სექსუალური მე (დასასრული)
მადლობაგული საშინლად მიჩქარდება.რას ნიშნავს ეს? რის თქმას აპირებს მიხეილი? -არ გინდა..-ვამბობ და შეცბუნებული სახით ვყუყურებ მამაკაცს. -კარგი,მაგრამ იქნებ...ჩვენ რომ.. -არა-ვაწყვეტინებ და სათქმელს არ ვაცდი. ის პალატიდან გადის და იმედგავრუებული მიუყვება ლიფტისკენ მიმავალ გზას,თვალს ვაყოლებ და რაღაც მწყდება.მგონია,რომ ისევ საწყის ადგილს ვუბრუნდები ისევე,როგორც ძირიდან ავარდნილი ტყვია. *** დღეს გამომწერეს და უკვე სახლში ვარ,თავს შესანიშნავად ვგრძნობ,გახშრებულად მიედინება ჩემს ძარღვებში სისხლი და ადგილიც არ ყოფნის,მგონი.ამას მთელი არსებით შევიგრძნობ და ისეთი საოცარია,რომ ასაღწერად სიტყვებიც არ მყოფნის. ლაშას ჩემი გვარი მივეცი და მგონია,რომ თავიდან დავიბადე,მგონია,რომ ჯერ კიდევ არ მიგემია ხოხვის,სიარულისა და ხტუნვის მიერ გამოწყვეული სიხარული. ერთი კვირა ისე გადის,რომ სამსახურიდან არაფერი მესმის,იმისიც კი მეშინია,ვაითუ,არ დამითხოვონ-მეთქი.მიხეილზე აღარ ვიცი რა ვიფიქრო და საერთოდ ვიფიქრო თუ არა რამე. ფიქრის დრო აღარ არის ჩემს ცისფერთვალება ლაშას ძიძა უნდა ავუყვანო.არ ვიცი რამდენად გაამართლებს ეს,მაგრამ,თუ არ გარისკე,ვერც ვერასდროს მიაღწევ სასურველს.ინტერნეტით ახალგაზრდა ქალს ვეძებ და ვპოულობ კიდეც,სახლში მომყავს და კარგად ვეცნობი,ვაცნობ ლაშას და ვუხსნი,თუ რა უნდა გააკეთოს. მგონი,ესეც მოგვარდა.“ტაქსის“ ვაჩერებ და შიგ ვჯდები.ძალიან ვნერვიულობ,გული ამიდ-ჩამომდის და ლამისაა პერანგიდან ამომივარდეს.ამოღებული ზედა აღარ მაცვია,ღილები ბოლომდე შევიკარი და თმაც მხოლოდ უკან კუდად გავიკეთე.არ მინდა ზედმეტი ყურადღების მოქცევა. სამსახურში შევდივარ თუ არა,თანამშრომლები აღნიშნავენ,რომ ფორმაში ვარ.რაც ვიმშობიარე,ორსულების იოგა „ასპირათი“ შევცვალე. -როგორ ხარ?-მიკითხავს ადმინისტრაციაში მჯდომი გოგონა. -კარგად,თქვენ? რა ხდება ახალი? -რა ვიცი,ვართ ძველებურად.დააკლდი აქაურობას-იღიმის და უფროსისკენ მითითებს.ის ახლა შემოდის კარებში.იღიმის და რას იღიმის.ჯინსები და ტყავის ქურთუკი აცვია,თმა უკან გადაუწკეპავს და ლეპტოპის ჩანთით მოირხევა ჩემკენ. -კეთილი იყოს შენი დაბრუნება-მეუბნება და იღიმის. -მადლობთ-თქვენობით ვსაუბრობ და შემდეგ ვუკვირდები ჩემი მიმართვის ტონს.ეს იმის ბრალია,რაც იმ დღეს მითხრა,უფრო სწორედ,რის თქმასაც იმ დღეს აპირებდა.გული მიქანდება და ქურთუკს ვისწორებ. -თქვენობით?-კაბინეტამდე მომყვება,კარებს მიღებს და თავადაც შემომყვება. -აქ რა ხდება?-ვხედავ,რომ ოთახი მოურთავს,“ბეიბი“-უწერია ყველგან და ათასი ბუშტი მიმოუფანტავს,მაგიდის შუაში შამპანური და ტორტია,რომელზეც დედა-შვილია გამოსახული.ეს ჩვენ ვართ.ნუთუ ჩვენი სურათი გამოიყენა.როდის გადაიღო? -ეს როდის?-გაკვირვებისაგან თვალები მიფართოვდება. -როცა გეძინათ-თლავს მიკრავს-ბავშვიც რომ გყავდეს...-ქურთუკს იხდის და სკამზე კიდებს. -მადლობა-ვეუბნები,ის ჭიქას იღებს და სასმელს მისხამს-უკვე შეიძლება-ამბობს და იღიმის-ეს ტორტი კი „ბეიბის“ წაუღე. -მიხეილ,არ იყო საჭირო.. -ჩუ... -ისე იმ „ბეიბის“ ლაშა ჰქვია. -ლამაზი სახელია...ისტორიული ლაშა-გიორგი ძალიან მიყვარდა ბავშვობაში-ამბობს და ისევ იღიმის. ჭიქას ვართმევს და ვუჭახუნებ,ის ისევ მიღიმის და მიმზიდველად სვამს. *** სახლში ემოციებით დატვირთული ვბრუნდები.მგონია,შევივსე და ვეღარ გავთავისუფლდები იმ განცდათაგან,რასაც ვგრძნობ. -ბებო ჩამოდის-ამბობს ნანა,ბავშვის ძიძა. -ვინ? -დედათქვენმა დარეკა. -ბავშვი ხომ არ ახსენე?-ვეკითხები შეშიენული და შეუმჩნევლად ვიმტვრევ თითებს. -არა,რა ხდება? -დაივიწყე-გავდივართ ჩემს ოთახში და საწოლზე ვემხობი. -მე წავალ-მეუბნება ნანა,რომელიც კარებს მიღმა დგას და არაფერს ვპასუხობ,ის მიდის და სულს ვითქვამ,შევდივარ ბავშვის ოთახში და გულში ვიკრავ,როგორ მომნატრებია. *** დილას მაიას ზარი მაღვიძებს.მან ძიძას მოსვლასაც კი მოასწრო. -გამარჯობა,მაია-ვეუბნები და ვცდილობ ანერვიულება დავმალო. -მაპატიე,რომ ამდენ ხანს ვერ ჩამოვედი..ხვალ გვიან ჩამოვალ და დამხვდი,12-ზე-აკონკრეტებს და იღიმის. -კარგი-მხოლოდ ამას ვეუბნები და ყურმილს ვდებ,აღარ შემიძლია ამდენი ფიქრუ,თავი მიკსდება.დედაჩემი მიხეილს რომ ნახავს რ ავუთხრა,მისი არც შიში მაქვს და აღარც რიდი,თინეიჯერი გოგონა საუკუნეა,რაც აღარ ვარ,მაგრამ მაინც რაღაც მაბრკოლებს,არ ვიცი რა არის ეს რაღაც,მაგრამ მაინც ვგრძნობ,რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ნანას ბავშვს ვუტოვებ და სამსახურში მივდივარ.იმ დღეს უფროსი არ არის,რაღაც შეხვედრა აქვსო მეუბნებიან.როგორც ჩანს,ჩემს გარეშე წავიდა,ადრე სულ მე ვუწევდი პარტნიორობას.გული მწყდება,მაგრამ ახლა ამისთვის ნამდვილად არ მცალია.არ ვიცი დედაჩემს როგორ ვუთხრა,ამდენ ხანს არ გითხარი,რომ შვილიშვილი გყავდა-მეთქი,იქნებ ვერ გამიგოს.იმისი არ მეშიანია,რომ ალექსისგან დავორსულდი,არ მრცვენია ამის გამხელის მაიასთან,მაგრამ მეორე ფაქტი მაბრკოლებს..იქნებ სულ არ უნდოდა მაიას შვილიშვილი,ახლა ის ხომ თანამედროვე და ევროპელი ქალი. გადავწყვიტე,რომ მაინც დავხვდე...ცხოვრების დინებას მაინც გავყევი,შესაძლოა,ვერ ავუწყო ფეხი,უკან ვეღარ გავყვე,მაგრამ მაინც ვცდი..სჯობს,შიში დავსძლიო. დღე უხალისოდ გადის,საღამოს მაშოს ვაკითხავ და ყველაფერს ვუყვები.ისიც ანერვიულებული ჩანს და ვერაფერს მირჩევს.ბოლოს ვფიქრობ,რომ ეს მხოლოდ ჩემი საქმეა და თავად უნდა მივხედო.ჩემს გარდა ვერავინ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.რაც უნდა იყოს,სხვა გამოსავალი არ არის.როცა ოკეანეში ხარ და იცი,ვერ გადარჩები,მაინც ამოძრავებ ხელებს,რადგან რაღაცის გწამს.დიახ,მეც მაქვს რწმენა და,იმედია,ეს რწმენა ფუჭი არ აღმოჩნდება. -ძლიერი ხარ,გამაგრდი..გინდა გამოგყვე?-მეკითხება დაქალი. -არა,არ მინდა..მანამდე აქ დავრჩები და მერე წავალ-მხარზე თავს ვადებ და თვალს ვხუჭავ. -დაღლილი ხარ-ბეჭებზე ხელს მხვევს მაშო -ვაიმე,ძიძა წავა,უნდა დავურეკო,რომ ჩემს მოსვლამდე მარტო არ დატოვოს ლაშა-სასწრაფოდ ვიღებ ტელეფონს და ნანას ვურეკავ.ვეუბნები,რომ ნამატსმივსცემ და ისიც სიხარულით მთანხმდება. *** დრო მალე გადის და ლამისაა გული ამომივარდეს.“ტაქსის“ ვაჩერებ და აეროპორტისკენ წასვლავს ვთხოვ. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი მაქვს,მაია სიმართლეს მოისმენს და მხოლოდ სიმართლეს,სხვანარად არ მინდა,ტყუილების თავიც არ მაქვს,ცხოვრებაში იმდენ დაბრკოლებას ვხვდები,რომ მუდამ ვიბრძვი.დიახ,ეს ბრძლოლაა,ბრძოლა და სასტიკი ბრძოლა.ვინ იცის იქნებ დავმარცხდე კიდეც,მაგრამ,რაც მთავარია,რწმენა მაქვს. მანქანიდან გადმოვდივარ,მძღოლს ვუსწორდები და სწრაფი ნაბიჯით აეროპორტისკენ მივდივარ.მოსაცდელში ვჯდები და საათს ვუყურებ.რამდენიმე წუთიც და ამდენი ხნის უნახავ დედას ვნახავ.რაც უნდა იყოს,ის ვერ გამკიცხავს,მგონი,თავისი „ბოიფრენდიც“ ჩამოჰყავს.ეს მხოლოდ ახლა გამახსენდა.ის საერთოდ არაფერს მეკითხებოდა,როცა მიდიოდა,არაფერს მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე და მეც ასე მოვიქეცი..საკუთარ თავს ვამართლებ ან გამართლება რაში მჭირდება. კოკა-კოლას ვყიდულობ და რამდებიმე ყლუპს ვსვამ,ძალა მჭირდება,ნერვიულობისგან სიარულს ვიწყებ და აი..მაიაც ჩანს,ის მარტო არ არის.ვხედავ,რომ მამაკაცთან ერთად მოდის.იმედია,თავის კაცს ჩემს სახლში არ მოიყვანს. -იზ..-ჩემკენ მოდის და მეხვევა,მეც ვშლი ხელებს და მოკრძალებულად ვეხვევი. -ეს ზაკია-იღიმის მაია და პარტნიორზე მანიშნებს. -ზაკი..ლამაზი სახელია..-ხელს ვართმევს და ვუღიმი,გულში არ მსიამოვნებს ეს ფაქტი.ალბათ,ამავერ იგრძნობს მაია,როცა გაიგებს ჩემს ამბავს,მაგრამ ლაშა..ბავშვები ხომ წამლები არიან.ჩემი „ბეიბი“ ბებიას ყველაფერს დაავიწყებს.როგორც ჩანს,ახალი რწმენა მემატება,ეს გასაოცარია. -წავედით,ჰო?-მეკითხება ინგლისურად ზაკი. -„რა თქმა უნდა-ინგლისური კარგად ვიცი,წყალივით ვსაუბრობ და,მგონი,მშობლიური ენასავით თუ არა,თითქმის მასე ვიცი. „ტაქსის“ ვაჩერებ და ყვეალნი ვსხდებით.ნერვიულობა მიპყრობს,მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.როგორმე უნდა დავიმარტოხელო მაია და ყვეალფერი ვუამბო.გონებაში გეგმებს ვაწყობ,იმედია,ყევალფერი გამომივა. ზაკსა და მაის დიდ დივანზე ვათავსებ,ამდენი საწოლი სახლში არ მაქვს.ისიც კარგად ეწყობიან და მეც მარტო ვტოვებ.ჩემს ოთახში გადვივარ და ვფიქრობ.ადრე ამას ვერ ავიტანდი.ახლა კი ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში,რომ დედაჩემმა ცხოვრება თავიდან დავიწყო,იქნებ მეც მეცადა იგივე,ისევ მიხეილზე მეფიქრება და სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება,იქნებ ის არის ის,ვინც მჭირდება. ღამეს თეთრად ვათენებ,ადრე ვდგები და მაიას ვაღვიძებ.ვეუბნები,რომ სასწარაფოდ უნდა ველაპარაკო,ამის გადადება აღარ შეიძლება. -რა მოხდა? მეძინებოდა,შე ქალო.. -მაია,გავედით..-სამზარეულოში გამყავს და სკამზე ვსვამ.ნერვიულობას ვიშორებ და ვცდილბ ყველაფერი ვუთხრა. -სალაპარაკო გვაქვს..ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი.მრავლობითში საუბრით,სიტუაციას ვმუხტავ და ოდნავ ვმშვიდდები კიდე,მგონი. -მართალი ხარ...ზაკს ვხვდები და უბრალოდ მაპატიე,რომ... -მესმის,არაფერია,უბრალოდ.. -რა უბრალოდ? -მეც ვხვდებოდი ერთ ბიჭს.. -მერე? -ორსულად დარჩი და ეს მერე გავიგე,რაც ის მივატოვე.. -მერე? -გავაჩინე... -ღადაობ? ბებია ვარ? დამაბერე?-ისტერრიული სიცილი უტყდბეა. -ბავშვს განახებ-ლაშა თავისი საწოლიდან ამომყავს. -რა ჰქვია? რა ლამაზია..-აღტაცებას ვერ მალავს მაია. -ლაშა ჰქვია. -ბავშვს გულზე იკრავს და ლოყებს უკოცნის..ყოჩაღ! ძლიერი ხარ,ასეც უნდა მოქცეულიყავი..-მისი სიტყვები მამხნევებს და ძალას მმაპტებს. -მადლობ,რომ ჩამოხვედი.. -დედის გული...-მკოცნის და ზაკისკენ მიდის.ვხვდები,რომ უნდა სიხარული გაუზიაროს.იმ დღეს ძიძას ვითხოვ,რადგან მაიას უნდა ბავშვთან ყოფნა.მითხრა,მე და ზაკი გავასეირნებთო და მეც ძალიან კმაყოფილი ვარ. სამსახურის გზაზე მაშოს ვუყვები მომხდარს და ისიც ძალიან ბედნიერდება. -მიხარია,მიხარია..-ამბობს და ემოციებს ვერ მალავს. -მადლობ,ჩემო გოგო..-ვუთიშავ და მანქანიდან გადმოვდივარ.ისეთ კარგ ხასიათზე ვარ,როგორც არასდროს. კაბინეტის გზაზე მეღობება მიხეილი და სული მეხუთება..ნუთუ ის არის,სად იყო გუშინ. -როგორ გყავს „ბეიბი?“-ღიმილით მეკითხება უფროსი. -ბებიასთან არის-სიხარულს არ ვმალავ. -დედაშენი ჩამოვიდა? კარგია..-სახე უნათდება და კაბინეტში მომყვება. -კი-ვპასუხობ და ჩანთას სკმაზე ვდგებ. -დაგეგხმარებ გახდაში-მანტოს მხდის და საკიდზე მიკიდებს. -მადლობ..-ვპასუხობ. -იმ დღეს რაც გითხრა,სიმართლე იყო..-ამბობს ანერვიულებული ხმით..-გრძნობები მაქვს და ამის დამალვარ არ ვაპირებ,მით უმეტეს,ახლა,როცა გვერდში დგომა გჭირდება. მთელი სხეულით ვკანკალებ და ფეხები მეკეცება,ნუთუ ამას მიხეილი ამბობს. -არ ვიცი,რა ვთქვა. -არც არის საჭირო. -ახლა წავედი და იფიქრე ამაზე.ვფიქრობ,შენს იმავეს უნდა გრძნობდე. *** -რა?-მეკითხება მაშო. -გოგო,მეც იმასვეს..ასეა ჰო.. -აღიარე არა? -რა ვუთხრა? -არაფრის თქმა არ არის საჭირო,ყველაფერი კარგად იქნება. -წავედი ახლა,სპორტდარბაზში მადგვიანდება-ჩანთას ვიღებ და მაშოს ლოყებს ვუკოცნი. -როგორ ხართ?-ვურეკავ მაის. -ისე კარგად,როგორც არასდროს-მპასუხობ და კისკისებს. -მიხარია... *** ერთი კვირა იდეალურად მიდის,სამსახურში ყველაფერი კარგად არის და სახლში ყველაფერი ისეა,როგორც იდეალურ ოჯახს შეშვენის. -როგორ არის პატარა?-მაშო ინახულებს ლაშას და მაიასაც ეცნობა. -კარგი გოგო ხარ-მგონი,მაია ისე უწევს ბავშვს ბებიობას,როოგრც ჩემთვის არ გაუწევია დედობა. -ალბათ,დანაშაულს ვისყიდი არა?-ინგლისურად მეკითხება,ჯერ ზაკს უყურებს და მერე მე.მე და მაშოს გვეცინება,ბოლოს ზაკიც გვყვება. -უნდა გავიდე-საქმა მაქვს-ფეხზე დგება და მიდის. -წვეუელბა უნდა მოვაწყოთ..ძალიან მაგარი ადგილი ვიქირავე-ამბობს მაის და ჩემს სახეს აკვირდება. -მართლა? მაგრამ ახ;ლა ბევრი საქმე მაქვს.. -საღამოს,იზ..-ამბობს და ლაშას გულში იკრავს. -უმაგრესი იდეაა-ემოციებს ვერ მალავს მაშო. -კარგი,მადლობ..არ მეგონა,ასე თუ წავდიოდა ყევალფერი..-კკმაყოფილი სახით ვუყურებ მაიას და უნებურად მეღიმება-ლაშას დავაძინებ-ფეხზე ვდგები და ბავშვში ხელში ამყავს,მისგან ისეთი ძლიერი სითბო მოდის,რომ სიტყვებითაც კი ვერ აღვწერ,საოცარი რამ არის ცხოვრება და უფრო საოცარი,როცა ვინემს ცხოვრები ავტორი თავად გქვია. *** კვირას მიხეილთან ერთად შეხვედრაზე მივდივარ,მიხარია,მაგრამ ვღელავ წვეულებაზე არ დავაგვიანო. -რვამდე მორჩება,ჰო?_ვეკითხები საჭესთან მჯდომს. -კი-თავს მიქნევს-რა ხდება რვაზე? -„ბეიბის“ წვეულებაა.დედაჩემი აწყობს-ვუღიმი და თვალებში ბედნიერება მეხატება. -მიხარია,რომ ასეთს გხედავ-ამბობს და ხელს ხელზე მისვამს. შეხვედრაზე თვალებით მჭამს ჩემი უფროსი,როცა შესძლებს ხელს მკიდებს და მწვავს.მისი შეხება ჩემთვის ყველაფერზე მხურვალეა და ეს თავგზას მაკარგვინებს. -იცი,წარსული მეც მაქვს-მეუბნება უკანა გზაზე. -ვის არ აქვს-ვამბობს და ფანჯრიდან ვიხედები. -ცუდი წარსული..მიმატოვეს და დამამმცირეს..-ნაღვლიანი თვალებით ამბობს. -ვწუხვარ-ვპასუხობ და თვალს ვარიდებ. -უბრალოდ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ,გავიფერადოთ და წარსულის დედაც...-პირზე ხელს უფარებს და ბოდიშს მიხდის. -არა,რა ბოდიში..მაგის დედაც..-სიცილი მიტყდება,მაგრამ მისი ხელი მაჩერებს,მანქანა ჩერდება და ჩემი გულსი ცემაც მას ბაძავს. -იზ..შემომხედე-ნაწყვე-ნაწყვეტ ამბობს და ჩემს თავს ხელებში იქცევს,ჩემკენ იწევა და ტუჩებზე მეხება..ეს საოცარი შეგრძნებაა,კისერზე ხელებს ვხვდევ და კოცნაში ვყვები.არაფერი და არავინ მაინტერესბეს,მე ეს მინდა და მე ეს მსიამოვნება,დანარჩენის დედაც,როგორც მიხეილი იტყოდა. მისი კისერი მხურვალეა და შეჩერება არ შემიძლია ან რატომ უნდა გავჩერდე...ძლიეად მკოცნის და ქურთუკის ქვეშ ხელებს მიცურებს,ვთბები და თან ნვიყინები..ეს შეგრძნება ბოლოლმდე მავსებს ადრენალინით და ენდოფირიც თავისით პოულობს გზას..ასეთი რამ ჯერ არ მიგრძვნია..ვგრძნობ,რომ ის მჭირდება,რომ ის საშინლად მაგიჟებს და ის ჩემთვის მნიშვნელობანია...თუ ამას დაარქვეს სიყვარული,დაე,ასე იყო..რა მნიშვნელობა აქვს ეს რა არის,მე ის მჭირდება.. ქურთუკს მხდის და ზემოდან მექცევა..მის ხელებს ვგრძნობ ზედის ქვეშ და სუნთქვა მეკვრის,ეს ხომ საოცარი შეგრძნებაა...მეც ვაცურებ ხელებს მისი პერანგის ქვეშ და უფრო ვნებიანად ვკოცნის ისევე,როგორც ის.. გავარვარებული ტუჩებით ჩაუყვება ჩემს სხეულს და მგონია ლავაში ვინთქევი..თავი ბუხარი მგონია და ისეთ რამეებს ვგრძნობ,რაზეც არც კი მიოცნებია..თავი სექსუალურ სიზმარში მგონია...არა,ეს სიზმარზე უეკთესია,საოცარი რამ არის... საბოლოოდ თავს თავისუფლად ვგრძNობ,არაფერი მაცვია და მხოლოდ მიხეილს ვხედავ,მისი სხეული მაგიჟებს და გაგიჟებით ვკოცნი,სახიდან მის კისერს ვაწყდები და სუნთქვა მეკვრის.. სასიამოვნო შეგრძნებათა ციკლი იწყება..ჩევენი კამყოფილი იხმები ერთმანეთს ერევა და რეალობას ვწყდებით. *** ერთმანეთს უხმოდ ვშორდებით და წვეულებაზე შევდივართ..მომხდარით ისეთი გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ,რომ მთელი სხეულით ვკანკალებ.არ ვიცი ეს აღელვება როგორ დავმალო ან კი შემიძლია მისი უგულებელყოფა. -როგორ ხარ?-მკოცნის მაშო. -საოცრად.-ვპასუხობ და საპირფარეშოში გამყავს. -რა იყო? -უნდა მოგიყვე-ყველაფერს ვუყვები და ის მხოლოდ მიღიმის... -გეტყობოდა..-ამბობს და მომყვება გარეთ,სადაც ლაშა და მაის უნდა ვნახოთ. საღამო შესანიშნავად მიდის და ყვეალფერი იდეალურია,თავი ზღაპარში მგონია...არა,ეს მასზე უკეთესია.. ამდენი ემოცია ერთდროულად წარმოუდგენელია..ამდენი რამ თითქოს ბოლოს მიღებს.. *** მიხეილი სავახშმოდ ნპატიჟობს და გულს მიშლის..ეს საოცარი რამ არის.თავს ვერ ვიკავებ და მეც ვანახებ,რომ მის მიმართს საშინლად საოცარ რამეეს ვგრძნობ.. -მიხარია...-ამბობს და ემოციურად მკოცნის,შემდეგ გარეთ გავდივართ და სუფთა ჰაერზე სერინობთ მთელი რამდენი საათი,შემდეგ მის სახლში მივდივართ და ისევ საოცრად ვატარებთ ღამეს.. *** ხშირად გამეორება საოცარი რამ არის,ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები და მამაკაცის ზურგს ვეკვრი. უკვე რამდენი ხანი გასულა..მალე ლაშა ოთხი თვის გახდება..მალე აპრილი დადგება,ჩემი დაბადების დღე. *** მაია და ზაკი ერთად მილოცავენ დაბადების დღეს,წიანსწარ დამირეკეს,რადგანმერე ვეღარ მოახერხებდნენ..მიხარია,რომ ასეთი თბილები არიან..ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ოჯახი შევიძინე.განა ასეც არ არის.. თორმეტზე საოცარი სიუპრიზი მხვდება..მეგობრები შემოდიან და ტორტით მილოცავენ დაბადების დღეს,მეორე მხრივ კიდევ აივნიდან შემოდის მიხეილი და ტორტით „რა ლამაზი დღეას“ მღერის..საოცარი რამ არის..ისე ვიბნევი,რომ სიცილი მიტყდება.ვერ ვჩედები.. -დაემთხვა..-ამბობს მაშო. მიწევს,,მეგობრებს მიხეილი წარვიუდგინო.. მთელ ღამე მხიარულად ვათენებთ,დილას კი ლაშა მაღვიძებს. -მე მივხედება..-მიხეილს ბავშვი ხელში აჰყავს და არწევს. -გიხდება-ვეუბნები და თვალს ვუკრავ. -ძალიან მიყვარს ბავშვები...-მპასუხობს და შუბლზე მკოცნის.. *** ჩვენი ურთიერთობა უფრო თბილი და სათუთი ხდება.. გამიგონია,რომ სექსის მერე ყველაფერი უფრო უკეთ მისი..ეს იქნებ მართალითაა.როცა წყევილები აღარ ფიქრობენ სექსუალურ რამეების აუხდენლობაზე,უფრო თბულები და გულმოდგონენი ხდებიან,მათთვის უფრო მნიშვნელოვანი რამეები იღვიძებს..მგონი,ასეცა... *** მიხეილის გვერდით მეღვიძება და კმაყოფილად მეღიმება,როცა ჩვენს შუა ლაშას ვხედავ..ისევ მეფიქრება ბავშვის მომავალზე,ის ხომ უკვე ექვსი თვის ხდება.. ზაფხულის ჰაერს ფანჯრიდან ვუშვებ და სამზარეულოში გავდივარ..რამეს მოვუმზადებ მიხეილს...მინდა,ჩაი დავდგა,მაგრამ რაღაც ხელს მიშლის..ეს ტელეფონის ხმაა. -ვინ არის?-ანერვიულებული ხმით ვპასუხობ. -საავადმყოფოდან ვრეკავ. -რა ხდება?-ვერ ვხდები,ვინ უნდა იყოს.. -თქვენი ნაცნობი ცუდად არის და თქვენი ნახვა უნდა სასწრაფოდ.. -რა?-ისევ ვერ მოვდივარ გონს. -ალექსი უნდა ერქვას..ავარიაში მოჰყვა..-ვიმეორებ გულში და ტელეფონს ვთიშავ,უნდა წავიდე.რაც უნდა იყოს,ის ცუდად არის,იქნებ კვდება კიდეც.. მიხეილს არ ვაღვიძებ,მისი მანქანის გასაღებს ვიღებ და მანქანას ვქოქავ.წერილს ტუმბოზე ვტოვებ და,იმედია,ნახავენ. *** პალატაში შევდივარ და მას ვხედავ..ამდენი ხნის მერე მაინც ვცნობ,არ შეცვლილა.. -მოვკვდები და მინდა მენახე..-ამბობს და თვალს ძლივს ახელს.ალბათ,ამისთვის მთელი ენერგია დახარჯა. -ასე ნუ ამბობ..-ვეუბნები და სევდიან თვალებში ვუყურებ. -როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები?-ჩვეულებრივ კითხულობს და თვალს ხუჭავს-ასე უფრო იოლია,მიჭირს გახელა..-ამატებს სევდიანი ხმით. -არაუშავს..ყველაფერი კარგად არის..-ვეუბნები და არ ვეკითხები რა დაემართა. -ავარია იყო,დავეჯახეთ მანქანები..-სასომიხდილი ამბობ. -რაღაც უნდა გითხრა...-გადავწყვიტე ლაშაზე ვუთხრა..სიკვდილის წინ მაინც გაიგოს,იქნებ რამის იმედი მიეცეს და უფრო ძლიერი წავიდეს.. -რა?-მეკითხება და თვალს ახელს.. -შენგან ორსულად დავრჩი..შენი შვილი მალე ექვსი თვის გახდება,სულ რამდენიმე დღეში.. მის თვალებზე ცრემლებს ვხევდავ...ის სევდიანად იღიმის.ალბათ,ბევრ რამეს ნანობს..მისი ცხოვრება ხომ მალე დასრულდება.. ძნელია,ყველაფერზე ფიქრი და უფრო ძნელია,როცა იცი,რომ უნდა იფიქრო,მაგრამ ისიც იცი,რომ ამას ფიზიკურად ვეღარ შესძლებ,რადგან სიკვდილის ანგელოზი მანამ დაგიჭერს,სანამ შუა გზაში მიხვალ ან იქნებ უფრო ადრედაც მოხდეს ეს.. -არ მჯერა...მაპატიე...-ამბობს. და თვალს ხუჭავს.. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ნუთუ ამით რისი თქმა სურდა. -ძლიერი ხარ,შესძლებ-ხელს მჭიდებს პაუზის შემდეგ და სუნთქვა ეკვრის. -დაგვეხმარეთ!-დახმარებისთვის ვეძახი ექიმებს და გარეთ გადვივარ,იატაკზე ვეშვები და მახსენდება ალექსი,რომელიც მუდამ თავისუფალი და ლაღი იყო.მისადმი არანაირი გრძნობა არ მქონია,მაგრამ მაინც მეცოდება.არ მინდა,რომ ეს სილაღე და ეს თავისუფლება დაიკარგოს.ესენი ხომ ძალიან ცოტა ადამიანს აქვთ. ის მისი მამა იყო! ალექსი..გული მიგრძნობ,რომ მალე აღარიქნება.საათები გადის და არაფერის ისმის,საოპერაციოდ შეიყვანესო-მითხრა ერთმა ექიმმა,მას ემრე ვზივარ და ვიცდი,აი უკვე მოსაღამოვდა კიდეც. ტელეფონის ხმა მესმის,ვიღებ..ეს მიხეილია,ანერვიულებული ჩანს. -სად ხარ? რატომ არ დარეკე? -მაშოსთან-ვატყუებ და ჰორიზონტს უემოციოდ ვუყურებ. -არა,მაშოს დავურეკე. -რატომ ნერვიულობ? მერე აგიხსნი კარგი? -არა,იზ..მითხარი,იქნებ დაგეხმარო. -ვერ დამეხმარები-კატეგორიულად ვეუბენები. -არა,მითხარი.. -ვერა-ვუთიშავ და ტირილს ვიწყებ.ცრემლები თავისით პოულობენ გზას,ამიტომ სულ არ მიტირს მათი ყრა. საათები გადის და არაფერი ისმის,ისევ რეკავს მიხეილი და ისევ არ ვპასუხობ.. *** თავი ჩარგული მაქვს მუხლებში და ხელები თავზე მიდევს.ამ დროს ექიმი მოდის და მომმართავს,ვიხედები და ფერი მეცვლება,მის სახეზე შეძრწუნებაა ასახული. -მოკვდა ჰო?-ვეკითხები პატარა ბავშვივით,რომელმაც სიკვდილის შესახებ ეს-ესაა გაიგო. -ყვეალფერი გავაკეთეთ-ისევ მესმის ეს საშინელი ფრაზა..სწორედ ამიტომ მძულს ადამიანის შესაძლებლობები,ის ვერასდროს გააკეთებს იმას,რასაც ყევალფერი ჰქვია..მისთვის ყველაფერი ძალიან მცირე რამ არის,შემოსაზღვრულია და ვერ სცილდება ძლივს შეკოწიწებულ ფარგლებს.. ექიმი მშორდება,გული მეკუმშება და ჰაერი მეცოტავება..მტკივა,მაგრამ არ ვტირი,ამის ძალაც არ მაქვს,ჰაერი არ მყოფნის და ფანჯარასთან მივდივარ..ესეც მოჩვენებითობაა,ჩვენ,ადამიანები ხომ მუდამ ასე ვიქცევით..ნეტავ რა არის რეალური ამ ჩამჟავებულ სამყაროში.. ფერები,ფერები და ისევ ფერები...ისევ ირევა ჩემ თვალწინ..უეცრად ხელის შეხებას ვგრძნობ და ფეხზე ვდგები. -უნდა წახვიდეთ ან რამე..-მეუბენება ექიმი. -სად ვარ?-თვალებს ვიფშვნეტ. -კარგად ხართ?-თავს ვუქნევ და კიბეებისკენ მივდივარ.ლიფტი აქეთაა,სწრაფად უნდა წავიდე,ალბათ,ნერვიულობენ სახლში.უამრავი გამოტოვებული ზარია შემოსული.გულში ნაღველი მიასგმაგდება,როგორ უეცრად ევლინება ადამიანი ქვეყანას და როგორ უეცრად მიდის. მიხეილს ვურეკავ,მხარში დგომა მჭირდება,ის მე მიგებს,გამიგებ..ვიცი,რომ მუდამ ასე იქნება..ვურეკავ და იღებს,ხმა აკანაკლებული აქვს. -რა ხდება,იზ? -მოდი-მისამართს ვეუბენბი და ვთიშავ. ვიცი,რასაც განიცდის,მაგრამ მეტის ახსნა უბრალოდ არ შემიძლია.საავადმყოფოს წინ ვჯდები და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებ.წუთებს ვითვლი,ნეტავ დრო მალე გავიდეს..იქნებ მიხეილმა მიშველოს,მისი გამოხედვა,მისი შეხედვაც კი ნუგეშია ჩემთვის.. მთვარეც ჩნდება,ის საოცრად ანათებს..ანათებს ისე,როგორც არასდროს.. -რა ხდება?-ზურგიდან შეხებას ვგრძნობ და მიხეილს ვეხვევი,ის საშინლად ცივია და საშინლად ცივი.ამ ორ კონტრასულს ერთდროულად ვგრძნობ.. -რა მოხდა?-ისევ იმეორებს და ხელებს ძლიერად მხვევს,თითქოს ეშინია,ვინმემ არ წაართვას ჩემი თავი. -ალექსი ავარიაში მოყვა და...-ცრემლებით ხვდება,რაც მოხდა,მაჩერებს და გულში მიკრავს. -დაწყნარდი. -მოდი,სახლში წავიდეთ,დავწვეთ..თავი მისკდება.. -უნდა დაგერეკა-მეუბნება და მანქანისკენ მივყავარ,ხმარზე ვეყრდნობი და თავს ვადებ.უკანა სკამებზე მაწვენს და მანქანას ძრავს. *** დილას,თვალს ვახელ თუ არა,მიხეილის სახეს ვხედავ.მსიამოვნებს მისი ცქერა და სასიამოვნოდ მეღიმება. -ლაშა რას შვრება?-ვეკითხები და თავს მხარზე ვადევ.როგორი სველია,ეტყობა,ახლა გამოვიდა სააბაზანოდან. -სძინავს..ჩავიცვამ..-ამბობს და დგება. -არა,ასე ძალიან საყვარელი ხარ. -სამსახურში გვაგვიანდება. -დღეს კვირაა-ვეუბენები და თვალებს ვქაჩავ. -კარგი,მაცადე კბილებს გამოვიხეხავ..-გადის სააბაზანოში და დიდ ხანს არ ბრუნდება. ცოტა ხანში გამოდის,ისევ პირსახოცშომოხვეული და მიღიმის,მიყურებს და ისევ მიღიმის,ჩემკენ მოდის და გვერდით მიწვება.. -ცხოვრება უცნაუროებითა და მოულოდნელობებითაა სავსე..-ამბობს და ზემოდან მექცევა,მიყურებ და ისევ იღიმის. -ვიცი ჰო..-სევდიანად ვუსწორებ თვალს და მასში ვიკარგები. -რაღა უნდა გითხრა... -რა? -მაცადე..უნდა მოვიკრიბო ენერგია. -დაიცა,სააბაზანოში რას აკეთებდი,აბა? -კიდევ მჭირდება ცოტა დრო..-მისი ჩაფიქრებული გამომეტყველება მატყვევებს. -აუ რა გჭირს-სიცილი მიტყვედა,მაგრამ მალავე მაჩერებს მისი დასერიოზულებული სახე.ვგრძნობ,რომ სუნთქვა გახშირებულა და ინტერესით აღსავსე მზერას ვესვრი. -მინდიხარ,მჭირდები და მხოლოდ შენთან მინდა, განვლო დარჩენილი ცხოვრების წლები.ისე,როგორც ერთ დროს შევექცეოდით მხურველა სასმელს,რომელიც ყელზე სასიამოვნოდ გველამუნებოდა,მინდა უკანშირდებოდეს ჩვენი სხეულები და სულები ერთმანეთს,ამიტომ უნდა გკითხო:იზ,ცოლად გამომყევბი... დასასრული. ___ ველი შეფასებებს. მადლობა ყველას,მიყვარხართ. საჩუქრები თქვენკენ. მალე საახალწლო ისტორიასაც შემოგთავაზებთ და თან ნამდვილს,რეალურ ამბავზე აგებულს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.