შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებით დატყვევებული 2


5-12-2015, 12:46
ავტორი sopiko
ნანახია 2 714

კარზე ზარმა ორივე გამოაფხიზლა. ევამ დედამ არ დამასწროსო და შემოსასვლელისკენ აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა. სახლში შეშლილივით შემოვარდა მაჩო და სიტყვები ერთმანეთს მიაყარა.
-გამარჯობა, ანა დეიდა! როგორ ბრძანდებით?
-ამ სულელის ხელში როგორ ვიქნები...-მსახიობურად ამოიოხრა.-შენ როგორ ხარ? გავიგე თომა ჩამოდის.
-სწორედ ამიტომ მოვედი აქ!-გაუხარდა ამ თემაზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი.-ბათუმიდან ჩამოვიდა და ისევ გემი და ზღვა მოუნდა... ჰმ, მდინარე!
ევა ვერაფერს მიხვდა. გემი და ზღვა რა შუაში იყო თბილისთან ვერ გაეგო.
თვალებმოჭუტულმა ანიშნა მეგობარს, ჩამოჯექიო და ყურები დაცქვიტა.
-მტკვარზე რომ რესტორანია გემზე, მანდ უნდა ქალაქში ჩამოსვლა აღნიშნოს. სხვა არაფერი ვიცი... ხვალ, საღამოს შვიდ საათზე. მგონი იმის თქმა აღარაა საჭირო რომ ჩვენი დაპატიჟებულები ვართ, ხომ?–საყვარლად დაბუშტა ტუჩები და საზურგეს მიეყუდა.
–აი, შენ არ იცი როგორ მიხარია... თომა ისე მომნატრებია, ისე რომ...–ემოციებით სავსეს აღარ იცოდა რა ეთქვა და უაზროდ ლუღლუღებდა.
–და მე? რომ ჩამოვა მაშინ ვუჩვენებ სეირს, ასე უნამუსოდ რომ მოგვექცა!–მუშტები შეკრა მაჩომ. უცებ რაღაც გაახსენდა და წამოიყვირა–კაბა? კაბა ხომ უნდა ვიყიდოთ!
ევას წამში გაებადრა სახე, ფეხზე წამოხტა და ბრძანება გასცა.
-დრო არ იცდის! წამოდი და რამე ავარჩიოთ!
მაჩოც უმალ დაეთანხმა. ისედაც უამრავი ტანსაცმელი ჰქონდათ მეგობრებს, ფეხსაცმელები ჩაემწკრივებინათ თაროებზე, მაგრამ ფიქრობდნენ რომ ახალი კაბა, ახალ ურთიერთობებისა და წარმატებების მომტანი იყო, მთავარია სწამდათ და სხვა ყველაფერს უბრალო დამთხვევებს აწერდნენ.
-ევა, ჯერ ახლა მოხვედი და საჭმელი მაინც შეგეჭამა...-უკან დაედევნა ანა.
-იყოს დე, სადმე ვივახშმებთ.-დაამშვიდა დედა და სადარბაზოში გასულ მაჩოს უკან გაყვა.
ორი გასახდელი მიისაკუთრეს და კაბებს მორიგეობით იზომავდნენ. ძვლივს იჭერდნენ უამრავ კაბას ხელში და აქეთ–იქით დაჰქროდნენ. ბოლოს უკვე თვითონაც დაიღალნენ. კონსულტანტები შეაწუხეს კითხვებით, ისინი კი მოვალეობის მოხდის მიზნით პასუხობდნენ. ევამ გაბრაზებულმა თქვა, უფრო მეტის შესაძლებლობა რომ მექნება და თეთრ რაშზე ამხედრებულ უფლისწულს რომ მივთხოვდები, ისეთ ადამიანებს დავასაქმებ, მყიდველებს ზრდილობიანად და ხალისით რომ მოემსახურებიანო. შავმა, შოკოლადისფერმა კაბამ მაგნიტივით მიიზიდა, ტანზე სწრაფად მოირგო და მაჩოს წინ კეკლუცად დატრიალდა.
-როგორია?-კაბის ფრიალით ჰკითხა და სარკეში კიდევ ერთხელ შეავლო ორეულს თვალი.
-მშვენიერია!
ევა ადგილზე გაშეშდა. ეს ნამდვილად არ იყო მაჩოს ხმა. დამფრთხალი შემოტრიალდა და უცნობ მამაკაცს შეეჩეხა. მწვანე თვალებმა შთაბეჭდილება მსწრაფლ მოახდინა. ლოყებიც კი აეფაკლა. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ნირშეცვლილმა გააბრუნა თავი.
-რას წარმოვიდგენდი, რომ აქ თვით ევა შერვაშიძეს შევხვდებოდი.-ხარბი მზერა დაასვა გაუმჭვირვალე ნაჭრით დაფარულ მკერდზე და მერე სახის ნაკვთებზე დაკვირვება დაიწყო.
ევამ თავმომწონედ გაიღიმა, თუმცა მაინც შეამჩნია თუ როგორ დაჟინებით უყურებდა ახალგაზრდა და უხერხულად შეიშმუშნა. ფოტოგრაფების წინ პოზიარობის დროსაც კი არ უგრძვნია ასეთი სიმხურვალე. გასაკვირი ის იყო, რომ კანი დაუბუსუსდა, მსგავსი რამ არასდროს დამართნია და ახლა ისე შეეშინდა თითქოს განუკურნებელი სნეულებით დაავადებულიყო. მაინც არ გატყდა... ძლიერი მხარე წინ წამოწია და წელში გაიმართა.
-გმადლობთ!-სარკასტულად მიუგო და ამ უცნაური პიროვნებისგან თავის დაღწევა სცადა.-მაჩო, მე ამას ვიღებ!
მაჩოც მიუხვდა, არჩეული კაბა ხელში აიღო და სალაროსკენ დაიძრა. საფულეები გახსნეს და საფასური გადაიხადეს. ის იყო წასვლას აპირებდნენ, რომ უკნიდან უკვე ნაცნობი, სასიამოვნო ბარიტონი შემოესმათ.
-ხვალამდე, უფრთო ანგელოზო!
გოგონებმა გზა გააგრძელეს და პასუხის გაცემა არც უფიქრიათ. ევა თავიდანვე მიხვდა ვისაც მიმართა სოლიდურ ტანისამოსში გამოწყობილმა მამაკაცმა. მას ხომ "ფრთებშესხმული ანგელოზი" შეარქვა ხალხმა, მაგრამ რატომ უფრთო? ამ ამბავმა ძალიან დააფიქრა. მაჩოც ვერ ისვენებდა.
-რა უცნაური კაცი იყო, არა? ეტყობა შენი ზედმეტსახელი ვერ დაიმახსოვრა.-საჩვენებელი თითი ასწია მაჩომ და ევასაც თითქოს გულზე მოეშვა.
–ალბათ...–ჩაიჩურჩულა დაბნეულმა.
იმ ღამით მაჩო მეგობართან დარჩა. გვიანობამდე ბჭობდნენ დღევანდელ დღეზე, თუმცა ის "არამკითხე მოამბე" აღარ უხსენებიათ. მაინც ვერ დაიძინა ევამ... ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ხვალ რაღაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა. იქნებ ეს ყოველივე შოკოლადისფერი კაბისთვის უნდა მიეწერა...

...............................................................
მეორე თავი!
მართალია გუშინ დადება ვერ მოვახერხე, მაგრამ ამ თავში მოვლენები განვითარდა და აი , შემდეგში უკვე ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ და დაინტრიგდებით კიდეც! ხო, ველოდები შეფასებებს!
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი meri89

ძალიან საინტერესო ისტორიააა მაგრამ პატარა თავია ,სამწუხაროა რადგან ისეთ მომენტებში წყვეტ გული მწდება რომ მთავრდება.

 


№2  offline მოდერი sopiko

meri89
ძალიან საინტერესო ისტორიააა მაგრამ პატარა თავია ,სამწუხაროა რადგან ისეთ მომენტებში წყვეტ გული მწდება რომ მთავრდება.

დიდი მადლობა ♥ მესმის შენი, მაგრამ არც ისე პატარაა და თანაც მე სულ ამ ზომის თავებს ვდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent