შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

our hands 3


7-12-2015, 16:03
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 546

კლასში ხელჩაკიდებულები რომ შევედით ყველას მზერა ჩვენკენ იყო მოქცეული, მე ლოყები გამიხურდა, აშკარად ამიწითლდა ის კი ისე მიაბიჯებდა თითქოს არავინ უყურებდეს, ჩემს ადგილას დამსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა, მერე ყურთან მოიწია და ძალიან ჩუმად ძლივს გასაგონად ჩამჩურჩულა
-გამოვა**რეთ ყველა
-ჰმ.- თვალები გამიფართოვდა, სუ გაგიჟებულა
-აქედანაც თუ ასე წავალთ შოკში ჩვარდებიან
-არ გადამრიო.- თვალები დავუბრიცე და გამეცინა, მაშინვე ნუკა და ანუკი მოვიდნენ ჩემთან, ანუკი წარბაწეული მათვარიელებდა ნუკას თითი ჰქონდა მიდებული ტუჩებზე, მე დაბნეული ვუყურებდი
-წამოგვყევი.- ანუკიმ ხელი გამაგლიჯა და ისე მიბრძანა თითქოს მისიაზე მივყავდი
-კაი.- კაბა გავისწორე და გავყევი მეც, საპირფარეშოში გამიყვანეს და კარი მოხურეს
-მოყეევიი.- აღტაცებულმა შემოკრა ტაში ნუკამ
-რა მოვყვე?
-უკვე ერთად ხართ?
-არა გოგო რა ერთად, გზაში შემხვდა
-და ხელი ჩაგკიდა?
-ჰო მერე რა.- მხრები ავიჩეჩე
-იცოდე ჩემი დაკვირვების ქვეშ ხარ.- სიცილით მითხრა ანუკიმ და თვალებიდან თითები გამოიქნია
-გიჟები ხართ და მეც მაგიჟებთ.

***

მე4 გაკვეთილი სპორტი გვქონდა და მეც დარბაზისკენ წავედი, შიგნით რო შევიხედე არავინ იყო, უკან გამოსვლას ვაპირებდი გიგა რო შემოვიდა და კარი ჩაკეტა
-რას აკეთებ?- თან გავიწიე რო გავსულიყავი
-მოიცა რა მოვლენ, თან შენ სახელზე ბურთი უნდა ჩავაგდო უყურე.- კალათთან ზურგშექცევით დადგა და ისროლა, მე ვხარხარებდი უკვე 5 ცდიდან ვერცერთი ვერ ჩააგდო
-კარგი გეყო ასეთ პატივშიც ნუ გყავარ.- მისკენ წავედი და ბურთი გავაგდებინე
-შანსი არა მოიცადე
-კარგი რა აღარ შემიძლია ამდენი სიცილი.- თან ისევ იმის ხელი მეჭირა, მაგრამ ვინ გისმემს ბურთი აიღო და ერთი ხელით ისროლა და ჰო საოცრება ჩააგდო, მე გაშტერებული ვიყავი ვერ ვიჯერებდი
-აეე, ხო გითხარი
-ვაა.- წარბი ავწიე და თავი გადავაქნიე
-მაგარი ვაარ რა.- თმა ამიჩეჩა და ისევ ბურთისკენ წავიდა, მე სკამზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი როგორ დარბოდა აქეთ-იქით როცა კლასის "ჭორიკნები" შემოვიდნენ, გამეცინა მათ დანახვაზე, ჩვენ რო ვიყავით მარტო და "შემოგვისწრეს"
-არა რაა ჰო გეუბნეოდი.- თავისი მკვლელი ხმით ჩაილაპარაკა ნუკამ და გვერდში მომიჯდა
- ვაიმე გადამრევთ თქვენ რა, სად იყავით ?
-გულიკომ მაღაზიაში გაგვაგზავნა
-გეთქვათ მერე ჩემთვისსაც, ან დანარჩენები სად არიან?
-რავი ვერ გიპოვეთ და დანარჩენები, კარი რო ნახეს დახურული ეგონათ მასწი არ არისო და კლასში უცდიან მასწავლებელს.

***

სკოლიდან წამოსვლისას ისევ ხელი მომკიდა გიგამ მაგრამ, უკვე ზედმეტები მოსდიოდა და ხელი გავაშვებინე, ნაუშნიკები ამოვიღე და ყურებში "გავიჩხირე" მან ჩამომაცალა და შეკრული წარბებით გამომხედა
-რა მოგივიდა?
-არაფერი, უბრალოდ ზედმეტები მოგდის უკვე, ბავშვები სხვანაირად ხედავენ ამას
-და არ გკიდია მერე?
-არა გიგა არ
-მე და რაც გონიათ ეგონოთ
-და მე რა ვქნა?
-შენც რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ეგ ხელი ჩემია, და მე მეჭირება სულ
-შენი არა და გამიშვი
-მინდა და არის
-არ არის.- უკვე გაცეცხლებული ვიყავი, როგორ შეეძლო ამ დონემდე ადამიანისთვი ნერვების მოშლა
-აუ რაზე მეკამათები, ეგ ხელი კი არა თუ მოვინდომებ სულ ჩემი იქნები
-ვერ ვიტან თავის თავში დარწმუნებულ იდიოტებს.
-მაგასაც ვნახავთ, რას ვერ იტან და რას იტან.- ხელი გამიშვა და ჩემზე წინ წავიდა ისე რომ აღარ მოუხედია, მე ბოღმა მახრჩობდა როგორ ვერ მოვიფიქრე ისეთი რამის თქმა რომ ბოლო სიტყვები ჩემი ყოფილიყო, მთელი გზა ნერვიულად ვათამაშებდი თითებს, სახლში მივედი თუ არა ოთახში შევიკეტე, ლოგინზე დავემხე და ვცდილობდი სხვა რამეზე მეფიქრა, მერე გამახსენდა რომ ფიზიკაზე ვიყავი წასასვლელი, წამოვდექი გამოვიცვალე და ისევ სახლიდან შორს წავედი, ისე მენატრებოდა უკვე სახლი ჯერ რაღაც დღეებია რაც ცალკე დავიწყე მომზადება და უკვე დავიღალე, ავტობუსის ფანჯრიდან დავინახე, გიგა ერთი მისი ძმაკაცი და ვირაც გოგო გიგაზე იყო "მიწებებლი" კიდე კაი მან ვერ შემამჩნია, უკვე ეჭვიანობაც დამიწყია, ხვალ ერთი მისი სიტყვის გაგონებაზეც ალბათ ყველაფერს თავზე დავამხობდი...


***
დილით დაგვიანებით შევედი გაკვეთილზე, გიგა არ იყო და თითქოს გულიც დამწყდა ვეცადე არაფერი შემჩნეოდა, ჩემი ადგილი დავიკავე და მასწავლებელს ფილოსოფოსის მზერით გავხედე ვითომ მაინტერესებდა და ვუსმენდი... მაინტერესებდა აგვიანებდა თუ არა ის ვირი, ან საერთოდ ვინ იყო გუშინ ის გოგო, ან მე რატო მექცეოდა ვითომ ასე, ვერაფერს ვერ ვიგებდი
-წიკლაური
-გისმენთ მას?
-რა გჭირს ამდენი ხანია უკანა მერხიდან გეძაიან
-რა ვინ?- უკან გავიხედე და გიგა იჯდა
-რა არის?
-ორი კალამი გაქვს?
-კი.- მივაწოდე და ისევ ხელი მომკიდა ხელზე
-დღეს თბილი გავქს
-შენ ცივი.- ზურგი ვაქციე და ისევ იმ მდგომარეობაში დავიწყე მასწავლებლის მიმართულებით ყურება.


-აჰა ესეც შემდეგი, იმედია მოგწონთ ?
-მიყვარხართ <3



№1  offline წევრი cancara

კაია გააგრძელე

 


№2  offline მოდერი X.G

აუ გაზარდე რა თავები ძან მომწონს და ველი შემდეგ თავს წარმატებები

 


№3  offline წევრი LoNdA DM

აუ ძალიან მომწონს, საყვარლები არიან. ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent