შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესმერალდა [..1..]

6-12-2015, 21:47
ავტორი ერკე
ნანახია 3 277

ჩემს ესმერალდას, ვინც მე გულიდან არ ამომდის.
ჩემს ემილის... ყველაზე ძვირფას გოგოს ჩემ ცხოვრებაში!
(ესმერალდა)
-მისმინე. აი, იმ გოგოს ხომ ხედავ. იმ ქერათმიანს, შენს პირდაპირ... ხო, სათვალე თმებზე რომ აქვს აწეული. შენზე მითხრა მომწონსო, მართლა გეუბნები. ხოდა... ახლა შენც მიდი. მიაჭერი და ეგრევე სტკიცე მომწონხარო. თან შენ რომ იცი ის ღიმილი არ დაგავიწყდეს, სულ დააბნევ გოგოს. - სრული სერიოზულობით არიგებდა ლომია ახლადგაცნობილს და ქვის კიბეზე მჯდარ, რაღაცის მომლოდინე, ახალგაზრდა გოგონასკენ იშვერდა ხელს. გვერდით საუკეთესო ძმაკაცი დიტო ედგა და თავის კანტურით ანიშნებდა დაბნეულ, მათ შორის მოქცეულ ბიჭს, მართალს გეუბნება, არ ინანებო.
-კარგი რა ტო, - ძლივს ამოილუღლუღა შეშინებულმა გოგამ. - რა სისულელეა. კარგად არც ვიცნობ და როგორ მოვწონვარ?
-ახლა გავგიჟდები... რათ უნდა, ბიჭო, მოწონებას ცნობა? მოგწონს და მორჩა. არასდროს მოგწონებია უცნობი გამვლელი გოგო? არასდროს შეგივლია შენი სავსე და კმაყოფილი მზერა, შენთვის უცნობი გოგოს, მკვრივი უკანალისთვის და არ მოგდომებია? სად გაქ ლოგიკა ტო, რა დაუნივით ბაზრობს, აუ ჩემი. - ხელი აიქნია იმედგაცრუებისგან და ძმაკაცს შეხედა. - ეხლა უხსენი ამას. - დანანებით ჩაილაპარაკა. - მოეწონე რა.. გულს ვერ უბრძანებ, ჰო და გეუბნები, თავი თავისუფლად გეჭიროს, მთავარია არ აღელდე და ნერვიულად აქეთ-იქით ყურება არ დაიწყო. თვალებში უყურე, მზერა მიანათე, თვალებით შეჭამე გესმის? - ბიჭი თავს უქნევდა, თითქოს ესმოდა და თვალს ვერ აცილებდა ულამაზეს გოგონას, ღაწვები რომ შევარდისფერებოდა. - უნდა დააბნიო! შარმი არ დაკარგო, ლამაზი სიტყვები უთხარი, ტკბილი, ხელში რომ ჩაგადნეს პირდაპირ. ქალებს უხდებათ კომპლიმენტები... უხდებათ კი არა, იხდენენ და წითლდებიან. მხარბეჭი აზიდე... ჰო, ჰო მასე... წელშიც გასწორდი, ახლა წადი!
-მოიცა... - გაჩერდა და გოგონას მიაჩერდა, რომელიც ახლა პირდაპირ მას უყურებდა და უღიმოდა. კი არ უღიმოდა, ეს წამიერი გაკრთომა იყო, მზესავით ქათქათა და მბრწყინავი ღიმილის, შემდეგ მორცხვად თავი ჩაღუნა.
-რაღა მოიცა, ვერ ხედავ იწვის გოგო შენი დანახვისას... ნამდვილად უნდა, რომ მიხვიდე და აქ ჩვენ ზედმეტნი ვართ. უთხარი... კიდევ გახსენებ, რომ ნორჩი ყვავილივით ნაზია და მზესავით კაშკაშებს, ხო კიდევ... ზეცაში მყოფ ვარსკვლავს ჰგავხარ, რომლის მოწყვეტაც ძალიან მომინდა უეცრად და აი მეც აქ ვარ. კიდევ დანარჩენიც, რაც გასწავლე და მაშინვე შენია ეგ გოგო რა. თან ზედმეტ ლაპარაკს არ დაგიწყებს, მოსწონხარ აშკარად. დაიმახსოვრე? - ჰკითხა ლომიამ და გაიკრიჭა. ბიჭმა თავი დაუქნია, ხმაურიანად გადაისროლა ნერწყვი საყლაპავ მილში და საწყლად მიაპყრო მზერა ლომიას, მერე დიტოს გახედა და ჩაიხიხინა.
-ნამდვილად იცით, რომ მოვწონვარ? - ძლივს გასაგონად თქვა.
-რაო რა თქვა? - დიტომ ყურთან მიიდო დემონსტრაციულად ხელი და უჟმურად დაიჯღანა. ამაზე ლომიას გაეცინა, მაგრამ მათ შორის მდგარ, პატარა ბიჭს საერთოდ არ ჰქონდა სასაცილოდ საქმე.
-რას ნერვიულობ ამისთანას, კაცი რამდენიმე წუთში ასე რომ ჩამოხმი და გაჭაღარავდი? - ხელი მხარზე დაარტყა. - თუ ჩემი არ გჯერა დიტოს ჰკითხე. ისიც იქ იყო. აი, ძმაო, ვცდილობდი რამენაირად ამეგდო ეს მშვენება და ჩემთვის დამეთრია, მაგრამ მომახალა სხვა მომწონსო! გამიკვირდა, ვერ გავბედე მეკითხა, მეც ადამიანი ვარ და დავიბენი. ჩემთვის უარი არავის უთქვამს და უცებ ბრახ. თავიდან ვიფიქრე მომესმა-მეთქი, მაგრამ დიტოც იქ იყო დაგემოწმება, მანაც იგივე გაიგო. - დიტოს შეხედა ახლა ლომიამ, ის კი მორჩილი მონასავით უსიტყვოდ აქნევდა თავს. - ხელი შენკენ გამოიშვირა. დიახ... დიახ... სწორედ ამისთვის ვართ აქ, გვინდა დაგეხმაროთ. ვიცი შენც მოგწონს...
-რატომ არ მოეწონება გენაცვალე, ანგელოზივით გოგოა, არაფერი დაეწუნება. - ჩაილაპარაკა დიტომ და თვალი გოგოს გაუშტერა. - ოხ, ერთი საათით მაინც მომცა რას ჩავუტარებდიიი... - ოცნებებში წავიდა უკვე და გადაავიწყდა სადაც იყვნენ. მხოლოდ მაშინ გამოერკვა ზურგში რაღაც ძლიერი, რომ მოხვდა.
-ოე, ლამბერსექსუალ, როგორ ლაპარაკობ ბიჭო. - გაუწყრა ძმაკაცს ლომია და ისეთი მზერით შეხედა, მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას. - ეგ გოგო მისია, ძმაო. - თვალებით ანიშნა მათ შორის მდგარზე. ლომიას ხელი ჰქონდა გადახვეული მარცხნიდან და ისე უყურებდა.
ილიას უნივერსიტეტის წინ, კიბის ბოლოს იდგნენ სამივე და უნივერსიტეტის კართან ახლოს, ქვის კიბეზე ჩამომჯდარი გოგოსკენ აპარებდნენ მზერას. მზე მაგრად აჭერდა. მართალია ზაფხული არ იყო, მაგრამ არც ცოტა ეკლდა. ლომია უკვე ჯოჯოხეთიდან გაქცევის გეგმას ამუშავებდა, მაშინვე ბათუმის გზას დაადგებოდნენ ბიჭები და ისე გაერთობოდნენ, არასდროს დავიწყნოდათ. ლომია და დიტო იმაზეც კი აპირებდნენ შეჯიბრებას ვინ რამდენ გოგოს დაითრევდა და საწოლში შეიტყუებდა მთელი ზაფხულის განმავლობაში. ნიძლავიც დადეს. - დიდხანს კი არ დაგელოდება ის გოგო, მიდი თორემ სხვა დაგასწრებს გამიგე? მერე მიდი და სადაც გინდა მიჩივლე! - საყვედურნარევი ხმით უთხრა. კიდევ ერთხელ დაჰკრა მხარზე ხელი და რაც შეიძლებოდა ძლიერად წინ გააგდო.
გოგა ზლაზვნით მიიწევდა წინ და ყოველ კიბეზე ნელა აბიჯებდა ფეხს. გაშტერებული პირდაპირ იყურებოდა და სულ მცირე სამჯერ მაინც წამოსდო ფეხი მაღალ კიბეებს. უცნობი და ულამაზესი გოგონა კი მეტად აღარ იხედებოდა ბიჭისკენ. თითქოს არც კი ცდილობდა ყურადღება მიექცია მისთვის და თვალებიც იმას მოწმობდა, რომ ფიქრებში დაფრინავდა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ლომიას და მისი ძმაკაცის ჩაწყობილი, რომ იყო ამაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. რა თქმა უნდა, ბოლოს ერთი კარგი სილაც მიიღო ჩვენმა ზემოთ აღწერილმა, დაბალმა, ტანმორჩილმა, დაბნეულმა ბიჭმა, გოგამ და ძალიან იხალისეს ამაზე ბიჭებმა. მხოლოდ მათ კი არა, არამედ ყველამ ვინც ამ ამბავს შეესწრო, მის მიმართ თითის გაშვერა და სიცილი არაფრით არ წყდებოდა. ბიჭი დაიზაფრა, გაბრაზდა, გაწითლდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სახლისაკენ.
***
ადამიანები, ყოველთვის ისეთები როდი არიან, როგორებიც გვინდა რომ იყვნენ. მათ შინაგან სამყაროში სინათლის პატარა ნაპერწკალიც არ მოიძებნება და ადამიანებისთვის, მხოლოდდამხოლოდ ზიანი მოაქვთ. სამყარო თვალუწვდენელია, ყველა კუთხეში რაღაც ბინადრობს, რაღაც ისეთი, რამაც შეიძლება გაგაოცოს, შეგაზიზღოს ადამიანთა მოდგმა და ტირილამდეც კი მიგიყვანოს. მაგრამ ისინი იცვლებიან. ადამიანები.
ადრე თუ გვიან, დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და თავს ამტყუნებ კიდეც ამით. ხვდები სიმართლეს, ეჩეხები იმ დაბნეულ თვალებს, რომელიც დაჩაგრე და გაწუხებს ის ფაქტი, რომ თავი ნაძირალა გგონია. ადრე თუ გვიან, ადამიანის თავში ყველაფერი საპირისპიროდ ბრუნდება, სწორ გზაზე დგება და მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე თავს ვერ უტყდება, წარსულის გახსენება უჭირს და ცდილობს ნორმალურად განაგრძოს ცხოვრება, როგორც გამოუვა, თუმცა ხშირ შემთხვევაში სინანულით სავსე კაცისთვის ესეც ჭირს.
ავიღოთ ჩვენი ლომია გარსევანიძე, 24 წლის ყმაწვილი, რომელიც ყოველთვის ისე ცხოვრობდა, როგორც მოესურვებოდა. მამის კმაყოფაზე, ზედმეტი შრომაც არ უწევდა და არც თვითონ იწუხებდა თავს სამუშაო დაეწყო. მამამისი, მიშა გარსევანიძე, მდიდარი ბიზნესმენი იყო, მის ხელთ იყო მთელი მაღაზიათა ქსელი, რომელსაც ერთ დიდ კომპანიაში, კაბინეტში კარგად მოთავსებული და ფეხი ფეხზე გადადებული მართავდა. ხშირად აწყობდა კრებებს, საჭიროებისამებრ წმენდდა კადრებს ზედმეტებისგან და ახალ კადრებს იღებდა, ყოველშემთხვევაში თავის საქმე კარგად იცოდა და ცდილობდა როგორმე დაეთანხმებინა შვილი მას დახმარებოდა, მაგრამ ლომიას ამის გაგონებაც არ უნდოდა. მიშა ძველი ყაიდის კაცი იყო, მაგრამ მას საერთოდ არ ჰქონია წვლილი ლომიასთვის სახელის დარქმევისა. ბაბუამისმა, გერონტი გარსევანიძემ აიჩემა, გინდა თუ არა ჩემი ლომია დ ლომია უნდა დავარქვათო. სწორედ მისმა მცდელობებმა და დარწმუნებამ, იმანაც კი, რომ მშობლებს არ სურდათ უხუცესის განაწყენება ბიჭს ლომია დაარქვეს.
პირველი, რაც ლომიას დახასიათებაში უნდა ჩაიწეროს, ეს არის მისი თვითრწმენა, რომელიც მუდამ თან დაჰყვება. უბნის კოლორიტი, ყველაზე პატივსაცემი კაცი მთელ თბილისში თუ არა, ნახალოვკაში მაინც, მის გარეშე არც ჯოკრის, დომინოს, ან შაშის თამაშს არ იწყებდნენ და რასაკვირველია უბნის გარჩევებიც მისი სტიქია იყო. ბევრჯერ დაცემულა, ბევრჯერ მოსვლია კრახი, როცა უბანი უბანს წესების გარეშე ურტყამდა და აგინებდა. ყოველთვის იმას გაიძახდა, ცხოვრება სულ გამარჯვებულთათვის არ არისო, ხან წააგებ, ხანაც მოიგებ, რაც არ უნდა ძლიერი იყო, მაინც გელის კრახის ხანა, რომელსაც არ უნდა შეუშინდეო... იმასაც ამბობდა, ცხოვრებაში ბევრი ტანჯვის ნახვა გიწევს, მაგრამ თავი არ უნდა დაუხაროო და იხსენებდა ძველ რომაელ მმართველებს, იხსენებდა დავით აღმაშენებელსაც, რომელსაც დიდგორის ბრძოლაში არც კი შეშინებია და ჩამოთვლიდა დიად ჯარისკაცებს, ვინც კი ბრძოლის ველზე დაღუპულიყო და ვინც კი ცნობილი იყო. თავის თავზე იმხელა წარმოდგენა ჰქონდა, მაკედონელს ედრებოდა, მაგრამ ბრძენი არისტოტელეს ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალი იყო და მასაც თვითონ ითავსებდა.
ნამდვილი ლომივით წინ მიუძღოდა თავის მეგობრებს და არც ჭირში არ ტოვებდა არასდროს, ასეც ეძახდნენ. „ჩვენი ლომი მოდისო“, „ლომი მოსულა, გაუმარჯოოსო“. ცხოვრება სიტყვებით თამაში როდიაო, - ერთ-ერთი სადღეგრძელოს დროს დაიწყო ლომია გარსევანიძემ - ცხოვრება კბილებით უნდა გაიტანო, ლომივით უნდა დაუხვდე და არაფრის არ შეგეშინდესო. თუ ერთხელ ჩაისვარეო, ჩათვალე ყოველთვის ჩასვრილი ივლი და კვალს ასე დატოვებო, იმ კვალს კი შენვე აგაწმენდინებენო. საპატიო ადგილი ეჭირა ყოველთვის ძმაკაცების გულში, დღე ისე არ გავიდოდა, მისი სახელი არ ეხსენებინოს ვინმეს და არ მონატრებოდეს. ლომის სიძლიერე მის ფაფარშია, რომელიც ყოველთვის შეშვენის და მისი ფრიალით ქარის ძალასაც კი გრძნობს. ლომიას ძალა, საკუთარ თავში იყო, მაგრამ არა მარტო საკუთარში, ყველა იმ ადამიანში, ვინც გვერდით ჰყავდა.
-ლომი, ხომ გახსოვს წვეულება? იცოდე გელით, არ დაგვივიწყო ძმა. - გაეხმიანა მეგობარი, მანქანიდან რომ გადმოვიდა. მიუახლოვდა, გადაეხვია მეგობარს და გულში სითბო იგრძნო.
-კი მახსოვს ძმა, მაგრამ ახლა ვერაფრით ვერ გამოვა რა. სხვა გეგმები მაქვს. დღეს მარტო ძილი არ მინდა, ვინმე უნდა ავაგდო, ხომ გესმის. - თვალი ჩაუკრა რატის ლომიამ. რატი რატიანი, მისი ერთ-ერთი გულითადი მეგობარი, ყოველთვის მის გვერდით, რომ იდგა და სიცოცხლესაც კი დათმობდა მის გამო, ძალიან უყვარდა. ყველა მისი მეგობარი უყვარდა და ყველასთან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა არა, არ სწამდა სიყვარულის, როგორც ღვთაებრივი ზებუნებრიობა, რაც აღგამაღლებს, როგორც ამას რუსთაველი იტყოდა. არ სწამდა, ცოლ-ქმრული სიყვარულის და ოცდაოთხი წლის ასაკში არც კი ჩქარობდა ცოლზე ფიქრს, მას მხოლოდ გართობა აინტერესებდა, დეპრესიაში მყოფი ქალებს მიეძალებოდა და კმაყოფილდებოდა, გაუვლიდა დროებით და ეს დეპრესიული პერიოდები ხშირი იყო, თავს სულ მარტო რომ გრძნობდა საკუთარ სახლში, რომელიც მამამისმა უყიდა როცა სტუდენტი გახდა. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა, ის თან სწავლობს, თან არ სწავლობს და ყოველ წელს, ახლიდან აბარებს. ძალიან მოსწონდა სტუდენტი გოგოები, მათთან გართობა კი მისთვის ახლიდან დაბადების ტოლფასი იყო. ხანდახან მაინც ისეთი გოგონებიც კი ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას, ჯერ კაცი რომ არ ჰყავდათ ნანახი და მათთან ღამე ყოველთვის დაუვიწყარი იყო. გამოუცდელები გამოცდილებივით, რომ იწყებდნენ თამამად და თვითონ იჩენდნენ ინიციატივას, ისიც კი უკვირდა, რამ გადარია ეს ხალხიო.
რატიმ შეამჩნია, რომ რაღაც სჭირდა ბიჭს. რაღაცას არ ამბობდა, მაგრამ აღარ ჩაეძია. ერთი კიდევ გადახვია ხელი. სადარბაზოსთან გაჩერებულ მანქანას გადაუსვა თითი, გაიღიმა და მეგობარს უთხრა. - გასარეცხი მანქანით დადიხარ? არ გრცხვენია ჩემო ლომო? - თბილი ღიმილი ჰქონდა. ესიამოვნა ბიჭს და მანაც გაუღიმა. - მამაჩემს ვეტყვი, ხომ იცი უარზე არ იქნება.
-გაიხარე... - თვალი ჩაუკრა ბიჭს. - სხვა რა ხდება შენკენ... , როგორ გყავს შენი გოგო?
-რაღა დროს ეგ არის ლომო, უკვე რამდენი ხანია სხვასთან გამექცა. - დანანებით ჩაილაპარაკა.
-რატომ ტო? არ დავადგეთ? - ნიშნის მოგებით გადახედა ძმაკაცს და გაეღიმა.
-არა! - მტკიცედ იდგა თავის აზრზე. - ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. მან სხვას მამჯობინა და ახლა იყოს მასთან. ხვალ მგონი ქორწილიც აქვს და არ მსურს ხელი შევუშალო...
-გიყვარს?
-არა!
-თავიდან ხო გიყვარდა, იასნია...
-რა თქმა უნდა, მაგრამ აღარ ვუყვარვ...
-მოიცა. აღარ უყვარხარ, თუ აღარ გიყვარს? საკუთარ თავში ჩამოყალიბდი ძმაო.
-არც მე აღარ მიყვარს.
-მაგრამ მაინც გწყინს, რომ არ უყვარხარ.
-ხო.
-ხოდა ეგაა რა.
-რა?
-ჯერ კიდევ გიყვარს და არ უნდა დანებდე! - ეს სიტყვები მისგან ისეთი უცნაური მოსასმენი იყო ტანში გასცრა რატის.
-როდის აქეთია სიყვარულზე აჭიკჭიკდი? რაღაც ვერ ხარ ხო დღეს? რა გჭირს?
-არაფერი რატი ჩემო ძმაო, არაფერი. - ხელი დაუქნია და კორპუსისკენ დაიძრა. მოსწონდა თავისუფლება, მოსწონდა რომ მშობლები მასთან ახლოს არ იყვნენ, მეტიც ისინი ხშირად არც ურეკავდნენ, მაგრამ ლომია აკითხავდა ხოლმე კვირაში რამდენჯერმე მათთან. ერთი ორ ჭიქას დალევდა მამამისთან ერთად, დედასაც კარგად მოესიყვარულებოდა, თავის პატარა ძმასაც და ისევ სახლში ბრუნდებოდა. ფულზე არ საუბრობდნენ. უკვე ექვსი წელია, რაც ყოველ თვე მამამისი თანხას უგზავნის იმისთვის, რომ სწავლისთვისაც ეყოს და თავის რჩენისთვისაც. ერთი სიტყვით თავს მარტო ბედნიერად გრძნობს და არც კი ფიქრობს, რომ მათთან გადავიდეს. თავისუფლება ის იყო, რაც ყოველთვის უნდოდა. - წავედი, ავირბინე სახლში, თორემ მაგრად დავიღალე. შენი პირობა ხომ ისევ ძალაშია? - შეახსენა მეგობარს ნათქვამი. რატიმაც თავი დაუქნია, გაუღიმა და დაემშვიდობა.
-ხვალ შევხვდებით. - მიაძახა ბოლოს და უხმოდ გაშორდა მეგობარს.

***
სახლში აბრუნდა. მაშინვე გაიძრო ტანსაცმელი და პირდაპირ სააბაზანოსკენ გაემართა. ყველაფერი შესანიშნავად ჰქონდა, არაფერი აწუხებდა, თუმცა იყო რაღაც, რასაც ვერ ხვდებოდა. დღეს ხომ რატიმაც კი შენიშნა მისი ცვლილება, მაგრამ ვერც კი ხვდებოდა რაში მდგომარეობდა მისი ასეთი ცვლილება. ფიქრები ეფანტებოდა, ტკივილს გრძნობდა და გამწარებული დააბიჯებდა ოთახიდან ოთახში.
ბოლოს მობეზრდა ყველაფერი. ყავა გაიკეთა და კომპიუტერი ჩართო. საკმაოდ დიდი ეკრანი ჰქონდა, თუმცა ამით არ კმაყოფილდებოდა და პროექტორიც შეუერთა. სწორედ ასე ემზადებოდა ფილმის ყურებისთვის. თავის საყვარელ ოთახში, რომელიც კაბინეტისმაგვარად ჰქონდა გაკეთებული, ერთ-ერთი კუთხე იყო, ერთადერთი კედელი, რომელიც ყველაფრისგან თავისუფალი იყო და სრულიად თეთრი. სწორედ იქ ანათებდა კომპიუტერის ეკრანს და თავის საყვარელ ტახტზე წამოჯდებოდა ხოლმე. პოპკორნს დაიჭერდა და გარშემო არაფერს აღარ აქცევდა ყურადღებას. მისთვის არავის და არაფერს არ უნდა შეეშალა ხელი, ამიტომ ყველაფერს ამოწმებდა, ტელეფონსაც თიშავდა და იწყებდა.
იმ ფილმის ყურებისთვის მოემზადა, რომელიც ათასჯერ მაინც ჰქონდა ნანახი, მაგრამ მაინც არ ბეზრდებოდა. მას მიუხედავად მისი ქუჩური ცხოვრებისა, უწიგნური, გაუნათლებელი და უგემოვნო ნამდვილად არ ეთქმოდა. ლომიას თაროები წიგნებით ჰქონდა სავსე, უყვარდა განმარტოება და კითხვა, ამას ვერ წაართმევდით, რაც არ უნდა მკაცრი ცხოვრების წესი ჰქონოდა არჩეული...
და რასაკვირველია, ვერ იტანდა უსამართლობას.
„ესმერალდა“ - ჩაილაპარაკა და თვალმოუცილებლად მიაჩერდა ეკრანს, სადაც ფილმი უკვე დაწყებულიყო.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
***
თვალცრემლიანი წამოდგა ტახტიდან. სინათლე აანთო ოთახში. მთელი ოთახი გაკაშკაშდა. ყველანაირი აპარატურა გამორთო... ბოლოს შუქიც ჩააქრო.
მანქანის გასაღები აიღო. წამოდგა და სახლიდან გასვლა დააპირა, როცა ხელები ჯიბეებზე დაირტყა. საფულე შიგნით არ ჰქონდა და სახლში დაუწყო ძებნა. ის იყო დაფეთიანდა ხომ არ დავკარგეო, რომ ტახტის ქვეშ შეიხედა ყოველი შემთხვევისთვის და საფულე იქ აღმოჩნდა. წიგნების თაროს გადაუსვა ხელი და ალმაცერად გადაავლო თვალი.
შემდეგ კი სახლი დატოვა.
ბარში უნდა დამთვრალიყო. ნადირობა დაიწყო, რომელიც დილით, უცხო გოგოსთან ერთად გაღვიძებას ნიშნავდა.

______
ახალი ისტორიით დავბრუნდიიი...
ეს იქნება რეალური ისტორია, როგორც დაგპირდით.
არანაირი ფანტასტიკა ან რამე მსგავსი.
ისტორია რეალურ ცხოვრებაზე.
მიყვარხართ და ველოდები შეფასებებს.

№1  offline წევრი anuka^_^

ასეთი კარგი რამ ჯერ არ წამიკითხავს ! მიყვარხარ ერკე <3
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

№2  offline წევრი mariposa azul

სახელი ისეთი აქვს მართლა ლომი უნდა ყოფილიყო წესით,მაგრამ საცოდავ წრუწუნას მაგონებს... მეცოდებიან მე ასეთი ადამიანები,მაგრამ იმედი ყოველთვის არსებობს,ეგებ და გამოსწორდეს,ადამიანები იცვლებიან უკეთესობისკენ...

№3  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა..განსხვავებულია და რეალობასთან ძალიან ახლოსაა..ლომიასთვის სახელი კარგად შეგირჩევია.ისე პირველად მესმის ეს სახელი,სად გამოჩხრიკე! რა ბაბნიკები არიან,როგორ მოხდა რატი,რომ განსხვავებულია..მაინტერესებს,ვნახოთ ადამიანები თუ იცვლებიან...მიხარია შენი რეალიბასთან დაბრუნება,ერკე.ისე ამდენი სახელი გამოგიჩხრიკავს საკუთარი თავისთვის და ლომიასთვის ვერ იპოვიდი თუ...ერთხელ უნდა დაიწყო და მოჰყვე შენი სახელების ისტორიებს...ლომია რაღაცნაირად მომწონს,საკუთარი სამყარო აქვს და ცხოვრებაში გარკვევას ცდილობს,აქვს საკუთარი ინტრესები. .უქნარას ვერ დაუძახებ,რა ქნას არ იზიდავს ეს უნივერსიტეტი,იქნებ უფრო შორს მიიწევს მისი გონება,ასე ადვილად ვერ შეაფასებ ადამიანს...ვერ გალანძღავ,რა მექალთანეაო,რა ქნას არ სწამს კაცს სიყვარულის,კაცია და გინება!

№4  offline წევრი EmyLee

Sityvebi ar myofni.. Momwons.. Gmadlob ercke <3 <3 Miyvarxar <3 <3 <3
--------------------
Rain Of Native Girl

№5 სტუმარი Nino

Zalian sainteresoa mitumetes tu realuria momecona da siamovnebit velodebi shemdegs

№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

anuka^_^
ასეთი კარგი რამ ჯერ არ წამიკითხავს ! მიყვარხარ ერკე <3

მადლობა საყვარელო love ხომ იცი მეც როგორ მიყვარხარ :**
mariposa azul
სახელი ისეთი აქვს მართლა ლომი უნდა ყოფილიყო წესით,მაგრამ საცოდავ წრუწუნას მაგონებს... მეცოდებიან მე ასეთი ადამიანები,მაგრამ იმედი ყოველთვის არსებობს,ეგებ და გამოსწორდეს,ადამიანები იცვლებიან უკეთესობისკენ...

სულ მუშტებზე კი იყურება და რამდენიც ნაცემი ჰყავს იმას ნუ ჩამომათვლევინებ თუ ღმერთი გწამს :D რა შეატყვე ლომიას წრუწუნის ვერ გავიგე :D ნუ მიჩაგრავთ ბიჭს!!! :დ
თორე დაგჩაგრავთ მერე აქეთ :დ
უნდა ვწერო
მომეწონა..განსხვავებულია და რეალობასთან ძალიან ახლოსაა..ლომიასთვის სახელი კარგად შეგირჩევია.ისე პირველად მესმის ეს სახელი,სად გამოჩხრიკე! რა ბაბნიკები არიან,როგორ მოხდა რატი,რომ განსხვავებულია..მაინტერესებს,ვნახოთ ადამიანები თუ იცვლებიან...მიხარია შენი რეალიბასთან დაბრუნება,ერკე.ისე ამდენი სახელი გამოგიჩხრიკავს საკუთარი თავისთვის და ლომიასთვის ვერ იპოვიდი თუ...ერთხელ უნდა დაიწყო და მოჰყვე შენი სახელების ისტორიებს...ლომია რაღაცნაირად მომწონს,საკუთარი სამყარო აქვს და ცხოვრებაში გარკვევას ცდილობს,აქვს საკუთარი ინტრესები. .უქნარას ვერ დაუძახებ,რა ქნას არ იზიდავს ეს უნივერსიტეტი,იქნებ უფრო შორს მიიწევს მისი გონება,ასე ადვილად ვერ შეაფასებ ადამიანს...ვერ გალანძღავ,რა მექალთანეაო,რა ქნას არ სწამს კაცს სიყვარულის,კაცია და გინება!

შენი კომენტარი ძალიან მესიამოვნა. ვერ წარმოიდგენ, როგორ მეღიმოდა და რამდენჯერ წავიკითხე ამას ვერ ვიტყვი. ახლაც ღიმილი მაქვს აკერებული, თბილი და ძალიან ძალიან მაგარი გრძნობაა.
სახელებს ვეძებდი უბრალოდ ინტერნეტში, ორიგინალური სახელი მინდოდა ძალიან ხოდა რომ წავაწყდი ბიჭის სახელი ყოფილა "ლომია" ეგრევე მასზე შევაჩერე არჩევანი... ვფიქრობ სწორად ავარჩიე. ასეთი "ლომები" რამდენი არიან, ვინ იცის. თუმცა განვითარებას დაველოდოთ ^^ ნუ მთლად ნუ გავკიცხავთ მაინც, ადამიანები ნამდვილად იცვლებიან და თან ეს არც წყალწაღებულია მთლად. :D
EmyLee
Sityvebi ar myofni.. Momwons.. Gmadlob ercke <3 <3 Miyvarxar <3 <3 <3

ჩემო ძვირფასო ემილი :* საოცარი გოგო ხარ შენ <3 <3
მეც მიყვარხარ ყველაზე ლამაზო... MY DEAრ :*** <3
ჩემი ხარ შენ! <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№7  offline წევრი nini :)

ვგიჟდები შენზე ერკე, მაგარი ისტორია დაიწყე და იმედია შეიცვლება ლომია, მჯერა რომ კარგად გააგრძელებ

№8 სტუმარი black

Magijebt?!amaze komentari orjer davtove da arcerti araa eee...

№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

ზუსტად ისაა რისი წაკითხვაც ამ საიტზე დიდი ხანია მინდა, მაგრამ ყველა ისტორიას რაღაც აკლია. ეს კიდევ სავსეა ყველაფრით :დდ
ისე, არ მომწონს ლომიას გაუგებრობა, რაღაც მხრივ ზედმეტიცაა მისო თავოსუფლება, მაგრამ საერთო ჯამში ისტორია ისეთია, ძალიანაც რომ მოინდომო ვერ დაიწუნებ :დდ <3
დამაინტრიგა ამ ბიჭის გაუგებარმა ცხოვრების სტილმა და იმედი მაქვს ძალიან მალე არ გახდება საყვარელი დათუნიასავით.
ხომ იცი როგორ ვგიჟდები მოვლენების ნელა განვითარებაზე და + მიყვარს როცა ადამიანები დიდ ხანს არ აჩენენ კარგ მხარეს. ცოტა ბოროტი ვარ :დდ

კარგად იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს და კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ საოცრად წერ.
გადააჭარბე ყველა ჩემს მოლოდინს და ვერ ვიფიქრებდი თუ "სელემიტის" შემდეგ დაიწერებოდა "ესმერალდა" რომელიც სრულიად, ყველაფრით საპირისპიროა, მაგრამ ყველაფრით სასიამოვნო და კარგი საკითხავია. love
ველოდები შემდეგს ერკე! love

№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

nini :)
ვგიჟდები შენზე ერკე, მაგარი ისტორია დაიწყე და იმედია შეიცვლება ლომია, მჯერა რომ კარგად გააგრძელებ

ვნახოთ თუ შეიცვლება ^_^ მე სიყვარულის სიძლიერის მჯერა, თუმცა რეალობაში ყველაფერი ხდება და რეალობა მაინც ზღაპარი არ არის... ^^
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!
black
Magijebt?!amaze komentari orjer davtove da arcerti araa eee...

სამწუხაროდ მეც მენანება ის კომენტარები :( რამდენი იყო და რომ ვნახე ბოლოს სამიღა დარჩენლიყო.
შენი კომენტარები წავიკითხე, წაკითხული მქონდა და დიდი მადლობა ამისთვის, მიხარია, რომ მოგწონს თუმცა ალბათ არ აღსდგება ის, რაც ეწერა უკვე :( ახლიდან დაწერე :D :D <3
MariamG
ზუსტად ისაა რისი წაკითხვაც ამ საიტზე დიდი ხანია მინდა, მაგრამ ყველა ისტორიას რაღაც აკლია. ეს კიდევ სავსეა ყველაფრით :დდ
ისე, არ მომწონს ლომიას გაუგებრობა, რაღაც მხრივ ზედმეტიცაა მისო თავოსუფლება, მაგრამ საერთო ჯამში ისტორია ისეთია, ძალიანაც რომ მოინდომო ვერ დაიწუნებ :დდ <3
დამაინტრიგა ამ ბიჭის გაუგებარმა ცხოვრების სტილმა და იმედი მაქვს ძალიან მალე არ გახდება საყვარელი დათუნიასავით.
ხომ იცი როგორ ვგიჟდები მოვლენების ნელა განვითარებაზე და + მიყვარს როცა ადამიანები დიდ ხანს არ აჩენენ კარგ მხარეს. ცოტა ბოროტი ვარ :დდ

კარგად იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს და კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ საოცრად წერ.
გადააჭარბე ყველა ჩემს მოლოდინს და ვერ ვიფიქრებდი თუ "სელემიტის" შემდეგ დაიწერებოდა "ესმერალდა" რომელიც სრულიად, ყველაფრით საპირისპიროა, მაგრამ ყველაფრით სასიამოვნო და კარგი საკითხავია. love
ველოდები შემდეგს ერკე! love

ჩემი გოგო!!
დიდი მადლობა, ასე რომ მოგწონს.
კი... ვნახოთ რა მოხდება :დ
არ მინდა ძალიან დიდი გამომივიდეს და ვნახოთ როგორ განვითარდება.
ჯერ არ მაქვს ზუსტი განვითარება მოფიქრებული. მხოლოდ მონახაზი... და აუცილებლად დავდებ.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№11  offline წევრი EmyLee

haaha :D :D mgoni ercke gvatyuebs raghacas .. Chemi komentaric washlili iyo :D vitom waishala xo.. :D :* :*
--------------------
Rain Of Native Girl

№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
haaha :D :D mgoni ercke gvatyuebs raghacas .. Chemi komentaric washlili iyo :D vitom waishala xo.. :D :* :*

არაფერსაც არ გატყუებთ! :D იმ ჩვიდმეტ კომენტარს მივტირი ახლა რა უნდა მოგატყუოთ :( ეს საიტი, რომ ამ ბოლო დროს ურევს ყველამ იცით! ხოდა მაგის ბლალია ვაა :((( :** ჩემო ესმერალდა <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№13 სტუმარი black

Vitiro?!eh kacobas ra vutxari tore davjddebodi axla sawolis boloshi da indur serialshi gadaveshvebodi...saqmec magashia ro damaviwyda ra davwere maseti mexsiereba ro mqondes axla,einshteini viqnebodi ❤mara...ehh davigruze:Dmtavaria shen waikitxe kai biwi xal:D:D❤

№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Vitiro?!eh kacobas ra vutxari tore davjddebodi axla sawolis boloshi da indur serialshi gadaveshvebodi...saqmec magashia ro damaviwyda ra davwere maseti mexsiereba ro mqondes axla,einshteini viqnebodi ❤mara...ehh davigruze:Dmtavaria shen waikitxe kai biwi xal:D:D❤

ალ იტილოო :D სამაგიეროდ შეგეძლება მეორე თავზე დამიწერო გემრიელი კომენტარი :დ ველოდები... ნახევარ საათში დავდებ! აი ალბათ ორის ნახევრისკენ 8 დეკემბრის :დ ხოდა არაფერი შეგეშალოს :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№15  offline ადმინი შამანი

ძალიან კარგია ერკე... ♥
როგორც იქნა მოვიცალე და წავიკითხე.
არვიცი რატომ,მაგრამ რატომრაც ლომია არ მომწონს :/

პ.ს.სათაური ძალიან მომეწონა. ♥
წარმატებები ჩემო ერკე ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

შამანი
ძალიან კარგია ერკე... ♥
როგორც იქნა მოვიცალე და წავიკითხე.
არვიცი რატომ,მაგრამ რატომრაც ლომია არ მომწონს :/

პ.ს.სათაური ძალიან მომეწონა. ♥
წარმატებები ჩემო ერკე ♥

რატომ არ მოგწონს ჩემი ლომია? :(( საყვარელია :D
დიდი მადლობა შენ, რომ კითხულობ <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№17  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე კიდევ კარგი დამთავრება გაცადე და ახლა ვიწყებ კითხვას... მერე არ მითხრა რატომ არ გძინავსო? ძილის საბაბს მაძლევ?

№18  offline მოდერი chica sol

როგორც იქნა დაამთავრე და მეც როგორც იქნა მოვედი წასაკითხად.
ლომია რა კაცია ნახე... რაღაცნაირი პერსონაჟია, განსხვავებული...
რა სტკვა და რა აწუხებს ჯერ ვერ გამირკვევია, მაგრამ ერთი სული მაქვს გავარკვიო.
ერთი ფაქტია, არაა ისეთი როგორადაც წარმოაჩენს თავს მეგობრების წინაშე... გულჩათხრობილია... რაღაც დამწყდა გული თვალცრემლიანიო რომ წავიკითხე...
ერკე ბევრჯერ მითქვამს და გეტყვი კიდევ: კარგი ხარ, თბილი და საყვარელი❤❤❤

№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
ერკე კიდევ კარგი დამთავრება გაცადე და ახლა ვიწყებ კითხვას... მერე არ მითხრა რატომ არ გძინავსო? ძილის საბაბს მაძლევ?

ოოო ვინ მოსულა ჩემ ისტორიაზეე love ტეროოოო ^_^ გამახარე ძალიან. ესე იგი მე არ გაძლევ ძილის საბაბს ჰო? :დ ჰმ... ძილის წამალი დალიე და მშვიდად დაიძინე ხოლმე :D ამის კითხვა დღეც შეიძლებაა <3 <3 დიდი მადლობა.
მარიამ ზაქარაშვილი

მიჰყევი მიჰყევიი და იმედია მოგეწონება მარიამ. <3 როგორც მე მომეეწონა შენი ისტორია და გადამრია.. არ ვიცი შენ როგორ მოგეწონება, მაგრააააააააამმმ ვიმედოვნებ მოგეწონება <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№20  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე

რა სიტკვა და რა აწუხებს ჯერ ვერ გამირკვევია, მაგრამ ერთი სული მაქვს გავარკვიო.

დღე სად მცალია, ჩემი ნერვების ჭიავ.. ძალიან მიხარია რომ გაგახარე ჩემი გამოჩენით... love

№21  offline ახალბედა მწერალი ერკე

დღე დაკავებული ხარ? :დდ
კარგი ღამე იკითხე ^_^ love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent