სიყვარული მარადიულია 2
მიპასუხია.სახლში მალევე მივედით.გამოვიცვალე,ვისადილე და ,,ფეისბუქზე’’ შევედი.უცებ დემეტრე გამახსენდა და გამეღიმა.საძიებელში დემეტრე ყიფშიძე ჩავწერე და მალევე ვიპოვე ასეთი სახელით აქაუნთი.ფოტოები გადავათვალვიერე და კიდევ ერთხელ გავიკრიჭე.არ დავლოდებივარ როდის გამომიგზავნიდა მეგობრობას,სადაცაა უნდა გამეგზავნა მეგობრობა რომ მესიჯი მომივიდა.დემეტრე ყიფშიძისგან იყო.გამიკვირდა და თან გამიხარდა. -ჰე აღარ გამოგზავნი მეგობრობას?თუ დადნი ჩემი ფოტოების ნახვაში?-ოღონდ ეს არა! ანუ ვიზიტორები აქვს დაყენებული? - ვიზიტორები? - ჰო,გამომადგა ახლა. -ჰო... - რას შვრები? - ვისვენებ შენ? - ულამაზეს გოგოს ვწერ. - ეს ახალი ხერხია გოგოს ,,დასაკერად’’?-ჩემს ჟარგონულ ნათქვამზე გამეცინა. - ვინმემ თქვა რომ შენ გიგულისხმე?-გაკვირვებული სმაილი მოაყოლა ბოლოს.შევრცხვი,ვერაფერი მივწერე.შემდეგ ძალები მოვიკრიბე და გავუგზავნე. -კარგი,წავედი. - ჰეი!ხვალ ვახშამი არ დაგავიწყდეს-მომწერა გასვლამდე. -უი,ახლა გამახსენდა.მოვემზადები-განა რა დამავიწყებდა,უბრალოდ არ ვიცი რატომ მივწერე. - წინასწარ მომზადება არაა საჭირო,უბრალო ვახშამია პაემანი კი არა-სიცილის სმაილები მიაყოლა ბოლოს.ნერვები მომეშალა არ მეგონა ესეც თუ თინეიჯერი ბავშვებივით დაიწყებდა ,,ჩხუბს’’ ან კამათს.რაც ჰქვია. - პაემანი საერთოდ რა შუაშია?უბრალოდ იქ შენნაირი იდიოტები არ იქნებიან და დააკვირდებიან ადამიანს როგორ გამოიყურება.მე კიდე არ მსურს რომ იფიქრონ შენნაირი ჭკუანაკლულის ახლობელი ვარ. -მგონი გადიოდი-მეგონა კიდევ ერთხელ დამგესლავდა თუმცა შევცდი.მაშინვე გამოვედი ქსელიდან და ანანოს დავურეკე.ცოტახანაი ვილაპარაკეთ,მერე შევთანხმდით რომ დათასთან ერთად სასეირნოდ წავიდოდით და დავამთავრეთ საუბარი.საათი ჯერ კიდევ ოთხი იყო.ტელეფონი ტუმბოზე დავდე და დაძინება გადავწყვიტე თუმცა ვინ გაცადა.უცხო ნომრიდან იყო მესიჯი.გავხსენი და გაკვირვება გამომესახა სახეზე. - პაწუკ რას შვრები? - რომელი ხარ? - ოჰ,რა მალე დაგავიწყდი.დემეტრიუსი გახლავართ. - ჩემი ნომერი საიდან გაქვს? - ფეისბუქზე არ უნდა შეიყვანო შენი ნომერი,ხოლმე. - გასაგებია. - დღეს გავისეირნოთ? - არა-ვუთხარი და ტელეფონი გადავდე. - რატომ? -იმიტომ.ნახვამდის მეჩქარება. -კაი,სადარბაზოსთან დაგელოდები 6 საათზე. - არ მინდა მეთქი!-ძალიან გავბრაზდი.6ზე დათასთან და ანანოსთან ერთად მივდიოდი. - დაგელოდები. - ტყუილად გაირჯები. -რატომ? -მეგობრებთან ერთად უნდა გავისეირნო-მივწერე და ძალიან გაბრაზებულმა ტელეფონი გამოვრთე.მერე კი მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.როცა გავიღვიძე საათი უკვე ექვსის ნახევარი იყო.შავი შარვალი და თეთრი მაისური ჩავიცვი წარწერით ,,No boyfriend,no problem!’’.მოკლე ნაცრისფერი მანტო მოვიცვი და ტელეფონი ავიღე.ნუცას და დედას დავემშვიდობე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე.ანანო იქ მელოდებოდა.ვაკოცე და გვერდით დავუდექი.დათა იგვიანებდა. - აუ სადაა ამდენი ხანი უფ-წუწუნი დავიწყე თუმცა მალე ჩემი ხმა მანქანის სწრაფმა და ხმაურიანმა დამუხრუჭამ გადაფარა.მინები დაბურული იყო ამიტომ მძღოლს ვერ ვხედავდი.მალე კარიც გაიღო და იქიდან თვით დემეტრე ყიფშიძე გადმოვიდა.გული ამიჩქარდა როცა ჩვენსკენ წამოვიდა. - მგონი თქვენი დაქალი იგვიანებს-გაიღიმა და ანანოს ხელი გაუწოდა. - დაქალი არაა,ძმაკაცია-ალმაცერად შეხედა ანანომ და მისი თლილი თითები დემეტრეს ხელს შეაგება. - დემეტრე ყიფშიძე. - ანანო ბასილაძე. - სასიამოვნოა შენი გაცნობა ანანო-სახელი მკვეთრად გამოყო-ჩემთვისაც-გაუღიმა ანანომ და მე შემომხედა. - აქ რატომ მოხვედი?გასაგებად ვერ გითხარი?-მკაცრად ვუთხარი დემეტრეს. - არა,არ გეთანხმები-ცალყბად გაიღიმა და მაისურზე დამხედა. - რაა?-გამიკვრიდა.მერე მაისურს დავხედე და გამეცინა. - ჰო?ჩემთვის პრობლემაა.რა საჭიროა ზედმეტი ტვირთი?!-ცალი წარბი ავუწიე და ხელი ანანოს გადავხვიე რომელიც აშკარად ძალიან დაინტერესდა ჩვენი ურთიერთობით. - ზედმეტი ტვირთი არაა...-სიტყვა ვერ დაასრულა დემეტრემ,გვერდით დათა დამიდგა და ჩამეხუტა. - რა ხდება?-გაკვირვებული სახით შეხედა ჯერ დემეტრეს და მერე მე. -არაფე...-სიტყვა შემაწყვეტინა დემეტრემ. -გამარჯობა,მე კატოს მეგობარი ვარ.დღეს აშკარად თქვენთან ერთად მომიწევს გასეირნება რადგან კატოს არ გაუფრთხილებია სხვებიც თუ დაგვესწრებოდნენ-ეშმაკურად გაიღიმა და მე შემომხედა.გაკვირვებისგან ვერაფერს ვერ ვამბობდი. - კატუს შეყვარებული გყავს და მიმალავ?არ გეკადრება ეს შენ-ყურში ჩამჩურჩულა დათამ და ,,დამტუქსა’’.უნდა მეთქვა არაა ჩემი შეყვარებული თქო მაგრამ ხელი რაღაცამ შემიშალა.ამის შემდეგ დათა შეტრიალდა დემეტრესკენ და ხელი გაუწოდა. - დათა თეთრაშვილი -დემეტრე ყიფშიძე-ერთმანეთი გაიცნეს და სასეირნოდ წასვლა ბულვარში გადავწყვიტეთ.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.ისევ მე ვარჩიე ლაპარაკის დაწყება. - არ გეგონოთ მე და დემეტრე შეყვარებულები-გამეცინა და მოვუყევი თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი. - ექიმმა რაო?-მაშინვე მკითხა დათამ. -ხვალ იქნება ანალიზები. - ხვალ მე წაგიყვან,ერთად ვნახავთ ანალიზებსაც და ერთადვე დავბრუნდებით სახლში- გამიღიმა დათამ. - კარგი.ლუკაზე უნდა დაგელაპარაკოთ თქვენ ორს-ვუთხარი დათას და ანანოს და ხელმკლავი გავუკეთე ანანოს. -რაა?ლუკა?რა მოხდა?გამოჩნდა ანუ უკვე შენს ცხოვრებაში.ხომ ვამბობდი,ადრე თუ გვიან მოვა თქვენთან თქო-სწრაფად მითხრა ანანომ თავისი აზრი და გამიღიმა. - ლუკა ვინაა?-აქამდე ჩუმად მყოფმა დემეტრემ ხმა ამოიღო.უნდა მეთქვა ძმაა თქო მაგრამ ტელეფონმა დარეკა.ლუკა იყო.ვუპასუხე და გვერდით გავედი. - ხო ლუკ-ვუპასუხე და გავიღიმე თითქოს დაინახავდა. -აუ სინდისი მქენჯნის.უნდა შეგხვდე ახლავე-სწრაფად თქვა ლუკამ. - რა ხდება?ბულვარში ვარ და გამოდი-მანაც სწრაფად გამითიშა ტელეფონი. - რა უნდოდა?-მკითხა დემეტრემ როგორც კი დავბრუნდი. - ლუკას?არაფერი,მოვა აქ-გაყინული ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და თავი დაბლა დავხარე. -გცივა? - არა,ისეთი სიცხეა კონდენციონერი მჭირდება-ჩავიბუტბუტე ჩემთვის და გზა გავაგრძელე. -შენ რომ არ დაიგესლო ისე არ შეგიძლია მგონი,ხო?-მითხრა და ახლოს მოიწია.ხელი მხრებზე შემომხვია და მისი დიდი ტორების ქვეშ მომიმწყვდია. - დამანებე თავი.საერთოდ რატომ წამოდი აქ გასასეირნებლად?მე შემოგთავაზე?-გაბრაზებულმა მივაყარე და შევტრიალდი. - არა,ანანო მომეწონა და მასთან დასაახლოებლად ვარ აქ-გამიღიმა-არ უთხრა,ჰო?-ამის გაგონებაზე არ ვიცი რა დამემართა,ბიჭის მიმართ სიმპატიები მქონდა,მას კი თურმე ჩემი საუკეთესო მეგობარი მოწონს.გავიქარწ.... ფიქრები თავიდან და დემეტრეს გავუღიმე-მერე დროზე გეთქვა.არ ვეტყვი ნუ ღელავ. - ჯიგარი ხარ-გაიცინა. - ეჰ,ეს ჟარგონები-ჩავიბურტყუნე ჩემთვის და გზა გავაგრძელე.მალე ლუკაც მოვიდა. - ჩემი პატარა როგორაა?-მომიახლოვდა ლუკა და დემეტრეს ხელი ააღებინა ჩემი მხრებიდან.თვითონ შემომეხვია და თმებზე მომეფერა. - კარგად,შენ როგორ ხარ?-ხელები ზურგზე შემოვხვიე და გავუღიმე. - საშინლად,წამოდი რა იქით ვილაპარაკოთ-მითხრა შეწუხებული ხმთ და იქ მყოფებს გადახედა. - გამარჯობა ხალხი-გაუცინა მათ,ხელი ჩამკიდა და საპირისპირო მიმართულებით წამიყვანა. - რაზე წუხხარ ასე,ახლა მაინც მეტყვი?-ვუთხარი და სკამისკენ ვუბიძგე.დავსხედით და დაველოდე როდის დაიწყებდა საუბარს. - დილით ცუდად გამომივიდა,ნუცაზე ნერვებმოშლილი შენ მიგატოვე შუა ქუჩაში.მერე მითხრეს,გული წაგსვლია და საავადმყოფოში ყოფილხარ.მართლა ძალიან ვწუხვარ-შემომხედა და გამიღიმა. -კარგი,არაუშავს.მეც ვერ ავიტანდი მსგავს საქციელს.ნუცას მაგივრად ბოდიშს გიხდი-ლოყაზე ვაკოცე და საწყის პოზიციას დავუბრუნდი.საიდანღაც მზერას ვგრძნობდი თუმცა არ ვიმჩნევდი.ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ და მერე დავუბრუნდით მეგობრებს.გასეირნების შემდეგ მაკდონალდსში შევედით. მივირთვით და ჩემივე სურვილით სახლშში წავედით. - სამსახური მაქვს ხვალ დილას და რაღაც საბუთებს უნდა გადავხედო-თქო.გასეირნების განმავლობაში დემეტრეს ვაკვირდებოდი ხოლმე.დიდად ანანოს მიმართ არ იჩენდა ყურადღებას.მე და ლუკას გვაკვირდებოდა.მეც მეღიმებოდა მის ქცევაზე და არ ვიმჩნევდი.სახლში მისულს უკვე თერთმეტი საათი გამხდომოდა.გამოვიცვალე,პენუარი ჩავიცვი და საწოლში დავწექი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.