შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ მიყვარხარ! (1)


23-10-2015, 21:05
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 765

მატერიალისტი არასოდეს ვყოფილვარ,მიუხედავად იმისა,რომ ჩემს მშობლებს ბევრი ფული და გვალენა ჰქონდათ ამით არასოდეს მიტრაბახია,ყოველთვის ვცდილობდი ადამიანში ადამიანობა დამეფასებინა და არა მისი სოციალური მდგომარეობა.ორი ძმა მყავს,ისინი სრულიად განსხვავდებიან ჩემგან,ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ და უკვე იმდენი რამ გამოვიარე რომ ამ ასაკისთვის მგონი მეტისმეტია,მშობლების გაუთავებელი ჩხუბი,იმ დონემდეც მიდიოდა საქმე რომ ერთმანეთს ხელითაც კი ეხებოდნენ,ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებდა ჩემზე,საზოგადოებაში გავიდოდნენ და ისე იქცეოდნენ ვითომც არაფერიო. ორივე ძალიან მიყვარდა,ჩემთვის ორივე არაჩვეულებრივი მშობელი იყო,მაგრამ ფაქტი ისაა,რომ ერთმანეთს ვერ უგებენ,ბევჯერ ვთხოვე დაცილებულიყვნენ,მაგრამ ხალხი რას იტყვის თავი მოგვეჭრებაო სულ ამას გაიძახოდნენ.ყველაზე ნაკლებად ხალხის აზრი მაინტერესებდა, ყოველთვის იმას ვამბობ და ვაკეთებ რაც მე მიმაჩნია სწორად.
-ელენე,დროა უკვე,იქნებ იკდრო და ჩამოხვიდე?-ოთახის კარები შემოაღო დედამ
-მოვდივარ დედა-გავუღიმე და სარკეს მივაშტერდი ისევ
მეუბნებოდნენ,რომ ოდრი ჰეპბერნს ვგავავდი,თუმცა მე დიდ მსგავსებას ვერ ვხედავდი,დღეს მამაჩემის კომპანიის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ,რა თქმა უნდა ამ წვეულებაზე მეც უნდა ვყოფილიყავი. ელეგანტურად გამოვეწყე და ქვემოთ ჩავედი,სტუმრებს თავაზიანად გავუღიმე.საბედნიეროდ ჩემი 5 განუყრელი მეგობარიც აქ იყო და ზუსტად ვიცოდი წვეულება არც ისე მოსაწყენი იქნებოდა მათ გარემოცვაში.
-ვოუ! როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ ელენე!-ხელი გამომიწოდა გიორგიმ და დამატრიალა
-მადლობა,შენც ძალიან სიმპატიური ხარ-გავუღიმე
-ცოტახანს დავრჩეთ და მერე კლუბში წავიდეთ თორემ აქ დიდხანს გამჩერებელი არ ვარ-მობეზრებულმა თქვა ნუკამ და გადმოგვხედა
-ეს რა წუწუნაა რა! აქ ჩვენი მშობლების ხათრით ვართ თორემ ვის უნდოდოა წამოსვლა?-ჩაერია მაგდა
-სულ როგორ უნდა წუწუნებდეს ეს?-ლოყაზე უჩქმიტა ნუკას ლევანმა
-შენი ძმები სად არიან?-გარემო მოათვალიერა გიორგიმ და ჯიბეებში ხელები ჩაიწყო
-აქ იქნებიან სადმე,ხომ იცი ეგენი მამას იმედებს არ გაუცრუებენ-გამეცინა
-რა თქმა უნდა სასახელო ვაჟკაცები არიან-ომახიანად მიპასუხა და მასაც გაეცინა
ზურა და ნიკო მართლაც,რომ ქართველი ვაჟკაცები იყვნენ,მამუკას ახვლედიანის სასახელო ბიჭები. მე რომ დავიბადე ზუკა 10 ის იყო ნიკო კი 8 წლის. ორივე ძალიან მიფრთხილდება,მათ გარეშე ცხოვრება ვერც მე წარმომიდგენია. მამასთან მივედი რომ მიმელოცა
-მამიკო,გილოცავ-გავუღიმე და მოვეხვიე
-ჩემი სიამაყე! ჩემი თვალის ჩინი მოსულა!
-რამხელა გოგო გაზრდილა!-მომეხვია მამას მეგობარი გია
-მართლაც!-დაეთანხმა მისი ცოლიც
დიდხანს ვიდექი და ვუსმენდი მათ ქებას,სულ გაკრეჭილი ვიდექი და თავს ვაქნევდი და მადლობებს ვიხდიდი,როგორც იქნა ჩემი მშველელი ნუკაც გამოჩნდა
-ვაიმე,დაანებეთ მამა ამ გოგოს თავი რა!-ხელი მომკიდა და გამომიყვანა
-სირცხვილია გოგო-გავუჯავრდი,გია ნუკას მამა იყო
-სირცხვილი არა ის კიდე! რაო იმ წუნკალმა?-წუნკალში თავისი დედინაცვალი მადონა იგულისხმა
-არაფერი,რა უნდა ეთქვა?
-უხ როგორ მეჯავრება რა!
-მაინც ვერ ვხვდები რა დაგიშავა მადონამ?-თავი გავაქნიე
-გყავდეს შენ დედინაცვალი და მიხვდები მერე!-გაბრაზდა
ბავშვებთან მივედით,პატარა მრგვალი მაგიდის ირგვლივ შემოკრებილიყვნენ და რაღაც თემას განიხილავდნენ
-რაზე იცინით?-იკითხა ნუკამ
-აუ იმას ნახე რა აცვია-პირზე ხელი აიფარა ლიზამ
-კარგი რა პონტია,რაც აქვს ის აცვია-გავხედე მათი დაცინვის ობიექტს
-უიმე ეს ხო დედატერეზა გვყავს რა!-ხელი აიქნია ნუკამ
-დედატერეზობა რა შუაშია? უბრალოდ არ მიყვარს სხვას რომ დასცინით
-დასაცინია და იმიტომ დავცინით-დაემოწმა ლიზაც
-მოკლედ რა! კარგით რაზე ჩხუბობთ-სიტუაციის განმუხტვა სცადა გიორგიმ
წვეულება ჩვეულ რიტმში მიმდინარეობდა,ყველა თავის პონტში ერთობოდა, ზურა და ნიკოც გამოჩნდნენ
-ჩემი ოდრი!-ლოყაზე მაკოცა ზურამ
-სად იყავით აქამდე?
-საქმე გვქონდა-თვალი ჩამიკრა ნიკომ
-თქვენ და თქვენი საქმეები-გამეცინა
12ის მერე კლუბში წამოვედით,ისე დავიღალე არაფრის თავი არ მქონდა.
-ელენე,იქით გაიხედე,ოღონდ არ შეიმჩნიო-ჩამჩურჩულა ნუკამ
-რა ხდება?
-გოგო არ შეიმჩნიომეთქი, დადიანი გიყურებს მთელი საღამოა-სიცილით მითხრა
-ვინ?-გამეცინა-ეგ ვინაა?
-აუ რა შტერი მყავხარ რა! ლუკა დადიანი როგორ არიცი გოგო?
-არვიცი ნუკა რა მოხდა მერე
-მამაჩვენის პარტნიორის შვილია
-მერე რა?
-ვაიმე თავს ომაკვლევინებ შენ მე! რას ქვია მერე რა? გაიხედე აბა მაგაზე სიმპატიურს ვინმეს ხედავ?-თვალები გადაატრიალა
-კი,ლევანს და გიორგის!-ენა გამოვუყავი
დადიანი მართლაც მიყურებდა,ვერ ვიტყვი,რომ ნუკა მართალი არიყო,მართლაც რომ ძალიან სიმპატიური ბიჭი გახლდათ,თუმცა ცოტა უხამსი კი მეჩვენა ისე მიყურებდა გეგონებოდათ რაიმე გემრიელი დესერტი ვყოფილიყავი. თავის ტკივილმა ბოლო მომიღო და გიორგის ვთხოვე სახლში წამოვეყვანე.ლელა და ზურა ისევ ჩხუბობდნენ როგორც ყოველთვის,მათი მოსმენის თავი არ მქონდა და მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე. წამალი დავლიე და დილამდე გაგუდულს მეძინა.უნივერსიტეტში წასვლის თავიც არ მქონდა.ხალათისამარა გამოვტანტალდი ვიღაც უცხო გოგოს წავაწყდი სახლში,რომელსაც ხელში ლანგარი ეჭირა
-გამარჯობათ ქალბატონო ელენე-თავდახრილი მომესალმა
-გამარჯობა,შენ ახალი ხარ?-მეც გავუღიმე
-კი,ცოტახნით ლია დეიდას შევცვლი
-უი,რა დაემართა?-შევწუხდი მის გამო,ძალიან მიყვარდა ლია
-ქმარი ყავს ცუდად
-უი რასამბობ,ძალიან ცუდია,რა გქვია?
-ნინო მქვია
-ნინო,ამის მერე ქალბატონი ელენე კი არა ელენე დამიძახე კარგი? ტოლები ვართ და არაა საჭირო ოფიციალურობა
თავი დამიქნია და სამზარეულოში გავიდა.სახლში არავინ იყო,დივანზე წამოვწექი და ტელევიზორი ჩავრთე.საინტერესო არაფერი გადიოდა,თუმცა მაინც ვუყურებდი. გარეთ ძალიან ციოდა,ისე რომ ძვალსა და რბილში ატანდა. ისეთი ამინდი იყო ყველაფრის ხალისს დაგიკარგავდა. ნიკო მოვიდა და ისე გამიხარდა,რომ ზედ შევახტი
-ჩემო ტკბილო რატომ ხარ სახლში?-გამიღიმა
-ძალიან ცივა-ხალათი ჩავბღუჯნე
-რა ცივა გოგო აქ ცივა?
-აქ კი არა გარეთ ბიჭო
-ოჰ,თორემ შენც არ გიწევდეს ახლა ფეხით სიარული
-ეგ რა შუაშია,ცუდი ამინდი განწყობას მიფუჭებს
-ჩემი ცუნცულა,აუ მაგრად მშია რა გვაქვს?
-არვიცი,ნინოს ვკითხავ
-ნინო ვინაა?
-ლია დეიდას შემცვლელი,ჩვენი ახალი მზარეული
-კაი გოგოა?-თვალები ეშმაკურად აუციმციმდა
-არც კი იფიქრო-თვალები დავუბრიალე და თითი დავუქნიე
-კაი ჰო-გამიცინა ხელი გადამხვია და სამზარეულოში შევედით
ნინომ გემრიელად გვასადილა,კი უჯუჯუნა ნიკომ თვალები,მაგრამ ნინიკომ დააიგნორა
-გეყოფა-გადავჩურჩულე და აწითლებულ ნინოს გავხედე
საღამომდე ჩემთან დარჩა,მერე ნუკამ გამომიარა,დედაჩემიც მოვიდა ნინო ისე აათვალიერა საწყალი გოგო უარესად დააკომპლექსა.



№1  offline წევრი vighaca

Dzan kaia momewona gagrdzele

 


№2 სტუმარი nino

magaria male dade

 


№3 სტუმარი Me

ძალიან მაგარია გააგრძელე (Y)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent