სასიამოვნო ლაშქრობა (თავი 2)
თბილისიდან ბათუმში 2 მინი ავტობუსით წავედით. მია და ნატა ერთად დასხდნენ. მე მათ წინ დავჯექი, მძღოლის მხარეს, სადაც ფანჯრის გაღება შეიძლება. ვერ ვიტან მგზავრობას და ამიტომ ჰაერი აუცილებლად მჭირდება. ჩვენთან ორი ხელმძღვანელი ჩაჯდა, ერთი ერეკლე და ერთიც ჩემი ძვირფასი ლუკა. არ ვიცი რას ვერჩი, მაგრამ რატომღაც მაღიზიანებს ეს ბიჭი. როგორ მითხრა? დარწმუნებული ხარ, რომ გაუძლებ ერთ კვირასო ხომ? დავანახებ თუ ვერ გავუძლებ, იდიოტი. -შეიძლება აქ დავჯდე?- თავზე წამომადგა ჩემი ფიქრების ობიექტი. -როგორც გინდა.-ნორმალურად არც შემიხედავს ისე ვუთხარი. -კარგი ბიჭი ვარ, არ ვიკბინები.-მითხრა დაცინვით. -არც მიფიქრია.- სახე ამელეწა და ლამის ენაც გამოვუყავი პატარა ბავშვივით. თავი მივაბრუნე და მინას მივადე. სავარძელში კარგად მოვკალათდი. როგორც სჩანს უახლოესი 5 საათი ასე მომიწევდა ჯდომა. კარგია რომ დილით საჭმელი არ ვჭამე და გულის რევის შეგრძნება, მხოლოდ შეგრძნებად დამრჩებოდა. თან 2 აბი წამალიც გადავყლაპე და შემეძლო მშვიდად მემგზავრა, ცუდად არ გავხდებოდი. თავი უნდა დამეჭირა როგორმე ერთი კვირის განმავლობაში. არანაირი თავბრუს ხვევები და სისუსტეები. არ ვათქმევინებ ამ არამკითხეს, რომ ვერ გავუძელი ერთ კვირას. ლუკა ჩემს გვერდით სავარძელში ჩაესვენა. მხრებით ერთმანეთს შევეხეთ, შევიშმუშნე და ჩემს ადგილად მივიკუნჭე. მისი შეხება მანერვიულებდა. ჩემს საქციელს მისი ჩუმი ჩაცინება მოყვა, მაგრამ თავი ისევ დავიჭირე თითქოს არ შემიმჩნევია. ვერ ვიტან მგზავრობის დროს ლაპარაკს და არც მასთან კინკლაობის თავი მქონდა. უკვე გორს გავცდით, როცა ვიგრძენი რომ მეძინებოდა. რა თქმა უნდა ეს წამალმა დამმართა. მოვითენთე. თვალებს ძლივს ვახელდი. სავარძელში ავწრიალდი. მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი. თვალები თავისით მეხუჭებოდა და ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა. *** -ლანა გაიღვიძე.-ჩამჩურჩულა ხმამ, რომელიც თან მეცნობოდა, თან არა. თუმცა, მოიცა... როგორ არა, ეს ხომ იმ არამკითხეს ხმაა? რა უნდა? მინდოდა თვალები გამეხილა, მაგრამ არ შემეძლო. ძილს თავს ვერ ვართმევდი. -ლანა ბათუმში ვართ უკვე. გაიღვიძე.-ისევ ჩამესმა ხმა. -მმმ.-გაურკვეველი ბგერები ამოვიბლუკუნე, მაგრამ თვალები ვერ გავახილე. -აუუ, ალბათ წამალი დალია. მგზავრობას ვერ უძლებს და ეს აბები სულ აძინებს ხოლმე.-ახლა ნატას ხმა ჩამესმა და ვიღაცამ სახეზე მომისვა თბილი ხელი. -კარგი არა უშავს. მიდით თქვენ ოთახი მოაწესრიგეთ სადაც დღეს დარჩებით და ლანას მე ამოვიყვან.-მომესმა ლუკას ხმა. ისევ ჩამეძინა ალბათ რადგან არავის ხმა აღარ მესმოდა. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ ვიგრძენი ვიღაცის ხელებში ვირწეოდი. -ჭირვეულო...- ჩამჩურჩულა ლუკას ხმამ. ეს ცხადია? თუ მესიძმრება? *** თავის ტკივილმა გამაღვიძა. შუვიშმუშნე.ამჯერად თავისუფლად გავახილე თვალები. ძალიან ცხელოდა ოთახში. მე კი საწოლში შორტითა და მაიკით ვიწექი. შორტი მაშინვე გავიხადე და საწოლზე მივაგდე. ტრუსით მივტანტალდი ფანჯარასთან და გამოვაღე. დახუთულ ჰაერზევე მივხვდი, რომ ბათუმში ვიყავი, მაგრამ ფანჯარაში რომ გავიხედე და წინ ზღვის ხედი გადამეშალა, დავრწმუნდი. ოთახს თვალი მოვავლე. მიას და ნატას ერთ საწოლში ეძინათ. საათი დილის 7 საათს მიჩვენებდა. გოგონების საწოლთან მივედი და მია შევანჯღრიე. -მია გაიღვიძე.-ჩავძახე ყურში. -გაგიჟდი? გული გამიხეთქე... -მაშინვე ჭყიტა თვალები. -რა იყო? რომელი საათია? -დილის შვიდია. რომელ საათზე ჩამოვედით? -აუუ დამაძინე რა. მერე მოგიყვები.- თავი ბალიშში ჩარგო.-გუშინ კლუბში ვიყავით და მეძინება ძალიან. -სად კლუბში? მოიცა, და მე? -შენ ქალბატონო ვერ გაგაღვიძეთ.-ისე ამოიფრუტუნა ძლივს გავარჩიე სიტყვები.- რა წამალი დალიე, რომ ვერ გაგაღვიძეთ? იცი რამდენი საათი გეძინა?ან არ მოგშივდა ან ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა არ შეგაწუხა? გადამრევ რა ლანა.- ნელ-ნელა გამოფხიზლდა და აი არაკრაკდა.-ნახევარ საათში ისედაც უნდა ავმდგარიყავი, თორემ ვერ გადამირჩებოდი, რომ გამაღვიძე. *** ცხრა საათზე ყველა სასტუმროს წინ ვიყავით და ხელმძღვანელებს ველოდებოდით. თავი მიკვდება, რომ ვფიქრობდი რა მელოდება წინ. 5დღიანი უაზრო წოწიალი მთებში. ნეტავ მთელი დავუბრუნდე ჩემს დედაქალაქს და აწი მიას ცრემლებმა რომც წამლეკოს, მაინც ვეღარ დამითანხმებს ასეთ სისულელეზე. გოგონებს გავხედე. უცხო 3 გოგოს ელაპარაკებოდნენ. ნატამ ხელი დამიქნია და მეც ზლაზვნით წავედი მათკენ. -გოგონებო, ეს ლანაა. -ჩემი თავი წარუდგინა სამეულს ნატამ და ახლა მე მომიბრუნდა.-ლანა ეს დეაა, ეს კი ლიკა და თეკლა.-წარმომიდგინა გოგონები, მაგრამ მე ვერ მივხვდი, ვინ რომელი სახელის მატარებელი იყო, ამიტომ მხოლოდ სასიამოვნოა მეთქი ამოვილაპარაკე და გვერდით გავიხედე. აი, ხუთეულიც გამოჩნდა. მშვენივრად გამოიყურებიან. სპორტულად გამოწყობილან და ზურგჩანთებიც აეკიდათ. ყველა ერთად შევჯგუფდით და ხუთეულს მივაჩერდით მითითებების მისაღებად. -დილა მშვიდობის ახალგაზრდებო. -ისევ ლუკამ დაიწყო სიტყვით გამოსვლა.-დღეს ვიწყებთ ლაშქრობას და მინდა რამდენიმე მითითება მოგცეთ. არსებობს ერთი უმთავრესი წესი, რომელიც უკვე ავღნიშნე გუშინ და დღესაც შეგახსენებთ. მთავარია, რომ გუნდს არ ჩამორჩეს არავინ. მინდა რომ ერთმანეთს ყურადღება მივაქციოთ. განსაკუთრებით ბიჭებს მინდა გთხოვოთ, რომ დავეხმაროთ გოგონებს. გიდობას ძირითადად ქეთი გაგიწევთ. ასე რომ მინდა მასთან ყურადღებით იყოთ, რადგან ბევრ დარიგებას მიიღებთ მისგან,რაც აუციებლად დაგჭირდებათ. მინდა გაცნობოთ რომ ბათუმიდან ბეშუმამდე 121 კილომეტრია. არც ისე დიდი მანძილია, მაგრამ მთებზე მოგვიწევს სიარული და მინდა ამისთვის მზად იყოთ. -დიდებულია. -უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე , როცა „ტრიბუნიდან ჩამოვიდა“ ლუკა. როგორც იქნა ჩემი მეგობრები დავიბრუნე, თუმცა, ახლა სამის ნაცვლად ექვსნი ვიყავით. ახლად გაცნობილი გოგონებიც ჩვენთან ერთად მოდიოდნენ. მათ საუბარს ვუსმენდი და ნელ-ნელა გავერკვიე რომელი რომელი იყო. წითელ თმიანი დეა იყო. ხვეული თმა ჰქონდა და საღეჭ რეზინს ხმაურით იღეჭებოდა. თეკლა ჩემსავით ჩუმად მოდიოდა და შიგადა შიგ დეას უაზრო ხუმრობებზე იცინოდა. ლიკა დაბალი და შავთმიანი გოგონა იყო. სათვალე კურნოსა ცხვირზე დაესვა და ყოველ 10 წამში ერთხელ ისწორებდა. ეს დეა მაღიზიანებს. ალბათ ბეშუმში რომ ვიყო, იქაც კი გავიგებ ხმას ისე იღეჭება. უკვე შუადღე იყო და ძალიან ცხელოდა. მგონი ორი დღეა ნორმალურად არ მიჭამია და მუცელი ამიხმაურდა. გავჩერდი, ჩანთა მოვიხსენი და შიგ შოკოლადის ძებნა დავიწყე. კიდევ კარგი ხეები იყო და ჩრდილში დავდიოდით. თუმცა ჯერ მაინც ახლოს ვიყავით ქალაქთან და სიცხისგან ვიწვოდი. ქალაქში ნაყიდი ცივი წყალიც გათბა და ვეღარ ვსვამდი. სანამ ჩანთაში ვიქექებოდი, საკმაოდ ჩამოვრჩი ჯგუფს, მაგრამ ვხედავდი მათ და ამიტომ არ ვნერვიულობდი.როგორც ჩანს, ჩემი გოგონები ისე გაერთნენ ახალ დაქალებთან, რომ ვერც გაიგეს როგორ ჩამოვშორდი. -გახსოვს უმთავრესი წესი რა არის?-ვერც კი გავიგე, როდის წამომადგა თავზე ლუკა. -არ ჩამოვრჩე მთავარ ჯგუფს.-უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე. -მერე?- არც მისი ხმა ჟღერდა სასიამოვნოდ. როგორც იქნა ვიპოვე შოკოლადი. ამოვიღე, წელში გავსწორდი და ჩანთა გაჭირვებით ავიკიდე. -ვგიჟდები წესების დარღვევაზე.- დავემანჭე. -წამოდი, -თავით მიმითითა და გვერდით გამომყვა.- რომ იცოდე, ერთით-ნულია ჩემს სასარგებლოდ. -გადმომილაპარაკა. -რა? -გავჩერდი. -რა და შენ ვერ გაუძლებ შვიდ დღეს. უფრო სწორად ვერ უძლებ უკვე. და ნუ მეჯიბრები.-ნიშნისმოგებით გადმომხედა. ამან რა იცის რომ ვეჯიბრები? როგორც მახსოვს სახალხოდ ომი არ გამომიცხადებია მისთვის. -და ერთით-ნული რატომ?-წამოვენთე. -შენ ვერ გაუძელი მგზავრობას და გუშინდელი დღე გეძინა, მაშინ, როცა დანარჩენები ერთობოდნენ ჯერ სანაპიროზე, შემდეგ კლუბში. ასე რომ, ერთით-ნული.- ირონიულად მომაძახა და ზურგი მაქცია. სიბრაზისგან სისხლი ამიდუღდა და ამოსახეთქად გამზადებული თვალებში მომაწვა. სიამოვნებით გავუტეხავდი თავს. -არამკითხე.-მივაძახე ხმამაღლა გაცეცხლებულმა. -ჭირვეულო. -ირონია არ დააკლო ?მოგდებულ“ სიტყვას. სანამ ჯგუფს დავეწეოდი, გზაში თავბედს ვიწყევლიდი. რა ჯანდაბა მინდოდა რომ წამოვედი? ერთი ამ ყველაფერს გადავურჩე და მიას და ნატას ვანახებ სეირს. ეს არამკითხე რაღას გადამეკიდა, რა უნდა? ნახავს თუ ვერ გავძლებ. ერთი სიტყვითაც კი არ დავიწუწუნებ, ისე გავათრევ დარჩენილ 6 დღეს. -სად დაიკარგე გოგო, გამიხეთქე გული.-ჩემს დანახვაზე გაბადრული გამოქანდა ჩემსკენ მია. ნატაც უკან მოყვებოდა. -გაგახსენდი?- ლუკაზე გაბრაზებული მას ვეცი. -რა იყო, რას იღრინები?-ნატამ შემომიტია. -არაფერი. დავიღალე.-ჯერ არ ვაპირებდი ჩემი და ლუკას „ომი“ გამესაჯაროვებინა. -ქეთიმ თქვა მალე დავისვენებთო. წამოდი დავეწიოთ ბავშვებს.-მიამ ხელი ჩამკიდა ისე, როგორც ბავშვობაში და მოსიარულე ახალგაზრდებს შევუერთდით. *** საღამოს, რესტორანში ვისხედით ყველა. მაგიდა ჯერ არ იყო ბოლომდე გაშლილი და მიმტანები ისევ დაფუსფუსებენ. ლუკა ყველას გამოეყო და ისევ სიტყვით მოგვმართა. არა, ერთი ტრიბუნა უნდა წამომეღო ამისთვის რა... -დღეს საკმარისად ვიარეთ და მივაღწიეთ დანიშნულების პირველ ადგილს. ახლა ქედაში ვართ, სადაც ღამეს გავათევთ. სასტუმრო დაჯავშნილი გვაქვს და ვახშმის შემდეგ ოთახებში გადავნაწილდებით. ხვალ კი დილის 8 საათზე შევხვდებით სასტუმროს წინ. -თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, ეს გოგონებს უფრო ეხებათ. -ჩაერთო მშვენიერი ქეთი.- კარგი იქნება ხვალ დახურული ტანისამოსით თუ წამოხვალთ, რადგან ხვალ უფრო რთული ადგილები გვექნება გასავლელი და სხეული რაც უფრო დაფარული გექნებათ, მით უკეთესი თქვენთვის.- დაამთავრა გამოსვლა ქეთიმ. მაგიდა ბოლომდე გააწყეს თუ არა ყველა ხელების ფშვნეტით მივუჯექით სუფრას. ერთ მხარეს მია დამიჯდა მეორე მხარეს კი ერთ ერთი წინამძღოლი, თუ არ ვცდები, ნიკა. -დაიღალე?-გამომელაპარაკა წინამძღოლი. ასე ძალიან მემჩნევა? -მე ნიკა ვარ. -ხელი გამომიწოდა ღიმილით. როგორც სჩანს სახელი სწორად მახსოვდა. -ლანა. -მეც ჩავეჭიდე ძლიერ ხელს. -არც ისე. -დამერწმნე ღირს დაღლად. ამას მაშინ მიხვდები, ადგილზე რომ მივალთ. -გამიცინა. -იმედი მაქვს.-მეც გავუღიმე. -რაც მალე ივახშმებთ, მით მალე ახვალთ ოთახში და დასასვენებლად მეტი დრო გექნებათ.-ჩემს პირდაპირ ლუკა მოთავსებულიყო. თითქოს ყველას ყვეუბნებოდა, მაგრამ ირონიით სავსე თვალებს არ მაშორებდა. წამსვე გამოახლდა მისთვის თავის გატეხვია იდეა, თუმცა არ შევიმჩნიე. ირონიულად გავუღიმე და ვახშმობას შევუდექი. -მგონი ქეთი და ერეკლე ერთად არიან.-გადმომჩურჩულა მიამ. -შენ რა იცი?-ვიკითხრ და წვენი მოვსვი. თან თვალი ჩვენი წინამძღოლებისკენ გამექცა. -ვერ ხედავ ერთმანეთს როგორ შესციცინებენ? თან დეამ მითხრა ერთად არიანო. -მხრები აიჩეჩა მიამ. -დიდი ხანია დეას უგდებ ყურს?-წითურის ხსენებამ უფრო მომშხამა, ისედაც ცუდ გუნებაზე მყოფი. -დღეს არ ღირს შენთან ლაპარაკი. ასე მგონია მალე ყელს გამომღადრავ.- გამიწყრა მია. -მაპატიე. ხომ იცი ვერ ვიტან იმ სიტუაციაში ყოფნას, სადაც არ მინდა. -ვიცოდი მია მართალი იყო და ვცადე თავის მოთოკვა. *** მეორე დილით, 8 საათზე ყველა სასტუმროს წინ ვიდექით. დილა მშვენიერი იყო და ივლისის ბოლოსთვის სუსხიანიც. კარგია რომ ქეთის დავუჯერე და ელასტიკები ჩავიცვი. დიდებული ხუთეული მობრძანდა როგორც ყოველთვის ყველაზე ბოლოს და მისი ბრწყინვალებაც სიტყვით გამოვიდა. -დღეს ცოტა ადრე მოგვიწევს გზაზე დადგომა, რადგან გუშინდელთან შედარებით უფრო დიდი გზა გვაქვს გასავლელი. საღამოს ხულოში უნდა ვიყოთ, სადაც გარწმუნებთ, რომ თვალისმომჭრელ ხედებს იხილავთ. ასე რომ დავიძრათ. უკვე შუადღე იყო პირველად რომ შევისვენეთ. ქანცგაწყვეტილი ჩამოვჯექი მიწაზე და ჩემივე ჩანთას მივეყუდე. ფეხის კუნთები საშინლად მტკიოდა. ხელი გავისვი და დავიზილე. არა, ლაშქრობა ნამდვილად არაა ჩემი საქმე. ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ არასდროს. მაგრამ ახლა უნდა გავძლო. იმ არამკითხეს არ მივცემ გამარჯვების უფლებას. -დაღლილი ჩანხარ.- აი, ძაღლი ახსენეო... ლუკა მომიჯდა გვერდით. -სულაც არა.- არც შემიხედავს ისე ვუპასუხე. ალბათ ნერვების მოსაშლელად მობრძანდა. ვერ მივართვი. -ანუ კუნთები არ გტკივა? -სიცილის შეკავებას ცდილობდა. მივბრუნდი გაცეცხლებული მის გამოსალანძღად, მაგრამ ამ დროს დეა მოიჭრა ჩვენთან და ლუკას გვერდით მიუსკუპდა. -აუ, ლუკა დამეხმარე რა, ელვა გაიჭედა და ვერ ვხსნი. არადა დამცხა. -სპორტული ჟაკეტის ელვაზე მიანიშნა რომელიც მკერდამდე იყო გახსნილი და მრგვალი ფორმები მაცდურად იმზირებოდნენ. -ახლავე, -მაშინვე გავარდა რაინდი გოგოს საშველად, მე კი პირზე შემაშრა მომზადებული სიტყვები. გაღიზიანებული ფეხზე წამოვხტი, დგაფუნით წავედი ჩემი გოგონებისკენ და გვრიტები მარტო დავტოვე. თან გზაში ვილანძღებოდი. გზა ნახევარ საათში გავაგრძელეთ და როგორც იქნა საღამოს ხულოშიც შევედით. ლუკამ ყველა შეგვაჯგუფა და მოგვმართა. -მეგობრებო, დღეს იმაზე მეტად ვიყოჩაღეთ, ვიდრე ველოდი. რადგან დღეს ძალიან არ დავაგვიანეთ, მოვიწყოთ პატარა გასეირნება და გავიდეთ სოფერ თაგოში. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცოდეს ხულოში არსებული ბაგირის შესახებ, რითაც ვიმგზავრებთ 8 წუთის განმავლობაში და ახალ შეგრძნებებს გამოსცდით... საბაგიროზე რომ მივედი და ხედებს გავხედე, ჩავიკარგე მის სილამაზეში. გაშლილი ხედები, მთები, მატყვევებდა. -ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზღვის დონიდან 400-3007 მეტრზე, მთაგორიან ხულოში- მწვანეში ჩაფლული ისტორიული ძეგლები, ხიდები, ბაგირგზა, ეკლესია- მონასტრები, მეჩეთები, ტრადიციული კერძები... აქ ყველაფერ საუკეთესოს ნახავთ. ჩვენ ამ ბაგირით გავალთ თაგოში, რომელიც აი ამ მთის წვერზეა გაშენებული.- ხელით მიგვითითა სოფლისკენ. გულში შიში შემეპარა, როცა დავინახე სად უნდა გავსულიყავით.- ეს საბაგირო გზა 1985 წლიდან არსებობს და არ შეგეშინდეთ მგზავრობის დროს. შემოწმებას ხშირად ატარებენ და საშიში არაფერია. ბაგირის ჩართვიდან 8 წუთში სოფელში ვიყავი უკვე. ვერ გეტყვით რამდენი ემოციით დავიტვირთე. საოცარი ხედები გადაიშალა ჩემს თვალწინ. თავიდან ძალიან შემეშინდა, მაგრამ ემოციები მოვთოკე. ლუკა ჩემთან ერთად იყო ვაგონში და არ მინდოდა ჩემი შიში დაენახა. სამაგიეროდ დეა ჩამოეკიდა კისერზე, ეშინოდა ქალბატონს... ზურგი ვაქციე, ფერი ფერსაო, ამათზეა ნათქვამი... სოფელი საოცარი იყო. ისეთი სუფთა ჰაერი იყო, თითქოს მხოლოდ სასუნთქად კი არა, საჭმელადაც გამოდგებოდა. ფილტვები ავივსე და სუფთა ჰაერით და სუნთქვა შევიკავე. მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს შემეგრძნო ეს სისუფთავე. ერთ ვაგონში მხოლოდ 12 ადამიანის შესვლა იყო შესაძლებელი , ამიტომ რამდენიმე რეისის გაკეთება გახდა საჭირო, რომ ყველა გამოვსულიყავით თაგოში. ხედები დავათვალიერეთ და შემდეგ საბაგიროზე დავბრუნდით. ორი ვაგონი გავუშვით და ახლა მესამეს ველოდით. ვაგონი მალე ჩამოდგა და ყველა შიგ შევეხვეტეთ. მე და ლუკა ყველაზე ბოლოს შევედით და ბოლოს ვაგონის მორიგე-გამცილებელი დარჩა გარეთ. -ძალიან ბევრნი ხართ ბაღნებო. გამოით ორი კაცი და ახალ რეისს გავაკეთებთ თქვენთვის.-გაგვიღიმა ბატონმა ოთარმა, რომელიც მგზავრობისას გავიცანით. რადგან კართან მე და ლუკა ვიდექით, ჩვენ გამოგვიძახეს გარეთ ბავშვებმა. -მეც დავრჩები.- გაგონში აწრიალდა დეა, მაგრამ გამცილებელი შეხტა ვაგომში და კარი მოხურა, არაა საჭირო აღარ ხართ ბევრნიო. სიცილი წამსკდა, დეას სახის შემყურეს. აშკარად არ უნდოდა ამ შანსის გაშვება. მშვენიერი იქნებოდა, დარჩებოდა საღამოს მარტო ბიჭთან ერთად, რომელიც მოსწონდა და დატკბებოდა უმშვენიერესი ხედებით. მისდა სამწუხაროდ ხახამშრალი დარჩა, მე კი ეს ფაქტი ძალიან მამხიარულებდა. თუმცა რომ გავიაზრე, ლუკასთან მე დავრჩი, მაშინვე შევწყვიტე სიცილი და ლუკას გავხედე, რომელიც ბედნიერი სახით მომჩერებოდა. მისი მზერა არ შევიმჩნიე. მოშორებით გავედი და ჩამოვჯექი. რამდენიმე წუთში კი ლუკა წამომადგა თავზე. -ლანა, ახლა არ გაგიჟდე იცოდე. სინათლე გაითიშა და სამწუხაროდ ბაგირს ვეღარ გვიგზავნიან. ამაღამ აქ მოგვიწევს დარჩენა. *** ჩემო კარგებო ახალ თავს ვამატებ და იმედი მაქვს მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებებს. გამახარეთ ყველამ წინა თავის შეფასების დროს, რატომღაც არ ველოდი. მიყვარხართ ყველა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.