შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმის ძმაკაცი შემიყვარდა (თავი მე-6)


6-12-2015, 12:36
ავტორი ელლ
ნანახია 3 321

ამ დროს ნუგზარიც შემოვიდა ღვინით სავსე დოქით.
-ნიკა ჩემო ბიჭო იმედია ქართული ღვინის გემო არ დაგვიწყებია
-რას მკადრებთ ბატონო ნუგზარ, თქვენი ღვინის გემო საიქიოშიც მემახსოვრება
-მაგას ახლავე შევამოწმებთ.
დაიწყო ქართული სუფრისთვის დამახასიათებელი სადღეგრძელოები. ბევრი იქეიფეს, საკმაოდ შეზარხოშებულები იყვნენ, როცა სუფრაზე მსხდომებმა ნიკას სიმღერის მოსმენა მოინდომეს. ჩვენმა თავაზიანმა და ყველასთვის მოსაწონმა ბიჭმა უარი ვერ თქვა და ქართული ჰანგები გააჟღერა. სიამოვნებისგან გატრუნულებს ლამის ჩამოეთვლიმათ კიდეც.
ამასობაში, ანამ ნიკას ადგილი დაიკავა, გვერდით მომიჯდა, ეტყობოდა ჩემთან ბაასი უნდოდა და წამოიწყო კიდეც.
-ესე იგი შენ ხარ ლიზა! ვერც კი წარმოიდგენ რამდენი მსმენია შენზე. ნიკას დღე და ღამ შენი სახელი ეკერა პირზე.
სასიამოვნოდ გავოცდი, ნუთუ ჩემზე მართლა ფიქრობდა იქ ყოფნის დროს?
-იმედი მაქვს, ჩემი ლანძღვით არ იყო დაკავებული
- ო არა, არა , პირიქით. ნახულმა მოსმენილს გადააჭარბა კიდეც, მართლაც , რომ მშვენიერი ხარ.
ანუ ნიკა ფიქრობს , რომ მშვენიერი ვარ.
-შენზეც შემიძლია იგივეს თქმა.- თვალი ნიკასკენ გამექცა და მის ინტერესიან მზერას შევეჩეხე, ალბათ მოგვიახლოვდებოდა კიდეც ირაკლი რომ არა, ძმაკაცს რაღაც გადაუჩურჩულა და სახლი დატოვეს. ანა ლიამ მომტაცა, როგორც ჩანს, ანას იმდენად მოეწონა სუფრაზე არსებული კერძები, დედაჩემმა მოისურვა თავისი სანაქებო რეცეპტების გაზიარება. ანაც რვეულითა და კალმით ხელში სამზარეულოსკენ გაჰყვა. ლუკას ყურადღება მამაჩემს მიეპყრო, რომელიც საგულდაგულოდ უხსნიდა ღვინის დამზადების ტრადიციას. დანარჩენი მეგობრები თუ ახლობლები ერთი-მეორეს მშვიდად ესაუბრებოდნენ.
ერთი შეხედვით წყნარი და სახალისო საღამო შედგა, თუმცა თვალებს არ ძალუძთ გულში არსებულის განჭვრეტა. ვერც ჩემს გულში არსებულ ხანძარს შეამჩნევდა ვინმე. ერთიანად მიხურდა სხეულიცა და სულიც. ვიცოდი მალე ავფეთქდებოდი და მჭირდებოდა კიდეც, რათა დავცლილიყავი ერთმანეთში გადახლართული ემოციებისგან. ყველა ისე იქცეოდა , თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, თითქოს მე ერთი წელი ცოცხალ-მკვდარს არ მევლოს. მაცოფებდა დუმილი, მაგრამ თავს ვიკავებდი. არც ვიცოდი რომელი იქნებოდა სწორი გზა. მეყვირა , ფარდა ამეხადა მომხდარისთვის თუ მდუმარედ მივყოლოდი დინებას?
ფიქრებში წასულმა დროის გასვლა ვერც ვიგრძენი. უკვე ნიკაცა და ირაკლიც დაბრუნებულიყვნენ და სადღეგრძელოებიც გაგრძელებულიყო. ჯერი დედმამიშვილებზეც მიდგა. როგორც ყოველთვის ირაკლი ორი სიტყვით შემოიფარგლა. არც გამკვირვებია, მე ხომ კარგად ვიცნობ ჩემს ძმას და ისიც ვიცი, რომ მისი სიტყვაძუნწობის მიღმა ჩემზე მიჯაჭვულობა იმალება. ნიკა კი ფეხზე ადგა, ყელი ჩაიწმინდა და მთელი გრძნობით დაიწყო
-ლიზა! ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ ( გული მეტკინა, მე ხომ მისი და-ძმური სიყვარული არ მაკმაყოფილებდა) მუდამ გახსოვდეს , რომ ჩემი სახით ერთგული მეგობარი გყავს და ყოველთვის უნდა გქონდეს ჩემი დახმარების იმედი. სულ პატარა იყავი , როცა გაგიცანი, ახლაც ისეთივე უმანკო და ბავშვური ხარ , როგორც მაშინ (ლოყაზე მომეფერა). შენ ჩემი პატარა გოგო ხარ, რომელსაც მუდამ დავიცავ, მუდამ გულში ჩავიკრავ და მუდამ მოვწმენდ ცრემლს (ტყუი , შენ ეს ვერ შეძელი, ვერ შეაჩერი ჩემი ცრემლთა დენა და ისინიც მლაშე ზღვად გადაიქცნენ). დარწმუნებული ვარ , რომ შენი ცხოვრება უდიდესი სიყვარულით იქნება აღსავსე (არის კიდეც , მაგრამ ეს სიყვარული ეკლებად მქცევია, რომლებიც უდიდეს სულიერ ტკივილს მაყენებს) , რადგან შენ იმსახურებ ამას (თვალებში სევდა ჩაუდგა) ღმერთმა დაგლოცოს ლიზა !
ბოლომდე ჩაცალა. მარტო მე მომეჩვენა, როგორ უთრთოდა სხეული, როგორ მძიმედ ყლაპავდა ნერწყვს, როგორ უკანკალებდა ხელი , როცა მეფერებოდა. ირაკლი ნუთუ ვერ შეამჩნიე მისი თვალები? , მაგრამ შენ ამ დროს ძმაკაცს ეჩურჩულებოდი დაძაბული გამომეტყველებით. ცოტათი შემეშინდა და დამაინტერესა კიდეც თუ რამ ააფორიაქა ჩემი ძმა. მაგრამ ახლა ნიკაზე ფიქრი ყველაფერზე წინ მედგა. განა მისმა თვალებმა არ გასცა, განა მისმა ხმამ არ უღალატა და არ განაცხადა, რომ ვუყვარვარ , როგორც მანდილოსანი და არა , როგორც და.
ერთი საათის შემდეგ კი შეკრებილებმა დაშლა დაიწყეს.
-ჩვენი წასვლის დროა- ნიკამ ანას მიმართა
-კი, ახლავე წავიდეთ.
-კარგად ლიზა!-ანამ გადამკოცნა, ნიკამ კი კვლავ შუბლზე შემახო ტუჩები.
წავიდნენ, ლიას მაგიდის ალაგებაში მივეხმარე, ხელ-პირი დავიბანე, კბილებიც გავიხეხე და დავწექი. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, ვფიქრობდი, უკვე ჩემი გონებაც დუღდა. მინდოდა ღირსეული გადაწყვეტილება მიმეღო , რომლითაც ვიამაყებდი და ვიტყოდი, რომ ჭეშმარიტად შეყვარება შემეძლო.
ნამდვილი სიყვარული ხომ მსხვერპლის გაღებას გულისხმობს, მეც მსურდა მსხვერპლად შემეწირა ჩემი ბედნიერება , რათა ნიკა ყოფილიყო ბედნიერი. სწორედ ასეთი სიყვარულის მწამდა, როცა გადააბიჯებ ეგოიზმს და საყვარელი ადამიანის ცხოვრებითა და სიხარულით ტკბობას ისწავლი.
თუმცა ამის შესრულება ურთულესია, ურთულესია არ იბრძოლო მისთვის. მე არ უნდა მებრძოლა, რადგან ბრძოლის პროცესშიც და გამარჯვების შემთხვევაშიც უამრავს ეტკინებოდა.
ახლა კი მე მტკიოდა, მე არ შემეძლო ნიკას დათმობა, მე ხომ მთელი არსებით მისი ვიყავი და როგორც ჟანგბადი ისე მესაჭიროებოდა არსებობისთვის.
ბოლოს , როცა საკუთარ თავთანაც წავაგე ომი და ვერც სინდისს ავუმხედრდი, გადავწყვიტე უმოქმედოდ დავლოდებოდი მომავალს და ასე დინებას მიყოლილს გამეგო რას მიმზადებდა ბედი.
როცა ჩამეძინა და მერე ისევ გამომეღვიძა , საწოლზე წამოვჯექი, მზის სხივებმა თვალი მომჭრეს. მახსოვს ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მიხაროდა დილით მზესთან შეგებება. მზიანი დღე ბედნიერს მხდიდა. ამიტომაც მიყვარდა ზაფხული, ზაფხულში ხომ სიცოცხლე ჩქეფდა და გამუდმებით მოძრაობისა და ცელქობის ჟინი გიპყრობდა.
თუ არდადაგებზე სოფელში ვისვენებდი ბებიაჩემი გადარეული მყავდა, ქალს რამდენჯერმე სასწრაფოც გამოუძახეს. ზოგჯერ კვერცხებს მოვპარავდი და მათგან პირამიდის აწყობას მოვინდომებდი. არა კვერცხებისგან პირამიდა როგორ უნდა ამეგო ამას ახლაც ვერ ვხვდები , მაგრამ მაშინ პატარას ულევი ფანტაზია მქონდა, აგებისას კვერცხები ძირს მიცვივდებოდა და ერთი-მეორის მიყოლებით ტყდებოდა. ერთი -ორჯერ ქათმების გაწვალებაც მოვინდომე, ზოგს ქვას ვესროდი, ზოგს -ჯოხს, რის შედეგადაც დარეტიანებული ქათმები მთელ დღეს დაბანცალებდნენ და ბოლოს, ტვინშერყეულნი უგონოდ ეცემოდნენ მიწაზე. ამის შემხედვარე ბებიაჩემი გამომეკიდებოდა, თან ცხრასართულიანი წყევლაც არ ავიწყდებოდა. ბოლოს ყვირილისგან ყელი ატკივდებოდა და მიშველეთ მეზობლებოო დაიძახებდა.
ერთ თვეს ძლივს გამიძლებდა და ისევ სახლში გამომგზავნიდა. მეორეჯერ ან არ ჩამოხვიდე ან ირაკლისთან ერთად ჩამოდიო. საზიზღარმა ქალმა იცოდა ჩემს ძმასთან მსგავს ვერ გავბედავდი. თუმცა არც ირაკლი აკლებდა, ოღონდ ესაა ირაკლი მე არ მრევდა თავის გეგმებში და მარტო ტკბებოდა ბებიას გაწვალებით.
ტკბილი მოგონებები მომეძალა , როგორც ჩანს. აბანოში თავი მოვიწესრიგე და საძინებელში დაბრუნებულს ტელეფონის ხმა მომესმა. მესიჯი ლუკას ეკუთვნოდა
-დილამშვიდობის ელიზაბეთ
მხოლოდ ლუკა მეძახდა ხშირად ელიზაბეთს, ალბათ დანარჩენებს ეზარებოდათ ამ სიგრძე სახელის წარმოთქმა და ლიზათი კმაყოფილდებოდნენ.
არ ვუპასუხე. არ გეგონოთ ვითომ თავს ვიფასებდი, უბრალოდ ლუკასთან ურთიერთობა არ მსურდა, მით უმეტეს ახლა. ათი წუთის შემდეგ ახალი შეტყობინება მივიღე
-დღეს ლექციების შემდეგ თუ გცალია სადმე გავისეირნოთ.
არ მინდა მასთან ერთად სეირნობა. საერთოდ იმ დღეს ლექციების შემდეგ სახლში დავანებას ვაპირებდი. სავარძელზე მოკალათებული ჯეკ ლონდონის მარტინ იდენს წავიკითხავდი. ცრემლებადაც დავიღვრებოდი, მარტინ იდენთან ერთად ჩემს თავსაც გამოვიტირებდი.
თუმცა არ დამცალდა. ლექციების შემდეგ უნივერსიტეტთან ლუკა შემეჩეხა
-დილით მოგწერე , მაგრამ არ მიპასუხე
-ცუდად ვიყავი და გასეირნებაც არ მსურდა
-კარგი რა ლიზა! რატომ გამირბიხარ? მოთმინებით ველოდებოდი, ყოველთვის ვეგუებოდი შენს განწყობას და არც გაძალებდი რაიმეს. მაგრამ გთხოვ, დღეს შენ გამიგე, რაღაც მაქვს სათქმელი და ცოტა გავიაროთ.
-კარგი- რაც შეიძლებოდა ჩუმად ვთქვი.
ბილიკს მივუყვებოდით. ხელზე რაღაც შემეხო, ეს ლუკას თითები იყო. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ძალით გამაშიშვლეს და ბინძურ ხელებს მიფათურებდნენ. ოხ, როგორ მძაგდა ლუკას თითოეული შეხება. იმ წუთში გავუგე ქალებს , რომლებსაც ქმრები არ უყვართ და იძულებულნი არიან მათთან სარეცელი გაიყონ, მათი ალერსისას ცრემლები უხმოდ გადაყლაპონ. საშინელებაა , როცა გეხება მამაკაცი, რომელიც არ გიყვარს. უცებ გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. ლუკამ კი ხელი უფრო მაგრად ჩამჭიდა და ერთ- ერთი სკამისკენ წამიყვანა. დამსვა, თვითონ კი მუხლი მოიდრიკა, ჩემს ხელს კვლავ ეფერებოდა .
-ელიზაბეთ, დიდი ხანია მინდა გითხრა, მაგრამ შიშის გამო უკან ვიხევდი, მეშინოდა , რომ ჩემს გრძნობებს არ უპასუხებდი, მაგრამ დღეს ვიგრძენი, რომ ამის დამალვა აღარ შემიძლია.
ხმის ტონს მკვეთრად აუწია
-ლიზა მიყვარხარ! -(მტრედები ფრთხებიან მის ყვირილზე და ერთბაშად ფრინდებიან) დავტკბებოდი კიდეც ამ სანახაობით, ღებინების შეგრძნება , რომ არა.
-იმ დღიდან შემიყვარდი, როცა შენი ნაზი სახე დავინახე, მაშინვე აღვფრთოვანდი შენი უმანკოებითა და სიფაქიზით, მაშინვე მომინდა ჩემი გრქმეოდა და შეგყვარებოდი. ლიზა მინდა ერთად ვიყოთ. გთხოვ უარს ნუ მეტყვი, შენს გარეშე სუნთვაც გამიჭირდება.
ხელი გამიშვა და გულის რევის შეგრძნებაც გამიქრა. დავინახე თავი ჩაექინდრა, თითქოს განაჩენის გამოტანას ელოდა ჩემგან. რა უნდა მეთქვა, როგორ გამეპო გული ამ გულწრფელი ბიჭისთვის, რომელიც ყველას წინაშე გრძნობებში გამომიტყდა. როგორ მიმეყენებინა მისთვის შეურაცხყოფა უარის თქმით. როგორ გადამეთელა მისი თავმოყვარეობა. მაგრამ ვიცოდი, დათანხმების შემთხვევაში მოვატყუებდი და ეს უფრო მტანჯველი გახდებოდა შემდგომში ჩემთვისაც და ლუკასთვისაც. გადავწყვიტე სიმართლის თქმა აჯობებდა. აი ის ის იყო უნდა მეთქვა , რომ ნიკა და ანა შევამჩნიე, ჩვენსკენ მოდიოდნენ. ნიკას თვალები უელავდა, ხელები მოემუშტა და კი არ მოდიოდა, მოექანებოდა. როცა ანას ხმა ლუკასაც მისწვდა, ფეხზე წამოდგა და შებრუნდა.
-ლუკა, ლიზა როგორ ხართ-ანამ ნიკას ხელმკლავი გამოსდო და ამით შეაჩერა
-კარგად , გმადლობ, აქ რას აკათებთ- ამოვილუღლუღე და ბიჭებს გავხედე, მე და ანა რომ არა, ერთმანეთს გაგლეჯდნენ.
- ნიკა თბილისს მათვალიერებს, ვერ წარმოიდგენ როგორ მომეწონა აქაურობა, ყველაფერი ისეთი შეცვლილია. ბოლოს , რომ ვნახე იმ თბილისისგან არაფერი დარჩენილა.
-ხო,მართალია.
-და თქვენ რას აკეთებთ აქ? როგორც შორიდან შევატყვე ლუკამ სიყვარული აგიხსნა არა? იმხელაზე დაიყვირა ლიზა მიყვარხარო, ჩვენი ყურადღება მაშინვე მიიპყრო და რომ გამოვიხედეთ თქვენ შეგვრჩით ხელში
-ხო ლიზას, როგორც იქნა, გავუმხილე ჩემი გრძნობები და პასუხსაც ველოდებოდი მისგან
- უი ჩვენ შეგიშალეთ ხელი?
-არა ანა რას ამბობ (ხელი შემიშალა კი არა გადამარჩინა) ფეხზე ვდგები.-მიხარია, რომ დღესაც გნახე
-მეც ლიზა
-თუ მოისურვე დღესაც გამოდი ჩვენთან, ლიას ძალიან გაუხარდება შენი ნახვა
-ლიზა, ახლა სახლში მიდიხარ? -უეცრად ნიკას მკაცრი ხმა გაისმა, შიშისგან ოდნავ შევხტი კიდეც. რა მეპასუხა? ისევ გადამარჩინეს, ამჯერად ლუკამ
-ლიზა! ჯობს ახლა სახლში წახვიდე და კარგად დაფიქრდე ჩემს წინადადებაზე. ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა. ისევ გამაჟრჟოლა და ოდნავ თავბრუ დამეხვა.
-შენ კი ჩემთან ერთად წამოხვალ (ნიკამ მაჯაში ხელი ჩამავლო), ანა გამოგვყევი-ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა. აი მისი შეხებისას კი მთელი სხეული გამითბა, ვიგრძენი სისხლისმიმოქცევაც უფრო ამიჩქარდა.
მანქანის უკანა სავარძელზე მომათავსა და ღვედიც შემიკრა, თითქოს პატარა ბავშვი ვყოფილიყავი. ანა წინ ჩაჯდა. მანქანა დაიქოქა და სწრაფადვე მოსწყდა ადგილს. ხელებს მაგრად უჭერდა რულს, სარკიდან კი მისი გაცეცხლებული თვალები მიმზერდნენ. თავდაპირველად, მანქანა თავის კორპუსთან გააჩერა
-ანა, მაპატიე, მაგრამ ჩვენი გასეირნება დამთავრდა. შენ სახლში დამელოდე, ლიზასთან სალაპარაკო მაქვს.
-კარგი, ოღონდ გთხოვ, თავი ხელში აიყვანე. ანამ ხელზე ხელი მოჰკიდა და თვალებში ჩააცქერდა. როცა ნიკას თვალებისგან დადებითი პასუხი მიიღო, მანქანიდან გადავიდა.
მეორეჯერ, სადღაც უდაბურ ადგილას გავჩერდით. ირგვლივ სიჩუმეს დაესადგურებინა. ნიკა მანქანიდან გადავიდა და სიგარეტს მოუკიდა. ერთი ღერის მოწევის შემდეგ , უკანა კარები გამომიღო და უკვე დამშვიდებული ხმით მითხრა გადმოდიო. მეც ძალზე ფრთხილად, ხელების კანკალით გადმოვედი და თავჩაქინდრული დავდექი მის წინ, თვითონაც ვერ ვხვდებოდი დასჯილი ბავშვივით რატომ ავეტუზე? განა რამეში ბრალი მიმიძღვოდა?
-ლიზა! სიმართლე მითხარი იმ ბიჭის მიმართ გრძნობ რამეს?
კითხვის მოულოდნელობისგან თვალები გამიფართოვდა, ამიწყლიანდა კიდეც. ის მაინც ვერ მიხვდა , რომ ჩემი ფიქრები მხოლოდ მას დასტრიალებდა და ჩემი გულიც მხოლოდ მისთვის ძგერდა.
ტუჩები ამიკანკალდა და გული უფრორე დამეხშო, დამიმძიმდა. ვერაფერი ვთქვი , ან რა იყო სათქმელი, ჩემი გამომეტყველებაც კი ააშკარავებდა სიმართლეს.
-ლიზა! მე არ მინდა, მასთან რაიმე ურთიერთობა გქონდეს. არ მომწონს ეგ ბიჭი, თუმცა შენს აზრს პატივს ვსცემ და ამიტომაც მაინტერესებს რას გრძნობ მის მიმართ.
-ეგ ისედაც გასაგები არაა? -უკვე გავბრაზდი, ტირილის პირას ვიყავი მისული. როგორ შეეძლო ასეთი ბრმა ყოფილიყო , ან ძალით დაებრმავებინა თავი.
-არა , არ არის გასაგები.
-უბრალოდ შენ არ გინდა გაიგო.
-ლიზა , ნამიოკებით ნუ მელაპარაკები. პირდაპირ მითხარი გიყვარს თუ არ გიყვარს.-აშკარა გაღიზიანება დაეტყო ხმაში.
-მიყვარს!-ექოსავით გაისმა ჩემი ხმა. ეს ყველაზე სულელური ქმედება იყო ჩემს ცხოვრებაში. რატომ მოვიტყუე? ალბათ, მინდოდა მის თვალებში დამენახა ის, რაც ჩემს თვალებში იკითხებოდა მისი და ანას პირველად დანახვისას. ვიგრძენი როგორ ვატკინე. მის თვალებში, მის ლამაზ ცისფერ თვალებში სევდა ჩადგა და ნაპერწკლებიც ჩაუქრა. მივხვდი, რომ ჩემი სიტყვებით გავანადგურე
-მანქანაში ჩაჯექი-გაყინული ხმით მითხრა.
მინდოდა მეთქვა, რომ მხოლოდ ის მიყვარდა, მინდოდა გამომესწორებინა ჩემი შეცდომა. ხელი წავიღე მისკენ, რათა სახეზე შევხებოდი, რათა მისი სახე ორთავე ხელში მომექცია და მისთვის თვალებში ჩამეხედა. შემდგომ კი ვეტყოდი, რომ მიყვარდა და ბოლო ამოსუნთქვამდეც მხოლოდ ის მეყვარებოდა. მაგრამ, როცა ჩემმა გონებამ ერთბაშად ამოატივტივა ირაკლი, ანა, გასული წელი, ხელი ჩამოვწიე და მანქანაში ჩავჯექი.



№1  offline წევრი tvinischia

Kargiaaa gaagrdzleee sad gaachere da didi tavebi Dade kide uproo raa ❤dzaan kaiaaa ❤au nervebi momeshala ra rato moatyuet kaco es bichi :d etkva ro ar uyvarda :dliza da Nika sayvateli wyvili ikneba darwmunebuli var da daaxlove male raa :d❤❤

 


№2 სტუმარი rywy

კაირა :( :( მალე ქენი ცოტა კაი ამბები თOრე დავიტანჯე :((

 


№3  offline წევრი cancara

ვაიმე ლიზა რა სულელეი ხარ ეხლა ლუკას რო დათანხმდე მოგკლავ კარგია გააგრძელე

 


№4  offline წევრი Salo me

ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა. თან ისეთ თემაზე წერ ძაან ბევრს საკუთარ თავზე რომ აქვს გამოცდილი და ისე წერ რომ ჯანდაბას გრამატიკა ვის აინტერესებს. მე ძალიან მომწონს საინტერესოდ გაქვს გადმოცემული ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ისტორია. იმედია ძალიან არ გაწელავ.
--------------------
Sally

 


№5  offline წევრი sergio ramos

me chemi tavi amovicani mase var magram ar vici ra vqna tan imasac nika ro qvia albat magitom.ukve 3 welia miyvars da ver veubnebi an ra unda vutxra :-(
Salo me
ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა. თან ისეთ თემაზე წერ ძაან ბევრს საკუთარ თავზე რომ აქვს გამოცდილი და ისე წერ რომ ჯანდაბას გრამატიკა ვის აინტერესებს. მე ძალიან მომწონს საინტერესოდ გაქვს გადმოცემული ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ისტორია. იმედია ძალიან არ გაწელავ.

 


№6  offline მოდერი nicol

ძალიან ემოციურად წერ.
რეალურ განცდებზე, თან ისე რომ მკითხველსაც აიძულოს იგივე განიცადოს love
მომეწონა და ველოდები შემდეგს love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline წევრი BUBU_2426

უძალიანმაგრესიაა <333 ველოდები ხალ ძალიან მაგარ და დიდ თავს :*** მალედადეე <333))))

 


№8 სტუმარი P.T

Male dade raa.da cota didi tavebi marto 1 tavi argvyofnis yoveldge

 


№9  offline წევრი sergio ramos

agar agrzeleeb?male raaa movkvdi lodiniit :-D :-D :-D :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent