შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (14)


12-08-2015, 11:52
ავტორი luna
ნანახია 4 761

მოდიოდა,თან მე მიყურებდა და მიღიმოდა,მისი მომაჯადოებელი ღიმილით.ისე სიპმატიურად გამოიყურებოდა,ეს ლურჯი ფერი განსაკუთრებით უხდება.მე კი ვიდექი გაოგნებული,განცვიფრებული,გაკვირვებული და ველოდები მის მოსვლას.ეს უდიდესი თაიგული მეჭირა და ვტკბებოდი მისი სურნელით. რას წარმოვიდგენდი რომ,დღეს,აქ ცოტნე დადიანი გამომეცხადებოდა,ჩემი დადიანი რომელიც ასე მომენატრა.ეს საოცარო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.თაიგული გოგოებს მივეცი რომლებიც გაბრწყინებული თვალებით იდგნენ და გვიყურებდნენ.ბიჭებმა რათქმაუნდა წინასწარ ყველაფერი იცოდნენ.ალბათ ლექსოს სწორედ დადიანის სახელი კინაღამ წამოცდა, მაშინ დემემ რომ გაიყვანა.ყველაფერს მივხვდი და ამისთვის გოგოები დაკითხვაზე უნდა დამებარებინა,მაგრამ ეგ შემდეგ იყოს.
ჩემთან მოვიდა,წინ გამიჩერდა,თვალებში მიყურებდა,შემდეგ ჩემი ხელი აიღო,მაკოცა და გარეთ გამიყვანა.ბავშვები არ გამოგვყოლიან,ალბათ ესეც წინასწარ ქონდათ დაგეგმილი.სანაპიროზე ჩავედით.მართალია მაღლებით ძალიან გამიჭირდა და შემდეგ გავიძვრე, მაგრამ ამაზე ამ მომენტში სულ არ ვფიქრობდი.დავდექით ერთმანეთის წინ,დადიანმა ხელი აიქნია,მგონი ვიღაცას რაღაც ანიშნა და მოულოდნელად,ულამაზესი,უბრწყინვალესი და უდიდესი ფეიერვეკი გადაიშალა ჩვენს წინ.ზღვა ანარეკლს აძლევდა,თითქოს უფრო ლამაზი რომ გამოჩენილიყო მაგრამ ისედაც ულამაზესი იყო.მე აღფრთოვანებისგან ხელები პირთან მივიტანე.არ ვიცოდი რა მეთქვა ან საიდან დამეწყო და ამიტომ უბრალოდ ჩავეხუტე.ჩავეხუტე ასეთ მონატრებულს და ჩემი ოცნებაც ავიხდინე.მე,ცოტნე დადიანი და ღამის რომანტიული გარემო ზღვასთან.ჩავეხუტე მთელი ძალით და ისიც ჩამეხუტა.უთქმელად მივხვდი გრძნობებს.მისი თვალები ბრწყინავდა და მე მიყურებდა.ფეიერვეკი კი ისევ და ისევ აფრქვევდა ულამაზეს ფერებს,ულამაზესი ფორმებით და იმ წუთში მე ნამდვილად ბედნიერი ვიყავი.შემდეგ ჩახუტებულმა დადიანს ვუთხარი. -ძალიან მომენატრე ცოტნე.
-მეც,სიგიჟემდე ჩემო ცისფერთვალება.
-არ ვიცი რა ვთქვა,სიტყვები არ მყოფნის-ვუთხარი,ცოტა ხნით მოვშორდი და თვალებში ჩავხედე.როგორ მიყვარდა ეს ღრმა,მუქი თვალები. -არც არაფრის თქმაა საჭირო,მე შენი თვალებით ვხვდები ყველაფერს-მითხრა და გამიღიმა,თან თმაზე ჩამომისვა ხელი.მეც გავუღიმე. -როგორ მიყვარს შენი ღიმილი-გავდებე და ვუთხარი,ვერ მოვითმინე.გაიღიმა და მითხრა.
-მე კი შენ მიყვარხარ!-ეს მითხრა თუ არა მაკოცა.მეც არ შევწინააღმდეგებივარ.მეც მიყვარდა,მიყვარდა სიგიჟემდე და ის ამის უთქმელადაც მიხვდა.სასწაული გრძნობა დამეუფლა,ისე ვიყავი პეპლებს ვეღარ ვგრძნობდი კიდეც.თავი ულამაზეს სასიყვარულო ფილმში მეგონა სადაც ახლახანს გოგონას სიყვარული აუხსნეს.
-ნახე ნახე რა ლამაზია-კოცნის შემდეგ ვუთხარი ჩემს უკან მგომ დადიანს რომელსაც ხელები ჩემს წელზე ქონდა შემოხვეული.
-შენზე ლამაზი მაინც არ არის-მითხრა და უფრო მაგრად ჩამეხუტა.
-ვგიჟდები შენს სურნელზე ნუკა,შენს თავბრუდამხვევ არომატზე.შემიყვარდი,უზომოდ.“სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი” ეს გოეთეს სიტყვებია ჩემო ლამაზო.მართალია შეიძლება ბანალურია და ბრიყვად ჩამთვალო მაგრამ მიყვარს ასეთი ფრაზები და ხშირად ვიყენებ ხოლმე.ეს ფრაზა კი სრული ჭეშმარიტებაა.სწორედ შენ ხარ ის სიყვარულის სხივი რომელმაც გამათბო,საკუთარი თავი დამავიწყა და მისი თავი ასე ძლიერად შემაყვარა–როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა მე ვუსმენდი და მინდოდა არასდროს დაემთავრებია.ის უფრო ღრმა იყო,მისი ბუნება კი უფრო რომანტიული,მართალია თავიდან ასეთ შთაბეჭდილებას არ დაგიტოვებდათ მაგრამ ეს სწორედ ასე იყო.
–სასწაული ადამიანი ხარ ცოტნე–ვუთხარი და ჩავეხუტე. –შენ კი ამ ადამიანის,სიცოცხლის მთავარი აზრი ხარ–მითხრა ხელი მაგრად მომიჭირა და დამატრიალა.ორივეს სიცილი აგვიტყდა. –მე გავბედე და შეგიყვარე,თანაც როგორ.ალხა ალბათ გიო ჩვენი სიყვარულით გახარებული იქნება,იქ სადაც არის–ვთქვი და ცაში ავიხედე.შევეცადე გრძნობებს არ ავყოლოდი და არ მეტირა.არ მინდოდა ცოტნესთვის ხასიათი გამეფუჭებინა.
–რათქმაუნდა რადგან ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.
ასე დიდხნანს ვიდექით ჩახუტებულები.ვგრძნობდი რომ ასეთი ძლიერი გრძნობა პირველად მეწვია და მის ხელიდან გაშვებას არასდროს ვაპირებდი.ამ დროს,ბავშვების ხმა მომესმა. –მოდით,გეყოთ სიყვარულის ახსნები.ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ–დაიძახა ნუცამ.ჩვენც გაგვეცინა და მათთან წავედით.ძალიან გავერთეთ.ბევრი ვიცეკვეთ,არვიცი ენერგია კიდევ თუ მქონდა მაგრამ აშკარად მქონია.რათქმაუნდა დადიანიც მათთან ერთად იქნებოდა ბინაში,ჩემის სახლის გვერძე.წინ აშკარად მაგარი გართობა გველოდა. არ ვიცოდი უნდა მეთქვა თუ არა დიტოსთვის და დედაჩემისთვის ეს ამბავი მაგრამ,ჯერ მგონი არ ღირდა,ამის დროც მოვიდოდა.ვიცოდი რომ დემე ცალკე დამელაპარაკებოდა მაგრამ დღეს ნამდვილად არა რადგან ძალიან ბევრი დალია.სახლში რომ მივედით,ჩემებს ეძინათ,ძალიან გვიანი იყო ამიტომ აღარ გავჩერებულვართ და პირდაპირ დასაძინებლად დვწექით.
–ნუკაა,მიყვარხარ.ჭკვიანად იყავი!–ჩუმად მომაძახა "ჩემმა" დადიანმა.
–მეც–ვუთხარი და დავეჭყანე.
ძალიან მაგარი ფიქრებით დამეძინა.ხვალისთვის ძალა უნდა მომეკრიბა რადგან ძალიან მაგარი დღე გველოდებოდა.



№1  offline წევრი luna

მინდოდა რაღაც დადებითი და განსაკუთრებული დამეწერა love იმედია მოგეწონებათ

 


№2  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№3  offline წევრი nini :)

აუ ძაან პოზიტიური თავი იყო გააგრძელე მალე

 


№4  offline წევრი m a r i a m m

Jruantelma damiara ^_^ sasiamovno iyo dzaan <3<3

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kargiaa malee dadee mainteresebss ე:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent