ნაბიჯი წინ!
-მალე შენთან ვიქნები საყვარელო... ბედნიერმა გაიღიმა ,კუთხიდან გამოვარდნილ ავტომობილს გვერდი აუქცია და სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. მერე... მერე აღარაფერი ახსოვს... წყვდიადმა შთანთქა... უკუნ სიბნელეში ორიენტაციის უნარი დაკარგა... ძლიერმა ტკივილმა გონება დაუბინდა და ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. -ექიმო, რას მეტყვით?-წამოჯდომას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თავის დამძიმებულ ფეხებს დააკვირდა და ღრმად ამოიხვნეშა. -არ მინდა მოგატყუოთ ბატონო. შეუძლებელია ოდესმე ფეხზე დადგეთ.-სიმართლე პირში მიახალა ახალგაზრდა ექიმმა და თანაგრძნობით ჩახედა თვალებში. -შეუძლებელია ეს შეუძლებელი იყოს... შეშლილივით გადაატრიალა თვალები, საკუთარ თავს ძალა დაატანა და ფეხები საწოლიდან გადმოყო. მწვავე ტკივილი იგრძნო წელს ქვემოთ, თუმცა ჯერ კიდევ ექიმის სიტყვები უტრიალებდა გონებაში და დანებებას არ აპირებდა. უჭირდა აწმყოსთან შეგუება და იმედის ოდნავ მბჟუტავ სხივს ეჭიდებოდა. -შეუძლებელია არაფერია... რეაბილიტაცია ერთადერთი შანსია. მე ამას შევძლებ!-დარწმუნებით ჩაილაპარაკა და ექიმმაც ოთახში ინვალიდის ეტლი შემოაგორა. მის დანახვაზე საწოლზე მჯდომს თვალები აუწყლიანდა. თავი პატარა, უსუსური ბავშვი ეგონა, რომელსაც ჯერ სიარული არ დაუწყია. -მოდით! დაგეხმარებით...-შესთავაზა ექიმმა, მაგრამ პაციენტმა გაცეცხლებული მწერა სტყორცნა და მანაც უკან დაიხია. მამაკაცი ფრთხილად გადაჯდა ბორბლებიან სავარძელზე. თავი ამაყად ეჭირა. კბილებს მთელი ძალით აჭერდა ერთმანეთს, კვნესა რომ არ ამოხდომოდა. ბორბლები ხელით გადაატრიალა და მათი ჭრიალი ყურში საშინლად მოხვდა. ეს ხმა თითქოს დასცინოდა... მასზე დამოკიდებულ უმწეო ადამიანს მასხრად იგდებდა, არ ინდობდა და სულს უხუთავდა. სარეაბილიტაციო კაბინეტში სიჩუმე სუფევდა. ეს სიჩუმეც გულს უკლავდა მამაკაცს. ხელები ჩასჭიდა ორ რკინის სპეციალურ მილს, რომლის დახმარებითაც უნდა გაეარა და ეტლიდან წამოდგა. ფეხები უკანკალებდა... მხოლოდ ზედა კიდურებზე იყო დაყრდნობილი. თვალები დახუჭა და შეეცადა იმ ერთადერთის და სანატრელის წარმოდგენას. ''მალე შენთან ვიქნები...''-გაიფიქრა და მარჯვენა ფეხის მაღლა აწევა სცადა. ''შენ ამას შეძლებ! კიდევ ერთი ნაბიჯი და ჩემთან იქნები...''-ჩაესმოდა მისი ხავერდოვანი ხმა და გრძნობდა როგორ ივსებოდა ენერგიით. უეცარი გაელვებაც იგრძნო სხეულში. ერთი ნაბიჯი... მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა საყვარელ არსებას და განა შეეძლო შეჩერებულიყო? აი, მით უფრო უახლოვდება მიზანს, ქალის ხმაც აღარ არის ისეთი შორეული... -თქვენ ეს შეძელით!-ესმის ექიმის გაოცებული შეძახილი და თვალებს ახელს... ერთი ნაბიჯით წინ წაწეულა... მისი სიცოცხლის ელექ კი კვლავ მოშორებით დგას. ''კიდევ ერთი...''-ევედრება ის და მამაკაციც არ იშურებს ძალ-ღონეს. ახლა აღარაფერი ეჩვენება მიუწვდომლად. იცის, რომ ადრე თუ გვიან, თავადაც შეძლებს ხმა მიაწვდინოს ქალს და უთხრას ეს სამი მაგიური სიტყვა: -მე შენ მიყვარხარ! ........................................................ საკონკურსო ჩანახატი გუშინ დავდე, მაგრამ საიტის სერვერის შეცვლის გამო წაიშალა. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.