მინდა მიყვარდეს თავი 4
2 საათი ხდებოდა უკვე ძალიან გვიანი იყო,ახალგაზრდებმა დაშლა რომ დაიწყეს.ნიას სახლამდე მიყვანა ლევანიმ საკუთარ თავზე აიღო.მე და თეკო ჩემი მანქანისკენ გავემართეთ როდესაც უკნიდან ბექას ხმა მომესმა. -ანა,სახლამდე გაგიყვანთ თუ გინდათ.-მოგვმართა მე და თეკოს.ორივე მისკენ შევბრუნდით,ბექას გვერდით ლექსოც იყო.ანას დაძახებას საერთოდ მიუჩვეველი ვიყავი რადგან ყველა ანის ან ანუკის მეძახდა და ცოტა მეუცნაურა. -არა,მადლბთ,მეც მანქანით ვარ.-ვუთხარი ისე რომ თვალი არ მომიშორებია მისთვის. -კარგით,უბრალოდ მე შემოგთავაზათ.-მითხრა სევდანარევი ხმით. -მაინც მადლობა შემოთავაზებისთვის.-მადლობა გადავუხადე და მანქანაში ჩავჯექით.მთელი გზა თეკო თავის ფიქრებში იყო,ვიცოდი რაზეც ფიქრობდა ამიტომ კითხვებით არ შემიწუხებია.მეც ჩუმად ვიჯექი და მანქანას ვმართავდი.ისე მივედით თეკოს სახლამდე არც ერთს ხმა არ ამოგვღია.დაქალს დავემშვიდობე და მეც სახლისაკენ წავედი.მთელი გზა ვხედავდი რომ უკან ვიღაც მომყვებოდა ლერჯი მერედესით მაგრამ არ ვიცოდი ვინ იყო.როდესაც ჩემი კორპუსის წინ მანქანა გავაჩერე და გადმოვედი ის მანქანაც უკან მომიდგა და იქიდან ბექა და ლექსო გადმოვიდნენ.ვიფიქრე ალბათ მანქანა შემეშალა და ის არ არის მეთქიმაგრამ ნომრებიც იგივე იყო და თავის მოტყუებას აზრი არ ჰქონდა .მთელი გზა უკან ბექა მომყვებოდა. -ღამემშვიდობისა.-გვერდით ამომიდგა ბექა და ისე მითხრა. -კი მაგრამ თქვენ აქ რას აკეთებთ?-ცნობისმოყვარეობა ვეღარ დავმალე და ისე ვკითხე. -ლევანთან მოვედით,ეხლა სახლში უნდა გავაგრძელოთ ქეიფი.-ეს მითხრა და ისე ლამაზად გამიღიმა სულ გამოვშტერდი მისი ღიმილის შემხედვარე. -ხოო,გასაგებია.ღამემშვიდობისა.-ვუთხარი მეც და საკუთარ თავზე ნერვებ მოშლილმა და არც დავლოდებივარ მის პასუხს სადარბაზოში შევედი კიბეები პირველმა ავირბინე.რა ჩემი საქმე იყო სად წავიდოდნენ და სად არა რა.რა მეკითხებოდა,მაგრამ გრძელი ენა რომ მოგცა ღმერთმა ხომ უნდა გამოჩნდეს სადმე?ამის გაფიქრებაზე კარგად გამეცინა,არასოდეს ვყოფილვარ ცნობისმოყვარე ან გრძელ ენიანი,ისეთები სხვები რომ არიან და სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა რომ უყვართ,მაგრამ დღეს რა ჭია შემიჩნდა ან ამ ბიჭისგან რა მინდოდა მე თვითონ არ ვიცოდი.უბრალოდ მასზე ყველაფერი მაინტერესებდა.სახლის კარი გასაღებით გავაღე და მაშინვე მივხვდი რომ მამაჩემი ჯერ ჯიდევ ლევანთან იყო სახლში და მათი ქეიფი ისევ გრძელდებოდა.საათს რომ ავხედე უკვე სამი საათი ხდებოდა.ამიტომ ლევანთან გასვლა დავაპირე რომ მამა გამომეყვანა. მაგრამ ეხლა გამახსენდა რომ იქ ბექა და ლექსო იყვნენ და ლევანი ჯერ კიდევ არ იყო სახლში მოსული.ამიტომ ცოტა მოცდა ვამჯობინე.ლეპტოპს მივუჯექი დროის გასაყვანად.Facebook-ზე მინდოდა ბექა მომეძებნა მაინტერესებდა მის შესახებ ყველაფერი,მაგრამ მერე გამახსენდა რომ მისი გვარი არ ვიცოდი და თავი დავანებე.ცოტა ხანი სიმღერებს ვუსმინე მაგრამ მალევე მომბზრდა თან უკვე საკმაოდ გვიანი იყო და მამაჩემი არც ფიქრობდა სახლში მოსვლას.ავდექი ჩუსტები ჩავიცვი და ლევანის სახლს მივაშურე.ერთი სართული ავიარე და ზარის ღილაკს თითი მივაჭირე.კარი ლევანის დამ სალომემ გამიღო და რომ დამინახა იმხელა ხმაზე იკივლა რომ ლამის დამაყრუა.სალომე უკვე ორი წელი იყო რაც ლონდონში გადავიდა სასწავლებლად.მეც მეუბნებოდა წავყოლოდი მაგრამ ჩემი მშობლების მიტოვება არ მინდოდა და ამიტომ უარი ვუთხარი.სალო ჩემი ტოლია და კარგი მეგობრები ვიყავით,ისეთი არა როგორიც მე და ლევანი მაგრამ მაინც კარგად ვუგებდით ერთმანეთს.არც კი ვიცოდი თუ ჩამოსული იყო,რადგან რესტორანში არ მინახავს და არც არავის უხსენებია.ჩემსკენ ხელებგაშლილი გამოიქცა და ჩამეხუტა.მეც ისე გამიხარდა მისი დანახვა ემოციები არც მე დამიმაალავს და მთელი ძალით გულში ვიხუტებდი. -როდის ჩამოხვედი საალ?-ერთმანეთი რომ მოვისიყვარულეთ მერე ვკითხე მე. -სულ რაღაც ნახევარი საათია ჩემო საყვარელოო.-მითხრა ძალიან მხიარულმა. -უი მართლაა?ძაან მაგარია მაგრად გამიხარდა სალ რომ ჩამოხვედი.იცი როგორ მომენატრეე.ვუთხარი და ლოყები დავუკოცნე. -მეც ძალიან მომენატრეე გადარეულო.-მითხრა ისევ ისეთი მხიარული ხმით. -კაი რა შენ და შენმა ძმამ ამ სახელის დაძახება ხომ ვერ მოიშალეთ რა.-ვუთხარი ვითომდა ნაწყენი ხმით და ტუჩები ოდნავ გამოვბურცე. -კაი ხო ნუ მებუტები.ხომ იცი შენ ჩემი საყვარელი გადარეული გოგო ხარ.-ეს მითხრა და ლოყაზე მომეფერა.მეც ვითომ გაბრაზებამ გადამიარა და გავუღიმე. ამ დროს შემოსასვლელში ბექა შემოვიდა. -სალ.,ვინ მოვიდა ესე გვიან?ან სად ხარ ამდენ ხანს?-ისე იკითხა ჩემსკენ არც გამოუხედია,მაგრამ როცა თავი ასწია და დამინახა გაკვირვებულმა თვალები გააფართოვა. -ეს ჩემი მეგობარი და მეზობელია ბექუშ,ანუკი.ჩვენ ყველა ესე ვეძახით ისე კი ანა ჰქვია.-ჩემი თავი გააცნო ჩემთვის უკვვე კარგად ნაცნობ ბექას. -ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს არა ანაა?-მკითხა ღიმილნარევი სახით. -დიახ,მეც მხვდა თქვენი გაცნობის ბედნიერება წილად.-მივუგე ცინიზმურად და დავინახე როგორ ეშმაკურად ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში. -ხოდა მით უკეთესი.წამოდი ეხლა ანი შევიდეთ თუ დiდხანს უნდა ვიდგეთ აქ კარებში?-ხელის კვრით შემაგდო სალომ სასტუმრო ოთახში სადაც არც ისე ბევრი ხალხი იყო.როგორც ეტყობა ისინიც უკვე დაშლილან,მამაჩემი და რამდენიმე მეზობელი იყო მარტო.მამაჩემმა ჩემს დანახვაზე ტაში შემოკრა და ომახიანად შემოსძახა. -ჩემი გოგოც მოსულაოო.-მაშინვე ყველამ ინტერესიანი თვალები ჩემსკენ მომართეს,არც ბექა და ლექსო გამოჰკლებიათ მათ. -მამი,უკვე დროა წავიდეთ,სირცხვილია გვიანია და ხალხს დასვენება უნდათ.-ვთხოვე მამიკოს და გვერდით დავუდექი. -რას ჰქვია სირცხვილია ჩვენ რა უცხო ვართ ერთმანეთისთვის?-უცებ იწყინა ოჯახის უფროსმა,ილო ბიძიამ და საყვედურით სავსე თვალებით შემომხედა. -არა ილო ბიძია მე ეგ არ მითქვამს,ხომ იცით როგორ მიყვარხართ.-მივედი ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.ეს კაცი ჩემთვის ნამდვილი ბიძასავით იყო.მამას და დედას არცერთს არ ჰყავდა ძმა.დედა დედისერთა იყო ჩემსავით და მამას ორი და ჰყავდა,ისინიც უკვე რამდენი წელიწადია უცხოეთში ცხოვრობდნენ და ათაში ერთხელ თუ ჩამოვიდოდნენ საქართველოში.ამიტომ ლევანი და მისი ოჯახი ჩვენთვის საკუთარი ოჯახივით ძვირფასი იყო ჩვენთვის და ისინიც ასე გვთვლიდნენ ჩვენ. -ხო და თუ მართლა ასეა როგორც იძახი მაშინ ეგ სიტყვები მეორედ აღარ გავიგო და დაჯექი ეხლავე მანდ სუფრასთან.-მითხრა ვითომდა გაბრაზებით,ამავე დროს სიცილს ძლივს იკავებდა. -ჩვენ ეხლა ვიწყებთ ქეიფს არა მამიი?-ყელზე მოეხვია სალო მამას და ისე ჰკითხა. -აბა რა მამი,მართალია.-დაეთანხმა მამა სალოს და ყველა სუფრას შემოვუსხედით. უკვე ყველა კარგად მთვრალი იყო.ლექსო და სალო რაღაცაზე გაცხარებულები კამათობდნენ და ყველა მათ უსმენდა.ლევანი ჯერ არ იყო მოსული სახლში,ალბათ ისევ ნიასთან ერთად იყო და ტკბებოდა თავისი სიყვარულით.მე ძალიან მომწყინდა იქ ჯდომა და აივანზე გავედი სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად,თორემ იქ უკვე ჰაერი აღარ მოძრაობდა.ცოტა ხანში კარები გაიღო და აივანზე ბექა გამოვიდა.უკვე მაბრაზებდა ამ ბიჭის ქცევა.თითქოს კუდში დამსდევდა,ერთი წუთი მარტო დარჩენის საშუალებას არ მაძლევდა.გვერდით დამიდგა და სიგარეტს მოუკიდა. -გინდა?-სიგარეტი გამიმიწოდა და მკითხა. -არა მადლობთ,არ ვეწევი.-ვუთხარი და ისევ გვერდით გავიხედე.ლამაზი ღამე იყო.რაღა ღამე უკვე სადაც იყო გათენდებოდა.ცა მოწითალო მოლურჯო ფერებში იცვლებოდა და მთები განთიადს ეგებებოდა.მზე მალე თავს წამოყობდა მთებს შორის და დედამიწას გათენებას აუწყებდა.ისეთი ლამაზი სანახავი იყო დილის რიჟრაჟზე მზის ამოსვლის ყურება,რომ ყველანაირ დაღლილობას და უძილობას გიხსნიდა.ხმას არცერთი არ ვიღებდით.ორივე ჰორიზონტს გავყურებდით და ჩვენს ფიქრბთან ერთად დავცურავდით ღრუბლებში.უცებ მხარზე ხელის შეხებამ მომიყვანა გონს.ბექას ხელი შემოეხვია ჩემთვის და აკვირდებოდა რა რეაქცია მექნებოდა.ჯერ მის მკლავს შევხედე მერე თვითონ მას და ხელი უხეშად ჩამოვაღებინე მხრიდან.ალბათ ელოდა კიდეც ასეთ რეაქციას,რადგან წარბიც კი არ შეუხრია.მერე უფრო ახლოს მოიწია ჩემთან,მისი სუნთქვა უკვე სახეზე მეფრქვეოდა.მისი სიახლოვისგან გული ამოვარდნას მქონდა. პულსის ცემა სულ ყურებში ჩამესმოდა და თავბრუს მახვევდა მისი სურნელი.კიდევ ახლოს მოიწია მე ვერ ვინძრეოდი,ასე გაშეშებული ვიდექი და არაფერს არ ვაკეთებდი.უცებ ორივე ხელში ჩემი სახე მოიქცია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა მოწყურებულივით.გონს მაშინვე მოვეგე როცა ცივი ბაგეები ჩემს ბაგეებს შეეხნენ და მაშინვე მოვშორდი მას.არაფერი არ მითქვია.ისე ვიყავი გაცეცხლებული ეხლა ხმა რომ ამომეღო ალბათ აქვე მოვკლავდი,მე კიდევ არ მინდოდა ვინმეს გაეგო რომ ბექამ მე პირველად მაკოცა.ამას არ დავუშვებდი.ისეთი თვალებით შევხედე იქ უკვე ყველაფერი ნათქვმი იყო.ავდექი და გამოვედი.იქ ყველას დავემშვიდობე.მამას ვუთხარი წასვლის დროა მეთქი და იქაურობას სწრაფად გავეცალე.რაღაც მომაძახა სალომ მაგრამ მე უკვე აღარ გამიგონია ისე ვიყავი გაბრაზებული ბექას საქციელის გამო.ვითომ თავი ვინ ჰგონია რომ ამდენსაც მიბედავს,საკუთარ თავს ვეკითხებოდი და თან მამას საწოლს ვუშლიდი დასაძინებლად.მამა დავაწვინე და მეც წავედი დასაწოლად იქნებ ცოტა მაინც დამეძინა რომ ხვალ გამოუძინებელი არ წავსულიყავი ლექციებზე.მართალია დილით არ მივდიოდი,მაგრამ მაინც მჭირდებოდა კარგი გამოძინება.ვიცოდი რომ იმის მერე რაც ბექამ გააკეთა აღარ დამეძინებოდა.თვალწინ სულ მისი კოცნა მედგა და ყოველ გახსენებაზე ნერვები უფრო მეშლებოდა.ბოლოს მხოლოდ ისღა მახსოვს თეკოს რომ მივწერე სმს ,,დილით როგორც კი ადგები დამირეკე,სერიოზული საქმე მაქვს,, მხოლოდ ეს მივწერე მობილური ბალიშის ქვეშ დავიდე და ძილის სამყაროში გადავეშვი,მთელი დღის დაღლილს მალე ჩამეძინა. ბექა... დღეს ლევანის დაბადების დღე იყო.ლევანთან ვიყავი ამოსული რაღაც საქმე მქონდა.უკვე კიბეებზე ჩავრბოდი ანი რომ დავინახე და მის გვერდით გავჩერდი.ისეთი ლამაზი და შეუდარებელიი იყო რომ თვალს ვერ ვწყვეტდი.გრძელი მწვანე კაბა ეცვა.ზამბარებივით დახვეულიი ლამაზი თმა გაეშალა და მხრებზე ჩამოეყარა.მისმა სილამაზემ და სინაზემ გამაბრუა.მინდოდა მივსულიყავი,გულში ჩამეკრა და აღარასოდეს გამეშვა.თავს ძლივს მოვერიე რომ ამ სურვილს შევწინააღმდებივყავი და კიბეებზე მასთან ჩავირბინე. -გამარჯობა ბავშვო.-მივესალმე და დავაკვირდი რა რეაქცია ექნებოდა.მას ხომ ასე ძაან არ მოსწონდა როცა ბავშვს ეძახდნენ.მე კიდევ მსიამოვნებდა მისი გაბუტული სახის ყურება.ამ დროს ისეთი საყვარელი და ნაზი იყო რომ მისი ჩაყლაპვა მინდებოდა. -გაგიმარჯოს შეუგნებელო.-არც ის დამრჩა ვალში.მის მართლა ასეთ ბავშვურ საქციელზე გამეღიმა და ისევ ვუთხარი: -მართლა ბავშვი ხარ რომ გეუბნები რ გჯერა.-იდგა და ასე მიყურებდა ცოტა ხანის ხმისამოუღებლად.მინდოდა დიდხანს მეყურებინა მისი ლამაზი სახისთვის, მინდოდა ჩემად მეგულებინა მაგრამ ეს აუხდენელ ოცნებად მეჩვენებოდა. -მე ბავშვი არ ვარ ეს უკვე რამდენჯერ უნდა გითხრა.-ისეთი გაბრაზებული სახით მითხრა რომ ეტყობოდა უკვე სადაც იყო აფეთქდებოდა.პასუხის გაცემაც არ დამაცადა ისე გავარდა სადარბაზოდან,მანქანა დაქოქა და ადგილიდან მოწყვიტა. საკუთარ თავზე მომეშალა ნერვები რომ ესე გავაბრაზე.მაგრამ ეხლა რაღას ვიზამდი,ვერც ვერაფერს.მეც ჩავჯექი ჩემს მანქანაში და რესტორნისკენ ავიღე გეზი.ლევანს დღეს ნიასთვის სიყვარული უნდა აეხსნა.მე და ლექსო ვეხმარებოდით ამაში.უკვე რესტრნის სადგომზე დავაყენე მანქანა,როდესაც ლექსო მოვიდა და ერთად შევედით შიგნით.ყველაფერი კვე მზად იყო.სტუმრებიც მოდიოდნენ.მე და ლექსო იქვე ოთახში ვიჯექით და ველოდებოდით როდის დაგვიძახებდა მიმტანი რომ ჩვენი როლი შეგვესრულებინა ლევანს დადგმულ რომანტიკულ საღამოში.აი კარები შემოგვიღო ოფიციანტმა და ჩვენც გარეთ გამოვედით.ანუ ეს უკვე იმას ნიშნავდა რომ ლევანმა ნიას სიყვარული აუხსნა და ეხლა ჩვენი ჯერიიყოსაქმე ბოლომდე მიგვეყვანა.გიტარები ავიღეთ და დარბაზში გადავინაცვლეთ.იქაურობას ოდნავ ანათებდა მბჟუტავი ნათურები,რომლებიც უფრო რომანტიკულ გარემოს ქმნიდა.დაკვრა მე დავიწყე,მერე ლექსო ამყვა და ბოლოს ლევანიც შემოგვიერთდა.ვუკრავდით მთელი გულით და სულით.არ ვიცი რატომ მაგრამ რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი ამ მომენტში. რაღაც აუხსნელ ემოციას და სიხარულს.კი მიხაროდა ლევანის ბედნიერება ძალიან მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო.რაღაც აუხსნელი და გამაოგნებელი,თითქოს რაღაც სასიამოვნო მელოდა წინ.ლევანმა დაკვრა შეწყვიტა ნიას მიუახლოვდა და მუხლებზე დადგა. -ნია მიყვარხარ.-ნია ხმას არ იღებდა,მარტო ის კი არა ყველა გაოცებული სახეებით შეჰყურებდნენ ლევანს და ნიას პასუხს ელოდებოდნენ.გოგონა კი პასუხს აგვიანებდა. მხოლოდ ცრემლები უსველებდა სახეს,მაგრამ ეს ხომ სიხარულის ცრემლები იყო.უცებ გოგონამ ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა.ლევანიც ადგა და მის წინ დადგა.ნიამ მხოლოდ გაუღიმა და ჩაეხუტა.ლოყაზე აკოცა და ამით გამოხატა თავისი სიყვარული.ყველა ბედნიერი სახეებით შეჰყურებდა ამ ლამაზ წყვილს და ტაშს უკრავდნენ.დაკვრა შევწყვიტეთ და ჩვენც შევუერთდით სტუმრებს.მზერა მაშინვე ანასკენ გამექცა და გაოცებული ვუყურებდი.არ მეგონა მას თუ აქ ვნახავდი.კი ვიცოდი რომ ანა ლევანის მეზობელი იყო მაგრამ თუ ესე ახლოს იყვნენ და მითმეტეს თეკოც აქ იყო.ლექსოს რომ გოგო უყვარდა ის ე.ი აქ სერიოზულად იყო საქმე.არც ის იყო ჩემზე ნაკლებად გაოცებული ჩემი დანახვით.ლევანმა ნიას აკოცა და თავისი ადგილისკენ წაიყვანა.გვერდით მოისვა და ყურადღება ითხოვა ისევ.ჭიქა ხელში აიღო და მე და ლექსოს დაგვიძახა რომ მასთან ახლოს მივსულიყავით. -გაიცანით მეგობრებო ლექსო დ ბექა.ესენი ჩემი ძმები არიან.ლექსო ჩემი კურსელი და ძმაკაცია და ბექა კი ჩემი მამიდაშვილი და განუყრელი ძმა.ის ეხლა ჩამოვიდა ლონდონიდან,იქ ჩემი,მისი და ლექსოს ფირმის საქმეებზე იყო.ბექა იქ ჩვენი ფირმის წარმომადგენელია და ამიტომ ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა.თან ის ფაქტიურად იქ ცხოვრობს აქ იშვიათად ჩამოდის,მაგრამ ეხლა მოსწყინდა იქ ყოფნა და სამშობლოს დაუბრუნდა უძღები შვილი.-ამ სიტყვებზე ყველას გაეცინა,როგორც ეტყობა ყველა ისეთ მხიარულს და ენაკვიმატ ლევანს იცნობდა აქ როგორსაც მე და ლექსო.მაშინვე მზერა ანასკენ გავაპარე.ისე ძალიან უხდებოდა ღიმილი რომ მაშინვე ქალღმერთს ემსგავსებოდა. -ამიერიდან სამი მუშკეტერი საქმეს უბრუნდება.შენ გაგიმარჯოს ჩემო ძმაო,შენს ლამაზ სიყვარულთან ერთად სულ ასეთი ლამაზი დღეები გაგეტარებინოს და ცხოვრებით დამტკბარიყავით.-უთხრა ლექსომ და სასმელი ბოლომდე დალია.მეც ავიღე ჭიქა ხელში და დავლოცე ლევანი. -გაგიმარჯოს ლევან ძმაო,მიხარია რომ ჩემი ჩამოსვლა ასეთ ლამაზ მომენტს დაემთხვა და შენი სიყვარულის მოპოვებაში მეც მივიღე სულ მცირე მონაწილეობა და წვლილი შევიტანე თქვენს გაბედნიერებაში.მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ და ცხოვრებით ტკბობა რაც მთავარია.იხარეთ მუდამ ჩემო გვრიტებო.-მეც ბოლომდე გამოვცალე ჭიქა და მაგიდას მივუსხედით.რატომღაც ანას და თეკოს პირისპირ აღმოვჩნდით და მას გაოცებული თვალებით შევხედე.ისიც მიყურებდა მაგრამ მალევე თვალი ამარიდა,დაქალს რაღაც გადაუჩურჩულა და დარბაზიდან ორივე გავიდნენ. -აუ ბექუშ,ნახე თეკო რა სახით მიყურებდა.ნაღდად არ ელოდა აქ ჩემს ნახვას.-მომიბრუნდა და ისე მითხრა ლექსომ. -არა მარტო თეკო.-ჩავილაპარაკე თითქოს ჩემთვის მაგრამ ლექსომ მაინც გაიგო. -და აბა კიდეე ვიინ?-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა ლექსოს ჩემს ნათქვამზე. -ძაან კარგადაც იცი ვინც რა და თავს ნუ ისულელებ.-ვუთხარი გაბრაზებულმა და სუფრიდან ავდექი. -კაი ტო რა გჩირს,რა ვთქვი გასაბრაზებელი.ეგ გოგო შენ გულში ჩაგივარდა და ეგრე ადვილად ვერ გაიტან შენსას რომეოო.-დამცინა ვითომ ბიჭმა,მე კიდევ ისე მომეშალა მის სიტყვებზე ნერვები რომ მაშინვე აივანზე გავარდი.ვიცოდი რომ ანა არ იყო ისეთი გოგო რომელიც მეორე დღესვე კისერზე ჩამომეკიდებოდა.არც მე არ მინდოდა ასეთი რომ ყოფილიყო,მე ის მართლა მაგრად მომწონდა და სერიოზულად ვფიქრობდა და არა ისე რომ გავერთო და მერე მივაგდო.ამ ფიქრებით აივანთან ვიყავი როცა განაწყენებული თეკო შემომხვდა.გვერდი ისე ჩამიარა არც შემოუხედია ჩემთვის. მივხვდი რომ ანასთან იკამათა და ანა ისევ აივანზე იყო.მას ჩემი იქ ყოფნა არც შეუმჩნევია.გედივით მოეღერებინა კისერი და თბილი ნიავი ელამუნებოდა სახეზე.ისეთი საოარი სახე ჰქონდა მთვარის შუქზე.თითქოს მისი სახე ანათებდა არემარეს და არა ამხელა მთვარე მთელ დედამიწას.მივუახლოვდი და გვერდით დავუდექი. -დღეს საოცრად ლამაზი ხარ.-ტუჩები ყურთან მივუტანე და ისე ვუთხარი.არც განძრეულა და არც რეაქცია არ ჰქონია ჩემს ნათქვამზე.ცოტა გავბრაზდი,მაგრამ გოგო რის გოგოა თუ ცოტა თავი არ დაიფასა,ეს გავიფიქრე და მის წინ დავდექი ეხლა. -რა იყო მეგობარმა მიგატოვა და აქ მარტო დაგტოვა?-ეხლა უკვე შეკითხვა დავუსვი იმ იმედით რომ მიპასუხებდა. -არავისაც არ მივუტოვებივარ.უბრალოდ სუფათა ჰაერზე ყოფნა მსიამოვნებს.-მითხრა უკვე ჩემი კითხვით გაღიზიანებულმა. -იქნებ რაიმე გაწყენინე და მე არ ვიცი?-ისე უხეშად მელაპარაკებოდა რომ მხოლოდ ეს კითხვა მომივიდა თავში და მეც ვკითხე. -ამას რატომ მეკითხები?-მკითხა ანამ საკმაოდ გაოცებულმა. -არ ვიცი მომეჩვენა რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ ისე მელაპარაკები თითქოს ერთი სული გაქვს აქვე მიმახრჩო საშუალება რომ გქონდეს. -ისე მაგაში კი გეთანხმები რომ მქონდეს საშუალება მართლა მიგახრჩობდი.-მის სიტყვებში ეჭვიც არ შემიტანია.თითქოს ეს გოგო ვერ მიტანდა და ერთი სული ჰქონდა ჩემგან შორს წასულიყო. -ისე და შენ ყველასთან ასეთი პირდაპირი და სიმართლის მთქმელი ხარ თუ მარტო ჩემთან ხარ ასეთი?-ვკითხე სერიოზულად. -მე ყველასთან ასეთი ვარ მოგწონს ეს შენ თუ არა და არა მარტო შენთან,მე დასამალი არავისთან არაფერი არ მაქვს.-მიპსუხა თავის თავში დაჯერებულმა და თვალებში შემომხედა.პირველად ჩავხედე თვალებში.ის ჩემს წინ იდგა ერთიხელის გაწვდენაზე, მააგრამ მე მასთან სიახლოვვე და შეხებაც კი არ შემეძლო.უცებ თვალი ამარიდა და იქით გაიხედა.ალბათ მანაც იგივე იგრძნო რაც მე გავიფიქრე უკვე გამხიარულებულმა და ოდნავ გამეღიმა.მას არ დაუნახია ჩემი ღიმილი. -სწორედ ეს თვისება მომეწონა შენში.-ვუთხარი გულწრფელად. -მადლობთ.-მხოლოდ ეს მითხრა და გასვლა დააპირა.ხელი მხარზე მოვკიდე და ყურთან ახლოს ჩავჩურჩულე.არც მობრუნებულა ისე მისმენდა. -მართალია წეღან ჩემი კომპლიმენტი არ შეიმჩნიე მაგრამ ისევ გაგიმეორებ,დღეს ძალიან ლამაზი ხარ.-ვუთხარი და რესტორანში შემოვედი ამაყი ნაბიჯებით.ვიცოდი რომ ეს გოგო ადრე თუ გვიან მაინც ჩემი გახდებოდა.სუფრასთან მივედი ლექსო უკვე კარგად იყო და ვირაცას ელაპარაკებოდა.უცებ დავინახე ლევანი და ანა ხელგადახვეულები სუფრას მოუახლოვდნენ და ლევანის ისევ ითხოვა ყურადღება ახალი სადღეგრძელოს სათქმელად.ყველა სმენად იქცა. -მადლობა ყურადღებისთვის ჩემო მეგობრებო.დღეს აქ ვინც ვართ შეკრებილები უმეტესობა იცნობთ ალბათ ჩემს ანუკის და ვინც არ იცნობთ იმათ გასაგონად მინდა გითხრათ რომ ეს ადამიანი ჩემთვის არის ყველაზე ძვირფასი,ყველაზე საყვარელი და ყველაზე ლაღი ჩემს ცხოვრებაში.ნია ძვირფასო შენ არ იეჭვიანო.-გაუცინა ნიას და მისმა სიტყვებმა სახეზე ყველას ღიმილი მოჰგვარა.ნიამ ოდნავ გაიღიმა და მორცხვად დახარა თავი ძირს. -მინდა ამ ჭიქით ჩემი დის,ჩემი მესაიდუმლის,ჩემი მეგობრის სადღეგრძელო შევსვა.რომელიც მუდამ გვერდში მიდგას რაც არ უნდა მოხდეს არასოდეს მტოვებს მარტო,მართალია დღევანდელი დღის სიურპრიზი მას დავუმალე მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა ამიტომ ვიცი ჩემი ანუკი არ გამიბრაზდება.მოდით დიდხანს აღარ გავაგრზელებ საუბარს ყველამ მინდა ჩემი ანუკის სადღეგრძელო დალიოთ.-ყველამ აიღო სასმისი ხელსი და გამოცალეს.მეც მათ შევურთდი და ბოლომდე შევსვი ჩემი უკვე საყვარელი გოგოს სადღეგრძელო.აი თურმე საიდან აღმოჩნდა ანა ლევანთან.თურმე როგორი ახლობელი ყოფილა მე კიდევ ეს არ ვიცოდი.თვალს არ ვაშორებდი ანამ კი ერთხელაც არ გამოიხედა ჩემსკენ.ამის მერე სასიამოვნო მუსიკა ჩაირთო და ყველა საცეკვაოდ გავიდა.თეკო ვიღაც ბიჭმა გაიწვია საცეკვაოდ,ლექსოს ადგილზე ძლივს ვაკავებდი რომ ის საცოდავი ფეხქვეშ არ გაეფინა.მე კიდევ ვერ ვბედავდი ანასთან მისვლას რომ საეკვაოდ გამეწვია.მეორე მუსიკა რომ დაიწყო ლექსო უკვე ვეღარ დავაკავე რადგან დაინახა რომ ის ბიჭი ძალიან გათავხედდა და ადგილს მოწყდა.თეკოს ხელი მოჰკიდა და მთელი სხეულით ზედ აიკრა.მათი შემხედვარე ძალიან ბედნიერი ვიყავი და მინდოდა მეც ეგრე ვყოფილიყავი ანასთან. ამის მერე გავაგრძელე ისევ ქეიფი.იკვე ზალიან გვიანი იყო რომ სახლსი წასვლა დავაპირეთ ყველამ.ლევანმა ნია გააცილა.მე და ლექსოც გამოვედით გარეთ ჩემი მანქანით უნდა წასულიყავით, რადგან ლექსოს ტარების თავი ნაღდად არ ჰქონდა.გარეთ გამოსულმა ანა და თეკო დავინახე და სახლში წაყვანა შევთავაზე,რაზეც ცივი უარიმივიღე ანასგან.ისიც მანქანით იყო ამითომ აღარ დამიძალებია.მაგრამ მტელი გზაქა უკან მივყვებოდი,ცვენც ლევანთან მივდიოდით და თან ანას ვაცილებდი სახლამდე.ეზოში მანქანები ორივემ ერთად გავაჩერეთ და გადმოვედით.ცოტა კი ეუცნაურა ჩვენი იქ დანახვა და ეს სახეზე ეწერა. -ღამემშვიდობისა.-დავემშვიდობე და გვერდით ავლ დავაპირე. -კი მაგრამ თქვენ აქ რას აკეთებთ?-მაინც დასვა ის კითხვა რაც აქამდე აწუხებდა. -ლევანთან მოვედით,ეხლა სახლში უნდა გავაგრძელოთ ქეიფი.-ვუთხარი და გავუღიმე. -ხოო,გასაგებია.ღამემშვიდობისა.-დამემშვიდობა ანაც და სადარბაზოში პირველმა შეირბინა.ჩვენ ლევანთან სახლში ავედით.ილო ბიძიას იქ კაი ქეიფი ჰქონდა გამართული მაგრამ უკვე ყველა კარგად იყო ნასვამი.ჩვენც მათთან ჩამოვჯექით და საუბარში ავყევით.ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გავიგონე და ოთახში გიჟივით შემოვარდა ცემი ბიძაშვილი სალო.ისევ ისეთი ლამაზიი და ბავშვური იყო.დიდხანს ვეხვეოდით და ვკოცნიდით ყველა ჩვენს მონატრებულ ანც გოგოს.არავინ ელოდა მის ჩამოსვლას და აი ძმას საჩუქარი გაუკეთა.ყველას უხაროდა მისი ჩამოსვლა და თავს ევლებოდა.ცოტა ხანში ისევ დარეკეს ზარი,ყველას ლევანი გვეგონა და კარის გასაღებად სალო გაემართა.მაგრამ შემოსვლა რომ დაუგვიანდა გავედი მაინტერესებდა ვინ იყო ამდენი ხანი სალომე რომ ელაპარაკებოდა კარებში.გავედი და ანა დავინახე.ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა.როცა ამ გოგოს ვხედავდი მხოლოდ მისი ჩახუტების და დასაკუთრების სურვილი მიჩნდებოდა.სალომემ ერთმანეტი გაგვაცნო მაგრამ ანამ უთხრა რომ ჩვენ უკვე ვიცნობდით ერთმანეთს და სახლში შემოუშვა.მამის წასაყვანად მოსულა.ილო ბიძია გაბრაზდა და არც ანა გაუშვა სახლში და არც მამამისი.მალე მოსწყინდა ჩემს გოგოს ამ მთვრალ ხალხთან ჯდომა და აივანზე გაიპარა ჩუმად. მხოლოდ მე შევამჩნიე მისი გასვლა და ცოტა ხანში უკან გავყევი.იდგა და განთიადს შესცქეროდა.უკან არ გამოუხედია.მეც სიგარეტი ამივიღე და მოვუკიდე.მაასაც შევთავაზე იმ იმედით რომ უარს მეტყოდა,მაინტერესებდა ეწეოდა თუ არა.პირდაპირ კითხვას კი სიგარეტის შეთავაზება ვამჯბინე.არ მინდოდა მის მიმარსთ ინტერესე ასე მალე გამომემჟღავნებინა.უაირი მითხრა და გულს ძალიან ესიამოვნა მისი უარი.მერე რა რომ ლონდონში უკვე ამდენი წელია ვცოვრობ,მაინც არ მომწონს როცა გოგო სიგარეტს ეწევა და რა ვქნა.კიდევ დიდხანს ვუყურებდი მეც მასთან ერთად მზია ამოსვლას.უცებ მომინდა მასტან კიდევ ახლოს ვყოფილიყავი და მხარზე ხელი გადავხვია.ჯერ მხარზე დაიხედა მერე ცემს ხელს შეხედა და უცებ ჩამომაღებინა ხელი.ველოდი ასეთ რეაქციას და მესიამოვნა კიდეც.ამან უფრო გამათამამა და მისი სახე ორივე ხელში მოვიქციე.მისი ბაგეებისე წავიწიე ოდნავ და ვაკოცე.მინდოდა მთელი ჩემი სინაზე და სითბო ამ კიცნაში ჩამექსოვებინა,მაგრამ ვინ გაცალა.ანამ მაშინვე მომისორა თავიდან და მამის მკვლელი თვალებით შემომხედა.მივხვდი რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე როცა მისი ოდნავ ღია წითელი ტუჩები დავინახე მზის შუქზე.მინდოდა ეს ტუჩები და მისი ყოველი კოცნა ჩემი ყოფილიყო.ამიტომ გავბედე და ვაკოცე.მხოლოდ შემმხედა არც არაფერი არ უთქვამს ისე შევიდა სახლში.მე კიდე მისი გაბრაზების მოლოდინში კიდევ დიდხანს ვიდექი აივანზე გაშეშებლი.გონს მოვედი დ სახლში შევედი რომ მისთვის ბოდისი მომეხადა,მაგრამ არც ანა და არც მამამისი იქ აღარ დამხვდნენ.მივხვდი რომ ძალიან ვაწყენინე და ამას ადვილად არ მაპატიებდა.უკვე თითქმის ყველა აშლილიყო სუფრიდან.ლევანს აღარავინ დაელოდა და ყველა დასაძინებლად წავედით.ლექსოს მასინვე ჩაეძინა.რა ადარდებდა დღეს ხომ თავის საყვარელ გოგოსთან იცეკვა და გული დამშვიდებული ჰქონდა რომ მალე თეკო მისი გახდებოდა.მთელი ღამე ვერ დავიძინე,ერთი სული მქონდა გათენებულიყო რომ ანასთვის ბოდისი მომეხადა.როგორც იქნა გათენდა საათს შევხედე.უკვე 10 ხდებოდა. ავდექი.ჩავიცვი და გარეთ გამოვედი.ჯერ ეზოში ჩავედი,სიგარეტი მოვწიე და აზრები დავალაგე როგორ უნდა მომეხადა ანასთვის ბოდიში.კიბეები ავირბინე.სანამ ზარს დავრეკავდი ცოტა დავწნარდი და ისე დავრეკე ზარი.კარები საშუალო სიმაღლის,ლამაზმა ქალმა გამიღო,მაშინვე მივხვდი რომ ანას დედა იყო რადგან მისნაირი თვალები და ხვეული თმები ჰქონდა. -ვინ გნებავთ?-მკითხა გაოცებული სახით. -გამარჯობათ,ბოდიშით რომ ასე ადრე გაწუხებთ,ანას ნახვა მინდოდა თუ შეიძლება?-ვკითხე მორიდებულად. -გაგიმარჯოს.და ვინ ბრძანდებით ანასი?-მომესალმა და მორიგი კითხვა დამისვა ანას ცნობისმოყვარე დედიკომ.აი თურმე საიდან აქვს ეს თვისება გოგოს.გავიფიქრე ჩემთვის. -მე მისი მეგობარი და ლევანის მამიდაშვილი ვარ.-ვუპასუხე მის დასმულ შეკითხვაზე. -ჩვები ლევანისი?მოდი მერე აქამდე ვერ მითხარი რომ დაგაყენე აქ კარებში,შემოდი შილო ეხლავე დავუძახებ ანას.შემოდი,დაჯექი.-ლევანის ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდა ანას დედას,მაშინვე სახლში შემომიშვა და მისაღებ ოთახში შემიპატიჟა. საკმაოდ კარგად იყო და კომფორტულად მოწყობილი ანას სახლი.დივანზე ჩამოვჯექი და დაველოდე ანა როდის გამოვიდოდა.ცოტა ხანში ანას ბუზღუნნარევი ხმა მომესმა დერეფნიდან.დედას ებუზღუნებოდა ასე ადრე რომ გააღვიძა იმის გამო რომ ვიღაც ელოდებოდა.თვალების ფშვნეტით და მოკლე საღამურში შემოაბიჯა მისაღებ ოთახში და როცა მე დამინახა სახეზე ფერი ეცვალა,აქ ალბათ არ მელოდა და გაოცებული სახით მიყურებდა.ისეთი ნატიფი სხეული ჰქონდა.თეთრი კანი.მოკლე მწვანე საღამური ეცვა,რომელიც საჯდომს უფრავდა მარტო.მაისური კარგად ამოღებული იყო და მისი სავსე მკერდი ამაყად იმზირებოდა.გრძელი ფეხები და აბურძგნული თმები,ისეთი საყვარელი და მიმზიდველი იყო ამ ორმში ენა გადავყლაპე ვერაფერი ვერ ვუთხარი და თვალსაც ვერ ვაშორებდი.მიხვდა რომ ასე გაშტერებული მას ვუყურებდი.ჩემი მზერა ,,დააიგნორა,, და გაბრაზებულმა მითხრა. -აქ როგორ გაბედე მოსვლა იმის მერე რაც გუშინ გააკეთე?-თან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ისე მეკითხებოდა... ... დილით დედამ გამაღვიძა.ადექი მალე მისაღებში ვიღაც გელოდება და ბევრი არ ალოდინოვო.მეც ზლაზვნით წამოვდექი ლოგინიდა.ძალიან მეძინბოდა და ადგომის თავიც არ მქონდა.თითქმის მთელი ღამის უძინარი ვიყავი.ნეტავ ვინ უნდა ყოფილიყო ამ დილა უთენია ჩემთან მოსული?ვეკითხებოდი საკუთარ თავს და თან დედას ვეწუწუნებოდი რატომ გამაღვიძე მეთქი.მოკლე საღამურებით გამოვედი ეგრევე მისაღებ ოთახში.ტვალები კარგად მოვისრისე რომ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი.თვალები კარგად გავახილე და დავინახე ჩემს წინ ბექა იდგა და ისეთი თვალებით მყურებდა მეგონა სადაცაა გადამყლაპავს მეთქი.მივხვდი რომ მისი რეაქცია ჩემი საკმაოდ გამომწვევი სარამურების ბრალი იყო. მე არც შევიმჩნიე მისი მზერა ისე ვკითხე. -აქ როგორ გაბედე მოსვლა იმის მერე რაც გუშინ გააკეთე??? ბოდიშით ბავშვებო რომ ესე დავაგვიანე ამ თავის დადება,მაგრამ ჩემი უფროს ბიჩს ბატონები უბრანდება და ვერანაირად ვერ ვახერხებდი დადებას.აწი გპირდებით რომ აღარ დავაგვიანებ და ყოველ საღამოს დავებ მომდევნო თავებს.იმედია ისიამოვნებთ წაკითხვით. მადლობა წინასწარ ყველა. იმედია საკმაოდ დიდი თავი დავდე და არ გამიბრაზდებით იმის გამო რომ ამდენი ხანი გალოდინეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.