შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლელი სანდრა მინდა მეე?(1,2,3)


6-12-2015, 21:55
ავტორი zoi
ნანახია 3 934

ბავშვებო დიდი ხნის წინ დაწყებული ისტორიაა და სიმართლე რომ გითხრათ გაგრძელებას არ ვაპირებდი უახლოეს მომავალში მაგრამ,ერთი უსაყვარლესი ადამიანის გამო გადავწყვიტე გავაგრძელო.იმედია მოგეწონებათ
თავი 1
მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო....როგორც შეგპირდით დღეს სტუმრად გვეყოლება პირველ რიგში ულამაზესი,ყველასთვის სასურველი ქალი,სასურველი სარძლო,ერთ-ერთი წარმატებული მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ადვოკატი სანდრა მეტრეველი...
-მობრძანდი სანდრა....დაჯექი,როგორც იქნა ჩვენი სტუმარი ხარ,მადლობა ამისთვის
-მადლობა თქვენ მოწვევისთვის...უბრალოდ იმდენად დაკავებული ვარ ვერ მოვახერხე თქვენთან უფრო ადრე სტუმრობა
-მთავარია რომ ახლა აქ ხარ.როგორც უკვე აღვნიშნე წარმატებული ადვოკატი ხარ,გაგიძნელდა წარმატების მიღწევა?
-თუ გინდა რომ რამეს წარმოადგენდე,ამისთვის ბევრი შრომა და მუშაობაა საჭირო,რა თქმა უნდა ადვილი არ ყოფილა აქამდე მოსვლა მაგრამ მე ეს შევძელი
-შეგიძლია გაგვანდო საიდუმლო თუ როგორ მოვიდა აქამდე ერთი ჩვეულებრივი გოგო?თანაც უცხოელი?
-საქართველოდან გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი და დარჩენა გადავწყვიტე,სწავლა წარმატებით დავამთავრე და სამსახურიც მაშინვე შემომთავაზეს ახლა იმ სააგენტოში აღარ ვმუშაობ მაგრამ მათი ძალიან მადლობელი ვარ.
-დარწმუნებული ვარ ყველას აინტერესებს ყველასთვის სასურველი ქალის პირადში რა ხდება?
-ყველაფერი ჩვეულებრივაა
-ეს როგორ გავიგოთ?მგონი რაღაცას გვიმალავ.ყველას აინტერესებს შენი ცხოვრების თითოეული დეტალი შენ კი ძალიან ზედაპირულ პასუხებს გვცემ
-სტივ ჩემი ცხოვრების დეტალები რომ გაგანდოთ ალბათ მთელი გადაცემა დაგვჭირდება
-და წარმომიდგენია რა რეიტინგი ექნება იმ გადაცემას...
-პირობას გაძლევთ ერთხელ ეს გადაცემა შედგება.არ ვიცი იმ დროისათვის სად ვიქნები მაგრამ გპირდები ეს მხოლოდ შენს გადაცემაში მოხდება
-პირობა დადებულია და ჩვენ ეს გვახსოვს...შენ თქვი არ ვიცი სად ვიქნებიო ლონდონიდან გადასვლას გეგმავ?
-ჯერ არაფერი გადამიწყვეტია,ეს ჩემ საქმეზეა დამოკიდებული.
-იმედია ჩვენს დატოვებას არ აპირებ....
-ხომ გითხარით არაფერია გადაწყვეტილი.
-შეგიძლია გვითხრა რა ხდება იმ საქმესთან დაკავშირებით რომელზეც მთელი ინგლისი ლაპარაკობს?
-ჯერ ჯერობით გამოძიება მიმდინარეობს,დეტალები გახმაურებული არაა,ასე რომ მე არაფრის თქმა არ შემიძლია.
-და მაინც შენ როგორ ფიქრობ დამნაშავეა თუ არა,ყველასთვის საყვარელი,ქველმოქმედი ადამიანი დენიელ სმიტი?
-მე დამნაშავეებს თავდებად არ ვუდგები
-უცნაური ადამიანი ხარ.და შენ როგორ ხვდები რომ შენი დაცვის ქვეშ მდგომი მართლაც უდანაშაულოა?ერთია რას დაამტკიცებს ადვოკატი და მეორეა მართლა უდანაშაულოა თუ არა ბრალდებული.
-მე ამას თავიდანვე ვარკვევ და მხოლოდ მაშინ ვთანხმდები თავდებობაზე,ჩემი კლინტები ბოლომდე მენდობიან
-უკვე გითხარი და გიმეორებ უცანური ადამიანი ხარ.როგორც ვიცი შენი ყველა კლიენტი უდანაშაულო აღმოჩნდა..არც ანაზღაურების სანაცვლოდ დაიცავ დამნაშავეს?
-ჩემთვის ტყუილი ყოვლად მიუღებელია..არ ვაპირებ ტყუილის არგუმენტებით გამყარებას და დამნაშავის გამართლებას,ვიცი უცნაურად ჟღრს ეს ყველაფერი,მითუმეტეს დღევანდელობაში სადაც ფული მეფობს მაგრამ ეს მე ვარ და მე ვერ ვიტან უსამართლობას. მომხრე ვარ იმის რომ დამნაშავე დანაშაულის სიმძიმისამებრ დაისაჯოს.
-პროკურორობაზე არ გიფიქრია?
-ალბათ მიფიქრია კიდეც ღრმა ბავშვობაში მაგრამ მაინც ადვოკატობა ვარჩიე.
-ანუ შენ ამბობ რომ დენიელ სმიტი რომელსაც ბრალად ედება უზარმაზარი თანხის მითვისება რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის შეგროვდა მთელი ინგლისის ფარგლებში,უდანაშაულოა?
-რა თქმა უნდა ის უდანაშაულოა და ეს მალე დამტკიცდება
-იმედია ასეც იქნება ის ყველას უყვარს,გული დაგვწყდება თუ მართლა დამნაშავე აღმოჩნდება
-მართალია ის ყველას უყვარს,ის უდანაშაულოა და მალე გააგრძელებს თავის საქმიანობას.
-წარმატებებს გისურვებ...უღრმესი მადლობა რომ დრო გამონახე და გვესტუმრე...
-მადლობა თქვენ
-შეპირებული გადაცემა არ დაივიწყო
-პირობას ყოველთვის ვასრულებ
-ძალიან კარგი..ახლა კი დავემშვიდობოთ სანდრას....
=სტუდიიდან,ელეგანტურ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ულამაზესი სანდრა გამოვიდა,გრძელი ყავისფერი თმა კოსად ჰქონდა გაკეთებული,თაფლისფერი თვალები თითქოს დაღლილი ჰქონდა,სახეზე საქმიანი იერი დასთამაშებდა,მანქანაში ჩაჯდა,მიუხედავად იმისა რომ უკვე გვიანი იყო სამსახურში წავიდა ახალი ამბების გასაგებად.საქმე ყოველთვის პირველ ადგილზეა,ყოველთვის ბოლომდე იხარჯება გამარჯვებისთვის და კარიერაში არც დამარცხებულა არასდროს.საქართველოდან ჩამოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება მთლიანად საქმეს ეძღვნება.უკვე ღამე იყო სააგენტოში რომ მივიდა.
-რობ კიდევ აქ ხარ?უკვე გვიანია
-ამას შენ მეუბნევი?გადაცემიდან სამსახურში რამ მოგიყვანა დასვენება არ გინდოდა?
-მაინტერესებს ახალი ხომ არაფერია?
-რობი გამომძიებელია ამ საქმეში სანდრას ჯგუფთან თანამშრომლობს
-სიახლეები გვაქვს მაგრამ არ გგონია რომ ახლა გვიანია რამის მოსასმენად?
-კარგად ვარ საერთოდ არ დავღლილვარ შეგიძლია ყველა საბუთი მაჩვენო თუ რამე ახალი გაქვს და ყველაფერი მომიყვე
-სიმართლე ყოფილა რასაც შენზე ამბობენ.საქმეს ზედ ყვებაო
-მერე ეგ ცუდია?
-და ისეთი ჯიუტია ვერაფერს შეაგნებინებ თუ არ უნდაო
-როცა საქმეს ჭირდება ასეთიც ვარ.ახლა შეგიძლია მითხრა რა არის ახალი?
-კარგი კარგი გამომყევი
-რობერტმა სანდრა კაბინეტში შეიყვანა.
-ახალი პირი გამოჩნდა საქმეში
-ვინ არის?
-ვინაობა ჯერ არ ვიცით მაგრამ დენიელის ყოფილი ადვოკატია,რამდენიმე,ასე ორი წლის წინ თანამშრომლობდნენ საქველმოქმედო საქმეებთან დაკაშირებით
-და რა შუაშია ამ საქმესთან მისი ძველი ადვოკატი?
-მათი კონტრაქტის გაუქმება საეჭვო პირობებში მოხდა,თანაც ვარაუდობენ რომ დენიელთან ერთად მისი ადვოკატიც იყო ამ საქმეში გარეული.
-გასაგებია,როგორც კი ვინაობას დაადგენ შემატყობინე.
-სანდრა კაბინეტიდან გადიოდა რომ მოაძახა:
-ხო მართლა მედიასთან ფრთხილად იყავი ჩასაფრებულები არიან ისედაც ზედმეტი იციან
-კარგი გავფრთხილდები
-სანდრა სახლში მძღოლმა მიიყვანა.საშინლად დაღლილი იყო,შხაპი მიიღო და დასაძინებლად დაწვა.პატარა რომ იყო ისე არასდროს ეძინებოდა რამე სასიამოვნოზე რომ არ ეფიქრა ახლა კი ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა,თუ ძალიან დაღლილი არ მივიდოდა სახლში ისევ საქმეზე აგრძელებდა ფიქრს,დენიელის სჯეროდა იცოდა რომ ის უდანაშაულო იყო და აუცილებლად დაამტკიცებდა ამას,ერთი შეხედვით ყველაფერს ცივად უყურებდა,ცივი გონებით მოქმედებდა,საქმეში ობიექტური იყო.ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ არასდროს ჰქონია კაცთან ურთიერთობა მათდამი განსაკუთრებულად მკაცრი იყო,არ მოიძებნებოდა მისის შესაფერისი მამაკაცი.ის იმდენად ძლიერი იყო რომ ვერავინ შეძლო მისი გულის მოგება.სინამდვილეში რა ხდებოდა მის გულში არავინ იცოდა,არასდროს გამოუმჟღავნებია ადამიანური გრძნობები,დაღლილობაც კი არავისთვის დაუნახვებია,არავინ იცოდა როგორი იყო სინამდვილეში სამსახურის გარეთ.სამსახურის გარეთ კი მისი ცხოვრება არც არსებობდა.მთლიანად საქმეში იყო ჩაფლული.მეგობრები ძნელად თუ მოეძებნებოდა,ამ საკითხსაც მძიმედ უდგებოდა.“უგრძნობი გოგო“ ყველა ასე მოიხსენიებდა პირში თუ ზურგს უკან.არასდროს უტირია გულისამაჩუყებელი სიყვარულის ახსნების დროს.არასდროს აღელვებულა სასამართლო პროცესი დაწყებამდე ან მისი წარმატებით დამთავრების შემდეგ მხოლოდ იღიმოდა.მისი წარსულის შესახებ არავინ იცოდა.მისი ცხოვრება მხოლოდ ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ იცის ყველამ მანამდე რა ხდებოდა იქ შორეულ საქართველოში არავინ იცის.რამ განაპირობა მისი ასეთად ჩამოყალიბება?ლონდონელებზე ყოველთვის ამბობენ ცივი ხალხიაო მაგრამ ასეთები ნამდვილად არ არიან.სანდრა თითქოს მართლაც უგრძნობია.არავინ იცის რას ფიქრობს ან რას განიცდის ან საერთოდ განიცდის თუ არა რამეს.მისი ცხოვრება სამსახურია,სახლში მხოლოდ იმიტომ მიდის რომ ენერგია აღიდგინოს.მეც, ადამიანს რომელიც დაინტერესებული ვარ მისი ცხოვრებით,ძალიან მაინტერესებს რა იმალება მის წარსულში,ან მის თავში რა ხდება,ან გული რატომ აქვს ასეთი ცივი,ან იქნებ არც აქვს ცივი გული?მაშინ რატომ გვაჩვენებს თავს ასე?მე ოდნავ მეტი ვიცი სხვებზე მაგრამ არა იმდენი რომ ბოლომდე შევიცნო მისი პიროვნება,ვიმედოვნებ ერთ დღეს ყველაფერი გაირკვევა.ან იქნებ არც არაფერია გასარკვევი?ამას ალბათ როდესმე გავიგებთ.იმედია დაიმსხვრევა „უგრძნობი გოგოს“ სახელი და აღმოჩნდება რომ მკაცრი გარეგნობის უკან მგრძნობიარე გული იმალება.ბევრი ალბათ არც მეთანხმება,ფიქრობს რომ გძნობები ზედმეტი ტვირთია მაგრამ გრძნობების გარეშე ხომ არაფერი ვართ.უბრალო გაყინული სხეულები ვართ.ბევრი ამ სიტყვებს რომანტიკოსი „მწერლის“ ბოდვას დაარქმევს მაგრამ ბევრიც დამეთანხმება.
დილით ადრე ადგა მოემზადა და სამსახურში წავიდა.ყველაფერი აშკარა იყო დენიელი უდანაშაულოა,მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება.საქმე სწრაფად მიდის წინ,იმის დამადასტურებელი საბუთები რომ მან თანხები მიითვისა არ არსებობს,ეს ბრალდება უბრალოდ მცდელობაა მას ხელი შეუშალონ ახლახან წამოწყებული პოლიტიკური კარიერის გაგრძელებაში.მთელი დღე სამსახურში გაატარა საღამოს სახლში რომ მივიდა არც მობილური და არც სახლის ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა.უამრავი ტელევიზია რეკავდა მის მისაწვევად.თუმცა მას არ ჰქონდა სურვილი რომელიმეს დათანხმებოდა.მეორე დღს პირველი სხდომა უნდა გამართულიყო.დილით ადრე გამოცხადდა,დენიელს კიდევ ერთხელ ელაპარაკა.სხდომაზე ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი არგუმენტები არ მოუყვანია.მხოლოდ იმეორებდნენ რომ ეს მისი გაკეთებულია,ჰყავდათ მოწმე რომელიც სამსახურიდან ქურდობის გამო გააგდეს.ძალიან არადამაჯერებელი იყო ეს ყველაფერი.პირველი დღე მის სასარგებლოდ დამთავრდა.იქ იყო ლაპარაკი კიდევ ერთ ადამიანზე დენიელის ყოფილ ადვოკატზე.მასაც ბრალს დებდნენ დენიელთან ერთად ფულის მითვისებაში.ადვოკატის სახელი არ უხსენებიათ,არც თაკომ იცოდა ვინ იყო.სხდომის დამთავრების შემდეგ უამრავი ჟურნალისტი დახვდა შენობასთან ათას კითხვას უსვამდნენ.
-როგორ მიდის დენიელ სმიტის საქმე?მართლა დამნაშავეა?
-ეს ხელს ხომ არ შეუშლის მის პოლიტიკურ კარიერას?
-მართლა არსებობს კიდევ ერთ ადამიანი ვინც დადანაშაულებულია დენიელთან ერთად?
-სანდრას პასუხი არ გაუცია.ახლა ამის თავი არ ჰქონდა.სახლში წავიდა.ყველა საბუთი კიდევ ერთხელ გადაამოწმა.ყველაფრეი წესრიგში იყო.მეორე დღეს შეიტყო დენიელის ყოფილი ადვოკატის სახელი.ალექსანდრე ნოზაძე.არც გული წასვლია ამ სახელის გაგონებაზე არც ცრემლები წამოსვლია,უბრალოდ უსიამოვნო გრზნობა დაეუფლა.წამით წარსული გაახსენდა მაგრამ ყველაფერი მალე მოიშორა.არ დაიჯერა თავისი ფიქრების,ისევ საქმეს დაუბრუნდა

თავი 2
მე არ მჯერა დამთხვევების მაგრამ,რატომ მაინცდამაინც ალექსანდრე?რატომ ქართველი?ლონდონში ადვოკატები დაილია?ნეტავ ეს ორი ერთმანეთს იცნობს?სანდრა და ალექსანდრე?იქნებ არც იცნობს.საჭირო იყო ალექსანდრეს დაკითხვაც.მაგრამ არავინ იცოდა ის სად იყო.სანდრამ ყველაფერი მოამზადა მასთან შესახვედრად თვითონაც უნდა გასაუბრებოდა,იქნებ მარტო ის იყო დამნაშავე?ან არც ერთი არ ყოფილა უნდა გაერკვია.მალე გაარკვიეს რომ ალექსანდრე ახლახანს ჩაფრინდა საქართველოში.ლონდონში დაიბარეს,ვერ მიხვდა რა ხდებოდა მაგრამ როცა სასამართლოდან მოგდის ბრძანება სანამ სერიოზულ პრობლემაშ არ გადაგზრდია უნდა გამოცხადდე.ყველაფერი მოაგვარა და ლონდონში ჩაფრინდა,სასტუმროში დაბინავდა თუ არა იმ მისამართზე მივიდა მითითებული რომ იყო წერილში.სანდრამ მოითხოვა პირველი მე შევალო.ჯერ გამომძიებელი აპირებდა შესვლას მაგრამ სანდრას უარს ვერ ეტყოდნენ.ოთახში საბუთებით ხელში შევიდა.ალექსანდრეს წინ დაჯდა და ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა.იმაზე მეტად სერიოზული ჩანდა ვიდრე ყოველთვის არის.ალექსანდრე?ის დაბნეული იყო.ვერაფერი გაიგო.სანდრას მიშტერებოდა და შუბლს ნერვიულად ისრესდა.მეც ვერაფერი გავიგე სიმართლე რომ გითხრათ.
-ბატონო ალექსანდრე
-ინგლისურად,საკმაოდ მკაცრი ტონით დაიწყო მაგრამ,იგრძნობოდა მის ხმაში რაღაც ძალიან დიდი,სევდა?აღელვება?ტკივილი?ბოლომდე ვერ გაიგებდი რა იყო ეს.ალექსანდრე? ის გაოცებული უყურებდა თითქოს იცნო და თან ვერ იცნო,თითქოს იგრძნო რომ მანაც იცნო მაგრამ თან ვერ იგრძნო.წარსულის კადრებმა გაუელვა წინ.როგორ მაინტერესებს რა აკავშირებს ამ ორს ერთმანეთთან.ალექსანდრეს რეაქციიდან გამომდინარე ისინი იცნობენ ერთმანეთს,სანდრას კი ვერფაერს შეატყობ,ჩვეული საქმიანი ტონით ესაუბრება.
-თქვენ ბრალი გედებათ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის განკუთვნილი თანხების მითვისებაში,დენიელ სმიტთან ერთად.რა გაკავშირებთ მასთან?თქვენი კონტრაქტი,თქვენ ხომ მისი ადვოკატი იყავით ორი წლის წინ,დროზე ადრე დაირღვა,საჯარიმო თანხა კი გადახდილი არც ერთს გაქვთ,არც კონტრაქტის გაუქმების მიზეზებია ჩვენთვის ცნობილი.შეგიძლით რამე გვითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით?ჰო მართლა მე დენიელის ადვოკატი ვარ
-ის არაა,ის ასეთი არ იყო,ის თბილი იყო.ამ ქალში კი მხოლოდ ყინული ჩანს.ფიქრობდა ალექსანდრე.
-ბატონო ალექსანდრე თქვენ გელოდებით
-ხო რათქმაუნდა.
-აელექსანდრემაც ინგლისურად უპასუხა
-მე მართლაც ვიყავი დენიელის ადვოკატი ორი წლის წინ.კონტრაქტის გაწყვეტაზე ორივე შევთანხმდით,საჯარიმო თანხა მაშინ უნდა გადაგვეხადა თუ რომელიმე დაარღვევდა ამ კონტრაქტს ჩვენ კი ერთობლივად შევთანხმდით.
-შეიძლება მიზეზი გავიგო?
-სულ არ არის მიზეზის ცოდნა აუცილებელი
-ეს სიტყვები ცოტა ჩუმად და ქართულად თქვა.მან არც სანდრას სახელი იცოდა და არც ის რომ ეს ის სანდრა იყო.გრძნობდა რომ ის იყო მაგრამ თავის გრძნობებს უკვე კარგა ხანია აღარ აქცევდა ყურადღებას.იჯერებდა იმას რასაც ხედავდა და არა იმას გული რას გრძნობდა.სანდრას გაეღიმა ალექსანდრეს სიტყვებზე.გაეღიმა სიმწრით.
-ნუთუ მართლა ვერ მიცნო?
-ანუ ესენი ერთმანეთს იცნობენ?როგორც ჩანს ასეა.რას არ მივცემდი გამეგო რა დგას მათ უკან.სანდრამ ხელმეორედ გაუმეორა კითხვა.ალექსანდრემაც მოკლედ უპასუხა
-დედა ძალიან ცუდად იყო,მარტო ვერ დავტოვე.
-ახლა ხომ კარგადაა?
-რაა?რაში აინტერესებს სანდრას ალექსანდრეს დედა როგორაა?საქმესთან რა სუაშია?ეს ალექსანდრესაც გაუკვრიდა,მაგრამ უპასუხა
-დიახ ახლა კარგადაა...
-კარგით
-სანდრა კიდევ უფრო მოიღუშა.თავისი თავით ისედაც რომ არ ამაყობდა,უარესად იგრძნო დანაშაული.მან დედა ვერ დატოვა ის ბიჭია,მე კი დედაჩემი ერთი წელია არ მინახავს.იქნებ როგორ უჭირს.ტელეფონში ხომ არაფერს არ მეტყვის ფიქრობდა სანდრა.
-შეგიძლიათ მენდოთ..მე ვიცი რომ დენიელი უდანაშაულოა,და ვხვდები რომ არც თქვენ არ მიგიძღვით ბრალი.
-რათქმაუნდა უდანაშაულოები ვართ ორივე.მე და მითუმეტეს დენიელი ამას არ გავაკეთებდით.ის კარგი ადამიანია გამიხარდება თუ ვნახავ
-ალბათ ნახავთ კიდეც.ახლა გამომძიებელი გაგესაუბრებათ და ყველაფერი აუხსენით.
-სანდრა ოთახიდან,თითქოს დაღლილი გამოვიდა.აშკარად რაღაცას განიცდდიდა და რას მე ვერ ვიგებდი.აშკარა იყო რომ ეს ორი ერთმანეთს იცნობდა,მაგრამ რატომ არც ერთმა არ გამოთქვა სურვილი ქართულად ლაპარაკის?იქნებ არც იციან რომ ქართველები არიან,იქნებ აქ გაიცნეს ერთმანეთი?სანდრას ხშირად უხდებოდა ალექსანდრესთან შეხვედრა.დენიელს ისე გაუხარდა მისი ნახვა ამბობდა ეს სასამართლო ერთ რამეში მაინც გამომადგა დიდი ხნის უნახავ მეგობარს შემახვედრაო.სანდრა ჩვეულ მკაცრი ღიმილით უყურებდა მათ მხიარულებას.დენილემა დაიჟინა,დაკითხვის ოთახის გარდა სადმე უნდა შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთსო.ხშირად მიდიოდნენ დენიელთან სახლში.სანდრა არ იყო მიჩვეული საქმის გარდა სხვა რამეზე ლაპარაკს,ძირითადად ჩუმად იყო და დენილის და ალექსანდრეს ლაპარაკს უსმენდა.ალექსანდრეს მხოლოდ მისი სახელი უთხრა.ეს კიდევ ერთი საბუთი იმისა რომ ისაა,გაიფიქრა მან,მაგრამ ის ისეთი სხვანაირია,ერთ ქართული სიტყვაც არ წამოსცდენია.
-მათ საქმეში ახალი გამომძიებელი გამოჩნდა თითქოს ვინც ყავდათ არ ყოფნიდათ.სანდრას არ უყვარდა ასეთი რაღაცეები მაგრამ რას იზამდა.ჩვეული ღიმილით მიესალმა ახალგაზრდა და ალბათ ახალბედა გამომძიებელს.მის დანახვაზე გაეცინა.ისეთი ახალგაზრდა იყო.მაგრამ თვითონაც ხომ ახალგაზრდა იყო როცა კარიერა დაიწყო?
-მობრძანდით...მე სანდრა მეტრეველი ვარ,ამ საქმეის დენიელის ადვოკატი.
-ოო თქვენ ის სანდრა ხართ?თქვენზე ბევრი მსმენია
-ისეთი სასაცილო იყო რიჩარდი სანდრას გაეცინა.ხო ხო მეც გამიკვრიდა მაგრამ გაეცინა.ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი.მისი სიცილი იშვიათად თუ ვინმეს ახსოვდესთან სამსახურში.უკვე დენიელმაც და ალექსანდრემაც კარგად იცოდნენ რომ ის არასდროს იცინოდა.ის უგრძნობი გოგო იყო.ახლა კი რატომღაც გაეცინა
-თქვენი სახელი
-აა ხო მე რიჩარდი ვარ
-სასიამოვნოა რიჩარდ.საბუთებს რობერტი გაგაცნობთ.
-არ შეიძლება რომ თქვენ?
-მე რაა?
-შეიძლება თქვენ გამაცნოთ ყველაფერი?
-მე დაკავებული ვარ
-მკაცრად უთხრა სანდრამ
-ოო ასე მკაცრად რატომ?ჩემი ხომ არ გეშინიათ
-მე მეშინია თქვენი?ეს ხომ სასაცილოა
-კი კი თქვენ ჩემი ძალიან გეშინიათ
-ზედმეტი მოგდით.
-სანდრა კაბინეტში შევიდა.რიჩარდი კი რობერტისკენ გაღიმებული გაემართა.
-სანდრა დენიელი ვარ
-გისმენ
-დენილი მობილურზე ურეკავდა სანდრას
-ჩემთან არ გამოხვალ?
-ხომ იცი რომ ათასი საქმე მაქვს
-რომ ვიცი მაგიტომ გეპატიჟები.საქმის გარდა ბევრი რამ არესებობს ლონდონში
-მაგრამ საქმე ყველაზე მეტი და მნიშვნელოვანია
-უარს არ ვიღებ,ალექსანდრე გამოგივლის და მალე მოხვალთ
-რა?ალექსანდრე?არ მინდა
-დენილი უკვე აღარ უსმენდა.სანდრას არ უნდოდა მასთან შეხვერა,უკვე შეეჩვია,კიდევ ერთხელ განშორება კი გაუჭირდებოდა.საღამოს ალექსანდრემ სამსახურში მიაკითხა.სანდრა რიჩარდს ელაპარაკებოდა.
-აუცილებლად უნდა დამთანხმდე
-როგორი უშუალო და შინაურული ხარ?თ რატომ მოაშორე?
-შენ არ ხარ ბებერი და არც მე ასე რომ მოვითხოვ არც შენ მომმართო თ ებით.მე ეს არ მომწონს
-როგორც ჩანს მიჩვეული ხარ იმის კეთებას რაც მოგწონს არა?
-მეტნაკლებად კი.ახლა კი გთხოვ განაცხადე თანხმობა რომ სადმე სავახშმოდ დაგპატიჟო.
-არ შემეიძლია რადგან უკვე დამპატიჟეს.
-ალექსანდრე სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და მათთან მივიდა
-მოგესალმებით
-გამარჯობა
-წავედით სანდრა?
-კი წავედით
-სხვა დროს აუცილებლად დაგითანხმებ
-ალექსანდრეს არ მოეწონა რიჩარდი.სახეზე ეტყობოდა კიდეც,ეს სანდრამაც შეატყო და გაეღიმა.დენიელთან მალე მივიდნენ.მხოლოდ სამზე იყო სუფრა გაშლილი.ბევრი იმხიარულეს.სანდრა კი მხოლოდ იღიმოდა.ალექსანდრე ბრაზობდა.რიჩარდთან კარგად იცინოდა ახლა კი პირი ამოიკერაო.სანამ ისინი მხიარულობენ და რიჩრდი კი სანდრაზე ფიქრობს,რაღაცას გეტყვით.ამ წუთას პარკში ვზივარ ლეპტოპით ხელში.გვერძე ვიღაც მომიჯდა.ისეთი ლამაზი გოგოა,და თან უცხო გარეგნობით.ვიფიქრე უბრალო გამვლელია თქო.და უცბად დაიწყო
-მე მოგიყვები ყველაფერს.
-რაა?გულწრფელად გამიკვირდა მისი ნათქვამი.ვერ მივხვდი რის მოყოლას აპირებდა
-კარგად მომისმნე
-მართლაც გავჩუმდი და მოსმენა დავიწყე.არაფერი მიკითხავს უბრალოდ ვუსმენ.
-პატარა იყო დედაქალაქიდან სოფელში რომ გადავიდა საცხოვრებლად,ეს ისეთი საშინელება იყო მისთვის.დიდი ხმაურიანი ქალაქიდან პატარა სოფელში.მაგრამ არ აღმოჩნდა საშინელება.სოფელი ულამაზესი იყო.ხალხი დიდად არ უყვარდა მაგრამ მეგობრები გაიჩინა.მის გვერდით ერთი პატარა გოგო ცხოვრობდა.მასზე ერთი წლით დიდი.მაშინ სულ რაღაც 12-13 წლისები იყვნენ.ერთმანეთი არც ისე ძალიან არ მოეწონათ მაგრამ მალე დამეგობრდნენ.სანდრა ყოველთვის უცნაური ბავშვი იყო,სახლიდან იშვიათად გადიოდა.მეგობრებიც ცოტა ყავდა.ანა მხიარული იყო.თითქოს უბანი გამოცოცხლდა მისი ჩასვლის შემდეგ.სანდრაც გამხიარულდა.ანა მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.ამას ისიც დაემატა რომ სანდრას ანასთან ჩასული მისი ბიძაშვილი შეუყვარდა.ის ისეთი ლამაზი ბავშვი იყო.ორივეს უყვარდა ერთმანეთი,მაგრამ პატარები იყვნენ.თვითონვე ამბობდნენ ეს ბაშვური გატაცებააო.მაგრამ მაინც უყვარდათ.ორივეს თავისებურად.სანდრა ყოველთვის ეჭვიანი ბავშვი იყო.ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვდა ყველასგან.ალექსანდრე კი გათამამებული თავისი გარეგნობით არც ისეთი კარგი იყო როგორზეც სანდრა ოცნებობდა.მაგრამ უყვარდა,ისეთი უყვარდა როგორიც იყო.სიმპათიური,ტრიპაჩი ცოტა ამპარტავანიც.არ შეეძლო მისი შეცვლა.უბრალოდ უყვარდა და ამას აგრძნობინებდა კიდეც.ყოველთვის განიცდიდა იმას რომ ის არ იყო ლამაზი.ალექსანდრეც ხშირად ეუბნევოდა,მსუქანი ხარო.შენნაირი გოგოები არ მომწონსო.ის კი უბრალოდ იღიმოდა.თვითონაც კი დაიჯერა რომ მახინჯი იყო.არადა ისეთი საყვარელი იყო.ლამაზი.მაგრამ უყვარდა.ალექსანდრეს სიტყვა კი მისთვის კანონი იყო.რასაც ის იტყოდა ის სიმართლე იყო.მისთვის რას არ აკეთებდა.ანაც შეიცვალა,ისიც სულ დასცინოდა,მიუხედავად იმისა რომ დასაცინი არაფერი ჰქონდა.მას უპირატესობა ჰქონდა ის ალექსანდრეს ბიძაშვილი იყო.მათთვის ყველაფრის გაკეთება შეეძლო,თუკი ისინი ოდნავ თბილები გახდებოდნენ.მათი გახარება სიამოვნებდა.ყველაფერს აკეთებდა მათ დასახმარებლად.ცდილობდა სულ მათთან ყოფილიყო.თავის სიამაყეზეც კი თქვა უარი.მათთვის მამას და ძმასაც კი ატყუებდა.ანას უყვარდა მართლა უყვარდა მაგრამ უცნაური ბავშვი იყო.ასეთი ხასიათი ჰქონდა.რამდენჯერ უტირია სანდრას იმის გამო რომ ანა და ალექსანდრე დასცინოდნენ სულ უაზრო რამეზე.რამდენჯერ მათზე ფიქრით გაუთენებია.ოცნებობდა რომ ისინი სულ ერთად იქნებოდნენ.სულ იმეგობრებდნენ ალექსანდრე კი სულ ეყვარებოდა.აცნობიერებდა რომ პატარა იყო მაგრამ იმასაც აცნობიერებდა რომ სხვის შეყვარებას ვერ შეძლებდა.უამრავჯერ დაშორდნენ ,მერე ისევ შერიგდნენ.საბოლოოდ ალექსანდრემ გამოუცხადა რომ მას თავის მომავალში ვერ ხედავდა,ვერ წარმოედგინა ის თავის იდეალურ ცხოვრებაში.ახლა ისიც დედამისის აზრზე იდგა „სოფლელი სანდრა მინდა მეე?“ ალექსანდრეს დედას სანდრა არასდროს მოსწონდა,ამბობდა რომ სოფლელი სანდრა არ უნდოდა შვილისთვის.მანაც იცოდა ეს და ძალიან სწყინდა.ანამ იცი როგორ გაამხნევა დაშორების მერე?ხომ იცოდი რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა?ხოდა ახლა შეეგუეო.ხო მან მართლაც იცოდა რომ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გასტანდა.მაგრამ ძნელია შეეგუო როცა.5 წელი ასე თუ ისე ერთად ხართ.როცა პირველი სიყვარული,პირველი კოცნა,პირველი სიზმარი და ოცნება მას აჩუქე,ძნელია გადაეჩვიო როცა მის გარდა სხვა არავინ გინდა.როცა სხვაზე ვერც კი ფიქრობ.სხვაზე ფიქრი გაშინებს.ძნელია როცა გიყვარს მას კი არ აინტერესებ.ისტერიკები არ მოუწყვია.გადაწყვეტილებამდე ერთად მივიდნენ.პირველი წუთები იყო საშინელ.მაგრამ რომ დაფიქრდა მიხვდა რომ არავინ არ ღრდა მისი ცრემლის ფასად.ინანა მასზე ფიქრში გატარებული ყოველი წუთი.მასზე დრო არ უნდა დაეხარჯა.მართალია უყვარდა მაგრამ თურმე შეიძლება სიყვარული ბრაზმა გადაფაროს.18 ის იყო ალექსანდრეს რომ დაშორდა.არა მხოლოდ იმის გამო რომ მას დაშორდა,უბრალოდ გარემოს შეცვლა უნდოდა,უნივერსიტეტის საბუთები ინგლისში გადაიტანა.მშობლები ყველაფერში დაეხმარნენ.არც მისი წასვლა გაუპროტესტებიათ.ანასთან აღარ ჰქონდა ისეთი ურთიერთობა.ასე უბრალოდ ყველაფრის უთქმელად დაშორდნენ ერთმანეთს.სანდრა ნაწყენი იყო ყველაზე და ყველაფერზე.ყველაფრის დავიწყება უნდოდა.სწავლა კი საუკეთესო გამოსავალი იყო.მას მერე რაც საქართველოდან წავიდა ბევრი რამ აღარ მსმენია მასზე.მინდოდა მასთან შეხვედრა მენატრებოდა მაგრამ დამნაშავე ვიყავი მასთან,ვერ გავბედე მისი მოძებნა.ახლა კი ამდენი წლის მერე მე მასთან მოვედი.არ ვიცი რატომ,ჩვენ ხომ ამდენი წელია ერთმანეთიც არ გვინახავს.ის ისეთი ცივი გამხდარა.შემეშინდა მისი სახის დანახვისასა.მუდამ მოცინარი სახე ახლა სულ მოღუშული აქვს.ეს უკვე შენც გეცოდინება.მისი ლონდონური ცხოვრება შენ ჩემზე უკეთ იცი.
-გაოგნებული ვუსმენდი.ანუ ეს ის ალექსანდრეა?სანდრას შეყვარებული?ნუთუ მან აიძულა სანდრას ასეთი გამხდარიყო?ბავშვური სიყვარულის გამო ასე შეიცვალა?ან ეს გოგო ვინ იყო?
-თქვენ?
-ხოო მე ანა ვარ
-სინანულით გააქნია თავი
-ანა?ის ანა?სანდრას მეგობარი?კი მაგრამ რატომ?ასე საშინლად რატომ.ასეთი სისულელის გამო დაშორება?მეგობრების ასე დაკარგვა?იქნებ არც იყო სისულელე?მუდმივი დამცირება ადვილი ასატანი არაა.იქნებ გრძნობებსაც აქრობს?
-საიდან იცოდით ჩემ შესახებ?
-მეც ისევე ვუთვალთვალებდი სანდრას როგორც შენ,მეც მინდოდა მისი ცხოვრების შესწავლა.მიუხედავად იმისა რომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით.ახლა მის შესახებ აღარაფერი ვიცი.განა არ მიყვარდა? მიყვარდა უზომოდ მაგრამ უცნაური ბავშვი ვიყავი,ქარაფშუტა.,გაზრდას არ ვჩქაროდი ის კი მე არ მგავდა,თავიდან ცდილობდა ჩემნაირი გამხდარიყო ფიქრობდა რომ მე უკეთესი ვიყავი,ან შეიძლება არც ფიქრობდა არ ვიცი,მერე მიხვდა რომ ჩემნაირობა არაფერში გამოადგებოდა.იმის გამო რომ ჩემი საშინელი ხასიათი ვერ დავივიწყე მეგობარი დავკარგე.აქამდეც მინდოდა მასთან შეხვედრა მაგრამ არ ვთვლიდი საჭიროდ მეგონა თვითონ უნდა ვენახე,მეგონა თვითონ დააშავა როცა დამტოვა.ალექსანდრეს არ ვამტყუნებდი,არც ვეთანხმებოდი მაგრამ ერთხელაც არ გავბრაზებივარ იმის გამო რომ სანდრას ამდენი ხანი ატყუებდა.ის ყოველთვის განსხვავებული იყო.უბრალოდ მეც და ალექსანდრეც ისე ვუყვარდით რომ ცდილობდა ისეთი ყოფილიყო როგორიც ჩვენ გვინდოდა.ეს მალე შეიცვალა ის მიხვდა რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ.მიხვდა და წავიდა.უკვე 9 წელია რაც წამოვიდა.განა აქამდე არ ვნახავდი?მაგრამ მეშინოდა მეშინოდა რომ არ მაპატიებდა.მართალიც იქნება რომ არ მაპატიოს მაგრამ ის აუცილებლად მაპატიებს მე ეს ვიცი.მას არ შეუძლია იყოს ბოროტი.შეიძლება თქვენ მას იცნობთ როგორც უგრძნობ გოგოს მაგრამ მას უზარმაზარი გული აქვს უბრალოდ მე და ალექსანდრემ მასთან მისასვლელი გზა თითქმის გადავჭერით.

თავი 3
ის არ იყო ასეთი. ის მხიარული ბავშვი იყო.მერე კი ყველაფერი შეიცვალა.იმდენი ხანია არ მინახავს არც კი ვიცი მიცნობს თუ არა.ის ყველაზე კარგი ადამიანია დედამიწის ზურგზე.
-გაოცებული ვარ ანას მონაყოლით.ნუთუ შეიძლება სიყვარულმა გაგაქვაოს?ან შეიძლება მეგობრობის ასე დაკარგვა?ანაზეც და ალექსანდრეზეც ძალიან გავბრაზდი.მაგრამ ანას წყლიან თვალებს რომ შევხედე შემეცოდა კიდეც.აშკარად ნანობდა განვლილ წლებს.საკმარისია კი სინანული?არ ვიცი არ ვიცი..ამას დრო გვიჩვენებს.ვერც კი წარმოვიდგენდი რომ შეიძლებოდა სანდრას ვინმე ისე ყვარებოდა როგორც ამას ანა ამბობს.ვიცოდი რომ რაღაც მტკივნეულს მალავდა გულში მაგრამ არ მეგონა ასეთი სიყვარულიც თუ შეეძლო.ანა ჩუმად იჯდა,ვგრძნობდი რომ ცუდად იყო.
-მე არასდროს ვყოფილვარ კარგი მეგობარი,მე მაშინ არ ვიყავი მასთან როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი.მან ყველაფერი მარტომ გადაიტანა
-საშინლად სევდიანი ხმით ლაპარაკობდა ანა.მხარზე ხელი დავადე რომ გამეჩერებინა.მართალია არ ვამართლებდი მის საქციელს მაგრამ არ მინდოდა ასე დატანჯულიყო.
-წუხილს აზრი არ აქვს ალბათ ასე უნდა მომხდარიყო...მთავარია ახლა რა იქნება
-ახლა?ახლა არ ვიცი რა იქნება..გავბედავ კი სანდრას ნახვას?
-აუცილებლად უნდა გაბედო ამით მასაც გაანთავისუფლებ და შენ თავსაც.გგონია ის ახლა კარგადაა?მისი ცხოვრება მშვენიერია?თითოეული დეტალი ვიცი მისი ცხოვრებიდან,ის არასდროს ყოფილა გახარებული.ბედნიერი იყო თავისი ცხოვრებით,რომ რაღაცას წარმოადგენდა,რომ შეეძლო ხალხს დახმარებოდა მაგრამ გახარებული არასდროს არავის უნახავს.შენ აუცილებლად უნდა ნახო ის...
-არ ვიცი
-დაფიქრდი და მიხვდები რომ ეს შენთვის კი არა მისთვის უნდა გააკეთო.უნდა აღუდგინო ადამიანების რწმენა,მეგობრობის რწმენა უნდა აღუდგინო.არ უნდა ფიქრობდეს რომ სიყვარული და მეგობრობა არ არსებობს.უნდა დაუმტკიცო რომ შენ ისევ მისი დაქალი ხარ.კიდევ ერთხელ ნუ დაუშვებ შეცდომას,ამჯერად ეს გამოუსწორებელი იქნება.
-ცოტა ხანს ჩუმად იჯდა მერე ადგა და წავიდა
-სად გნახავ?
-აქ
-არც მოუხედავს ისე მითხრა.უკვე ღამე იყო მას გავყევი
-გვიანია...გაცილება არ გჭირდება?
-ახლოს ვცხოვრობ
-მიგაცილებ
-მადლობა
-მის სახლთან მართლაც მალე მივედით...ღამე მშვიდობისა მისურვა და ავიდა.მეოთხე სართულზე შუქი აინთო,მეც წამოვედი.სახლში მალევე მივედი.მთელი ღამე ანას მონაყოლზე ვფიქრობდი.ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა.სანდრა სოფელში ცხოვრობდა,ანა მისი დაქალი იყო ალექსანდრე კი ანას ბიძაშვილი.სანდრას ალექსანდრე უყვარდა ის კი იყენებდა.არც ისე კარგი მდგომარეობაა.მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ სანდრა ასეთი არ უნდა გამხდარიყო.მერე რა რომ გული ატკინეს შანსი უნდა მისცეს თავის თავს რომ იყოს ბედნიერი.
-სანდრა ალექსანდრემ მიაცილა სახლამდე.
-მადლობა.ღამე მშვიდობისს
-ალექსანდრე თავგზააბნეული დაბრუნდა სასტუმროში.გრძნობდა რომ ეს ის სანდრა იყო დიდი ხნის წინ რომ იცნობდა მაგრამ მისგან არაფერი იგრძნობოდა.ქართულადაც კი არ ულაპარაკიათ.სასამართლო რამდენიმე თვეს გაგრძელდა,ბოლოს დამტკიცდა რომ დენიელი არაფერშუაში არ იყო.რა თქმა უნდა არც ალექსანდრე.იმას თუ ვინ მოაწყო ეს ყველაფერი კიდევ იძიებდა პროკურატურა.სანდრა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.მაგრამ არა, მისი ცხოვრება აღარ იყო ისეთი როგორიც ადრე.ახლა მას რიჩარდი ყავდა.ყველაზე მხიარული ადამიანი მსოფლიოში და ამავე დროს სერიოზული.მას ყოველთვის შეეძლო სანდრას გაცინება.ყველას რომ ეგონა სანდრამ სიცილიც კი არ იცოდა ახლა დარწმუნდნენ რომ თურმე შესძლებია და თან ძალიან ლამაზი სიცილი.რიჩარდი იყო ის ვისთანაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა.ყველა საქმეზე ერთად მუშაობდნენ.სახლში მას მიყავდა.ის ზრუნავდა მის კარგ ხასიათზე.დენიელი ყოველ კვირას ეპატიჟებოდა სანდრას ხან სახლში ხან რესტორანში.ისიც შეძლებისდაგვარად ნახულობდა მას.ალექსანდრე აღარ დაბრუნდა თბილისში.არ ვიცი რატომ მაგრამ როგორც ჩანს სანდრას გულის მონადირება გადაწყვიტა.ანა?ანას ყოველ საღამოს ვნახულობ,ვლაპარაკობთ უამრავ რამეზე,ყოველ დღე ვთხოვ რომ სანდრა ნახოს მას კი ჯერაც არაფერი გადაუწყვეტია,მერე ვაცილებ სახლამდე.ხშირად მეც ავდივარ მასთან, ყავაზე მპატიჟებს.იმ ანასგან რომელსაც თვითონ იხსენებს არაფერია დარჩენილი.ალექსანდრე კი მგონი ისევ ისეთია.ცდილობს სანდრას გული მოიგოს,უგზავნის ულამაზეს ვარდებს,აკითხავს სამსახურში მაგრამ სასტიკ უარს აწყდება თითოეულ დაპატიჟებაზე ან შემოთავაზებაზე სახლამდე მიაცილოს სანდრა.რიჩარდი მარტო იმიტომ არ სცემს ალექსანდრეს რომ ეს სასაცილოდ მიაჩნია.ჯერ ამის უფლება არ აქვს.მიუხედავად იმისა რომ მას აშკარად აქვს გრძნობები სანდრას მიმართ ჯერ არაფერი უთქვამს მისთვის.
ერთ-ერთი შეხვედრის დროს ანა დავითანხმე სანდრასთან შეხვედრაზე.მის სამსახურთან მე თვითონ მივიყვანე.კარგა ხანი ვუყურებდი როგორ იდგა შენობასთან და შესვლასაც ვერ ბედავდა.ფეხების კანკალით ძლივს მიაღწია სანდრას კაბინეტამდე.კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა მერე კი შეაღო.სანდრა რაღაცას ბეჭდავდა,მისკენ რომ ამოიხედა,თითქოს რაღაც ჩამოენგრაო შიგნით,საშინელი ტკივილი იგრძნო.ანა ვერაფრის თქმას ვერ ბედავდა ან რა უნდა ეთქვა?მაპატიე 9 წლის წინ რომ ცუდად გექცეოდიო?იქნებ სულაც არ ადარდებდა სანდრას ეს?მაგრამ ანა ხომ კარგად იცნობდა მას,იცოდა რომ ყველაფერს ჯერ კიდევ განიცდიდა,ისიც იცოდა რომ მისი ნახვა უარესად გახდიდა მაგრამ მაინც უნდა ენახა
-შეენ?
-ხო სანდრა მე ვარ
-რამდენი ხანია ქართული ლაპარაკი არ გაუგონია.ანას სიტყვები მალამოსავით მოედო გულზე.მისი პირიდან წარმოთქმული საკუთარი სახელი აბედნიერებდა,იმ წუთს იმ ერთი შეხედვით ყველაფერი გაარკვია და აპატია.მისკენ სწრაფად წავიდა და მაგრად მოხვია ხელები,პირველად ამდენი წლის მანძილზე,ის ტიროდა,ბედნიერებისგან,ტკივილისგან ტიროდა.მთელი ძალით ეკვროდა ანას და გაშვებას არ ჩქარობდა.კარში რიჩარდი შევიდა მაგრამ ასეთი სურათი რომ დაინახა უკან გატრიალდა მიხვდა რომ იქ არ იყო თავისი ადგილი.ანა კოცნიდა მონატრებულ მეგობარს,მეგობარს რომელსაც გული ატკინა მაგრამ ეს თვითონაც არ უნდოდა.ეს გააზრებულად არ გაუკეთებია,უბრალოდ არ უფიქრია თუ მას ეტკინებოდა.
-სანდრა გთხოვ მომისმინე.
-არ გინდა გეხვეწები
-აუცილებლად უნდა მომისმინო
-ჩვეულებრივი ადამიანი ალბათ ახსნა განმარტებას მოითხოვდა,მერე ალბათ იტყოდა რომ პატიება არ შეუძლია.სანდრას კი არაფერი უკითხავს,ბევრი ვერ მიხვდება ამ სიტუაციას მაგრამ მე მესმის.სიტყვები იმიტომ არ იყო საჭირო რომ ისინი ყველაფერს გააფუჭებდნენ.სანდრამ ანას თვალებში,მის სახეზე ყველაფერი წაიკითხა სიტყვები აღარ იყო საჭირო.ახლა უბრალოდ ტკბებოდა მისი ყურებით.მიუხედავდა იმისა რომ ის ვერ დაივიწყებდა უმეგობროდ გატარებულ უამრავ წელს,ვერ დაივიწყებდა ძველ წყენას,ის არ აპირებდა ანასთვის ზურგი შეექცია.მთავარი ის იყო რომ ანა თავის საქციელს ნანობდა.ბევრისთვის განსაკუთრებული არაფერი იყო.მერე რა თუ ანა სანდრას დასცინოდა მერე რა თუ არაფრად აგდებდა მაგრამ ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო.მაგრამ იმის გამო რომ იგრძნო ამ ყველაფერს ანა ნანობდა აპატია.გულწრფელად აპატია.რა აზრი ჰქონდა თავის მართლების მოსმენას?ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.
-არ გინდა რა ანა....მთავარია რომ ახლა აქ ხარ
-კი მაგრამ იქნებ რა უნდა გითხრა?
-შენ გინდა ბოდიში მომიხადო იმის გამო რაც დიდი ხნის წინ მოხდა,შენ გინდა პატიება მთხოვო იმ წლების გამო რომელიც უშენოდ გამატარებინე,არამარტო უშენოდ საერთოდ უმეგობროდ მაგრამ მე იმდენად ბედნიერი ვარ რომ ახლა მე და შენ ერთმანეთის წინ ატირებულები ვდგავართ და ქართულად ვლაპარაკობთ ეს ყველაფერი აღარც კი მახსოვს
-სანდრა შენ უბრალოდ საოცრება ხარ.მე ხომ ვიცი რომ ყველაფრის დავიწყება ასე ადვილი არაა
-ხოდა შეეცადე რომ მალე დამავიწყდეს.
-ანას შიშები რომ სანდრას ის აღარც ახსოვდა,სულ ერთი იყო მისთვის,არც კი მოუსმენდა მის ბოდიშს გააგდებდა,მისი დანახვის თანავე გაქრა.მიხვდა რომ მას ერთი წამითაც არ დავიწყებია მიხვდა რომ მის გარეშე არც თვითონ და არც სანდრას არ უცხოვრია.კიდევ უფრო დამნაშავედ იგრძნო თავი მაგრამ ახლა წუწუნი უკვე ზედმეტი იყო.
-გეფიცები ყველაფერს ვიზამ რომ ისევ ისე იცინოდე როგორც ადრე.
-სანდრა თითქოს ერთ წუთში დაპატარავდა.იმ
სკოლის პერიოდში დაბრუნდა ანას დაქალი რომ
იყო.იმ სტუდენტობის პერიოდში ანა რომ
ენატრებოდა მასთან ერთად გართობა რომ
უნდოდა.თითქოს ახლა უნდა აინაზღაურონო
დაკარგული წლები.მის გარეშე ისეთი სერიოზული
იყო მაგრამ ახლა?ახლა აღარ.ახლა ისე უნდა
გაერთონ ამდენი წლის მანძილზე რომ არც კი
უფიქრიათ.სანდრა და ანა სახლში წავიდნენ.ანას
ძალიან მოეწონა სანდრას სახლი.მისი ბიბლიოთეკა
სადაც სულ ქართული წიგნები იყო.სადად და
გემოვნებიანად მოწყობილი სახლი.თავიდან ცოტა უხერხულად გრძნობდნენ თავს მაგრამ მალე გაშინაურდნენ.მიუხედავად იმისა რომ წლებია ერთმანეთი არ უნახავთ არ გაჭირვებიათ ერთმანეთთან შეგუება.
ყველას უკვირდა სანდრას ცვლილება რიჩარდის გამოჩენის შემდეგ,მთლად გადაირიენ როცა სანდრამ შვებულება ითხოვა.არასდროს არ დაუსვენია,მხოლოდ მაშინ როცა ძალით აგდებდნენ სამსახურიდან.ახლა კი ერთ თვიანი შვებულება აიღო.ასეთი ხანგრძლივი დასვენება არასდროს მოუწყვია მაგრამ ამდენი მუშაობის შემდეგ დაიმსახურა.ანა კაბინეტში ელოდებოდა სანდრა სიცილით შევიდა
-თავისუფალი ვააარრ
-წავედიით?
-აჰააამ
-კარში რიჩარდი შევიდა.
-მოიცა რა ჩემთან დაუმშვიდობებლად აპირებ გაპარვას?
-მმმ სულ გადამავიწყდი...
-ამას გაზღვევინეებბ...ახლა კი ეს მშვენიერი გოგო გამაცანი უცხოურად რომ ელაპარაკებოდი
-მე მას მშობლიურ ენაზე ველაპარაკებოდი,ეს ანა..ანა ეს კი რიჩარდია ჩემი მეგობარი
-მიხარია შენი ნახვა ანა...
-მეცც
-კარგი ახლა უნდა წავიდეთ
-რიჩ შეგიძლია შემოგვიარო...
-აუცილებლად გესტუმრებით
-სანდრა და ანა სახლში წავიდნენ.უამრავი სასუსნავი აიტანეს,საჭმელი რომელსაც სანდრა არასდროს ეკარებოდა.ხომ გითხარით დაპატარავდა მეთქი.იმ სანდრასგან ღიმილი რომ არ იცოდა და ზედმეტს არასდროს ლაპარაკობდა არაფერი დარჩა.ახლა ისეთი მხიარული იყო,ახლა მართლა ბედნიერი იყო.მთელი ამ წლების ამბები რამდენიმე დღეში გაანდეს ერთმანეთს.შუადღით ფილმს უყურებდნენ მერე სასეირნოდ გადიოდნენ ისე როგორც პატარაობაში უნდა ექნათ.დადიოდნენ მაღაზიებში ყიდულობდნენ უამრავ ტანსაცმელს.მათ შორის ისეთებს სანდრას არასდროს რომ არ ცმია.
მუდამ დალაგებული სახლი ყირაზე დააყენეს.დარბოდნენ აქეთ იქით ერთმანეთს ბალიშებს ესროდნენ.ზუსტად ამ დროს გაისმა კარზე ზარი
-მე გავაღეეებბ
-კარისკენ ანა გაიქცა.რიჩარდმა გაბურძგნული თმებით და ხელში ბალიშით რომ დაინახა გაეცინა.
-მგონი აქ რაღაც ისეთი ხდება ხო?
-შემოდი შემოდი
-რიჩარდი გაღიმებული მიყვა ანას უკან,ასეთი სანდრა არასდროს ენახა,ჯინსის შორტებში გამოწყობილი,თეთრი მაისურით და გაბურძგნული თმით.სულ სხვანაირი იყო,თითქოს პატარა ბავშვად ქცეულიყო.რიჩარდს გაეღიმა მის დანახვაზე და ხელები გაშალა მისკენ წამოსული სანდრას ჩასახუტებლად.
-რა კარგია რომ მოხვედი.
-მართლა გაგიხარდა?მგონი უჩემოდაც კარგად ერთობი
-კი ვერთობი მაგრამ შენთან ერთად უკეთესია
-ასე თამამად არასდროს უგრძნობინებია რიჩარდისთვის რომ სიამოვნებს მასთან ყოფნა.ის ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებს,ყოველთვის იცის სანდრა როგორ უნდა გააცინოს.სანდრა იმასაც გრძნობს რა ემართება რიჩარდს მის შეხებაზე და ეღიმება.არ უნდა ამ ურთიერთობას რამე დარქვას,ჯერ ყოველშემთხვევაში.წლებია არავისთან ჰქონია ურთიერთობა და ასე ერთბაშად არაა ადვილი ვინმე შეიყვარო.

Ce Ce მადლობა შენ და იმედია ნახავ ახალ თავს



№1 სტუმარი Nana

kaia ase didi tavebit gaagrdzele

 


№2 სტუმარი qeti

dzalian momewona ese gaagrdzele :-D♡ar daagviano ra shemdegi tavi :-D♡

 


№3  offline წევრი Ce Ce

ვნახე რომელია ზოი მიყვარხარ დღეს ნამდვილად არ გელოდით
ვიწყებ კითხვას love

წავიკითხე წავიკითხე წავიკითხე
ჩემი სანდრა
ჩემი სოფლელი გოგო am
როგორ მომნატრებია
გელოდებით
თავი არ მომანატროო feel

 


№4  offline წევრი zoi

Ce Ce
ვნახე რომელია ზოი მიყვარხარ დღეს ნამდვილად არ გელოდით
ვიწყებ კითხვას love

წავიკითხე წავიკითხე წავიკითხე
ჩემი სანდრა
ჩემი სოფლელი გოგო am
როგორ მომნატრებია
გელოდებით
თავი არ მომანატროო feel

ნეტავ იცოდე როგორ მაბედნიერებ შენი კომენტარებით...მხიარულით და თბილით <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent