გრძნობებით დატყვევებული [3;4]
–მე ამას ვიცმევ!–თქვა ევამ და შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო. მერე ისევ სარკეს მიუბრუნდა და ლაინერი ლამაზად გადაისვა ქუთუთოებზე. თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა და დარწმუნებული იყო, რომ ეს საღამო ხვალ განსჯის საგანი გახდებოდა. სულ აბრალებდნენ, უამრავი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებულიო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მნტკნარი სიცრუე იყო. ევა ჭორებს ერთ ყურში უშვებდა და მეორეში ატარებდა. მეტი საქმე არ ჰქონდა, მსგავს სისულელეებზე ენერვიულა. აღიარებს, თავდაპირველად ბალიშში ჩარგული ამტკიცებდა, ხვალ ჩემი ფეხი არ იქნება სააგენტოშიო, მაგრამ პირობას ყოველთვის არღვევდა. ცხოვრების გართულება არ უნდოდა, პრობლემებს ერიდებოდა, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე, ვერ მოისვენებდა, სხვას თუ ნერვებს არ დააწყვიტავდა. ბოლო ერთი წელია, თავად აღარ აღელვებულა და ირონიული ღიმილით პასუხობდა წინაამღდეგობებს. –ოჰ, ევა! წარმომიდგენია დღეს რა მოხდება...–ხელები მოიფშვნიტა მაჩომ და წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია. –შენ მაგაზე ნუ იდარდებ! ყველას შესაბამის პასუხს გავცემ!–ლოყაზე უჩქმიტა მეგობარს ევამ და გარდერობის კარი ფრთხილად გააცურა. –ამაზე არც მიფიქრია!–ჩაიცინა მაჩომ და საძინებელში შუქი ჩააქრო. კარგად იცნობდა შერვაშიძეს და ზუსტად იცოდა კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ მოიქცეოდა. –ვინ გაგვიყვანს?–ახლაღა გაახსენდა ტრანსპორტი და თან დედას გასძახა–ჩვენ გავდივართ! ანა შემოსასვლელში წინსაფრის წმენდით გამოვიდა და პირჯვარი გადაწერა ერთმანეთზე უკეთეს ქალიშვილებს. –ოოო, დედა, ნუ იცი ხოლმე რა!–ღრმად ამოიხვნეშა ევამ და შუბლზე აკოცა დედას. –მეტყვი თუ არა ვისი მანქანით მივდივართ?–მაჩოს მიუბრუნდა და თან საყურე შეისწორა. –მაგის გარკვევა დამავიწყდა...–დამნაშასევსავით თავი ჩაქინდრა და ტუჩი მოიკვნიტა გოგონამ. –ხო, შენ რა გახსოვს საერთოდ! მარტო თომა!–ჩაიბურტყუნა თავისთვის და ტაქსის ნომერზე შეტყობინება გაგზავნა. –ეგ საცოდავი, შენ რომ გიძლებს!–სიცილით შენიშნა მაჩომ, რადგან ევას რატომღაც ამოჩემებული ჰყავდა ეს კაცი და სულ მას უკავშირდებოდა საჭიროების შემთხვევაში, ეს კი იმას ნიშნავს რომ დღეში ოთხ ''კრუგზე'' დაატარებდა და ის კი ვერ მოეფიქრებინა, რომ მძღოლად აეყვანა და ცალ–ცალკე ფულის გადახდას, მის ანგარიშზე ჩაერიცხა ხოლმე. –შენ მოხვედი ხასიათზე?–მოჩვენებითად დატუქსა, მაგრამ მაინც გაეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი. ლოყებზე გაჩენილი ფოსოები, მაჩოს იმაზე მიანიშნებდა, რომ მისმა მკაცრმა და პასუხისმგებლობით სავსე დაქალმა ''დანაშაული'' აპატია. –აი, მოვიდა!–შესძახა მხიარულად ევამ, როცა ტელეფონმა ნიშანი მისცა და ორივე ბაკა–ბუკით ჩავიდნენ კიბეებზე. –აბა, ყოჩაღად!–მაინც ვერ მოითმინა ანამ და თბილი მზერა გააყოლა გასულებს. მიხურულ კარებს მიეყრდნო და ობოლი ცრემლი მოიწმინდა. საყვარელი მეუღლის საჩუქარი იყო ევა და მისით ცოცხლობდა ახალგაზრდა ქალი. ევას ერთი ღიმილი და ანაც ბედნიერი იყო, ყოველ დილით ენერგიით ივსებოდა, სამზარეულოში მოუხერხებლად მოფუსფუსე ქალიშვილს რომ ხედავდა. ახლაც გული და სული მეგზურად გააყოლა შვილს, ყველა უბედურებისგან რომ დაეცვა. რესტორანში შესულ ევასა და მაჩოს წინ უნიფორმაში გამოწყობილი ბიჭი შეეგებათ. –მოგესალმებით, თქვენ დაქირავებული გაქვთ დარბაზი თუ ახლა გინდათ დაჯავშნა?–ჰკითხა ინტერესით და რვეული მოიმარჯვა. ევამ დაბნეულმა გადახედა მაჩოს. ისიც უსიტყვოდ იდგა და თითებს ნერვიულობისგან იმტვრევდა. ევამ თავი გადააქნია და ყელმოღერებულმა გადახედა ვაჟს. –იცით, ჩვენ თომა თაბაგართან ერთად ვართ.–ინტერესით მიაპყრო დიდრონი თვალები და მის პასუხ დაელოდა. –თომა თაბაგარი... თომა...–ფურცლავდა რვეულს აუჩქარებლად ახალგაზრდა და ევასაც ამოეწურა მოთმინების ფიალა. –ნუთუ ვერ იპოვეთ?–ცივად ჰკითხა გვერდით მდგომს და მაჩოს მუჯლუგუნი გაჰკრა.–თომას მეტი არაფერი უთქვამს? ან რომელ ოთახში ვიქნებოდით, ან... –მითხრა, მაგრამ...–საცოდავად ამოიბლუყუნა მაჩომ და უკვე მერამდენედ გალანძღა თავისი მახსოვრობა. –თომა თაბაგარი! მეორე დარბაზი!–მათ საუბარში მოულოდნელად ჩაეჭრა ბიჭი და მოგვიანებით დაამატა.–თქვენ, ევა შერვაშიძე ხომ? –ახლა კი ნახვამდის!–სასწრაფოდ დაემშვიდობა ევა, გახარებულმა წაათრია ბოდიშის მოხდით დაკავებული მაჩო დარბაზისკენ და ყურში მალულად ჩასჩურჩულა: –ერთმანეთს შეეფერებით ხომ იცი... ისიც შენსავით სადღაც დაფრინავს... დარბაზში შესულებმა თვალები გააფაციცეს და სახე გაუბრწყინდათ, მონატრებული ხმა რომ შემოესმათ. –ჩემი პრინცესები ჩემთან! უკან შეტრიალდნენ და გულში ჩაეკვრნენ მხარბეჭიან ჭაბუკს. ღრმად შეისუნთქეს მისი სურნელი და მიხვდნენ, როგორი ნაცნობი იყო მათთვის ეს საოცარი გრძნობა, რამდენი ხანია თომას არ ჩახუტებიან... მის ზღვისფერ თვალებში არ ჩაძირულან და ამ ნეტარი წუთების სამუდამოდ გაგრძელება ინატრეს. სამი, ერთმანეთზე გადაჯაჭვული სხეული, ძვლივს ააგლიჯეს ერთმანეთს. თომას ერთ–ერთი ბათუმელი ძმაკაცი იხვეწებოდა, მეც გამაცანი ეს ორი ანგელოზიო. თომა თბილისში მეგობრებთან ერთად ჩამოსულა და რა თქმა უნდა მათ ევა და მაჩო არ იცნობდნენ. ღიმილით მიესალმნენ ყველას და კუთვნილი ადგილები დაიკავეს. ევას თვალები სულ თომასკენ გაურბოდა, თითქოს ეშინოდა ყურადღებას თუ არ მივაქცევ, მოჩვენებასავით გაქრებაო. მაჩო უპრობლემოდ უყვებოდა ყველაფერს, რაც ამ ორი წლის განმავლობაში გადახდა, თუმცა ევა ყურს არ უგდებდა. ყველა ისტორია ზეპირად იცოდა და მობეზრდა კიდეც უცხო გარემოცვაში ყოფნა, როცა თომა ორ ნაბიჯში იყო და მის გარშემო სხვები შემომსხდარიყვნენ. ეგოიზმი არ აძლევდა ევას ბოლომდე გახარების საშუალებას და ამაზე კიდევ უფრო ცოფდებოდა. მუსიკები რომ ჩაირთო და ყველა ფეხზე წამოდგა, გაიფიქრა, ჩემი დროც მოვიდაო და ტანის ნარნარი რხევით ცეკვა დაიწყო. მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღფრთოვანებით შეჰყურებდნენ უნაკლო სილამაზეს და ერთმანეთს უყურებდნენ, აბა რომელი იმარჯვებს და გვერდს დაუმშვენებსო, თუმცა ასეთი არავინ ჩანდა. მოულოდნელად კარი შემოიღო და ევას ღიმილი პირზე შეაცივდა. დარბაზში ის უცნობი მამაკაცი შემოვიდა, წინა დღეს ძალზედ რომ დააბნია. პირველად მოხდა ღამე ვიღაცაზე ფიქრში რომ გაათია და ამას წყობიდან გამოყავდა შერვაშიძეს ასული. მამაკაცი გაბრაზებული ჩანდა, მეგობრის დანახვაზე ნაძალადევად გაიღიმა და წუთიერად გადაეხვია. ეტყობოდა ყველა მათგანს იცნობდა, მათაც ჩამოუარა, ზოგს კი შორიდან ანიშნა რაღაც. ევა შიშმა აიტანა, საკუთარ თავს დაუყვავა, ვინ არის ვითომ ეს კაცი, რატომ უფრთხი და ერიდებიო. გაუბედავად გაემართა მისკენ და ხელი გაუწოდა. –გამარჯობა, ევა შერვაშიძე, თომას მეგობარი.–უცნობს სახეზე ფერებმა გადაუარა. აშკარად არ ელოდა ევასთან შეხვედრას, მაგრამ რატომ? თავად არ უთხრა, ხვალ შევხვდებითო?! თომამ ხმაურში ევას სიტყვები ვერ გაიგონა, მაგრამ რაღაცამ გაჰკრა გულში. ფეხზე წამოდგა და მოსაუბრეებისკენ დაიძრა. –ბერდია, გაიცანი, ევა. აი, ის, რომ გეუბნებოდი!–მხარზე ხელი გადახვია ევას და საფეთქელზე აკოცა. ბერდიას რეაქცია არ ესიამოვნა. რამდენი რამე მოუყოლია ევაზე და მისი გაოცების მიზეზს ვერ პოულობდა. –შენ არ გითქვამს, რომ ეს ევა ცნობილი ფოტომოდელი იყო. უფრო სწორად მითხარი, მაგრამ მისი გვარი არ გიხსენებია.–შეახსენა ბერდიამ და ამის შემდეგ ყველაფერი გასაგები გახდა. ევა ხან ერთს იყურებდა, ხან მეორეს. თავს ძვლივს იკავებდა რომ მამაკაცის სახელზე არ გასცინებოდა. ნუთუ კიდევ ვინმეს ერქვა ბერდია? ''ბერდია... ბერდია... ბერდია...''–გონებაში რამდენჯერმე გაიმეორა და მიხვდა რომ ურიგო სახელი ნამდვილად არ იყო, ის კი არა, მოეწონა კიდეც! –მაპატიე, მეგობარო! ძალიან დაგაბნიე! მართალია, ევამ დიდ წარმატებას მიაღწია და ახლა მოსავალს იმკის. კი, მაგრამ... ნუთუ შენ იცნობ მას?–წარბები ინტერესით შეკრა თომამ და ფეხი მოინაცვლა. მაჩო შორიდან დაძაბული უმზერდა ამ სანახაობას და აღარ იცოდა რა ექნა. –ამ კითხვაზე პასუხს ევა გაგცემს!–საუბარში ჩარია ევაც. მართალია აქამდე ამაზე ოცნებობდა ცნობისმოყვარე ქალბატონი, მაგრამ საჭირო სიტყვები ვეღარ მოიძია ლექსიკონში და უცნაური ბგერები გამოსცა. –ამმ... მე... გუშინ შევხვდი, მაღაზიაში!–დააკონკრეტა პასუხი და გაცხარებით ახედა მასზე ბევრად მაღალ ჭაბუკს. –და ევას სულ გადაავიწყდა, რომ დღეს უნდა შეხვედროდი ბათუმის გაზეთის ''შავი ზღვის'' დირექტორს.–დაამატა ბერდიამ და ხელები ზურგსუკან წაიღო. ახლაღა ამოუტივტივდა თავში, რომ დღეს ვიღაც ბერდია ყიფიანთან ჰქონდა შეხვედრა დანიშნული. თანაშემწემ რამდენჯერ შეახსენა, მაგრამ თომას ჩამოსვლამ ყველაფერი გადაავიწყა. დარცხვენილი გაინაბა და აქედან გაქრობა იკადრა, გული რომ მოეოხებინა. მერე თავდაცვის უნარმა იმარჯვა და მაშინღა მიხვდა ევა, რომ ყველაფერი ბერდიას ბრალი იყო. თომასთან რომ არ გაეთქვა პარტნიორი არ შეიძლებოდა? შეიძლებოდა! მაგრამ მან ეს განგებ გააკეთა, შური რომ ეძია ევაზე. გააფრთრებულს ძალა მოემატა და მშვენიერი გეგმაც დასახა. –ღმერთო ჩემო!–გულზე ხელები შემოიწყო და თამამად გააგრძელა.–მაპატიეთ, მაგრამ ჩემთვის თქვენზე მნიშვნელოვანი თომაა და ამით არც მე შემექმნება პრობლემა, სამწუხაროდ მთელი თვე დაკავებული ვარ და გადაღებისთვის ვერ მოვიცლი. მერე კი რა იქნება, თავადაც არ ვიცი... მის ამ პასუხს ბერდია არ ელოდა. შეურაცხყოფილმა ისევ თომას გახედა და უსიტყვოდ გაეცალა ორივეს. რამდენი ხანი იცდიდა... მშვენიერი ფოტომოდელი სწორედ რომ მისწრება იქნებოდა მისი რედაქციისთვის. რას წარმოიდგენდა, რომ თითის სიგრძე გოგონა ამას გაუბედავდა. დარდის სასმელში ჩაჰრჩობა განიზრახა, თავმოყვარეობაშელახულმა გადაკრა ერთი... ორი... სამი ჭიქა და მხოლოდ მაშინ გაქრა ევა მისი თვალთახედვიდან. ბუნდოვნად ხედავდა წინ მჯდომებს. იცოდა თომა მასთან ძალიან ახლოს იყო და იმ მხარეს არ იხედებოდა. სუნთქვა გაუჭირდა... ერთადერთ იმედად ჰაერზე გასვლა დაისახა... ვერანდაზე ბარბაცით გავიდა და ზურგით მდგომი სილუეტის დანახვაზე, მოთმინება დაკარგა. შორიდანვე იცნო ის გაუზრდელი გოგო. გრილი სიო სახეზე მიელამუნა და მზერაც დაეწმინდა. გამართული ნაბიჯებით მიუახლოვდა ევას და კბილებში გამოსცრა. –თავი ვინ გგონია? ამას არ შეგარჩენ! ევა შეძრწუნდა, თუმცა მაინც შემოტრიალდა ბერდიასკენ. მისი წყობიდან გამოყვანა განიზრახა და ღიმილით მიუგო. –რა სილამაზეა, არა? ბერდიამ თვალები დახუჭა და გახელისთანავე შენიშნა ევამ მასში გაღვივებული ცეცხლის ნაპერწკალი. ინანა თავისი საქციელი, თუმცა რაღა დროს... მამაკაცისთვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ ბერდიამ მკლავში ჩაავლო ხელი და სახე ახლოს მიუტანა. –მოდი მე შენ ერთ თამაშს შემოგთავაზებ. მაინც პატარა ხარ და მებრალები... თუ სამჯერ მაინც დაგჭირდება ჩემი დახმარება, გადაღებაზე დამთანხმდები, თუ არა და, შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრები! ამით ბერდიამ თავის პრინციპებს უხეშად გადაალაჯა, მაგრამ არავინ იცოდა, რა ფიქრები უტრიალებდა, რის გამო წავიდა ასეთ დათმობაზე... ევა შეკრთა. მარტო რომ ყოფილიყო, მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებოდა განიხილავდა და ისე მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა... ახლა სხვა გზა არ დარჩენოდა. –თანახმა ვარ! გამარჯვებაზე არც იოცნებო! ბერდიამ ხელი უშვა. მანაც არეულმა გააგრძელა გზა და სახელური ჩამოსწია. ერთხელ! ორჯერ! არ გაიღო... შემცბარმა დააკაკუნა მინაზე და მუსაიფეებს უხმო. არავინ გამოეხმაურა. ამასობაში მამაკაციც მის გვერდით გაჩნდა და კარებს ოდნავ მიაწვა. –ჩავიკეტეთ!–გულგრილად მიუგო ევას, ისე რომ ზედაც არ შეუხედავს და ფეხი ძლიერად მიარტყა კარებს. ამან შედეგი გამოიღო. შემონგრეული კარის დანახვაზე მაჩო ფეხზე წამოხტა და ევასკენ გაეშურა. თომა და დანარჩენებიც მას მიყვნენ. ........................................................... დავაგვიანე, მაგრამ რისი რედაქტირებაც მოვასწარი, ეს არის! ორი თავი ერთად დავდე და ამ ორდღიანი დაგვიანების მიზეზიც თქვენი პასიურობა იყო. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ მოთხრობაზე და კიდევ, ვინც ჩემ ''რომანებს'' კითხულობდა, რომელი წყვილი მოსწონს ყველაზე მეტად... სიყვარულით სოფიკო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.