სასიამოვნო ლაშქრობა (თავი 3)
რა? რა სისულელეა... აქ მთელი ღამე როგორ გავჩერდებით? შიში შემეპარა, მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია. -მეხუმრები ხომ? -ამის დიდი იმედი მქონდა. -არა ლანა. ელექტრო ენერგიის გარეშე საბაგირო არ ირთვება, ასე რომ აქ მოგვიწევს ღამის გათევა.-სრულიად მშვიდად განმიცხადა. -კი მაგრამ აქ... ქეთიმ გვითხრა, რომ სოფელში ტურები ჩამოდიან ღამე და შეიძლება მგლებიცო და ჩვენ ასე უნდა ვიყოთ?-გამახსენდა ქეთის მონათხრობი. ნერვიულობა უფრო მომემატა. -ნუ გეშინია. მარტო ხომ არ ხარ? მეც აქ ვარ.-ვითომც აქ არაფერიო ისე ლაპარაკობდა. გარემოს მოავლო თვალი. მე კი მის სიმშვიდეზე ნერვები უარესად მეშლებოდა. -ახლა არ მითხრა, რომ რობინ ჰუდად აპირებ გადაქცევას და ხეებისგან მშვილდ-ისარს გამოთლი, ტყის პრინცო. -თავი ვერ შევიკავე ირონიისგან. ფეხზე წამოვდექი.- კარგი არა უშავს, მოდი რამე სახლი მოვნახოთ, რომელიც ქირავდება და გავათიოთ ღამე. -გასაქირავებელი სახლი?-გადაიხარხარა ლუკამ, მე კი მისი შემყურე, მუშტები შევკარი.-ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს ხომ არ ინებებთ ქალბატონი?-არც მან დამაკლო ირონია.-ვერ მიხვდი ჯერ სად ხარ? ეს მაღალმთიანი აჭარაა პატარავ, ამ სოფელში ბინები არ ქირავდება... -რა უნდა ვქნათ?-როცა მივხვდი, რომ ღამის გათევა მართლა ღია ცის ქვეშ მოგვიწევდა და დიდი ალბათობა იყო მტაცებლების მსხვერპლნიც გავმხდარიყავით, თავი ვეღარ მოვთოკე. ისევ მიწაზე ჩამოვჯექი და თავი მუხლებზე ჩამოვდე სრუტუნით. დამავიწყდა, რომ თავი უნდ მოვთოკო, უკანა პლანზე გადაიწია ლუკასთან შეჯიბრმა, ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ თავზე ჭერი მქონდეს და ირგვლივ ოთხი კედელი. -რა ჯანდაბაა? სულ მე რატომ მემართელა ასეთი რაღაცეები?- წამოვიძახე სრუტუნით. -მოიცა... არ იტირო რა,-ჩემთან ჩაიმუხლა და როცა თავი ავწიე, მითხრა.- ნუ გეშინია, ჩვენ იქ ვართ სადაც სტუმრები უყვართ და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ოჯახი გვიმასპინძლებს. გარეთ არ გავათევთ ღამეს. -მართლა?-იმედი მომცა მისმა სიტყვებმა. -მართლა.-გამიცინა. ადექი ახლა და ავბრუნდეთ სოფელში.-ხელი გამომიწოდა და მეც ჩავეჭიდე. სოფლის ორღობეებს მივუყვებოდით უხმოდ.ნეტავ გოგონები რას აკეთებენ? ალბათ ნერვიულობენ ჩემზე. ან იმაზე მაინც, რომ თუ ამ ღამეს გადავურჩი, ორივეს მოვკლავდი. მათ რომ წამოსვლა არ დაეძალებინათ, ვიჯდებოდი ახლა ჩემთვის თბილისში და გამოცდებისთვის მოვემზადებოდი. ნეტავ მე არ გამოვსულიყავი იმ ვაგონიდან. გამოსულიყო მაგალითად დეა. თუმცა, არა! ძალიანაც კარგია რომ ასე მოხდა. თუ მაინცდამაინც ლუკა უნდა ყოფილიყო აქ, მერჩივნა მე გამეთია ღამე მასთან ერთად და დეას იქ ენერვიულა, ვიდრე პირიქით. -მოდი აქ დავაკაკუნოთ.-პირველივე შემხვედრ სახლზე მიმითითა ლუკამ. სახლი ორსართულიანი იყო. პირველი სართული ქვით იყო ნაშენი მეორე კი ხით. ვიწრო გრძელი ფანჯრები ჰქონდა და სახლის წინა ნაწილი ცისფრად იყო შეღებილი. ლუკამ ხელი ჩამკიდა და სახლის კართან მიმიყვანა, მეორე ხელით კი დააკაკუნა. მეორე მცდელობაზე კარი სასიამოვნო აღნაგობის, საშვალო სიმაღლის, გამხდარმა, დაახლოებით 35 წლის ქალმა გაგვიღო. -საღამო მშვიდობის...-კითხვა ნარევი ხმა ჰქონდა. ალბათ იმიტომ რომ ვერ გვიცნო. -საღამო მშვიდობის ქალბატონო.-მიესალმა ლუკა, მე კი მხოლოდ თავი დავუკარი.- თუა სახლში ოჯახის უფროსი, შეიძლება ერთი წუთით ვთხოვოთ?-მოკრძალებულად გაუღიმა ლუკამ ქალს. -რა თქმა უნდა, მობრძანდით-შეგვიპატიჟა -აქ დაველოდებით თუ არაა პრობლემა.-თქვა თუ არა ლუკამ, ქალბატონის უკან მამაკაცი გამოჩნდა. -გამარჯობა, ხომ მშვიდობა გაქვთ?-მე და ლუკას მოგვმართა კაცმა, რომელიც ასევე გამხდარი იყო. თმაში ჭაღარა გამორეოდა, მაგრამ თვალები ისევ ახალგაზრდულად უციმციმებდა, სახიდანაც არ შორდებოდათ ჩვენს მასპინძლებს ღიმილი. -იცით, -მე დავიწყე ლაპარაკი ამჯერად.-ელექტრო ენერგია გაითიშა და ბაგირი აღარ მუშაობს. ჩვენი მეგობრები გავიდნენ უკვე ხულოში მაგრამ ჩვენ... -მერე აქ რატომ დგახართ? შემოდით სახლში.-სიტყვა არ დამამთავებინა კაცმა, ისე გადგნენ გვერდზე არც კი დაფიქრებულად. წამით ვიყოყმანე. ნუთუ ასე ადვილია სახლში შეუშვა ორი უცხო ადამიანი? სახლის ზღურბლზევე მოვიხიბლე მათი სტუმართმოყვარეობით და იმ წამიდანვე შემიყვარდნენ, როგორც კი სახლში შეგვატარეს. ეს ქალი და კაცი ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ძალიან გამიკვირდა, როცა ვნახე რომ ეს სიფრიფანა ქალბატონი, თინა, 5 შვილის დედა აღმოჩნდა. ასევე ოჯახში იყო ქმრის, შალვას დედა, ნინო ბებო. ოჯახმა დიდი სითბო და სიყვარული გამოხატა ჩვენს მიმართ. არ ვიცი როგორ მოახერხა თინამ, მაგრამ 10 წუთში დიდი სუფრა იყო გაშლილი. მე ნინო ბებოსთან ვიჯექი, რომელიც მალ-მალე ლოყებს მიკოცნიდა. ასეთი თბილი ბებია მე აქამდე არსად მინახავს. ლუკა და შალვა მოშორებით ისხდნენ დივანზე და საუბრობდნენ. თავი თითქოს ამ ოჯახის წევრი მეგონა. -მობრძანდი გენაცვალე. -ლუკა მოიპატიჟა სუფრასთან თინამ. ბატონი შალვა ფეხზე წამოდგა და ლუკაც წამოიყოლა მაგიდასთან. ეს უკანასკნელი კი ჩემთან მოვიდა, ხელი ჩამკიდა და სავარძლიდან წამომაყენა. თვალები დავუქაჩე რას აკეთებ მეთქი, მაგრამ არ შეიმჩნია. მაგიდასთან ბევრი ვისაუბრეთ. ასეთი მხიარული ვახშამი ბოლოს როდის მქონდა არ მახსოვს. უფრო სწორად ის არ მახსოვს ნორმალურად, როდის ვივახშმე ჩემს ოჯახთან ერთად ბოლოს. ჩემი მშობლები საბეძნეთში იყვნენ და მუშაობდნენ. პატარა ვიყავი რომ წავიდნენ, მე კი 11 წლის ასაკში ბებოსთან დამტოვეს. უკვე ერთი წელი იყო რაც ბებო გარდაიცვალა და დავრჩი მარტო. ჩემი მშობლები ბებოს დაკრძალვაზეც კი არ ჩამოვიდნენ. ვიცი შეიძლება ვიღაცამ უმადური მიწოდოს და მითხრას, რომ უცხო ქვეყანაში ჩემი მშობლები ჩემს გამო წავიდნენ, რომ მე კარგად მეცხოვრა, საჭმელ-სასმელი არ მომკლებოდა და ჩემთვის უკეთესი მომავალი შეექმნათ, მაგრამ ასე არაა... მამას საკუთარი საბურავების ბიზნესი ჰქონდა და საკმაოდ წარმატებულიც, დედა კი ბანკში მუშაობდა მოლარედ. მაგრამ ეს ყველაფერი მიატოვეს. მამამ გაყიდა თავისი ბიზნესი და წავიდნენ საბერძნეთში. მას შემდეგ თვალით არ მინახავს არც ერთი. მხოლოდ სკაიპის მეშვეობით ვხედავ. მართალია არაფერი მაკლია. სწავლის ფულსაც მიხდიან, და არაფერს მაკლებენ, მაგრამ ჩემთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, ჩემს გვერდით რომ ყოფილიყვნენ. მით უმეტეს ბებოს გარდაცვალების შემდეგ... მაგიდაზე ძირითადად უცხო და ნოყიერი კერძები ელაგა. რამდენიმეს მომზადების წესიც კი მასწავლა თინამ. ყველაფერი უგემრიელესი იყო. -შვილები არ გყავთ?- მკითხა მოულოდნელად შალვამ. -არა, იცით... მე არ ვარ... -არა, არ გვყავს.-გამაწყვეტინა სიტყვა ლუკამ და მხარზე ხელი მომხვია. გაოცებულმა დავქაჩე თვალები. -მერე რას ელოდებით? არ უნდა გაუმრავლოთ საქართველოს შვილები?-გაგვიცინა შალვამ დავიბენი ვის შვილებზე ლაპარაკობდნენ? -ჯერ არ ვჩქარობთ ჩვენ. გავა ცოტა დრო და ვიყოლიებთ.-თქვა და მიმიხუტა ლუკამ. არა, არა და არა... ნუთუ... ჯანდაბა! ახლა მართლა გავუტეხავ ლუკას თავს თუ ის სიმართლეა რაც ვიფიქრე. ნუთუ შალვას უთხრა, რომ ჩვენ დაქორწილებულები ვიყავით? -რა ეჩქარებათ, შეხედე ბაღნები არიან ჯერ.- გადახედა შვილს ნინო ბებომ სწორედ ასეა... ლუკამ თავი ჩემს ქმრად წარადგინა. მაცალე არამზადავ, განანებ. ისევ წინა პლანზე წამოვწიე ლუკასთან გაჯიბრების იდეა... ვაჟბატონს რა ენაღვლება? ზის ჩემს გვერდზე, ხელზე ნაზად მისვამს ცერა თითს და ვხედავ, რომ ჩემი სახის შემყურე, სიცილს ძლივს იკავებს. -აბა, ერთი შენი ჭიქა გადმომაწოდე ჩემო მეგობარო. -დასჭექა შალვას ხმამ და სანამ ლუკა ჭიქისკენ წაიღებდა ხელს და შალვას მიაწვდიდა, მე წამოვიყვირე. -ლუკა არ სვამს. ის... წამლებს სვამს... უშვილობას მკურნალობს და...-რაც პირზე მომადგა, ის წამოვაყრანტალე. ახლა სიტუაცია შეიცვალა. ლუკა ბრაზობდა მე კი ძლივს ვიკავებდი სიცილს. -ექიმმა 2-3 წიქა არაფერიაო.-თვალების ბრიალით მანიშნა, რომ ხმა აღარ ამომეღო და ჭიქა გადააწოდა შალვას. ვახშმის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ ძირითადად აჭარაზე, მაღალმთიანი აჭარის პრობლემებზე. მე უფრო მსმენელის როლს ვირგებდი და აქა-იქ თუ ჩავერთვებოდი საუბარში. შალვა სოფლის გამგებელი აღმოჩნდა, თინა კი სკოლის მასწავლებელი. ბავშვები საოცრად თბილები იყვნენ. ყველაზე უფროსი, გოგონა 15 წლის იყო. ყველაზე პატარა კი 3 წლის. ეს პატარა არსება ჩემს კალთას არ შორდებოდა. მეც ისე შემიყვარდა, მალ-მალე ვუკოცნიდი დაბუშტულ ლოყებს. შეზარხოშებულმა შალვამ დასჭექა, შეხედე შენს ცოლს როგორ უხდება ბავშვი, მალე გამოჯანმრთელდი და გაამრავლე ერიო. ამაზე ლუკამ წარბშეკრულმა გადმომხედა, მე კი ქვედა ტუჩს ჩავავლე კბილები, რომ არ გამცინებოდა. საღამოს 11 საათი იყო, როცა თინამ დამიძახა მეც პატარა ქალბატონი, რიმა, რომელსაც ჩემს კალთაში ჩაეძინა საწოლზე გადავაწვინე და მასთან მივედი. -მიდი ჩემო გოგო, შენს ქმარს მოკიდე ხელი და მეორე სართულზე ავიდეთ. ოთახი იქ მოგიმზადეთ და დაისვენეთ. თავი დავუქნიე და ლუკასკენ წავედი და თან სახეზე ათასმა ფერმა გადამკრა. მოამზადა ოთახი და არა ოთახები. ჯანდაბა! მათ ხომ ცოლ-ქმარი ვგონივართ. არა! ამ ბიჭს მართლა მოვკლავ... ვიღაცას იატაკზე მოუწევს ღამის გათევა და ეს მე არ ვიქნები... -დასაძინებლად არ წავიდეთ?-შალვასა და ლუკას საუბარში ძლივს ჩავაკვეხე სიტყვა.შალვამ ღიმილით, ლუკამ კი გაოცებულმა ამომხედა. შევუბღვირე, იდიოტი! არ იცოდა რა მოჰყვებოდა მის ნათქვამს? მოუნდა ცოლი ვაჟბატონს. -წავიდეთ.-გამიცინა. ფეხზე წამოდგა და ხელი წელზე მომხვია. შევიშმუშნე, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ.-ბატონო შალვა დაგტოვებთ. -კი ბატონო. ძილი ნების ბავშვებო.-გაგვიცინა შალვამ და ჩვენც შემოვბრუნდით. -აგიხსნი, არ გაგიჟდე.-ორი ნაბიჯი გადავდგით თუ არა, ჩემსკენ დახრილმა ლუკამ გადმომჩურჩულა და ყელზე მაკოცა. სავარაუდოდ შალვას დასანახად. -ხელებს სიამოვნებით მოგატეხდი ქმარო, მაგრამ არ მინდა მასპილძლები შევაშნო.-მეც დაგავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. თავადაც შემეფაკლა ჩემს თამამ ქცევაზე ღაწვები. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, თან ვბრაზობდი, თან კი მომწონდა ეს თამაში. -ჭირვეულო...- გადმომილაპარაკა და ხელი გაიმაგრა ჩემს წელზე, როცა გაცლა დავაპირე. თინამ ოთახამდე აგვაცილა, მერე სააბაზანოც გვანახა და როცა მეც და ლუკაც უკვე ოთახში ვიყავით ცხელი და სასიამოვნო შხაპის შემდეგ, თინამ ძილი ნების გვისურვა და კარი გაიხურა. თან გვითხრა მოპირდაპირე ოთახში ვიქნებით მე და შალვა და რაიმე თუ დაგჭირდათ არ მოგერიდოთო. აი, აქ უკვე უაზროდ დავიწყე თვალების ცეცება. ახლა რა უნდა გვექნა? ოთახში მხოლოდ ერთი ხის საწოლი იდგა, ერთ კაციანი. ორი ადამიანისთვის ვიწრო, მაგრამ ორი უცხო ადამიანისთვის საშინლად ვიწრო. არც დივანი არც სავარძელი და არაფერი ამის მსგავსი. ერთი საწოლი, კარადა პატარა ტუმბო, მაგიდა და ორი სკამი. კედელზე კი დიდი სარკე ეკიდა. ოთახი მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის. -არა უშავს დავეტევით.- უდარდელად აიჩეჩა ლუკამ მხრები, როცა მიხვდა ჩემს ფიქრებს. -მე საწოლში ვიძინებ.-განვაცხადე. -რა დამთხვევაა, მეც.-გამიცინა. -არ მეცინება, ლუკა. როგორც მოიტყუე, აგე ახლა პასუხი. მომინდონა აქ ოჯახი.- ხელი ავიქნიე და საწოლზე ჩამოვჯექი. ნერვიულად ავათამაშე ფეხები და ხელები გადავაჯვარედინე. -სხვათაშორის ეს სათამაშოდ ან შენს გასაბრაზებლად არ გამიკეთებია. სხვანაირად შეიძლება შენზე ვინმეს რამე ცუდი ეფიქრა. და ტყუილზე გამახსენდა, უპრობლემოდ შემიძლია ერის გამრავლება.-ხმაში სიმკაცრე შეეპარა. მე კი ისედაც გახურებულ სახეზე, უარესად მომაწვა სისხლი ამის გაგონებაზე. ლუკა საწოლზე მომიჯდა გვერდით. -ანუ იატაკზე წვები?- წამოვდექი სასწრაფოდ. ღმერთო ოღონდ ეს ღამე გამათევინე მშვდად... -არა, საწოლში. -ისევ უდარდელი ტონით მითხრა. -კარგი. მე დავწვები იატაკზე.-წამოვიძახე გაბრაზებულმა. -დავეტევით საწოლზე ორივე.- ისე შეიცხადა ლუკამ თითქოს მხოლოდ სივიწროვე შემაწუხებდა მასთან ერთად რომ დავწოლილიყავი და მეტი არაფერი. ხმა არ ამომიღია. მაშინვე კარადას ვეცი და რაიმე თბილი პლედის საძებრად შიგ შევყავი თავი. სიბრაზისგან ცეცხლებს ვწრიდი. თავხედი... -აა... ყველაფერი გასაგებია. კომპლექსიანი გოგო ხარ და ესაა პრობლება.-დასკვნა გამოიტანა. -არ მაწუხებს კომპლექსები.- ბრაზმა ამოხეთქა და შევუღრინე. -გემჩნევა. ერთი პატარა კომპლექსიანი გოგო ხარ.-უდარდელად ლაპარაკობდა.-რამდენი წლის ხარ? 18-ის? 20-ის? ალბათ ჯერ ბიჭისთვისაც კი არ გიკოცნია.- ირონიას ურევდა ლუკა, მე კი უკვე ცოფებს ვყრიდი. -გეყოფა.- მისკენ გადავდგი ორი ნაბიჟი და შევუტიე. -ჰაჰ, მართლა ასეა? არავისთვის გიკოცნია არა?-სახეზე ღიმილი მოედო, როცა დასკვნა გამოიტანა. ჩემს გაბრაზებულ სახეს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა- რა იყო ვცდები? თუ ასეა დამიმტკიცე. მიდი დაამტკიცე... -კარგი.-წამოვიძახე. არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ მასთან შეჯიბრი უკვე საზღვრებს რომ გასცდა, ეს ჩემივე ქცევაში ჩანდა. სწრაფად შევამცირე ჩემსა და ლუკას შორის მანძილი, ცერებზე წამოვიწიე, ცალი ხელი ლოყაზე მოვკიდე და ტუჩებზე წავეტანე. ცხოვრებაში პირველად... *** ჩემო საყვარლებო. ახალ თავს გიტოვებთ და იმედი მაქვს ისიამოვნებთ. შეფასებებს ველოდები თუ არ დაიზარებთ გამიხარდება. ცოტა განსხვავებული ისტორიაა წინა ისწორიებთან შედარებით და ამიტომ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. მიყვარხართ ძალიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.