შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ ეს ვართ?! ადამიანები (სრულად)


9-12-2015, 01:52
ავტორი ერკე
ნანახია 3 357

ერთი ამბავი მინდა მოგითხროთ. ამბავი ბიჭზე, რომელმაც არ იცის რა არის ცხოვრება. ბიჭზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ცოცხალია და ცხოვრობს ჩვენს შორის. ან შეიძლება აღარც ცხოვრობს არ ვიცი.
რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტის გზას ვედექი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ და სწორედ იქ, მეექვსე კორპუსისკენ მქონდა აღებული გეზი. როცა მივუახლოვდი, უკვე შესვლას ვაპირებდი პირველ ლექციაზე ვიგვიანებდი და ვჩქარობდი, მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა ინვალიდის სავარძელზე მჯდარმა ბიჭმა მიიქცია. ნაღვლიანი თვალებით იყურებოდა და მათხოვრობდა. ის ჯეოსელის ოფისის წინ, უფრო სწორედ მიწისქვეშა გადასასვლელის პირას იჯდა, თავი ჩარგული ჰქონდა და ხელი გამოშვერილი. გამვლელების რეაქციას, რომ ვაკვირდებოდი მიკვირდა. ხალხი იმას ვერ ამჩნევს რაც მნიშვნელოვანია და იმას ხედავს, რაც რომც არ დაინახონ არაფერი დაშავდება. მთავრობას ლანძღავენ იმის გამო, რომ რამდენიმე საათით შუქი წავიდა, მთავრობას აგინებენ, რომ პურის ფული არ აქვთ ან სამუშაოდან გამოაგდეს და ახალს ვერ შოულობენ, მაგრამ არ იციან როგორ უჭირთ იმ ადამიანებს ვინც დღედაღამ ქუჩაშია, გარეთ ძინავს იმის გამო რომ სახლი არ აქვს. მშიერი რჩება თუ იმ დღეს ხურდა არავინ ჩაუგდო და მაინც ცხოვრებას თავს არ უხრის, არ წუწუნებს. მას სურს სიცოცხლე, მასაც სურს სხვების მსგავსად იცხოვროს, ჰქონდეს სახლი, ყავდეს მანქანა და სტაბილური სამუშაო, მაგრამ ყველაზე მეტად სურთ სითბო, მშობელი დედის სითბო და მზრუნველობა.
შევჩერდი, ჯიბე მოვიჩხრიკე და რაც მქონდა ზედმეტი და იმდენად არ მჭირდებოდა მას ჩავუგდე. ზუსტად იმდენი დავიტოვე, რამდენიც გზისთვის მეყოფოდა, ბარათზეც მქონდა თანხა და გზისთვის ვიცოდი რომ მეყოფოდა. ჩავუგდე ფული კალთაში და მისი რეაქციით გაოცებული დავრჩი. მადლობას მიხდიდა, თავი გვერდულად ჰქონდა და წინ და უკან აქნევდა, ჩემი ხელი ეჭირა და მიკოცნიდა. ხალხმა მე დამიწყო ყურება, მათ გაკვირვებულ სახეებს ვხედავდი იმის გამო, რომ მე მივედი და დავეხმარე. ალბათ დახმარებაც მოდიდან გადავიდა და თან იმდენად, რომ ხალხმა რომ დამინახა იმ პატარა ბიჭთან გაკვირვებული თვალებით მიმზერდნენ. თან ისეთი სახეები ჰქონდათ, რომ მათ მზერას ვერ ვუძლებდი და თვალს ვარიდებდი. ბიჭს ვკითხე რა გქვია მეთქი და მე მის გვერდით მიწისქვეშა გადასასვლელის ქვის მოაჯირზე (რაც ქვია იმაზე) ჩამოვჯექი.
-გიგა მქვია. - თან ჩემი ხელის კოცნას აგრძელებდა, მაგრამ ვცდილობდი გამეშვებინებინა. არ მინდოდა ასეთი მადლიერება გამოეხატა, მე ხომ არც ისე ბევრით დავხმარებივარ. უბრალოდ არ მესმოდა ამას რატომ აკეთებდა, მაგრამ ახლა ვიცი. ვიცი, რომ ადამიანს რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ იცხოვროს როგორც სხვებმა და იყოს ისეთი, როგორიც სხვები არიან - „ნორმალურები“ მაშინ ის იმითაც მადლიერია რაც აქვს.
-რამდენი წლის ხარ გიგა? - თავზე ხელი გადავუსვი. თავს ვერ აჩერებდა, გამუდმებით ამოძრავებდა თან მორცხვად დაბლა ხრიდა თვალებს. არ სურდა ალბათ მათ თვალებში შეეხედა. ჩაეხედა ადამიანების თვალებში და მის მიმართ ზიზღი ამოეკითხა. ზიზღი, ან სიბრალული. მაგრამ გიგამაც კარგად იცოდა, რომ ეს სიბრალული ნამდვილი არ იყო. მის სახეს ბევრი ტკივილის კვალი ეტყობოდა, რატომაც არ შეეტყობოდა, ის ხომ ამდენი ხნის განმავლობაში ასე მიტოვებული და ქუჩაშია, რომელიც არც კი ვიცი ახლა სადაა, ან ცოცხალია თუ არა.
-20-ის გავხდები მალე. - სიტყვებს აგრძელებდა, ჩერდებოდა და შემდეგ კვლავ იმეორებდა. ლაპარაკიც უჭირდა, მაგრამ მაინც მაგებინებდა რაც უნდოდა. მე ჩემზე არ ვიძახი, რომ იმ ბრბოსგან რამით განვსხვავდები. არ ვამბობ, რომ მათ ვჯობივარ, ვინც სიბრალულს და ზიზღს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. ამ ადამიანმა რაღაცნაირად მიმიზიდა, თითქოს მონათესავე სული ვიპოვეო, თითქოს ვიპოვე ადამიანი ვისთანაც ისე შემეძლო ლაპარაკი, როგორც ჩვეულებრივად ვლაპარაკობ ხოლმე, მაგრამ უმეტესობა ჩემს ლაპარაკს არაფრად აგდებს, განსხვავებულს და გიჟს მეძახიან. ჰგონიათ, რომ გონებასუსტი ვარ და უცნაური ფიქრები და აზრები მაწუხებს, მაგრამ ამ ადამიანთან თითქმის ერთი საათი ისე ვისაუბრე, რომ ვერ ვიგრძენი მისგან სხვანაირი დამოკიდებულება. ჩემს მიმართ ისეთი თბილი იყო, რომ შეიძლება შენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანი არ გეპყრობოდეს ასე. მისგან სითბო ვიგრძენი, ჩემი ხელი კიდევ ეჭირა. აღარ მკოცნიდა მაგრამ ლოყაზე ედო, თითქოს უნდოდა მოვფერებოდი. მაგრძნობინებდა ამას.
-დედაშენი სად არის? - ვკითხე მაგრამ ვინანე რომ ვკითხე. მაშინვე ცრემლები წამოუვიდა დედამისის გახსენებაზე. ტირილი დაიწყო, ზეცისკენ იხედებოდა და თითით მანიშნებდა, რომ დაიღუპა. მისგან გავიგე რა დაავადებაც სჭირდა. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იყო, ყურზე აპარატი ეკეთა, ვერ ჩერდებოდა ადგილზე, კარგად ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ ვთვლიდი რომ ყველაზე ნორმალური ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს. მომიყვა როგორ იბრძოდა დედამისი ყოველდღიურად, რომ გამოეკვება, როგორ უყვარდა მას და უვლიდა. რამდენჯერ მოსვლია ჩხუბი მეზობლებთან სწორედ მის გამო, რადგან მას ყველა ზიზღით და ცუდი თვალით უყურებდა. ნათესავებსაც არ ელაპარაკებოდა. ყველაფერს აკეთებდა მისთვის, მაგრამ ფული არ ჰყოფნიდა რომ გამოეკვება, ეს დასკვნა ჩემით გამოვიტანე მას არ უთქვამს. მისგან კი ის გავიგე, რომ სახელმწიფო დახმარებას აძლევდა, მაგრამ არ ჰყოფნიდათ. თვრამეტი წლის გახდა თუ არა დახმარება შეუწყვიტეს და ამის მერე დედამისმა მათხოვრობა დაიწყო, რომ კაპიკი მაინც ეშოვა საჭმლისთვის, რომ გიგა მშიერი არ დარჩენილიყო. არ ვიცი გიგას ესმოდა თუ არა ამდენი, მაგრამ ის კი მითხრა, რომ დედას მთელი დღე ელოდებოდა სახლში მარტო იჯდა და ენატრებოდა დედამისი. მითხრა როგორ იტანჯებოდა ასეთი ცხოვრებით, რომ ყოველდღე სიკვდილს ნატრობდა, მაგრამ ამას დედას არ უმხელდა, მაინც იტანდა ყველაფერს რადგან არ სურდა დედა მიეტოვებინა. მხოლოდ დედამისი ჰყავდა, მამა უფრო ადრე გარდაეცვალა. გეფიცებით მისმა ამ ამბავმა შემძრა. ხმა ვეღარ ამოვიღე და მეც ცრემლი ვიგრძენი თვალზე. თან რომ ვუყურებდი როგორი ემოციებით ყვებოდა, როგორ ცდილობდა ეს ყველაფერი გაეგებინებინა, მაგრამ ხანდახან უსიტყვოდ უკეთ ვაგებინებთ ერთმანეთს და არაა საჭირო სიტყვები, რომ ერთმანეთს ის ტკივილი გავუზიაროთ რაც გულში გვაქვს. სიტყვები სავსებით ზედმეტი იყო ამ სიტუაციაში, მაგრამ რასაც ცდილობდა ეთქვა იქიდან ჩემი დასკვნები გამომქონდა, თუმცა არც ისე ცუდად.
ხმას ვერ ვიღებდი, მის ლაპარაკს ვუსმენდი და თან ვცდილობდი არ მეტირა, არ ვიცი რა დამემართა. მისი ამბავი მართლა განვიცადე, მისი ტკივილი ვიგრძენი მარცხნივ და ყველაზე მეტად მეტკინა გული. დედამისი ალბათ ამ ამბავს გადაჰყვა, სახლში ვერ მივიდა იმის გამო, რომ შვილს თვალს ვერ გაუსწორებდა. გიგა, რომ ეტყოდა დე მშიაო და როგორ ეთქვა, რომ ვერ აჭმევდა. ეს მძიმე იქნებოდა მისთვის. ყველაფერი გააკეთა ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ისიც ადამიანი იყო. ასე გაშეშებული ვუყურებდი და ტკივილი ჩემზე ისე გადმოჰქონდა თითქოს იმის უნარი ჰქონდა, რომ შეხებით მეგრძნო რას გრძნობდა ის. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი ხელი არ გაუშვია, მისი ცრემლები მეცემოდა და სიმხურვალეს ვგრძნობდი.
-მაპატიე. - ძლივს გამოვთქვი. მხოლოდ მას ვუსმენდი, მაგრამ მაინც მოვიკრიბე ძალა და ბოდიში მოვუხადე რომ გავახსენე დედამისი.
-არა, არაა, არაა,... ა...ა.რაუშავს. ვცდილობ გავუძლო და მის გარეშე ვიცხოვრო, ვცდილობ შევე...შე...ჩვიო და იმით დავკმაყოფილდე რასაც ღმერთი მაძლევს. მე... მე ახლა ქუჩაში ვცხოვრობ, სახლიდანაც გამომაგდეს, მაგრამ არ ვიცი რატომ. ქუჩაში მძინავს, რომ ვზივარ ....კი...კი მოუხერხებლად, ვ - არ მაგრამ მაინც სხვა გზა არ მაქვს. გამვლელები კი არავინ მიგდებს თითქმის ფულს, მათ ჩემი ეშინიათ და გამირბიან... თითქოს მონსტრი ვიყო, ან მკვლელი. - ამ დროს კვლავ წამოუვიდა ცრემლები. ზევით ასწია თითი და კიდევ მაჩვენებდა დედამისის სამყოფელს. უჭირდა ლაპარაკი, მარცვლებს კარგად ვერ გამოთქვამდა, მაგრამ მე მესმოდა მისი და კარგად მახსოვს თითოეული სიტყვა. მახსოვს როგორ მკაფიოდ ჩამესმოდა ყურებში, მის სახეს, ემოციებს რა დამავიწყებს. - ხანდახან მიწევს, რომ მთელი დღე უჭმელი ვიყო, ხან კი საერთოდ ვერ ვიძინებ. ვფიქრობ, რომ ჩემი დროც მალე მოვა და მე დედას შევხვდები. მიხარია, ძალიან მიხარია.
-არა, შენი არ უნდა ეშინოდეთ. პირიქით, შენ ხარ ის ბიჭი, რომელიც ყველას ერთად აღებულს ჯობია, შენ გაქვს ის, რაც მათ არ გააჩნიათ და ვერასდროს ექნებათ. შენ გაქვს გული სიყვარულით და სითბოთი სავსე. გული, რომელშიც ზიზღი არ ბუდობს არც სიძულვილი. მე ვერ დავინახე ეს, სრულიად დარწმუნებით ვიძახი, რომ შენ ის ადამიანი ხარ, ვისგანაც ბევრმა მაგალითი უნდა აიღოს. - ხელს გულზე ვადებდი და ისე ველაპარაკებოდი. ამ დროს უკვე აღარ ვიჯექი და მის წინ დაჩოქილი ვიყავი, რომ გავთანაბრებოდი. შემდეგ ნაყინი შევთავაზე და ვცადე მისი ინვალიდის სავარძლის გადაადგილება, მაგრამ მან ღრიალი მორთო და არ დამანება. ამაზე კიდევ ერთი ამბავი მიამბო. იმ სიტყვებისთვის მადლობა გადამიხადა და მიამბო ის, რამაც შოკში ჩამაგდო, უბრალოდ ვერ აღვწერ ადამიანის სისასტიკეს, ეს შეუძლებელია. ადამიანს დღითიდღე აკლდება ტვინი და უფრო სიძულვილით ევსება გული, ვიდრე აქამდე იყო.
-რამდენიმე დღის წინ, სწორედ ასე, როგორც შენ.... შენ მითხარი. ნაყინი უნდა გიყიდოო, ერთი ტიპი მოვიდა და ნაყინი შემომომომთავაზა. მე ძალიან მინდოდა ნაყინი და მან წამიყვანა. მე ვენდე, მაგრამ კუთხეში შემიყვანა და დანა ამოიღო. ხელი პირზე დამაფარა, მაგრამ ვუკ...უკ...უკ...უკ...ბინე. ვიყვირე. სულ ვყვიროდი. მითხრა არავინ მოვიდოდა აქ და ვერავინ მიშველიდა, მაგრამ გადავრჩი. ჩემი ხმა ვიღაცამ გაიგო და გადამარჩინა... დანის გასმა მაინც მოასწრო, აი შრამი. - მკლავი აიწია ძლივსძლივობით და მაინც მაჩვენა. მე ნამდვილად არ მესმის როგორ შეიძლება იყო ასეთი უგულო. შეიძლება მე ჩამოვრჩი დროს ან სხვა დროში უნდა დავბადებულიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ არ შეგიძლიათ აკეთოთ კარგი საქმენი და არა ის რაც სხვას ზიანს მოუტანს, მითუმეტეს ასეთ ბავშვს. მე მასში ანგელოზი დავინახე, გეფიცებით. თითქოს უცოდველს ველაპარაკებოდი, თითქოს არა ის მართლაც უცოდველი იყო. ყველას ენდობოდა, აქამდე. ყველას მიუხედავად იმისა რომ ბევრი იმედგაცრუება ნახა მაინც ყველას ენდობოდა, მაგრამ ჩემს რეაქციაზე როცა ინვალიდის სკამს ხელები მოვკიდე და წაყვანა დავუპირე წინა შემთხვევა გაახსენა და არც მიკვირს. ჩვენ ხომ ცხოველები ვართ და შეგვიძლია ანგელოზის მოკვლაც კი.
ალბათ საჭიროა ამდენი ბოროტება, ყველა ვერ უძლებს ეშმაკთან ბრძოლას და ყველა ვერ იმარჯვებს მასზე. ზოგი ადვილად ნებდება ვისაც ნებისყოფა არ აქვს და არც ცდილობს, რომ შეებრძოლოს თავის უარყოფით მხარეს. თავის ნაკლს და დაჩრდილოს ის კარგით. ბევრს ადვილი გზა ურჩევნია ეკლიანი გზის გავლას. ამ ბავშვში მე სიკეთის უზარმაზარი მარცვალი დავინახე, ის მადლიერი იყო იმით რაც გააჩნდა. მადლიერი იყო და მეტი არაფერი? ხელზე მკოცნიდა, ჩემს ხელს იხუტებდა და ეფერებოდა. არ ვიცი ასეთი მადლიერების გრძნობა დიდი ხანია არ მინახავს, არავისგან. ხო, მართალია ის ავად არის, მართალია არ შეუძლია სიარული, არ აქვს იმის უნარი რომ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი ან შეძლოს და სხვას დაეხმაროს. არ აქვს შეიძლება არანაირი ნიჭი, ან გმირი ვერ გახდება, მაგრამ ნუთუ სიცოცხლის უფლებაც არ აქვს? „იქნებ მოვიდა ჩემი დრო, მიხარია დედაჩემს შევხვდები“ - ამ სიტყვების გახსენებაზე ყოველთვის ჟრუანტელი მივლის და ალბათ დიდი ხანია ამ ამბით გამოწვეულ შოკში ვიქნები. მე მიუხედავად ყველაფრისა მაინც მენდო და ნაყინიც კი ვუყიდე ჩემი უკანასკნელი თეთრებით. ჭამაში დავეხმარე, კარგად ვერ იჭერდა ხელში და მიხაროდა, რომ ასეთ ადამიანს შევხვდი. მიხაროდა, მაგრამ შემდეგ მისი დახმარება გადავწყვიტე, მინდოდა სახლში წავსულიყავი და თან წამეყვანა, მაგრამ არ წამომყვა. მას დედასთან უნდოდა.
იმ დღის მერე ბევრს ვფიქრობ, ვიფიქრე მეორე დღეს წავიყვან მიუხედავად მისი უარისა მეთქი, მაგრამ იქ აღარ დამხვდა სადაც დავტოვე. ბევრს ვფიქრობ ცხოვრების უსამართლობაზე და იმ ადამიანში ნაწილობრივ ჩემი თავიც ამოვიცანი. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი უნარშეზღუდული ხომ არ ვარ მეთქი, ახლაც ვეჭვობ. იქნებ ვარ, რადგან ადამიანებს ადვილად ვენდობი, ადვილად მიყვარდება და დიდი სურვილი მაქვს სულ ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიყო. გული არ მაქვს ზიზღით და სიძულვილით სავსე და მართლა ეჭვი მეპარება, რომ მე აქ და ამ დროში უნდა დავბადებულიყავი.
ვინ იცის, იქნებ ახლა დედამისთანაცაა, იქნებ ახლა ზევიდან იყურება და ჩვენ გვლოცავს. მე კი ვერ დავეხმარე დიდად. თუმცა არასდროს დამავიწყდება ჩემდამი გამოჩენილი სიყვარული და სითბო. თითქოს ერთსხეულად შევერთდით და მისი ნაწილი გავხდი. დღეს კი ის ჩემში ცხოვრობს, ჩემთან ერთად ცხოვრობს, სადაც არ უნდა იყოს. რასაც არ უნდა ვუყურებდე ყოველთვის მახსენდება გიგა, რომელსაც ვერ დავეხმარე. შემდეგ კი რაღაც მამხნევებს, მისი სიტყვები ჩამესმის, მის ტკივილს ვგრძნობ და მგონია, რომ სადღაც აქვეა ის ბიჭი, ჩემში. ხანდახან მესიზმრება მისი სახე და სიხარულით მეუბნება, რომ დედამისი იპოვა, დედამისს შეხვდა და ძალიან ბედნიერია მასთან ერთად. მე კი ამ დროს მეღვიძება და მთელი ღამე ვეღარ ვიძინებ მასზე ფიქრში. ის გმირი ვერ გახდებოდა, მაგრამ ის ნამდვილი ადამიანი იყო. ისეთი არა, როგორსაც დღესდღეობით შეხვდებით. ის ანგელოზი იყო და იმდენი დამცირების, აბუჩად აგდების, ზიზღის და სიძულვილის მერეც კი ალბათ ზევიდან დაგვყურებს და გვიფარავს. არა, არ მჯერა რომ ის აღარ არის, ყოველთვის როცა სახლიდან გავდივარ იმის იმედით, რომ სადმე გიგას დავინახავ და ახლა მაინც გამოვასწორებ ჩემს შეცდომას, ის რაც გულს მიღრღნის და არ მასვენებს. იმის იმედით, რომ სახლში წამოვიყვან და ვაჭმევ, გავუფრთხილდები, მივცემ სიცოცხლის უფლებას მაგრამ....
თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ იქ დავტოვე. რა ვიცოდი თუ მეორე დღეს არ დამხვდებოდა. გულით მინდოდა ჩემთან ეცხოვრა, რადგან მეც იგივე ტკივილს განვიცდი, რასაც ის. ალბათ უფრო ამიტომ გავუგე მას. ხალხის ცვლილებას რომ ვატყობ გული მტკივა. ძალას კი გიგა მაძლევს, მინდა რომ სამყარო მის გამო, იმ მსხვერპლის გამო, რაც მას გაუკეთეს უკეთესობისკენ შეიცვალოს. როცა ცუდ ხასიათზე ვყოფილვარ იმაზეც ვიწყებ ფიქრს, რომ გიგა არ არსებობდა, ის მხოლოდ ჩემში ცხოვრობს და ჩემში არსებობს. თავს იმით ვიმხნევებ, რომ მომეჩვენა...
არ მინდა ამდენი ძალადობა ქუჩებში, მინდა ყველა სიყვარულით სავსე იყოს, ყველას უყვარდეს და არა სძულდეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არ არიან საშიშები, ამაში თვითონ დავრწმუნდი. საშიშები თქვენ ხართ, ვინც ახლა თბილად ზიხართ კომპიუტერთან და ამას კითხულობთ, საშიშები, მაგრამ კარგად დაცულები. თქვენ ხართ ყველაფრის სათავე, რაც აქ ხდება, ხოლო ანგელოზებს და თქვენგან განსხვავებულებს კი თავიდან იშორებთ.
კმარა ძალადობა!
მოვუფრთხილდეთ სილამაზეს, ამას გთხოვთ!..

_____________________
სწორედ, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, იმ სილამაზეს, რაც გვაქვს და გაგვაჩნია. რასაც მეტად ვერ დავიბრუნებთ.
მოვუფრთხილდეთ და არა გავანადგუროთ იგი.
ვფიქრობ, რაც დავწერე ყველაფერი ერთი აბდაუბდაა, თუმცა მაინც გულით დაწერილი. ახლა გადავაწყდი ფაილებში და ძალიან მინდოდა აქაც დამედო, სწორედ ამას ვფიქრობ მე!
და რას ფიქრობთ თქვენ?!



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

გეთანხმები...ძლიან თბილი იტო,მართლაც გულიდან მოდიოდა..ცოტა აბდაუბდაც იყო,მაგრამ ეგ არაფერი,მთავარია,სათქმელი მოიტანე და თანაც კარგად...თავიდან ვიფიქრე,რომ შენ იყავი გამვლელი...მათხოვრობას ნუ იხმარ,უხეშად ჟღერს..ამია გარეშე უფრო თბილი იქნება....

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

უნდა ვწერო
გეთანხმები...ძლიან თბილი იტო,მართლაც გულიდან მოდიოდა..ცოტა აბდაუბდაც იყო,მაგრამ ეგ არაფერი,მთავარია,სათქმელი მოიტანე და თანაც კარგად...თავიდან ვიფიქრე,რომ შენ იყავი გამვლელი...მათხოვრობას ნუ იხმარ,უხეშად ჟღერს..ამია გარეშე უფრო თბილი იქნება....

მადლობა...
არა, ეს უბრალო მოთხრობაა, თუმცა როგორც ვეცადე ისე აღვწერე იმ ბიჭის განცდები და რა თქმა უნდა ჩემი განცდებიც ერთვოდა ამას. მეც განვიცდიდი...
შენიშვნისთვის მადლობა.
გავითვალისწინებ.
თუმცა ეს ადრე მქონდა დაწერილი და აღარც შემიცვლია დიდად, რომ გადავიკითხე ისევე დავდე აქ...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი nini :)

სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი, ძალიან მაგარი იყო,ვიტირე კიდე მარლაც რატომ არან ამ ქვეყნად ასეთი ბოროტი ადამიანები?! love love love
ამ პატარა ისტორიაში შენ გადმოეცი ის გულისტკივილი რაც ბევრს აწუხებს მაგრამ ვერ გამოხატავენ თუნდაც სიტყვებით

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

nini :)
სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი, ძალიან მაგარი იყო,ვიტირე კიდე მარლაც რატომ არან ამ ქვეყნად ასეთი ბოროტი ადამიანები?! love love love
ამ პატარა ისტორიაში შენ გადმოეცი ის გულისტკივილი რაც ბევრს აწუხებს მაგრამ ვერ გამოხატავენ თუნდაც სიტყვებით

მეც მხოლოდ ეს კითხვა მაწუხებს. რატომ არ შეუძლიათ იყვნენ კარგები,თბილები და მოსიყვარულეები და რატომ არიან ბოროტები ;((
მადლობა ჩემო კარგო love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი nini :)

ErckeMydass25
nini :)
სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი, ძალიან მაგარი იყო,ვიტირე კიდე მარლაც რატომ არან ამ ქვეყნად ასეთი ბოროტი ადამიანები?! love love love
ამ პატარა ისტორიაში შენ გადმოეცი ის გულისტკივილი რაც ბევრს აწუხებს მაგრამ ვერ გამოხატავენ თუნდაც სიტყვებით

მეც მხოლოდ ეს კითხვა მაწუხებს. რატომ არ შეუძლიათ იყვნენ კარგები,თბილები და მოსიყვარულეები და რატომ არიან ბოროტები ;((
მადლობა ჩემო კარგო love

არაფერს, იცი ერთ ძალიან მაგარ წიგნში რომელსაც ბიბლია ჰქვია ასეთი სიტყვებია რომ ბოლო დროს ადამიანებს გრძნობები გგაუნელდებოდათ, აი მიზეზი რატომ არიან ასე

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

nini :)
ErckeMydass25
nini :)
სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი, ძალიან მაგარი იყო,ვიტირე კიდე მარლაც რატომ არან ამ ქვეყნად ასეთი ბოროტი ადამიანები?! love love love
ამ პატარა ისტორიაში შენ გადმოეცი ის გულისტკივილი რაც ბევრს აწუხებს მაგრამ ვერ გამოხატავენ თუნდაც სიტყვებით

მეც მხოლოდ ეს კითხვა მაწუხებს. რატომ არ შეუძლიათ იყვნენ კარგები,თბილები და მოსიყვარულეები და რატომ არიან ბოროტები ;((
მადლობა ჩემო კარგო love

არაფერს, იცი ერთ ძალიან მაგარ წიგნში რომელსაც ბიბლია ჰქვია ასეთი სიტყვებია რომ ბოლო დროს ადამიანებს გრძნობები გგაუნელდებოდათ, აი მიზეზი რატომ არიან ასე

ხო, თუმცა საერთოდ არ მინდა, რომ ასე იყოს... ვერ ვუყურებ მე ასეთ მსოფლიოს...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი nini :)

ErckeMydass25
nini :)
ErckeMydass25
nini :)
სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი, ძალიან მაგარი იყო,ვიტირე კიდე მარლაც რატომ არან ამ ქვეყნად ასეთი ბოროტი ადამიანები?! love love love
ამ პატარა ისტორიაში შენ გადმოეცი ის გულისტკივილი რაც ბევრს აწუხებს მაგრამ ვერ გამოხატავენ თუნდაც სიტყვებით

მეც მხოლოდ ეს კითხვა მაწუხებს. რატომ არ შეუძლიათ იყვნენ კარგები,თბილები და მოსიყვარულეები და რატომ არიან ბოროტები ;((
მადლობა ჩემო კარგო love

არაფერს, იცი ერთ ძალიან მაგარ წიგნში რომელსაც ბიბლია ჰქვია ასეთი სიტყვებია რომ ბოლო დროს ადამიანებს გრძნობები გგაუნელდებოდათ, აი მიზეზი რატომ არიან ასე

ხო, თუმცა საერთოდ არ მინდა, რომ ასე იყოს... ვერ ვუყურებ მე ასეთ მსოფლიოს...

მაგრამ რას ვიზავთ ვერ შევცვლით ასეთებს

 


№8  offline წევრი maridb

ძალიან კარგი იყო.
კარგად გადმოეცი შენი სათქმელი<3
ჩემთვის ეს ყველა განცდა მართლა გულამდე მოვიდა...
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

maridb
ძალიან კარგი იყო.
კარგად გადმოეცი შენი სათქმელი<3
ჩემთვის ეს ყველა განცდა მართლა გულამდე მოვიდა...

გამიხარდა, რომ ის მისია შეასრულა, რაც წესით უნდა შეესრულებინა love
eremar
უფ, ცუდად გავხდია ახლა ისევ :((( ცრემლები გადმომდინდა ღვარღვარით,არა და ისეთი დამწვარი მაქვს კანი ტირილასგან,რომ გუშინ დავდე პირობა აღარ ვიტირებდი და მაინც ვეღარ შევასრულე. ალბათა არ უდა წავიკითხო ასეთი რამები, მით უმეტეს ახლა. იმდენად ახლოსაა ჩემს გულთნ რომ ვერ აღვწერ, მეც დამმართნი ამდაგვარი რამ, ბევრს დაუცინია, როცა მოწყალებას გავცემ:((( უცხოებსაც რამდენჯერ შემოუხედავთ ამრეზით, მართლა გონებაშეზღუდული ვგონივართ, მეც ასე მგონია:(((, თუმცა ამის გამო ადამიანება არ უნდა შევჭყვიტოჩთ სკეთის კეთება, იქნებ რა იცი, ვიღაცას გული მოულბეს და მონდეს მოგბაძოს... ძალიან ემოციური მოთხრობა იყო ჩემთვის, კი ამათირა, მაგრამ მაინც მადლობა ავტორს, დამანახა, რომ მარტო მე არ ვარ ასეთი, სხვებსაც ექმნებათ უხერულობა სიკეთის კეთების პროცესში. ეს ალბათ ბოროტისგანაა და ჩვენ არ უნდა შევუშინდეთ, ბოროტებას სიკეთე ყოველთვის დაამარცხებს love love

არა, უხერხულობის განცდა არ მაქვს და ამიტომ არ მიმაჩნია თავი ჩამორჩენილად და გონებასუსტად. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ დღესდღეობით სიყვარული თითქოს სისუსტედ მიიჩნევა და აღარ არის ისე საჭირო, როგორც საერთოდ. უფრო მეტ გაბოროტებული და ერთმანეთისთვის გამკიცხავ ხალხს ვხედავ, თავიანთ ალესილ ენებს, რომ არ აჩერებენ და ადამიანს ყველაზე მეტად ამით ტკენენ გულს. ენა ყველაზე მწარეა, რასაც პირში საერთოდ ვერ აჩერებენ ხოლმე და ამას ვამბობ.
ადრე უფრო აფასებდნენ თითქოს სიყვარულს, ვიდრე ახლა.
ადრე უფრო მეტად უყვარდათ ერთმანეთი, ახლა კი სიყვარულიც გაცვდა... მეტიც, მე რომ ასეთი ვარ ისიც კი უკვირთ ხოლმე.
არ ვიცი რა არის საკვირველი, რატომ არ შეიძლება გიყვარდეს უცხოც, გიყვარდეს სხვა ადამიანი და არაფერს ითხოვდე მისგან გარდა სითბოსი.
ყველაზე ძვირფასი ჩემთვის სითბოა რომელსაც ადამიანები გავცემთ, მინდა ყველას მივანიჭო სიყვარულის უნარი, მინდა სითბო ყველამ მიიღოს ჩემგან, არც ის ვიცი რამდენად გამომდის, ან გამომივა, მაგრამ მხოლოდ სიყვარული თუ შეცვლის მსოფლიოს და ამის ღრმად მწამს. მხოლოდ სიყვარული აქცევს მომავალს უფრო ნათელს და ლამაზს. და არ შემიძლია, როცა დარდიან ვინმეს ვხედავ, როცა გულნატკენს ვხედავ ვიღაცის მიერ, არ შემიძლია არ მივიდე და არ ვეცადო მაინც იმ ტკივილის მოშუშება, რაც მიაყენეს.
ადამიანი ხომ ყველაზე მეტად იმით ფასობს, თუ რას გააკეთებს, რამდენ სითბოს და სიყვარულს გასცემს, მე კი არ მადგება ეს სიყვარული, წაიღეთ, ყველას მივცემ, ოღონდ სხვა ბედნიერი იყოს.
ჩემთვის ადამიანის ბედნიერება ყველაზე ძვირფასი რამეა... მარტო ეს მეძვირფასება love
ხოდა ამიტომ არის, რომ თავს აქ ცოტა უხერხულადაც ვგრძნობ, ამდენ ბოროტებას რომ ვხედავ მე კი მაინც გულუბრყვილო სიყვარული მამოძრავებს ყველას მიმართ. თუმცა არ ვნანობ, რომ ასეთი ვარ... მიყვარს ის ბოროტიც, მიყვარს ის, ვისაც არ ვუყვარვარ, მაგრამ რასაკვირველია ის მიყვარს ყველაზე, მეტად ვინც მაფასებს და ვისგანაც იგივე გრძნობა მოდის...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent