შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 7


8-12-2015, 00:11
ავტორი mako-makako
ნანახია 2 753

ბექა ისეთი გავარდა საავადმყოფოს ეზოში რომ უკან არც მოუხედია,ლევანიც უკან გაეკიდა და არ ვიცი მათთან რა ხდებოდა.ვხვდებოდი რომ ზედმეტი მომივიდა მაგრამ ამის აღიარება არ მინდოდა.გოგოები გვერდით დამიჯდნენ და ინტერესიანი მზერით შემომხედეს.ორივეს ისეთი გაბრაზებული სახით ავხედე რომ მაშინვე მიხვდენენ არაფრის კითხვას აზრი არ ჰქონდა.იმ წუთას ექიმი რემინაციიდან გამოვიდა და ჩვენ მოგვიახლოვდა.
-ლექსო შამანაურის ახლობლები თქვენხართ?-გვკითხა საკმაოდ ბოხი ხმით.
-დიახ.-თეკო გამოგვეყო მაშინვე და წინ დაუდგა ექიმს.ექიმმა ერთი ათვალიერა და ჰკითხა.
_თეკო თქვენ ბრძანდებით?-თან სათვალე ოდნავ ჩამოიწია და ისე გამოხედა.
-დიახ,ექიმო მე გახლავართ თეკო.-მტკიცე ხმით განაცხადა ჩემმა დაქალმა.
-სწორედ თქვენთან მინდოდა საუბარი.გამომყევით გთხოვთ.-ეს უთხრა და თეკოს ანიშნა ხელით უკან მომყევიო.გიორგაძეც უკან გაჰყვა და ჩვენ დაგვტოვა ასე გაშტერებულები.ნიამ მაშინვე ლევანს დაურეკა და უთხრა რომ მაღლა ამოსულიყო. ლევანთან ერთად ბექაც ამოვიდა,ახლოს რომ მოვიდნენ დავინახე გასვიან ხელები სულ სისხლიანი ჰქონდა და ერთი შევკივლე კიდეც.
-ბექა ხელებზე რა დაგემართა?-ჩემს ასეთ რეაქციას არავინ ელოდა და ყველამ გაკვირვებული თვალებით შემომხედა.
-უბრალოდ ხელები სულ სისხლიანი გაქვს და მაგიტომ გკითხე.-გამოსწორება ვცადე ჩემი საქციელის, ოდნავ შემრცხვა კიდეც ასე რომ გავთქვი თავი მაგრამ უკვე გვიან იყო.
-არაფერია.-ისე ცივად მითხრა ბექამ რომ გული შემეკუმშა მისი ხმის ტემბრზე,ის სითბო არარ იგრძნობოდა და გული ძალიან დამწყდა.მერე ნიას მიუბრუნდა და ჰკითხა
-თეკო სადაა?
-ხო სულ დამავიწყდა რისთვისაც დაგიძახეთ აქ,-უცე გონს მოეგო ნია და საუბარი დაიწყო.-სანამ თქვენ ეზოში გართულები იყავით,-თან თვალს მე არ მაცილებდა. მაშინ ექიმი გამოვიდა და თეკო თავისთან წაიყვანა.
-რას ქვია წაიყვანა.-ვერ მიხვდა ლევანი რას ამბობდა ნია.
-ხო,აი ესე წაიყვანა თეკო თუ თქვენ ხართ გამომყევითო და ისიც გაჰყვა.-უთხრა ნიამ ყველაფერი ის რაც რამდენიმე წუთის წინ აქ მოხდა.
-კარგი,ნია,ჩემო სიცოცხლეე თქვენ აქ დაგველოდეთ და ჩვენ მალე მოვალთ.-ნიას მაგრად აკოცა ზედგენიძემ და ბექას ანიშნა წამომყევიო.ბექას არც კი შემოუხედია ჩემსკენ ისე წავიდნენ ექიმის კაბინეტისკენ.გული მტკიოდა ცემი სისულელის გამო ასეთ დღეში რომ ჩავაგდე გასვიანი მაგრამ ამას ვერავის ვერ ვეტყოდი.
-მოგწონს?-მომესმა უცებ მგალობლიშვილის ხმა.
-რაა?-ვერ მივხვდი უცებ რას მეკითხებოდა.
-რა კი არა გოგო ვინ?-შემისწორა შეკითხვა ნიამ.
-ვინ მომწონს ნია რას მეკითხები ნორმალურად გამაგებინე.-თავი ძალით გავისულელე,ვითომ ვერ ვხვდებოდე ვიზეც მეკითხებოდა დაქალი.
-ბექა მოგწონს?-ამჯერად გარკვევით მკითხა და თან თვალს არ მაშორებდა რომ ჩემი რეაქციიდან გაეგო რას ვფიქრობდი.
-საიდან მოიტანე ეგ სისულელე.-ძალიან გამაბრაზა მისმა ასეთმა ქცევამ.
-ეს სისულელე არა და დროა აღიარო რომ ეს ბიჭი ძალიან მოგწონს და ასე ნუ აწვალებ ხომ ხედავ რა დღეშია.-მითხრა ძალიან მკაცრი ტონით ნიაკო,ის ასეთი არასოდეს მახსოვს.-ბედნიერებას ხელიდან ნუ გაუშვებ ან თორემ მერე სანანებელი გაგიხდება და უკვე გვიან იქნება.-ჩამეხუტა და თმაზე ნაზად მომეფერა.
-სულაც არ მომწონს და რა ბედნიერებაზეა ლაპარაკი,ერთი თვითდაჯერებული იდიოტია რომელსაც თავისი თავი მაგარი ჰგონია.მაგას ჰგონია რომ როგორც სხვა გოგოები ეკიდებიან კისერზე მეც ისე ჩამოვეკიდები?იოცნებოს ვაჟბატონმა მე ასეთი არ ვარ და არც არასოდეს მომეწონება მისნაირები.-ეს ვთქვი და თეკოს გაოცებულ მზერას გავაყოლე თვალი.ამ ხნის მანძილზე თურმე ლევანი და ბექა უკან მედგნენ და ჩემს თითოეულ ნათქვამ სიტყვას ისმენდნენ.ძალიან შემრცხვა საკუთარი თავის,ლოყები ამიხურდა ისე გეგონებოდა ცეცხლი მეკიდაო,სახეზე ცუვმა ოფლმა დამასხა და თავი უხერხულად ვიგრძენი.არც ერთ არაფერი უთქვიათ.ბექა გარეთ გავიდა ლევანი კი ჩვენს წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა,ნია გვერდით მოისვა და ჩაეხუტა.
-ლევან რა ხდება ექიმმა რა თქვა?-ჰკითხა ნიაკომ როცა შეატყო რომ ლევანი არაფრის თქმას არ აპირებდა,იჯდა და მე მიყურებდა მე კი მისთვის თვალის გასწორებისაც კი მრცხვენოდა.
-არაფერი ჩემო სიყვარულო.ლექსო სულ თეკოს სახელს ახსენებდა და ექიმმა მასთან შეიყვანა.-ისე თქვა ჩემთვის მზერა არ მოუშორებია.
-ანუ ლექსო გონს მოვიდა?კარგადაა?-უცებ გახალისდა ნიაკო.
-კი გონს მოვიდა და თავს უკეთ გრნობს.-ამის თქმა და ლევანი ფეხზე ადგა და მომიახლოვდა.თვალებში ჩამხედა და ისე მითხრა.
-მე ასეთ ანას არ ვიცნობ და რა დაემართა ჩემს ანას?-მისი მზერა სულს მიწვავდა და მისი სიტყვები უარესად მანადგურებდა.იმის წარმოდგენა რომ ლევანს ჩემზე სხვა წარმოდგენა ექმნებოდა გულს მიფლითავდა ათას ნაწილებად და მთრგუნავდა.
-ლევან,მომისმინე გთხოვ.-მუდარანარევი ხმით ვუთხარი და ხელი მოვკიდე. იგრძნო რა ჩემი კანკალი ხელი მომხვია და გულში მაგრად ჩამიკრა.მიხვდა რომ უკვე განადგურებული ვიყავი და კიდევ რამის თქმა სულ მომიღებდა ბოლოს.
-წამო სახლში წაგიყვანთ ორივეს,ღამე ნათენები გაქვთ და ცოდვები ხართ.-მხოლოდ ეს გვითხრა ზედგენიზემ ორივეს ხელი მოგვხვია და დერეფნისკენ წამოვედით.
-და თეკო აქ დარჩება?-გამახსენდა უცებ და შევჩერდი.
-თეკო საიმედო ხელშია არ იდარდო,-ოდნავ ჰაეღიმა ლევანს და მივხვდით რასაც გულისხმობდა.
-ეხლა სახლში წავალთ,ცოტა დაისვენეთ,გამოიძინეთ და მერე ისევ წამოგიყვანთ ლექსოს სანახავად.-მზრუნველად გვითხრა ლევანმა,მანქანის კარებები გაგვიღი.ჩაგვსვა და სახლში წამოგვიყვანა.საავადმყოფოს ეზოში ბექას მანქანა ვერ დავინახე და ცოტა შემეშინდა,ისეთი გაბრაზებული გამოვარდა გარეთ მეშინოდა თავისთვის რამე არ აეტეხა.მტელი გზა ხმა არ ამომიღია,ვუყურებდი გვრიტებს და მათი ყურებით ვტკბებოდი.ლევანმა ჯერ ნია მიაცილა სახლამდე,ტუცებზე მხურვალედ აკოცა და დაემშვიდობა.მერე კი გეზი ჩვენი სახლისკენ აიღო.მთელი გზა ჩაფიქრებული იყო და გზას გასცქეროდა.ეზოში მანქანა შეიყვანა და მაშინვე ბექას მანქანას მოვკარი თვალი.ცოტა გულზე მომეშვა მივხვდი რომ სახლში იყო და არსად არ წასულა.მაგრამ შევცდი.ჩვენ მანქანიდან უკვე გადმოსულები ვიყავით რომ სადარბაზოდან ბექა გამოვიდა დიდი ზურგჩანთით.ორივეს ძალიან გაგვიკვირდა.ბექა ლევანტან გაჩერდა.
-ლევან მივდივარ.-მხოლოდ ეს უთხრა და მანქანისკენ წავიდა.ამ სიტყვებზე ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა.ხმა ვერ ამოვიღე არადა გული სულ ყვიროდა ,,არ წახვიდე,დარჩი,, მაგრამ გულის ნათქვამს გონება ბლოკავდა და სადღაც შორიდან მესმოდა მხოლოდ მისი ნათქვამი სიტყვები.
-რას ქვია მიდიხარ,რას ნიშნავს ბექაა ეს,რა ქცევაა გამაგებინე.-გაბრაზებული ლევანი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-ლექსოსთან ვიცხოვრებ,ლევან აქ ვეღარ გავჩერდები,არ შემიძლია მისი სიახლოვე.-ამ სიტყვების გაგონებაზე თითქოს მდუღარე გადაგასხესო ისე გავშეშდი.ადგილიდან ვერ ვიძვროდი.
-კაი,ტო ეხლა რას ბავშვობ.-არ ეშვებოდა ზედგენიძე.
-ეს ბავშვობა არაა ლევან,გთხოვ გამიგე.სანამ ლექსოს გამოწერენ იქ ვიქნები და მერე რამეს ვნახავ და გადავალ.-ეს თქვა და ისე წავიდა ლევანის სიტყვებისთვის ყურადრება აღარ მიუქცევია.მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და გიჟივით გავარდა ეზოდან.მეც თითქოს მაშინ მოვედი გონს,ლევანს დავემშვიდობე და კიბებიზე სულ სირბილით ავედი.კარი გასაღებით გავაღე და ჩემს ოთახში შევვარდი.საწოლზე დავემხე და მთელი გულით დავიწყე ტირილი.ვტიროდი გაუჩერებლად,მინდოდა ჩემი გულის ტკივილი ცრემლებისთვის გამეყოლებინა და არ მადარდებდა ამ წუთას ქვეყნად ბექას გარდა არავინ.მტკიოდა ორმაგად რადგან ის ჩემს გამო იყო ამ დღეში,მე კი ჩემს სიჯიუტეს ვერ ვღალატობდი და ენას ვერ ვაჩერებდი.მალე ვიღაცის ნაბიჯბის ხმა გავიგე, ვიცოდი რომ ლევნი იქნებოდა.რადგან ის არასოდეს დამტოვებდა მარტო,მითუმეტეს როცა იცოდა ეხლა როგორ მიჭირდა და მისი გვერდით ყოფნა როგორ მჭირდებოდა.საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა და თმებზე დამიწყო მოფერება.ეხლა ლევანს ჩემი ყველაზე კარგად ესმოდა,ამიტომ არაფერი უკითხავს,ტირილი დამაცადა და ხმა არ ამოუღია.იჯდა და ჩემს ასე სახალხო ცრემლების შემოტევას ემოციებით აკვირდებოდა.მასაც კი ჩემს საუკეთესო მეგობარსაც კი არასოდეს ვყავდი ნანახი როგორ ვტიროდი.ყოველთვის ყველაგან ვმალავდი ჩემს ტკივილს და მარტო დარჩენილი მხოლოდ მაშინ ვაძლევდი თავს უფლებას რომ მეტირა.არ მიყვარდა როცა ვიღაცას ვეცოდებოდი,ეს უარესად მთრგუნავდა.ლევანი კი მოთმინებით ელოდა როდის დავწყნარდებოდი და თმაზე მონოტორულად მისვამდა ხელებს.
...
თეკოს ცისფერი მოსაცმელი და ბახილები ჩააცვეს,პირბადე ააფარეს და ცისფერივე ქუდი დააფარეს თავზე.პაციენტის დაჟინებული მოთხოვნა იყო რომ ეს გოგონა მასთან რეანიმაციაში შეეყვანათ,თორემ აქ მნახველები არ დაიშვებოდნენ. პაციეტის ჯამრთელობის გამო ექიმი ამ კომპრომისზე წავიდა და ნება დართო რომ მოენახულებინა გოგონას ავადმყოფი.ამის გაგონებაზე თეკო მეცხრე ცაზე დაფრინავდა.რეანიმაციიის კარი ექთანმა შეაღო და მაშინვე ეცა გოგონას წამლებისგან საშინლად გაჟღენთილი სუნი ჰაერში რომ ტრიალებდა.აპარატების გამაყრეუბელი წრიპინი და როგორ სცემდა ლექსოს გული მონიტორზე. გიორგაძე იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ბიჭის გაფითრებულ სახეს ხელის გული გადაუსვა. მაშინვე მონიტორმა რომელიც ლექსოს გულის ცემას გასმოსცემდა უფრო ძლიერად დაიწყო წრიპინი,გოგონას შეეშინდა და ექთანს გაფართოებული თვალებით შეხედა.
-ნუ გეშინიათ,საშიში არაფერია,მან თქვენი სიახლოვე იგრძნო და ასე იმიტომ მოხდა.-დაბნეულობას მიუხვდა ექთანნი და უმალ დაამშვიდა გოგონა.
-მართლა?-ემციებს ვერ მალავდა თეკო.
-დიახ ასეა,რამდენჯერაც შეეხებით ასე მოხდება სულ და ნუ შეგეშინდებათ.- აუხსნა კველაფერი ექთანმა და გასვლა დააპირა.რომ უცებ გაახსენდა უკან შემოტრიალდა და თეკოს უთხრა.
-ხომ გახსოვთ ექიმმა მხოლოდ 10 წუთი მოგცათ პაციენტთან ყოფნის უფლება.მე 10წუთში დავბრუნდები.-შეახსენა გოგონას ექიმის ნათქვამი და თვითონ რეანიმაციის განყოფილება დატოვა.
თეკო კიდევ ახლოს მიუჯდა ბიჭს და ისევ გადაუხვა ხელისგული ამჯერად ჭრილობაზე,შედარებით უფრო ნაზად.მერე თმებზე მოეფერა.გული სიხარულით ევსებოდა რომ მისი სიყვარული ცოცხალი გადარჩა და მასთან ასე ახლოს ყოფნა შეეძლო ეხლა.თუნდაც სულ ცოტა ხნით.ლექსოს სხეული ოდნავ შეირხა,გოგონამ მაშინვე ხელი უკან წამოიღო,არ უნდოდა ლექსოს დაენახა როგორ ეფერებოდა მისთვის ყველზე ძვირფას ადამიანს.
-ხელებს რატომ მალავ?კიდევ მომფერე.-გაისმა უცებ ბიჭის საოცრად ნაზი ხმა და გოგონა ძალია დააბნია ამ ხმამ.ნუთუ ის გრძნობდა ამ ყველაფერს და არ იმჩნევდა. თეკოს შერცხვა და ლოყები აუწითლდა.მისი დარცხვენა ლექსოს არ გამოპარვია და ეხლა უფრო თბილად უთხრა.
-მიყვარხარ თეკო.-ბიჭი გოგონას რეაქციას აკვირდებოდა და აიმანაც არ დააყოვნა. თეკომ მისი დიდრონი უფრო მეტად გაფართოებული ცისფერი თვალები მიანათა და ხმას ვერ იღებდა.
-მიყვარხარ თეკო,ყველაფერზე და ყველაზე ძალიან მიყვარხარ.-ისევ გაიმეორა ბიჭმა და თვალებსი ჩახედა,საიდაც იმხელა სიყვარული ჩანდა რომ მას სიტყვებით თქმა აღარ სჭირდებოდა.თეკომ დაიმორცხვა და თავი ძირს დახარა.ცოტა ხანს ასე გაუნრევლად იჯდა და ბიჭის გულისცემას უგდებდა ყურს.მერე თავი მაღლა ასწია თვალებში ჩახედა ლექსოს და ამაყად განუცხადა.
-მეც მიყვარხარ ლექსო.-ამის თქმა და ლექსოს გულის ცემა გაორმაგდა.აპარატმა წრიპინით ამცნო გოგონას მისი სიხარულის ამბავი.ბიჭმა თავი ოდნავ წამოწია, გოგონას ხელი დაუჭირა და თავისკენ მიიზიდა.მერე თვალებში ჩახედა,მათი სახეები იმდენად ახლოს იყო რომ ერთმანეთის გახშირებული სუნთქვა სახეს უწვავდათ.ლექსო ოდნავ წინ წაიწია და გოგონას ვარდისფერ ბაგეებს ოდნავ შეეხო,ის ხომ მისთვის პირველი მამაკაცი იყო ვისაც კოცნის უფლებას აძლევდა.ბევრი მოსწონებია ცხოვრებაში მაგრამ არასოდეს არავისთვის მიუცია უფლება რომ მის ბაგეებს დაბატონებოდნენ.აი ლექსო კი სხვა იყო,მის მიმართ ისეთ სიყვარულს გრძნობდა რომელიც ცხოვრებაში პირველად მოდის და ეს სულ სხვანაირია,მასთან სულ სხვა თეკო იბადებოდა და სულ სხვანაირი ხდებოდა. ესიამოვნა გოგონას ცივი ბაგეების შეხება და თვითონ უფრო ახლოს მიიწია რომ კიდევ ერტხელ დაეგემოვნებინა ბიჭის საოცრად გემრიელი ტუჩები.ლექსომ პირველი და საოცარი კოცნა აჩუქა თეკოს,გოგონა გაბრუებული იყო.ამ დროს პალატაში ექთანმა შემოყო თავი,ამ სცენის დანახვაზე უკან გაბრუნდა და ცოტა ხანს კიდევ აცალა წყვილს ერთმანეთით დამტკბარიყვნენ.თეკო თითქოს ღრუბლებში დაფრინავდა,არც ლექსო იდგა დედამიწაზე მყარად,არ სჯეროდა რომ თეკო უკვე მისი იყო და მისი იქნებოდა სამუდამოდ.ორივე ძალიან ბედნიერები იყვნენ. ერთმანეთის ალერსით ტკბებოდნენ და სულ არ აინტერესებდათ რომ უკვე რამდენი ხანი იყო ექთანი კარებთან ელოდებოდათ.
-ეხლა წავალ მე და როა პალატაში გადაგიყვანენ ისევ გნახავ,სირცხვილია ექთანი ალბათ გველოდება გარეთ უკვე.-იმის წარმოდგენაზე რომ სეიძლებოდა ვინმეს დაენახა როგორ კოცნიდა ლექსოს ისევ დაიმორცხვა და ლოყებიი ოდნავ შეეფაკლა.
-კარგი,წადი ოღონდ დიდხანს არ დამტოვო მარტო.მეყო რაც უშენოდ ვიყავი.-უთხრა ლექსომ გოგონას და კიდევ ერთხელ შეეხო მის ბაგეებს ძალიან ნაზად. თეკო დაემშვიდობა და გარეთ გამოვიდა.უზომოდ ბედნიერეი იყო.ოცნება აუხდა, ლექსოს ის უყვარდა და ეხლა მასთან იყო.როგორ უნდოდა მთელ ხმაზე ეყვირა რომ უყვარდა ლექსო სიცოცხლეზე მეტად და აბედნიერებდა.ექთანს მადლობა გადაუხადა და დერეფანში სულ სირბილით გამოვიდა,მაგრადმ იქ არავინ დახვდა. მერე ანუკის გადაურეკა არავინ უპასუხა,ცოტა კი გაუკვირდა ანი არ იყო ისეთი უყურადღებო რომ ტელეფონი სადმე მიეგდო,ეხლა ნიაკოს გადაურეკა და მაშივე გაიგო გოგონას ნამძინარევი ხმა.
-უი ნი გაგაღვიძე?-თეკო მიხვდა რომ ნიას ეძინა და მაშინვე გაიფიქრა რომ ალბატ ანუკისაც ეძინა რადგან არ პასუხობდა.
-არაუშავს თეკ,რა ხდება შენ ის მითხარი ლექსო როგორააა?-ჰკითხა ნამძინარევი და ოდნავ ჩახლეჩილი ხმით გოგონამ.
-ლექსო კარგადა,ეხლა ვიყავი მასთან სანახავა შესული ,უკეთაა.შუადღით პალატაში გადაიყვანენ და მერე ყველას შეეძლება მისი ნახვა.-ჭიკჭიკებდა გახარებული გიორგაძე და ამ სიხარულს არც მალავდა.
-რა ხდება რა მხიარული ხმა გაქვს მოხდა რამე?-ეშმაკურად შეაპარა ნიაკომ.
-კი მოხდა,ლექსომ სიყვარული ამიხსნა და მაკოცა.-ამის თქმა და გოგონას მხიარული სიცილი ერთი იყო.თავი სიზმარში ეგონა და სიხარულისგან ცაში დაფრინავდა.
-თეეეეეეეეეეეეკ,როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი,გილოცავ სიხარულოო,მინდა რომ სულ ასეთი ბედნიერი იყო.-მიულოცა დაქალის სიხარულით გახარებულმა ნიამ.
-მადლობა ჩემო ლამაზო გოგო.კაი მიდი ეხლა დაიძინე და საღამოს რომ გამოხვალთ მერე ერთად მოგიყვებით შენ და ანუკის ყველაფერს.გაკოცეე.-ნიას დამეშვიდობა და იქვე სკამზე ჩამოჯდა გახარებული.უნდოდა რაც შეიძლება მალე ეთქვა ეს ყველაფერი ანუკისთვისაც მაგრამ საღამომდე უნდა მოეცადა.


-----------
ბოდიში შეცდომებისთვის,დღეს მინდოდა ორი თავი ამეტვირთა მაგრამ 24 საათში მხოლოდ 1სიახლის ატვირთვის უფლება მაქვს ამიტომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ ჩემო საყვარლებო...შეცდომებს თუ იპოვით მაპატიეთ...



№1 სტუმარი darina

Ukve ana dzalian mishlis nervebs tavisi sijiutit, beqa ar imsaxurebs amdens gadaayola ert kocnas.

 


№2  offline წევრი mako-makako

darina
Ukve ana dzalian mishlis nervebs tavisi sijiutit, beqa ar imsaxurebs amdens gadaayola ert kocnas.

ვერ წარმოიდგენ დარინა შენს კომენტარებს როცა ვკითხულობ როგორ მიხარია,ვხვდები რომ მთელი ემოციით კითხულობ და სურვილი მიჩნდება უფრო და უფრო საინტერესო გამომივიდეს.მადლობა შენ ყველა კომენტარისთვის და რომ კითხულობ... <3 <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent