შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო !!! (თავი 1)


8-12-2015, 22:21
ავტორი niako crazy
ნანახია 7 229

დილით ვიღაცის ხელის შეხებამ გამაღვიძა, როცა თვალი გავახილე ჩემი პატარა და ნია იყო. ძალიან გამიხარდა, მაგრად მოვიხვიე და მისი ფერებით დავტკბი. ამ დროს ნიამ მითხრა რომ უკვე ადგომის დრო იყო, მე საათს დავხედე და სააბაზანოში შევედი. სანამ თავს მოვიწესრიგებ ჩემს თავსაც გაგაცნობთ.
მე ვარ ემილი ნაკაშიძე 17 წლის, მაღლი, კარგი აღნაგობით, ლამაზი ღია ლურჯი თვალებით, და ქერა გრძელი თმით. ჩემი და ნია არის 5 წლის, ძალიან საყვარელი და თბილი. დედაჩემი სალომე რექვიაშვილი, 37 წლის ყველაზე კარგი და მზრუნველი. მამაჩემი დავით ნაკაშიძე 40 წლის, ყურადღებიანი და მოსიყვარულე კაცია.
ჩვენი ოჯახი არცისე შეძლებულია, ყოველთვის რაღაც პრობლემები გვიჩნდება, ამის გამო არცისე კარგი ბავშვობა მქონდა. ჩემები ყოველთვის ცდილობდნენ რომ ყველაფერი მქონოდა რაც აუცილებელი იყო. სკოლაში ყველაზე კარგად ვსწავლობდი, ყოველთვის მინდოდა ოჯახი მესახელებინა და რამეში დავხმარებოდი. წინ მელოდა რთული გამოცდები რადგან ყველაზე გამორჩულ სკოლაში მოვხვედრილიყავი, მე კი მინდოდა რომ მაღალი შედეგი მქონოდა და უფასოში მოვხვედრილიყავი. ამიტომაც გამუდმებით ვმეცადინეობდი, რომ ჩემი ოცნება ამხდარიყო. ძალიან ვნერვიულობდი გამოცდის გამო, თუმცა ყველა აღფრთოვანებული იყო გამოცდის შედეგებით. როდესაც გავიგე ჩემი ქულები მეც ძალიან გამიხარდა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში ვაგრძელებდი სწავლას და თან სრული დაფინანსებით. ძველ სკოლაში ბევრი მეგობარი მყავდა, თუმცა რომ იტყვიან „საუკეთსო მეგობარი“ არ მყოლია. ყოველთვის მინდოდა გვერდით მყოლოდა მეგობარი, რომელსაც მივენდობოდი და ერთმანეთის დარდს თუ სიხარულს გავიზიარებდით, ყოველთვის და ყველგან ერთად ვიქნებოდით, მოკლედ რომ ვთქვათ ორი გულითადი და ვიქნებოდით.
ეხლა უკვე ვემზადები ახალ სკოლაში გადასასვლელად, ცოტას ვნერვიულობ, რა მელის წინ, როგორ მიმიღებენ, მოვეწონები თუ არა მათ. მოკლედ ვცდილობ ახალი ეტაპის დაწყებას.

ჯინსის შარვალი, თეთრი მოკლემკლავიანი მაისური და allstar-ის კედები ჩავიცვი. ჩემი გრძელი ქერა თმები ლამაზად დავივარცხნე, ხელში ჩანთა და ტელეფონი ავიღე და დაბლა ჩავედი. დედა სამზარეულოში იყო და საუზმეს ამზადებდა. მასთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე, შემდეგ კი მამას ჩავეხუტე.
-დილამშვიდობისა შვილო (სალომე)
-დილამშვიდობისა. (მე) მივესალმე ორივეს.
-მოდი შვილო ისაუზმე (სალომე)
-არ მინდა ისედაც დავაგვიანე. ვუთხარი და ორივეს კიდევ ერთხელ ჩავეხუტე, და სახლიდან გავედი.
15წუთში უკვე სკოლასთან ვიყავი, საათს დავხედე, 9-ს 5წუთი აკლდა. სკოლაში შევედი და ღრმად ჩავისუნთქე, დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება, ვთქვი და გზა განვაგრძე.

P.S. გამარჯობა ბავშვებო, ამ საიტზე პირველად ვწერ ისტორიას, რას იტყვით ღირს გაგრძელება?



№1  offline წევრი Eka Qurdadze

Ki ki girss momwpns da warmatebebi

 


№2  offline წევრი cisa

ცოტა გრამატიკულად დახვეწაც შეიძლება მაგრამ მაინც კარგია..დასაწყისისთვის მომწონს საყვარელოო და იცოდე აუცილებლად გაგრძელე ♥♥♥

 


№3  offline წევრი tvinischia

Gaagrdzle momewona kaia dzaan da didi tavebi dade sai tereso chans da patara tavo ar uxdeba ❤da kodev ar daagvaino xolme male male dade da upro bevri mkitxvelic gekoleba darwmunebuli var ❤❤❤

 


№4  offline წევრი Smiling girl

esigi cudad argamigo magra es tavi armomewonaa. ertferovneba igrdznoboda magram radgan daviwye bolomde wavikitxav. warmatebebi minda gisurvo <3 tavebi gazarde da imedimaqvsrom sainteresod gaagrdzlebbb <3

 


№5 სტუმარი black

Kaia dzaan gaagrdzele❤

 


№6 სტუმარი qeti

dasawyisi momewona dzalian da gaagrdzele aucileblad,upro didi tavebi dadevda ar daagviano ra :-D♡

 


№7  offline წევრი cancara

Ki girs gaagrdzele

 


№8  offline წევრი LoNdA DM

მომწონს და ველოდები შემდეგ თავს wink

 


№9  offline მოდერი niako crazy

cisa
ცოტა გრამატიკულად დახვეწაც შეიძლება მაგრამ მაინც კარგია..დასაწყისისთვის მომწონს საყვარელოო და იცოდე აუცილებლად გაგრძელე ♥♥♥


მადლობა საყვარელო, აუცილებლად გავითვალისწინებ შენს შენიშვნას. love

 


ვაუ, ახლა აღმოვაჩინე ეს ისტორია ძაან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent