შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა... (6)


5-12-2015, 23:16
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 212

-გაგაცილებ-ქურთუკი აიღო
-არაა საჭირო,აქვე ვარ ორ ნაბიჯში-მმგონი უხეშად გამომივიდა
-ანა ხდება რამე?-ასე ცივად პირველად მოვექეი
-არაფერი გიო,უბრალოდ გარეთ ძალიან ცივა თანაც ბავშვებიც აქ არიან და უხერხულია მე რომ გამომყვე-გავუღიმე,ცოტა შემეცოდა კიდეც ასე ცივად რომ ვუთხარი
-პირველად დარჩენილად ჩემთან მარტო თუ რა პონტია? წამო გავიდეთ-ხელკავი გამომდო და გარეთ გამოვედით
ჩუმად იყო,ხმას არ იღებდა,არ ელოდა ჩემგან ასეთ ცივ პასუხს,ჩემი სახლის კართან ვიდექით ხმა აღარ ამოუღია,ლოყაზე მაკოცა და წავიდა.გულმა ვერ გამიძლო და უკან ავედევნე
-მოიცა გიო-ისე მაგრად ჩავეხუტე კინაღამ გავჭყლიტე
გაეცინა და მაგრად მომხვია ხელები,მერე თავზე მაკოცა
-რა იყო სიყვარულის ბუშტი გაგისკდა?-თმაზე მომჩეჩა
-დამპირდი რომ რაც არუნდა მოხდეს ჩვენი ურთიერთობა არასოდეს დასრულდება-გაყინულმა სრუტუნით ავხედე და გავუღიმე
-ამ ბოლო დროს რა გემართება შენ? შეიძლება ყველაფერზე უარი ვთქვა,მარა შენ იმენა სხვა თემა ხარ ანუკი
-ძაან მიყვარხარ,უშენოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია
-მეც ძალიან მიყვარხარ,ჩემი ანუკუ ხარ შენ-ისევ გამიღიმა და მომეხვია
-ვახ ჩემი,გავიყინე-მეც გამეცინა და გაყინული ცხვირი მის თბილ ყელს გავუხახუნე
-მიდი შედი სახლში,ან ვაბშე ისევ ჩემთან შევიდეთ
-არა ბიჭო,ეკა მელოდება,წავედი მე-ლოყაზე ვაკოცე
-მომწერე მერე-კოცნა გამომიგზავნა გაეღიმა და წავიდა
გაღიმებული შევედი სახლში,ჩემები უკვე მოსულები იყვნენ,სამზარეულოში შევედი ეკა გემრიალ ვახშამს ამზადებდა
-მოხვედი დე?-გამიღიმა
-ჰო,რას ამზადებ?
-ოჯახურს,შენ რომ გიყვარს
-კარგია,მამა სადაა?
-ვანაშია,სადარიან შენი ბავშვები? წამოგეყვანა ერთად ვივახშმებდით
-გიოსთან არიან
-როგორ უყვარს გიოს ჩემი გაკეთებული ოჯახური,მომენატრა რამდენი ხანია არ მინახავს
-კარგი რა დედა,წინა კვირას არ ნახე?
-მერე 1 კვირა ცოტა გგონია შენ? დაურეკე ამოვიდეს,იმ გიჟებსაც მიწერე,მიდი მიდი ნუ გეზარება
-დედა ხო კარგად ხარ?-დაეჭვებულმა შევხედე
-რა იყო რამ გაგაკვირვა,შენზე ნაკლებად კი არ მიყვარს ის ბავშვები,თანაც ვინ იცის სად დაბოდიალობენ ბიჭები ამ ყინვაში,თამრიკო მუშაობს,ლელა სოფელშია,ინგა კიდევ იტალიაში,უნდათ ბავშვებს ნორმალური კვება,მე და მამაშენი რესტორანში მივდივართ და მთელი ღამე მარტო ხო არ იქნები?-პირდაღებული ვუყურებდი ეკას,არა კი ვიცოდი როგორ უყვარდა ბავშვები მაგრამ მტალად ასე თუ გადაირეოდა არ მეგონა
-და რესტორანში რომ მოდიხართ შვილიც რომ თან წაიყოლოთ არა?
-მაგარი უმადური ბავშვი მყავხარ დე,პირიქით მადლობა უნდა მითხრა იმ მოსაწყენ ვახშამს რომ გარიდებ-გამიღიმა
-სამაგიეროდ მომიწევს მთელი ჭურჭლის დარეცხვა ხო?-მომაბეზრებლად გავაქნიე თავი და ტვალი გავაყოლე იმ იმედით,რომ იქნებდა თავიდან ამეცილებინა.
-მიდი,მიდი დაურეკე ბავშვებს და ნუ წუწუნებ
გაოგნებულმა დავრეკე გიოსთან
-რას შვებით?
-ჩემთან ვართ ბაითზე ისევ,შენ?
-გშიათ?
-გშიათ სასტავ?-გასძახა ბავშვებს,გამეცინა
-რატო გვკითხე რა იყო?-სპიკერი ჩართო და ნინო დამელაპარაკა
-რავი თუ გშიათ ეკამ ოჯახური გააკეთა თან ბევრი,თვითონ ეგ და გია რესტორანში მიდიან და მეთქი ამოხვიდოდით
-მაგიდა გაშალე-მხოლოდ ეს თქვეს და გათიშეს
გულიანად გამეცინა,არა რა მათ გარეშე ცხოვრება რომ ვერ წარმომედგინა უკვე ფაქტი იყო.ეკას ვთხოვე და სუფრაც გაშალა,ბაბვშვებიც მალევე მოვიდნენ,მხოლოდ გიო არ ჩანდა
-სადაა ლოლაძე?-ქურთუკი გამოვართვი ნინოს და დაეჭვებულმა ვკითხე
-თოკომ დაურეკა და წავიდა
დიდად არ მესიამოვნა ეს ფაქტი,ვიცოდი რომ კარგ საქმეზე არ მიდიოდნენ.
ტელეფონი ავიღე და გიოს დავურეკე
-სად ხარ?
-ვაკეში,რა იყო?
-აბა მოვალო?
-საქმე გამომიჩნდა ანუს,1 საათსი მოვაყომარებ და გავიჩითები
-ვიცი მე ეგ შენი 1 საათი და მოყომარებებიც,კაი კაი წავედი და ჭკვიანად იყავი შარში არ გაეხვე
გემრიელად ვჭამეთ,იმდენი ვილაპარაკეთ პირის აპარატი მტკიოდა.
-გოგოებო გონი გვეშველა
-რა პონტში?-დაეჭვებულებმა გავხედეთ დინას
-იკას შეყვარებული ყავს,გიოსაც მოსწონს თურმე ჩვენი უბნელი ნუკა სარალიძე და ლევანსაც იქნებ ვინმე გაეჩითოს და ამოგვასუნთქონ
-რაა? შენ რა იცი გიოზე?-გახარებულმა ვკიხე უცებ
-ვიცოდი რო ყელაზე მეტად შენ გაგიხარდებოდა, ნუკას დაქალი ჩემი დის კლასელია და იმას უთქვამს თათიაზე ლოლაძე წერს ნუკასო და მგონი ერთმანეთი ევასებათო-ხელები გაასავსავა დინამ
-გოგო ბაზარი არაა,მარა გიოს რო ანა უყვარს?-იმ წუთში მომინდა თაკოსთვის რამე მძიმე საგანი ისე ჩამერტყა თავში რომ ხმა ვეღარასოდეს ამოეღო,კიდევ კარგი ბიჭები იქ არ იყვნენ
-დინამაც იცის,ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ-დამამშვიდებლად გამიღიმა თაკომ
-ეგ მე დიდი ხანია ვიცი-გადაიკისკისა დინამ-ისიც ვიცი რო შენ მაგრად არ გსიამოვნებს ეს ფაქტი და იქნებ შენი მშველელი იყოს ნუკა
-ვაიმე ნეტა რაა-გამეცინა
-ისე რას უწუნებ გიოს?-ვითომ გამეღადა ნინო
-ეს მოკალით რა ვინმემ-თვალები დავუბრიალე
გვიანობამდე ვილაპარაკეთ,ენები გვექავებოდა ბოლოს და თვითონვე გვეცინებოდა ჩვენს თავებზე,იქნებ მართლა მოსწონს ნუკა და მეშველოს? ნეტავ ასე მოხდეს და მეტი არაფერი მინდა! ვიმეორებდი გულში,გოგონებმა ჭურჭელი დამარეცხინეს და სახლიც დამალაგებინეს,ცოტახანში წავიდნენ კიდეც. კმაყოფილი და გახარებული ჩვაწექი თბილ,ფუმფულა საწოლში.
დილით ჩვეულებრივ წავედი უნივერსიტეტში,დღემ მშვიდად ცაიარა იმას თუ არ ჩავთვლით,რომ გიგამ სული ამომაძრო უაზრო კითხვებით.
-თავისუფალი ხარ დღეს?-აუდიტორიის კარებთან ამესვეტა
-რატო რა ხდება? კოსპექტები ხომ უკვე მოგეცი?
-არა მაგიტო არ მიკითხავს,სადმე დავსხდეთ,დიდი ხანია შენთან ლაპარაკი მინდა
-დღეს არ მცალია გიგა-ვეცადე თავაზიანი ვყოფილიყავი
-არც ხვალ გეცლება და არც ზეგ ხო?-გაეცინა-ლოლაძე?
-რა? რა ლოლაძეს?-გამეცინა გაოცებისგან,ამან საიდაღა იცოდა
-ერთად ხართ?
-ვაიმე გიგა გაფიცებ საიდან მოგაქვს ასეთი სისულელე? გიო ჩემი ძმაა
-მართლა? მაშინ დამთანხმდი და დავსხდეთ სადმე
-კაი ჰო წამოდი-თვალები გადავატრიალე და იქვე ახლომდებარე კაფეში დავსხედით
საინტერესო ბიჭი კი იყო,მაგრამ მამამისის ფულებს გაგიჟებული ყავდა და ტრიპაჩობდახოლმე ხანდახან რასაც ვერ ვიტანდი,არაფერი აკლდა,ძვირფასი ტანსაცმელი,აქსესუარები,მანქანა ტელეფონი,თუმცა ერთი რამ ნადვილად აკლდა და ეს ერთი რამ კაცობა იყო,ეგონა ფულით ყველას და ყველაფერს იყიდდა,როგორ ვერ ვიტანდი ასეთ ადამიანებს.ცოტახანში გიომ დამირეკა,გამიხარდა იქნებ მიხსნას მისი კლანჭებისგანთქო
-ხო გიო
-სადხარ?
-ვაკეში
-რა გინდა მანდ?
-საქმე მქონდა,შენ სად ხარ?
-უბანში,მალე მოხვალ?
-კი 15 წუთსი მანდ ვარ
-კაი გელოდები
გიგას დავემშვიდობე,მოვიმიზეზე სასწრაფო საქმე მაქვსთქო და ვერაზე წავედი.ჩემი სახლის წინ იდგა,წელში ოდნავ მოხრილი,სიგარეტი ეჭირა ხელში,რომ დამინახა გამიღიმა,მეც გავუღიმე და გადავკოცნე
-ხო მშვოდობაა გიო?
-კი ტო,აუ ვიღაც მინდა გაგაცნო
-ვაიმე ვინ?-უეჭველია რომ ნუკაზე იყო ლაპარაკი და ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა,თვალები ამიციმციმდა
-ერთი გოგოა რა,გვევასება ერთმანეთი
-ვაიმე არ მჯერა!-გახარებული შემოვეხვიე ზედ და წინადადების ბოლომდე დასრულებაც კი არ ვაცადე
-რა იყო გოგო-მასაც გაეცინა
-ვინაა აბა? მომიყევი,მოიცა აქ ყინავს სახლში შევიდეთ და ცხელი ყავა დავლიოთ-გასაღებს დავუწყე ძებნა,არიქა მეშველათქო და სიხარულისგან გასაღებიც ვერ ვიპვე ან რას ვიპოვიდი იმხელა ჩანტაში მგელი რომ დაკარგულიყო იმას ვერ ვნახავდი.
-ნელა გოგო,ნელა-გაეცინა
როგორც იქნა ვიპოვე გასაღები და სახლში შევედით
-შენ აქ დაჯექი,ახლავე მოვადუღებ ყავას და მერე მომეყევი ყველაფერი-სულ ძალით ჩავსვი სავარძელში და სამზარეულოში გავვარდი,უცებ გავაკეთე ყავა და მისაღებში გავედი,მის წინ მოვკალათდი და გახარებულმა შევხედე
-აბა გისმენ!
-მოკლედ ერთი გოგოა რა
-ხო მერე?
-თუ დამაცდი გეტყვი
-მაპატიე,ვსიო აი ჩუმად ვარმოვკეტავ ხმას აღარ ვიღებ.გისმენ
-ჩვენი უბნელია ნუკა ქვია,უეჭველი გეცოდინება,მევასება რა
-კი ვიცი,ძალიან ლამაზი გოგოა,ანუ მოგწონს?
-ხო რა ეგეთ პონტში,იმასაც ვევასები და დღეს გადავწყვიტეთ რო ვცადოთ
-ვაიმე რა მაგარია!
-ვიცი მე რატოც გაგიხარდა,ტყუილად ოცნებობ რო აღარ გაგაკონტროლებ-თითი დამიქნია და გაეღიმა
-ეგ რა შუაშია შე დეგენერატო,მე ის მიხარია რო შეყვარებულიხარ,როდის გამაცნობ?
-შეყვარებული არ ვარ,პროსტა მევასებათქო ხო გითხარი,რავი გაგაცნობ ამ დღეებში
-რა უჟმური ხარ რა გიო,ძაან მაგარი გოგოა,ხოდა აბა შენ იცი მიაწექი-სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი
-ასე გაგიხარდა?-ისეთი სახით მკითხა გული მომეწურა,ხმა ვეღარ ამოვიღე კინაღამ მდუღარე ყავა გადავისხი ზედ.







_____________________________
მაინტერესებს თქვენი აზრი,ღირს თუ არა ისტორიის გაგრძელება?



№1  offline წევრი LoNdA DM

vaime ara, ara da ara. au gios da anas wyvili minda. minda, rom ertad vnaxo esenii. au sulmoutqmelad velodebi shemdeg tavs.

 


№2 სტუმარი darina

mgonia rom masac uyvars gio da ver xvdeba, imedia mere gvian ar iqneba.

mgonia rom tvitonac uyvars gio, magram ver xvdeba, roca mixvdeba imedia gvian ar iqneba.

 


№3  offline მოდერი Anye-Any

მოვლენები ძალიან დაძაბულია,ვნახოთ რა მოხდება.

 


გიო უყვარს ანას უბრალოდ ვერხვდება !! არმინდა რომ ნუკასთAნ იყოს! მინდა ანას და გიოს წყვილი <3 (((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent