვარხარ,ის უბრალოდ თამაშობს შენით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.