შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მოთამაშე": შეხვედრა ბავშვობის მეგობარითან (1)


9-12-2015, 05:38
ავტორი Evelina
ნანახია 2 536

დარბაზში შუქები ჩაქვრა და სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ ხელი ჩამჭიდა და ჩუმად ჩამჩურჩულა: "აბა შენ იცი! ხომ ყველაფერი გახსოვს?". მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მერე გამახსენდა აქამდე როგორ მოვედით და ტუჩებზე ღიმილი შემეპარა.
სცენის ზემოდან შუქი მოგვანათეს, პირველი ნაბიჯი ირაკლიმ გადადგა და მეც გავყევი. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მიკროფონს რამოდენიმეჯერ დაარტყა, შემდეგ მძიმედ ჩაახველა და დარბაზში მყოფ ხალხს გადახედა, რომლებიც სუფრებს მისხდომოდნენ და მამამისის დაბადების დღეს ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ.
_საღამო მშვიდობისა!_ომახიანად დაიწყო მან._ მამა... დღეს უკვე მერამდენედ, მინდა რომ ბედნიერება გისურვო! ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ და ჩემს მთავარ სათქმელს ვიტყვი..._თვალები დაახამხამა და თავისებურად, გამორჩეულად და არამქვეყნიურად გაიღიმა. _თითქმის ყველა თქვენგანი იცნობს ინგას, და იცის რომ ის ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარია!_ირაკლიმ ისევ ჩაახველა, თითქოს ანერვიულდა კიდეცო. ჩემი ხელი ახლა მის ორივე ხელში მოიქცია და შემევედრა_მოდი შენ განაგრძე!_ ხელები შემიშვა, მიკროფონი, ჯერ ჩემსკენ შემოატრიალა და შემდეგ ქვემოთ დასწია.
_საღამა მშვიდობისა!_ გავიმეორე ირაკლის სიტყვები._ბატონო ერეკლე, მეც, კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო თუ რამ უფალს სურს ადამიანისათვის! თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ, თუნდაც იმიტომ რომ ასეთი არაჩვეულებრივი შვილი აღზარდეთ..._ირაკლის გავხედე და, ისე რომ არავის შეემჩნია თვალები გადავატრიალე._ჰო... რის თქმას აპირებდა ირაკლი?!... ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა, დაახლოებით ბოლო სამო ან ოთხი წელია ერთმანეთი არ გვინახავს, ტელეფონითაც კი არ გვისაუბრია, შემთხვევითაც კი არ შევხვედრივართ ერთმანეთს ამ პატარა ქვეყანაში..._ მორიდებით გავიღიმე და ირაკლის გადავხედე, მას თავი ჩაეხარა და უცნაურად იღიმოდა._დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს... შემთხვევით... პარიზში..._ირაკლიმ თავი დააქნია, თუმცა ისევ დახარა._ამ ძალიან მოკლე ხანში მივხვდით, რომ მხოლოდ მეგობრობა არ გვყოფნიდა და..._ღრმად ამოვისუნთქე... ისევ მას გავხედე, შევატყვე, სულ ცოტაც და მისი სიცილი გააყრუებდა იქაურობას ( თან მერე როგორი, უაზროდ ხმამაღალი სიცილი იცის.)._ირაკლიმ მე ხელი მთხოვა!_ვთქვი და ბედნიერების ცრემლები წამსკდა. მერე მარჯვენა ხელი ავწიე და ყველას დავანახე ნიშნობის ბეჭედი.
იქაურობა ოვაციებმა მოიცვა, ირაკლის მეგობრები ლამის მაგიდაზე შეხტნენ და ისე უსტვენდნენ, ბატონი ერეკლე და მისი მეუღლე კი ჩვენსკენ გამოემართნენ მოსალოცად. მხოლოდ მე და ირაკლიმ შევამჩნიეთ ახალგაზრდა, შავგვრემანი ლამაზმანი, რომელიც უსიტყოდ წამოდგა ფეხზე და დარბაზდან უხმოდ გავიდა.

***

ირაკლის მამის დაბადების დღემდე, ერთი თვით ადრე (3 ნოემბერს) პარიზში გავფრინდი, ჩემს უფროსთან ერთად, სამი კვირით. ფრანგი არქიტექტორების ნამუშევრები უნდა შეგვესყიდა. ამ სამი კვირის განმავლობაში ოფიციალურ მხარეებს, რა თქმა უნდა მე ვაგვარებდი, აუქციონებზეც მე დავიოდი და უფროსის ნაცვლადაც ვაწერდი ხელს (არაოფიციალური უფლება მქონდა, ჩემი უფროსისაგან მისი ხელმოწერა გამეყალბებინა.). თვითონ კი... თვითონ კი, ღმერთმა იცის სად და ვისთან ერთად დაეხეტებოდა პარიზში.
ილია ბედია დიდი არქიტექტურული კომპანიის დირექტორია, სადაც, ერთი წლის წინ მის პირად თანაშემწედ დავიწყე მუშაობა. პირველივე დღესვე მომხიბლა მისმა მამაკაცურმა გამოხედვამ, თითქოს მომაჯადოვაო. რა არ ვსცადე, როგორ არ ვაწონებდი თავს, როგორ აღარ მივუდექი, მაგრამ არ მაქვს მაღალი ფეხები და დიდი მკერდი ნინო მდივანივით და ჰე...
ზოგადად უპასუხისმგებლო იყო ილია, თუმცა ფულის მოყვარული და ბიზნსიც რაღაც არაჩვეულებრივად გამოსდიოდა ( თუ უმართლებდა).
არც პარიზის აეროპორტში გამოჩენილა ბატონი ბედია. რა უნდა მექნა?... გავიარე რეგისტრაცია და, ჯერ სტამბულში და შემდეგ თბილისში ჩამოვფრინდი.
თბილისის აეროპორტში დაბნეული ვეძებდი ჩვენი კომპანიის მძღოლს და ასევე ჩემს უფროსსაც (ყოველი შემთცვევისთვის).
_ინგა!_მომესმა საოცრად ნაცნობი ხმა. უკან მოვიხედე, თვალები სიხარულისაგან გამიბრწყინდა, ეს იყო ირაკლი! ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც, ბოლოს რამოდენიმე წლის წინ ვნახე.
_ირაკლი?!_დავიყვირე ბოლო ხმაზე დე მისკენ გავემართე.
ისიც ჩემსკენ წამოვიდა, ჯერ სწრაფი ნაბიჯებით, შემდეგ კი სირბილით, ხელში ამიტაცა დამატრიალა, მერე ერთი ხელი წელზე შემომხვია, მეორე კი თმებში შემიცურა და ვნებიანად დაეძგერა ჩემს ტუჩებს.
გავშრი!!!...დავიბენი... ვერ გამეგო ეს ცხადი იყო თუ სიზმარი ( ზოგადად უცნაური სიზმრები მესზმრება ხოლმე და საკმაოდ რეალური შეგრძნებებით!).
გონს რამოდენიმე წამში მოვეგე და ვცადე წინააღმდეგობა გამეწია, თუმცა ამაოდ. ისე ვყავდი მიკრული თითის განძრევასაც კი ვერ ვახერხებდი.
როგორც იქნა მოსწყდა ჩემს ტუჩებს, ახლა ხელი მკლავში ჩამავლო და გასასვლელისკენ გამაქანა (ძლივს მოვასწარი ჩემოდანზე ხელის დავლება).
_შენ ხომ არ შეიშალე?!_ გაბრაზებული ვუყვიროდი ირაკლის.
_ახლა არა!... ახლა არა!_იმეორებდა იგი. გარეთ გამოვედით თუ არა წინ გადამიდგა, იქურობა შეათვალიერა და მხოლოდ მაშინ გამიშვა ხელი _ახლა შეგიძლია გამარტყა სახეში_ მითხრა და უნამუსოდ გამისწორა თვალი.
_იდიოტო!_შევუყვირე და ერთი ისე მწარედ ვუთავაზე, რომ ჩემი ხუთივე თითი ემჩნეოდა სახეზე.
_ერთ გოგოს მინდოდა რომ ეეჭვიანა..._ გაეღიმა ირაკლის და ლოყაზე მოისვა ხელი.
_რა სულელიც იყავი, ისევ ისეთი სულელი ხარ! _ წარბი ზემოთ ავქაჩე და ხელები გადავაჯვარედინე.
_ჰო რა..._ისევ თავისებურად გამიღიმა და ახლა მე დამისვა ბეეჭეებზე ხელი.
_ნუ მეხები!_ ისევ შევუბღვირე და მერე მეც გამეცინა.
_ქალბატონო ინგა!_ მანქანა მოაყენეს ჩემს ფეხებთან._მე კომპანიიდან ვარ, დაბრძანდით...
_ოჰ!!!!_ წარბები ზემოთ აქაჩა ირაკლიმ._ ქალბატონო ინგა?!_ ირონიულად გადმომხედა.
_დიახ, დიახ! ქალბატონო ინგა!_ გავუღიმე და საბარგულისაკენ გავემართე.
_დაგეხმარებით ქალბატონო ინგა!_ გადაიხარხარა ირაკლიმ და ჩემოდანი თვითონ ჩადო საბარგულში.
_კარგად ირაკლი! და მეორედ ასე აღარ მოიქცე თორემ...
_რა?..._ისევ ირონიულად გადმომხედა.
_სჯობს არ იცოდე!_მოვუჭერი მოკლედ და მანქანაში ჩავჯექი.
_ტელეფონის ნომერი მაინც დამიტოვე..._ კარების დახურვის საშუალება არ მომცა მან.
ხელჩანთიდან ფურცელი და ავტოკალამი ამოვიღე და ჩემი ნომერი დავწერე. _კარგად მეყოლეთ, ქალბატონო ინგა!_ ფურცელი გამომართვა და კარები მომიხურა ბავშვობის მეგობარმა.



№1  offline მოდერი sopiko

ვაჰ, საინტერესოა, განსხვავებული! როგორც ჩანს ეს ხელის თხოვნის ამბავიც სიცრუეა, მაგრააამ... მაგრამ მერე რა მოხდება არავინ ვიცით! ხო, ერთი რა შევამჩნიე. ფრჩხილებში ნუ ჩასვამ ხოლმე დამატებით ცნობებს, პირდაპირ დაწერე, რადგან ფრჩხილი ნიშნავს გამეორებას. იმედი მაქვს მალე ვიხილავ შემდეგ თავს ♥

 


№2  offline წევრი მთვარეულა ❤

ჰმ, უცნაურია!
საკმაოდ საინტერესო და განსხვავებულია სხვა ისტორიებისგან. შემდეგ თავს ველოდები, მაინტერესებს ძალიან.
ხო და კიდევ, პირველი ისტორიაა როგორც ვნახე და კეთელი იყოს შენი ფეხი ამ გვერდზე!
წარმატებები ! ! ! lovelovelove

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent