მინდა მიყვარდეს თავი 5
დილით დედამ გამაღვიძა.ადექი მალე მისაღებში ვიღაც გელოდება და ბევრი არ ალოდინოვო.მეც ზლაზვნით წამოვდექი ლოგინიდან.ძალიან მეძინებოდა და ადგომის თავიც არ მქონდა.თითქმის მთელი ღამის უძინარი ვიყავი.ნეტავ ვინ უნდა ყოფილიყო ამ დილა უთენია ჩემთან მოსული?ვეკითხებოდი საკუთარ თავს და თან დედას ვეწუწუნებოდი რატომ გამაღვიძე მეთქი.მოკლე საღამურებით გამოვედი ეგრევე მისაღებ ოთახში.თვალები კარგად მოვისრისე რომ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი.თვალები კარგად გავახილე და დავინახე ჩემს წინ ბექა იდგა და ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა სადაცაა გადამყლაპავს მეთქი. მივხვდი რომ მისი რეაქცია ჩემი საკმაოდ გამომწვევი საღამურების ბრალი იყო.მე არც შევიმჩნიე მისი მზერა ისე ვკითხე. -აქ როგორ გაბედე მოსვლა იმის მერე რაც გუშინ გააკეთე??? -ანა მე აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედი.-მითხრა ძალიან სევდიანმა. -ჯერ უნდა დაფიქრდე რას აკეთებ რომ მერე ბოდიში არ მოიხადო.-მაინც არ ვცხრებოდი მე. -გთხოვ მომისმინე,ერთი წუთით მაინც.-უკვე მუდარა გაერია მის ხმას. -სულაც არ ვაპირებ არც შენს მოსმენას და მითუმეტეს პატიებას და მეორედ ახლოსაც არ გამეკარო საერთოდ.-ვუთხარი გადაჭრით და კარისკენ ვანიშნე რომ წასულიყო. -გთხოვ ანა,ვიცი რომ დიდი შეცდომა დავუშვი და ძალიან გთხოვ მომისმინე მაინც.-ბოლო იმედს ეჭიდებოდა წყალწაღებულივით. -შენთვის გასაგები არაა რომ არ მინდა შენ მოსმენა და საერთოდ დანახვაც კი.-ისეთი სახით ვუთხარი რომ მიხვდა შეკამათებას აზრი არ ჰქონდა,აზრს მაინც არ შევიცვლიდი. -კარგი როგორც გინდა,მაგრამ თუ იმის მოსმენა გინდა რომ ვნანობ გეტყვი რომ სულაც არა,ეს კოცნა საოცარი იყო ჩემთვის და მგონი შენთვისაც არა?-ეს მითხრა და ისე საყვარლად გაიღიმა რომ მინდოდა ამ ღიმილისთვის ერთი კარგად მეთავაზებინა სახეში,მაგრამ თავი შევიკავე. -წადი ჩემი სახლიდან,სანამ არ გამომლანძღიხარ და საერთოდ ეცადე რომ თვაში არსად მომხვდე თორემ მერე საკუთარ თავს დააბრალეე.-ვუთხარი უკვე ძალიან გაბრაზებულმა მისი თავდაჯერილობით და ხელის კვრით გავაგდე კარებამდე.კარები გავაღე და სანამ რამეს მეტყოდა ცხვირწინ მივუხურე,მეც უკნიდან მივეყრდენ და ცოფები გადმოვყარე.დედაჩემი ჩემს ყვირილზე ოთახიდან გამოვარდა და გაოცებულმა მკითხა. -რა მოხდა ანუკი,რა დაგემართა? -ეს აქ ვინ შემოუშვა დედა?-ისე ვკითხე თითქოს მისი კითხვა არც გამგონია. -ვინ ეს შვილო გარკვევით მელაპარაკე ნუ გადამრიე ამხელა ქალი.-ვითომ ვერ მიხვდა ვისზე ვეკითხებოდი. -ვინ და ვისი გულისთვისაც გამაღვიძე ამ დილაუთენია.-უკვე ნერვები მეშლებოდა დედაჩემს საქციელზე.ასე მხოლოდ მაშინ იქცეოდა როცა ჩემთვის ვინმე ბიჭი მოეწონებოდა მე კიდევ მისი ასეთი საქციელი მაღიზიანებდა. -უი,იმ ყმაწვილზე მელაპაარაკებ აქ რომ გელოდებოდა?მე შემოვუშვი მითხრა ანუკის მეგობარი და ლევანის მამიდაშვილი ვარო,მეც ავდექი და სახლში შემოვიპატიჟე, აბა გარეთ ხომ არ დავაყენებდი.და შენ ასე რამ გაგაბრაზა მაინც ვერ მივხვდი.-მკითხა ისევ ინტერესიანი თვალებით დედაჩემმა. -მზა,თავი დამანებე რა გთხოვ და არ შემაწუხო.-მხოლოდ ეს ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ გავემართე.კარი შიგნიდან ჩავკეტე და ლოგნზე დავემხე.დედაჩემმა იცოდა როცა მზიას ვეძახდი მაშინ მართლა ძალიან ცუდად ვიყავი და ამიტომ აღარ უნდა შევეწუხებინე,ამაში მართლა ესმოდა დედაჩემს ჩემი და ძალიან მიხაროდა. უკვე თავი მისკდებოდა ამდენი ფიქრისგან,მაინც ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ბექას ჩემგან.შეიძლება მოვწონდი კიდეც მაგრამ ასე თავხედურად რომ იქცეოდა ვერ ვიტანდი.ცოტა ხანში ტელეფონი აწკრიალდა თეკო მირეკავდა გულგახეთქილი. -ან,რა მოხდა ჩემო ლამაზო?დილით შენი სმს ვნახე და მაშინვე დაგირეკე.-მითხრა შეშინებული სახით თეკომ.მისი სახის წარმოდგენაზე ოდნავ გამეღიმა. -კიდევ რაღა უნდა მოხდეს ეს ბექა უკვე ისე მიშლის ნერვებს რომ ალბათ მოვკლავ მალე.-ცოფებს ვყრიდი გამწარებული. -ბექასგან რაღა გინდა გოგო.ნორმალურად გამაგებინე რა ხდება.-გამიბრაზდა დაქალი. -რა და გუშინ ლევანთან შევედი მამაჩემის გამოსაყვანად.სალო ჩამოსულა და აღარ გამომიშვა.ცოტა ხანი მეც დავრჩი,ლექსო და ბექაც იქ იყვნენ.მეც დავრჩი,მალე მომბეზრდა და აივანზე გავედი.ისც უკან გამომყვა და იცი რა ქნა?-ვკითხე სმენადქცეულ დაქალს. -რა ქნა თქვი ეხლა ნუ მომკალი ამდენი ლოდინით.-თეკო უკვე ვეღარ ითმენდა. -რა და მაკოცა.-ეს ვუთხარი და დაველოდე მის რეაქციას. -სად ლოყაზე?-მკითხა თეკომ.მის ამ შეკითხვაზე ლამის ტელეფონში გავძვერი. -რა ლოყაზე გოგო შენნორმალური ხარ თუ ყველას გსიამოვებთ ამ დილაუთენია ჩემი ნერვების მოშლა?ლოყაზე არა შუბლზე,ტუჩებში მაკოცა,ტუჩებში.გაიგე ეხლა?-იმხელა ხმაზე ვყვიროდი მგონი მთელ სახლს ესმოდა ჩემი ყვირილი. -რააააააააააა?შენ რა დამცინიხარ?მერე და ამის უფლება რატომ მიეცი?-ისევ სულელური კითხვა დამისვა თეკომ და ამან საერთოდ გამომიყვანა წყობილებიდან. -გოგო,შენ გუშინ ლექსოსთან ცეკვამ ჭკუა სულ გამოგაცალა თავიდან?ვკითხე ეჭვნარევი ხმით. -და ლექსო აქ რა შუაშია?კაი რა ან ბექაზე გაბრაზებული ჩემზე რას იყრ ჯავრებს თუ მაგარი ხარ წადი და იმას ეჩხუბე,ჩემგან რა გინდა.-ეწყინა თეკოს. -კაი ხო მაპატიე,ისე ვარ გაბრაზებული რომ თავს ვეღარ ვთოკავ.ნუ ნერვიულობ არც იმას დავაკელი.-ჩავიცინე ჩემთვის ირონიულად. -შენ რა ეჩხუბე კოცნის გამო?-თეკომ ალბათ ამ კითხვაზე თვალები სასაცილოდ დაქაჩა,ისე გაკვირვების დროს რომ იცის ხოლმე. -გუშინ ხმა არ გავეცი ისე წამოვედი სახლში.არ მინდოდა ყველას გაეგო რომ მაკოცა. დილით ადრე დამადგა სახლში,ბოდიშის მოსახდელად.მე არ მოვუსმინე კარგად გამოვლანძღე და სახლიდან გავაგდე.-გიორგაძემ მისმინა სანამ ბოლომდე არ დავასრულე სათქმელი. -ნამდვილი გადარეული ხარ რა.რომ ვამბობ არ გჯერა.გოგო ბიჭი ბოდიშის მოსახდელად მოვიდა შენ კიდევ სახლიდან გააგდე?ეს რა ქაჯობა იყო ვერ გავიგე.-გამიბრაზდა გიორგაძე. -აუუ ამან დაიწყო ეხლა ლექციის წაკითხვა.არ მჭირდება მაგის ბოდიში და არც მივიღებ არასოდეს. -აუ შენ რომ ვირზე შეჯდები იქიდან ხომ აღარ ჩამოხვალ თუ არ გინდა.არ ცხრებოდ თეკო. -კაი შემეშვი გთხოვ თეკო,თორემ ვატყობ შენც ბექას მხარეს ხარ და უფრო უნდა გავბრაზდე. -მე არავის მხარეს არ ვარ.მე მხოლოდ სიმართლეს გეუბნები ან და ნუ გწყინს იმის მოსმენა რაც შენ თვითონ კარგად იცი.-მითხრა გაბრაზებულმა და ტელეფონი გამითიშა.ამაზე საერთოდ ავიწეწე.იმ იდიოტის გამო დაქალს ვეკამათე და ტელეფონი გამითიშა.გიორგაძისთვის აღარ გადამირეკია.ავდექი მოვემზადე,შხაპი მივიღე და უნივერსიტეტისკენ ავიღე გეზი.ჯინსის კლასიკური შარვალი და ტანზე გამოყვანილი მაისური ჩავიცვი.ფეხზე ბალეტკები ამივიცვი და მანქანის გასაღები თითზე დავიტრიალე.კიბეები სწრაფად ჩავირბინე არ მინდოდა სადმე შემხვედროდა.მაგრამ ბედი რომ არ მაქვს არაფერში ეს ყველგან ჩანს.სადარბაზოდან გასვლას ვაპირებდი რომ პირდაპირ მას შევჯახე.თავი ვერ შევიმაგრე და მის მკლავებში ჩავვარდი.ხელის გაშვებას არ აპირებდა იდგა და ასე მკლავზე გადაწვენილი თვალებში ურცხვად მიყურებდა.არც მე ვინძრეოდი,მსიამოვნებდა მისი სურნელის შეგრძნება,მისი უძირო თვალების ყურება და მასთან სიახლოვე.თან მომწონდა ეს ყველაფერი და თან ვერ ვიტანდ საკუთარ თავს რომ მასთან ასეთი უძლური ვხდებოდი.ბოლოს როგორც იქნა გონებამ სძლია გულს და თავი გავინთავისუფლე მისი ხელებისგან.მხოლოდ შემომხედა და კიბეები ჩქარი ნაბიჯით აიარა.არაფერი არ უთქვამს.ალბათ ნაწყენი ყო დილით რომ არ მოვუსმინე და სახლიდან გამოვაგდე.ღირსი იყო აბა რა ეგონა მაკოცებდა და მერე ბოდიშს მომიხდიდა,მეც კისერზე ჩამოვეკიდებოდი და ვაპატიებდი?არც გაიფიქროს. მე იმ გოგოებივით არ ვარ ვინც ბიჭებს კისერზე ეკიდებიან და მოსვენებას არ აძლევენ.მე ჩემი თავის ფასი კარგად ვიცი.მანქანა დავქოქე და სასწავლებელში წავედი.ბავშვები აუდიტორიასთან იდგნენ და ნიას ულოცავდნენ.მეც მათ შევუერთდი და ლექციაზე ერთად შევედით ყველა. ბექა... ანას საოცარი ტანს ყურებაში გართულმა,საერთოდ ვერ შევამჩნიე მისი განრისხებული თვალები,რომელიც ცეცხლს აფრქვევდა და არემარეს წვავდა.ისეთმა გაბრაზებბულმა შემომიტია რომ სიტყვის თქმაც არ დამაცადა.მე ხომ მასთან ბოდიშის მოსახდელად მივედი,ისე გამომაგდო სახლიდან ჩემი მოსმენა არც ისურვა.მისმა ქცევამ ინტერესი და მოწონება გამიასმაგა.კარებთან მდგომს კარგად მესმოდა მისი ყვირილი და გაბრაზებული ლაპარაკი.ცოთა ხანს ვიდექი და ველოდებოდ როდის დაწყნარდებოდა მაგრამ მერე გადავიფიქრე.აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს მაინც არ მომისმენდა ამიტომ ეზოში ჩავედი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.ჩემს ფქრებტან მარტო ვიყავი.ცოტა ხანში ამოსვლა დავაპირე და სადარბაზოს შესასვლელთან ვიღაც მთელი ძალით დამეჯახა და ხელებში ჩამვარდა.რომ გავხედე ანა იყო.ვიდექი სდა ვუყურებდი არ მინდადა რომ ხელი გამეშვა და ჩემგან წასულიყო.ბევრი გოგო მყოლია ცხოვრებაში და ასეთი გრძნობა მხოლოდ ერთხელ განმიცდია და მხოლოდ ერთთან.ეს იყო დიდი ხნის წინ.მაშინ 18 წლის ვიყავი,ახალი გადასული ვიყავი ლონდონში,ერთი გოგო გავიცანი,ნატალია ერქვა.ძალიან ლამაზი იყო,შავი თმებით და შავი დიდი თვალებით.პირვეივე დანახვსას მომეწონა.მალე დავახლოვდით და სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. სერიოზულად მიყვარდა და ცოლად მოყვანასაც ვფიქრობდი მაგრამ მან კარიერა ამჯობინა ჩემთან ცხოვრებას და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.ასე მიმატოვა მარტო.ეხლა ანას მიმართაც იგივეს განვიცდიდი და ცოტა მეშინია კიდეც ამ გრძნობის.მეშინია ისევ არ გამიცრუვდეს იმედები და გული ისევ არ მეტკინოს.არა და ანა მართლა ძალიან მომწონს და მინდა მასთან ურთიერთობის აწყობა. არ მინდა ჩემში ცუდ ბიჭს ხედავდეს და გამირბოდეს.ხელი მალევე გამაშვებინა და გვერდით გაიწია.მეც არაფერი მითქვამს კიბეები ჩქარა ამოვირბინე და სახლში შემოვედი. ვიჯექი და ამ ყველაფერს ლექსოს და ლევანს ვუყვებოდი.ჩვენი შეხვედრს და გაცნობის ამბავი ლექსოს უკვე მონაყოლი ჰქონდა ლევანისთვის და ისიც იცოდა რომ ანა მაშინვე მომეწონა,ამიტომ ჩუმად მისმენდა იქამდე სანამ სათქმელი ბოლომდე არ დავასრულე. -დაიცა ბექუშ,შენ 4 წლის წინ რომ ჩამოხვედი და ლონდონში წასვლა აღარ გინდოდა ამის მიზეზი ნატალია იყო?-მკითხა ლექსომ. -ხო,ნატალიას გამო აღარ მინდოდა იქ დაბრუნება.ძალიან მიჭირდა იქ მის გარეშე ყოფნა და ვერ ვუძლებდი ამიტომ ჩამოვედი.-ვუთხარი სევდიანი ხმით ნატალიას გახსენებაზე. -და შენ მაშინ არაფერი გვითხარი,შენ რა ძმაკაცი ხარ ტკივილი თუ არ გაგვიზიარე მხოლოდ ლხინში გვინდა ერთმანეთი თუ რა ხდება ვერ გავიგე..-წამოენთო ეხლა ლევანი. -მართალი ხარ ძმაო,ამას ჩვენ მწუხარების დროს არ ვჭირდებით,მარტო იტანს გასაჭირს და ლხინში რაღაში ვუნდივართ.-მხარი აუბა ლევანს ლექსომ. -რა დაგემართათ ბიჭო ორივეს, მე ეხლა წარსულზე კი არ გელაპარაკებით, მომავალზე ვლაპარაკობ იქ რაც იყო უკვე ასრულებულია და არ მაინტერესებს მე ის.-ვუთხარი უკვე მათილაპარაკით გაღიზიანბულმა. -წარსული რომაა მაგიტომ ვბრაზდებით,შენ თურმე მაშინ როგორ გიჭირდა და ერთი არ დაგცდა შენს ძმებთან შენი გულისტკივილი და არ ჩაგვთვალე იმის ღირსად რომ ჩვენც გვერდით დაგდგომოდით და დაგხმარებოდით,ერთად გადაგვეტანა ეგ ყველაფერი.-ისევ არ ცხრებოდა ლევანი. -რა გულმა მოგითმინა რომ არაფერი არ გვითხარი,ძალიან მაინტერესებს რა გეგონა რომ არასოდეს გავიგებდიათ ჩვენ მაგ ამბავს და სულ დაგვიმალავდი ამხელა ტკივილს რომ ატარებ გულით?-მკითხა უცებ ლექსომ. -მე ეს უკვე აღარ მტკივა ძმებო.ნატალია უკვე წარსულია ჩემი წარსული და არ მინდა აღარასოდეს მისი გახსენება.მან სამუდამო ჭრილობა დამიტოვა გულში და მე ის ძალაინ ღრმად მივმალე,რომ აღარასოდეს გავიხსენო ის.-ისეთი ტკივილიანი თვალები მქონდა ამის გახსენებაზე რომ ბიჭებს ამის მეტი აღარაფერი უკითხიათ ნატალიაზე. -ანა მართლა ეგრე ძალიან მოგწონს?-მკითხა ცოტა ხანში ლევანმა. -მართლა მომწონს ლევან და თუ მასაც რაღაც ინტერესი მაინც გააჩნა ჩემს მიმართ,ვიბრძოლებ იმისთვის რომ ის ჩემს გვერდით იყო და გავაბედნიერო,ისე როგორც მისი ყოველი დანახვა მაბედნიერებს მე. -მხოლოდ ერთს გაფრთხლებ გუშინაც ვთქვი და ეხლაც გაგიმეორებ რომ ანუკი ჩემთვის სალოსავითაა,ის ჩემი სიამაყე და ჩემი გულია ამიტომ არ გაბედო და არ აწყენნო.გუშინდელი არ გაიმეორო თორემ მერე უკვე ჩემთან გექნება საქმე.-დამტუქსა პატარა ბავშვივით ბიძაშვილმა. -არა ძმაო,პირობას გაძლევ ანას თუ არ ვაინტერესებ საერთოდ თავს დავანებებ და თუ ოდნავ მაინც მოვწონვარ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თავი შევაყვარო და გავაბედნიერო.-ვუთხარი საკუთარ თავში დარწმუნებულმა. -კარგი ბექუშ,შენი იმედი მაქვს რომ დას არ გამიბრაზებ.-მხარზე ხელი დამარტყა ლევანმა და ფეხზე წამოდგა,-ეხლა ჩემი წსვლის დროა ჩემი ჩიტი მელოდება,უკვე დაუმთავრდებოდა ლექციები.-გაგვიღიმა ლევანმა და სახლიდან გავიდა. ლექსო კიდევ დიდხანს იჯდა ესე ხმისამოურებლად.ვხვდებოდი რაც აწუხებდა და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი რომ მაშინ არ გავუმხილე ჩემს ძმაკაცებს ჩემი გულის ტკივილი და აქამდე ჩუმად ვიყავი. -ლექსო კიდევ დიდხანს იჯდები ესე?-ვკითხე იმის მოლოდინში რომ პასუხს მან გამცემდა მაგრამ არც განძრეულა.ცოტა ხანში ტელეფონმა დაურეკა აივანზე გავიდა და იქ გააგრძელა ლაპარაკი.აივნიდან გაგიჯებული შემოვარდა ოთახში -წავედით.-მხოლოდ ეს მითხრა და გიჯივით გავარდა გარეთ.მეც მანქანის გასაღები ავიღე და უკან გავეკიდე.ლექსო უკვე ეზოში მელოდებოდა და ხმას არ იღებდა. მანქანაში რომ ჩავჯექით მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა. -თეკოს სასწავლებელში მივდივართ,ის ნაბ...... ირაკლი კიდევ იქაა,სანამ თვაყბას არ გავუერთიანებ ვატყობ იქამდე ვერაფერს შევაგნებინებ.-ცოფებს ყრიდა შამანაური. -რა ხდება ტო ნორმალურად გამაგებინე ვინ დაგირეკა და რა გითხრა.-მოთმინება დავკარგე მეც. -ლევანმა დამირეკა ირაკლი ისევ თეკოს სასწავლებელთან დგას და ელოდება როდის გამოვაო.-მითხრა ლექსომ და მანქანა დაქოქეო მანიშნა.ამის თქმა და გიჟივით გავვარდი ეზოდან.როგორც ეტყობა ჩვენი გფრთხილება ყურად არ იღო ირაკლიმ და მოუწევდა ეხლა სხვანაირად გაგება.სანამ სასწავლებლამდე მივედით შამანაურმა ატასჯერ მაინც დაურეკა ლევანს და სულ იმას ეკითხებოდა ისევ იქ იყო ირაკლი თუ არა.ადგილზე მისულებს ლევანი გოგოებთან დაგვხვდა.თეკო,ანა და ნიაც მასთან იყო და კაფეში ისხდნენ.ჩვენს დანახვაზე ანასაც და თეკოსაც ფერი შეეცვალათ. ნამდვილად არ გველოდებოდნენ იქ.მაგიდასთან არ დავმსხდარვართ,მხოლოდ მივესალმეთ და ლევანს დავუძახეთ რომ გამოსულიყო.გოგოებს დაემშვიდობა და ჩვენთან ერთად გარეთ გამოვიდა.ირაკლი ისევ სასწავლებლის კუთხეში იყო თავისი მანქანით და კაფეს თვალს არ აცილებდა. __________________ მომიტევეთ ბავშვებო თუ შეცდომებს იპივით და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება,გვიანია უკვე და გადაკითხვის თავი არ მაქვს ნამდვილად ისე ვარ დაღლილი.არ მინდა პირობა დავარღვიო და ყოველ საღამოს დავდებ მომდევნო თავს.იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.