შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტა 2


9-12-2015, 01:39
ავტორი malena
ნანახია 7 374

დედის გარდაცვალების მერე სახლი გაყიდა. იმ უბნის ატანა აღარ ჰქონდა სადაც გაიზარდა, სადაც თითოეული ხე, ბუჩქი, ჩიხი თუ მოსახვევი ასეთი ნაცნობი იყო მისთვის. სადაც მთელ დროს რატისთან ერთად ატარებდა. სადაც მთელი სამეზობლო მასზე ჭორაობდა. ჰკიცხავდნენ, მართალია მოიტაცა, მაგრამ რა მოხდა მერე? მშვენიერი ბიჭი და ოჯახი ვერ შეიშნოვაო. ამიტომ გადავიდა სრულიად უცხო უბანში, თავისი ყოფილი საცხოვრებლიდან ბევრად შორს.
კვერცხი და ყველი ათქვიფა, ზეთიან ცხელ ტაფაზე დაუშვა, მოლოდინით აცქმუტებულ პატარას თმა ღიმილით აუჩეჩა და თეფში და ჩანგალი დაუდო წინ. ერთ მხარეს შებრაწული kვერცხი აატრიალა, ფორთოხლის წვენით მოზრდილი ჭიქა აავსო და თეფშთან ახლოს დაუდგა ბავშვს. მეორე მხრიდანაც დაბრაწული კერძი თეფშზე გადმოიღო და კმაყოფილი, სახეგაბადრული დავითის შემხედვარემ თავადაც გაიღიმა. სანამ ბავშვი სადილობდა მოსამზადებელ საგნებს გადახედა. მიხვდა, ყველაფერს მალე მორჩებოდნენ, თეონაც ადრიანად უნდა მისულიყო წესით. რამდენიმე დღეში არდადეგები ეწყებოდათ, დროულად მოიმთავრებდა სასკოლო საქმეებს და თეონასთან ერთად დაისვენებდა ზღვაზე. აგერ უკვე მესამე ზაფხულია მისი და მისი ქმრის მიწვევით, მათ უშველებელ ზღვისპირა სახლში ისვენებს. შეყვარებულია იქაურ სიმყუდროვეზე, ერთი სული აქვს ქალაქის ხმაურს როდის გაეცლება. მანამდე რატის თემა უნდა მოაგვაროს, ალბათ ისევ მიადგება, მის ცხოვრებაში არაფერი ლაგდება ლაითად, მაგრამ უკვე დიდი გოგოა, სისუსტეები, შიშები, მორჩილება დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

ქოლგის ქვეშ შეყუჟული დედა-შვილის თამაშს გასცქეროდა და უნებურად ეღიმებოდა. ერთი კვირა გავიდა რაც ზღვაზეა. მალევე გაირუჯა. ახლა კიდევ უფრო დამატყვევებელი გაუხდა თვალები, უფრო მეტად მბზინავი - კანი.
- ლევანი ჩამოსულა. - ქოშინით მიახარა თეონამ და ბავშვთან თამაშით დაღლილი მარტას გვერდით გაგორდა.
- კარგია. - უხალისოდ ჩაიბურტყუნა მარტამ. მათკენ გამოვარდნილი დავითის შესაგებებლად ფეხზე წამოხტა და ხელში აიტაცა მოცინარი პატარა.
- ბოლობოლო გაგაცნობ.
- აქ მოდის? - რატომღაც შეაკრთო ამ ახალმა ამბავმა. ფიქრობდა, თბილისის ფარგლებს არ გასცდებოდა თეონას მაზლის სამშობლოში ჩამობრძანება. აფართხალებული ბავშვი ძირს დაუშვა და შეცბუნებული მიუჯდა გვერდზე მეგობარს.
- დიახ, მოდის და უნდა დაგაჯახო. - ეშმაურად ჩაილაპარაკა ქალმა და გაუღიმა.
სევდიანი სახით გადახედა მარტამ.
- ისე იტყვი ხოლმე თეო, თითქოს ჩემი განვლილიცხოვრების შესახებ არაფერი იცოდე. - საყვედურნარევი კილოთი წარმოთქვა წყნარად.
- დააჯახო? ეგ რას ნიშნავს დედა? - ინტერესიანი სახით მიაჩერდა დავითი დედას.
- ვიცი და რა მერე? აი, რა? ახალგაზრდა ქალი ხარ და ვსიო, ამით ყველაფერია ჩემთვის ნათქვამი. საერთოდაც, ქალი, ყველა ასაკში ქალია და ნუ დამცინი, ვიცი რასაც ვამბობ.
„ ყველლლაფერი არ იცი.“ - გაიფიქრა მარტამ, ფეხზე წამოდგა და წყლისკენ წავიდა, უკნიდან კი დედა-შვილის დიალოგი მოესმა.
- მიპასუხე დედა, ვერაფერი გავიგე, მანქანები რომ ეჯახებიან ერთმანეთს, ისე უნდა დააჯახო ბიძია და მარტა?
- მაგას დიდი რომ გაიზრდები მაშინ გაიგებ, საყვარელო.
- აუ, როდის გავიზრდები? - ჩაეღიმა დავითის უკმაყოფილო ხმის გაგონებაზე და ისე მოუნდა მისი ტოლი ყოფილიყო, ცრემლი მოადგა თვალზე.

არ ეძინა ხოლმე ღამით კარგად. დილის ექვსზე ფეხზე იყო ყოველთვის. წლებია ასეა. კოშმარები წარსულიდან არ აძლევენ საშველს. ყოველ დილით ზღვის ნაპირს მიუყვებოდა და მიდიოდა შორს, ძალიან შორს. მოწყენილი სახით უცქერდა ხოლმე წყალს და მოგონებებში ჩაფლული თვითგვემას ეძლეოდა. ახალგაზრდა მოხუცად თვლიდა თავს და იყო კიდეც. არანაირს სიახლეს არ ეძებდა ცხოვრებაში, არავითარ მძაფრ შეგრძნებებს. სურდა, ასე, დუნედ გაელია დარჩენილი სიცოცხლე. ღმერთს ევედრებოდა, მაკმარე რა განსაცდელიც შემახვედრე და ყოველგვარი ცვლილებები ამარიდეო. მერე უკან ბრუნდებოდა. გამოღვიძებულ და სათამაშოდ გამოსულ თეონას და დავითის დანახვისთანავე სახეს ასწორებდა, მათთან მყოფი სევდას შეძებისდაგვარად იშორებდა.
იმ დილით პირველად მოხდა რომ სეირნობიდან უკან დაბრუნებულს, ჩვეულ ადგილას არც დედა დახვდა და არც შვილი. საზიზღარმა ეჭვმა გაუელვა გონებაში. ჯერ ზღვას გახედა არანორმალურად შეშინებულმა და სახლისაკენ გაქანდა. გიჟივით შევარდა უშველებელ ჰოლში, დივანზე ჩამომსხდარი დედა-შვილის დანახვაზე, რომლებიც არხეინად უღიმოდნენ უცნობ მამაკაცს, ერთ ადგილზე გაშეშდა და შვებით ამოისუნთქა.
- ხომ კარგად ხარ მარტა? - მისი გამომეტყველებით დაფეთებული თეონა ფეხზე წამოვარდა.
- ნაპირზე არ დამხვდით და... - ძლივს ამოილაპარაკა მოკანკალე ხმით.
- მაგან გაგანერვიულა? - დამამშვიდებლად გაუღიმა თეონამ.
- როგორ ხარ მარტა? - მხიარულად გამოსძახა კიბიდან ჩამომავალმა კაცმა, რომელიც შორტების ამარა იყო და თბილად,მეგობრულად უღიმოდა მარტას.
- არამიშავს ვატო, შენ როგორ ხარ? - შედარებით დამშვიდებული თავადაც ღიმილით დაიძრა თეონის ქმრისკენ.
- აი, ბიძია, ესაა ჩემი მარტა, მასაც უნდა სკუტერით კატაობა.
ვატოსკენ მიმავალმა დავითის ნათქვამი გაიგონა და კოპები შეკრა, რას იფიქრებს ეს უცხო კაცი მასზე. სანამ თეონას ქმარი გადაკოცნა და ერთმანეთის მოკითხვას მორჩნენ, უცნობისგან პასუხი ბავშვის ნათქვამზე არ იყო. ამიტომ ინტერესიანი თვალებით გახედა კაცს და გაშრა. ფეხზე წამომდგარიყო უცნობი და აშკარად ელდანაცემი, გაფაციცებული ათვალიერებდა მარტას. თავადაც გაოგნებული მიაშტერდა კაცს, ასეთი რა გავაკეთე, რომ შოკშიაო. მათი ერთმანეთზე მიშტერებული მზერით გამხიარულებულმა თეონამ თავისებური დასკვნები გამოიტანა და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ქმარს.
- ცუდად ხომ არ ხარ ლევან? მგონი, ფერი დაკარგე. - მთელი სერიოზულობით ჰკითხა ვატომ ძმას.
„ ე.ი. არაფერი მეჩვენება.“ - გაიფიქრა მარტამ.
- არაფერია, ბოლო დღეებმა გადამღალა უბრალოდ. - იყო პასუხი.
მარწუხები ისე ცხადად იგრძნო გულზე მარტამ, კინაღამ მიწა გამოეცალა ფეხქვეშ. მამაკაცის ბოხმა ხმამ ახლა მას დაუკარგა ფერი. “რატომ მეცნობა?“ თითქოს რაღაც მოაგონდა, აუტანლად უსიამოვნო, სახეც კი დაებრიცა, გაუცნობიერებლად დაიდო ხელი გულზე.
- ე.ი. მარტა არა? - აი, კიდევ. რატომ კანკალებს ციებიანივით ამ ხმაზე?
- რა ჯანდაბა გჭირთ ორივეს? - თეონას პრეტენზიული ხმა გაისმა ოთახში. - თქვენ რა, ადრეც შეხვედრილხართ ერთმანეთს?
- არა! - მეტისმეტად ხმამაღლა წამოიძახა მარტამ, ლევანისთვის თვალი არ მოუცილებია, თითქოს მისგანაც იგივე პასუხის გაჟღერებას ელოდა. თვალებმოჭუტული უკვე აუღელვებლად ათვალიერებდა კაცი. ეტყობოდა, არაფრის თქმას აპირებდა.
- იცი ბიძია, დედიკომ მარტას უნდა შეგაჯახოს,თუ დაგაჯახოს. - ოთახის შუაგულში გამოიჭიმა დავითი. - დედიკომ არ ამიხსნა, რას ნიშნავს ეს, შენ მითხარი რაა... - შეეხვეწა ბავშვი.
აქამდე სერიოზული სახეებით მდგომი თეონა და ვატო ახარხარდნენ.
- ნუ დამცინით! - დაუყვირა განაწყენებულმა პატარამ და ოთახიდან გავარდა.
- დავით! - შეშფოთებით წამოიძახა თეონამ და ბავშვს დაედევნა, ვატომ ერთი კიდევ შეავლო დაკვირვებული მზერა ძმას და მარტას და ისიც ცოლ-შვილს მიჰყვა.
თვალმოუშორებლად უყურებდნენ ერთმანეთს.მამაკაცის თვალებში დანახული შეუპოვრობა და სიმტკიცე გულს უხეთქავდა მარტას.
- არა! არა! გასაგებია!? არასდროს შევხვედრილვართ აქამდე, არასდროს! - დაუყვირა გამწარებულმა ლევანს, მას კი ოდნავ არ შერყევია სახეზე აღბეჭდილი სიმტკიცე.
- გევედრები... - მუდარაზე გადავიდა სასოწარკვეთილი ქალი.
- არ გამოვა. - ო, როგორ მკაცრი მოეჩვენა წყნარად წარმოთქმული ეს ორი სიტყვა, განაჩენივით ჟღერდა.
ფეხარეული წალასლასდა კიბისკენ. როგორ იმედოვნებდა, რომ წარსულიდან არავინ და არაფერი გამოუხტებოდა. რატი კანფეტი იყო ამასთან შედარებით. ოცნება, უშფოთველი ცხოვრების ქონაზე საპნის ბუშტივით გასკდა.
არ გაჰყოლია. იცოდა, მარტო ყოფნა სჭირდებოდა ქალს რაღაცების გასააზრებლად. თვითონაც. სჭირდებოდა დაფიქრება. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით იცოდა, იპოვა და აღარ დაკარგავდა.
პირველი ფიქრი, გაქცევა იყო. აქაურობას გაეცლება, თბილისში დაბრუნდება და იქნება თავისთვის, მშვიდად. იქნება რო? მის სახეზე დანახულმა, მისმა მტკიცედ წარმოთქმულმა ორიოდე სიტრყვამ მიახვედრა, არ მოეშვება კაცი. თუმცა, არც თავად აკლია შეუპოვრობა. აღარავის ნების და სურვილის მონა აღარ იქნება. კარგად იცის მორჩილება და ბედს დანებება სულაც არ ძალუძს. ნებისმიერი სახის იძულება გულს ურევს.
საწოლზე დაეშვა, მოკუნტულმა ხელები შემოხვია მუხლებს, წარსულის მოგონებებში გადაეშვა ცახცახატანილი...
აუტანლად მტანჯველი იყო ქუჯის ხელების შეგრძნება სხეულზე. მანქანაში გამომწყვდეული, მთელი ძალით ცდილობდა მისი სიახლოვისგან თავის დაღწევას. კიოდა, სახეზე სიმწრის ცრემლები სდიოდა. მისი კივილის ჩასახშობად, პირზე აფარებულ ქუჯის ხელს გამეტებით კბენდა. საჭესთან მჯდომი მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას. აქოშინებული ძმაკაცის უსიტყვო ძალადობას ცალ თვალს ადევნებდა. ხედავდა, არ ღელავდა ქუჯი. გოგონას თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, მოთმინებით, არა უხეში ქმედებებით, ფერებით ცდილობდა მის მოთვინიერებას.
მალე, გზატკეცილიდან მიხვეულ-მოხვეულ უსწორმასწორო გზაზე გადავიდნენ. ძალაგამოლეული მარტა კალთაში მოექცია ქუჯის. ეფერებოდა, თავზე კოცნიდა და ჩასჩურჩულებდა: - აი, ასე საყვარელო, დამშვიდდი.
- არ დავრჩები შენთან, რატი წამიყვანს, ან დედა. - შეშლილივით ატრიალებდა ჩაწითლებულ თვალებს გოგონა. ძლივს ისმოდა მისი კივილისგან შეცვლილი ხმა.
გაღიმებული და თავდაჯერებული ქუჯი მშვიდად იჯდა. ეგონა, თავი ქუდში ჰქონდა უკვე.
ბინდდებოდა, რომელიღაც სოფელში რომ მიიყვანეს, დაკეტილ, სხვა სახლებისგან მოშორებით მდგომ სახლში. ნამდვილ ციხე-სიმაგრედ მოეჩვენა ორსართულიანი, ვეება და ჩაბნელებული შენობა. მანქანიდან მისი გადაყვანა ცალკე ეპიზოდი იყო. ხელახლა იგრძნო ძალების მოზღვავება, ლამის მანქანის კარი მოტეხა. იკაწრებოდა, როგორც ველური კატა. ვეღარ კიოდა, ხაოდა ხმაჩახლეჩილი. მეგობრის დახმარება დასჭირდა ქუჯის, ძლივს შეათრიეს სახლში.
- ზედა საძინებლებიდან რომელიმეს კარი გაგვიხსენი თაზო. - მიმართა მეგობარს და წინ წასულ ბიჭს თან მიჰყვა მხარზე გადაკიდებული გოგონათი, რომელსაც ძალა გამოლეოდა და მხოლოდ რეფლექსურადღა ატოკებდა კიდურებს.
ერთი კვირა გაატარა იმ საძულველ სახლში. თითქმის არ უჭამია, უძინია. არ დაუბანია. რამდენჯერმე ისიც გაიფიქრა, ფანჯარა გამოეღო და გადამხტარიყო. თუმცა, სასწრაფოდ უკუაგდებდა ხოლმე მსგავს აზრებს,მეტი ბრძოლისუნარიანობისკენ მოუწოდებდა თავს. ქუჯის ყველა მცდელობა, მისადმი თბილი გრძნობები აღეძრა გოგონაში, კრახით სრულდებოდა.
- მეზიზღები! - უკიოდა მარტა.
- ჩემი ცოლი ხარ უკვე! - ღრიალებდა ქუჯი. - გირჩევნია, სხვანაირად ამღერდე, თორემ აგამღერებ!
რამდენჯერმე საკოცნელადაც წაეტანა, მაგრამ ისეთ ისტერიკაში ჩავარდა გოგონა, მაშინვე მოეშვა. არ უნდოდა ეიძულებინა. ფიქრობდა, ადრე თუ გვიან მოტყდებოდა, შეეგუებოდა თავის მდგომარეობას. ბოლოს და ბოლოს მიიღებდა ქუჯის. ელოდა, ჯერჯერობით ელოდა.
ერთ ღამეს, ზეწარი, საბნის პირი და საწოლის გადასაფარებელი წვერებით გადააბა. დიდი ხნის გაუხსნელი, ჩაჭედილი ფანჯარა წვალებით გამოხსნა უხმაუროდ. ფანჯრის სახელურზე „თოკის“ ერთი ბოლო მოაბა, იმედი ჰქონდა გაუძლებდა და დიდი სიფრთხილით დაიწყო დაბლა დაშვება. უნდა მოესწრო, ყოველ ერთ საათში შედიოდა მის ოთახში ქუჯი და ამოწმებდა. მოახერხა და მიწაზე უვნებლად დადგა ფეხი. მუხლებაცახცახებულმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა ღამის ცივი ჰაერი და გაიქცა. ბუნდოვნად ახსოვდა, ახლო-მახლო სხვა სახლებიც უნდა ყოფილიყო. მალე დაინახა სინათლე და უფრო სწრაფად გაიქცა. დაუკაკუნებლად, როგორც არანორმალური, დახმარების თხოვნით შევარდა უცხო სახლში. ასაკიანი კაცი და ქალი, სავრაუდოდ, ცოლ-ქმარი და მათი ახალგაზრდა ვაჟი, მაგიდას მისხდომოდნენ და ვახშმობდნენ.
- მომიტაცეს, ტელეფონი მჭირდება, სახლში უნდა დავრეკო. დამეხმარეთ, გთხოვთ...
დამხვდურებმა შეშფოთებით გადახედეს ერთმანეთს.
- ჩვენ არ გვაქვს მობილური ტელეფონი, იქნებ, სხვასთან მიხვიდეთ გოგონა? - რაღაცნაირად, თითქოს მორიდებით წაილაპარაკა ქალმა.
- დედა! - მკაცრად გადახედა შვილმა ქალს. - მე მოგიტან, აქ დამელოდე. - ფეხზე წამოდგა ბიჭი.
- დიდი მადლობა. - ლამის ხელები დაუკოცნა მადლიერმა გოგონამ.
ერთი კიდევ შეათვალიერა ბიჭმა მარტა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.
- მაინც... იქნებ სხვა ოჯახისთვის მიგემართა, შვილო? - თითქოს თავისთვის წაიდუდუნა ქალმა და ახლა ქმრისგან დაიმსახურა სიმკაცრე.
მეტისმეტად შეშინებული და დაძაბული იყო, ქალის ფრაზაში ქვეტექსტი რომ ამოეკითხა. გულის ფანცქალით ელოდა მობილურით ხელში ბიჭის გამოჩენას. მალევე გაისმა ნაბიჯების ხმა, კარზე გაუშტერდა თვალები, რომელშიც ქუჯის გაცეცხლებული სახე გამოჩნდა.
- არა. - მგონი, უფრო გულში თქვა თავზარდაცემულმა, ზუსტად არ ახსოვს. მაშინ პირველად დააფიქსირა, რომ ქუჯის ლამაზი, მწვანე თვალები ჰქონდა და საერთოდაც, ერთობ მიმზიდველი ვინმე ბრძანდებოდა. თუმცა, ეს არაფერს ცვლიდა მარტასთვის, აბსოლუტურად არაფერს. მისკენ დაძრულ ქუჯის ზურგი აქცია, დამნაშავის სახით მდგომი ქალისკენ მიტრიალდა.
- დამეხმარეთ გევედრებით... თქვენც ხომ ქალი ხართ, ნუთუ არ გესმით...
ღაპა-ღუპით სცვიოდა ცრემლები. ცდილობდა, წელზე მოხვეულ ქუჯის ხელებს დასხლტომოდა, მავედრებელი მზერით მისჩერებოდა ქალს. ძლივს გაათრია მოფართხალე გოგონა ქუჯიმ. მანქანაში ჩატენა,რომლის საჭესთანაც, მისთვის მობილურის მოსატანად გასული ბიჭი იჯდა. ორ წუთში უკან, იმავე სახლში ამოაყოფინეს თავი.
- ახლა უკვე, ჩემთან ერთად მოგიწევს დაძინება! - მიახალა ბიჭმა და ოთახში შეაგდო. - დროა, შეეგუო იმ ფაქტს,რომ ჩემი ხარ, ჩემი ცოლი გქვია უკვე! - ღრიალებდა და უახლოვდებოდა.
შიშისგან აძაგძაგებული, ერთ ადგილზე მილურსმული კრინტს ვერ ძრავდა. ბიჭის გაავებულ მზერაში სანუგეშოს ვერაფერს ხედავდა და აღარც ძალა ჰქონდა წინააღმდეგობის.
- ვერასდროს შეგიყვარებ და არასდროს ვიქნები კარგი ცოლი. - არ იცის როგორ მოახერხა და ჩააქსოვა სიმტკიცე გაჟღერებულ ფრაზაში.
- შეგიყვარდები. აი, ნახავ. ახლა უბრალოდ არ მიცნობ. ეს უცხოობა გაფრთხობს. არაფერს მოგაკლებ, მარტო შენი ბედნიერება მინდა. - მარტას წინ ასვეტილი ქუჯი აღტყინებით ალაპარაკდა. პირველად დაელაპარაკა გოგონა მშვიდად, მას კი ეგრევე იმედი ჩაესახა.
- მაშინ გამიშვი. – „ბედნიერი მხოლოდ რატისთან ვიქნები.“ გაიფიქრა. თუმცა, დროულად დააჭირა ენას კბილი. მიხვდა, მისი ხმამაღლა ხსენება არ ღირდა.
- არ შემიძლია, არა! რომ არ შემიძლია უშენობა, არ გესმის?! მიყვარხარ.
- როგორ შეიძლება გიყვარდე, არ მიცნობ. საერთოდ არ იცი რანაირი ვარ. იქნებ, ვაფრენ? იქნებ, როგორი აუტანელი და უსაქციელო ვარ?
- ვიცი როგორიც ხარ. ცუდი ვერ იქნები უბრალოდ. შენზე კარგის მეტი არაფერი გამიგია. - თბილი ტონით საუბრობდა ბიჭი, ცდილობდა მარტას გულის მოგებას.
- სულ აქ ჩაკეტილი ვერ გეყოლები. ერთი კვირის მერე იქნება, ერთი თვის თუ წლის, აუცილებლად გავიქცევი. ვნახავ თუ არა დედას, გავყვები, გაიგე? - ქუჯის წყნარად ყოფნამ ისევ დიდ გულზე მოიყვანა გოგონა და აყვირდა.
- დედაშენმა უკვე ყველაფერი იცის და სულაც არაა ჩემი წინააღმდეგი. - ირონიულად გაუღიმა ქუჯიმ.
- ცრუობ!
- არა!
- ისეთი საზიზღარი ვიქნები, ინანებ, საერთოდ რომ შემხვდი!
- ვნახოთ პატარავ, ვნახოთ. არ მგონია,შეძლო და ბოლომდე ასეთ ცივი იყო. - ხმა დაუტკბა ქუჯის. წელზე მოხვია ხელები, გულზე მიიკრა და ტუჩებზე წაეტანა საკოცნელად.
- ნუ მეხები! - დაუკივლა გოგონამ და გვერდზე გახტა. - თითოეული შენი შეხება გულს მირევს!
- ხვალ ახალციხეში მიმყავხარ. ჩემი ოჯახი უნდა გაგაცნო. დედაშენსაც ნახავ. გირჩევნია ისე მოიქცე, როგორც ჩემ ცოლს შეეფერება. დამიჯერე, შემიძლლია ბევრად უხეში ვიყო, ნუ მაიძულებ, გატკინო. - მშვიდად გააფრთხილა ქუჯიმ.
- დამიჯერე, ისე მოვიქცევი,როგორც მოტაცებულ გოგოს შეეფერება. მოძალადის ცოლს, სხვას არაფერს ელოდო ჩემგან! - ხმას დაუწია მარტამაც, თუმცა, კატეგორიულობა არ დაუკარგავს.
- შენ ჯერ კიდევ არ იცი, რა არის ძალადობა. თუ არ მოჭკვიანდები, გაგაცნობ!
- რომ არასდროს შემიყვარდები გითხარი არა? და რომ მძულხარ ეგ თუ გითხარი? - ლამის მზერით განეგმირათ ერთმანეთი ორივეს. - მერე არ თქვა, არ გაგიფრთხილებივარო, მოვა დრო და ისევ შენ, თავადვე, საკუთარი ნებით იტყვი უარს ჩემზე, იმდენად „კარგი“ ცოლი ვიქნები შენთვის. - გესლიანად ამოთქვა მარტამ და ბოროტად გაუღიმა ბიჭს.
მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოსულმა ქუჯიმ, კბილების ღრჭიალით დატოვა ოთახი. ისეთი ძალით გაიჯახუნა კარი, ლამის ანჯამებიდან ჩამოხსნა...



№1  offline მოდერი chica sol

ვაიმე გული დამეწვა... არადა რამდწნი ასეთი მომხდარა?
მალენა მაგარი ხარ რა. ნიჭიერზე ნიჭიერი...
იმედია მალე იქნება შემდეგი თავი❤❤❤❤
პ.ს. შენღვის არ მითქვამს ხომ, ამ საიტზე შენმა ელექტრონულმა წიგნმა რომ მომიყვანა? მადლობა ამისთვის და მიყვარხარ❤❤❤❤

 


№2  offline მოდერი malena

მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმე გული დამეწვა... არადა რამდწნი ასეთი მომხდარა?
მალენა მაგარი ხარ რა. ნიჭიერზე ნიჭიერი...
იმედია მალე იქნება შემდეგი თავი❤❤❤❤
პ.ს. შენღვის არ მითქვამს ხომ, ამ საიტზე შენმა ელექტრონულმა წიგნმა რომ მომიყვანა? მადლობა ამისთვის და მიყვარხარ❤❤❤❤


ვაიმე, დიიიდი მადლობა შენ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გოგას, ელექტრონული წიგნისთვის. ნიჭიერობას ვერ დავიბრალებ ვერანაირად. :)

ასეთები ბევრი მომხდარა, სულ ახლო წარსულში ძალიანაც აქტუალური იყო და მიუხედავად იმისა,რომ მერომანტიულება მოტაცება,გაპარვა და რამე... და თავადაც მომიტაცეს თავის დროზე, მინდოდა სულ სხვა რაკურსით დამენახებინა ეს მომენტი. რეალურად, ძალადობაა და არაფერი სხვა...

იმედი მაქვს, კარგად გადმოვცემ ჩემ სათქმელს. მიხარია რომ მოგწონთ და მეც მიყვარხართ. request

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს ქუჯი გამაგდებინა წიხლქვეშ და არ მინდა არაფერი,სხვების ჯავრსაც მასზე ვიყრი:))).
ოხხ, ჩამობრძანდა ვაჟბატონი, თან როგორი შეუპოვარია. მომენატრა ასეთი გმირი კაცები აქ.

 


№4  offline მოდერი chica sol

malena
მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმე გული დამეწვა... არადა რამდწნი ასეთი მომხდარა?
მალენა მაგარი ხარ რა. ნიჭიერზე ნიჭიერი...
იმედია მალე იქნება შემდეგი თავი❤❤❤❤
პ.ს. შენღვის არ მითქვამს ხომ, ამ საიტზე შენმა ელექტრონულმა წიგნმა რომ მომიყვანა? მადლობა ამისთვის და მიყვარხარ❤❤❤❤


ვაიმე, დიიიდი მადლობა შენ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გოგას, ელექტრონული წიგნისთვის. ნიჭიერობას ვერ დავიბრალებ ვერანაირად. :)

ასეთები ბევრი მომხდარა, სულ ახლო წარსულში ძალიანაც აქტუალური იყო და მიუხედავად იმისა,რომ მერომანტიულება მოტაცება,გაპარვა და რამე... და თავადაც მომიტაცეს თავის დროზე, მინდოდა სულ სხვა რაკურსით დამენახებინა ეს მომენტი. რეალურად, ძალადობაა და არაფერი სხვა...

იმედი მაქვს, კარგად გადმოვცემ ჩემ სათქმელს. მიხარია რომ მოგწონთ და მეც მიყვარხართ. request

სზვანაირად შეიძლევა?რა თქმა უნდა მომწონს...
ხო შეუძლება გერომანტიულოს ადამიანს როცა სადღაც გულის სიღრმეში მოგწონს საქმრო(თუ უკვე ქმარი) მაგრამ მარტას შემთხვევაში...
უუუსაყვარლესი ხარ...❤❤❤

 


№5  offline მოდერი malena

მარიამ ზაქარაშვილი
malena
მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმე გული დამეწვა... არადა რამდწნი ასეთი მომხდარა?
მალენა მაგარი ხარ რა. ნიჭიერზე ნიჭიერი...
იმედია მალე იქნება შემდეგი თავი❤❤❤❤
პ.ს. შენღვის არ მითქვამს ხომ, ამ საიტზე შენმა ელექტრონულმა წიგნმა რომ მომიყვანა? მადლობა ამისთვის და მიყვარხარ❤❤❤❤


ვაიმე, დიიიდი მადლობა შენ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გოგას, ელექტრონული წიგნისთვის. ნიჭიერობას ვერ დავიბრალებ ვერანაირად. :)

ასეთები ბევრი მომხდარა, სულ ახლო წარსულში ძალიანაც აქტუალური იყო და მიუხედავად იმისა,რომ მერომანტიულება მოტაცება,გაპარვა და რამე... და თავადაც მომიტაცეს თავის დროზე, მინდოდა სულ სხვა რაკურსით დამენახებინა ეს მომენტი. რეალურად, ძალადობაა და არაფერი სხვა...

იმედი მაქვს, კარგად გადმოვცემ ჩემ სათქმელს. მიხარია რომ მოგწონთ და მეც მიყვარხართ. request

სზვანაირად შეიძლევა?რა თქმა უნდა მომწონს...
ხო შეუძლება გერომანტიულოს ადამიანს როცა სადღაც გულის სიღრმეში მოგწონს საქმრო(თუ უკვე ქმარი) მაგრამ მარტას შემთხვევაში...
უუუსაყვარლესი ხარ...❤❤❤

♥♥♥♥♥

grafo
ეს ქუჯი გამაგდებინა წიხლქვეშ და არ მინდა არაფერი,სხვების ჯავრსაც მასზე ვიყრი:))).
ოხხ, ჩამობრძანდა ვაჟბატონი, თან როგორი შეუპოვარია. მომენატრა ასეთი გმირი კაცები აქ.

ქუჯის კარგი დღე დაადგება შენი აზრით???
ვაჟბატონზე არ ვიღებ ხმას. ;)

 


№6  offline წევრი marisa

ძალიან ახლოა ეს ისტორია ჩემთვის. შეიძლება წყვილს ერთმანეთი უყვარდეს და მოიტაცოს რომელიმემ, მაგრამ იქნებ არ მინდა დაქორწინება?! მიყვარს, მაგრამ არ მინდა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ უახლოეს წარსულს, რომ მოიტაცებდნენ და მერე სახლში ბრუნდებოდნენ, რაც იშვიათად ხდებოდა, მაგრამ მაინც, მათ რეპუტაციას... როგორ აღიქვამდა ხალხი მათ, გიწერია კიდეც. მარტას დამოკიდებულება ძალიან მაგონებს ჩემი მეგობრის აზრებს, რომელიც მოოტაცეს და დღემდე თავის ქმართან არის. არ ვიცი, რომელი უფრო დესპოტია, მშობლები თუ ქმარი.. ყველა დამნაშავეა საზოგადოების ჩათვლით. ახლა კი ისევ იმის გამო, რომ ვის მოეწონება, როგორ გაეყრება, აგერ უკვე შვილები ჰყავს, "რას იტყვის ხალხი" და ა.შ. აქვს ისევ "ბედნიერი" ოჯახი. ახლა მოტაცებები ნაკლებად ხდება, მაგრამ სხვისი თეთრეულის სინჯვით ბევრია დაკავებული :) 
ვიცი, რომ არ გაწირავ მარტას და კარგი მომავალი ექნება <3 ამიტომ შენთან ვარ ბოლომდე <3 იმდენად იშვიათად შემოვდივარ უკვე, რომ ხშირად ვერ ვარ, მაგრამ შორიდან გადევნებ თვალს <3
ისეთი სახელები გაქვს ხოლმე რომანებში, რომ ასე მგონია, შენ შვილებსაც უცხო და ლამაზი სახელები ჰქვიათ :))
ვაიმე, იმდენჯერ ვატრიალე ეს კომენტარი და იქნება, დადისო ბოლობოლო..

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლევანი მაინტერესებს!
და ძაააალიან დიდი იმედი მაქვს, მარტა სუსტი არ იქნება!
კაი გოგო ხარ მალო!
რაღაცნაირად, შენებურად ყვები ამბავს ))^^

 


№8  offline მოდერი malena

marisa
ძალიან ახლოა ეს ისტორია ჩემთვის. შეიძლება წყვილს ერთმანეთი უყვარდეს და მოიტაცოს რომელიმემ, მაგრამ იქნებ არ მინდა დაქორწინება?! მიყვარს, მაგრამ არ მინდა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ უახლოეს წარსულს, რომ მოიტაცებდნენ და მერე სახლში ბრუნდებოდნენ, რაც იშვიათად ხდებოდა, მაგრამ მაინც, მათ რეპუტაციას... როგორ აღიქვამდა ხალხი მათ, გიწერია კიდეც. მარტას დამოკიდებულება ძალიან მაგონებს ჩემი მეგობრის აზრებს, რომელიც მოოტაცეს და დღემდე თავის ქმართან არის. არ ვიცი, რომელი უფრო დესპოტია, მშობლები თუ ქმარი.. ყველა დამნაშავეა საზოგადოების ჩათვლით. ახლა კი ისევ იმის გამო, რომ ვის მოეწონება, როგორ გაეყრება, აგერ უკვე შვილები ჰყავს, "რას იტყვის ხალხი" და ა.შ. აქვს ისევ "ბედნიერი" ოჯახი. ახლა მოტაცებები ნაკლებად ხდება, მაგრამ სხვისი თეთრეულის სინჯვით ბევრია დაკავებული :) 
ვიცი, რომ არ გაწირავ მარტას და კარგი მომავალი ექნება <3 ამიტომ შენთან ვარ ბოლომდე <3 იმდენად იშვიათად შემოვდივარ უკვე, რომ ხშირად ვერ ვარ, მაგრამ შორიდან გადევნებ თვალს <3
ისეთი სახელები გაქვს ხოლმე რომანებში, რომ ასე მგონია, შენ შვილებსაც უცხო და ლამაზი სახელები ჰქვიათ :))
ვაიმე, იმდენჯერ ვატრიალე ეს კომენტარი და იქნება, დადისო ბოლობოლო..

ჰაჰააა... ჩემ შვილებს ძალიან გავრცელებული და გაფეტიშებული სახელები ჰქვიათ, მაგ სახელებმა წალეკა საიტი.
მიხარია, ჩემთან რომ ხარ და კიდევ შენისთანა საღად მოაზროვნე გოგონების არსებობა მახარებს. love

lullaby
ლევანი მაინტერესებს!
და ძაააალიან დიდი იმედი მაქვს, მარტა სუსტი არ იქნება!
კაი გოგო ხარ მალო!
რაღაცნაირად, შენებურად ყვები ამბავს ))^^

მადლობა მარი, მალე ნახავთ ვინ როგორია. :)

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალადობას საერთოდ ვერ ვიტან!
რატომ უნდა იძალადო კაცმა, თუ არ მოგყვება ვერც დაიჭერ, კი არადა ბედნიერს ვერ ამყოფებ, იმიტომ რომ არ უყვარხარ.
ის, რომ მერე შეუყვარდები, დრო გავა მიეჩვევა და ყველაფერი, არის მხოლოდ თავის მხრივ, თავის დაიმედების მიზნით შექმნილი ილუზიები, თითქოსდა ყველაფერი კარგად იქნება, არადა არაფერი არ იქნება კარგად!
ქალზე ძალადობა მძულს... რამდენი ხდება, მაგრამ უბრალოდ ვერ ვიტან ამას.
საწყალი და საცოდავია ის კაცი, ვინც ცოლის მოყვანის ამ ხერხს მიმართავს, რომელიც გოგონას დამცირებაზე და შეურაცხყოფაზე, თავისუფალი ნების დარღვევაზე იქნება აგებული და ბედნიერებას მის უბედურებაზე აიწყობს. სულ არ მინდა ცოლი, თუ ვიცი არავინ არ გამომყვება, უკიდურეს შემთხვევაშიც კი არ გადავდგამ ასეთ საშინელ ნაბიჯს, როგორიც მოტაცებაა. ხო, ხშირად ხუმრობით კი მითქვამს ხოლმე უნდა მოგიტაცო-მეთქი, მაგრამ ვიცოდი კიდეც, ამას სერიოზულად არ მიიღებდნენ და ამიტომ ვამბობდ. უბრალოდ ამაზრზენია ასეთი საქციელი, რაც ქუჯიმ გააკეთა და მეც პირდაპირ მტკენს გულს, მაგიჟებს ეს ფაქტი. მოტაცებულ გოგოს, თურმე აღარ შეუძლია ბედნიერი ოჯახი შექმნას და ვსო, მისთვის დაინგრა ცხოვრება, მომავალი, რომელსაც ასე მონდომებით აგებდა.
ხალხის სტერეოტიპებს და მის ჩხრეკას მართლაც სხვის ცხოვრებაში დასასრული არ აქვს. არ შეიძლება სხივისი პირადი ცხოვრება ვაკრიტიკოთ, ამით უარესს ვუკეთებთ იმ ადამიანს, უარესად ვაქცევთ ზურგს და ვანადგურებთ. აი ამას ვერ მივემხრობი ვერანაირად... საშინელებაა.
მაგრამ შენი ისტორია კი რაღაც იმედს მაინც მაძლევს... რომ ყველაფერი ისე არ დასრულდება, როგორც დღეს საქართველოში სრულდება მარტასნაირი გოგოებისთვის... <3
მოვდივარ! შემდეგ თავებსაც წავიკითხავ ახლავე.

ლევანი და მარტა ადრე შეხვედრილან ერთმანეთს? ძალიან დამაბნია :დ რომელი ლევანია ეს?
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე საწყალი გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent