შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა... (7)


7-12-2015, 17:46
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 228

ცოტახანს მიყურა თვალებში,შემდეგ გაეცინა და ყავა მოსვა,თავი უხერხულად ვიგრძენი,ასეთი თვალებით არასოდეს შემოუხედავს,ახლა ისე მიყურებდა როგორც გოგოს და არა როგორც დას. ორივენი ვდუმდით,სათქმელი იმდენი მქონდა პირი რომ დამეღო დილამდე არ გავჩუმდებოდი,თუმცა ამჯერად ვდუმდი,ვიცოდი ჩემი სიტყვებით გულს უარესად ვატკენდი და გაჩუმება ვარჩიე,ვგრძნობდი თვითონაც უნდოდა თავის გრძნობებზე ღიად ლაპარაკი,მაგრამ ისიც კარგად იცოდა,რომ ამით შესაძლოა დავეკარგე.
-ასე რატო მიყურებ?-უაზროდ ვკითხე
-გიყურებ და ვხვდები რო უშენოდ ნახევარი ვარ
-ვაიმე ჩემი დეგენერატი-გამეცინა
-ნუკა მირეკავს-ტელეფონს დახედა და გაეღიმა
მომეჩვენა რომ ცოტა უხეშად ელაპარაკა,რთულია გიყვარდეს სხვა და სხვას ხვდებოდე და უღიმოდე,იქნებ მომხდარიყო სასწაული და შეყვარებოდა ნუკა?მაგრამ ისიც არ მინდოდა მასთან უბედური ყოფილიყო და ჩემს დასავიწყებლად გამოეყენებინა. და იქნებ მეც მინდა მასთან ყოფნა? რატომ არასოდეს არ ვფიქრობდი ამ თემაზე? იქნებ მეცადა? არა! არა! და არა! ღმერთო რა სისულელეებს ვბოდავ! რას იტყვის ეკა და გია? ან თამრიკო დეიდა? გაგიჟდებიან.თანაც გიო საერთოდ გადაკრულადაც კი არ მელაპარაკება სიყვარულზე და იქნებ ყველა ცდება და სულაც არ ვუყვარვარ ისე როგორც მათ ჰგონიათ?
-წამო გაგაცნობ-ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია
-სადაა?
-აბაშიძეძეა, კანაპეში
გავუღიმე და უხმოდ გავყევი უკან.ვიცოდი ნუკა როგორიც იყო ფიზიკურად,შეიძლება ითქვას რომ მჯობდა კიდეც,თუმცა ცოტა ტრიპაჩი იყო. კაფეში შევედით და მომღიმარი ნუკა დავინახეთ,გიოს შემოაფრინდა,აშკარა იყო რომ ჩემს ბიჭზე ყურებამდე იყო შეყვარებული.გავუღიმე და მათ წი დავჯექი
-ანუკი! ანუ შენ ხარ ის ცნობილი ანუკი გიოს რომ ეკეტება?-გაღიმებულმა მომახალა
-ხო რავიცი-გავიკრიჭე
-გაიცანით ერთმანეთი-გაეცინა გიოსაც
-ძალიან მინდოდა შენი გაცნობა
-მეც ნუკა,იმედია ჩვენს სამეგობროსაც მალე გაიცნობ-გიოს გადავხედე
-ბიჭებს უკვე ვიცნობ,ნინოს დინას და თაკოს ჯერ არა.
მოკლედ ძალიან ბევრი იტიტინა,ბოლოს თავი ამტკივდა,გიოსაც ეტყობოდა,რომ არც მას სიამოვნებდა დიდად მისი ტიტინი. მარტო დაგტოვებთთქო და წამოვედი.რა ვიგრძენი? საერთოდ არაფერი,უბრალოდ ცოტა ეგოიზმი დამეუფლა როცა გიოს ჩაეხუტა. სახლში გაყინული შევედი,არავინ იყო,ჩაიდანი შევაერთე და კარადიდან ჩაის ჭიქა გადმოვიღე.ფანჯარასთან დავჯექი და რაფაზე იდაყვებით დავეყრდენი,ანძა ისე ლამაზად იყო გადათეთრებული რომ მისი ყურება არასოდეს მომბეზრდებოდა.
ყველაფერი ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა,ისევ ვაგრძელებდით ყველანი როგორც დაიწყო.ნუკა ჩვენს სასტავში ხშირად იყოხოლმე,გიოს დიდ ბედნიერებას ვერ ვატყობდი. აშკარა იყო არ უყვარდა ეს გოგო,ან რა შესაყვარებელი იყო სულ თავის თავზე ლაპარაკობდა და თავის უჭკუო დაქალებზე. გიო გვერდზე მომიჯდა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია
-რა იყო?-გაღიმებულმა გავხედე
-არაფერი,ისე-მანაც გამიღიმა და თავი მხარზე დამადო ადრე როგორც იცოდა ხოლმე
ცოტა დავიძაბე ნუკამ არაფერი მესროლოსთქო,თუმცა მშვიდად იყო,ადრეც ჰქონდა გიოს ნათქვამი,რომ ნუკასთვის ახნილი მაქვს შენ ჩემთვის ვინ ხარო. წელს გადავწყვიტეთ ბაკურიანში წავსულიყავით,ნუკამ მე არ გამომიშვებენო და გიოს აუჩემა შენც ჩემთან დარჩიო,მაგრამ ლოლაძემ ისეთი თვალებით გახედა სიცილი ძლივს შევიკავე,თვალებით მოკლა საწყალი გოგო.ვერ ვხვდებოდი თუ არ უყვარდა მასთან რატომ ჩერდებოდა უარესი არაა სხვას მოეხვიო და აკოცო როცა სხვა გიყვარს? ჩემი აზრით ეს ხერხი უარესად აყენებდა ადამიანს ტკივილს.ნუკა გაბრაზებული გავარდა გარეთ,თუმცა გიოს ისევ მშვიდად იჯდა ჩემს გვერდით და არც კი განძრეულა
-როგორ იქცევი?-ნერვები მომეშალა და ხელი გამოვგლიჯე
-შენ ნუ ერევი
-რას ქვია ნუ ვერევი? როგორ ექცევი გოგოს? თუ არ გიყვარს შეეშვი ბავშე, კისერზე ხო არ გეკიდება?
-ხო გითხარი ნუ ერევითქო? გადაუვლის და მოვა ისევ ნუ გეშინია-მშვიდად განაგრძობდა ისევ
-გიო,ეგ გოგო გიყვარს?-სრული სერიოზულობით ვკითხე
-არა
-აბა რატო ხარ მასთან? რატო ატყუებ?
-ვინ გითხრა რო ვატყუებ? თვითონაც იცის რო არ მიყვარს და ვაბშე ამ თემაზე აღარ მებაზრო რა-სიგარეტს წაუკიდა
-არ მესმის რა ესეთი ადამიანების,თუ არ გიყვარს მაშინ რატო ხარ მის გვერდით ან ასე რატო ექცევი რა დააშავა ახლა ისეთი? ისიც კი არიკადრე რო უკან გაყოლოდი
-აი მირეკავს-ხომ გეუბნებოდიოს სახით გადმომხედა
ხმა აღარ ამოვიღე,აივანზე გავიდა რომ დალაპარაკებოდა,ყველა მე მიყურებდა,გეგონებოდათ რამე დავაშავეო
-ეგოისტი ხარ შენ თავს გეფიცები-თითი დამიქნია ლევანმა
-რას მერჩი?
-ტიპს შენზე ეკეტება იცი და მაინც სხვისკენ ექაჩები?
-კარგი რა ლეო,შენ მაინც ხო იცი ცემი დამოკიდებულება? შენ კი არა ყველამ კარგად იცით რასაც ვფიქრობ ამ თემაზე,აბა რომელიმემ წარმოიდგინეთ ჩემი თავი თქვენს ადგილას!
-კაი და ახლა შენ წარმოიდგინე თავი გიოს ადგილას-ირაკლიც ჩემს წინააღმდეგ იყო
-ვაიმე რა ვქნა?-შევიცხადე
-რა ქნა და შანსი უნდა მისცე-სიბრძნე დააბრეხვა ლევანმა და გოგონებიც მას დაემოწმნენ
-თქვენ ხო არ გაკლიათ?! რა შანსი ტიპს არც კი უთქვამს მიყვარხარო
-და რო გითხრას?-გაეცინა ირაკლის
-მაგრად გაკლიათ რა! ხმა აღარ ამოიღოთ საერთოდ არცერთმა-ქურთუკს ხელი დავავლე და წამოვედი გაბრაზებული. როგორ შეეძლოთ იმის წარმოდგენაც კი რომ გიოს სხვა თვალით შევხედავდი.როგორ დამრალა ამ ფაქტმა უკვე.გიო არაფერს მეუბნებოდა და ესენი მაქეზებდნენ.მალე გამოცდები მეწყებოდა,ახლა სულ არ მეცალა ამისთვის.კონსპექტები ავიღე და სწავლას შევუდექი,შემომაღამდა კიდეც.გიო აღარ გამოჩენილა.ცოტა კი მეუცნაურა,მაგრამ ვიფიქრე ალბათ გაბრაზდა ჩემზე დღესთქო და არც მე შევხმიანებივარ.დაწოლას ვაპირებდი ტელეფონმა რომ დარეკა
-ხო ნინო
-სადხარ ანა?
-სახლში,რა მოხდა?
-ახლა იცოდე არ გაგიჟდე და არ გადაირიო
-გოგო რა ხდება? რატო უნდა გავგიჟდე?
-გიო ავარიაში მოყვა
-რა?-სუნთქვაც კი დამავიწყდა-რა ავარია გოგო? ახლა როგორააა?-სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი
-საავადმყოფოშია,რესპუბლიკურში გადაუყვანიათ,მიდი გამოდი ჩვენც ახლა გავდივართ.
სწრაფად ჩავიცვი ქურთუკი და კიბეები სულ ქოშინით ჩავირბინე,იმის წარმოდგენაც რომ გიოს შესაძლოა რამე დმაართვნოდა სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის.ყველაზე მეტად კი იმის წარმოდგენა მტკიოდა რომ ვერასოდეს ვეღარ მენახა. ბიჭები უკვე საავადმყოფოში იყვნენ ჩვენც ტაქსი გავაჩერეთ და წავედით.ლევანს და ირაკლის ისეთი სახეები ჰქონდათ გეგონებოდა მოკვდაო უკვე.
-როგორაა?-ტირილით მივვარდი იკას
-დამშვიდდით,ოპერაციას უკეთებენ
-რა მოხდა სად დაიმტვრა კი მარა?
-სანდროს მანქანით წასულან მცხეთაში და იქ აილეწნენ
-გააფრენს თამრიკო-ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან
როგორც იქნა მშვიდობით დასრულდა ოპერაცია და პალატაშიც გადაიყვანეს,ამოვისუნთქე.მთელი ვერა იყო მგონი მოსული.მასთან მხოლოდ ტამრიკო დეიდა შეუშვეს ისიც 5 წუთით.ძლიერი ბიჭიაო ექიმმა და ადვილად გადაიტანსო,გულზე მომეშვა.ცოტახანში ნუკა და თავისი დაქალებიც მოვიდნენ.აცრემლებული მომარდა
-როგორაა?
-კარგადაა დაწყნარდი
-ცემი ბრალია რა,რომ არ მეჩხუბა გუშინ არც მცხეთაში არ წავიდოდა
-შენ რა შუაში ხარ,სანდროს ბავშვის ნათლობა იყო-კინაღამ გამეცინა
-მართლა? კარგი და როგორ არის?-აშკარად გაუტყდა რაც ვუთხარი



№1  offline წევრი Psycopath13

ეხლა წავიკითხე სუყველა თავი და ძალიან მომეწონა.ვკითხულობდი და საერთოდ არ დავღლილვარ,პირიქით რაც უფრო მეტს ვკითხულობდი მით უფრო შევდიოდი აზარტში და სიამოვნებას ვიღებდ.
მოკმლედ რაა ძალიან მაგარი ხარ და მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს.

 


№2  offline მოდერი Anye-Any

Psycopath13
ეხლა წავიკითხე სუყველა თავი და ძალიან მომეწონა.ვკითხულობდი და საერთოდ არ დავღლილვარ,პირიქით რაც უფრო მეტს ვკითხულობდი მით უფრო შევდიოდი აზარტში და სიამოვნებას ვიღებდ.
მოკმლედ რაა ძალიან მაგარი ხარ და მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს.


დიდი მადლობა ჩემო კარგო,მიხარია თუ მოგეწონა <3 :*

 


№3  offline წევრი LoNdA DM

მომწონს, მაგარია და ველოდები შემდეგ თავს. wink

 


№4 სტუმარი P.T

Dges Dade Ra gtxoov ds cota gaadide dzaan sainteresod vitardeba movlenebi.magari gogo xar dzaan

 


№5 სტუმარი Tox IKo))

შენ რა შუაში ხარ, სანდროს ბავშვის ნათლობა იყო lol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent