შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტა


7-12-2015, 13:32
ავტორი malena
ნანახია 10 056

არ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა მეგობრის კომპიუტერთან, რის ნახვას აპირებდა, საერთოდ რას ეძებდა. არც ის იცის, ანონიმური გაცნობის საიტზე საიდან მოხვდა... სასმელითა და რაღაც აბით გაბრუებული, საპირისპირო სქესის მიერ მოწერილს გაორმაგებულად ხედავდა.
„ – სექსი მინდა შენთან, მისამართი რომ მოგწერო, მომაკითხავ, წამიყვან?“ – აი, ეს ახსოვს.
არა, არ დასიზმრებია. ახსოვს, გაოგნებულმა თვალები როგორ დაქაჩა, რამე ხომ არ მეჩვენებაო. გერმანიიდან დროებით, მშობლიურ საქართველოში დაბრუნებულს, ეუცხოვა ქართველი გოგონასგან მსგავსი სითამამე. მერე ის ახსოვს, მითითებულ მისამართზე ტაქსით რომ მივიდა. ტროტუარზე გაუნძრევლად მდგომი ელოდა გოგონა. წარმოუდგენლად მიმზიდველი და მომნუსხველი. ახლა უკვე აღარ იცის რა იფიქროს, იქნებ ნასვამს ლამაზად მოეჩვენა? სასტუმროს ნომერში შესულმა ასაკი ჰკითხა, არ ჰგავდა სრულწლოვანს.
„ – სრულწლოვანი ვარ.“ – იყო პასუხი და მანაც დაიჯერა, არ შეეძლო არ დაეჯერებინა.
მხოლოდ და მხოლოდ გამოფხიზლებულმა გაიაზრა, რაღაც მისთვის აუხსნელმა მდგომარეობამ რომ მიიყვანა მასთან ქალი და არა სექსის სურვილმა. მეტისმეტად დაჩლუნგებული ჰქონდა ღამით თვითკონტროლიც და აზროვნების უნარიც. გრძნობდა, მექანიკურად, რობოტივით შიშვლდებოდა გოგონა. ხედავდა, სადღაც სხვაგან ფრენდა მისი გონება, ან საერთოდ ვერც აღიქვამდა არსებულ სიტუაციას. ახლა იცის. მერე გაიაზრა, რაღაც უდიდეს, სულიერ ტკივილს განიცდიდა მის წინ რობოტივით მოძრავი არსება. მაშინ კი... მაშინ მხოლოდ მისი მშვენიერი სხეულის თვალიერებით ტკბებოდა. სხეულში დავლილი შეგრძნებებით აღფრთოვანებული, თავადაც ნაჩქარევად იხდიდა სამოსს. უკვე იცოდა, დაუვიწყარ მოგონებებს ჰპირდებოდა ღამე.
ქანცის გაწყვეტამდე ეფერა იმ ღამით ქალს, მის მკლავებში მორჩილად რომ იყო განაბული. თუმცა, რამდენჯერაც ტუჩებისკენ წაიწია იმდენჯერ თავი აარიდა. შეგრძნება, თითქოს მასთან იყო გოგონა და არც იყო, მას ეკუთვნოდა და არც ეკუთვნოდა, ვერაფრით მოიშორა. გამთენიისას ძალაგამოლეული, მის მკერდზე დამხობილი გაითიშა.
გამოღვიძებულს აღარავინ დახვდა ნომერში. არც სახელი იცოდა მისი, არც გვარი, არც ტელეფონი. მხოლოდ მისამართი და ისიც ბუნდოვნად ახსოვდა. კიდევ, მისი არაჩვეულებრივი თვალები დამახსოვრდა. თუმცა, ერთხელაც ვერ დაიმსახურა მისი მზერა. ზერელედაც კი არ დაინტერესებულა ქალი, ვისთან უნდა გაეტარებინა ღამე. აქტის დროსაც კი თვალებდახუჭული იყო უცნობი. ზუსტად იცოდა, ქუჩაში რომ შეხვედროდნენ მეორე დღეს, ვერ იცნობდა კაცს.
ოცდასამი წლის იყო მაშინ, არც ისე პატარა მსგავსი სისულეეებისთვის, როგორიც ნარკოტიკული აბის გადაყლაპვა, გაცნობის საიტიდან ვიღაც უცნობთან სექსისთვის გავარდნა და საერთოდ, თანმდევი შეცდომები ეპატიებინა საკუთარი თავისთვის. ამდენი ხანია სულ ახსოვს ქალი. მისის სახე გაფერკმთალდა კიდეც მეხსიერებაში, მაგრამ არა თვალები. მუქი, მუქი ლურჯი თვალები. აგერ უკვე, რამდენი წელია პირად ცხოვრებას ვერ იწყობს. დიდი ხანია გამოუტყდა თავს, რომ ისევ მის გამოჩენას ელის.

***
ლამაზი გოგონა არ იყო მარტა. რასაც მართლა ლამაზი ჰქვია. არც მაღალი და აშოლტილი გახლდათ ლერწმის ხესავით. არც მთლად სწორი ცხვირი ჰქონდა, ან კურნოსა. არც სისხლსავსე ან დაბუთქული ტუჩები, მაგრამ ჰქონდა რაღაც ისეთი გარეგნობაში რაც ბუზებივით იზიდავდა საპირისპირო სქესს. ერთობ ეშხიან, მიმზიდველ, გემრიელ ქალიშვილად მიიჩნევდა თითქმის ყველა. მიუხედავად იმისა, რომ საშუალოზე დაბალი ეთქმოდა, კოხტა ტანი ჰქონდა, ყველაფერი თავის ადგილას, ყველაფერი ზომიერი და საოცრად მეტყველი, მუქი ლურჯი, სიშავეში გადასული თვალები. ყოველთვის ახალგაზრდული ენერგიითა და უცნაური ნაპერწკლებით სავსე იყო მისი დიდრონი თვალები, მუქი ხორბლისფერი კანი კი მაცდურად უბზინავდა. ასე იყო თუ ისე, სახლიდან ქუჩაში გამოსულს, სკოლისაკენ მიმავალს და მერე უკან, ბიჭები ჯგროდ დაჰყვებოდნენ. პირველი თაყვანისმცემელი ცამეტი წლისას გამოუჩნდა და დაიწყო და დაიწყო. თხუთმეტი წლისა თავისზე ორი წლით უფროსი, არაფრით გამორჩეული, სრულიად ჩვეულებრივი თანასკოლელით მოიხიბლა და მალე მთელი სკოლა მარტას და რატის სიყვარულზე ლაპარაკობდა. უამრავი დავიდარაბა გამოიარა რატიმ, სანამ მარტას გვერდით კუთვნილ ადგილს მყარად შეინარჩუნებდა. იმდენს მოხვდა გოგონას გამო და იმდენი მოხვდა... მარტაც ხელს უწყობდა ბიჭს, ყველანაირად მხარში ედგა, სიახლოვეს არავის იკარებდა ყურებამდე შეყვარებული გოგონა. წელიწადნახევარში კი, მარტა მოიტაცეს, რატი ისე სცემეს, ან გადარჩება და ან არაო, თავზარდამცემი ამბავი მოედო სკოლასა და მარტას უბანს.
ქუჯი მარტას მეზობლად, ახალციხიდან ნათესავებთან სტუმრად იყო ჩამოსული. ერთ დღეს, სკოლიდან რატისთან ერთად მომავალი მარტა ფანჯრიდან დაინახა. დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა გოგონა, სწრაფად გამოკითხა ნათესავებს მის შესახებ და სწრაფადვე გადაწყვიტა, მისი გამხდარიყო გოგონა. არც იმას შეუფერხებია, რომ უკვე ჰყავდა შეყვარებული მარტას, არც იმას, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე რომ იყო, არც იმას, საერთოდ რომ არ იცნობდნენ ერთმანეთს და არც იმას, თავადაც რომ არ ბრძანდებოდა საქორწინო ასაკში, სულ ახალი დამთავრებული ჰქონდა სკოლა.
ორი კვირა უთვალთვალა და გაიგო, სკოლისა და რეპეტიტორების გარდა თითქმის არსად დადიოდა გოგონა, რატი კი ყოველთვის ახლდა თან. გადაწყვიტა დრო აღარ დაეკარგა. ერთ საღამოს, მასწავლებლისგან მომავალ მარტას და რატის ორი მანქანა წამოეწიათ. ერთი წინ გადაუდგათ, მეორე უკან გაჩერდა. მოულოდნელობით დაბნეულმა წყვილმა წესიერი წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ მოახერხა. ორი მანქანიდან გადმოცვენილი, ხუთი თუ ექვსი კაცი ერთად მიდგა რატის, ქუჯიმ კი დრო იხელთა, საკივლელად დაღებული პირი უმალ ხელით დაუმუწა გოგონას და ერთერთ მანქანაში ჩატენა. უკანა სავარძელზე მოთავსებულმა მაგრად ჩაბღუჯა აფართხალებული მარტა, წავედითო, სწრაფად მიმართა მძღოლს და მანაც ადგილიდან მოწყვიტა ავტომობილი.
ლამის ათი წელი გავიდა მისი მოტაცებიდან და შემდგომ მის თავს დატრიალებული ამბებიდან. თითქმის წელიწადნახევარი გაატარა ქუჯის ოჯახში მისი ცოლის სტატუსით, მას კი ერთი ბედნიერი კი არა, ერთი მშვიდი და უწყინარი დღის გახსენებაც არ შეუძლია იმ პერიოდიდან.
პატარა ბიჭუნასათვის ჩაეკიდა ხელი. ნელი ნაიჯით მიდიოდა ფიქრებში წასული და ენადგაკრეფილი ბავშვის კითხვებს გაფანტული პასუხობდა.

– მალე ბიძაჩემი ჩამოვა და საჩუქრებს ჩამომიტანს. მერე ზღვაზე წავალთ. შემპირდა, სკუტერით გაკატავებო. შენ მჯდარხარ სკუტერზე მარტა? – არ ჩუმდებოდა პატარა.
ერთხელ აღარ უნახავს რატი მისი მოტაცების დღიდან. ერთხელ არ დაურეკავს, არც უძებნია. მოიტაცეს და მანაც უპრობლემოდ ჩაიქნია ხელი. შეიძლება იდარდა კიდეც, მაგრამ ზუსტად იცის ხელი არ გაუნძრევია მის მოსაძებნად. ახლა კი გამოჩნდა, ცოლით და მთელი სამი შვილით. საიდან მოძებნა, როგორ იპოვა, ან მაინც და მაინც ახლა რატომ ვერ გაუგია.
გალეშილმა მთრალმა აუტეხა ბრახაბრუხი თითქმის შუაღამეს, ძლივს გააგებინა ვინ იყო. კინაღამ პატრულს გამოუძახა შეშინებულმა ქალმა. საბოლოოდ იძულებული გახდა გაეღო კარი და სახლში შეეშვა. მეზობელი, ჭორიკანა დედაკაცების ქოთქოთით გამოვარდნამ სახლებიდან, სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ერთი გადმოხედეს ალმაცერად ქალებმა და ირონიული ღიმილითა და თავის კანტურით შებრუნდნენ უკან. ისედაც ვერ დაეჯერებინათ მარტასნაირი ქალის არსებობა უკაცოდ და აჰა, მიეცათ მიზეზი. მრისხანედ მოელვარე თვალები შეავლო მამაკაცს, რომელსაც იდიოტური ღიმილით გაბადვროდა სახე და მთვრალ თვალებს უჟუჟუნებდა ქალს.
– მარტა, მჯდარხარ სკუტერზე?
– რაო? – ფიქრებიდან გამოეკვა მარტა და ღიმილით დახედა ბიჭუნას.
– ვეტყვი ძიას და შენც გაკატავებს სკუტერით.
– ჰო, ჰო. –სწრაფად დაეთანხმა ბავშვს და ისევ რატის სტუმრობისკენ გაექცა გონება. უმოწყალოდ საზიზღრად ეარშიყებოდა კაცი. ძველი მორიდებული და პატიოსანი ბიჭისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანს ხედავდა მარტა და ყველანაირად ცდილობდა, მისი ვითომდა უწყინარი და მეგობრული ჩახუტებები ზრდილობიანად აერიდებინა. საათნახევარი ისმინა მისი ბლუყუნი, როგორი ძვირფასი იყო მარტა მისთვის ყოველთვის, როგორ ნანობდა წარსულს და ა. შ. ძლივს გაისტუმრა სახლიდან. არ უსაყვედურია, რა აზრი ჰქონდა?
მთელი ღამე არ ეძინა. რატიმ საკუთარ თავთან ერთად, ძლივს მიყუჩებული წარსულიც გაახსენა, ტკივილიანი წარსული.
საკუთარ სახლში მიიყვანა პატარა, რომელიც მიხვედრილიყო საერთოდ რომ არ უსმენდა ქალი და ახლა ნაწყენი და გბუსხული ხმას აღარ იღებდა.
– როდის ჩამოდის შენი ბიძა? – ჰკითხა, როცა სახლში შესულმა დააფიქსირა გაჩუმებული და გაბუტული ბავშვი. – უნდა ვთხოვო, მეც მომისვას სკუტერზე და შორს, რაც შეიძლება შორს გაცუროს. – წყლის ისე ეშინოდა, ვერასდროს გაბედავდა სკუტერზე დაჯდომას, მაგრამ ბავშვისთვის სასურველ თემაზე ალაპარაკდა.
– მართლა? – მაშინვე გამოცოცხლდა პატარა. – ჩამოვა თუ არა ვეტყვი და აუცილებლად გაკატავებს.
– კარგი. ახლა ვჭამოთ, მერე ვიმეცადინოთ. მალე დედა მოვა, ვიყოჩაღოთ და ყველაფერი ნასწავლი დავახვედროთ, კარგი დავით?
– კარგი. – უხალისოდ დაეთანხმა ბავშვი და აბაზანისკენ გაემართა ხელების დასაბანად.
დავითის დედა, თეონა ცხრამეტი წლისამ გაიცნო. ქუჯის გამოგდებული ჰყავდა სახლიდან, სტუდენტი იყო და ელემენტარულ საარსებო პურის ფულს საჭიროებდა. დიდხნიანი ძიების და ბოდიალის შემდგომ თეონას რესტორანს მიადგა სამუშაოს სათხოვნელად. მერე თეონამ უთხრა, შენს თვალებში დანახულმა სასოწარკვეთილებამ არ მომცა უფლება, უარი მეთქვა თხოვნაზე. მეგონა, თუ უარაფროდ გაგისტუმრებდი, რაღაც საშინელებას დამართებდი საკუთარ თავსო. ასე იქცა მიმტანად. ძნელი იყო. თან მუშაობდა, თან სწავლობდა, თან ჩავარდნილ დედას უვლიდა. ათასი პრობლემით დამძიმებულს, ვინმე მთვრალი რომ გადაეკიდებოდა ხოლმე საკუთარი საქმის შესრულებით დაკავაებულს, სიკვდილს ნატრობდა. საკაცეთი ეზიზღებოდა ქუჯის მერე. თუმცა, თეონას თანადგომა ბევრს ნიშნავდა მისთვის. არასდროს აყენებდა კლიენტს მომუშავე პერსონალზე წინ, არავის აჩაგვრინებდა მარტას. მალე შედარებით უწყინარი საქმე მისცა, თავადაც ვერ ვიტანდი მიმტანობასო და მარტამაც შვებით ამოისუნთქა. მალე დამეგობრდნენ გოგონები, ერთადერთ იმედად იქცა თეონა მარტასთვის. ყოველთვის ამშვიდებდა და ანუგეშებდა. რაც არ უნდა უიმედო მდგომარეობაში ყოფილიყო, ყოველთვის ახერხებდა მის გამოყვანას. სწავლას რომ მოვრჩა ისევ მარტამ შეუფითილა, შენივე პროფესიით იმუშავეო. მარტაც დატრიალდა და გასაოცრად მალე იქცა ერთერთი კერძო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგად. ხელფასი თავად ჰყოფნიდა, ბევრი არც სჭირდებოდა. ამასობაში დედა გარდაეცვალა. მიუხედავად ყველაფრისა დედა იყო და მაინც იდარდა. თუმცა, ვერ აპატია და არ აპატია, ქუჯის ხელს რომ შეატოვა საჯიჯგნად. მოტაცებიდან ორი კვირის მერე ნახა შვილი, გაუბედურებული და სახეშეშლილი. ნამუსახდილი ხარ უკვე და ვერ წაგიყვან სახლში, მალე შეგიყვარდება ქმარიო. ნუგეშისცემის, ჩახუტების და დაცვის ნაცვლად ამ სიტყვების თქმა ვერ აპატია. არაფერი მომხდარა დედაო, რომ ტიროდა, ის კი ქუჯის მშობლების სახლკარს რომ ათვალიერებდა ხარბი მზერით, ეგ ვერ აპატია. ერთი თვის შემდეგ, ორის, სამის, ატირებულმა რომ დაურეკა დედას, თავს მოვიკლავ თუ არ წამიყვან, ნელნელა ბოლოს მოღებას ეს მირჩევნიაო და დედამ ოჯახურ მოვალეობებზე, ოჯახურ კერაზე, ქმრისადმი მორჩილებაზე რომ დაუწყო საუბარი, მერე კი მშვიდად გაუთიშა, ეგ ვერ აპატია.
სულ რაღაც თექვსმეტი წლის შეშინებული და სასოწარკვეთილი ბავშვი იყო, იმ დრომდე, სანამ არ გადაეკეტა, ყველა და ყველაფერი ფეხებზე არ დაიკიდა. სანამ არ მიხვდა, თუ თავად არ იზრუნებდა საკუთარ თავზე, მისი პატრონი და მიმხედავი არავინ იყო. ეცადა ქუჯის შეყვარებას, სრულ აპათიაში ჩავარდნილი, რაღაც მომენტში იმ აზრამდეც მივიდა რომ თუ ძალიან მოინდომებდა შეძლებდა მის შეყვარებას. არაფერი გამოუვიდა. მამაკაცის სიახლოვე შიშის მომგვრელი და გულისამრევი იყო მისთვის. იმ მომენტიდან, როცა მანქანის უკანა სავარძელზე, ქუჯის მკლავებში მომწყვდეული აღმოჩნდა და როცა მისი ხელების ფათურმა ზიზღის მეტი არაფერი მოჰგვარა, არაფერი შეცვლილა ორი წლის მანძილზე თითქმის. უფრო უხეში, უფრო მომთხოვნი და კარგად ნაცნობი იყო მისი თითოეული შეხება და უფრო და უფრო გაუსაძლისი მარტასთვის...



№1  offline წევრი ფორთოხალი

დეეედოოო!
ახლა მართლა მაწუხებს ნამუსი მე.
რა მაგაროზაა, მალეენა ^_^
ძალიან ძალიან ძაალიან!!

 


№2  offline მოდერი chica sol

მალენაა ჩემო კარგო რამდენი ხანია გელი და აი გამახარე ძალიან.❤❤❤❤

 


№3  offline წევრი kaxelii

sad საწყალი მარტა. მომდევნო თავს ველოდები აქ ისეთი რაღაცეები გეწერეა ჯერ კიდევ ვერ მიხვდი იმის მნიშვნელობას. მალე დადე რააა

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

მმმმ დასაწყისი მომეწონაა. ნუ ეს თავი ჯერ გაცნობას ჰგავდა. ვნახოთ რა იქნება მომავალში.იმ ვაჟკაცმა დამაინტერესა. გად! :დდ

 


№5  offline წევრი მთვარეულა ❤

საინტერესოა.
ცოტა ინტრიგული, ბევრი სევდით და ტკივილით,
ცოტაც ბუნდოვანია რაღაცები, ეს
თავი ჯერ შესავალია როგორც ჩანს.
ველოდები გაგრძელებას დიდი ინტერესით! lovelovelove
საინ

 


№6  offline ადმინი შამანი

როგორი სევდიანი თავი იყო. :((
ყოჩაღ მარიტას,რამდენს გაუძლო.
ძალიან კი დამაინტრიგე :დ
დაინტრიგებული ველოდები მომდევნო თავს,გამიხარდა შენი გამოჩენა. ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№7  offline წევრი harryhermione

ჩემი მალენა დაბრუნდაა <3 ვერც წარმოიდგენ როგორ გამიხარდაა <3 ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ ვიცი ეს ისტორიაც ძალიან მაგარი იქნება, ამაზე პირველივე თავი მეტყველებს <3 მოკლედ მაგარია და ველოდები შემდეგ თავს

 


№8  offline მოდერი malena

მადლობები ხალხებოოო... ♥♥♥
კაკაო, ნუ მაწითლებ ერთი. :)

 


№9  offline მოდერი malena

თუკა
ჩემო კრუტუნააა, მაინც წავიკითხე. საუკეთესო ხარ, მიყვარს ეს შენებული წერის სტილი და კარგად იცი, ველი ველი ახალ თავს, ჯერ იმდენი მალოდინე მისატყეპი ხარ მაგრამ შინაურობაშ დაგინდობბ :))


თუკაააა ♥♥♥

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან მომეწონა. ოღონდ ის არ მომწონებია, აი ტკივილითა და დარდით რომ იცხოვრა ამდენი წელი მარტამ. ვერა და ვერ მომეწონებოდა, რადგან ძალიან დამანაღვლიანა, სევდა მომგვარა, თუმცა მაინც მომეწონა წერის სტილი, ის რომ საშუალება არ მომეცი ამომესუნთქა და ისე გავყევი ბოლომდე, ინტერესით.
თან ვერ გამეგო ვინ იყო ეს მარტა, თან მაინც გავიგე, ყველაზე ლამაზი რომ იყო და ამ სილამაზეს, რომ შეეწირა მისი ცხოვრება, მისი ყველაფერი.
ნამუს ახდილს ვერ წაგიყვანო, ვაი რომ დედების უმეტესობა ასე ფიქრობს და ასე იქცევა..
ძალიან რეალურია და სევდიანი.
ველოდები გაგრძელებას.
და კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს ისტორიაზე love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ამდენი ტკივილი რა საჭირო იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent