წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო!
ღრმა ბავშვობის შემდეგ დაახლოებით 13 14 წლის ვიქნებოდი,როცა მივხვდი,რომ ნორმალური ადამიანი მოსაწყენია,ხანდახან თუ კალაპოტიდან არ ამოვარდი და ცოტა არ წაუგიჟე ისე ცხოვრება სრულიად უფერული და უინტერესო ხდება..ადამიანს რაც არ უნდა უყვარდეს გარკვეული საქმე,ადგილი ან ნებისმიერი ნივთი,ოდესღაც ბეზრდება,როცა მას ყოველდღიურობად აქცევს და მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება.ცნობილი მწერლის ერიხ მარია რემარკის სიტყვებს მოვიშველიებ:,,ადამიანები ისე ვცხოვრობთ,თითქოს სიკვდილი არასდროს მოვა,და ბოლოს მაინც ისე ვკვდებით,თითქოს არც არასდროს გვიცხოვრია’’..და მე არ მინდა ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი,უინტერესო და მოსაწყენი იყოს, ამისათვის ყოველთვის ვიბრძვი და ვცდილობ თითოეული დღე გავაფერადო,ბედნიერების თითოეული წამი მთლიანად შევიგრძნო და ამ ნეტარებით დავტკბე..ზოგადად ძლიერი ადამიანი ცვლილებებს არ გაურბის,მაგრამ ჩემთვის რადიკალურ ცვლილებებთან გამკლავება გარკვეულად რთული აღმოჩნდა.ნიას ყოველთვის ვაფრთხილებდი არასოდეს თავი არავის დააჩაგვრინომეთქი,(ნია ჩემი საუკეთესო მეგობარია.)მაგრამ ის ჯიუტად აგრძელებდა რაღაცრაღაცეების დათმობას და ზოგადად წყნარი, ,,ბუნჩულა’’ გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა,რომელიც ნებისმიერ ადამიანს ყველაფერს აპატიებდა,თან ისე,რომ ბოდიშის მოხდაც არ სჭირდებოდათ.საბედნიეროდ ზოგიერთებმა მოუხადეს ბოდიში,ზოგმა თავისი სინდის–ნამუსით,ზოგმაც კიდე ჩემი დაჟინებული თხოვნით,თან მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა,მთელი გულით და სულით მიდიოდნენ ნიაკოსთან შენდობის სათხოვნელად,რადგან მე სახეზე მეწერა ფრაზა ,,ის ჩემი საუკეთესო მეგობარია,გაუტეხავ გულს?გაგიტეხავ სახეს!’’.. ზაფხული ახალი დაწყებული იყო,როცა მე და ნიაკო ახალი სიგიჟის ჩადენას ვგეგმავდით,(ნია ,,ბუნჩულა’’ს შთაბეჭდილებას ტოვებდა თორემ არანორმალურობასა და ექსტრემში დიდად არ ჩამომივარდებოდა)თუმცა დაუგეგმავი დღეები უფრო კარგი გამოგვდიოდა ვიდრე დაგეგმილი,მაგრამ მიუხედავად ამისა თუ ,,ა’’ გეგმა არ გამოგვივიდოდა,ანბანში კიდევ 32 ასოა..33 ივე გეგმა თუ ჩაგვივარდებოდა მაშინ იძულებულნი ვიყავით ბედს შევგუებოდით,თუმცა მე რის მია ვარ თუ რაიმე გენიალური აზრი არ მომივა თავში და გამოსავალს გადამწყვეტ მომენტში არ ვიპოვნი..ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია,უბრალოდ შეუძლებელს უფრო მეტი დრო სჭირდება.ასე რომ მე ძალიან უშიშარი ვარ და საქმე ბოლომდე მიმყავს ხოლმე.ამჯერად 1 კვირაში სახლიდან გაქცევის გეგმა უნდა განხორციელებულიყო.მე და ნიამ ჩემს ოთახში კალენდარი გამოვაკარით და დავაწერეთ დიდი წითელი ასოებით:,,თავისუფლებამდე დარჩა 1 კვირა!’’ მოკლედ ყველაფერი მოსამზადებელი გვქონდა. ჩემს აგარაკზე უნდა გავქცეულიყავით მაგრამ ამისთვის მანქანის გასაღები,ფული და კიდევ უამრავი რამე გვჭირდებოდა.. დილით თვალები ნელა გავახილე და ფანჯრიდან შემოჭრილი ზაფხულის სიო შევიგრძენი.ცოტა ხანს ჭერს მივაშტერდი და გავიხსენე დღეს რა დღე იყო და რამდენი გვრჩებოდა მოსამზადებლად. –ჯანდაბა!–ვიყვირე გაცოფებულმა და ბალიშის ქვეშ დადებულ ტელეფონს დავწვდი.ნიას დავურეკე. –ალო–ისეთი ხმით მითხრა ეტყობა კიდევ ძილბურანში იყო. –ახლავე ფეხზე ადექი და ჩემთან დროზე!–ბოლო ხმაზე ვიყვირე გაცხარებულმა..არ მინდოდა დანარჩენ 32 გეგმაზე ტვინი მეჭყინტა.. –მმმმმ....რა იყო გოგო რამ გაგაგიჟა ამ დილა უთენია?–მკითხა ნიამ მძინარე ხმით და ძილის გაგრძელებას აპირებდა,როცა მიკროფონში მთელი ხმით ჩავყვირე და ისიც მორჩილად ადგა და ტანსაცმლის ძიება დაიწყო. –ოხხ ეფემია შენ ხომ არასდროს მაძინებ.–ოოოო...ავიჭერიი..ვერ ვიტანდი ეფემიას რომ მეძახდნენ და სრული სახელით მაშინ მომმართავდნენ როცა ჩემზე სასწაული გაბრაზებულები იყვნენ.. –შენ აქ მოდი და ეფემიას გაჩვენებ მე ! იდიოტო!–ვუღრიალე და გავუთიშე.. მერე თვითონაც ავდექი და ყველაზე პრობლემური საკითხი წამოვჭერი:,,რა ჩავიცვა’’?მერე კიდე კარგი გამახსენდა,რომ სახლში უნდა ვყოფილიყავით და ჩვეულებრივი შორტი და მაიკა გამოვიღე კარადიდან.არ ვიცი რატომ გადავწყვიტეთ ასე მოულოდნელად სახლიდან გაქცევა ,,დროებით’’ ჩემს აგარაკზე,მაგრამ უკვე ყელში გვქონდა ამოსული მშობლების პრეტენზიები,ირგვლივ ამდენი იდიოტის ატანა,სკოლაში უამრავი შენიშვნის მოთმენა და მოკლედ თავისუფლება გვწყუროდა..ნია მალევე მოვიდა და გეგმა შევიმუშავეთ.საბედნიეროდ 17 წლისები ვიყავით და მართვის მოწმობა აღებული გვქონდა..ახლა მანქანისა და აგარაკის გასაღებზე უნდა გვეზრუნა..გარდა ამისა ფულიც გვესაჭიროებოდა,საიდან უნდა გვეშოვა არ ვიცი მაგრამ რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ მე ხომ გენიოსი ვარ... მალე აივნიდან ნიას აქოშინებული სუნთქვა მომესმა,სირბილისგან ფეხზე ძლივს იდგა,ეტყობოდა რამე გეგმა ჰქონდა,ან რამე საინტერესო მოჰქონდა ჩემთვის.გადავიხედე და ხელით ვანიშნე ჩუმად ამოდი–მეთქი..სახლი დიდი მქონდა და ყველა ოთახს ვერ აკონტროლებდნენ ამიტომ ნიას ამოსვლა არც სამზარეულოში მყოფ დედას შეუმჩნევია და არც ტელევიზორის ყურებით გართულ მამას,სულ მალე ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემს ოთახში მყავდა ,სულს ითქვამდა და ერთი წუთიო მეუბნებოდა,ეტყობოდა რაღაც ჰქონდა სათქმელი. –ჰა ახლა ამოღერღე დროზე!–ვიღრიალე და მოსასმენად მოვემზადე.. ნიამ ცოტა სული რომ მოითქვა ჯიბიდან რაღაც ამოიღო და მე გამომიწოდა. –შეუძლებელია!–შევძახე აღტაცებულმა.ხელში მისი ვერცხლისფერი ვოლვოს გასაღები ჰქონდა,აი ზუსტად ისეთი იყო ,,ბინდში’’ ედვარდს რომ ჰყავს ... –მართვა შენ უკეთ გამოგდის,თან უშიშარი ხარ.–მითხრა და გულიანად გაიცინა. –ყველაზე საუკეთესო მეგობარი მყავს მსოფლიოში და ამაში ორი აზრი არ არსებობს!–ვიყვირე დადებითი ემოციებით სავსემ და ნიას მთელი ძალით ჩავეხუტე. გაქცევამდე სულ რაღაც ორი დღე რჩებოდა,ჩემი მშობლების გამგზავრებას ვუცდიდით,2 კვირით ,,თაფლობის თვეს’’ იწყობდნენ პარიზში,მათი ქორწინებიდან 18 წელი გავიდა..უკვე ვიცოდი ფული საიდან უნდა მეშოვა,იმედია მარტო დამტოვებდნენ სახლში და არა ვიღაც იდიოტ ნათესავთან ერთად,რადგან ამ შემთხვევაში გეგმა ,,ბ’’ზე უნდა გადავსულიყავით და ტვინი თავიდან უნდა გვეჭყლინტა მთელი დღეების განმავლობაში,თან გაქცევისთვის ძალიან ცოტა დრო დაგვრჩებოდა და ეს არანაირად არ გვაწყობდა ..მოკლედ ამ წუთში საგურამოს აგარაკის გასაღები მესაჭიროებოდა,სად ჰქონდა დედას შენახული არ ვიცი,მაგრამ ის აგარაკი ხომ ჩემმა მშობლებმა 17 წლის რომ გავხდი მაშინ მაჩუქეს,მაშასადამე გასაღებსაც მე მომცემდნენ.ჩემი ოთახის სრული გაჩხრიკვა განვიზრახე და საქმესაც შევუდექი საუკეთესო მეგობართან ერთად.ტრილიაჟი,კარადა,საწერი მაგიდა,კომოდი,ყველაფერი გადმოვქექეთ და ბოლოს გასაღებს ჩემი საწოლის გვერდით მდგომ ტუმბოში მივაკვლიეთ. –ესეც ასე!–შევძახე გახარებულმა,მაგრამ მთავარი გვჭირდებოდა–ფული,რომ რაღაცეები გვეყიდა გზაში.. ნიამ მითხრა ნახევარს მე ვიშოვი და ნახევარი შენო,ამიტომ მამაჩემისთვის დაახლოებით 300$ის გამორთმევა დამჭირდებოდა პირველ ეტაპზე.კარგია,აფერისტობა მეხერხება და აუცილებლად მივაღწევ მიზანს..პირველ რიგში უნდა გამეგო ვისთან მტოვებდნენ 2 კვირის განმავლობაში,გაქცევის გეგმა რომ ადვილად განგვეხორციელებინა ამისათვის პიროვნების ვინაობა გვესაჭიროებოდა და ხაფანგი,რომლის საშუალებითად ხელიდან დავუსხლტებოდი ,,მცველს’’.კიბეები ჩავირბინე და მისაღებ ოთახში მყოფ,ტელევიზორის ყურებაში გართულ მამიკოს უდარდელად გამოველაპარაკე,რომელმაც ვერც კი შეამჩნია როგორ მიუახლოვდა თავისი ერთადერთი შვილი. –დილამშვიდობისა მამიკო–მივესალმე და ლოყაზე ვაკოცე.მან გაკვირვებულმა დახედა საათს. –რაღა დროს დილაა 3 საათი დაიწყო.–მე გამეცინა,მაგრამ მერე ნიას პასუხი რომ გამახსენდა რამ გაგაგიჟა ამ დილაუთენიაო გავბრაზდი,თუმცა ჩემმა ნიაკომ ისეთი საქმე გააკეთა დღეს ძილისგუდობა ეპატიება. –ჰო,მა მე ახლა გავიღვიძე.შენ რას შვრები?ემზადები პარიზისთვის? –კი მამი 2 დღეში მივფრინავთ მე და დედა. –მე ვისთან მტოვებთ? –გინდა ვინმე დაგიტოვო?მეგონა დიდი გოგო იყავი და შენით მიხედავდი თავს.–ამ პასუხმა შოკში ჩამაგდო,არ ველოდი ნამდვილად,ნუ კი ველოდი,მაგრამ მხოლოდ 10–20% ით. –არა არავინ,უბრალოდ ვიკითხე,ნიას დავიტოვებ 2 კვირა მაგრად გავერთობით. –კარგი მამა,მომასმენინე ახლა საინფორმაციო,წადი დედასთან გაჭმევს რამეს. –კაი მიყვარხარ მა..–ვუთხარი და კვლავ ლოყაზე ვაკოცე,ისე როგორც მისალმებისას. მამას მოვშორდი და ახლა დედასთან წავედი,მივესალმე და ვთხოვე რამე მაჭამეთქო. ომლეტი გამიკეთა და მეც უცბად მოვრჩი საუზმეს,ისევ ჩემს ოთახში ავედი ნიაკოსთვის რომ შემეტყობინებინა ახალი სასიხარულო ამბავი:,,სახლში 2 კვირით მარტო ვრჩებოდით მე და ჩემი გიჟი დაქალი’’...ღმერთო რა ბედნიერებაა... **** **** ***** 2 დღე მალევე გავიდა და ჩემს სახლში არეულობა იყო,ჩემი მშობლები ხმაურიანად დადიოდნენ ოთახიდან ოთახში და თან იძახდნენ რამე ხომ არ გვრჩებაო,იმდენი რამე მიჰქონდათ მანქანაში თუ ჩაეტეოდათ არ ვიცი.როგორც იქნა გაწამაწია დასრულდა და მშობლები თავიანთი ბარგებიანად მანქანაში ისხდნენ,აეროპორტში მე უნდა წამეყვანა.რა მაგარია,აეროპორტში მივაცილებდი და სახლში დაბრუნებულს აგარაკზე წასასვლელი ბარგი უნდა ჩამელაგებინა.გზას ნელა მივუყვებოდით,თან გული მწყდებოდა მშობლებს ძალიან დიდი ხნით რომ უნდა გამოვმშვიდობებოდი,ვინ იცის აგარაკიდან სად წავიდოდი,იქნებ სხვა ქვეყანაში უფრო მეტად მეგრძნო თავისუფლება,თუმცა არა მგონია,ქვეყნიდან წასვლა გადავწყიტო,ნიაკო ამის სასტიკი წინააღმდეგი იქნება,თან მაინდამაინც საქართველოს ცხოვრების წესს მიჩვეულს,მეამბოხეობის მიუხედავად გამიჭირდებოდა სხვა მიწაზე ფეხის დადგმა და ცხოვრება,მითუმეტეს სრულწლოვანი არ ვარ და ვიზისათვის ორივე მშობლის თანხმობა მესაჭიროება.ამ ყველაფერზე გზაში ვფიქრობდი,ლამის კინაღამ ჭკუიდან შევიშალე და ერთი ფიქრი ისიც კი ვიფიქრე იქნებ არ ღირს გაქცევა,მშობლებს ტყუილა ვანერვიულებმეთქი,მაგრამ შემდეგ ჩემი სამყარო გამახსენდა და უფრო და უფრო მომეძალა აქაურობის დატოვების დაუოკებელი წყურვილი,გაზს ფეხი მივაჭირე და აეროპორტში 5 წუთში მივედით.გადმობარგდნენ და დამშვიდობების დრო რომ დადგა ორივეს ძალიან მაგრად მოვეხვიე და ვუთხარი მომენატრებით ძალიან მეთქი,მათ კი მიპასუხეს სამუდამოდ ხომ არ მივდივართ 2 კვირაში ისევ შენთან ვიქნებითო.ჭკვიანად იყავიო და მშობლებისთვის დამახასიათებელ ფრაზებს ისროდნენ.აბა მათმა რა იცოდნენ მე რა გეგმები მიტრიალებდა თავში.თვითმფრინავში რომ ჯდებოდნენ ამეტირა.სასწრაფოდ გამოვფხიზლდი და მანქანას დავუბრუნდი,ნელა მოვაბრუნე აღელვებული ვიყავი და არ ვიჩქარე.გზაზე გავედი თუ არა ნიას დავურეკე. –ალო,ნი ჩემთან გამოდი,გავაცილე ესენი და ბარგი ჩავალაგოთ,სახლში დაიბარე 2 კვირით მიასთან ვრჩები მარტოა სახლშითქო. –კარგი ახლავე დავიწყებ ჩალაგებას–მითხრა და გამითიშა. 15 წუთში სახლში ვიყავი.ეგრევე ჩემს ოთახში ავვარდი და თუ რამე ტანსაცმელი და საჭირო ნივთი მქონდა ყველაფერი ჩემოდანში ჩავალაგე.არ მინდოდა რაიმე დამრჩენოდა აქ,საერთოდ გაქრობა მინდოდა ამ სამყაროდან,ჩემი რაღაც ნაწილი მაინც რომ დარჩენილიყო ისიც არ მინდოდა.თუ რამე იყო ჩემს ოთახში ყველაფერი ჩავდე.სულ მალე ნიაც დამადგა თავისი ბარგით. –შენი მანქანით წავიდეთ რახან დაგიტოვეს,ჩემგან რომ გამოვაყენოთ რაღაცას იეჭვებენ. –კარგი ნი არ მაქვს პრობლემა, ,,ლიჟბი’’ აქედან წავიდეთ და როგორ რა მნიშვნელობა აქვს.. *** *** *** არ ვიცი,რას ვაპირებდით საბოლოოდ,რადგანაც აგარაკზე გაქცევის შემდეგ, ორი კვირაში,მშობლების პარიზიდან დაბრუნებისას ყველაფერი ნათელი გახდებოდა და ჩვენი ადგილსამყოფელის ერთ–ერთი ვარიანტი საგურამოც იქნებოდა,თუმცა უნდა გამოგიტყდეთ რომ ამ წუთში ჩემი და ნიას ფიქრის ობიექტი არა ეს საკითხი,არამედ ის იყო რომ მალე მოვმწყდარიყავით ხმაურიან ქალაქს და თუ საბოლოო გაქცევა არ გამოგვივიდოდა აქედან,ორი კვირით მაინც დაგვესვენა ამაზრზენი ხალხისაგან.ვერ გეტყვით რომ ჩვენი სურვილები ამომწურავად დავიკმაყოფილეთ,რადგან პირველი ის იყო,რომ ჩვენს თერთმეტწლიან დაღლას ორი კვირა ვერ გადაწონიდა (მართალია ზაფხულის არდადეგები გვქონდა,მაგრამ ეს წელი რატომღაც გვინდოდა ძალიან კარგად გამოგვსვლოდა.სამ თვეს ვვარაუდობდით,თუმცა იმ შემთხვევაში თუ კი მშობლები მოისურვებდნენ ჩვენს თბილისში დაბრუნებას,მინიმუმ ორი კვირა რეალობას მოწყვეტილი ნეტარი წუთები რაღაც სასწაულად ისახებოდა ჩვენს გონებაში). ხოლო რაც შეეხება მეორე მიზეზს,ჯერჯერობით არ გაგიმხელთ და მოგვიანებით თვითონაც მშვენივრად მიხვდებით. ზემოთ ხსენებულია,რომ ზოგადად მე და ნიას დაუგეგმავი წუთები უფრო კარგი და საინტერესო გამოგვდიოდა,ვიდრე დაგეგმილი და მინდა გავიმეორო..როცა ჩემი სახლიდან რაც საჭირო იყო ყველაფერი მანქანაში ჩავაწყვეთ და ბენზინ–გასამართ სადგურზე საწვავის ჩასასხამად შევჩერდით,მომსახურე პერსონალს ვუთხარი ავზი ბოლომდე გაევსო,თვითონ კი სუპერმარკეტში გადავედი გზაჯვარედინით.50$–ის ტკბილეული ვიყიდე,ზუსტად არ მახსოვს შოკოლადებით სავსე 3 დიდი პარკი რომ გამომქონდა რას ვფიქრობდი,სავარაუდოდ იმას, ,,შუაზე გავუგლეჯივართ,რას დავეძებთთქო’’... ნიასაც და მეც თეთრ შოკოლადზე გვაბოდებს,ამიტომ ერთი პარკი მხოლოდ თეთრი შოკოლადები მომქონდა...გზაში ჩემთვის სულელივით ვიცინოდი,წარმომედგინა ნიაკოს რეაქცია,როდესაც ამდენ შოკოლადს დაინახავდა,თუმცა შოკოლადის რაოდენობა არ იყო გასაკვირი სიგარეტის რაოდენობასთან შედარებით.ბლოკებით ვიყიდე. 1 ბლოკი–MM-მენთოლიანი 1 ბლოკი–MARLLBORO-Gold.. და რაც მთავარია ყავა..მე და ნიაკო ორივე ყავისტები ვართ...ვერც გეტყვით ყავის რაოდენობას,ძალიან ბევრი იყო...დღეში მინიმუმ 3 ჭიქა ყავას ვსვამთ..არ გეგონოთ რომ რადგან ყავას ვსვამთ და სიგარეტს ვეწევით თავი ძალიან მაგარი ტიპები გვეგონოს,ეს უბრალოდ მოგვწონს და ამიტომ ვიქცევით ასე..ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ არ მაინტერესებს არავის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით,უნდა გითხრათ რომ სიგარეტზე ადრე შური და ბოღმა კლავს ადამიანს,ასე რომ მწეველებზე ადრე ბოღმიანები და შურიანები ჩაძაღლდებიან!.. პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო,თორემ ის,ვისაც ბევრი ფული აქვს,გაცილებით ღარიბია,ვიდრე ის, ვისაც უფასო ღირსებები გააჩნია:სიყვარული,ადამიანობა,ერთგულება,მეგობრობა და ა.შ.. ახლა კი მოდით ისევ ამბის თხრობაზე გადავიდეთ.. მას შემდეგ,რაც მე პარკებით დატვირთული მანქანისკენ დავბრუნდი,დავინახე,რომ ნიაკოს ვიღაც ორი ტიპი ელაპაკებოდა,არა ,,ელაპარაკებოდა’’ რბილად ნათქვამია,უფრო ,,ეკაჩავებოდნენ’’ ან ,,დასცინოდნენ’’..მივუახლოვდი და დავინახე, რომ მათ სახეზე ირონიისა და სარკაზმის უმაღლესი გამოვლინება ეტყობოდათ..ნიაკო ხმას არ სცემდა და უკვე მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა,როცა მივუახლოვდი,მან დამინახა და შიშით აღვსილი მზერა მომაპყრო: –მანქანაში ჩაჯექი და ეს პარკები ჩადე..–ვუთხარი მოჩვენებითი სიმშვიდით,თითქოს არაფერი მომხდარიყოს.. –ეფემია,გთხოვ სისულელე არ გააკეთო,მანქანაში დაჯექი და წავიდეთ!..–მითხრა ვედრებით. –მას შემდეგ მოხდება ეგ,რაც აი ამ ორ არსებას თავიანთ უკანალებს თავიანთ ადგილებზე დავაყენებინებ..–მან კარგად იცოდა ჩემი სიჯიუტის შესახებ და დაჰმორჩილდა ბედს.. მე კარი მივხურე,ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე,ამჯერად წითელი MARLLBORO მედო და იმ ორ ტიპთან მივედი,რომელთაც ჩემს დანახვაზე ირონიული ღიმილი სახეზე შეეყინათ.. –აბა,ვის რა პრობლემა აქვს?–ვიკითხე ინტერესით. –შენმა დაქალმა გითხრა არა?–მკითხა შედარებით დაბალმა,რომელსაც ზემოდანაც კი ვუყურებდი. –მას რა უნდა ეთქვა?თვითონ შევამჩნიე თქვენი ირონიული გამომეტყველებები. –და შენ რა პრობლემა გაქვს რო?–მითხრა მაღალმა,თვალებში ავხედე,მწვანე ჰქონდა,დავიშოკე იმ წამსვე დამატყვევა,თუმცა არც კი შევიმჩნიე,სიგარეტს ღრმა ნაპასი დავარტყი და მწვანეთვალებას სახეში შევაბოლე.. ნუ გგონიათ,რომ რაც გავაკეთე იმის განმარტება არ ვიცი,უბრალოდ ეს ყველაფერი საპირისპირო მნიშვნელობით უნდა გაეგო,წესით. –მომისმინე, ჩემო კარგო, ეგეთები ვისთანაც გაგივა იმასთან ილაპარაკე,თავი მაგარი ბიჭი ნუ გგონია და ქუჩაში ამაყად ნუ გაივლი,თავაწეული სიარულისას უნებლიედ შეიძლება ფეხი წამოკრა რამეს და დაიმტვრე...–ვუპასუხე ირონიულად,თვალი ჩავუკარი და მანქანისკენ წამოვედი.. –ეი, შენი სახელი მაინც მითხარი, ლამაზო!..–მომაძახა,ეტყობოდა რომ იმდენად გაუნათლებელი იყო,რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო,ამიტომ შუა თითი ავუწიე და მანქანაში ჩავჯექი.. ნია შიშით შემომცქერდა,მანქანა დავქოქე და ბენზინ–გასამართ სადგურს სასწრაფოდ გავეცალე,ჩემი საწყისი სიცქარე 60კმ/სთ იყო,ხოლო მას შემდეგ, რაც თბილისს გავცდით აჩქარებით ვმოძრაობდი და ტრასაზე 100კმ/სთ სიჩქარით,ბოლო ხმაზე მუსიკებით მივქროდით მე და ჩემი ერთადერთი დაქალი. ახლა რასაც ვიტყვი მკითხველი ალბათ ნაკლებად დამიჯერებს,მაგრამ უნდა გითხრათ,არც მეტი არც ნაკლები ის ორი ,,არსება’’ უკან მოგვყვებოდა.ნია ოდნავ შეცბა,მაგრამ მე არ ვაპირებდი დანებებას.. ჯერჯერობით არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი ტარება მშვიდად განვაგრძე,ვითომ არც კი დამინახავს..არა უნდა ვაღიაროთ მაღალი მწვანეთვალება სიმპათიური იყო,თუმცა აი ამას მისი თანდასწრებით მე არასოდეს ვაღიარებდი!..რაც არ უნდა იყოს ჩემი პრინციპები მაქვს და არც ვაპირებ ვიღაც იდიოტის გამო ჩემი პრინციპებისა და ღირსებების გათელვას..უეცრად ფარები ჩაქვრა,მეგონა რომელიმე შესახვევში შეუხვიეს,თუმცა ეს დიდად არ მაინტერესებდა.აგარაკამდე ძალიან ცოტა რჩებოდა,აი შესახვევშიც ჩავედით და მანქანა ეზოში დავაყენეთ..ყველაფერი გადმოვალაგეთ და გადავწყვიტეთ ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ოთახში ვაპირებდით დარჩენას რადგან ნამდვილად არ გვქონდა დალაგების თავი..როგორც კი ყველაფერი შემოვიტანეთ პირველი რაც მოგვინდა ყავა იყო.. ყავა სიგარეტი შოკოლადი ეს ჩვენი ცხოვრების თანმდევი ატრიბუტები იყო... ყავა ნიამ მოამზადა მე კი ვფიქრობდი ვახშამზე,რომლიც გაკეთებასაც აუცილებლად ვაპირებდით დღეს...თითქოს გულმა გვიგრძნო რაღაც მოხდებოდა...გამოგიტყდებით და წინასწარ იმედიც მქონდა რომ არდადეგები მხოლოდ ყავის სმაში,სიგარეტის წევაში და შოკოლადის ჭამაში არ გავიდოდა..საიდან მქონდა ამის იმედი და რატომ არ ვიცი,მაგრამ ფაქტია რომ მქონდა.. ყავის ნახევარი თითქმის დალეული მქონდა,თანაც მე და ნიაკო რაღაცეებს განვიხილავდით,სად უნდა დაგვეძინა რა უნდა გვექნა..რას ვაპირებდით და ასე შემდეგ..ისიც კი შემომთავაზა სხვებს ხომ არ დავურეკოთ,უფრო გავერთობით ბევრი რომ ვიქნებით –დავფიქრდები და გეტყვი..–ვუთხარი 2 წთის შემდეგ.ხელახლა ჩავფიქრდი,რომ კარზე ბრახუნი მომესმა,ღრმა ფიქრებიდან გამოვერკვიე,ეგრევე ფეხზე წამოვხტი,ორი ტაფა გამოვიღე ერთი ნიაკოს მივეცი მეორე კიდევ მე დავიჭირე და ნელნელა გავემართეთ კარისაკენ..კარი გავაღე და ზღურბლზე ორი ადამიანი იდგა,ერთი მაღალი,ოდნავ გრძელი თმით,მეორე კი შედარებით დაბალი..სინათლემ რომ შემოანათათ ორივეს სისხლი სდიოდათ სახიდან,შემდეგ კი ის,მაღალი თვალებმა ,,ჩაუშვა’’..ვიცანი..სწერვულად წარბი ავუწიე და კართან ავეყუდე..ისინიც დაბნეულნი იყურებოდნენ და ვერ გაეგოთ რა ეთქვათ,თანაც ტკივილისაგან სახე დამანჭოდათ..ნიძლავს დაგიდებთ ვისაც გინდათ იმ წუთში ფიქრობდნენ ალბათ ,,მისამართი შეგვეშალაო’’... აი რაც არ უნდა იყოს და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინიც ადამიანები არიან,ნამდვილად შემცოდა ორთავე,ტაფა ძირს ჩავუშვი, ნიამაც იგივე გაამეორა და თავით ვანიშნე შემოდითთქო.მათ სახის გამომეტყველება შეეცვალათ და ახლა გაკვირვება აღბეჭდოდათ ჭრილობისაგან დასახიჩრებულ სახეზე. –დიდხანს ვიდგე ახლა აქ?მალე შემოდით,ვიცი რომ სხვა გზა არ არის, ჭრილობებს ჩვენ დაგიმუშავებთ.თანაც კოკისპირული წვიმაა,ამ შუა ღამეზე სად უნდა წახვიდეთ. –მადლობა, ლამაზო–მშვიდი ხმით მითხრა მწვანეთვალებამ და ძლისძლივობით მიაღწიეს სავარძლამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.