ჩემი რეალური სიყვარულის ისტორია 3
ამ შეტყობინებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,თუმცა ცოტა ხანში მაინც ავნერვიულდი.დიანას დავურეკე რომ მოსულიყო ჩემთან და ორ წუთში ჩემს გვერდზე აღმოჩნდა.მოვუყევი ყვეკაფერი ამ მესიჯის შესახებ და მითხრა: -დაიკიდეე უბრალოდ მორიგი შურიანი გოგოა -კი მაგრამ... -რა მაგრამ?! -რადა ის მაგრამ რო ესე უბრალოდ, უმიზეზოდ ხომ არ მომწერდა? -კი! -აუუ რავიციი -არ იცი კი არა დაიკიდე რა.დიტოს არაფერი არ უთხრა -კაი,ვნახოთ. დიანაც საღამოსკენ წავიდა.მერე წამოვწექი და ყველაფერზე დავფიქრდი.ამ შეტყობინებაზეც და გადავწყვიტე რომ არ მენერვიულა. მეორე დღეს ყველაფერი ჩვეულებრივი იყო.დიტოსთვის არაფერი არ მითქვამს ისე გამოვედით სკოლიდან.დიტომ ბოლოს შემამჩნია რომ რაღაცაზე ანერვიულებული ვიყავი და მკითხა: -რა გჭირს ანუკა? -არაფერი... -კაი რაა ხო იცი რომ ვერ გამომაპარებ -კაი,გუშინ ფეისბუქში ერთმა გოგომ დამამატა... -მერე მაგაზე ნერვიულობ?? -არა დიტო!დამაცადე! -კაი ჰო ჰო მიდი -მერე 2 წუთში მომივიდე მესიჯი.იმ გოგომ მომწერა "დიტოს არ უყვარხარ,უბრალოდ თამაშობს შენით"-ო -მერე ეგ გჯერა? -არ ვიცი... -აუუ ანუკა კაი რაა.რა არ იცი!მე მარტო შენ მიყვარხარ! მიყვარხარ და არა გეთამაშები! -და მე რავიცი რომ შენ მართალს ამბობ და ის გოგო ტყუის? -ეხლა მისმინე!ერთი წელია რაც ერთად ვართ და კიდე არ მენდობი გოგო? შენ თუ ეგრე დაუჯერე ყველა შურიანს მაშინ მთლად გაგიფრენია! -კაი ჰო...მჯერა შენი -ჰოდა ძაან კაი. დიტომ სახლამდე მიმაცილა,დამემშვიდობა და წავიდა.ძალიან დაღლილი ვიყავი. ჩავრთე ნოუთბუქი და შევედი ჩემს ფეისბუქში.იმ გოგომ ისევ მომწერა: -არ დაუჯერო!ტყუის ყველაფერს. მერე მეც მივწერე: -და შენ რა იცი? -უბრალოდ მენდე -არა ბოლო მესიჯის მერე ნერვები მომეშალა და დავბლოკე ეს გოგო.მერე მუსიკები ჩავრთე და როცა მუსიკით გული ვიჯერე მეცადინეობას შევუდექი. ამ მესიჯების შესახებ არაფერი მოვუყევი არც დიტოს,არც დიანას და გავიდა ერთი თვე. ყველაფერი დავივიწყე.მე დიკუ დიტო და საბა ისევ ისე ვსეირნობდით ხოლმე სკოლის მერე ვაკის პარკში. ასე გავიდა კიდევ ერთ წელი. მე უკვე 16ის ვიყავი,დიტო 21ის. ჩემი და დიტოს სიყვარულის ახსნიდან უკვე 3 წელი რამდენიმე დღეში შესრულდებოდა. მე და დიკუ დავეხეტებოდით მაღაზიებში რამე კაბის ასარჩევად. ბოლოს ვიყიდეთ შავი მუხლებს ოდნავ აცდებილი კაბა.მოტკეცილი არ იყო. ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა ეს დღე. დიანა სულ ჩემთან იყო ეს დღეები. ძალაინ ნელა იწელებოდა დღეები. და აი! დადგა ის სანატრელი დღე.სამწუხაროდ იმ დღეს სკოლა მქონდა და დილით ადრე მომიწია ადგომა. ჩვეულებბრივი სკოლის ტანსაცმელი ჩავიცვი,ჩანთა მოვიკიდე და გავედი სკოლიდან. სკოლასთან დიკუ შემხვდა და ერთად ავედით კლასში. ისეთი არაფერი მომხდარა სკოლის პერიოდში. 7 გაკვეთილი უაზროდ იწელებოდა. გაკვეთილები დამთავრდა და კლასიდან გამოვედით.იქვე პატარა გოგონა დამხვდა ვარდით ხელში,ვარდი გამომიწოდა და მიმართულება მანახა საითაც უნდა წავსულიყავი.მერე მეორე ბავშვი დამხვდა ვარდით ხელში,მანაც იგივე გააკეთა. ბოლოს ძირს დაფენილი ფურცლები ვნახე ერთ ფურცელს ეწერა "მ" მეორეს ისარი,რომელიც მიჩვენებდა საით წავსულიყავი. მესამეს "ი", მეოთხეს ისარი.მერე წარწერებიანი ფურცლებით გამოვიდა სიტყვა "მიყვარხარ" ბოლო ფურცელს გავყევი და შესახვევში დიტო დამხვდა წითელი ვარდებით და პატარა ყუთით ხელში. ძალიან გამიხარდა. სიხარულისგან დიტოს ყელზე შემოვეხვიე. მან ვარდები გამომიწოდა,და პატარა ყუთი გახსნა. იქიდან ულამაზესი ყელსაბამი ამოიღო,რომელსახ ეწერა "დ & ა" ეგრევე მივხვდი ამ ასოების მნიშვნელობას-"დიტო & ანა" დიტოც გახარებული მიყურებდა. მერე დიტომ თავის მანქანაში ჩამსვა და წავედით კაფისკენ. გზაში დიტომ მითხრა: -იქ დიანა და საბა დაგვხვდებიან და წინაღმდეგი ხომ არ იქნები? -არა პირიქით.ძალიან გამიხარდა (გავუღიმე) -მაშინ ძალიან კარგი (მითხრა და ხელი ჩამჭიდა) გზაში არც გვილაპარაკია.იქ რომ მივედით მართლაც დიკუ და საბა დაგვხვდნენ. დიანას ლამაზი მოკლე შაბიამნის ფერი კაბა ეცვა. არც კი ვიცოდი როდის მოასწრო ყივდვა. დიტოს და საბას კი შარვალ-კოსტუმები ეცვათ. მერე ყველანი მაგიდას მივუსხედით. დღევანდელ ამბებზე გამახსენდა ჩემი დაბადების დღე 3 წლის წინ. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო: სკოლის მერე პატარა ბავშვები ფურცლებით ხელში,რომლებზეც ასოები ეწერე და ამ ასოებისაგან შემდგარი სიტყვა "მიყვარხარ" ისრები,რომლებიც მიმართულებას გიჩვენებდნენ საით წასულიყავი და ბილოს პატარა ოთახში შევედი,სადაც დიტო დამხვდა,პატარა ყუთით ხელში. ამ ყუთში კი ყელსაბამი იყო... ამ ფიქრებით ძალიან გავერთე და მეღიმებოდა. მერე დიტოს ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან: -ანუკა? -აა? ჰო, რა იყო? -რაზე ფიქრობდი? (გამიცინა) -იმაზე,რაც 3 წლის წინ მოხდა ჩემს დაბადების დღეზე.იგივენაირად მომილოცე (გავუღიმე) -ჰო... მერე ჩაირთო ნელი მუსიკა... საბამ რათქმაუნდა დიანა დაპატიჟა დიტომ კი მე. ძალიან მსიამოვნებდა დიტოსთან ახლოს ყოფნა. მასთან მე თავს დაცულად ვგრძნობდი. ვცეკვავდით და ვუღიმოდით ერთმანეთს. ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.ღიმილი ჩვენთვის სიტყვებზე მეტი იყო...ღიმილი ჩვენთვის უფრო მეტს ნიშნავდა და სიტყვებზე მეტ რამეს ამბობდა. ცეკვის დასასრულისკენ დიტოს ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა... დიტოს სახეზე ანერვიულება შეემჩნია. მისი საუბარი დაახლოებით ასეთი იყო: -დიახ გისმენთ. -... -რააა?! რა მოუვიდა? -... -ახლა როგორ არის?! -... -სად წაიყვანეს? -... -ახლავე მოვდივარ!!! მე გაკვირვებული ვუყურებდი დიტოს. ბოლოს ახსნა მოვთხოვე: -დიტო რა მოხდა?? -დედაჩემი საავადმყოფოში გადაიყვანეს! -რა მოუვიდა? -ახლა არაა ახსნა-განმარტებების დრო ანუკა!ეხლავე უნდა წავიდე საავადმყოფიში! -მეც შენთან ერთად წამოვალ -კარგი. მერე საბათან მივიდა და უთხრა რომ ამ ამბავს საბასთვის და დიკუსთვის ეხლი არ უნდა შეეშალა და არ ენერვიულათ. საბა და დიანა დავტოვეთ კაფეში, ჩვენ კი ჩავჯექით მანქანაში და წავედით. ვხედავდი როგორ ნერვიულობდა დიტო.ბოლოსკენ ლამის ცრემლებიც წასკდა. ბოლოს მანქანიდან გამოვედით. საავადმყოფოსკენ ფეხაკრებით წავედით. დიტოს დედას ეკა ერქვა. იქვე ერთი გოგონა იდგა.მასთან მივედით და ეკა ვიკითხეთ. მან მიგვასწავლა პალატა და ამ პალატისკენ გავემართეთ. პალატასთან ექთანი იდგა. ფიტომ ჰკითხა: -დედაჩემს რა მოუვიდა? -ბატონო დაწყნარდით.უბრალოდ წნევა ჩქარა დაუვარდა,დედათქვენის ორგანიზმმა ვერ გაუძლო და გული წაუვიდა... -ახლა როგორაა? -ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.მისი მონახულება შეგიძლიათ,თომცა მხოლოდ 5 წუთით.მას ახლა დასვენება სჭირდება. -კარგით ექიმო. მადლობა. -არაფრის. დიტო პალატაში შევიდა.მე არ შევყევი რადგან არ ჩავთვალე საჭიროდ. სამწუხაროდ რაზე ლაპარაკობდნენ ვერ გავიგე. ზუსტად ხუთ წუთში დიტო გამოვიდა... -როგორ არის?(მე) -არ ვიცი... -რას ქვია არ იცი? -აი ესე...არ ვიცი.ამაღამ აქ დავრჩები და შენ გაგიყვან სახლში. -არა დიტო მეც აქ დავრჩები შენთან ერთად -მადლობა ანუკა (მითხრა და მაგრად მომეხვია) -კარგი ნუღარ ნერვიულობ... სკამებზე მოვკალათდით და დავიძინეთ. მეორე დილას ექიმმა გაგვაღვიძა და გვითხრა: -ბატონო...გუშინ დედათქვენს ანალიზი გავუკეთეთ... -მერე?(დიტო) -ვწუხვარ ბატონო.დედათქვენს კიბო აღმოაჩნდა... -რააა????? კი მაგრამ გუშინ ხომ მითხარით რომ კარგადააა (ემოციებს ვერ იკავებდა და უკვე ყვიროდა) -დიახ ბატონო მაგრამ მაშინ არ გვქონდა ანალიზის პასუხები. -ვახ ჩემიიიი!!იმედია შეიძლება ხო განკურნება?! -გვიანია უკვე ბატონო დემეტრე...უკვე გვიანია. -კი მაგრამ რანაირად?? არაფერი არ ვიცოდი! -ხდება ხოლმე. -გადარჩენის შანსი ნულია?? -დიახ...ვწუხვარ დემეტრე. -ცოტა დარჩა? -მაქსიმუმი ერთი თვეა... დიტო ცრემლებს ვეღარ იკავებდა. იქვე სკამზე ჩამოჯდა და ტიროდა... მეც მივუჯექი და ვამშვიდებდი მაგრამ ამაოდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.