შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლისთვალება ~1~


8-12-2015, 13:57
ავტორი black wolf
ნანახია 1 599

ლექსო საქართველოში ცხოვრობდა სანამ დედამისი სახლს არ გაყიდდა და მთელი ოჯახით (ლექსო,მისი და,დედა) საზღვარგარეთ არ გადავიდოდნენ საცხოვრებლად, კერძოდ ინგლისში. გავიდა 4 წელი და ისინიც სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ უკვე ქირით დარჩნენ სხვაგან რადგან მათ ხომ გაყიდეს თავიანთი სახლი. იქირავეს ერთი სახლი სადაც კიდევ ერთი ოჯახი ცხოვრობდა. დედაშვილი. ქალს სოფო ერქვა,შვილს მონიკა. ლექსოც და მისი დაც სახელად ნინი მონიკას ტოლები იყვნენ. ლექსო და ნინი ტყუპები იყვნენ. ორივენი 16 წლის. დაჯერებაც კი ძნელი იყო რომ ტყუპები იყვნენ. არც გარეგნობით ჰგავდნენ ერთმანეთს და არც ხასიათით. ლექსო ყველა ბიჭს არ გავდა. მისი პონტი ბაბუს და ტოოს ძახილი არ იყო. ლექსო წყნარი მშვიდი და სერიოზული ბიჭი იყო მაგრამ ძალზე დაუმორჩილებელი. თოვლის მეფეს გავდა ხასიათით. ხოლო გარეგნობით უუსიმპატიურესი. მაღალი, გამხდარი, ოდნავ ღია კანის, ღია ყავისფერი მრგვალი თვალები რომელიც შორიდან შავად მოგეჩვენებოდათ და ასეთივე ღია ყავისფერი თმა ემოს სტილში. ნინი კი.. ნინის ძალიან ლამაზი იყო მაგრამ ძალიან უზრდელი, ცანცარა, ჭირვეული და ძალიან ძალიან ჯიუტი. საზოგადოებაში ისე იქცეოდა როგორც მას ასწობდა და სულ არ აინტერესებდა რას ფიქრობდა ხალხი. მის გამო ლექსო და დედამისი სახელად ნატალია ძალიან ბევრჯერ მოხვდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ნინის გრძელი, ოდნავ ხვეული ქერა თმა და დიდი მწვანე თვალები ჰქონდა. საშუალო სიმაღლის და წონის. უფრო გამხდარი მაგრამ ისეთი გამხდარი არა როგორიც ლექსო.
შეგახსენებთ სადაც ლექსომ და მისმა ოჯახმა იქირავა ბინა, ბინის პატრონის ქალიშვილს მონიკა ერქვა. ახალი წელი იყო. დაემთხვა და თურმე დეკემბრის ბოლოს მონიკას დაბადების დღე ჰქონია რის აღნიშვნასაც რესტორანში აპირებდნენ მეგობრებთან ერთად.

*************
მონიკას დაბადების მეორე დღეს მერე იყო ამიტომ ერთი დღით ადრე უკვე გეგმავდნენ ყველაფერს.
-მონიკა დე მარტო ლონდას და მარიამის დაპატიჟება მოსაწყენი ხომ არ იქნება შენთვის? მართალია შენი დაბადების დღეა ჩემი კი არა მაგრამ მაინც გითხარი. 17 წლის ხდები და უფრო ბევრი მეგობარი რომ დაგეპატიჟებინა არა!? (სოფო დეიდა)
-კარგი რა მე მარტო ახლო მეგობრები დავპატიჟე აბა მთელ კლასს და მთელ სამეზობლოს ხომ არ დავპატიჟებ იმ უზრდელების ბუდეს?(მონიკა)
-კარგი დედი როგორც გინდა მე მაგას შენთვის ვამბობ. (სოფო)
გავა რამდენიმე წუთი...
-დე რაღაც მინდა გითხრა(სოფო)
-გისმენ დედა (მონიკა)
-მოდი ის ბავშვები დავპატიჟოთ ჩვენთან ქირით რომ არიან თან უფრო ახლოს გაიცნობთ ერთმანეთს, მითუმეტეს ტოლები ხართ. (სოფო)
-ვაიმე რას ამბობ დედა 2 დღის გაცნობილები გვყავს რა მაგათი დაპატიჟება მოგაფიქრდა აზრად იყვნენ კიდევ ერთი წელი და მომავალ წელსაც დავპატიჟებთ. ისე მითხარი თითქოს 20 წელია ვიცნობთ მაგათ გადავირიე რამ მოგაფიქრა? ეხლა სირცხვილი არ იქნება? იფიქრებენ არც გვიცნობენო და დაბადების დღეზე მოდითო..სასწაული (მონიკა)
-რატომ დედა სირცხვილი ის უფრო იქნება რომ ჩვენ წავიდეთ და ისინი მივაგდოთ სახლში. (სოფო)
-იქნება მათ თავიანთი საქმე აქვთ რათ უნდათ უცნობ ხალხს ჩემი დაბადების დღე? (მონიკა)
-შვილო სახლში ხომ არ ვიხდით რესტორანში მივდივართ,ხომ იცი ჯერ ლონდამ უნდა შემოიაროს და მერე ერთად წავალთ. იქაც მარიამი დაგვეწვევა უკვე. 2 ადამიანით მოწყენილობისგან დაგეძინებათ (სოფო)
-თუ რესტორანში უნდა ვიყოთ ნამდვილად არ დაგვეძინება.. ასეც გავერთობით (მონიკა)
-მე უბრალოდ იმისათვის ვთქვი რომ უფრო მეტი მეგობარი გაიჩინო. სულ ლონდას და მარიამის იმედზე ხომ არ იქნები მთელი ცხოვრება? თან ლექსო და ნინი კარგი ბავშვები არიან. კარგი დედაც ჰყავთ კარგი ქალია ნატალია (სოფო)
-ჩემი აზრით მაგ სამეულს ერთი უნდა მოაშორო. დედა და ის ბიჭი ლექსო კიდევ არაუშავს მაგრამ ის გოგო??? მხოლოდ 2 დღეა და უკვე
მძულს.. რანაირად იქცევა? 3 წლის ბავშვის ტვინი ხომ არ აქვს? რა დღეშია? მთელი მაცივარი, ნამცხვრები და წვენები სულ გადაყლაპა და მიკვირს ასეთი გამხდარი როგორ არის.. და არა მარტო ეგ.. ჩხუბობს, უზრდელივით ლაპარაკობს, ჯიუტობს... ალბათ ლონდონში ქუჩა არ არის მაგას რომ არ გაევლო (მონიკა)
-ჩუმად შვილო გაიგონებენ (სოფო)
-არ გაიგონებენ დედა. ნატალია დეიდა მაღაზიაშია წასული. თითონ ბანაობს. ლექსო კი წიგნს კითხულობს ამიტომ ყურადღება იქითკენ აქვს გადატანილი. თან მათი ოთახიც შორსაა ჩვენგან და კარიც მიხურულია. (მონიკა)
უცებ გოგოს ხმამაღალი ლაპარაკი გაისმა რომელიც სააბაზანოს მხრიდან მოდიოდა.
-აუუ წინსაფარი სად არიი?!... ლექსო!!..
ეს ნინის ხმა იყო.
-აუ ლექსო რა.. იდიოტო იმის მაგივრად რომ წინსაფარი მომიტანო გდიხარ და წიგნს კითხულობ რაა... (ნინი)

-აი ხომ ხედავ დედა. აი ეხლა ასეთი პიროვნების ატანა შეიძლება თუნდაც რესტორანში დაბადების დღეზე?? (მონიკა)

-აუ აუ მომე რაა.. (ნინი)
-წადი და შენ თვითონ აიღე საწოლზეა. (ლექსო)
-აუ რა ვირი ხარ რა (ნინი)
-ხმას ნუ მიწევ (ლექსო)
-ვისაც მინდა იმას ავუწევ ვინნ მიგდიხარრ?? (ნინი)
-გოგო წესიერად ილაპარაკე (ლექსო)
-თორემ დედას ეტყვი? (ნინი)
-დედას შენი ჭირვეულობებისთვის არ შევაწუხებ (ლექსო)
-ადექი და წინსაფარი შენ მომეცი (ნინი)
-შენია და შენ თვითონ აიღე (ლექსო)
-არ ავიღებ.. მომეცი თორემ... (ნინი)
-თორემ რა? (ლექსო)
-წიგნს დაგიხევ (ნინი)
ლექსომ ყურადღება არ მიაქცია ნინის სიტყვებს და წიგნის კითხვა განაგრძო. თუმცა კითხვის დროს ნინიმ უეცრად წიგნი წაართვა და ლექსო მიხვდა რომ ნამდვილად წიგნის დახევას უპირებდა.
-ეე გოგო რას აკეთებ ხელი არ ახლო(ლექსო)
-რომანებს კითხულობს ჩვენი ლექსო (ნინი)
-დამიბრუნე თორემ ამ წინსაფრებსას ვისვრი ფანჯრიდან და შენც მოგისვრი (ლექსო)
-მიდი აბა სცადე სულ არ მეშინია თოვლიან დღეს ფანჯრიდან სულ შიშველი გადმოვარდნისა (ნინი)
-ვერ ხარ ნამდვილად ვერ ხარ.. დამიბრუნე წიგნი თუ არ გინდა რომ მართლაც მოხდეს ის რისიც როგორც თქვი არ გეშინია. (ლექსო)
-სწორედ მაგიტომ არ გიბრუნებ რომ მოხდეს (ნინი)
-გიჟი ხარ (ლექსო)
დეიდა სოფო გაოგნებული უსმენდა მათ ჩხუბს და გაუჩერებელ ყვირილს.მონიკას ეცინებოდა. ამასობაში დეიდა ნატალიაც დაბრუნდა მაღაზიიდან
-სად ხარ ნატალია ამდენი ხანია მაღაზიაში წახვედი თუ ამერიკაში? (ნინი)
-წესიერად ელაპარაკე გოგო(ლექსო)
-გამაგებინეთ აქ რა ხდება?(ნატალია)
ლექსო დედამისს მიუახლოვდა და..
-ის მოხდა რომ ეს ჩემი ე.წ ტყუპისცალი და ნამდვილი გაუზრდელი,
გარყვნილი და უნამუსოა. (ლექსო)
-ეეე ბიჭოო (ნინი)
-ახლავე დაწყნარდით!!!! ნინი წყნარად მოიქეცი თორემ ლონდონში დაგაბრუნებ(ნატალია)
-ლონდონში მე კი არა ის...(ნინი)
-ხმა არ გავიგონო.. რას გავხარ რა არი ეს?? ნახევრად შიშველი თავიდან ფეხებამდე სველი სხვის სახლში ღრიალებ. წადი ეხლა თმები და ტანი გაიშრე, ჩაიცვი და ივახშმე. (ნატალია)
-არ მინდა მე თქვენი ვახშამი (ნინი)
-რასაც ჭამ იმის მადლიერიც უნდა იყო (ლექსო)
-რას დგახარ გაშრი მეთქი არ გითხარი? (ნატალია)
ნინიმ ჯერ დედამისს მერე ლექსოს სახეში შეხედა.
-ვერ გიტან ლექსო (ნინი)
ლექსოს პასუხი არ გაუცია.

-აი ხო ნახე დედა რა ცირკი იყო(მონიკა)
-ეხლა ამათ უნდა დასცინო?(სოფო)
-აუ რავი :D რავქნა ეხლა დავპატიჟო? თუმცა შეიძლება მარტო ლექსოს დაპატიჟება.. თუმცა ნინი ხომ გაგიჟდება.. მე არაო და ის როგორ დაპატიჟესო და სკანდალს მოაწყობს.. მოდი მოვიფიქრებ და გადაწყვეტილებას მივიღებ (მონიკა)
-როგორც იტყვი შვილო (სოფო)

***************

ეს იყო ამ ისტორიის პირველი თავი. იმედია მოგეწონათ. გაინეტერესებთ თუ არა მონიკა დაპატიჟებს თუ არა საბოლოოდ ლექსოს და ნინის. და ვინ იქნება მონიკას მეგობარი ლონდა რომელიც ისტორისს მთავარი გმირია და როგორ განვითარდება მოვლენები რესტორანში? გავაგრძელო? საინტერესოა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent