შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

16 ივლისი (ნაწილი პირველი)


6-12-2015, 15:43
ავტორი youaremylastbreath
ნანახია 1 871

ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ მარიამ იმნაძე როდესმე კიდევ დაბრუნდებოდა საქართველოში,მითუმეტეს ამ მიზეზით.
-მამა,ფული გადმომირიცხე,საქართველოში ვბრუნდები,არაფერი მითხრა.ჩამოვალ და ვილაპარაკოთ,გკოცნი...
საჩქაროდ ჩაალაგა ბარგი და მამის ზარს დაელოდა.
და აი ისიც.
-თანცა გადმორიცხულია.
-მადლობა.
გათიშა და აეროპორტში გავარდა,პირველივე რეისით საქართველოს ბილეთი აიღო და თვითმფრინავის გზას გაუყვა.
დილით მამამისი დახვდა,1წლის უნახავი მამა ნახა,ძლივს.
არ შორდებოდა.სულ ეხუტებოდა,მარიამის ემოციები,ცრემლები და ზაზა იმნაძის გახრებული სახე.
-ასე უცებ რა მოხდა?!
-ნიკუშა...
-კიდევ გიყვარს.
-მამა ხო იცი,ნიკუშას ვერასდროს ვერ დავივიწყებ.
-ვიცი შვილო,ვიცი,მოველოდი კიდეც ამ პასუხს,დედაშენი გელოდება.
-იმედია ნანამ პანიკები არ აწია როგორც მაშინ.
...
-გასაგებია,ძალიან ცუდადაა საქმე?
-არც ისე.
სახლში წავედით.
დედა ვნახე.
მოვუყევი ყველაფერი.
-შვილო რა დაწმუნებული ხარ რომ ვინმე არ ჰყავს?
-დედა ეგრე ძალიან გინდა ჩემი უბედურება?
-მე მხოლოდ ის მინდა რომ კარგად იყო...
ნანა ყიველთვის წინააღმდეგი იყო ჩემი და ნიკუშას ურთიერთობის.მამაც მაგრამ ალბათ ის ჩვევები და უაზრო მოქცევები,ათასი მცდელობები დაშორებისა რომლებიც უშედეგოდ მთავრდებოდა,გადაავიწყდათ და გადაეჩვივნენ.
და რა მოხდა 3წლის წინ ჭავჭავაძეზე?
ქუჩაში გამვლელისთვისაც რომ გეკითხა ყველა გეტყოდა,მარიამი და ნიკუშა...
დიახ,ეს იყო პასუხი.
დიახ,ჩვენ ვიყავით პასუხი კითხვაზე რა მოხდა 3წლის წინ ჭავჭავაძეზე,55 სკოლის პირდაპირ.
...
გადავახვიოთ ყველაფერი და დავიწყოთ მოყოლა 4წლით ადრე.
4 წლის წინ.
...
-აუ დავიღალე რა,შემეშვი.
-მარიამ ირბინე ნუ ჩერდები,იქნებ აქ მაინც ნახო ვინმე შენი საბედო.
-აუ ირბინე რაა,შენ ყოველ წუთს ბიჭებზე როგორ უნდა ფიქრობდე,ვგიჟდები რა.
-ტოჟე მნე რაა,ვითომ შენ არ ფიქრობდე.
გადმომხედა ლანა გოცაძემ,როგორც ყოველთვის ეშმაკურად როცა ამ თემას ეხებოდა.
ის ჩემი ბავშვობის დაქალი იყო.არა დაქალი ცოტა ისე ნათქვამია აი მაგალითად ტყუპებზე რომ იტყვიან არ ჰგვანანო. ჩემი არაბიოლოგიური და იყო ლანა. მთელი ცხოვრების თანამგზავრი,ყველაზე მაგარი დაქალი,და იყო ჩემთვის.
ბაღში,სკოლაში,გარეთ,სახლში,მოკლედ ყველგან და ყოველთვის ერთად:)
ლანა თვლიდა,რომ ყველა კაცი ერთნაირი იყო,არადა შეყვარებული არასდროს ყოლია,უბრალოდ ზედმეტად უყვარდა.
ყველაზე და ყველაფერზე მეტად...
მთელს სამყაროზე მეტად...
და მაინც,უამრავი მცდელობისა ვინმესთან რაიმე გამოსვლოდა,უშედეგოდ მთავრდებოდა რადგან ლანას მაინც ის უყვარდა,პირველი...
ლადო გარდაიცვალა,ავარიაში მოყვა,მას მერე ლანა ღადაობით მოიხსენიებს ხოლმე ბიჭებს,მაგრამ არასდროს უნდოდა სხვასთან სერიოზული,ერთი ორი დღე და ვსო,ემშვიდობებოდა.
ნუ მოკლედ ლანას ნაძალადევად გავუღიმე და იძულებით დავიწყე სირბილი,სანამ სიმღერებს ჩავრთავდი,ვიღაცა გამომეკიდა.
-დაგივარდათ.
შევხედე.
მიღიმოდა.
მუქი თაფლოსფერი თვალები უბრწყინავდა მზის შუქზე,მიღიმოდა და ღიმილი ძალიან უხდებოდა.
-მადლობა.
კიდევ ერთხელ გამიღიმა,მერე მივბრუნდი და წამოვედი.
რატომღაც გონებაში ჩამრჩა ეს ბიჭი.
ალბათ გაგიკვირდებათ და ჩემი ისტორია ბედნიერ წყვილზე არ არის...
მას მერე რა მოხდა ალბათ გაინტერესებთ.
ის ბიჭი ულამაზესი თვალებით მას მერე არ მინახავს.
ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ?
სისულელეა ალბათ,მაგრამ ასეა...დიახ...
15 წლის ვიყავი როდესაც ეს ამბავი მოხდა.
ნიკუშას 15წლის ასაკში შევხვდი.
ეს იყო 16 ივლისი.
პირველად როცა დავინახე და მთელი დღეები მასზე ფიქრებში რომ გავატარე.
ჰო,16 ივლისს მე შემიყვარდა ნიკუშა ცეცხლაძე!
იმ ღამით ხომ სულ ემოციებში ვიყავი საერთოდ არ მძინებია,მაგრამ აი მერე დაიწყო მთელი ამბავი.
ყოველდღე ზუსტად იმ დროს,არც ერთი წუთით ადრე და არც ერთი წუთით გვიან.ზუსტად იმ ადგილას ველოდებოდი.
გასაღებიც ძირს ეგდო იმის მოლოდინში რომ ნიკუშა კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა და კიდევ ერთხელ მომაწვდიდა გასაღებს.
არადა არ ჩნდებოდა.
და ზუსტად 3თვე გავიდა,ასე ლოდინში.
ზუსტად 16 ოქტომბერი,ის დღე როცა 3თვე გავიდა...
ლანა 16წლის გახდა.
რესტორანში იხდიდა და ყველა კლასელი დაპატიჟა,ნუ მე რათქმაუნდა სტუმრების სიაში პირველი ვიყავი:)
გავემზადე,ლურჯი კაბა ჩავიცვი,ოდნავ მაკიაჟი,თმა გაშლილი,ვერ ვიტან რაღაც საშინელი ვარცხნილობები როაქვთ ხოლმე,სასწაულად დახვეული თმა ან რამე ყვავილის ფორმა მიღებული:)
მე და ვიკო ცერცვაძე ერთად წავედით,თავისი ძმის გიორგის მანქანით,საჭესთან რა თქმაუნდა გიორგი იჯდა იმიტომ რომ 16წლის ვიკოს მანქანას ჯერ არავინ კი არა ვერავინ ვერ ანდობდა,ყველამ იცოდა რა არანორმალურიც იყო.
-მარუს.
-ხო.
-ის ტიპი კიდე გიყვარს?
-კი,ისევ ისე.
-ვაახ,კიდე ვერ გაიგე ვინაა?
- საიდან უნდა გამეგო? იმ დღის მერე არც მინახავს,შორიდანაც არ დამინახავს,ერთხელაც კი.
ცრემლები ძლივს ჩავყლაპე.
-აუ კაი რაა,არ იტირო,ლანა 16წლის გახდა დღეს გაიღიმე გოგო,ცრემლიანი თვალებით რომ დაგინახოს მოგკლავს ხო იცი.
-ხო,ვიცი.
გავიღიმე და დასჯილი ბავშვივით შევხედე ვიკოს.
მერე ხელი მომხვია და ჩამეხუტა.
სამწუხაროდ რესტორანში მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ.
ვიღაც დიდი ბიჭები,დაახლოებით 18-19წლისები ისხდნენ გვერდითა მაგიდაზე.
...
ლანა არანორმალურივით მომვარდა.
-არმჯერა რომ ესე ხარ გამოწყობილი!
-იმდენი არ ქნა რო ეხლა გავბრუნდე და ჯინსებით და კეტებით მოვიდე!ხო იცი გამკეთებელი ვარ!
-რა გიჟი ხარ!
ლანას ჩავეხუტე.
დაახლოებით ნახევარი საათი ვისხედით ასე.
ცოტა დავლიეთ,მე მალე ვთვრები საერთოდ,თან არაფერი მიჭამია.
იმ თაფლისფერ თვალება ბიჭზე ვფიქრობდი...
ვიკომ შეამჩნია რომ არ ვიყავი ხასიათზე.
-მადამ.
ხელი გამომიწოდა.
-შეიძლება საცეკვაოდ გაგიწვიოთ?
უკვე მთვრალი იყო ეტყობოდა. ღიმილი ყურებამდე ეხეოდა.
-რა იდიოტი ხარ ლევან!
-ადექი განახო ცეკვის კლასი!
-მოდი აბა ვნახოთ რისი მაქნისი ხარ.
გავედით და ცეკვა დავიწყეთ.
დიდი ხანი ვტრიალებდით უაზროდ და ლევანის სახეზე,რომელსაც კარგად ეტყობოდა რომ მთვრალი იყო ისე ვიცინოდი,ჩავბჟირდი.
-ეხლა იცი რა გამახსენდა?
-უეჭველი ბაღის ისტორია!
-ვაიმე,ხო!
სიცილი აგვიტყდა,ჩავბჟირდით!
-ჩემი ბრალი ხო არ ყოფილა,უფ!მე რა უნდა მექნა?
მშიოდა!
-რათქმაუნდა რახან კატლეტი ვერ ამახიე,სათამაშოთი მცემე რომლისაც მეშინოდა.ქაჯო!
მუცელი გვტკიოდა სიცილისგან,ვიკომ დამატრიალა და როცა შემოვრუნდი ის თვალები დავინახე.
კიდევ კარგი ვიკომ დამიჭირა თორემ იქვე ჩავიკეცებოდი:)
იქ იჯდა,იმ 18-19 წლის ბიჭებთან და ისევ ისე მიღიმოდა,მიღიმოდა და ეტყობოდა ისიც მთვრალი იყო,ლევანს შევხედე.
-რა სახე გაქვს გოგო რა იყო?
-ლევან.
-გული ხოარ გერევა ?
-აუ გადი რა,არ მეცინება,ლევან იქ ზის და მიღიმის,არ მიიხედო.
მაგრამ გვიანი იყო:) უკვე 180 გრადუსით ჰქონდა მიბრუნებული ტანიც და დებილი თავიც,მერე რაღაც მოძრაობა გააკეთა თითქოს დავატრიალე და კარგადაც მოხვდა მუცელში ჩემი მუშტი.
მგონი მიხვდა ის თუ რა იყო,სიცილი აუტყდა.
ადგა და აი ლამის ჩავიკეცე,თავბრუ დამეხვა როცა მიხვდი რომ ჩემსკენ მოდიოდა,თან ღიმილით.
-შეიძლება ვიცეკვოთ?
ვაიმე ღმერთო,ოღონდ ეხლა გული არ წამივიდეს,ამის თვალწინ არა.
-დიახ.
ვაიმე,ან როგორ ვუპასუხე,ვიკომ გაგვიღიმა და ჩაბჟირდა როგორც კი გავიდა,ვაიმე როგორ ვანანებ!
წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
-მე ნიკუშა!
-მე...
შემომხედა და ცალი წარბი ასწია,ტუჩის კუთხეში ღიმილი გამოეკვეთა.
-მე...მე მარიამი.
-მთვრალი ხარ თუ დაბნეული?თუ მე მეჩვენება?
-მთვრალი კი,მაგრამ დაბნეული ალბათ გეჩვენება. ვაიმე რა იდიოტი ხარ მარიამ!ღმერთო მიშველე.
-რამდენი წლის ხარ მარიამ?
-15 შენ?
-მე 18 წლის ვარ.ნუ დღეს გავხდი.
-უი,გილოცავ.
-მადლობა.
გაეღიმა.
ვაიმე,ეხლა გავგიჟდები,რატო უხდება ასე ძალიან ღიმილი,რატო?!
სამწუხაროდ ჩემი ეს ბედნიერება მეცეკვა ნიკუშასთან დიდ ხანს არ გაგრძელებულა,დაუძახეს.
-მარიამ,უნდა წავიდე,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა!
-ჩემთვისაც.
მიბრუნდა და წავიდა.
მერე სუფრიდანაც გაქრა.
ვიკოს მივუჯექი,მხარზე თავი დავადე და ავტირდი.
-აუ კაი რა მარუს რა გატირებს,ბიჭი რომელიც გიყვარს გეცეკვა,გიღიმოდა,როჟას მგონი ტუჩები გაეხა ამდენი ღიმილისგან,შენ კიდე  ზიხარ და ტირი.
-აუ ლევან გცემ!
-აუ კაი ხო.დამშვიდდი რა.
-რატო წავიდა.
-აუ დაიწყო.
-ვაიმეხო კაი ჩუმად ვარ.
-არ დაგინახოს ლანამ,თორე ორივეს მოგვხვდება ხოიცი.
გამეცინა.
-აფერისტო!
-ეგრე რა!
სახლში ძალიან გვიან დავბრუნდით,ვიკომ საცლამდე მიმაცილა,ავედი თუ არა,ოთახში შევვარდი და ტირილი დავიწყე.
მალევე დავმშვიდდი,მაგრამ არ მიძინია.
16 ოქტომბერი ყველაზე ბედნიერი დღე გახდა,რომელიც როდესმე გამიტარებია,ლანას 16 წელი შეუსრულდა,მე კი ნიკუშას ვეცეკვე.
ზუსტად 3თვის შემდეგ პირველად ვნახე და ვეცეკვე.
არ მჯეროდა,მეგონა ზედმეტი სასმელისგან რომელიც დებილმა 15 წლის გოგომ დაქალის დაბადების დღეზე დალია,ჰალუცინაციები დაეწყო და ეს უბრალოდ ვიკო იყო რომელიც მეღადავებოდა როგორც ყოველთვის,მაგრამ მეორე დღეს როდესაც გავიღვიძე და ტანსაცმელი ვნახე,მართლა ასდიოდა რაღაც სხვა სუნი,მერე ვიკოს დავურეკე.
-ჩემთან გელოდები ეხავე!
ვიკოც ამოვიდა და სუნამოს შესახებ ვუთხარი.
-არა ღადაობ ესეთი რაღაცეები არ მევასება,გეუბნები მე გიყურებდით როგორ ცეკვავდით ვა,არ გაქ ეს ჰალუცინაციები თუ რა ცინაციებია რავიცი,კაროჩე მგონი ვიღაცამ ვიდეო თუ ფოტო გადაგიღოთ რა და გაგიჩითავ.
-აუ მართლა?
-ხო,ვიღაც გოგომ.
-ამიღწერე.
- წითელი კაბა ეცვა,აი როგორი იცი?კვერცხს რომ დაუპირებ შეწვას,აუთქვეფლად და მერე რომ დაგესხმება მთელს ტაფაზე,აი ეგრე ადღვეზილი იყო,იმენა აი მაგას გავდა და ძაან დაბოღმილი იყურებოდა.
სიცილი ამიტყდა და ვერ ვჩრედებოდი,ვიკო არანორმალურივით გავარდა სამზარეულოში და წყალი მომიტანა,ბოთლით,არ დავლიე და გადამასხა,სახლში ვიწუწავეთ მოკლედ ,იმიტომ რომ შურისძიების გარეშე არ დამიტოვებია ნახევარლიტრიანი ბოთლი სავსე რომ გადამასხა:)
მერე როცა დავწყნარდით,ლაპარაკი გავაგრძელეთ.
-რაო რასამბობდი,წითელი კაბა ეცვაო?
-ხო.
-აუ დაიცა,უი ელენე დავითაშვილი?
-რავიცი რა ქვია,ჩვენი სკოლელია მგონი.
-აუ ეგ იყო,უეჭველი. ეგ იცი რატო იბოღმება ჩემზე?
-რატო?
-შენ მოსწონხარ თუ უყვარხარ,ზაფხულში მთხოვა გამაცანიო და ვიკოს შეყვარებული ყავს მეთქი და მაგის მერე ვერ მიტანს იმიტომ რომ იცოდა არავინ გყავდა.
-კიდევ კაი მოატყუე მარუს.
-შენც კაი იდიოტი ხარ!
-ხო არა?წავედი მე თორე ჩემი ძმა უნდა გავაცილო და ბარგის ჩალაგებაშიც უნდა მივეხმარო.
-დაიცა სად მიდის გიორგი?
-თავის ლოვჩოსთან მიდის აგარაკზე.
-შენც წახვიდოდი შენს შეყვარებულთან ერთად,ნუ ცანცარებ წადი და მომიკითხე.
-კაი,გაკოცე და ჭკუით.
ვიკო წავიდა თუ არა ლანას დავურეკე.
-იაშვილო ამოდი ჩემთან!
-ოო გადი რა,მძინავს.
-მე ამოვალ და გადაგაგდებ მაგ საწოლიდან.
-გელოდები.
გავემზადე და ქვემოთ ჩავედი.
არც ერთმა ტაქსის მძოღლმა არ გამიჩერა,რანაირი დღეა!
ფეხით წავედი.
ლანას ქუჩისკენ შევუხვიე თუ არა,ლამის სასწრაფოს გამოუძახეს,ელენე დავითაშვილი.
ეგრევე ვიკოს ნათქვამი გამახსენდა და ცუდად გავხდი.
-ვაა მარიამ,როგორ ხარ?
-კარგად ელენე შენ?
-მეც კარგად.
-კარგი,კარგად.
-დაიცა.
ტელეფონი ამოიღო,მანახა ფოტო სადაც მე და ნიკუშა ვიყავით.
გამეღიმა.
-შენ გადაგვიღე ანუ მართლა.
-ჰო.
-შეგიძლია წაშალო.
-იცი ნიკუშას ვიცნობ.
-ხოო?მაშინ რატომ არ მოგესალმა გუშინ?
-მანამდე ვნახე და...
-აა,გასაგებია.
-იცი შეყვარებული ყავს.
-შენს საქმეს მიხედე ელენიკო!
გავუღიმე და გზა გავაგრძელე,როგორ მინდოდა ეს ტლიკინა შუაზე გამეგლიჯა:)
ლანასთან ავედი.
-აუ,კიდევ კაი მოხვედი თორე მარტო წასვლა მეზარებოდა.
-სად მიბრძანდები?
-რესტორანში,მგონი იქ ყელსაბამი დამრჩა.
-რომელი ყელსაბამი?
-აი ვიკომ რომ მაჩუქა,აუ წამოდი რა.
-კაი ხო.
წავედით რესტორანში.
შევედით და ის ადგილი დავინახე პირველად სადაც მე და ნიკუშა ვცეკვავდით.
-შვილო,აქ ამ ადგილზე მისაშტერებლად არ მომიყვანიხარ ჩვენში რომ დარჩეს.
-კაი ხო.
გამეცინა და ლანას გავყევი.
-გამარჯობათ,გუშინ აქ დაბადების დღე გადავიხადე და მგონი ყელსაბამიც აქ დამრჩა.
-დიახ,მაგიდაზე იდო,ახლავე მოგიტანთ,დაბრძანდით.
დავსხედით და სანამ ოფიციანტი ლანას ყელსაბამს მოიტანდა,მანამდე რაც მოხდა ალბათ მარტო სისზმარში თუვნახავდი:)
ნიკუშა ვიღაც ბიჭთან ერთად იდგა დალაპარაკობდა,გამოვშტერდი.



№1  offline წევრი mani156

ინწერესნა :დ მალე გააგრძელეე ^^^

 


№2  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე დიდი თავები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent