შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესმერალდა [2]


8-12-2015, 01:38
ავტორი ერკე
ნანახია 2 855

ლომიამ თვალები ძლივს გაახილა და საშინელმა თავის ტკივილმა შეუტია. იგრძნო კისრის დაბეჟილობა. საოცარი იყო, მაგრამ ფეხებს ვერ გრძნობდა. შეშინდა, წინა ღამე არ ახსოვდა და ავარიაში ხომ არ მოვყევიო. ისიც კი გაიფიქრა, მთელი ჩემი ცხოვრება დასრულდა, მეტს ვეღარ გავივლიო, მაგრამ შეეცადა მოდუნებულიყო და დამშვიდებულიყო.
ხელებიც ვერ გაამოძრავა. თავიდან კისრის გამოძრავებაც გაუჭირდა და ამან შეაშინა. თვალებში ბინდი გადაეკრა და შეაცია.
ჯოჯოხეთი დაუდგა თვალწინ. როგორ ცდილობდა წინა ღამიდან რამე გაეხსენებინა, მაგრამ სრულ კრახს განიცდიდა. პარალიზებული იწვა ცივ და მყარ რამეზე, მაგრამ ვერ ხვდებოდა სად. თუმცა წამით იგრძნო სხეულის სითბო. შეიგრძნო უცხო სხეული გვერდით. როცა სრულიად მოეგო გონს და თვალი იქაურობას კარგად მოავლო თავისი ოთახი იცნო, თუმცა ამოყირავებულიყო. შემდეგ იაზრა, რომ კი არ იწვა კედელზე იყო აკრული და თავი ბალიშზე ედო, ოღონდ კისერი მოგრეხოდა და ისე ედო უკუღმა, თავი რბილ ბალიშზე. ფეხები კედელს მიეწეპეპინათ და ვერც კი ითავისუფლებდა. საშინელ დღეში იყო. ასეთი რა სექსი უნდა მქონოდა, რომ ბოლოს დაბმული დავრჩიო, გაიფიქრა და ინატრა სიზმარი ყოფილიყო, თუმცა არა. ის კედელზე ყირამალა იყო მიკრული და მოძრაობას ვერ ახერხებდა. ნუთუ ეს გოგომ გაუკეთა? ნუთუ ასეთი გიჟი შეხვდა, რომელსაც ასე მოუნდა გართობა და მანაც უფლება მისცა დაება უკუღმა. ან რა უნდა გაეკეთებინა გოგოს ამ დროს? როგორ უნდა მიეღო სიამოვნება თავდაყირა სექსისგან წარმოდგენა არ ჰქონდა და ამის გაფიქრებაც კი ზარავდა. ერთი სული ჰქონდა ფეხებზე მიკრული წებოვანი ლენტისგან გათავისუფლებულიყო, თუმცა ისე იმდენ ფენაზე ჰქონდა გადაკრული, რომ უჭირდა. მაგრად მოქაჩა ფეხები მისკენ. მაგრად გამოსწია და მთელი ძალა დაატანა, მაგრამ პირველ და მეორე ცდაზე არაფერი გამოუვიდა. ბოლოს დამშვიდდა, უფრო მეტად მოიკრიბა ძალა და ბოლომდე გამოქაჩა, ფეხებზე წვა იგრძნო, ოდნავ წამოიყვირა და საწოლზე მუხლებით დაეცა, კისერში რაღაცა გაუტკაცუნა და ბოლოს მოეშვა.
გაღიზიანებულიყო, ვერ აეხსნა ეს ყოველივე.
„ასე როგორ დავთვერი ამის დედა შ****ცი“ - ჩაილაპარაკა თავისთვის და საკუთარი თავი გაკიცხა. თავი ძლივს გადააქნია, გასწორდა, გაიჭიმა და რაღაც გატკაცუნდა, ყოველშემთხვევაში თვითონ გრძნობდა ასე გამწარებით. ფეხების ამოძრავება ჯერ კიდევ ვერ შეძლო, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ოც ტონას მაინც იწონიდა და ვერ სწევდა სიმძიმის გამო. გვერდით მწოლიარე გოგონას გადახედა, უმშვენიერესი არსება ეწვა გვერდით, მაგრამ მას ვერ არქმევდა უმშვენიერესს, ვინც კედელზე მიაკრო და ღამით ასე დატოვა. სილამაზე მაინც აფრთხობდა, მთლიანად იპყრობდა და გული მაინც სითბოთი ევსებოდა, მაგრამ თავს არ უტყდებოდა რომ მოეწონა. გოგონას თეთრი ნაზი კანი ჰქონდა, წითური თმა, პატარა საყვარელი ცხვირი და გამობერილი ტუჩები, რაც ძალიან მადიანად გამოიყურებოდა. ვერ შეძლო და თვალი ვერ მოაცილა. ვერაფერს ბედავდა, ანგელოზივით იყო და ისე მშვიდად ეძინა, გასაბრაზებლადაც კი ვერ გაეღვიძებინა.
ძლივს წამოდგა და იქვე დაყრილ ტანსაცმელს დაუწყო აკრეფა. „ეტყობა გიჟური ღამე უნდა გვქონოდა...“ - გაიფიქრა თავისდა უნებურად და შარვლის ამოცმა დაიწყო. ლომია ის ბიჭი იყო, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა. უყვარდა გოგონები, ლამაზები განსაკუთრებით და მათთან სიამოვნების მიღება იყო მისი სტიქია. არასდროს თვლიდა, რომ ვალში რჩებოდა, რადგან ყოველთვის გრძნობდა სექსი სიამოვნებაა, რომელსაც ორივე მხარე იღებს, აქ რაიმე ვალი და ვალდებულება არ არსებობს. მოხდა და დამთავრდა. ყველაფერი დასრულდა. თუმცა ამჯერად აგიჟებდა ფაქტი, რომ წინა ღამე არაფრით არ ახსოვდა.
შარვლის ამოცმას აპირებდა, როცა ტელეფონმა დარეკა. დასწვდა მაშინვე ყურმილს და აიღო.
-ალო... - ამოთქვა გამწარებულმა და ისეთი შეცვლილი ხმა ჰქონდა საკუთარი თავის გაუკვირდა.
-ბიჭო, რას შვრები? - ნიკა დავლაშვილი იყო, მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები, რომლის დასაც ურიგებდნენ წინა წელს, თუმცა არაფერი გამოუვიდა, ჩაიშალა. ნიკას და ორსულად აღმოჩნდა სხვა ბიჭისგან. როგორ თუ გაუთხოვარი ასე უბრალოდ დაურსულდაო, ნიკა გადარევას იყო და მაშინვე ყვირილით შევარდა თავისი დის ოთახში. ძალით ათქმევინა ბავშვის მამის ვინაობა. ის და ლომია სახლში ავიდნენ მასთან. კარგად აუხსნეს ვითარება. შენნაირ გაიძვერას მამობის უფლებას არ მივცემ და წაეთრიე ჩემი დის ცხოვრებიდანო, ბავშვის მომავალი მამა მტკიცედ იდგა, თუმცა ლომიამ და ნიკამ საშინელი ხვედრი აგემეს, სულ წიხლები აყლაპეს საცოდავად და იქვე მის ბინაშივე დატოვეს ნაცემი. ლომიას ყოველთვის ახსენდებოდა ეს ფაქტი. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. იმ ბიჭს ისეთი სახელი ჰქონდა გავარდნილი უბანში, ბავშვს კი არა, საერთოდ მის დას აღარ გააკარებდნენ და ისიც ლომიამ შეაჩერა, თორემ ნიკას შეიძლებოდა მოეკლა კიდეც. ლომს ბოლოს მაინც შეაწუხა ნამუსმა, ბოლოს მაინც რაღაც გადაუტრიალდა გონებაში და გვერდზე გაიყვანა მეგობარი, საკმარისიაო. მისი წყალობით იყო, რომ გიორგი ახლა სუნთქავდა, თუმცა ბავშვს მაინც ვერ ეკარებოდა. ყველას კარგად ახსოვდა რაც მოხდა სამი წლის წინ გიორგის გამო. მის გამო ჩაჯდა რამდენი ლომიას ძმაკაცი ციხეში, მისი სიტყვების გამო. არასდროს აჩერებდა პირში ენას, საკმაოდაც მოხვდა მაშინ, თუმცა არც მერე დააკლეს, თითქოს სამაგიერო გადაუხადა ნიკუშასო. ნათია, ნიკუშას და კი ტირილით იმეორებდა, მიყვარს შეეშვითო!
არ ეშვებოდნენ. ბავშვიც უკვე ორი წლის ხდებოდა, მაგრამ არავინ აკარებდა უკანონო მამას მის სიახლოვეს. გიორგიც ვერ ბედავდა მისვლას, ეშინოდა, უყვარდა ნათია, მაგრამ შიში ჰქონდა.
-ვაა, ნიკუშ. ძმა, რავა ხარ შენ დაწყევლილო? - კითხვაზე კითხვით უპასუხა.
-ვარ რა, ვიწყევლები და ვარ. - გაეცინა ყურმილში ნიკას.
-ბიჭო, გავიგე კოსწიას ბინაში ყოფილხართ. მართალია? - ისე დაეკითხა, ვითომც არაფერიო და გოგონას გადახედა არ გაეღვიძოსო.
-კი... - მოკლედ მოუჭრა.
-მერე? - დაინტერესდა ლომიაც.
-მოდი ამაზე ტელეფონით არ გვინდა რა. - ანერვიულებულმა უპასუხა.
-კარგი, კარგი ძმაო... ხომ იცი შენ თავს არავის დავაჩაგვრინებ ...
-მისმინე, რაზე გირეკავ.
-გისმენ აბა.
-ბიჭო... მაყუთი მჭირდება ტო. - ხმა გაებზარა და აშკარად ანერვიულდა. - ხომ იცი მაგრად რომ არ მჭირდებოდეს არ გთხოვდი.. უბანში ვარ და გამოდი რა ძმურად.
-ვინები ხართ მანდ?
სანამ პასუხს მოისმენდა გოგონამ წამოყო თავი. ბიჭი საწოლზე წამომჯდარიყო და შარვალი ხელით ეჭირა. უკვე ფეხსაცმელებს იცვამდა. გოგონას გადახედა, ნაუცნაურევი ღიმილით მიესალმა და თვალებით ანიშნა ოთახი დატოვეო. თან ძალიან უნდოდა მისი შიშველი სხეულისთვის თვალის შევლება და ზეწარი გადახადა. თეთრეულზე სისხლის კვალი აჩნდა. „ამის დედაც... ქალიშვილი ყოფილა.“ გაიფიქრა და ისევ ყურმილს მიუბრუნდა.
-გეყოფაა, მცივა. - დაიკრუსუნა გოგონამ და ისევ გადაიფარა, რომ ძილი გაეგრძელებინა, მაგრამ ლომიამ არ დაანება.
-გაეთრიე გოგო! - დაუღრიალა... გოგო შიშისგან შეხტა და შეუბღვირა. ენა გამოუყო და წამოდგა. ცალკე შეშინდა ნიკაც ყურმილის მეორე მხარეს.
-რა გაღრიალებს დამაყრუე მგონი.
-შენ არაფერი... მოიცა ორი წუთით დამელოდე. - გოგოს მიუტრიალდა შემდეგ. - ჩაიცვი და დროზე დატოვე ჩემი სახლი. დაივიწყე იმის შესახებ, რაც გვქონდა, მეტჯერ აღარ მოხდება, არც დამირეკო და არც სადმე შემხვდე, გირჩევნია გამარჯობაც აღარ მითხრა... - მკაცრი იყო. არ უყვარდა ერთი ღამის ურთიერთობების გამეორება იმავე გოგოსთან, თუმცა ენანებოდა კიდეც. სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა უფრო თბილადაც მოპყრობოდა, მაგრამ ახლა მისი დანახვაც არ უნდოდა, მობილურს ხელი მიაფარა და თვალები დაუბრიალა გოგოს. გოგონამ თავი უხმოდ დაუქნია და ტირილი დაიწყო. შუა თითი უჩვენა და ტანსაცმლის აკრეფა დაიწყო.
-იდიოტო! - შეუძახა ოთახიდან გასვლისას. - შენი გამოყოლა არ მჭირდება გზას როგორმე გავიგნებ. - დაუყვირა ბოლოს. ლომია ნამდვილად ლომს დაემსგავსა. გამხეცდა. თავისი ფაფარი გამოაჩინა და პირი ძლიერად დააღო, თითქოს დაღრიალებას აპირებსო.
-აუ ამას, მოვკლავ ჩემი დედა... - ხმა საშინელი ჰქონდა. ნიკუშა აზრზე ვერ მოსულიყო რა ხდებოდა.
-ბიჭო, რა გჭირს რა ფეხზე ადექი?
-არაფერი დაიკიდე. უბანში გამოვალ და ვილაპარაკოთ. რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. - ყურმილი გათიშა და გოგონას მიუბრუნდა, რომელიც ტანსაცმელს იცვამდა.
-აბა მოეთრიე აქ! - მკლავში მოჰკიდა ხელი და გამეტებით გამოქაჩა. კარისკენ წაიყვანა, უფრო ამაზრზენი გამომეტყველება მიიღო, რამაც გოგო შეაშინა და ნახევრად შიშველი გარეთ გააგდო. უფრო მართალიც იქნება, თუ ვიტყვი სრულიად შიშველს, მხოლოდ ტრუსი ეცვა, მაისური კი ბოლომდე არც ჰქონდა ჩაცმული, მისი შიშველი მკერდი ჯერ კიდევ უჩანდა. ტანსაცმელიც გაუყარა გარეთ და კარები მოუკეტა.
მოგუდული ხმა გაისმა კარის მეორე მხრიდან, თუმცა ყურადღება აღარ მიუქცევია.
***
-ძმებს სალამი... - ჯგუფად მდგარ ბიჭებს მიესალმა ლომია. დიტო, რატი და ნიკა ხის სკამებზე ისხდნენ ხის ძირში დანარჩენები ფეხზე მდგარიყვნენ. ყველას მიესალმა. ყალბი ღიმილი აეკერა რატომღაც, თუმცა ვერ აზრობდა მაინც რატომ. რაღაცის ნაკლოვანებას გრძნობდა. თავიდან თითქოს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ახლა იგრძნო ამ ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავებული რამ სურდა, თუმცა ვერ გაეგო რა. საკუთარ თავს ვერ ჩაუხვდა და ვერ შეიცნო მისი სურვილები.
-სალამი შე გასიებულო. - გაეღიმა დაჩის და მაგრად გადაეხვია.
-მე მეძახი გასიებულს? - გადაიხარხარა ლომიამ. - შენ ის მითხარი, - სერიოზულად დაიწყო მან. - შენი მშობლები საახალწლოდ დასაკლავად გამზადებენ? - ბიჭებს გაეცინათ, დაჩი გაიბუტასავით და კოპები შეკრა. თვითონ კი ეხუმრა, მაგრამ ლომიას ხუმრობა რატომღაც ეწყინა, მაგრამ მალევე გადაუარა, ლომიას თანაგრძნობით სავსე ღიმილი, რომ გაუკრთა და გადაეხვია. ეს იყო ძმური სიყვარული. ძმასავით ჰყავდა ყველა. ნამდვილი ძმობა სისხლით არ განისაზღვრება, შეიძლება შენმა ღვიძლმა ძმამ გაგწიროს და მიგატოვოს, მაგრამ არა მან, ვისაც ისე კარგად არ იცნობ, თუმცა ხვდები მასში არის რაღაც ისეთი, რაც ძალიან გგავს, რასაც უყვარხარ და თავს მშვიდად გაგრძნობინებს. ძმა ძმაა, გინდაც ღვიძლი და გინდაც შემდეგ შეძენილი, მთავარია გვერდიდან არ გიშორებს და მისი იმედი გაქვს ყოველთვის. ეს არის ძმობა.
-არ გავერთოთ? - რატიმ წამოწია წინადადება. საძმაკაცო მიჩუმდა, ხარხარი შეწყვიტა და მიაჩერდნენ.- ავკრიბოთ ფული, ბარში დავლიოთ და...
-კარგი რა, ძმაო. - დაიწყო გაღიზიანებული ტონით ლომიამ. - დღეს რომ გავიღვიძე წინა ღამის არაფერი მახსოვდა, თან ვიღაც ლამაზი გოგო მეწვა გვერდით, საიდან გაჩნდა ჩემთან ან როგორ მოვახერხე სიმთვრალეში მისი დაკერვა კაცმა არ იცის. თავი ისე მისკდება დილიდან, ნაბეღლავი არ მაწყენდა. ვინ გაიქცევა და მომიტანს? - მეგობრებს გადახედა და იქვე სკამზე ჩამოჯდა, მე თავი არ მაქვსო.
ინიციატივა ყველაზე პატარამ, ლუკამ გამოიჩინა, რომელიც იქვე ჩუმად დამჯდარიყო და მეგობრებს უსმენდა. სულ რაღაც თოთხმეტი წლის იყო, მაგრამ იმაზე მეტი ესმოდა, ვიდრე ზოგ კაცს არ ესმის. ყოველშემთხვევაში ქუჩაში ინტეგრირებული, ქუჩის წესებით აღზრდილი და მოჩხუბარი ბიჭი იყო, რომელსაც თავისებურად პატივს სცემდა საძმო.
-ლუკა! - უკვე შენობას უნდა გამცდარიყო ლომიამ რომ დაუძახა. ბიჭი შემოტრიალდა. - სიგარეტიც იყიდე რა! ხომ იცი რომელსაც ვეწევი... ხოდა, კიდევ ნაყინებიც... შენთვისაც მოგივა და ჩვენც მოგვიტანე. ხურდა შენი იყოს. - ლუკას გაუხარდა და უფრო მეტი მონდომებით გაიქცა მარკეტში. იქიდან მალევე დაბრუნდა. ლომიამ გახსნა მაშინვე ბოთლი და პირდაპირ მოიყუდა, არავის დალოდებია.
-უჰ..უჰ..უჰ... გაასწორაა. - ესიამოვნა და ბიჭებს გადახედა. - რა გჭირთ ისე... რა ხდებოდა თქვენთან „წვეულებაზე“? - სიტყვის დამთავრებისთანავე გაეცინა, მაგრამ თავის ტკივილმა შეუშალა ხელი ბოლომდე მიეცა გასაქანი თავის გრძნობებს და გადაეხარხარა. - აუხ ჩემი...
-ისე ვიყავით სახლში წასვლის თავი აღარ გვქონდა... ჰოდა კი ვიყავით ერთმანეთზე მიყრილები. – თედო მიუჯდა გვერდით და ბოთლი გამოართვა.
-ჰა, ბიჭო, ჯგუფურს მიაწექით და მე არ დამიძახეთ? - თედოს გადახვია ხელი და გულში ჩაიკრა.
-ჰო, ოღონდ მხოლოდ ბიჭები ვიყავით. - გაეცინა დიტოს. ნიკა ამასობაში ჩუმად იჯდა და ნაყინს მიირთმევდა, როცა ლომიამ გახედა.
გვერდით გაიყვანა. - ბიჭებო ახლავე დავბრუნდებით. შენ კიდე მოიტა ეს ბოთლი, მე ვარ ცუდად შენ ხომ არა ტირანო! - მსხვერპლის სახე მიიღო ლომიამ, თითქოს ჩაგრავდნენ და ისე წაართვა ბოთლი.
-მაგრად კი მეუხერხულება შენთან, მაგრამ...
-მოკეტე და გამომართვი რა. - ჯიბეში შეუმჩნევლად ჩაუდო ფული. - არ დაგეკითხები რისთვის და რატომ გინდა... უბრალოდ რაიმე სისულელე არ ჩაიდინო.
-მიყვარხარ ჩემო ლომო! - გადაკოცნა მეგობარი და ცოტა ხანში კვლავ ბირჟას დაუბრუნდნენ.
-რას ჩალიჩობთ თქვენ? რაიმე საიდუმლოა და არ გვიმხელთ ტო?
-ხო, აი გოგოს მოტაცებას ვგეგმავთ ბიჭები და ხომ არ დაგვეხმარებით? - გაეღიმა ლომს და ძმაკაცებს გადახედა, მაგრამ როცა მათი გაოცებული და უმეტყველო თვალები დაინახა მაშინვე თვითონ განაგრძო. - არა? კარგი.. თვითონ მოვაგვარებთ მე და ნიკუშა.
-მოიცა, ღადაობ თუ მართლა ამბობ ამას? - ჰკითხა თედომ გაკვირვებულმა. სხვებიც არანაკლებ იყვნენ, რადგან იცოდნენ არასდროს არ საუბრობდა ლომია ამ თემაზე. რა სიყვარული რის სიყვარულიო, ყოველთვის იტყოდა ხოლმე. სიყვარული ის არის, რაც ჩვენ შორის არის და მუდამ იქნება, გოგოებს მხოლოდ მყუდრო გარემო და სითბო მიეცი ყველა მაშინვე ცოლად გამოგყვებათ, არ იცი როგორი დროაო? გადაჰხედავდა ხოლმე მეგობრებს და მწარედ ჩაიცინებდა. ისიც კი ახსოვდათ, სიყვარულს უძირო ქვევრს რომ ადარებდა. დღესღეობით არავის აღარ სჭირდებაო, ფული დაანახე და ლოგინში გიხტებიან რა სიყვარულზეა ლაპარაკიო, მაგრამ არავინ იცოდა, ამ სიტყვების თქმისას რაღაც რომ სწყდებოდა გულში. არ ნანობდა და ასე ფიქრობდა, თუმცა ის ენანებოდა ამ სიტყვების თქმა, რომ უწევდა და ეს ყველაფერი რეალობა, რომ იყო.
-არა რას ვღადაობ. ცოლი მომყავს. - სერიოზულად უთხრა და მის სიტყვებზე ყველა მას მიაჩერდა.
-ჰე ჰეეე.. - ჩაიფრუტუნა დაჩიმ. - ჩემი ძმა ქორწინდება ეეე... ეს უნდა აღვნიშნოთ!
-აუ ჩემი... შენ რა გულუბრყვილო ტიპი ხარ ტო. - გაეცინა ლომიას. - არ იცი მე და ქორწინება ანტონიმები რომ ვართ? - სიცილში სხვებიც აჰყვნენ. - ასე ვერ იცხოვრებ, ძმაო. ყველა მოგატყუებს, დაგაჯერებს ისეთ რამეს და ამით მერე ისეთ შედეგს მიიღებ, შენც გაგიკვირდება... ადამიანები გაიძვერები არიან, ყოველ ნაბიჯზე ტყუილი.. ტყუილი და ტყუილი! ნდობა დაღუპავს კაცს. რაც არ უნდა სათნოდ გამოიყურებოდეს გარედან, შიგნით მისი სული დამპალია! - დაიყვირა ემოციებისგან დატვირთულმა. ემოციური იყო ყოველთვის და თუ როლში შევიდოდა მაშინ სხვა აღარაფერი ახსოვდა, მხოლოდ მისი სიტყვები. - ისევე როგორც ვაშლი, შეიძლება გარედან სულ არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ შიგნით გამოხრული იყოს ჭიებისგან, სულ ჩაშავებული... შენ კი მხოლოდ გემოს გასინჯვის შემდეგ იგებ. უნდა ისწავლო, რომ გასინჯვამდე კარგად უნდა შეაფასო და არც პირდაპირ არ უნდა ჩაავლო კბილები. ასეა ადამიანიც. შეაფასე მისი სულიერი სამყარო, შემდეგ ისე დაუმეგობრდი... მომიკიდე ძმურად.
-კარგი რა.. ლექციების დროა ახლა? - იყვირა დაჩიმ და ხელები გაშალა. - ქალი მინდა! წამო რა.. გუდვილში შევიდეთ რაღაცები ვიყიდოთ და თამუნას და მის დაქალებს ავუაროთ. - თვალები გაუბრწყინდა ლაშას, ლუკაც ჩაერთო და წამოხტა. - შენ არა პატარა კაცი... შენ სახლში დაახვიე.
-დაჩი.. - მწყრალად უთხრა ლომიამ. - მასაც იგივე უფლებები აქვს, რაც შენ იყოს აქ და ჩვენთან ერთად გაერთოს. - მის განაწყენებულ სახეს შეხედა, რომელიც წამსვე სიხარულში გადაეზარდა. - მხოლოდ დედაშენს უთხარი მეგობრებთან ვიქნებიო, არ ანერვიულო იცოდე! - ბიჭმა თავი დაუქნია და სახლისკენ გაიქცა. - წუხანდელი ღამე სულ არ მახსოვს ბო**შვილივიყო. რა მიქნა სასმელმა. თან როგორ ვეკიდე იცი? ფეხები ჰაერში მქონდა და თავზე ვიწექი. ამ ბოლო დროს მგონი სულ გამოვ****ვდი.
-სანამ თვითონ არ მიხვდები ჩვენი არ უნდა დაიჯერო? - კბილი გაჰკრა ლაშამ. - მაგარი გაიძვერა ხარ. - ლომიამ რომ დაუბრიალა თვალები უმალ გაჩერდა.
-შენ რომ მიდიოდი მე მოვდიოდი ბიჭო. - დაუძაბა ლომიამ და თავზე ცივი ბოთლი მიიდო, რომელიც ტკივილს უამებდა.
-ლომო, ახლა ერთი-ორი ჭიქა არაყი გიშველიდა. - მის შეწუხებულ სახეს, როცა შეხედა თედომ მაშინ თქვა და მხარზე ხელი დასცხო. თავი კი უფრო მეტად ასტკივდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
ამასობაში ლუკაც გამოჩნდა.
-რაღას ვუცდით წავედით! - თქვა ლომიამ და დაიძრნენ. - ისევ ქალი თუ მიშველის და არა არაყი. - თვალი ჩაუკრა თედოს და გადაეხვია.
***
გუდვილში ყველა ერთად შეცვივდა. წინასწარ დაურეკეს მანამდე თამუნას, გაემზადეთო. დაქალებსაც ამოიყვანდა და მათ დასახვედრად მოემზადებოდნენ. ბიჭებიც აუცილებლად დაადგებოდნენ მათკენ გზას, აუცილებლად ავიდოდნენ ნავაჭრ სასმელთან და სასუსნავთან ერთად უბედური შემთხვევა, რომ არა, რაც ლომიას დაატყდა თავს.
ეს დღე იყო საბედისწერო მისთვის და მისი ძმაკაცებისთვისაც. განსაკუთრებით ლომიას მშობლებისთვის, რომლებმაც გულის გაორმაგებული კვნესაც კი გაიგონეს თავიანთი შვილის და თითქოს ბოლო წამები მათთან ყოფნის კატასტროფულად განიცადეს.
ეს დღე, ის წამები შიშის წამები იყო, რომელსაც ასე გაურბოდნენ. ყველაფერი ტკიოდა ლომიას, გონება დაკარგა.
აი რა მოხდა:
გუდვილში ნიღბიანი კაცი შემოვიდა, ჩუმად შემოვიდა, მაგრამ როცა სალაროსთან მივიდა იარაღი ამოიღო და მოლარე ქალს დაუყვირა.
-ჰეი! დროზე ჩაყარე ფული... სწრაფად! სწრაფად! ბევრი დრო არ მაქვს. - შეშინებული ქერა გოგონა დაიბნა. გაშეშდა და ხმა ვერ ამოიღო. ხელიც კი ვერ გაანძრია. იდგა და უაზრო თვალებით უყურებდა ნიღბიანს.
-არ გესმის რა გითხარი გოგო?! - დაიღრიალა და აქეთ-იქით მოავლო თვალი. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, თუმცა მან ვერ დაინახა. ლომია და მისი ძმაკაცები სასმლის სექციაში არაყს და ლუდს არჩევდნენ ხმაური, რომ შემოესმათ. ლომია შეკრთა. მიხვდა რაშიც იყო საქმე, მაგრამ მაშინვე არ გავარდნილა. წამი დაიცადა. გახედა და ნათლად დაინახა შავნიღბიანი მძარცველი, შეშინებულ გოგონას როგორ უშვერდა იარაღს. ლომიამ თითი ტუჩებთან მიიტანა, როცა გოგონამ შეხედა ბიჭს. ლომიამ მოლარეს ანიშნა გაჩუმებულიყო. მისი თვალების მოძრაობაზე კი შეტრიალდა იარაღიანი და ახლა ლომიას მიუშვირა.
-მეგობარო, დაწყნარდი და მაგ საწყალ გოგოს დაანებე თავი. ვერ ხედავ როგორი შეშინებულია? - მშვიდად დაიწყო ლომიამ, მეგობრებმა ვერც კი მოახერხეს გაეჩერებინათ, თავისას მაინც გააკეთებდა.
-შენ ვინ მიგდიხარ? - როგოც უკვე გითხარით, ლომიას არ უყვარდა უსამართლობა. სწორედ უსამართლობას წააწყდა ახლა, სუსტ გოგონას ჩაგრავდა ძლიერი სქესის, კუნთიანი და იარაღიანი, ბომბორა კაცი, რომელსაც ნიღაბიც კი ეკეთა და სახე არ უჩანდა. ლომიამ დრო მოიგო, გოგონა კი ამასობაში ღილაკს აჭერდა ხელს, რომლის სიგნალიც პირდაპირ საპატრულო განყოფილებაში გაიგზავნებოდა და მალე გაჩნდებოდნენ ადგილზე.
-მე ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელსაც არ მოეწონა ეს სიტუაცია და ამ საქმეში ჩაერია. პირდაპირ გეტყვი. არასწორად იქცევი. თავად განსაჯე შენი საქციელი, უდანაშაულო გოგონას აბჯენ იარაღს შუბლზე, ჯერ ერთი რომ შენზე სუსტია და იარაღის მიბჯენა არც არის საჭირო ისე შეგიძლია დააშინო, მეორეც ის, რომ საერთოდ არ მიყვარს როცა გოგონას ჩემ თვალწინ ამცირებენ. - ხელი მისკენ გაიშვირა. - იარაღი დაწიე მეგობარო და პრობლემებს ნუ შექმნი. - თან ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა კაცს. სახე არ უჩანდა, მაგრამ არ ეტყობოდა, რომ მსროლელი იყო. ხელები უკანკალებდა და ღრიალით ყვიროდა უკან დაიხიე ნაბიჯი არ გადმოდგაო, თუმცა ლომიამ იცოდა არ ისროდა, იცოდა ვერ ესროდა მის თვალებში ჩამდგარი შიშის გამო თუმცა....
ტყვია გავარდა. დაუფიქრებლად გავარდა და მოწყვეტით ჩაიკეცა ლომია.
შოკირებული მძარცველი, როცა მიხვდა რაც ჩაიდინა მაღაზიიდან გაიქცა მთლიანად განადგურებული, თუმცა პოლიციამ მიუსწრო და ადგილზე აიყვანეს.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა გააზრება ვეღარ მოასწრეს სხვებმა, სწრაფად მისცვივდნენ ლომიას. მოლარე გოგონაც კი საშინლად იყო შეშინებული და მასთან ჩაიკეცა. ჭრილობაზე დაადო ხელი და ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა. სეირის მაყურებლები მაშინვე შეიკრიბნენ მათ გარშემო და ხმას ვერ იღებდნენ, მხოლოდ უყურებდნენ.
-მადლობა... - ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა ეს, რომ ეთქვა.
-მადლობა მე უნდა გითხრათ, გადამარჩინეთ, კიდევ თქვენ იხდით მადლობას? - ცრემლები სცვიოდა ღაპაღუპით უცნობ გოგონას. - არ მოკვდე! გთხოვ არ მოკვდე!
-ბიჭო... ღმერთო, ჩემო. ლომია, არ დაგვტოვო ბიჭო... არ გაბედო გაიგე? შე იდიოტო! გამოფხიზლდი.. ვირო! - ხელს ურტყამდა სახეში თედო.
-ამას არ გაპატიებ ლომია. გონზე მოდი არ გაითიშო. - ლომია არავის უსმენდა. ქერა გოგონას უყურებდა და თვალწინ მხოლოდ მისთვის ნაცნობი სახე ედგა. თვალი ჩაუკრა გოგონას და ის იყო უნდა გათიშულიყო, რომ კიდევ ერთი სილა მოხვდა სახეში მეგობრისგან.
-ვინმემ სასწრაფოში დარეკეთ. - იღრიალა ლუკამ.
-მე დავრეკავ. - სწრაფად აენთო გოგონას თვალები და ტელეფონს მივარდა.
ბოლოს ლომიამ რაც გაიგონა ეს ნიკუშას სიტყვები იყო, რომელიც რაღაცას ახსენებდა, ვიღაცის სახელს უყვიროდა, მაგრამ ბუნდოვნად ესმოდა. თვალები მილულა და სუნთქვა შეწყვიტა ლომიამ.
ბიჭებმა ცრემლებით დაასველეს მწოლიარე ძმაკაცის სხეული. სასწრაფო უკვე გზაში იყო.

________________
მიყვარხართ ყველანი მე თქვენ....
ჩემი სტიმული თქვენ ხართ. აბა შემიფასეთ ჩემი ნამუშევარი.
ვეცდები შემდეგი თავი მალე შემოგთავაზოთ, ხვალ თუ ვერა ზეგ..
მიყვარხართ.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

არა რა ჯერ მართლა ვირად გამოიყვანე ეს ბიჭი,ის გოგო სახლუდან ისე გააგდო,რამის გული ამერია მის საქციელზე,ახლა კი მშველელი და გადამრჩენი გამოიყვანე....არ მოსწონს ბიჭს გოგოს რომ ამცირწბენ მის თვალწინ!კაი ერთი! თვითონ რა გააკეთა ჰაა?გაშიფრული მყავს უკვე

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

ესე მარტივად, რომ იშიფრებოდნენ ჩემი პერსონაჟები წერას თავს დავანებებდი wink recourse ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ :D :D <3
მადლობა, რომ კითხულობ ^^ თუ კარგად დააკვირდებოდი, რაზეც საუბრობდნენ ჩვენი გმირები მიხვდებოდი იქ იმ უცნობი ქალის ყოფნა ზედმეტი იყო. ხოდა მთლად არც გაემტყუნება :დ ყველას აქვს ნერვები :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი EmyLee

Chemtvis aranairi mnishvneloba ar aqvs qali msubuqiyofaqcevis aristu "patiosani"! Sashinlad ar momewona sheni personajis saqcieli gogonastan mimartebashi.. Sxva gogos tu sheudzlia normalurad moeqces,aman ra daashava!isic xom vighacis daa megobari mshobeli shvili,ase rom vgmob qalis sheuracxyofas !
--------------------
Rain Of Native Girl

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
Chemtvis aranairi mnishvneloba ar aqvs qali msubuqiyofaqcevis aristu "patiosani"! Sashinlad ar momewona sheni personajis saqcieli gogonastan mimartebashi.. Sxva gogos tu sheudzlia normalurad moeqces,aman ra daashava!isic xom vighacis daa megobari mshobeli shvili,ase rom vgmob qalis sheuracxyofas !

სხვა რამეშია საქმე ჩემო ემილი :* :*
თან არ დაგავიწყდეთ რომ ლომია პახმელიაზე იყო, თავი სტკიოდა და მისი ჭყიპინი არ ესიამოვნებოდა :D
ხდება ხოლმე რა.. მაგით ნუ გავნსაზღვრავთ ლომიას პიროვნებას. არ მომწონს ასე რომ ფიქრობთ.. მთლად ასეთიც არ არის და მაგიტომ. აი, როგორიც არის ის ბოლოს გამოჩნდა.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი anuka^_^

მიყვარხარ ერკკეე ^^
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

anuka^_^
მიყვარხარ ერკკეე ^^

მეც მიყვარხარ ლამაზოო love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი anuka^_^

ErckeMydass25
anuka^_^
მიყვარხარ ერკკეე ^^

მეც მიყვარხარ ლამაზოო love

ვერგეყვარები ასე ძაალიაან!!
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№8  offline წევრი EmyLee

Nu axla tu nabaxusevze iyo bichi epatieba tavistavad xo ercke ? :D :D :D :D kargi sabutia namdvilad :D :D axla es gogo sheuyvardeba aamas rogorc mivxvdi da gamosworebis gzaze dadgeba chveni "gmiri " :D :* :*
--------------------
Rain Of Native Girl

 


№9  offline წევრი Smiling girl

ufff rogori kargi xaarrr <3 dzalian kargi iyooo <3 velodeb shemdeg tavss<3 I Love You

 


№10  offline ადმინი შამანი

ხო არ მოკვდა? იმედია არ მოკვდა,რადგან წესით ყველაფერი ახლა უნდა დაიწყოს.
ისე ვარ გაბარზებული ლომიაზე,ისე რომ ამ გოგოს გადარჩენაც ვერ უშველის. არ მომწონს ჩემს წინ ,რომ ქალებს ამცირებენო და თავად როგორ იქცევა?
ეს ჩვენი ლომია ზოდიაქოთი უეჭველი ტყუპები ან თევზები იქნება. wink იმიტომ,რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ორი 'მე' არის მასში,როგორც ჩანს.
მოუთმენლად ველოდები შემდ თავს,წარმატებები ერკე. ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№11 სტუმარი black

Yvela miyvarxars geubneba Da mec xoar gitxra?!sagol dzma martla jigari Ravi iyo aset ganvitarebas vabshe AR velodi,Mara Shen xo erkinio xar,risi mikvirda..h,h kaia dzma

Use neta chemo Esmeralda AXA rogoria an vabshe sadaa...ehh

 


№12  offline წევრი mariposa azul

წინაზე რომ გითხარი ლომის არაფერი ცხია მეთქი ამ საცოდავს, გეწყინა... ისეთია როგორიც ბოლოში გამოჩნდაო,მე პირიქით ვფიქრობ ერკე...ადამიანი თავის ნამდვილ სახეს მაშინ აჩენს როცა მარტოა...ხოდა რაო, ის საწყალი გოგო,როგორიც არ უნდა ყოფილიყო, შიშველი რო გააგდო გარეთ ეგ კაცური საქციელი იყო? აი მაშინ დამთავრდა ჩემთვის ლომიას კაცობაზე საუბარი. ამ ბოლომ კიდე ვერ შემიცვალა მასზე წარმოდგენა და რა ვქნა... სასიკვდილოდ არ მემეტება,მაგრამ ეგ ტიპი მართლა საცოდავია.საერთოდ მე ეგეთები მართლა გულით მეცოდებიან...

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

ესმერალდა ერქმევა ამ გოგოს,ალბათ..ლომია მომწონს,იმ გოგოზე ეგრევე მივხვდი..საინტერესოა და იმ ღამეს რა მოხდა ძალიან მაინტერესებს,შემდეგ თავში, იმედია,იმ ქერას ჯადოსნურ ძალას ახდი ფარდას..ლომია რა! მაგარი სახელია!!

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
Nu axla tu nabaxusevze iyo bichi epatieba tavistavad xo ercke ? :D :D :D :D kargi sabutia namdvilad :D :D axla es gogo sheuyvardeba aamas rogorc mivxvdi da gamosworebis gzaze dadgeba chveni "gmiri " :D :* :*

მაგრამ ისიც ხომ იცი, ზოგადად ადამიანის ბუნება. თავის თავში დირესაც რომ ვერ ხედავს და სხვის თვალში ბეწვსაც კი დაინახავს.. :D
ამით მაინც დავიცავ ჩემ ლომიას, მაგრამ არ არის ცუდი ბიჭი, უბრალოდ ჯერ თვითონ არ იცის ამის შესახებ :(((
Smiling girl
ufff rogori kargi xaarrr <3 dzalian kargi iyooo <3 velodeb shemdeg tavss<3 I Love You

Dიდი მადლობა ჩემო კარგო <3 <3
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს... შემდეგსაც დაელოდები ალბათ მაშინ :D <3
I LOVE YOU თOOOO ^^ ^
შამანი
ხო არ მოკვდა? იმედია არ მოკვდა,რადგან წესით ყველაფერი ახლა უნდა დაიწყოს.
ისე ვარ გაბარზებული ლომიაზე,ისე რომ ამ გოგოს გადარჩენაც ვერ უშველის. არ მომწონს ჩემს წინ ,რომ ქალებს ამცირებენო და თავად როგორ იქცევა?
ეს ჩვენი ლომია ზოდიაქოთი უეჭველი ტყუპები ან თევზები იქნება. wink იმიტომ,რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ორი 'მე' არის მასში,როგორც ჩანს.
მოუთმენლად ველოდები შემდ თავს,წარმატებები ერკე. ♥

არ ვიცი არ ვიცი, ჩემო შამან wink იქნებ ეგ სულაც არ ყოფილა მთავარი პერსონაჟი :D :D love
დიდი მადლობა ჩემო კარგო <3
დაელოდე და აუცილებლად იქნება... ვნახოთ რა რეაქცია გექნებათ შემდეგ თავის წაკითხვისას... ძალიან მაინტერესებს მერე თქვენი აზრი, აი ძალიან!! სულ ყველასი :* <3

black
Yvela miyvarxars geubneba Da mec xoar gitxra?!

შენი რა მიდის თქვი :D :D
ესმერალდა? ოოო აი ეგ საიდუმლოა :D

ადამიანები იცვლებიან და ხდებიან უკეთესები მარიამ (მარიპოზა)... ხო, მართალია... მეც არ ვამართლებ ამ საქციელის გამო, ყველა როდია თავიდან ანგელოზი, ცხოვრებაა ასეთი მტკივნეული. ლომია ისეთი ბიჭია, რომელმაც გაჭირვება რა არის არ იცის, სულ მამის კმაყოფაზე, ყველაფერს იღებს რაც სურს და არავინ არ შეწინააღმდეგებია, არავის გამოუთქვამს უარი მასთან დაწოლაზე თუნდაც, მასთან გართობაზე ან მეგობრობაზე.
ეს თუ ვერ ავხსენი კარგად პირველ თავში და თუ არ ჩანდა როგორი ტიპიც იყო აქ გეტყვი. ზუსტად ისეთი ტიპი იყო, როგორიც იმას გააკეთებდა და ქალს გააგდებდა ასე. ზუსტად ისეთი წარმომიდგენია ლომია, განებივრებული, მაგრამ მაინც თავისას კი ბევრს მიაღწია უბანში და კაი ბიჭობაში ბადალი არ ჰყავს :დ
ასეთი ტიპები მეც არ მომწონს და ამიტომ გამოვიყვანე ეს აასეთი, მაგრამ მე იმის გამო კი არ ვიცავ რაც გააკეთა, არამედ იმის გამო, რომ ყველა ადამიანში კარგი უნდა დავინახოთ ზოგადად, მიუხედავად მისი საქციელებისა, ადამიანს უნდა მივცეთ მეორე შანსი, რომ გამოსწორდეს, გააკეთოს ყველაფერი გამოსასწორებლად და მინდა აქამდე მიგიყვანოთ. რომ ცხოვრებაში ხშირად არა, მაგრამ მაინც გვეძლევა ყველაფრის ახლიდან დაწყების შანსი, რაც უნდა დაიჭირო, უნდა დაინახო და გამოიყენო!
მადლობას მოგახსენებ, რომ კითხულობ ჩემო კარგო <3 მიყვარხარ ხომ იცი :*** <3 არ მწყინს. მე მთლიანი ლომია მყავს წარმოდგენილი როგორიც არის და როგორიც იქნება, თქვენ ყველას კი მხოლოდ ის, რაც ჯერ დაგიდეთ. ამიტომ არაფერი მწყინს.. მიხარია პირიქით, რომ არ მოიწონე... love
უნდა ვწერო
ესმერალდა ერქმევა ამ გოგოს,ალბათ..ლომია მომწონს,იმ გოგოზე ეგრევე მივხვდი..საინტერესოა და იმ ღამეს რა მოხდა ძალიან მაინტერესებს,შემდეგ თავში, იმედია,იმ ქერას ჯადოსნურ ძალას ახდი ფარდას..ლომია რა! მაგარი სახელია!!

შემდეგ თავში? ვნახოთ... რა დაგრჩენიათ,... დაელოდეთ!
ესმერალდამ ვატყობ, რომ დაგაფიქრა. ძალიან მომწონს ახლა უფრო ის გადაწყვეტილება, რომ ამ ისტორიას სახელი სწორედ დავარქვი. არ ვიცოდი რა უნდა დამერქმია, მაგრამ მერე მარტივად გადავწყვიტე, ვისაც ვუძღვნი იმ გოგონას დახმარებით.. love
ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№15  offline წევრი nini :)

მაგარი იყო არ მეყოოოოოო, love love love მალე დადე შემდეგი

 


№16 სტუმარი black

Vai she bore me eg kiar gitxari me gitxari ro ganvitareba dzaan magariaqtqo,me sheni romeli siaxle AR momwonebia?!saggol Shen ase micnob?!sgsg

 


№17  offline წევრი EmyLee

Erckuna rato gadawyvite?? Saxelze? Uketesi saxelebic aris :D
--------------------
Rain Of Native Girl

 


№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Vai she bore me eg kiar gitxari me gitxari ro ganvitareba dzaan magariaqtqo,me sheni romeli siaxle AR momwonebia?!saggol Shen ase micnob?!sgsg

შენთვის არ მითქვამს :D
არ დაეტია კომენტარი იმხელა გამოდიოდა ხოდა მარიპოზას კომენტარიც მივაბი შენ კომენტარს რა...
შენი მარტო ის იყო, ესმერალდაზე საიდუმლოა მეთქი ვინ არის თქო :დდ
EmyLee
Erckuna rato gadawyvite?? Saxelze? Uketesi saxelebic aris :D

იმიტომ დავარქვი, რომ ესმერალდასავით ლამაზი რომ ხარ ხარ! საოცარი ღიმილი, რომ გაქვს გაქვს! (ვერ წაგართმევ) და თან ამ ისტორიის წერისას ესმერალდა ყველაზე მეტად მოუხდებოდა თვითონ პერსონაჟს, იდუმალებას შესძენდა, რაც მე ძალიან მინდოდა და კიდევ შენ რომ მყავხარ წარმოდგენილი მის ადგილას კი იცი :D ხოდა რა გინდა მეტი მიზეზი...
მთავარი აქ ესმერალდაა და მეც მისი სახელი დავარქვი.. ესმერალდას გარეშე მთელი მოთხრობა ნოლია!! თამამად ვაცხადებ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე გასაოცარია... სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი, თვალები ფართოდ გახელილი მეგონა რომ რომელიმე სიტყვა გამომრჩებოდა... იშვიათად არის და ხდება ხოლმე რომ ნაწერი გითრევს და რეალობას გიჩვენებს თითქოს ეს ყველაფერი შენს წინ ხდება... სასწაულია ერკე... აი, ძალიან ძალიან მომწონს

 


№20  offline მოდერი chica sol

ვაიმე ერკე რა უქენი ლომიას? ასე როგორ შეიძლება...
ერთი არ მომეწონა მხოლოდ. მოკლედ ლომია ასე საშინლად რომ ექცევა გოგონას როცა მასთან ერთად იღვოძებს და მეორე წამს ამბობს რომ თურმე არ უყვარს რომ გოგონებს ჩაგრავენ და ამცირებენ...
შენ კი საოცრება ხარ❤❤❤❤

 


№21  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
ერკე გასაოცარია... სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი, თვალები ფართოდ გახელილი მეგონა რომ რომელიმე სიტყვა გამომრჩებოდა... იშვიათად არის და ხდება ხოლმე რომ ნაწერი გითრევს და რეალობას გიჩვენებს თითქოს ეს ყველაფერი შენს წინ ხდება... სასწაულია ერკე... აი, ძალიან ძალიან მომწონს

love ვაიმეე. ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვიიიის love ვეცადე საერთოდ არ გადამეხვია და რეალობის საზღვრებს არ გავცდენობი ^_^
ტკბილო <3
განაგრძეეე და მაინტერესებს როგორ მოგეწონება შემდეგ :დ <3
მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმე ერკე რა უქენი ლომიას? ასე როგორ შეიძლება...
ერთი არ მომეწონა მხოლოდ. მოკლედ ლომია ასე საშინლად რომ ექცევა გოგონას როცა მასთან ერთად იღვოძებს და მეორე წამს ამბობს რომ თურმე არ უყვარს რომ გოგონებს ჩაგრავენ და ამცირებენ...
შენ კი საოცრება ხარ❤❤❤❤

ტყუპებია ჩვენი ლომიაც :დ გაორება სჭირს :დ ეტყობა :D :D ან ნამუსი იღვიძებს ხოლმე :დ რავიცი რავიცი. ამ კითხვაზე პასუხს გასცემ როცა მოვა დრო ^_^ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე
terooo
ერკე გასაოცარია... სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი, თვალები ფართოდ გახელილი მეგონა რომ რომელიმე სიტყვა გამომრჩებოდა... იშვიათად არის და ხდება ხოლმე რომ ნაწერი გითრევს და რეალობას გიჩვენებს თითქოს ეს ყველაფერი შენს წინ ხდება... სასწაულია ერკე... აი, ძალიან ძალიან მომწონს

love ვაიმეე. ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვიიიის love ვეცადე საერთოდ არ გადამეხვია და რეალობის საზღვრებს არ გავცდენობი ^_^
ტკბილო <3
განაგრძეეე და მაინტერესებს როგორ მოგეწონება შემდეგ :დ <3
მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმე ერკე რა უქენი ლომიას? ასე როგორ შეიძლება...
ერთი არ მომეწონა მხოლოდ. მოკლედ ლომია ასე საშინლად რომ ექცევა გოგონას როცა მასთან ერთად იღვოძებს და მეორე წამს ამბობს რომ თურმე არ უყვარს რომ გოგონებს ჩაგრავენ და ამცირებენ...
შენ კი საოცრება ხარ❤❤❤❤

ტყუპებია ჩვენი ლომიაც :დ გაორება სჭირს :დ ეტყობა :D :D ან ნამუსი იღვიძებს ხოლმე :დ რავიცი რავიცი. ამ კითხვაზე პასუხს გასცემ როცა მოვა დრო ^_^ <3


ყოჩაღ ერკე... ძალიან გამახარე.. ვგიჟდები უკვე ესმერალდაზე... ბიჭი რომ ვიყო ცოლად წავიყვანდიიი love მართალია რეალობის შეგრძნება წამითაც კი არ მტოვებს, ყველაფერი ისეთი რეალურია... ამ ყველაფერს კი ტკივილმა უფრო მძაფრი შეგრძნება შეძინა

 


№23  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
ერკე
terooo
ერკე გასაოცარია... სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი, თვალები ფართოდ გახელილი მეგონა რომ რომელიმე სიტყვა გამომრჩებოდა... იშვიათად არის და ხდება ხოლმე რომ ნაწერი გითრევს და რეალობას გიჩვენებს თითქოს ეს ყველაფერი შენს წინ ხდება... სასწაულია ერკე... აი, ძალიან ძალიან მომწონს

love ვაიმეე. ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვიიიის love ვეცადე საერთოდ არ გადამეხვია და რეალობის საზღვრებს არ გავცდენობი ^_^
ტკბილო <3
განაგრძეეე და მაინტერესებს როგორ მოგეწონება შემდეგ :დ <3
მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმე ერკე რა უქენი ლომიას? ასე როგორ შეიძლება...
ერთი არ მომეწონა მხოლოდ. მოკლედ ლომია ასე საშინლად რომ ექცევა გოგონას როცა მასთან ერთად იღვოძებს და მეორე წამს ამბობს რომ თურმე არ უყვარს რომ გოგონებს ჩაგრავენ და ამცირებენ...
შენ კი საოცრება ხარ❤❤❤❤

ტყუპებია ჩვენი ლომიაც :დ გაორება სჭირს :დ ეტყობა :D :D ან ნამუსი იღვიძებს ხოლმე :დ რავიცი რავიცი. ამ კითხვაზე პასუხს გასცემ როცა მოვა დრო ^_^ <3


ყოჩაღ ერკე... ძალიან გამახარე.. ვგიჟდები უკვე ესმერალდაზე... ბიჭი რომ ვიყო ცოლად წავიყვანდიიი love მართალია რეალობის შეგრძნება წამითაც კი არ მტოვებს, ყველაფერი ისეთი რეალურია... ამ ყველაფერს კი ტკივილმა უფრო მძაფრი შეგრძნება შეძინა

ტეროოოოოო :* ძალიან დიდი მადლობააა <3 :დ გოგო რომ იტყვის ბიჭი რომ ვიყო ცოლად მოვიყვანდიო, ესე იგი ნამდვილად კარგი ყოფილა ^_^ :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent