ვითომ მუშა - სრულად
- მიშველე ! - მობილურში ჩაყვირა დაქალს და აფორიაქებულმა წყლის გადამკეტს დაუწყო ძებნა. - რა ხდება ? აია მშვიდობაა ? - შეშინებული აქოთქოთდა ყურმილის მეორე მხრიდან ქეთა - გოგო ზედა "გადმოსამომხობელმა" მეზობელმა წყალი ჩამომიშვა და ვარ ახლა გალუმპული , სასწრაფოდ მუშა მჭირდება , თორემ ჩავიდა ქვემოთაც წყალი და დავყრი მერე კაკლებს . ყურმილის მეორე მხრიდან შემაძრწუნებელი სიცილი მოესმა და ფეხები სველ მეთლახზე ააბაკუნა , წარბები შეკრა და ხელში დაჭერილი სველი ტილო ძირს ისროლა . - ოღონდ შენ კაკლები არ დაყარო და მე მუშას გიშოვი - ძლივს ამოისუნთქა და მეგობარს მუშის შოვნას დაპირდა. - დროზე , დროზე თორემ ჭკუიდან გადავალ - ნერვიულად მოიქექა კეფა და კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. - კარგი გამითიშე ახლა , რომ დავრეკო ჩემი ბიძაშვილი ბინას არემონტებს და ვთხოვ ორი დღით დაგვითმოს. - მალე ! ^^^ - ვაჩე სასწრაფო ჩემთან გაჩნდი გთხოვ - მობილურზე სიცილით დაურეკა ბიძაშვილს და იქვე მიგდებული ტანისსამოსი , კარადაში შეაგდო . - რა იყო ხდება რამე ? მშვიდობაა ? - კი მალე ამოდი ! - კარგი მანქანა მუშას ყავს გაყვანილი ბენზინს ჩაასხავს და როგორც კი მომიყვანს გამოვალ . - კარგი რაც შეიძლება მალე რა. - ქეთა ! მშიდობაა ნამდვილად ? - კი , კი ჩემთან მშვიდობაა , ჩემს დაქალთანაა ქარცეცხლი - ჩაიფხუკუნა და სავარძელზე ჩამოჯდა. - ქარცეცხლი ? - გაეცინა მამაკაცს. - ნუ ქარ"ცეცხლი" რა ქარ"წყალი" - აკისკისდა და მობილური გათიშა. ^^^ - მშვიდობაა შენთან ? - კი ქეთა ამას თუ მშვიდობა ქვია . - კარგი მოითმინე ნახევარ საათში შენთან ვიქნებით. - კარგი გელოდებით. ^^^ კარზე ზარის ხმა , რომ გაისმა გახარებული გაიქცა ფეხშიშველი ფეხებით და სარკეში ოდნავ ჩაიხედა , გაპუწული თმა გაიშალა და აირია , მოკლე და თხელი სარაფანი ხელით შეისწორა , კარი გამოაღო და გაუბედურებული სახით გაუღიმა დაქალს. - რა სახე გაქვს - სიცილით გადაკოცნა და შიგნით შევიდა. - ღიმილის თავიც , რომ მაქვს არ გიკვირს ? - დაღლილმა ამოილუღლუღა და ქეთას უკან მდგომ მამაკაცს მზერა მოავლო , შავი სპორტული შარვალი , ამავე ფეერის მაისური , ასევე შავი კაპიშონიანი სპორტული ჟაკეტი და შავი კედები ეცვა. - გაიცანი ეს ვაჩეა , ჩემი ... - სიტყვა არ დაამთავრებინა მამაკაცმა , ქეთას თვითონ გაეცნო აიას. - მისი ბიძაშვილის მუშა ვარ - სერიოზული სახით გაუწოდა ხელი და ქალის თლილი თითები თავისაში მოიქცია. - აია ახვლედიანი , სასიამოვნოა - მკტიცე სახით ჩაილაპარაკა და ხელი გაინთავისუფლა . " მუშაც ასეთი უნდა " გაიფიქრა და კმაყოფილი ღიმილით ჩაუკრა , შეუმჩნელად თვალი გაშტერებულ ქეთას. - მუშა ? - ქეთამ ვაჩეს ორი წამით გადახედა და დაბნეულმა ფხუკუნით გამოასწორა - ისა , ხო მუშა - თავი დააქნია და ისევ გაიცინა. - ასე უნდა იმუშავო ? - თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა " ბრენდული " სპორტულები . - პრობლემაა ? - თავი ოდნავ გვერდით გადაწია და ლამაზად ჩაიღიმა. "ეს ბიჭი , მუშის კვალობაზე ზედმეტად სიმპატიური , სექსუალური და მიმზიდველია" თავი ეშმაკური ღიმილით ჩახარა და ტუჩები გაილოკა. - ხო , ეს ვაჩე ონიანია - სიცილით გააცნო ვითარებაში გათვითცნობიერებულმა ქეთამ ერთმანეთს "ბიძაშვილ- " ვითომ მუშა" " და "დაზარალებულ - აშენებული" დაქალი ერთმანეთს. - სასიამოვნოა , საქმეს შევუდგეთ , მხოლოდ ერთი იმუშავებ ? - კი , ბევრი არაფერია გასაკეთებელი , სადღაც 3 დღე დამჭირდება - უკან შებრუნდა და ქეთას თვალი ჩაუკრა ჩუმი სიცილით. - 3 ? - გაიოცა და პირდაღებულმა გადახედა ქეთას , რომელსაც მზერაზე ეწერა " მე რა შუაში ვარ , რას მიყურებო" - ხო შეიძლება 5 დღემდეც გამეწელოს რა - ბოხი ხმით შემოუტრიალდა და მომაკვდინებლად ჩაიღიმა - პრობლემაა ? - ცალი წარბი სექსუალურად აწია ჰაერში და ქვედა ტუჩი გაილოკა "ბუნებრივად" - ა ... არა რა პრობლემა უნდა იყოს ... - მხრები აიჩეჩა ქალმა. - კარგი წავალ საჭირო ნივთებს ვიყიდი და მოვალ ... - კარისკენ წავიდა ონიანი. - მოიცა ფულს მოგცემ - გაეკიდა და ქეთას თვალებდაქაჩულმა გადახედა "მზერით - შენ სადღა მიყვებიო" ონიანმა ცალწარბაწეულმა გადახედა და გაოგნებულ ქეთას გადახედა , რომელიც თვალებით რაღაც ანიშნებდა. აიამ თვალებმოჭუტულმა გადახედა დაქალს და მის სახეზე დაბნეული ღიმილი , რომ დაინახა თვითონაც გაეცინა . - რას მეკრიჭები ? - არა ისე - მხრები აიჩეჩა და ვაჩეს გადახედა. - რა ? - მხრები აიჩეჩა ონიანმა და თვითონაც გაეცინა . - რა ხდება ? - ყელში ამოუვიდა გარკვევლობა ახვლედიანს. - არაფერი , წავალ და მალე მოვალ - კარი გამოაღო და უცებ გავარდა. - მოიცა - მხარზე ხელი მიადო და თავისკენ მიაბრუნა მამაკაცი - მე ... ფული ... უნდა მომეცა და ... დაბნეულმა მიაწოდა საფულიდან ამოღებული ფული ... ონიანს მის დაბნეულობაზე და გაშეშებულ ხელზე გაეღიმა და ლამაზად ჩაიცინა . - არ მინდა ფული , ფირმა იხდის - თვალი ჩაუკრა და კიბეები ჩაირბინა - ქალბატონო ქეთა - მშვიდად მიბრუნდა ცინიკური ღიმილით ქეთასკენ - წამომყვებით ? გზა არ ამებნეს . - კი , კი რა პრობლემაა - მხარი უცებ აუარა დაქალს და სიტყვის უთქმელად გაყვა უკან "მუშას" . - უცნაურია - მხრები აიჩეჩა და დაფიქებული შებრუნა სახლში. ^^^ - მუშა არა ? - სადარბაზოდან გასულმა , ხელის კუნთზე უჩქმიტა ბიძაშვილს და გაბრაზებულმა ააბაკუნა ფეხები . - კარგი რა , შანსი მეძლევა 5 დღე მაგასთან ვიყო , გამმაზველს ვგავარ ? - წარბი აწია და ქეთა ხელში ააფრიალა - აუ მაგარი ქალია ეე . - ვაჩე ! ჩემს დაქალს ვერ შეხედავ ისე , თითქოს იყოს ისეთი , როგორებსაც ყოველ დღე აგდებ კლუბებში და პავლოვზე . - ეე ეე გოგო , პავლოვზე არა ცირკთან და ვაგზალზე რა ! იცი შენ ქალში ფულს , რომ არ ვიხდი ! - - ვაჩე ! თემა ნუ გადაგაქვს , არ მინდა აიას გული ატკინო ! თან ის სხევბს არ გავს , ძლიერი ჩანს მაგრამ ძალიან სუსტია . - ვაიმე კარგი თავი კონკიას პაკლონიკი მგონია - ხელი აიქნია და ქეთა ძირს დავსა. - ვაჩე ! რომ შევამჩნიო რაიმე ზედმეტს აკეთებ , ჩათვალე მკვდარი ხარ და ჩაგიშვებ ! - პატრულ ბიძიებთან ? ამ ამ - ხელები გაშალა და სიცილით აუჩქარა ფეხს. - ამასთან სერიოზული ლაპარაკი შეუძლებელია , შარში გავყავი თავი და დაქალის გავიყოლე. - შენ ზედმეტი ხარ , დაქალი დამიტოვე და დავაი - სიცილით გადახვია ხელი . -სვანი ხარ ! რას გელაპარაკები ? - კაი ქეთ - ირონიულად ჩაიცინა და მაღაზიაში შევიდა , საჭირო ხელსაწყოები იყიდა და სახლისკენ ქეთასთან ერთად წავიდა. - ფირმა იხდის - გამოაჯავრა და ტრასაზე შედგა . - რა ? - გაიცინა უცებ. - ფირმას ვინ უხდის - ხელები გადაიჯვარედინა და ფეხები ააბაკუნა. - ფირმას , შენი ბიძაშვილი , ჩემი ბოსი რა - მხრები აიჩეჩა მან. - ჭკუის კოლოფი - ისევ გამოაჯავრა და გასაღები წაართვა მანქანის - მუშები რეინჯ როვერებით არ დადიან - ენა გამოუყო და საჭესთან მოჯდა . - ქეთა ნელა ატარე , თორემ რამე , რომ მოხდეს ცხვირით გითრევ ! - ჯერ ცხვირზე ხელი მომაწვდინე - პატარა ცხვირზე , ამაყმა შემოხაზა საჩვენებელი თითით კონტური და გადაიკისკისა. - მე გაგაფრთხილე ! - კარგი ხო - ამოიბუზღუნა და მანქანა ადგილს მოწყვიტა . - რა გითხარი გოგო მე ! ნელათქო ნელა ! - მობილურში ჩაყვირა და აიას სახლის წინ გაჩერდა. - ვაიმე ვაჩე , 60ით წავედი რა გაპანიკებს ! - ეს ორზე გაყოფა და შედეგის თქმა კაი იცი , დაგინახე სხვათაშორის ! - კარგი გპირდები აღარ მოგატყუებ და არ გავყოფ ისე გეტყვი აწი - გაიცინა და მობილური გათიშა. - გიჟი ! კარი შეაღო და ღია ოთახისკენ გაიხედა. თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ , როგორც კი საცვლების ამარა დაინახა საწოლთან ახვლედიანი. გოგონამ სარაფანი გამოიცვალა და ამჯერად უფრო სუფთა , თხელი , მოკლე და ფრიალა ლამაზი სარაფანი გადაიცვა. ფეხშიშველი შებრუნდა საწოლისკენ გრძელი მუქი მოყავისფრო - მოშავო თმა ზურგზე გადაიყარა. მომენტით ისარგებლა და კარი ხმაურით მიკეტა. - უი მოხვედი ? - ოთახიდან ჩაცმული გამოვიდა ახვლედიანი და "მუშას" გაუღიმა. - კი , ამ წამს - ვნებიანად აათვალიერ-ჩაათალიერა გოგონა და დაზიანებული აბაზანისკენ წავიდა. - რამეში დაგეხმარო ? - კი რა , ღრმა ვედრო მჭირდება , კიდევ რაიმე ხის ფიცარი კარდონიც წავა და რეზინის ხელთათმანები თუ გაქვს , მგონი ყიდვა დამავიწყდა. - კარგი ახლავე ვნახავ ყველაფერს - ასკინკილით გავიდა აბაზანიდან და სამზარეულოსკენ წავიდა. - ისა , ხელთათმანები არ გინდა , მიყიდია ! - აი მოვიტანე მაინც , თუ დაგჭირდა - იქვე დადო ყველაფერი და კარში შედგა. საქმეში გართულმა ონიანმა დაბნეულ ახვლედიანს ცინიკური ღიმილით ახედა და ტუჩის კუტხე ჩატეხა. - რა ? - გულრფელად შეიცხადა და დამნაშავე პატარა ბავშვივით იკითხა. კითხვისნიშნებიანი მზერით მიაპყრო მზერა უფრო დაჟინებით ქალს და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა მის დაბნეულობაზე. - შეგიძლია წყალი მომიტანო ? დამცხა - ფეხზე წამოდგა და კარს მიეყრდნო. - კი ახლავე - სწრაფად დაბრუნდა წყლით სასვე ჭიქით და აკანკალებული ხელი მეორე ხელის მტევანში მოიქცია , უხერხული ღიმილით გადახედა და ჰორმონებს უნაგირი დაადო . "აჩუ , აჩუ ცხენო , საით გაგაჭენო" - სიცილით ელაპარაკებოდა თავის თავს . " საით და ონიანის "საით"-ისკენ" - სახე წაეშალა თავისივე ფიქრებზე. ხელის კანკალის გაქრობა , მაშინ უფრო შეუძლებელი გახდა , როდესაც ონიანმა მაიკა გადაიძრო და ქერა თქმაზე ხელი გადაისვა . - ცხელა არა ? - წყლისკენ წაიღო ხელი და მეორე ხელზე ნაზად დაუსვა საჩვენებელი თითი გაშეშებულ ახვლედიანს. - ჰა ? ... ხო - წყალი პირისკენ წაიღო და სულმოუთქმელად დალია. ონიანმა მის ქცევაზე სიცილი ვერ შეიკავა და ირონიულად გადაიხარხარა. "მისმა ლამაზმა სიცილმა" უფრო მოუღო ბოლო და , რომ არა მამაკაცის ძლიერი ხელი ჭიქა ძირს მოადენდა ზღართანს. - მადლობა წყლისთვის - ჩაიცინა და იქვე დადო , დაჭერილი ცარიელი წყლის ჭიქა ვანის კიდეზე. სველი ტუჩები , წამში გაილოკა აიამ და თვითონვე შერცხვა თავისი თავის. - დილას ვინერვიულე და ... - ახსნა დაიწყო და როგორც კი შენიშნა მისკენ მიდიოდა ონიანი უკან უკან სვლა დაიწყო , ბოლოს სააბაზანოს კედელს , რომ აეყუდა შეშინებული კურდღელივით დაიწყო გასასვლელის პოვნაზე ზრუნვა და თვალების აქეთ იქით ცეცება. ძალიან , რომ მიუხლოვდა და მისი სუნთქვა იგრძნო სახეზე , ისე დაიბნა საკუთარი სახელი აღარ ახოვდა. მამაკაცი მის ტუჩებს გაუთანაბრდა და ღიმილი შეეპარა ბაგეებზე. - სახრახნი მომაწოდე - თავით მის უკან დადებულ სახრახნზე ანიშნა და მის გაოგნებულ სახეზე ვერც ახლა შეიკავა ღიმილი. - აი - დაბნეულმა მიაწოდა ხელში , სასურველი ნივთი და სააბაზანოდან სასწრაფოდ გამოვიდა. ^^^ - გითხარი მე შენ , არ შეიძლება შენი მარტო საცხოვრებლად გადასვლათქო ! არ დამიჯერე ხომ ? ხო და ახლა უყარე კაკლები ! დედის ნათქვამ "უყარე კაკლებზე" ვერც თვითონ შეკავა სიცილი და როგორც ქეთა აკისკისდა დილს ორმაგი დოზით აკისკისდა თვითონაც და ვაჩეს ყურადღებაც დაიმსახურა. ეშმაკურად ჩაეღიმა და უფრო ნაზი და ნარნარი ხმით გააგრძელა სიცილი. - რა გაცინებს გოგო ნორმლაური ხარ ? - დედა ნორმლაური , რომ არ ვარ ახლა გაიგე შენ ეგ ? - არა შვილო მუცლიდანვე გეტყობოდა ! - ხო და თუ მუცლიდანვე მეტყობოდა რაღა ახლა შეიცხადე ეგ ფაქტი ! - აია ნერვებს ნუ მიშლი , თორემ მაგ თმას დაგაწიწკნი იცოდე ! - დამალაპარაკე მამაჩემი , შენთან წყნარად საუბარი არ შეიძლება , ბუზისგან სპილოს აქცევ წამში რა ! - ეგ სპილო იქნება თავზე , რომ გადაგივლის ! - დედა მობილური მამას მიეცი ! - ძინავს მამაშენს გათიშულს ! ტელევიზორთან , მაგრამ როგორც კი გამოვურთავ მაშინვე წამოყოფს თავს , რას მირთავ ქალო ვუყურებო ! ვერც ახლა შეიკავა სიცილი და განგმირავი ხმით აკისკისდა. - მამა ვოლკია ! - ოჰ , ოჰ გინდა შენ რამე ? არ გშია ? მუშამ რა თქვა როდის დავამთავრებო ? - ხო , დე აჰამ ... - რა იყო მანდაა ? - გაეცინა თიკოს. - ხო , კაი წავედი დე გკოცნი ! მამა ჩამიკოცნე ! - თუ რამე დამირეკე კარგი დედიკო ? - კარგი . - მობილური თან გქონდეს ! - კარგი ! - ხო და კიდე არ მოკლა ეგ საწყალი კაცი მშიერი აჭამე რამე ! - ვიცი დედა ! - ყურადღებით და ფრთხილად ! - დედა ! - შიმშილით არ მოიკლა დედიკო თავი კარგი ? - უკვე ნერვებს მიშლი ! - სატენი თავთან , რომაა "დენცქვიტა" იმაში არ შეართო კარგი ? - დედა რა დენცქვიტა კარგი რა -სიცილი აუტყდა და ფეხები გაშალა სავარძელზე. - ეგრე ქვია და ... - კარგი წავედი ! - გკოცნი დედიკო , ტკბილი სიზმრები და ანგელოზები ! - მეც დე ... როგორც იქნა მობილური გათიშა და თიკოსაც დამეშვიდობა. გაბადრული სახით წავიდა სააბაზანოსკენ. - არ დაიღალე ? მოდი ვივახშმოთ. - კარგი - მხრები აიჩეჩა და წელსზემოთ შიშველი გაყვა უკან აიას. ---- - ყავა თუ ჩაი ? - არც ერთი - როგორც ჩანს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს ჯერჯერობით. - წვენი ? - არა მადლობა . - კარგი - მხრები აიჩეჩა და მის წინ მოკალათდა მაღალ სკამზე. ფეხი ფეხზე გადაიდო და კმაყოფილმა ჩაიღიმა , მისი მზერა , რომ დააფიქსირა. "წეღანდელისთვის იდიოტო" გაიფიქრა და ჩანგალზე წამოცმული სალათის ფურფელი პირისკენ გაიქანა. - რამდენ დღეში მორჩები ? - სადღაც სამ დღეში , არამგონია ხუთამდე გამეწელოს - მშვიდად მიირთმევდა , სალათს და წყალსაც კი არ აყოლებდა. - როგორ შეგიძლია ასე სითხის მიღების გარეშე ჭამა ? - იცი , რომ ჭამასთან ერთად რაიმეს დალევა ხშირად , ასუქებს ? - არა - მხრები აიჩეჩა და სკამის საზურგეს მიეყუდა. - ხო და ახლა გეცოდინება - თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა - დღეისთვის საკმარისი მე წავალ ... - თუ გინდა ... აქ დარჩი , სასტუმრო ოთახს დაგითმობ . - არა მადლობა , თანაც ნივთები არ მაქვს წამოღებული უნდა მოვწესრიგდე . - კარგი , როგორც გინდა - კარამდე მიაცილა ფეხების ტყაპუნით და მოსუფთავებულ აბაზანს შეხედა. - ღამემშვიდობისა ... - ჩუმად უჩურჩულა და გარეთ გავიდა. მთელი ღამე , უხერხულად გრძნობდა თავს. ცოტა შეუძლოდაც კი იყო. მგონი , სველ მეთლახზე ფეხშიშველა ტანტალმა შედეგი გამოიღო და მაღალი სივცხე აქვს . კოშმარს ხედავდა , სწრაფად გამოიღვიძა და საწოლზე წამოჯდა. ეს წყეული კოშმარი თავს არც არასდროს დაანებებს. ეს ყველაფერი 7 წლის , რომ იყო მაშინ დაიწყო. მასზე თერთმეტი წლით უფროსი ძმა ჰყვადა. ძალიან უყვარდა , ყოველთვის აღმერთებდა , ხშირად ნერვებსაც კი უშლიდა , ეს ყველაფერი კი სიყვარულის გამოხატვის ხერხები იყო. ყოველთვის უნდოდა ,რომ გაიზრდებოდა მის გამოც მოეწყო თავის ძამიკოს "რაზბორკები" და მსგავსი "თემები" , რომ მერე ეთქვა ყველაზე მაგარი და მზრუნველი ძმა მყავსო. ახლა გვერდით , რომ ყავდეს ადგებოდა და ყველაფრის გაუაზრებლად მოხვევდა გაკნაჭულ მკლავებს და ისე მაგრად ჩაეხუტებოდა ძვლების ხმას გაიგებდა. ერთ დღესაც , მანქანით ძმაკაცმა მოაკითხა. არ უთქვამს სად მიდიოდა , მხოლოდ შუბლზე აკოცა და შემდეგ ბოლო სიტყვები დაუბარა - " ყოველთვის გახსოვდეს , რომ გყავდა , გყავს და სულ გვერდით გეყოლება ძმა ,რომელიც ზემოდანაც იზრუნებს შენზე გესმის ? სასახელო უნდა იყო ! იქაც უნდა გამახარო ! და რაც მთავარია პირველ პატარას ჩემი სახელი უნდა დაარქვა კარგი ?" - რაზე მელაპარაკები მათე , არაფერი მესმის ... - აია უბრალოდ დაიმახსოვრე კარგი ? გაიზრდები და მიხვდები ! 8 საათის შემდეგ , საინფორმაციოში გავრცელდა , რომ ტაშკენტის ქუჩაზე ჩხუბში დაიღუპა მათე ახვლედიანი და კიდევ 4 ახალგაზრდა. მას შემდეგ ვერაფერს იგებდა საღ გონებაზე. მხოლოდ მათეს სიტყვების დამახსოვრებაზე და არ დავიწყებაზე იყო კონცენტრირებული. ცდილობდა მისი ხმა ზუსტად ჩაებეჭდა გონებაში და არაფერი დავიწყებოდა. უჭირდა მაგრამ ახლაც ყოველ ღამე ცხადად ხედავს ამ ყველაფერს და ძნელია დავიწყება . ძნელია გატადანა , მითუმეტეს იმის , რომ ყოველ ღამით უწევს იმის ნახვა და წარმოდგენა , როგორი წამებით მოკლა და დაჭრა მისი ძმა შემთხვევით ჩხუბის დროს ერთ-ერთმა დანიანმა ახალგზრდამ , რაღაც ლომბარდზე მოსული შელაპარაკების გამო . ოფლში გაწურულმა გაახილა თვალები და მობილურს გადაწვდა. ღამის 2 საათი იყო. დილამდე ცოცხალი ვერ გაატანდა რამე , რომ არ მოექმედებინა. თვითონ ვერაფერს იზამდა გარდა იმისა , რომ ქეთასთან დაერეკა და დახმარება ეთხოვა. - თუ რამე სერიოზულზე არ რეკავ , გირჩევნია შენით მოკვდე , გასვენდე და გაქელეხდე ! - ქეთა , ძალიან ცუდად ვარ შეგიძლია მოხვიდე ? - მწყურვალი ტუჩები გაილოკა და ჩამწყდარი ხმით ალუღუღდა. - რა გჭირს ? აია კარგად ხარ ? ისევ კოშმარი არა ? - ეგეც ... თან მგონი გავცივდი დღეს ... - დღეს ვაჩეს ... კი არადა მუშის მანქანა წამოვიყვანე და წაიყვანა ,დავურეკავ და წამომიყვანს , დამელოდე კარგი ? - არ გინდა ის ... ის არ შეაწუხო . - გაჩუმდი და შეეცადე მოდუნდე , მალე მოვალ ! ... ^^^ - ვაჩე ... ვაჩე ! გაიღვიძე ბიჭო ეე ! - ჩაჰყვირა მობილურში. - ეს ტელეფონი თუ თავში არ გესროლო ბო*** ვიყო ! რას დამჩხავი გოგო ამ შაღამეს ? - გამოფხიზლდი და გამომიარე მიდი გელოდები . - რაო ? - თვალები დაჭყიტა და საწოლიდან ადგა. - რა და გამომიარე , აია არის ცუდად და დამირეკა უნდა მივიდე , ამ შუაღამეს ფეხით და ტაქსით ხომ არ წავალ ? ხო და გამომაირე . - კარგი ახლავე რამე სერიოზულუ ჭირს ? - გამომიარე დროზე და გზაში გეტყვი ! - კარგი 15 წუთში მანდ ვარ . ---- - რა ჭირს აღარ იტყვი ? - მგონი გაცივდა , თან ღამე კოშმარს ხედავს ხოლმე , და ... - რა კოშმარს ? - რას და ... - პირი გააწკლაპუნა და თითების მტვრევა დაიწყო. - გასაგებია , შენ თქმის უფელბა არ გაქვს . - მე უბრალოდ ... ვაჩე ხომ იცი გენდობი მაგრამ ... - ეგ სულ სხვა თემაა ტო , მაგაზე არ ინერვიულო - ლოყაზე აკოცა და მანქანა კორპუსთან მიაყენა - წავიდე და მერე მოგაკითხო თუ დაგელოდო ? თუ დარჩები არც ეგაა პრობლემა. - ამოდი კაცო შენც - ღვედი შეიხსნა და მანქანიდან გადავიდა. კართან ასულმა , მობილური ამოიღო და დარეკა. ^^^ - აია გამიღე კარი . - არ მაქვს ... ადგომის თავი ... - აია ,გესმის ? აია - ჩაჰყვირა და ანერვიულებულმა ხელით კარის სახელურს დაუწყო წვალება. - მე... - აია თავს ძალა დაატანე , ვიცი ძნელია მაგრამ უნდა გამიღო. - კა...რგი. ფეხზე ძლივსძლივობით ადგა და თხელ პენუარზე არაფერი მოუცვია ისე გავიდა შემოსასვლელში . საკეტი ძლივს გადაატრიალა და იგრძნო , როგორ ჩაესვენა ძლიერ ხელებში. ^^^ თვალები ,რომ გაახილა თავზე ვაჩე ედგა , ფანჯარიდან ხედს გადაჰყურებდა და მობილურს ნერვიულად ათამაშებდა ხელში. - სიგარეტი გაკლია და ბრედ პიტი ხარ - მისუსტებული ხმით ამოიკნავლა და ჩაიცინა. - გაიღვიძე ? - ღიმილით ჩამოუჯდა საწოლზე და ტუჩები შუბლზე მიაწება. დაბნეულმა აიამ , სიტუაციაში გარკვევა ვერც კი მოახერხა ისე მიებნიდა თვალები. - სიცხემ აგიწია , წამალი უნდა დალიო ... - ყოველთვის ასეთი მკაცრი ხარ ? - ახლა ამის დრო არ არის - წამალი ამოიღო და ტუჩთან მიუტანა. - გაწიე ! - რა ? აია წამალი უნდა დალიო, სხვანაირად სიცხე ვერ დაგიწევს! - დამიწევს! - არ დაგიწევს ! - ნუ მედავები ! - კარგი მაშინ როგორ დაგიწევს მითხარი . - მაკოცე ! - რა ? - უცებ ისე დაიბნა ვერ გაიაზრა და ვერ დაიჯერა მოსმენილი. - მაკოცე ! - როგორ ... - გაგრძელებას აპირებდა , საწოლზე წამოწეულმა აიამ სულ , რომ აუბნია გზაკვალი და აზროვნების უნარი დაკარგა. - უბრალოდ მაკოცე - ჩუმად დასჩურჩულა ტუჩებზე და ხელი კისერში შეუცურა ონიანს , ვაჩეს თვალებში ცეცხლისფერი ჭინკები ათამაშდნენ . - აია - ხელი წელში შეუცურა და თავისკენ უფრო მიიზიდა . - მაკოცე ! - თვალები მიებნიდა სასრუველი შეხების დროს. - შენ სიცხე გაქვს ! - ხელის გაწევა სცადა , მაგრამ ახვლედიანმა არ აცადა , უფრო აეკრა სხეულზე და ორივე ხელი მყაარად შემოაჭდო კისერზე. - მაკოცე , თორემ მე გაკოცებ ! - შენ სიცხის აწევა გინდა თუ დაწევა ? - ირონიული გაუხდა ტემბრი ონიანს. - ორივე , რა შეუძლებელია ? - შეუძლებელი არაფერია პატარავ ... - შეგიძლია მოკეტო და უბრალოდ მაკოცო ? - მისუსტებული ხმით ამოიოხრა და ფრჩხილებით კისერზე მოეფერა. - სანამ დრო გაქვს დაიხსენი თავი ჩემგან ! - რაღაც არ მინდა - ლააპარაკის დაწყებას აპირებდა , მაგრამ ვინღამ აცადა. წელზე შეცურებული ხელით თავისკენ უფრო მეტად დაქაჩა ონიანმა და მომთხოვნად წაეტანა გაბერილ ტუჩებზე. მსგავსი გემრიელობა არასდროს არ ჰქონდა გასინჯული , მიუხედავად იმისა , რომ უთვალავჯერ უთვალავ ქალთან ჰქონია ურთერთობა. მის ტუჩებს , თითქოს გრილი , ტკბილი და ამავდროულად მწარე , გემო დაჰკრავდა. მოდუნებული ახვლედიანი საწოლზე გადაწვა , ონიანს კოცნა არ შეუწყვიტავს ისე ააყოლა მის ფეხს ნაზად ხელი და იქვე მოუჭირა. მაქსიმალურად სარგებლობდა იმით , რომ ქეთა სადღეღამისო აფთიაქში იყო ჩასული წამლების ამოსატანად. ტუჩები ყელზე ჩააცოცა და ახვლედიანის ტუჩებს დამცდარ კვნესას მეტი მონდომებით შეხვდა. მოღეღილ მკერდსაც ადვილად მისწვდა და ტუჩებით ისევ მის გემრიელ ბაგეებს დაუბრუნდა. წელზე შეცურებული ხელი , თანდათან წინ გადმოიტანა ამჯერად მენჯის ძვლებს და თეძოებს დაესხა თავს. - მაგიჟებ ! - ჩახშული ხმით უჩურჩულა და გაწითლებულ ქვედა ტუჩზე აკოცა. აიამ ტუჩები გააწკლაპუნა და ძილში წასულს , სასიამოვნო ბგერები წასცდა ბაგეებიდან. ძილში გაეღიმა და ონიანის ხელი თავისაში მოიქცია. - სიზმარი და პირველი კოცნაც ასეთი უნდა - ამოიფრუტუნა , თავისი აზრით გონებაში არადა მამაკაცის გასაგონად და მორფეოსის სამფლობელოს მთელი სულითა და გულით ესტუმრა. მის სიტყვებს ნასიამოვნები ღიმილით შეხვდა , რატომ არ იცის მაგრამ ესიამოვნა მისი პირველი კოცნის ავტორი თვითონ , რომ აღმოჩნდა. თანაც ისე ესიამოვნა , ახლა თავის დამნებებელი ნამდვილად არ არის. - ვაჩე , როგორ არის ? - თავით თავის დაქალისკენ ანიშნა და წამლებით სავსე პატარა პარკი კომოდზე შემოდო. - სიცხემ დაუწია . - ხომ არ გაიღვიძა ? - არა , მშვიდად და ღრმად ძინავს - წინ ეშმაკური ღიმილით მიატრიალა თავი და ახვლედიანის აწეთლებულ ქვედა ტუჩს საჩვენებელი თითი ძალიან ნაზად გადაუსვა. - რომ გაიღვიძებს ამ წამლებს დავალევინებ. - ქეთა , ერთი თხოვნა მაქვს ... - რა იყო ? - მე ახლა წავალ და გთხოვ არ უთხრა , რომ აქ ვიყავი კარგი ? - რატომ ? - ხომ იცი ვერ ვიტან ზედმეტ კითხვებს ! - რა ჯმუხი ხარ - ტუჩები დაბრიცა და კარისკენ მიუთითა. - შემპირდი , რომ არ ეტყვი ! - გპირდები . - დაიფიცე ! - რა დავიფიცო ? - მაგის თავი - აიაზე მიუთითა საჩვენებელი თითით და კარს მიეყრდნო. - აიას თავს გეფიცები , არ ვეტყვი , რომ აქ იყავი . - გკოცნი - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სახლი დატოვა. - ოე მუშა - შემოსასვლელ კართან სიცილით ნათქვამი სიტყვები დაეწია და ღიმილით შეუბრუნდა მამიდაშვილს - ხვალ , ადრე გამოცხადდი სამუშაოზე , არ დაიგვიანო . - მასხარა და ცანცარა ხარ - შეუბღვირა ქეთას და სიცილით გავიდა სახლიდან. ^^^ მთელი ღამე არ მოუსვენია , არაფრის თავი არ ჰქონდა . იბანავა და დაწვა. არც ფიქრის , არც გართობის და არც დალევის. ხშირად დალევას მაშინ დაუქნია ხელი , როცა ფეხბურთის თამაში დაიწყო. უკვე მიჩვეულია ფეხბურთელის კვებაზე გადასული , რომ ვერ შეჭამს ყველაფერს. განა იმიტომ , რომ ეკრძალება რა სისულელეა , ფეხბურთს სამი წელია შეეშვა , უბრალოდ კუჭი დაუპატარავდა და ყველაფერს ვეღარ ჭამს. ვერც ბევრს სვამს , შეუძლია დალიოს და არ დათვრეს , მოეკიდება კიდეც მაგრამ თავს გააკონტროლებს . ახლა მხოლოდ ერთ რაღაცაზე ეფიქრება. უფროსწორად ვიღაცაზე. ერთი დღის გაცნობილზე გადაირია და გადაიშალა. რა თქმა უნდა ამ გოგოს სერიოზულად არც უყურებს , უბრალოდ მოსწონს . ვირი , ჯიუტი , პრინციპული და რაც მთავარია მექალთანეა. თითქოს როგორ გავს ბაბნიკი და მექალთანე , შინაარსობრივად ერთმანეთს არა ? მაგრამ არის მათ შორის ერთი განსხვავება. დიდი ხანია ბაბნიკობის ასაკიდან გამოვიდა და მექალთანეობაზე გადავიდა. ხო მგონი სწორადად მიმიხვდით , ბაბნიკი უფრო მცირე ასაკის ბიჭზე შეიძლება ითქვას. აი მექალთანე კი უკვე ასაკით დიდ მამაკაცზე. არც ისე დიდია ასაკით , სულ რაღაც 27 წლისაა , მაგრამ მეხუმრებით ამ ასაკს ? როგორც დედამისი ნათია იტყოდა , არის დაოჯახების დრო მაგრამ ვინ უსმენს ? არც არავინ. არც ბატონი ჯიბო , არ არის ცოლის აზრის წინააღმდეგი. მაგრამ სიჯიუტითაც და მექალთანეობითაც მამამისს გავს ეს ბიჭი. ნათია , რომ დადგება და იწყებს ორივეს ძაგებას , ესეც შენ გგავსო , გამოვა ვინმე და შეეწინაღმედეგება ? მაგრამ რატომ მაინცდამაინც საშუალო დონის მსგავსება ავიღეთ ? სიბეჯითითაც და პასუხისმგებლობის გრძნობითაც მამას გავს , ვიზუალურადაც მას გავს და ყველაფრით მამაა გადახატული. დედის მხოლოდ და მხოლოდ ცისფერი თვალები აქვს და ასევე ქერა თმა. სხვა დანარჩენი მამისგან აქვს მემკვიდრეულად ნაბოძი. ნუ , რომ გითხრათ თმის და თვალის ფერი დიდ ზეგავლენას ახდენს და დედას ემსგავსება მაგითთქო მოგატუებთ , მაინც მამას გავს. სამაგიეროდ ყოველთვის მკაცრად იზრდებოდა. როგორც ნამდვილ სვანებს სჩვევიათ აი ზუსტად ისე. არასდროს გამოირჩეოდა იმით სხვა ბავშვებისგან , რომლებიც მშობლებს არ უჯერებდნენ , მაგრამ ყოველთვის იცოდა უფროსის პატივის ცემა და ხალხში მოქცევა. ბავშვობიდან დინჯი და გაწონასწორებული იყო. ხულიგნობაც იცოდა და კაცობაც. როგორც იტყვიან ორი უნივერსიტეტ აქვს დამთავრებული. ქუჩის და სახელმწიფო. ამაზე ყოველთვის ეცინება , მაგრამ მართლაც ასეა. ყველასთან მოქცევა იცის , მიდგომა აქვს სწორი , ამითაც მამას გავს. ქალის პატივის ცემა ხომ იცის და იცის. არასდროს თელავს ფეხქვეშ მის თავმოყვარეობას და სახელს , თუ ის არ ეხება მას და მის ოჯახს. თუ ვინმე ზედმეტად შეეხება მერე სვანი კი არა დემონი ხდება. მისი ქალისადმი პატივის ცემა იმაშიც გამოიხატება , რომ არასდროს იხდის მასთან სიამოვნებაში ფულს. მართალია ისინი თვითონ აყენებენ თავიანთ სახელს შეურაწყოფას , მაგრამ ნამდვილად არ უნდა ამაში რაიმე სახის მონაწილეობა მიიღოს. მოკლედ ნამდვილი ვაჟკაცია რა. რომელსაც საკუთარი თავის და გრძნობების მართვა ძალიან კარგად შეუძლია. ეს იმაშიც გამოიხატება , რომ ახვლედიანზე და მის კოცნაზე ფიქრებს ადვილად იშორებს თავიდან და ძილს მშვიდად აგრძელებს. ^^^ არც ქეთას მოუკლავს თავი გათენებით . დილით ადრე გაეღვიძა და მშვიდად მძინარე აიას დანახვაზე უნებურად გაეღიმა. ხელი შუბლთან მიუტანა და , რომ მიხვდა ასე ვერაფერს გაიგებდა ტუჩები შუბლზე მიაწება. ხო როგორც ჩანს მთლად ბოლომდე გავლილი არ ჰქონდა სიცხეს , მაგრამ დაწეული ჰქონდა. ფრთხილად გადაუწია პენუარი ოდნავ გვერდით და თერმომეტრი იღლიაში ამოჩრა. ცოტახანში , რომ დაიწრიპინა , ამოუღო და ზემოდან დახედა. 37 და 4 ხაზი ... - მმმ - ამოიზმუვლა , ნაზი ხმით და თვალები ფართოდ გაახილა , მხედველობა თვალების ფშვნეტით გაიწმინდა და ფართო ღიმილით გაუღიმა დაქალს - მთელი ღამე თავზე მედექი ? - კი , მაგრამ მეც მეძინა , შენ როგორ ხარ უკეთესობას გრძნობ ? - კი ვგრძნობ ,რაღაც ჯანზე ვარ . - ენერგია თანდათან მოგემატება , ახლა სიცხე ბოლომდე ჩაგიწევს აი ეს დალიე - ანალგინი მიაწოდა წყლით სავსე ჭიქაც ხელში დააკავებინა. - ბანაობა მინდა , მაგრამ არა ისე , როგორც ზოგადად , შეგიძლია აფთიაქში ჩახვიდე და სურნელოვანი ზეთები ამომიტანო ? - კი როოგორ არა ახლავე. საწოლზე მიწვა და მშვიდად სუნთქვა დაიწყო. კარის გაღების ხმაზე თავი კარისკენ გადაწია და ქეთას გაუღიმა. - აი ეს , ვარდის და ქოქოსის წამოგიღე. - მადლობა , მომიმზადებ ? - თვალებმოჭუტულმა ახედა და საწყლად გაუღიმა. - კი , თვალები გეწვის კიდე ? - კი ... სიცხე მივარდება ქვემოთ და ალბათ მაგიტომ ... - მიდი აიღე ნივთები და შემოდი მზადაა - გამოსძახა აბაზანიდან და ანიშნა შემოდიო. - შენ , რომ არ მყავდე - ლოყაზე აკოცა დაქალს და მობილურს ხელი დაავლო. - ეგ რათ გინდა ? - სიმღერებს ჩავრთავ . ---- ქაფებში იწვა და ფეხებს დრო და დრო ზემოთ წევდა. ქაფიან ხელებს , ქაფიან ფეხებზე ატარებდა და ფრჩხილებს ოდნავ უსვამდა. ფილმში ეგონა თავი. თმა კოსაც ჰქონდა გაკეთებული , მაგრამ თანდათან ეპუწებოდა. აბაზანის კიდეზე ჰქონდა თავი ჩამოდებული და მუსიკის რიტმს , ვანაშივე აყოლებდა ტანს. - აია - აბაზანის კარი შემოაღო ქეთამ - გავდივარ მე სახლში მივალ , მოვწესრიგდები და მოვალ კარგი ? - კარგი . - კარს არ ჩამიკეტავ ? - მოიცა - თხელი ხალათი მოიხვია ტანზე და კარამდე მიყვა. - თუმცა იყოს , მუშა ხომ უნდა მოვიდეს ? - ხო პრინციპში მართალი ხარ კარგი მიდი შენ - ლოყაზე აკოცა და კარი მიხურა. თხელი ხალათი აბაზანაში შესვლის თანავე გაიხადა და იქვე სარეცხ მანქანაზე გადაფინა. შიშველი ტანი ისევ აბაზანს შეაფარა და ქაფში თავიდან ბოლომდე ამოიგანგლა. მისუსტებულს თავი აბაზანის კიდეზე ჰქონდა შემოდებული. ორივე ფეხი ამოწეული ჰქონდა და აბაზანის ქვედა კიდეზე ჰქონდა შემოწყობილი. დანამულ ყელზე თლილ თითებს არიალებდა და სიამოვნებისგან ირინდებოდა. სიზმრის გახსენებაზე შეაკანკალა და თავის თავის შერცხვა. დარწმუნებული იყო , რომ ის კოცნა დაესიზმრა და არაფერი არ ყოფილა ცხადის მაგვარი იქ. ნაწყენმა და ანევრიულობულმა უფრო დიდი მონდომებით აათამაშა ნელ რიტმში დანამულ კისერზე თითები და თვალები დახუჭა , უნდოდა სიზმარი კიდევ ერთხელ გაეხსენებინა. კარის ხმაზე ოდნავ მიიხედა აბაზანის კარისკენ და ვაჩე , რომ დაინახა ადგილზე გაშეშდა. - ბოდიში ... არ ვიცოდი აქ თუ იყავი . - გადი და გამოვალ - დაბნეულმა ძლივს ამოიღო ხმა და დახურულ კარს თვალი გაუშტერა. სწრაფად გადმოვიდა აბაზანიდან და ქაფი იქიდან გააქრო. იქაურობა ამოაშრო და დუშს შეაფარა თავი. წყალი გადაივლო , ქაფისგან განთავისუფლდა და დანანებით დახედა , სველ პირსახოცს და ქაფისგან დასვრილ თხელ ხალათს. კარი ნელი მოძრაობით გამოაღო და მისაღებში , ერთერთ სავარძელზე წამომჯდარ ვაჩეს ვნებისგან გაწითლებული თვალებით შეხედა. მამაკაცს არ უნდოდა მისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება ამიტომ , თვალები ახლაც დაიმორჩილა , რომ ნახევრად შიშველი არ შეეთვალიერებინა. ამით ისარგებლა აიამაც და ოთახში შევიდა. კარადიდან საცვლები ამოიღო და ხელში შეათვალიერა. ტანზე შავი ,მომდგარი ელასტიკი და ამავე ფერის ბრეტელიანი მაიკა მოირგო. "შლოპანცებში" გაუყარა ფეხებიდა ტყაპუნით გავიდა სველი თმის მშრალებით მისაღებში. - ბოდიში ასე , რომ შემოგეჭერი , უბრალოდ ქეთამ მითხრა კარი ღიაა და შედიო. - არაუშავს , მე უნდა ჩამეკეტა სააბაზანოს კარი. - ქეთამ მითხრა ვერ იყო გუშინო , რაიმე სერიოზული ხომ არ არის? - აქ არ ყოფილხარ ? - ოდნავ გაუშეშდა პირსოხოციანი ხელები ჰაერში და ძირს დაუშვა. - არა აქ რა მინდოდა ღამე მე ? - მხრები აიჩეჩა და პულტი მაიდაზე დადო , რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ხელში ათამაშებდა. - აა ... არაფერი , შეიძლება დამესიზმრა - თავი გადააქნია და ასრუტუნებული შევიდა სააბაზანოში , სარეცხ მანქანაში პირსახოცი შეაგდო და მისაღებში გაფრატუნდა. - რა დაგესიზმრა ? - ეშმაკური ღიმილით მიყვა სამზარეულოში გასულს უკან. - ბუნდოვნად მახსოვს - ტუჩები გააწკაპუნა და აწითლებულმა ჩახარა თავი - თითქოს აქ იყავი და ... - და ? - ისევ ჩაეკითხა და ღიმილი ძლივს შეიკავა მის აწითლებულ ლოყებზე. - არაფერი მეტი ! - რაღაცას ხომ არ მიმალავ ? - არა ... - კარგი ... - ყავა ან ჩაი ? - წვენი ამოვიტანე და ის დამისხი რა . - აბა წვენი - თვალების ცეცება დაიწყო და იქვე სამზარეულოს დახლზე დადებულ ანანასის წვენს გაბრწყინებული თალები შეანათა . დახლზე დევს - გამოსძახა იქიდან. - ვიპოვე უკვე . - აი - მინის გრძელი და თხელი ჭიქით წვენი მიუტანა და ფეხებ გადაჯვარედინებული დაუდგა კედელთან. ონიანმა ერთი ალმაცერად ახედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. "ასე ნუ შვები გთხოვ" ფიქრობდა გონებაში და ცდილობდა საღი გონება არ დაეკარგა , არ მივარდნოდა და ის ტუჩები ნეტარედ არ დაეკოცნა. რა ამბავია არა ამდენი "არ" ერთ წინადადებაში ? - ხდება რამე ? - კითხა ჩვეულებრივი ტონითა და სახით. - არა , რა უნდა ხდებოდეს ? - მხრები აიჩეჩა და ოდნავ წინ წაიწია , კედელთან მდგარ ტუმბოზე , დადებული მაგიდის საათი ძირს , რომ არ გადაეგდო. - რა ვიცი , თითქოს რაღაც გაწუხებს , რა იყო ცუდი სიზმარი ნახე ? - ირონიული ხმით ჰკითხა და სახეზე ისე დააკვირდა , სახრახნისთვის ხელი არ გაუშვია. ახვლედიანს პირთან მიტანილი , დასალევად გამზადებული და ხახაში გადასაშვები წვენი გადაცდა და გაოცებულ/გაოგნებულს ხველა აუტყდა. - კარგად ხარ ? - ცინიკური ხმით ჩაიცინა და ფეხზე წამოხტა - მოდი ზურგზე მოგარტყა დალიე ეს - თან ზურგზე შეახო ნაზად ხელი თან ჭიქა მიაყუდებინა. საწყალს ისევ გადასცდა წვენი და უფრო დიდი ძალით აუტყდა ხველაც. - აი ზევით აიხედე თოვლის ბაბუ გაჩვენებს საჩუქრებს - სიცილს ძლივს იკავებდა ონიანი და ზედა კედლისკენ უჩვენებდა საჩვენებელ თითს. - ჩემი დახრჩობა თუ გინდა პირდაპირ თქვი - შეუბღვირა და უხეშად მოიშორა მისი ხელი წელიდან. - რა ჩემი ბრალია შენ , რომ სტრან სიზმრებს ნახულობ ? - ჟარგონებით ალაპარაკდა ცინიკური ხმით ონიანი და სააბაზანოში შებრუნდა . - არაფერსაც არ ვნახულობ ! - ჯიბრში ჩაუდგა და წვენი მოიყუდა. - აბა რა ნახე გუშინ მითხარი - ეშმაკური ღიმილით დაამთხვია წვენის დალევის მომენტს ონიანმა თავისი სიტყვები და გოგონას ამტყდარ ხველაზე ღიმილი ვეღარ შეიკავა. - რა და ... რაში გაინტერესებს - რომ ვერ მოფიქრა გაგულისებული მიუბრუნდა ონიანს. - ანუ ისეთი რაღაც ნახე , რისი თქმაც გიტყდება - დაასკვნა და ეშმაკურად ჩაიღიმა. - შენ რა ნახე ერთი ასე , რომ ჭიკჭიკებ - გამშრალ ყელში წვენი გადაუშვა. - ოო მე შენ გნახე - ისეთი ხმით უთხრა მის ხველაზე ისევ გაეცინა და კინაღამ ჩაადნო გაბრაზებული აია. - მე ? ... - გულიბრყვილოდ მიიდო საჩვნებელი თითი მკერდზე. მის თითს მზერა გააყოლა და სახეზე არც შეუხედავს ისე უპასუხა. - ახლა რა გიპასუხო , შენ თუ თქვენ ? ირონიული გაუხდა ხმა სვანს. ახვლედიანმა დაუბღვირა და წვენი მოსვა. - მეც გნახე შენ - ნიშნისმოგებით აწკიპა წარბები. - მერე ? - გაეცინა ონიანს. - რა და ... - ფიქრობდა ეთქვა თუ არა ბოლოს გადაყწყვიტა რაც არის არის ვეტყვიო - ბარბებიანი ტრუსები გეცვა - ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე და კუსკუსით წავიდა სამზარეულოსკენ . - მეჩვენება თუ მიწვევ ? - სააბაზანოდან გამოსძახა ჩახლეჩილი ხმით. - როგორც გინდა ისე მიიღე - გამოჰყვირა მანაც და გასვრილი ჭიქა გარეცხა. - ანუ ? - უკვე სამზარეულოს კართან იყო აყუდებული ონიანი. - ანუ ისე , რომ მე მეძინება და შეგიძლია არ გამაღვიძო - თვალი ჩაუკრა და კუნტრუშით აუარა გვერდი . - ტკბილი სიზმრები ლამაზო - ირონიული ხმით მიაძახა და სიცხისგან შეწუხებულმა ზედა გადაიძრო - ტკბილი და ... - მის ყურთან შეჩერდა და ოდნავ შეახო გახურებული ბაგეები - ბარბებიანი - ცინიკურად ჩაიცინა და აბაზანის კარი ცხვირწინ მიუკეტა. გაცხარებული გონს , რომ მოვიდა წამსვე შეუვარდა ტუალეჩი ონიანს. მამაკაცმა რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ აიამ არ აცადა. - კბილის ჯაგრისი დამრჩა - გონს მოსულმა , გაბრაზებულმა დაუტია და ჯაგრისს ხელი დაავლო. - კარგად ამოიდე ბალიშის ქვეშ - ისევ ჩაიცინა და საქმეს მიუბრუნდა. - ეჭვიც არ შეგეპაროს - ენა გამოუყო და უკანალის ქნევით შევიდა ოთახში. ორ საათში გაეღვიძა და ნამუსის გრძნობამ აღარ მისცა ძილის საშუალება. თავის თავს ებრძვოდა გასულიყო და მოემზადებინა ვახშამი ონიანისთვის თუ არა . ბოლოს შეწუხებული წამოჯდა საწოლზე და სიცხისგან შეწუხებულმა გარდერობში შეიხედა. მოკლე ფრიალა სარაფანი გადაიცვა და "შლოპანცებში" ფეხები გაუყარა. ფრატუნით გავიდა მისაღებში და ისევ მომუშავე მუშას ვნებიანი მზერით მიაჩერდა. მამაკაცი ზედის გარეშე მუშაობდა და დროდადრო გაოფლილ შუბლს ხელის ზურგით იწმენდდა. - არ გშია ? - შეწუხებული ხმით ჰკითხა და გაშილი თმა წინიდან გადაიწია. - არა მადლობა პირცა შევუკვეთე , შენთვისაცაა თუ მოგშივდება შეჭამე - თავით სამზარეულოსკენ მიუთითა და საქმე განაგრძო. - რა არის მანდ ამდენი სამუშაო ? - შეწუხებულმა ჰკითხა - დაიღლებოდი შეისვენე. - არაუშავს , რაღაც არის დაზიანებული , ნაწილი აქ არ იშოვებოდა და გამოვიწერე . - ასე მალე ? - წარბი ჰაერში აქაჩა აიამ. - ხო ასე მალე . - გასაკვრიია - ჩაიბურტყუნა და დინავნზე მჯდომმა ფეხი ააბაკუნა. - განვითარებული ტექნიკის შესახებ გსმენია რაიმე ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და საქმე განაგრძო. - მაგ ირონიულ საუბარს გირჩევნია მოხვიდე და დამეწვიო საჭმელზე. წაკბინა და პიცა მის თვალწინ მადიანად გაიქანა ყბაში. - კეფაზე გადაირტყა - ჩაიცინა მის გასაბრაზებლად , არადა ახვლედიანზე აკურატულად მჭამელი ადამიანი დამიჯერეთ არ არსებობს ! - ტერფებზე შეგეშალა - სწერვულად გაუღიმა და ლეპტოპი ჩართო - მანდ , რომ კაბელი აგია მომაწოდე - ხელი დაბალ მინის მაგიდაზე მდგომი ვაზისკენ გაიშვირა , რომელშიც გადამყვანი იდო. გადამყვანი გადაუგდო და ხელებში ჩაუგდო. - მიზანს ვერ დაგიწუნებ - ჩაიცინა და ლეპტოპი განიერ პლაზმურ ტელევიზორს შეუერთა. - მართალი ხარ , ვერ დამიწუნებ - უდარდელად აათვალიერა და ტუჩები გაილოკა. აიამ ჩაფიქრებულმა გახედა და ოთახში შეიძურწა. შავი მოტკეცილი კოჭამდე ელასტიკი ჩაიცვა , მოკლე , ნაცრისფერი ნაიკის ტოპიც გადაიცვა და ფეხზე , შავი რეზინის ჩუსტიკები მოირგო , ცეკვის დროს , რომ იცვამენ . - მე ახლა , დადგმული ცეკვა უნდა გავიხსენო და იმედია ხელს არ შეგიშლი - თმის შეკვრით გავიდა მისაღებში , კოსად დაიდო და ხელები ელასტიკებზე დაისვა. - რა ცეკვის ? - ქორეოგრაფი ვარ და ... - რომელი ცეკვების კერძოდ ? - ბალეტი , მაგრამ ახლა ლათინო-ამერიკულებს ვეცნობი და ვცდილობ ვისწავლო , კონკრეტულად ახლა ტანგოს ილეთები უნდა გავაკეთო. - და შენ არ იცი , რომ ტანგოს იმხელა გრძნობით ვერ იცეკვებ რამხელა გრძნობითაც ვნებისგან გაგიჟებული ქალები ცეკვავენ ? - წარბაწეული მიაჩერდა. - და რა იცი , რომ ვნებისგან გაგიჟებული არ ვარ ? - მანაც აუწია ცალი წარბი ჰაერში და "take the lead-Banderas-tango" ჩაწერა "YOUTUBESHI" - პარტნიორი ? - მგონი წარბების აქაჩვებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. - დღეს არ სცალია - ტუჩის კუთხე ჩატეხა - შეენაცვლები ? შეიძლება გაგიკვირდეთ , როგორ არ ინააო ეს , რომ თქვაო მაგრამ სრულებითაც არა . რაც უნდოდა იმას ამბობდა ! და სულაც არ ნანობდა ამას . მოუნდა , რომ მისი ვნებიანი პარტნიორი ის ყოფილიყო , ხო და შეაპარა ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს ამაში . ცოტა , რომ ითამაშოს არაფერი დაშავდება დარწმუნებულია. - ხო ? - მისკენ წავიდა , იმ ვერაგი მგელივით , რომელსაც ერთი სული აქვს როდის ჩაიგდებს საჭმელს ხელში და როდის მოიქცევს პირს შუა , რომ ხახაში გადაუშვას და კუჭში ჩასული დაიგულოს. - თუ წინააღმდეგი ხარ არაუშავს , მარტოც გავართმევ თავს - ესღა თქვა და მამაკაცის გახურებული ხელი იგრძნო ტანზე. - დავიწყოთ ? - წამით ეკრანს გახედა და ქერა ლამაზმანს თვალი ჩაუკრა. აია მის ამ მოქმედებას წარბაწეული შეხვდა და თავი ხელით მოატრიალებინა თავისკენ. - მგონი მეც აქ ვარ! - კაი ნაშაა არა ? - თავით ეკრანზე გამოსახული ქალისკენ ანიშნა და წელზე მოხვეული ხელი ოდნავ ქვემოთ ჩააცურა. - ნაბიჯი უკან - ფეხზე ანიშნა და თვალებ ანთებული მიყვა წინ. - ნაბიჯი უკან - მისი სიტყვები ამჯერად მისი მიმართულებით გაიმეორა და თვითონვე მიჰყვა წინ . - დამატრიალე - მისი ხელი კონცენტრაციას უკარგავდა. - გადაწექი - მის ხელზე ანიშნა და უცებ გადაიწვინა უკვე სიამოვნებისგან გაგიჟებული ახვლედიანი. სხეულზე წინიდან აეკრო და თვალებში ჩახედა ვნებისგან გაგიჟებულმა. თავი უკან გადაწია და ამობურცული მკერდი ლამის თალში გაარტყა მამაკაცს. - ფეხი - ბოხი ხმა , ჩახლეჩვოდა და ჩახშობოდა ონიანს. ახვლედიანმა ფეხი მის წელს შემოადო , ონიანმა ძლიერი ხელი მის ბარძაყზე ააცურა და მაგრად მოუჭირაა. აიამ კისრი ამჯერად სიამოვნებისგან გადაწია უკან და ოდნავ ააყოლა რიტმს თავი. ონიანის ტუჩები წამში აღმოჩნდა , ხელის ფეხზე გაუშვებლად აიას მკერდზე ,მკერდიდან ყელზე , ყელიდან კი ნიკაპზე. სიმღერა თავისით შეენაცვლა სხვა სიმღერას და ამჯერად ( Step up tango ) ჩაირთო. აიამ ფეხი ძირს ჩამოაცურა და მამაკაცის სახეს გაუსწორა თავისი სახე ისე , რომ მისი კისრისთვის არ გაუშია თავისი სუსტი ხელები . ონიანმა ხელები თეძოებში ჩაავლო და ჰაერში დაატრიალა მოკისკისე აია. - მადლობა პარტნიორო - ეშმაკური ღიმილით ჩამოშორდა მამაკაცს და განზე გაიწია. - არაფერს პარტნიორო - გამომწვევად გაუღიმა და სანთელივით ჩამოღვენთა ადგილზევე. თავი გადააქნია და ეკრანს მიურტრიალდა. ონიანი სავარძელზე წამოჯდა და იდაყვები ოდნავ განზე გადაშლილ ფეხებს დაადო , გადაჯვარედინებულ მტევნებს ნიკაპი ჩამოადო და მოცეკვავე ქორეოგრაფს ნერვების მომშლელად ვნებიანად მიაჩერდა. - კარგად ცეკვავ - პატარა წყლის ბოთლი მოიყუდა გაოფლიანებულმა აიამ და ყელში გადაუშვა - დადიოდი სადმე ? - არა - მოკლედ უპასუხა და ფეხზე წამოდგა ახლა რომ არ წასულიყო რაიმე ისეთს ჩაიდენდა , რაც ზუსტად იცის ორივეს სურვილით მოხდებოდა , მაგრამ არ უნდოდა გოგონას დაშინება. ამ მოკლე ხანებში კარგად გაიცნო ახვლედიანი და დარწმუნდა , რომ ქეთა მართალია ... აიაისეთ ქალებს არ გავს , როგორებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. ის სხვანაირია , ნაზი , დაუცველი , სუსტი და უმანკო ანგელოზივით სუფთა. - მე წავალ , საქმეებს ხვალვე დავამათრავრებ , შემდეგ ნაწილი , რომ ჩამოვა მოვალ გამოვცვლი და მაგით დამთავრდება , მანამდე მოერიდე წყლის დიდ ხანს მოშვებას , შეეცადე ცხელი წყალი დიდი ხნით არ მოუშვა კარგი ? სულ რაღაც სამი დღე მოიცადე . - კარგი , მადლობა - თავი დაუკრა და კარამდე მიაცილა. დისკომფორტი ჰქონდა , არ უნდოდა წასულიყო , მაგრამ ბანაობა ისე უნდოდა დასიცხულს გაურკვევლობაშ იყო ჩავარდნილი. წყლის ბოთლი გაუვარდა ხელიდან , უკან გაიწია და დაიხარა , რომ აეღო. ონიანმა გამგელებულმა შეატრიალა თავი , რომ კიდევ არ შეეთალიერებინა ქალის უკანა ხედი. სწრაფად გამოგლიჯა კარი და უკან მოუხედავად გავარდა მისი სახლიდან. ასეთი "ავარდნილი" არც ერთ ქალთან არ ყოფილა. უჭირდა თავის გაკონტროლება , მიუხედავად იმისა , რომ ქალისგანაც გრძნობდა ფლირტის ელემენტებს , მაინც იცოდა , რომ აია უბრალოდ ეფლირტავებოდა , გამოუცდელად , მაგრამ მაინც მომგებიანად. აშკარად არ უნდოდა ბევრი რამ ისე გამოსვლოდა როგორც გამოუვიდა , მაგრამ შედეგი ერთი იყო. ის მამაკაცთან ფლირტს აჩაღებდა , რის დროსაც ვერც ონიანი იკავებდა თავს. მგონი დიდი შეცდომა დაუშვა იმით , რომ მოიტყუა და მუშის სახელი დაირქვა. მაგრამ ის ფაქტი ახარებს , რომ ქალი როგორც მუშას და უბრალოდ ადამიანს ისე უყურებს და არა როგორც ფულიან სიმპატიურ მამაკაცს. მოსწონს ახვლედიანის ჯიუტი ხასიათი ის , რომ არცერთი მამაკაცისთის არაა ადვილად ხელმისაწვდომი და მგონი ადვილად კი არა საერთოდ არ არის ვინმესთვის ხელმისაწვდომი. ჯინი აქვს , რომ ქალის პირველ კოცნასთან ერთად მისგან ყველაფერი პირველი თვითონ უნდა მიისაკუთროს. არ უყვარს , არც მოსწონს უბრალოდ ... უბრალოდ იმდენად აღარგზნებს მისი ვიზუალი , ხასიათი , თვალები ... რომ თავის შეკავება არ შეუძია და ეშინია რაიმე ისეთი არ გააკეთოს რის გამოც სხვას შეაგინებდა და ცემისგან მოკლავდა. ეშინია მაგრამ მოსალოდნელ შიშზე დიდი ... მაინც ვნება და მისი ბოლომდე შეგრძენების დაუკებელი სურვილია. ^^^ მთელი ღამე ძილი არ მიკარებიათქო ვერ მოგატყუებთ. მაგრამ ... არის ერთი ფაქტი ... ძილი კი მიეკარა მაგრამ ისევ და ისევ ონიანზე ფიქრების შემდეგ. მანამდე წვალობდა და სწოლში ახალი ნაბანავები საგულდაგულოდ იმალებოდა თხელი გადასაფარებლის ქვეშ. სქელი პირსახოცი ჰქონდა ბალიშზე გადაფარებული ოდნავ , რომ იგრძნო თმის შიმშრალე , მაშინვე გადააძრო პირსახოცი და მეორე მხარეს მიაგდო. ცივ ბალიშზე თავი ნასიამოვნებმა დადო და სულ მალე დაიწყო ბალიშის აქეთ იქით ტრიალი რადგან ერთი მხარის გათბობის შემთხვევაში მეორე მხარეზე დებდა და ასე გრიალდებოდა. სულ მალე იქვე მიგდებული პირსახოცის შმორის სუნი მისწვდა მის ყნოსვავს. ადგა და პირსახოცი სარეცხ მანქანაში შეაგდო . აბაზანის კარი გამოიკეტა და საწოლში შეწვა. გადასაფარებელი ნახევრად გადაიფარა და სუნთქვა დაირეგულირა. თითოეული ადგილი ეწვოდა სადაც კი ცეკვის დროს ეხებოდა ონიანი. მობილურს დახედა , სოციალურ ქსელში შეიჭყიტა და ასე ჩაეძინა. სიზმარშიც ნახა მამაკაცი , მაგრამ საკმაოდ ბუნდოვნად. ^^^ მეორე დილას ონიანი , რომ შევიდა უკვე სპორტულად ჩაცმული იჟდა მისაღებში . ნაიკის ნაცრისფერი ელასტიკები ეცვა , ფეხზე შავი აირმაქსები , ზემოთ ნაცრისფერივე ტოპი მოერგო , თმა ცხენის კუდივით ჰქონდა გაკეთებული , შუბლთან კი ნაიკის ფოსფორი ფორთოხლისფერი აბადოკი ეკეთა. სპორტული ზურგჩანთა ზურგზე ეკიდა და მობილურში თამაშობდა. - შემოდი - კარის სახელურს დაეკიდა და ჩანთა უფრო კარგად მოიკიდა - მე გავდივარ და საღამოს 7 საათისკენ მოვალ ... სამუშაო სულ დავივიწყე ამ აბაზანის გადამკიდე მოკლედ , პიცა იქვე დევს , რომ მოგშივდება გაიცხელე და ჭამე , თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში , თუ რამე ქეთას დაურეკე და ნომერი თხოვე მოგცემს და დამირეკე აბა კარგად - ხელი დაუქნია კარიდან გავარდა. დიდ ხანს მასთან ყოფნა არ უნდოდა , მითუმეტეს მარტო. იცოდა თავს ვერ შეიკავებდა და ვნებისგან დაბინდულ თვალებში კიდევ ერთხელ და ამჯერად დიდი ხნით ჩაიკარგებოდა. სამსახურში ისეთი დაბნეული მოძრაობდა ბავშვები გაოგნებული უყურებდნენ მასწავლებელს. ერთხელ ფეხი გადაუტრიალდა , მეორეჯერ დაეცა , მესამეჯერ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა , მეოთხეჯერ ზურგით დამეხო , აი მეხუთე დაცემა საბედისწერო აღმოჩნდა . ტკივილიანად ამოიკვნესა და ცრემლიანი თვალებით დახედა გასიებულ , გადაწითლებულ კოჭს. - მას - ბავშვები მიესივნენ და ტიტინი დაიწყეს. ერთმა ტირილი დაიწყო "მასწავლებელი მიკვდებაო" ამაზე სულ გაგიჟდა და ყურებზე გაშლილი მტევნები მიიფარა ყაყანი , რომ ჩაეხშო. - მე კარგად ვარ ! დაუბრუნდით ადგილებს და მაჩვენეთ ეს მოძრაობები - მკაცრად დაუტია და , რომ მიხდა ზედმეტი მოუვიდა ყველას გაუღიმა - მაპატიეთ ბავშვებო დღეს შეუძლოდ ვარ , გაციებული ვიყავი და ალბათ ამის ბრალია ... ფრთხილად იმოძრავეთ , თქვენც ჩემსავით არ მოგივიდეთ - გახუმრება სცადა მაგრამ ღიმილის თავი სადღა ჰქონდა , ძალით გაიღიმა და ხელი დაისვა მტვრიან ადგილას - ეს ბოლო მოძრაობა იყოს დღეისთვის და თავისუფლები ხართ - თავი გადააქნია და გასახდელში შევიდა ბოლო მოძრაობის ნახვის შემდეგ. ^^^ - როდის უნდა უთხრა , რომ არ ხარ მუშა და ხარ ჩემი ბიძაშვილი ვაჩე ონიანი ? - გაბრაზებული საუბრობდა აიას ბინაში ასული ქეთა ვაჩესთან. - ქეთა მაცდი ? - დაუბღვირა მამიდაშვილს - გამეწელა მაგის დაკერვის ამბები , ერთი ორი დღე და უკვე ჩემს ხელშია რა - გაიკრიჭა და წვენი მოსვა. - შენ სულ გასულელდი ? გითხარი ნუ უყურებ ეგრე ჩემს დაქალსთქო . - - კარგი რა ქეთა ნუ დაიწყებ გთხოვ - ხელი მომაბეზრებლად აიქნია ვაჩემ. - ხო მართალია , ვაჩე ნუ დაიწყებ ქეთა - ოთახში აცრემლიანებული თვალებით შემოაბიჯა ახვლედიანმა. მის დანახვაზე და ხმის გაგონებაზე ბიძაშვილ-მამიდაშვილები ფეხზე გაოცებული სახეებით წამოხტნენ და ერთმანეთს შეშინებულებმა გადახედეს. - აია ყველაფერს აგიხსნი - მისკენ წავიდა ქეთა მაგრამ ჰაერში ახვლედიანის ამხედრებულმა ხელმა გზაში გაყინა. - არაფერია ასახსენელი , არა მუშა ? - წარბის აწევით მიმართა ონიანს და ზურგჩანთა იქვე მიაგდო. - აია ... - ლაპარაკის დაწყებას აპირებდა ახვლედიანმა , რომ შეაჩერა. - არაფრის თქმაა საჭირო ... იცი რა მაინტერესებს ? - მშვიდი სახით მიეყრნო პატარა ტუმბოს - ეს ფარსი სადამდე უნდა გაგრძელებულიყო ? აჰ თუმცა ხო - ირონიულად ჩაიცინა და ფეხები გადაიჯვარედინა - ბოლომდე დამკერვდი ვითარც ნმესი და ძაფი უბრალო ტრიაპკას არა ? მერე გამომყენებდი და უფ , ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს ? თუ უბრალოდ არც ეგ ? ხო რა ვიცი რა ვიცი - თავი გადააქნია და მხრების ჩეჩვით წავიდა ოთახისკენ - რომ გახვალთ - მათკენ შემობრუნდა და ცრემლიანი თვალები მაგრად დახუჭა , შემდეგ გაახილა ტუჩები ოდნავ მოკუმა - კარი გაიკეტეთ - ბოლო სიტყვები უთხრა და ონიანს ღრმად ჩახედა თვალებში , ისე რომ მისგან ყველაფერი დაემახსოვრებინა , ისე რომ მამაკაცზე მის სიტყვებზე მეტად მის თვალებს ექმოქმედა. ბოლოჯერ და ამაღელვებლად. ოთახის კარი ჩაკეტა , გასაღები გააჩქრაკუნა , კარიდან გამოგლიჯა და საწოლზე მიაგდო. კარის ხმა , რომ გაიგო მიხვდა წავიდოდნენ და ატირებულმა ამოყო თავი ბალიშიდან. - იდიოტი , კრეტინი , დეგენერატი !!! მას რას ვერჩი ? მე ვარ გამოუსწორებელი ! გამოუსწორებლად მიამიტი და მიმდობი ! მოთქვამდა და მობილურზე მოსულ ზარებს აიგნორებდა. ბოლოს გამწარებულმა დასტაცა ხელი ტელეფონს და დედამისის სახელი , რომ ამოიკითხა უფრო აუტყდა ბღავილი. - ალიო - სრუტუნით აიღო და შეეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა. - რა ხმა გაქვს აია მშვიდობაა ? - შეიცხადა დედამისმა. - დედა , არაფერი ხახვი დავჭერი და ამეტირა ... - შეთხზა უნიჭო ტყუილი. - ეგრე ვატყუებდი დედაჩემს მამაშენი , რომ მაბრაზებდა და იტყვი ახლა თუ მოვიდე , ენა ამოგაგლიჯო და ზედ წავიკითხო? - ოო კარგი რა დედა ! - ახლავე წამოვალ ! - ოო კარგი კარგი ხო გეტყვი ! - ჰა ახლა თქვი. - მოხვალ ჩემთან ? ოღონდ მამასთან არაფერი შეიმჩნიო ! - კაი დედიკო ნახევარ საათში შენთან ვარ , რამე წამოგიღო ? - ხო იცი რაც ? - კარგი , წამოგიღებ ბევრ მიშუტკას. - გკოცნი და გელოდები . ^^^ - ხომ გითხარი არა ? გითხარი , გითხარი და არ დამიჯერე ! -ქეთა ნუ წიკვინებ თორემ გისვრი მანქანიდან! - დაუბრიალა თვალები და გამწარებულმა საჭეს დაკრა ხელი - გადადი მიდი და ხვალ დაგირეკავ - სახლისკენ შედარებით თბილი ტონით მიუთითა და ლოყაზე აკოცა. ქეთა მომდუღული სახით გადავიდა მანქანიდან და კორპუსში შევიდა. მობილური ამოიღო და საჭეზე დადო ხელები . - აჩი - ჩასძახა ძმაკაცს . - ცოცხალი ხარ შეჩე*მა ? - ნუ მოტყ**ავ ტვინს , დაურეკე გოგეშვილს და მნახეთ . - მშვიდობაა ? რა ხმა გაქვს ? - ოო ნუ დაიწყებ დედაჩემივით ახლა მოდი მალე და მნახე. - სად ბარში ? - არა თავი მისკდება , რემონტი დაამთავრეს და ამოდით ჩემთან. - კაი ათ წუთში მანდ ვარ . მობილური გაუთიშა და მანქანა დაძრა. პირველ რიგში იმაზე ეფიქრებოდა , რომ ასე მშვიდად გაატარა ყველაფერი ახვლედიანმა. ეგონა ისტერიკებს მოუწყობდა , დაარტყავდა , გალანძღავდა და ახნსას მოსხოვდა , მაგრამ არც ასე არ მოხდა. მის თვალში უფრო ამაღლდა ის უმანკო არსება და უფრო დიდი ჟინი გაუჩნდა მისი დაპატრონების. არაკაცივით იქცეოდა , როგორ არ იცოდა მაგრამ მაინც ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ. ---- - რა ხდება ? - სახლში აჩი და გოგეშვილი შევიდნენ და სავარძელბში ჩაეშვნენ. - დალვეთ რამეს ? - არა საჭესთან ვზივარ , საფერფლე მოიტანე და თქვი რა ხდება - გოგეშვილმა ბოხი ხმით მოითხოვა საფერფლე და საზურგეს მიეყუდა , მოხრილი ფეხი კი მეორე ფეხის მუხლზე გადაიდო. - დაჯექი შეჩ*ემა რა ქალიშვილი გოგოსავით დარბიხარ აქეთ იქით ? - დაუბღვირა აჩიმ და სიგარეტი ამოიღო. - ბიჭო , ქეთა ხო იცით ჩემი მამიდაშვილი? - მერე ? - აჩიმ გადახედა გოგეს და რაღაც ანიშნა. - რას მითამაშებ წარბებს შ*გ ხო არ გაქვს ? - გოგეშვილმა აჩის თვალები დაუბრიალა და გაოგნებულ და მოხარხარე ვაჩეს თვალები დაუბრიალა. - ჩემი ქეთა გევასება ? - ძლივს ამოუსნთქა. - რა შუაშია , ში* ხო არ გაქვთ თქვენ ტოო . - კაი ფისო დასპაკოინდი არ ვეტყვით - აჩიმ ბალიში აიფარა და თვითონაც ახარხარდა. - დაიწყებ ახლა მოყოლას თუ ენა ამოგაწევინო და წავიკითხო ? - მოკლედ , ქეთა მირეკავს ამასწინათ , რომ სასწრაფოდ ამოდი ჩემთანო , მუშას ყავდა მანქანა გაყვანილი ბენზინის ჩასახმელად და რომ მომიყვანა მაშინვე გავვარდი რაა და იქ , რომ მივედი ქეთამ მითხრა ჩემს დაქალს რაღაც გაუფუჭდა სააბაზანოშიო და ერთი მუშა წამოიყვანე და წამოდიო რაა . - მერე ? - მერე კაი მეთქი და წავიყვანე ჯერ მაგის დაქალთან რო მენახა სიტუაცია და , რომ მივედი ისეთი მაგარი გოგო დამხვდა თავიდან გაოცებული ვუყურებდი. - რა პიდარასტივით ბაზრობს შეხედე რა - აჩიმ გოგეშვილს გადახედა და მის სახეზე ახარხარდა - შენ რასგიყურებ შენც ამისსავით აჭიკჭიკდები მალე - გადაიარხარა და ხელები დანებების ნიშნად აზიდა. - ყ*ე როა ხო იცი არ უსმინო გააგრძელე - გოგემ ხელი აიქნია და ანიშნა გააგრძელეო. - ხო და მოკლედ , რო უნდა გაგვეცდნო ერთმანეთი , ქეთამ დაიწყო ეს ჩემიო .., და მე ჩავერთე მისი ბიძაშვილის მუშა ვარ მეთქი - ბიჭებს ხარხარი აუტყდათ , ვერ ჩერდებოდნენ - ეე რა გაცინებთ მომისმინეთ - ბალიშები ესროლა ორივეს და მოაკეტინა - მერე არაფერი მომხდარა საინტერესო , რომ წამოვედი ქეთამ დამირეკა ღამე , აია ცუდადაა და გამიყვანე სახლში მაგასთანო , ავდექი გავიყვანე და ის , რომ აფთიაქში იყო მე და აია ... ნუ მოკლედ ვკოცნიდით ერთამენთს რა მერე თვალები რო დახუჭა ესე თქვა პირველი კოცნა და სიზმარიც ასეთი უნდაო და დაიძინა , მეორე დღესაც სიზმარი ეგონა და რო ვკითხე რა გჭირს კოშმარი ნახე მეთქი ხველა აუტყდა. მერე ტანგოს ვცევავდით , ქორეოგრაფია და მერე სამსახურში წავიდა , ქეთა და მე ვლაპარაკობდით საღამოს , მაგაზე ქეთა მეუბნებოდა უთხარიო და მე ვეუბნებოდი არა , ჯერ არ დამიკერია ცოტაც მოიცადეთქო და ის მეუბნებოდა ასე ნუ ექცევი სხვანიაირიაო , მე ვუთხარი კარგი არ დაიწო მეთქი და ამ დროს შემოვიდა აიაც , ბიჭო იცით რა მაცოფებს ? იცი რა წყნაარად იდგა და ლაპარაკობდა ? ტონისთვის არ აუწევია , გესმით ? ერთი უხამსი სიტყვა არ დასცდენია , მოგვსვა და ოთახში შევიდა , რომ გახვალთ კარი გაკეტეთო , თვალებიც ცრემლიანი ჰქონდა , მინდა მივაკითხო და მაგრად მიტყდება ,მაგრამ ზუსტად ვიცი თავის დანებებას არ ვაპირებ . თავი საზურგზე გადადო და ამოიხვნეშა. - გაები შე*ემა ? - გოგეშვილმა წეღანდელი ნასროლი ბალიში ესროლა და აჩის თავით ძმაკაცზე ანიშნა. - გაება - მანაც დაუდასტურა და ორივემ თავ წამოწეულ ვაჩეს გადახედეს. - გავები - ამოიჩურჩულა და ღიმილიანი სახით დააბრუნა იიგივე მდგომარეობაში თავი. ^^^ - ასე როგორ მოგატყუა მუშა ვარო ? ან ქეთამ როგორ მისცა ამის უფლება ? გარეკეს ? - გამწარებული საუბრობდა დედამისი. - არა , ქეთა სულ ეუბნებოდა რომ შეეშვიო , სხვანაირიაო ერთხელ მეც მოვკარი ყური ზუსტად მაშინ , როცა სახლში შემოვედი. - და ის რას ამბობდა ? - თავიდან ნუ დაიწყებ გთხოვო. - შენ ? - რა მე ? - დაბნეულმა ააფახუნა წამწამები და თავი ჩახარა. - მოგწონს - ზუსტი დასკვნა დაუდო და თავი გადააქნია. - კარგი რა დედა ! - თავი გადააქნია და თითქოს ახლა დაფიქრდა მსგავს რაღაცაზე. - რა კარგი რა დედა ?! მოგწონს ! - არა ... უბრალოდ . - უბრალოდ ? - ჯანდაბა ! - ხელი საწოლს დაკრა და ფეხზე წამოხტა - რა მჭირს ! - რა გჭირს და ჯერ გიკოცნია და მერე ტანგო გიცეკვია , რა უნდა ჭირდეს ქორეოგრაფს , რომლისთვისაც ცეკვა ყველაფერს ნიშნავს და რომელიც ეცეკვება მისივე თქმით უსიმპატიურეს მამაკაცს , რომელსაც სიზმარში კოცნიდა ტანგოს ?! რა უნდა ჭირდეს დაფიქრდი ! - არა ! არ მინდა დაფიქრება ! - თავს დაიბრავებ , ყურებსაც დაიყურებ ! მაგრამ გულის და გონების ამოძახილებს ვერ ჩაახშობ ! ვერც ერთს მოატყუებ ! ეს კარგად დაიმახსოვრე დედიკო ! - მეძინება - სრუტუნით მიუწვა და ისე როგორც ბავშვობაში მკერდზე დაადო თავი , ცრემლები გადმოყარა და დანამული სახით ჩაეძინა. ^^^ - რას შვები ეე - ქეთას დაურეკა და სპიკერზე ჩართო. - რას ვშები და თხას ვკოდავ - გაბრაზებულმა დაუტია ბიძაშვილს. - კაი რა ქეთა ,დაიკიდე შენ შეგირიგდება ორ წამში , აბა მე მკითხე ახლა. - და რათ გინდა , რომ შეგრიიგდეს რა ისე ვერ გამოიყენებ ? - აგრესიულად ჩასძახა და მობილური გაუთიშა. - ქეთა ! ქეთა ! - მობილური მიაგდო და ტახტზე წამოგორდა - დამენძრა ! - მართლა დაგენძრა! - აუუუ ! - რას ყმუილებ შეჩ*ემა ! - რომ იცოდეთ რა ლამაზია იყმუილებდით კი არა რას აღარ იზავდით . - მანახე აბა ფოტო - მობილურში ჩახედა და მის პროფილს დააკვირდა- მართლა მაგარი გოგოა. მობილური დაბლოკა და იქვე მიაგდო . - ვერ დავეტიე ჩემს ადგილას ? რა მემუშებოდა ! გამეშვა ანტონა ! ბიჭებთან ერთად ახარხარდა და სევდიანმა დასტაცა ინსტიქტურად მობილურს ხელი . ^^^ სამი დღე იყო გასული , სამი დღე მაგრამ რატომღაც ეს დღეები ახვლედიანისთვის საუკუნეებად იწელეებოდა. რას არ მისცემდა ახლა ისევ სააბაზანოში მდგარი მომუშავე ონიანი დაენახა. უბრალოდ დაენახა , მეტი არაფერი უნდოდა ! საკუთარ თავს აიძულებდა ყველაფერი დაევიწყებინა და ცეკვაზე მოეხდინა კონცენტრირება. მთელ ენერგიასა და დროს ბავშვებს ახარჯავდა. უნდოდა დრო გაეყვანა და ასეც აკეთებდა. კონცერტიც დაგეგმა დაახლოებით ერთ თვეში. ბევრი კი იწვალა , მაგრამ ბავშევს კერძო კონცერტს გაუკეთებდა ფილარმონიის დარბაზში. სერიოზული რეკლამაც ჭირდებოდა , მის ქორეოგრაფიულ წრეს. ამაში ქეთა დაემხარებოდა , რომელსაც სულ რაღაც ორი დღის წინ,მეორე დღესვე შეურიგდა. გოგონამ ახნისგან ენა გადაიტყავა ბოლოს კი გაოცებული მიაშტერდა მომტირალ დაქალს , რომელიც ყელზე ჩამოეკიდა. - დღეისთვის საკმარისია შეგიძლიათ დაიშალოთ - ბავშევბს გაუღიმა და ელასტიკები გაისწორა . თმა გაიშალა და დიდ სარკეში გამოსახულ ონიანს გაბრაზებულმა შეხედა. - აქ რას აკეთებ ? - მისკენ არც გაუხედავს თმის ჩეჩვით გადახედა ცარიელ დარბაზს. - სალაპარაკო გვაქვს - უდარდელი და მტკიცე ტონით ჩაილაპარაკა ონიანმა. - ასე გგონია ? - სერიოზული გამომეტყველებით გადახედა იქვე არხეინად წამომჯდარს. - ნახვამდის მას - ყველა ერთიანად გალაგდა დაბაზიდან. - კი ასე მგონია - ბავშვებისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჩაილაპარაკა ვაჩემ. - რაღაც მე ეგრე არ ვფიქრობ , ასე რომ შეგიძლია წახვიდე - კარისკენ მიუთითა და გასახდელისკენ წავიდა. იგრძნო როგორ წამოდგა სკამიდან და დინჯი ნაბიჯების ხმაც მოესმა ზურგს უკან. მალე ძლიერი ხელის შეხება იგრძნო მაჯაზე და ზურგის ტკვილი , რომელიც კედელზე მიჯახებისგან იყო გამოწვეული. ტკივილნარევი ხმით ამოიკნავლა და კრუსუნით ახედა მასზე მაღალ სილუეტს. - შენ მაიძულე - თავი გადააქნია აქეთ იქით ონიანმა. - ისიც მე გაიძულე , რომ მოგეტყუებინე ? მე გაიძულე დაგესახა გეგმა , როგორ გამომიყენებდი და მერე როგორ აორთქლდებოდი ?! - შენ მაიძულე ! დანახვის თანავე მიმიზიდე ასე ! მომეწონე და ჩემი გახდები ! - მეცოდები - ხელი კრა მკერდზე და გასვლა დააპია , მაგრამ ონიანმა ყველა გზა მოუჭრა. - გაიწიე - მისი ხელი როგორ კი ყელზე შემოხვეული იგრძნო კინაღამ ჩაიკეცა. - ჩემთან გინდა - ჩახშული ხმით ჩასჩურჩულა ყურში და იქვე დაუტოვა გახურებული ტუჩებით სველი კოცნა. მისი ფეხი ხელში მოიკალათა და წელთან მიიბჯინა , ხელი აუცურა და ოდნავ მოუჭირა. ახვლედიანი ხან სიამოვნებისგან კრუსუნებდა ხან ბრაზისგან. - ჩემთან გინდა , ისევე როგორც მე ! ტუჩები ყელში ჩააცოცა და იქვე დაუტოვა კოცნა. ვერც აიამ დაიმორჩილა თლილი თითები და თმებში შეცურებული მაგრად მოუჭირა. ონიანი მისმა ქცევამ სულ გაახელა და მის გადაკონწიალეულ კისერს ნეტარედ დაეპატრონა. - ახლავე და აქვე მინდა აგაკრუსუნო - ყელიდან ტუჩები ნიკაპზე აიტანა და იქვე მოუჭირა - თავს ძლივს ვიკავებ , რომ აქვე არ გაგაშიშვლო - ტუჩებზე გაუსა გახურებული ბაგეები და ოდნავ გაუსველა ენით . - შეჩერ... - სათქმელი ვეღარ დაასრულა , ონიანი მის ტუჩებს დაეპატრონა და თავდავიწყებითი კოცნაც აჩუქა. აიამ ქვედა ტუჩზე ოდნავ უკბინა და ტუჩებს შორის მოიქცია მამაკაცის ნაკბენი ტუჩი. იგრძნო როგორ გააჟრჟოლა მამაკაცს მის მოქმედებაზე , იგრძნო როგორ დაიძაბა მის ფეხზე შემოხვეული ძლიერი ხლეი. კარგად შემოისვა მუცელზე ქალი და კედელს უფრო მძლავრად ააკრა. ტუჩები ყელზე ჩამოაცურა ახვლედიანმა და მამაკაცის ყელის ყველა წერტილი დაიზეპირა. ვერაგულმა აზრმა გაუელვა თავში. "მაინც გაფუჭებული და ოჯახში არ შესაშვები ვარ უკვე და ბარემ სულ გავიფუჭებ თავს ცოტახნითო" ამის გაფიქრება და მამაკაცის ყელზე კბილების ჩავლება ერთი იყო. ონიანს სუნთქვა გაუხშირდა და ხელებიც დაეძაბა. - მაგიჟებ - ქალის თეძოებს მთელი ძალით ჩააფრინდა და ყელის დალაშქვრით დაკავებულს მადიანად წაეტანა ბაგეებზე - მინდიხარ , აქე ახლავე , ამ კედელზევე ! სანამ რამის გააზრებას მოასწებდა ახვლედიანი , ონიანი ისევ მის ტუჩებს დაეპატრონა და ბოლო საღი აზრიც სადღაც მოასროლინა. ხელის მსუბუქი მოძრაობით გადააძრო მაისური და სადღად გადაისროლა. მკერდის დაკოცნვით დაკავებულს არაფრის თავი აღარ ჰქონდა. ბიუსჰალტერიც კი აღარ უშლიდა ხელს , იმდენად უნდოდა მისი შეგრძნება , სულ აღარ აინტერესებდა რა ეცვა , სად იყო და ვინ უყურებდა. ახვლედიანს თავმოყვარეობამ გაახსენა ონიანის სიტყვები : "ერთი ორი დღე და ვსიო გამეწელა მაგის დაკერვა" გველნაკბენივით გადმოაკონწიალა თავი და ხელი მძლავრად კრა მკერდზე ვნებებ აშლილ მამაკაცს. ცრემლები უნამავდა სახეს და ვერაფერს ვეღარ ხედავდა. მხოლოდ სიკვდილი უნდოდა ! უყვარდებოდა და გიჟდებოდა იმ მამაკაცზე , რომელსაც მხოლოდ მასთან გართობა უნდოდა. ერთი შეხედვით რა სულელი გოგოსავით იქცეოდა არა ? მაგრამ თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ , წარმოიდგინეთ და აღარ გაგიჭირდებათ მისი გაგება. - რა მოხდა ? - გაოგნებული მიაშტერდა გოგონას და მისკენ წაიწია. - არ მომეკარო ! - დაიგრგვინა გატეხილი მაგრამ მკაცრი ხმით. - აია - მისკენ წავიდა და მკლავები შემოხვია - კარგად ხარ ? გატკინე რამე? - შენ ... შენ მე მასულელებ ! თავმოყვარეობას მათელვინებ ჩემივე ფეხით ! შენ ... არ შემიძლია - ოდნავ მოშორდა და ტკვილიანი თვალებით ჩააჩერდა თვალში - ვერ გავიხდი იმ კაცის გასართობად თავს , რომელსაც ერთ დღეს სერიოზულად ვუყურებდი , რომლისგანაც იგივეს ველოდი , რომმელმაც გამაბითურა , ვერ მოგცემ ამის უფლებას გესმის ? ვერა ! მტკივა , არ მინდა უფრო მეტად მეტკინოს , არ მინდა , მინდა ჩემი თავი დავიცვა , მინდა გამოვცადო როგორია ნამდვილი , რწფელი სიყვარული , ამის შანსებს მინულებ , რომ გიყურებ ვხვდები , რომ არ მინდა არავინ არ მინდა , რომ არა ჩემი თავმოყვარეობის ამოძახილები ... წადი გთხოვ წადი და აღარასდოს გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში ! წყალმა , რომ წამიღოს არ გამოჩნდე ! არ მინდა ჩემს პანაშვიდზეც კი არ მოხვიდე ! უბრალოდ წადი ! დამტოვე მარტო , მარტო დამოტვე და დამივიწყე , დაივიწყე ჟინი , ყრია ქალები , გაერთე მაგრამ მე ... მე არ შემეხო გესმის ?! - ჩემი ციცქნა ხარ ! - ყურთან ჩასჩურჩულა და ისე , რომ გააზრება ვერ მოასწრო ტერიტორიას გაეცალა . ^^^ - ში* გაქვს შეჩ*მა შენ ? - გოგეშვილი ფეხზე წამოხტა და თავში წაუთაქა ძმაკაცს. - რა გინდა ტოო რას შემ*ცი აბა დავმჯდარიყავი და არაფერი მექნა ? - მაგის ქნას არაფერი გექნა ეგ ჯობდა - აჩიმ თვალი ჩაუკრა და მობილური იქვე მიაგდო. - ბიჭო ხო არ შეგიყვარდა ეეე - გოგეშვილმა თვალებში მრავლისმთქმელად ჩახედა და წარბები აუთამაშა. - გაა*ვი აქედან რა - უღრიალა და გაეცინა . - ანუ ? - წარბები აათამაშა აჩიმ. - ანუ ის , რომ დღეს ნამტირალები , რომ დავინახე მართლა გამიტყდა . - უყვარს - თავი სიცილიტ გადააქნია გოგეშვილმა და კმაყოფილი მზერით მიაჩერდა აჩის. - შენ რა ქენი ? ამის სიყვარულებს , რომ არჩევ ქეთა დაითახნმე ერთად ყოფნაზე ? - ხო მართლა რა ქენი ? - ცოლობაზე დავითანხმე თქვეჩ*მა რაღა დროს ერთად ყოფნა და თემებია - გაიცინა გოგეშვილმა. - რაო ? ეგ ლაწირაკი ეგ - გაიცინა სამივემ . - ბიჭო გინდა ქეთასთან გაგიჩალიჩო ? - რა ? - რა და ის , რომ აიასთან რამე გაგიჩალიჩოს. - არ მინდა , ეგენი ისედაც გადავკიდე ერთამენთს. - რა გადაკიდე მეორე დღესვე შერიგებულან. - ხო ? აუ რა ვიცი რა. - დარწმუნებული ხარ , რომ გასართობად არ გინდა ? - ჩამოუყალიბებელს ვგავარ ? - წარბი ჰაერში აზიდა ონიანმა. - არაა - სასაცილოდ გააგრძელეს აჩიმ და გოგეშვილმა და გადაიხარხარეს. - წადით თქვენი ერთი რა . ^^^ - მოვკლავ ! - ასრტუნეულ დაქალს შეპირდა და წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა. - დაახვიოს ჩემი ცხოვრებიდან - გაბუტულმა ამოიბუზღუნა და მომავალი სალფეთქი ამოაძვრინა პატარა პაკეტიდან. - ხოო ? - სიცილიტ გადააქნია თავი ქეთამ. - აუუუ - აზმუილდა და მწარედ აქვითინდა. - მოვალ ახლავე - ქეთა ფეხზე წამოდგა და აზუზუნებული მობილურით აივანზე გავიდა - გისმენ - გაბრაზებული ხმა არც კი შეუცვლია ისე უპასუხა ბიძაშვილს - ამჯერად რა უნდა დააშავო ? - ქეთა აუუ , ოღონდ ამ ერთხელ უშველე ჩემს ძმაკაცს და რა გინდა - მოესმა შეყვარებულის ხმა , რომელიც ძლივს ასწრებდა საუბარს რადგან ღრიალით მისდევდა ვაჩე. - გოგე ? რა ხდება ? - გოგო დამეწვა სიყვარულისგან ბიჭი - ჩასძახა და მაგიდას გადაახტა სირბილის დროს , რომ წააქცია. - რა ? გასაგებად ილაპარაკე ბიჭო . - რა და ... მიდი ახლა გამოდი შენ აიას სახლიდან და ვაჩე მივა კარგი ? - აბა ახლა დავაი დასვიდანია ქენით სამივემ ! - ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ ციცქნა - დაქანცული ხმით ამოიოხრა გოგეშვილმა და ახლა უკვე სუსტ წერტილებზე გადავიდა. - არ გინდა - კისერი , მოსალოდნელი სიამოვნების წარმოდგენაზე გადააკონწიალა ქეთამ. - არ გინდა ჩემთან ერთად იყო ცოტახანში ? - ვნებიანი ხმით ალაპარაკდა დაღლილი - შენი კრუსუნი უკვე მომენატრა პატარავ . - გოგე ასე ნუ შვები ! - ამოიხრიალა უკვე დასიცხულმა. - ჩემთან თუ შენთან ? - ბოლო სიტყვები გააჟღერა გოგეშვილმა. - ათ წუთში აქ იყოს ! მე კიდევ შენთან ამოვალ და მაგის გამო დაგსჯი ! ^^^ - ეე დავიღალე შეჩ*ემა მოისვენე ! ადი ახლა იმ გოგოსთან და შენც დაისვენებ ისიც და ჩვენც ! - მოიცა ქეთა დაითანხმე ? - ოდნავ მოიხარა ხელებით მუხლებს დაეყრდნო და დაღლილი სახითა და გახშირებული სუნთქვით შეხედა ძმაკაცს . - ეჭვი გეპარებოდა ჩემს შესაძლებლობებში ? - ჩაიქირქილა ირონიულად გოგეშვილმა . - არა ციცქნა - ხარხარით დასტაცა ქურთუკს ხელი აჩიმ და სახლის კარი გაიკეტა " ყველამ თუ უნდა იკუსუნოთ მე ასე დავჯდეო ? " . ^^^ რაც ქეთა წავიდა სავარძელზე იყო მისვენებული მიკიმაუებიანი პიჟამოებით , გრილი შორტით , ბრეტელიანი მაისურით , ასევე მიკიმაუსიანი თხელი მოკლე ხალათით და ვარისფერი წინდებით . კარის ხმაზე აცრემლებული ახტა და კართან მიხტა. იფიქრა დედა იქნებაო , იმ წამის დამთავრებული ჰქონდა მამასთან საუბარი მობილურზე. კარი გააღო თუ არა ნაცნობ ტანს ქვემოდან ააყოლა თვალები და აცრემლებულმა თვალები გადმოკარკლა. - შემომიშვებ ? - თვალები მოჭუტა და სევდიანი , მაგრამ მაინც ულამაზესი ღიმილით გაუღიმა. - სხვა გზა მაქვს ? - ჰკითხა და კარში შეატარა - ხომ დავამთავრეთ დღეს?! - ეს შენ დაამთავრე , მე კი როგორც მუშა იძულებული ვარ საქმე ბოლომდე მივიყვანო - ცხვირ წინ "გამოსაცვლელი" ნაწილი , რომელიც გამოწერილი ჰქონდა აუფრიალა და იქვე დადო პარკით ძირს. - ვაჩე რა გინდა ? - დასიებული თვალები გადაატრიალა და სახე სატირლად დამანჭა. - შეიძლება ვისაუბროთ ნორმალური ადამინებივით ? - შეგიძლია შენ ეგ ? - წარბი ჰაერში აწია და ქსუტუნით წავიდა სავარძელისკენ , ფეხმორთხმით დაჯდა და გაოგნებულმა გადახედა გვედით დამჯდარს , რომელმაც მისი თავი თავის მხარზე მოიკალათა. - ვაჩე ... - ლაპარაკი დაიწყო მაგრამ ონიანმა არ დააცადა. - რომ გითხრა მიყვარხართქო არ დამიჯერებ ხო ? - თავი საზურგეზე გადადო და ხელი უფრო მძლავრად მოხვია უკვე ასე საყვარელ სხეულს. - ჰა ? - თავის აწევა დაპაირა მაგრამ ისევ თავის ადგილას დააბრუნა მამაკაცმა. - ალბათ უკვე მიხვდი , რომ ვერ ვილაპარაკებ ჩემს გრძნობებზე ასე თავისუფლად , მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რასაც ამ წამს ვგრძნობ. ვიცი სულელურად ჟღერს მაგრამ ... მე გეტყვი შენ კი დაასკვნი. დაავადება მაქვს - ამის გაგონებაზე უცებ წამოჯდა გაოგნებულ/შეშინებული სახით ახვლედიანი - ვკვდები ... აღარ შემიძლია , სუნთქვა მეკვრის ! თითქოს ვიღაც ყელში ხელს მიჭერს და მახრჩობს , ეს ის გრძნობაა , რომელიც მაშინ მეუფლება როცა შენთან არ ვარ ! უარესი და სასიამოვნო მემართება როცა შენთან ვარ და გეხები ! დაავადებული ვარ ! არ მინდა ტიროდე ! ნებისმიეი შემიძია მოვკლა იმის გამო , რომ გატირა ! მინდა ჩემი თავიც მოვკლა , შენი ცრემლების მიზეზის გამო , არ მომწონს როცა ტირი , არ მომწონს როცა იტანჯები , მინდა ყოველთვის კმაყოფილს და ბედნიერ გხედავდე , პირველად მინდა ისე გიყურებდა და ისე მიყურებდე , როგორც დედაჩემი და მამაჩემი უყუებენ დღემდე ერთმანეთს ... პირველად მინდა ისე წითლდებოდე ყოველ ჩემს უხამს კომპლიმენტსა და რეპლიკაზე , როგორც დედაჩემი წითლდება დღემდე მამაჩემის მაგდაგვარ საქციელზე ! პირველად მინდა ჩემი შეხებისას ისევე დაგიაროს ჟრუანტელმა და ეს მოხდეს ისე შესამჩნევად როგორც ხდება დედაჩემის და მამაჩემის ურთიერთობაში . პირველად მინდა წარმოვიდგინო მომავალი , მომავალი , რომელშიც მხოლოდ მე შენ და ჩვენი პატარა თბილი ოჯახი იქნება , ვიცი ამ სიტყვებზე ხელებში არ ჩამადნები და ზუსტად ეგ მომწონს შენში ! მომწონს შენი ყველა თვისება , რომ ხარ ასეთი მიამიტი , უმანკო , სუფთა და გამჭირვალე ჩემთვის. ცოტა ხანია , რაც გიცნობ მაგრამ იმ ამოუცნობ გრძნობას იმ დღესვე შევურჩიე სახელი , რომელიც ვერასდროს დაიტევს იმ ყველაფერს რასაც მე შენდამი მთელი ცხოვრება ვიგრძნობ . არასდროს მეგონა ამას თუ ოდესმე ასეთი გრძნობით ვიტყოდი მაგრამ ... მართლა მიყვარხარ და მგონი გავები ... გავები და ეს ისე მომწონს მთელი ცხოვრება ვიქნებოდი შენს თვალებში გაბმული ... დადუმებული უსმენდა ონიანს და ჯერაც ვერ ხვდებოდა იყო ეს სიზმარი თუ არა . - ხო და კიდევ , იმ ღამეს სიზმარი რომ გეგონა ისიც ცხადი იყო - სიცილით გაასწორა თავი და ღიმილით აკოცა გაოგნებულს პატარა , ლაამაზ ცხივრზე. - ანუ ... შენ რა გინდა გინდა მითხრა , რომ ... - ხელებს პატარა ბავშვივით იქნევდა აქეთ იქით , რომელსაც ენა სულ ახალი ადგმული ჰქონდა. - ანუ მე მინდა გითხრა , რომ ვიცი გიყვარვარ - დაუზუსტა და კიდევ ერთხელ აკოცა ცხვირზე - და ახლა ზუსტად ვიცი რატომ მიზიდავს არა მარტო შენი მადისაღმძვრელი ტუჩები , არამედ მთელი შენი სხეული და ყველა წერტილი , მათ შორის ეს პატარა ცხვირიც - კბილებით მის ცხვრს წაეპოტინა და გემრილად დაუკოცნა სახე. - ჰა ახლა იტყვი პასუხს თუ მოვკვდე ამხელა კაცი აქვე. - მოვიფიქრებ - ცხვირი სიცილით აიბზუა და მრავლისმეტყველი სახით შეხედა - თქმა გჭირდება ? - ცალი წარბი აუწია მამაკაცს. - არა , მაგრამ გაგება მინდა - ქვედა ტუჩი ენით გაილოკა ონიანმა. - მმ ... მიყვარხარ - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და მისი დატყაპუნებული ხელი , რომ დაინახა ფეხებზე , კალთაში ჩაუხტა. ^^^ - დედა ... - ოთახში ტიტინით შემოვარდა ბავშვი და იქ , რომ ვერ დაინახა დედა ვერანდაზე გაბობღდა , სადაც მთელი ოჯახი სრული შემადგენლობით დაინახა , ბებიები და ბაბუები ჩაკოცნა და დედის გვერდით კალიასკაში მწოლიარე ბავშვს ღიმილით დახედა. - ხო დედი რა იყო - გაოფლიანებულს შუბლზე აკოცა და უკმაყოფილო მზერით გახადა ზედა - აუ ვაჩე ... გთხოვ რომელიმე ზედა გამოუტანე თორემ გაცივდება - ქმარს გადახედა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა . - ახლავე - ფეხზე წამოდგა და გამობურცულ მუცელზე ტუჩები მიაწება საყვარელ ცოლს. - სად ითამაშე დე ასე , რომ გაოფლიანდი ? - სველი თმა აუჩეჩა და ღიმილით დაუკოცნა გაწითლებული ლოყები. - აუ დე , ბაღის მასწავლებელმა ლიკოს ( ქეთას და გოგეს შვილს ) უთხრა ამ მძიმეებს რა ხმლებივით ისვრიო - მამამისს ახედა და გაეკრიჭა. - რა მძიმეებს დე ? - წერას გვასწავლიდა , ლიკომ კიდე მძიმეების ვერ ისწავლა. - მერე ? - გაეცინა ქეთას და იქვე დასკუპებულ ლიკოს შუბლზე აკოცა. - მერე მე ვუთხარი , ასე ნუ ელაპარაკები ჩემს დასთქო და ენა გამოვუყავი - გაეკრიჭა ყველას , მერე ის გამომეკიდა და გამოვიქეცი , სანამ აქამდე მოვედი კიდე გავოფლიანდი - გაეცინა და გაბრაზებულ დედ-მამას , რომელსაც სიცილის დაწყება უნდოდათ შეშინებულმა ახედა - აბა ჩემი დადნაფიცი დაეჩაგრა ? - წარბები კუშტად შეკრა პატაარა სვანმა. - ვთქვი მე ეს ბავშვი აჩის ნათლული , რომ გახდეს დავიღუპებითქო ? -სიცილით გადააქნია თავი აიამ. - ჩემთან რა გინდა რძალო , დედ-მამა , რომ სვანი გეყოლება იქ ნათლია მეორეხარისხოვანია - გაიკრიჭა და კალთაში მოკალათებულ შეყვარებულს შუბლზე აკოცა - არა ნინა ? - კი კი - სიცილით გადაუსვა თავზე ხელი შეყვარებულს ნინამ და უფრო აკისკისდა მის გამომეტყველებაზე - ხო იცი როგორ მიყვარხარ ... - არაფერი არ გინდა შვილო ? - თბილი გამომეტყველებით დააკვირდა დიდმუცლიან რძალს დედამთლი . - არა , არა მადლობა - გაუღიმა და ბავშვს მაისური გადააცვა. - ფორთხოლის წვენს მომიტან ? - ტუჩების წკლაპუნით გადახედა ქმარს და გაეკრიჭა. - კი ახლავე - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა ცოლს და ფეხზე წამოდგა . - გამოგყვები - ფეხზე წვალებით წამოდგა და მხარზე მიეხუტა საყვარელ მამაკაცს , მისი ხელი წელზე , რომ იგრძნო ახლაც მაშინდელივით გააჟრჟოლა როგორც პირველად. - ყველაზე მეტად , რომ მიყვარხარ უკვე გითხარი ? - ახედა და ყელში აკოცა. - კი და მეც ბევრჯე მითქვამს , რომ ყველაფეზე მეტად მიყვარხართ , შენ და ჩვენი პატარა ოჯახი ... ეს სიახლე გუშინ ავტივრთე და წამეშალა რაღაც ხარვეზების გამო. მოაგვარა "ბოსმა" ყველაფერი და ახლა უკვე უსაფრთხოდ ჩაგიღუნღულეთ ეს ისტორიაც. შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით და იმედია მოგეწონებათ . ყველას ძალიან დიდი მადლობა , თქვენ არ იცით როგორ მაბედნიერებს თქვენი თითოეული კომენტარი ! იმედია გამიზიარებთ თქვენს აზრებს , ეს ჩემთვის დიდი მოტივია , რომ გაგანებივროთ ისტორიებით . ველოდები კომენტაებს . მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ და მ ა ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ თ ! ! ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.