სიყვარული მარადიულია 1
- როდის აპირებ ექიმთან მისვლას კატო?-მკითხა დედაჩემმა და გამიღიმა. - დღეს წავალ დე.ვიცი რომ საგანგაშო არაფერი იქნება,უბრალოდ გადაღლილი ვარ და მაგიტომ წამივიდა გული რამდენიმეჯერ-ლოყაზე ვაკოცე და ჩემი დის ოთახისკენ წავედი. - ნუცა გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდება-საწოლზე ჩამოვჯექი და ფრთხილად ვაკოცე ლოყაზე. - დღეს არ წავალ რა,გთხოვ-თვალები არც გაუხელია ისე თქვა. - ადექი რა,დღეს საავადმყოფოში უნდა წავიდე და წამომყევი შენც-როგორც კი ვუთხარი მაშინვე წამოდგა საწოლიდან. - ვაიმე ბოდიში დამავიწყდა დღეს რომ მიდიოდი.ეხლავე ჩავიცვამ-ლოყაზე მაკოცა,სწრაფად დაიბანა ხელ-პირი,ჩაიცვა,თმებიც დაივარცხნა და უკვე მზად იყო. - დეე, მე არ ვისაუზმებ პირდაპირ წავალ,ისედაც მაგვიანდება-სწრაფად აკოცა ნანას და გვერდით დამიდგა. - აბა,წავედით?- მკითხა და გამიღიმა. - წავიდეთ- მანქანაში ჩავსხედით და ნუცას სკოლისკენ წავედით. ჩემს შესახებ მოსაყოლი არაფერია ბევრი.ვარ 24 წლის,მყავს დედა და პატარა 18წლის და,მამა და დედა განქორწინებულნი არიან .როგორც ვიცი მამას შვილიც ჰყავს და რათქმაუნდა ცოლიც.მე ადვოკატი ვარ და მხოლოდ რამდენიმე საქმე მაქვს ,,წაგებული“. ხელფასსაც არ ვუჩივი,მეგობრებიც მყავს. მეგობრებიდან ყველაზე მეტად ვენდობი და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით:დათას და ანანოს. შეყვარებული მყოლია ბავშვობაში.პირველი სიყვარული 17 წლის ასაკში მეწვია და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.სულ რაღაც 4 წელი ვიყავით ერთად,შემდეგ მივხდით რომ ეს შეჩვევა უფრო იყო ვიდრე სიყვარული და დავამთავრეთ ურთიერთობა. უკვე ნუცას სკოლასთან ვიყავით,მანქანა გავაჩერე და ნუცასკენ შევტრიალდი. -ნუც სკოლის მერე მოგაკითხავ და ერთად წავიდეთ ხო? -კარგი კატო-ლოყაზე მაკოცა და მანქნიდან გადავიდა.ძრავა ჩავრთე და სამსახურისკენ წავედი.მანქანა დიდი შენობის წინ გავაჩერე და გადავედი.კიბეებზე ავდიოდი როცა ჩემი სახელი მომესმა,უკან შევტრიალდი და თითქოს საიდანღაც ნაცნობი სილუეტი დავინახე. - კატო!- ახლა კი მართლა ვიცანი სილუეტი და მაშინვე გავბრაზდი. ეს ხომ ლუკა იყო.ჩემი ნახევარძმა,ვის გამოც მამაჩემმა მიგვატოვა. - აქ რა ჯანდაბა გინდა?-მივუახლოვდი და ვეცადე მშვიდად მეკითხა. - კატო ჩემგან რაგინდა? რა ჩემი ბრალია მამაჩვენმა თუ მიგატოვათ? მე თქვენთან კარგი ურთიერთობა მინდა დავამყარო!თქვენ კი სულ ხელს მკრავთ.გეფიცები მთელი 6 წელი შენ და ნუცას დაგყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ.კითხვა ისმის რატომ? იმიტომ რომ მიყვარხართ!რა ჩვენი ბრალია თუ მამაჩვენმა უღალატა დედაშენს ჯერ კიდევ მანამდე სანამ შენზე დაორსულდებოდა დედაშენი. ვიცი რომ დედაჩემიც არაა მართალი იმის გამო რომ გამაჩინა და საერთოდ იმიტომ რომ მამაჩვენს უთხრა ჩემი არსებობის გამო მაგრამ, გთხოვ!ჩვენ მაინც გვქონდეს კარგი ურთიერთობა,გთხოვ!-ამ ხნის განმავლობაში ვუსმენდი და ცრემლების ნაკადს ვერ ვაჩერებდი.როგორც კი დაამთავრდა წინადადება მივედი და ჩავეხუტე.თვითონაც ჩამეხუტა.სულ არ გვანაღვლებდად ის ათასი თვალი რომელიც გაშტერებული გვიყურებდა. -ჩემი კატო,როგორ მინდოდა ეს დღე ოდესმე დამდგარიყო.ჩემი უმცროსი დაიკო-ლოყაზე მაკოცა და ოდნავ გაიწია. - უბრალოდ მაინტერესებს,მამა გვახსენებდა ხოლმე?-ცრემლიანი თვალებით ავხედე ჩემზე ერთი წლით უმცროს ძმას და დაველოდე პასუხს. - როგორ თუ არ გახსენებდათ? აბა საიდან მეცოდინებოდა თქვენზე?უნდოდა თქვენთან მოსვლა და პატიების თხოვნა მაგრამ შემდგომ ნანა ახსენდებოდა და ამბოდა არ ვარ მათი ღირსიო. - ლუკას კიდევ ერთხელ ჩავეხუტე. - წამოდი კაფეში წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ-მითხრა ლუკამ. - კარგი გავაფრთხილებ მდივანს და მოვალ. სოფო გავაფრთხილე და ლუკასთან ჩავედი.მანქანაში ჩავსხედით და ერთ-ერთ კაფეში წავედით. ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ და ცოტა ვილაპარაკეთ.ამასობაში ტელეფონიც აწკრიალდა.დავხედე და ნუცა რეკავდა. - ხო ნუცი. - მომაკითხავ? - უი სულ დამავიწყდა ეხლავე წამოვალ-გავუთიშე და წამოვდექი. - კარგად ლუკა წავედი,მომავალ შეხვედრამდე-ლოყაზე ვაკოცე და წასვლა დავაპირე მაგრამ გამაჩერა. - ნუცისთან თუ მიდიხარ მეც წამოვალ,თან ახლოდან გავიცნობ. - კარგი წამოდი.ნუცასთან მალე მივედით მანქანიდან გადმოვედით და დაველოდეთ. მალე გამოჩნდა ვიღაც ბიჭთან ერთად. - ვაა კატუს ეს შენი ბიჭია ?-გაიცინა ნუცამ და ლუკას ხელი ჩამოართვა. - არა,ჩვენი ძმაა ნუც-ვუთხარი და დავინახე როგორ ეცვალა სახე. - ამ იდიოტს აქ რა უნდა?არ მითხრა რომ ამასთან ურთიერთობას აპირებ თორემ ძალიან გავბრაზდები ! ვერ ხვდები ამის დედამ რა ქნა? ბო*ია !-ყვირილი დაიწყო ნუცამ- უნამუსოები ხართ!შენც,დედაშენიც და მამაშენიც!-ახლა ლუკას მიუბრუნდა და სახეში გაარტყა.შემდეგ კი მასთან მდგომ გაშტერებულ ბიჭს მოკიდა ხელი და წავიდნენ. - ლუკა აპატიე რა,ვიცოდი რომ ესეთი რეაქცია ექნებოდა- გულწრფელად ვწუხდი ამის გამო. - არაუშავს, უბრალოდ დედაჩემზე ასე არ უნდა ეთქვა. მხოლოდ დედაჩემის ბრალი არაა ის რაც მოხდა,ამაში მამაჩვენიცაა დამნაშავე. - ვიცი ლუკა მაგრამ- სიტყვა არ დამამთავრებინა შეტრიალდა და წავიდა. ტაქსი გამოვიძახე და საავადმყოფოს მისამართი ვუთხარი.ნახევარსაათში მივედი და მაშინვე ჩემს ექიმთან ავედი. - გამარჯობა კატო- ღიმილით მომესალმა. -გამარჯობა ელენე-მეც გავუღიმე და დავჯექი. - რამ შეგაწუხა? - თავბრუსხვევები მაქვს ეს ბოლო დღეები.გულიც წამივიდა რამდენჯერმე. - ანალიზებს ავიღებთ,არაფერი იქნება იმედია საგანგაშო-გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. - აქით წამოდი ანალიზები ავიღოთ-ავდექი და გავყევი.ანალიზები აიღეს და მითხრეს რომ პასუხი ხვალ იქნებოდა.ავდექი ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი.ტაქსი დავინახე ქუჩის მეორე მხარეს და გადასვლა დავაპირე თუმცა თავბრუსხვევა ვიგრძენი შუა ქუჩაში ამიტომ ფეხი ვერ მოვიცვალე ადგილიდან.უცებ მთელი სისწრაფით მომავალი მანქანა შევნიშნე და შიშმა უფრო ამიტანა.თითქოს იქ ვიყავი დაწებებული და ვერ ვინძრეოდი.თავბრუსხვევას ეს დაემატა და ძირს დავეცი.შემდგომ თეთრი ფონი და მხოლოდ თეთრი ფონი.არასასიამოვნო სუნმა გამომაღვიძა.თვალები ძლივს დავაშორე ერთმანეთს.თეთრი კედლები მაშინვე მომხვდა თვალში.ექთანი თავზე მედგა და მიღიმოდა. - რა მოხდა?-ძლივს დავაშორე ბაგეები ერთმანეთს და ხმა ამოვიღე. - აშკარად რაღაც სტრესის გამო წაგივიდათ გული,საბედნიეროდ მანქანისგან გადარჩით-გამიღიმა და რაღაც ჩაიწერა ფურცელზე. - აქ ვინ მომიყვანა?-დაბნეულმა ვკითხე. - დემეტრე ყიფშიძემ. - ეგ ვინაა?-ვკითხე და ჩემს ნათქვამზე გამეცინა. - იმ მანქნის მძღოლი რომელმაც კინაღამ გაგიტანათ-თვითონაც გაიღიმა. - გასაგებია,აქიდან როდის წავალ? - დღესვე წახვალთ. - კარგით მოვემზადები და ეხლავე წავალ-გავუღიმე და წამოვდექი.თავის ტკივილი მაწუხებდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.ავდექი ,ჩავიცვი ,ჩანთა ავიღე და პალატიდან გავედი.გასვლისას კი უსიმპატიურეს სილუეტს შევასკდი. - ჰეი გონწასულო ფრთხილად-გაიღიმა და თვალი ჩამიკრა.ასეთი სიმპატიური თუ იქნებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი.ყავისფერი თვალებით,შავი თმებით და ოდნავ მოზრდილი წვერით. სიმაღლე დაახლოებით 1,79 იქნებოდა.ანუ ეს ჩემი გადამრჩენელია ვფიქრობდი გულში და თან მეღიმებოდა. - ვაუ ეს შენ ხარ ჩემი გადამრჩენელი?-გავუღიმე და თავი გვერდით შევატრიალე საიდანაც მთელი სისწრაფით მოდიოდა ნუცა. - გახლავართ-მითხრა და გაიღიმა. - მადლობა რომ აქ მომიყვანე-გამეცინა ჩემ ნათქვამზე. - ასე ვერ გადაიხდი მადლობას-ეშმაკურად გაიღიმა. -აბა როგორ?-გამეღიმა. - ერთად ვივახშმოთ-ამის გაგონებაზე ავკისკისდი. -რა გაცინებს?-ირონიულად გამიღიმა. - არა ისე... კარგი ვივახშმოთ-გავუღიმე და ნუცას შევხედე რომელიც ახლახან მოგვიახლოვდა. -აუ კატო ბოდიში რა-საყვარლად შემომხედა ნუცამ-გიჟივით რომ გავვარდი მერე გამახსენდა დღეს საავადმყოფოში რომ უნდა წამოგყოლოდი-დემეტრემ ეს რომ გაიგო სახეზე გაკვირვება გამოესახა. - არა,იმედია არ ფიქრობ რომ ეს გულისწასვლა დაგეგმილი იყო თორემ დაგხვრიტავ-გაბრაზებულმა მივუგე დემეტრეს და ნუცამაც ახლა შეამჩნია დემეტრე. - არა,მაგას არ ვფიქრობ-ჩაიცინა-უბრალოდ,საავადმყოფოში რა გინდოდა?რამე გჭირს? - ოუ დაიკო,ვინაა ეს უსიმპატიურესი მამაკაცი?იმედია ესეც ჩვენი ძმა არაა თორემ თავს ჩამოვიხრჩობ-სწრაფად ჩამოაყალიბა ნუცამ. - არა,ძმა ნამდვილად არ ვარ-გაიცინა დემეტრემ-მადლობა კომპლიმენტისთვის-ნუცას გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. - ჰმ,დაიკო ეს შენი შესაფერისია-ჩუმად მითხრა ნუცამ და მეც მალევე ავკისკისდი. - კარგი,მე აღარ მოგაცდენთ.კატო რაც გითხარი იმედია გახსოვს,ხვალ საღამოს 8 საათზე-საყვარლად გაიღიმა,ნუცას დაემშვიდობა და გავიდა. - სად გაიცანი ეს ‘უუუ’სიმპატიურესი დემეტრე?-აღტაცებულმა შემომხედა ნუცამ. - დაიკო,ასეც ნუ ავსებ კომპლიმენტებით-გამეცინა-საავადმყოფოდან რომ გამოვდიოდი,თავბრუსხვევა ვიგრძენი და გული წამივიდა.ამ,როგორც შენ ამბობ’უუუ’სიმპატიურმა დემეტრემ კი საავადმყოფოში მომიყვანა. - ვაიმე,ამ დემეტრემ სულ დამაბნია-ჩაილაპარაკა ნუცამ-ექიმმა რა გითხრა? - არაფერი,ხვალ იქნება პასუხები-ო-ლოყაზე ვუჩქმითე და მანქანისკენ წავედით. - კარგი,ხვალ აუცილებლად წამოგყვები-მითხრა და გამიღიმა. - არ გინდა ლუკაზე ვილაპარაკოთ?-ვკითხე და ღრმად ჩავისუნთქე. - არა!-მკაცრად შემომხედა და საზურგეს თავი მიაყრდნო. - ნუცა დაფიქრდი,ლუკა რა შუაშია?რა იმის ბრალია თუ მამაჩვენმა უღალატა დედას? - დედამისის ასლი იქნება,მასსავით გველი! - მას არც კი ვიცნობთ რეალობაში,რატომ ფირობ ასე?იქნებ შეცდა თვითონაც და ბავშვის სიცოცხლე არ გაწირა.ამაზე რატომ არ ფიქრობ?-ძრავა ჩავრთე და სახლისკენ წავედი. - არაა ადვილი ასე უცებ შევეგუო ,,ძამიკოს’’!-დაიყვირა და ხელები გულთან გადაიჯვარედინა.გამეცინა მის ქცევაზე და არაფერი მიპასუხია. გამარჯობა ჩემო საყვარლებო! უპირველესყოვლისა მინდა გითხრათ რომ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი მოთხრობასთან დაკავშირებით.მეორე რაც მინდა გითხრათ რომ,დარწმუნებული ვარ უამრავი შეცდომა მექნება(თუნდაც გრამატიკული)ამიტომ კრიტიკა მიიღება. კითხვა გაგიჩნდებათ ალბათ მაშინ რატომ დებ-ო? უბრალოდ სურვილი მაქვს ვწერო. ველოდები თქვენს აზრს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.